საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • bi12 კოლოსელები 1:1-4:18
  • კოლოსელები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • კოლოსელები
  • ბიბლია
ბიბლია
კოლოსელები

კოლოსელების მიმართ

1 პავლე, ქრისტე იესოს მოციქული ღვთის ნებით,+ და ძმა ტიმოთე,+ 2 ქრისტესთან ერთობაში მყოფ წმინდებსა+ და ერთგულ ძმებს კოლოსეში:

წყალობა და მშვიდობა თქვენ ღვთისგან, ჩვენი მამისგან.+

3 ყოველთვის, როცა თქვენთვის ვლოცულობთ, ვმადლობთ+ ღმერთს, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამას,+ 4 რადგან მოვისმინეთ ქრისტე იესოში თქვენი რწმენისა და ყველა წმინდისადმი თქვენი სიყვარულის შესახებ+ 5 ზეცაში+ თქვენთვის შემონახული იმედის+ გამო. ამ იმედის შესახებაც უკვე მოისმინეთ, როცა იმ სასიხარულო ცნობის ჭეშმარიტება გემცნოთ,+ 6 რომელიც გამოგეცხადათ. ის ნაყოფსაც იძლევა+ და ვრცელდება+ კიდეც მთელ მსოფლიოში,+ როგორც ეს თქვენ შორისაც ხდება იმ დღიდან, რაც ღვთის წყალობის+ შესახებ მოისმინეთ და შეიცანით ის ჭეშმარიტებაში.+ 7 ეს ნასწავლი გაქვთ საყვარელ ეპაფრასგან,+ ჩვენნაირივე მონისგან, რომელიც ქრისტეს ერთგული მსახურია ჩვენ მაგივრად 8 და რომელმაც გვამცნო თქვენ მიერ სულით გამოვლენილი სიყვარულის+ შესახებ.

9 ამიტომ იმ დღიდან, რაც ეს მოვისმინეთ, არ შეგვიწყვეტია თქვენთვის ლოცვა+ და იმის თხოვნა, რომ აღივსოთ მისი ნების საფუძვლიანი ცოდნით,+ ყოველი სიბრძნითა+ და სულიერი გაგებით,+ 10 რათა იეჰოვას+ ღირსად იაროთ+ იმ მიზნით, რომ ყველაფერში ასიამოვნოთ მას — ყოველ კარგ საქმეში+ ნაყოფი გამოიღოთ და ღვთის შესახებ საფუძვლიანი+ ცოდნა გაიღრმაოთ, 11 გაძლიერდეთ მთელი ძალით მისი დიდებული+ ძლევამოსილებისამებრ, რათა ყველაფერი მოითმინოთ+ და სულგრძელნი იყოთ სიხარულით, 12 მადლობდეთ მამას, რომელმაც შესაფერისები გაგხადათ, რომ წილი გქონოდათ სინათლეში+ მყოფი წმინდების+ მემკვიდრეობაში.+

13 მან დაგვიხსნა სიბნელის ძალაუფლებისგან+ და გადაგვიყვანა+ თავისი საყვარელი+ ძის სამეფოში,+ 14 ვისი მეშვეობითაც გავთავისუფლდით გამოსასყიდით, მოგვეტევა ჩვენი ცოდვები.+ 15 ის უხილავი+ ღვთის ანარეკლია,+ პირმშო+ ყველა ქმნილებას შორის. 16 მისი მონაწილეობით+ შეიქმნა სხვა ყველაფერი ზეცაში და დედამიწაზე, ხილული და უხილავი, იქნება ეს ტახტები თუ ბატონობები, მთავრობები თუ ძალაუფლებები.+ ყველაფერი მისი მონაწილეობით და მისთვის+ შეიქმნა. 17 ის არის ყველაფერზე უწინ,+ მისი მონაწილეობით გაჩნდა ყველაფერი+ 18 და ის არის სხეულის, კრების თავი.+ ის არის დასაწყისი, პირმშო მკვდრებს შორის,+ რათა პირველი+ გამხდარიყო ყველაფერში, 19 რადგან ღმერთმა მოისურვა, რომ მასში დამკვიდრებულიყო ყოველი სისავსე+ 20 და მისი მეშვეობით შეერიგებინა+ თავისთან ყოველივე+ დედამიწაზე თუ ზეცაში იმით, რომ მშვიდობას+ დაამყარებდა მის მიერ წამების ბოძზე*+ დაღვრილი სისხლით.+

21 თქვენ, ოდესღაც გაუცხოებულები+ და მტრები იმის გამო, რომ თქვენი გონება ბოროტი საქმეებით იყო დაკავებული,+ 22 ღმერთმა ახლა შეგირიგათ+ მისი ხორციელი სხეულის მეშვეობით, მისი სიკვდილით,+ რათა წმინდად, უმანკოდ+ და ყოვლად ბრალდაუდებლად+ წარედგინეთ თავის წინაშე, 23 რა თქმა უნდა, თუ დარჩებით რწმენაში,+ საძირკველზე დაფუძნებულნი+ და მტკიცენი,+ და არ გადაუხვევთ იმ სასიხარულო ცნობის იმედს, რომელიც მოისმინეთ+ და რომელიც ექადაგა+ ყველა ქმნილებას+ ცისქვეშეთში. მე, პავლე, ამ სასიხარულო ცნობის მსახური გავხდი.+

24 ახლა ვხარობ ტანჯვის გამო,+ რომელშიც თქვენი გულისთვის ვარ, და ამასთანავე ვავსებ ქრისტეს გასაჭირს+ ჩემს ხორცში მისი სხეულისთვის, კრებისთვის.+ 25 მე ამ კრების მსახური+ გავხდი იმ მმართველობის+ თანახმად, რომელიც ღვთისგან მომეცა თქვენ სასარგებლოდ, რათა სრულად მექადაგა ღვთის სიტყვა, 26 გასული სისტემებისა+ და წინა თაობებისგან დაფარული წმინდა საიდუმლო.+ ახლა კი ცხადი გახდა+ მისი წმინდებისთვის. 27 ხალხებს შორის მათთვის მოისურვა ღმერთმა, რომ ეცნობებინა ამ წმინდა საიდუმლოს+ დიდებული სიმდიდრე.+ ეს არის ქრისტე,+ რომელიც თქვენთან ერთობაშია, რაც მასთან ერთად განდიდების იმედს ნიშვნავს.+ 28 ჩვენ ვაუწყებთ+ მის შესახებ, შევაგონებთ და მთელი სიბრძნით+ ვასწავლით ყველას, რათა ქრისტესთან ერთობაში სრულყოფილ+ ადამიანებად წარვადგინოთ ისინი. 29 ამისთვის ვირჯები და თავს არ ვზოგავ+ მისი მოქმედებისამებრ,+ რაც ჩემში ძლიერებით ვლინდება.+

2 მინდა, გესმოდეთ, რა დიდი ბრძოლა+ მიწევს თქვენთვის, ლაოდიკეელებისა+ და ყველასთვის, ვისაც არ უხილავს ხორციელად ჩემი სახე, 2 რათა ნუგეშცემული+ იყოს მათი გულები, შერწყმულნი იყვნენ სიყვარულში,+ რომ მიაღწიონ გაგების სრულ სიმდიდრეს+ და შეიძინონ საფუძვლიანი ცოდნა ღვთის წმინდა საიდუმლოს, ანუ ქრისტეს შესახებ.+ 3 მასში საგულდაგულოდ არის დამალული სიბრძნისა და ცოდნის მთელი განძი.+ 4 ამას იმიტომ გეუბნებით, რომ არავინ შეგაცდინოთ დამაჯერებელი მტკიცებებით.+ 5 თუმცა ხორციელად თქვენთან არა ვარ, სულით თქვენთან ვარ;+ ვხარობ და ამავე დროს ვხედავ თქვენს წესრიგსა+ და ქრისტესადმი თქვენი რწმენის+ სიმტკიცეს.

6 ამიტომ, როგორც მიიღეთ უფალი ქრისტე იესო, ისე იარეთ მასთან ერთობაში,+ 7 რადგან ფესვგადგმულნი+ ხართ მასში, შენდებით+ მასში და მტკიცდებით რწმენაში,+ როგორც გისწავლიათ, რწმენით უხვობთ მადლიერებაში.+

8 ფრთხილად იყავით: შეიძლება ვინმემ გაგიტაცოთ+ ფილოსოფიითა+ და ფუჭი ცდუნებით,+ რომლებიც ეთანხმება ადამიანთა ადათ-წესებსა და ქვეყნიერების პრინციპებს+ და არა ქრისტეს, 9 რადგან მასშია სხეულებრივად დამკვიდრებული ღვთაებრიობის+ მთელი სისავსე.+ 10 თქვენც გაქვთ სისავსე მისი მეშვეობით, ვინც ყველა მმართველობისა და ძალაუფლების თავია.+ 11 მასთან ურთიერთობით+ თქვენც იქენით წინადაცვეთილი+ არა ხელით შესრულებული წინადაცვეთით, არამედ ხორციელი სხეულის მოშორებით,+ წინადაცვეთით, რომელიც ქრისტეს ეკუთვნის, 12 რადგან თქვენ მასთან ერთად დაიმარხეთ მის ნათლობაში+ და მასთან ურთიერთობის წყალობით აღდექით+ კიდეც მასთან ერთად ღვთის ქმედითი+ ძალის რწმენით,+ ღვთისა, რომელმაც ის მკვდრეთით აღადგინა.+

13 თუმცა მკვდრები იყავით თქვენი შეცოდებებითა და ხორცის წინადაუცვეთელობით, ღმერთმა გაგაცოცხლათ მასთან ერთად.+ მან მთელი გულით გვაპატია ყველა შეცოდება+ 14 და წაშალა+ დადგენილებების+ ხელნაწერი საბუთი,+ რომელიც ჩვენ წინააღმდეგ+ იყო; მან ის წამების ბოძზე+ მილურსმვით+ ჩამოგვაცილა გზიდან. 15 გააშიშვლა მთავრობები+ და ძალაუფლებები და წამების ბოძის მეშვეობით მათ საზეიმო სვლაში+ წაუძღვა, რითაც სააშკარაოზე გამოიყვანა ისინი, როგორც დამარცხებულები.+

16 ამიტომ ნურავინ გაგასამართლებთ+ საჭმლისა და სასმლის+ გამო ან დღესასწაულის,+ ახალმთვარობისა+ თუ შაბათის+ გამო, 17 რადგან ეს ყველაფერი მომავლის ჩრდილია,+ სინამდვილე+ კი — ქრისტესი.+ 18 ნუ წაგართმევთ+ ჯილდოს+ ნურავინ, ვისაც სიამოვნებს მოჩვენებითი თავმდაბლობა და ანგელოზების თაყვანისცემა, ვინც ნანახს „ეყრდნობა“, ვინც ხორციელი გონებით უმიზეზოდ არის გაყოყოჩებული 19 და არ ეჭიდება მას, ვინც არის თავი+ და ვისგანაც მთელი სხეული, სახსრებითა და იოგებით შევსებული და შერწყმული,+ იზრდება იმ ზრდით, რომელსაც ღმერთი იძლევა.+

20 თუ თქვენ ქვეყნიერების+ პრინციპებისთვის+ მკვდრები+ ხართ ისევე, როგორც ქრისტე, რატომღა ემორჩილებით ქვეყნიერებაში მცხოვრებთა მსგავსად დადგენილებებს+ — 21 „ნუ მიეკარები, გემოს ნუ გაუსინჯავ,+ ნუ შეეხები“+ 22 ნურაფერს, რასაც ხმარებისგან განადგურება ელის — რომლებიც ადამიანთა მცნებებიდან და სწავლებებიდან გამომდინარეობს?+ 23 ამ ყველაფერს მართლაც აქვს გარეგნული სიბრძნე თვითნებური თაყვანისმცემლობითა და მოჩვენებითი თავმდაბლობით, სხეულის დათრგუნვით,+ მაგრამ სრულიად უსარგებლოა ხორციელ სურვილებთან ბრძოლაში.+

3 თუ თქვენ ქრისტესთან ერთად აღდექით,+ ეძებეთ ზეციური,+ სადაც ქრისტე ღვთის მარჯვნივ ზის.+ 2 იფიქრეთ ზეციერზე+ და არა მიწიერზე,+ 3 ვინაიდან თქვენ დაიხოცეთ+ და თქვენი სიცოცხლე+ დაფარულ იქნა ქრისტესთან ერთად+ ღმერთთან ერთობაში. 4 როცა გამოცხადდება ქრისტე, ჩვენი სიცოცხლე,+ თქვენც მაშინ გამოცხადდებით+ მასთან ერთად დიდებით.+

5 ამიტომ ჩაკალით+ თქვენი სხეულის მიწიერი ნაწილები:+ სიძვა, უწმინდურება, ვნება,+ მავნებელი სურვილები და სიხარბე,+ რაც კერპთაყვანისმცემლობაა. 6 ამ ყველაფრის გამო ღვთის რისხვა მოდის.+ 7 ოდესღაც თქვენც ასე იქცეოდით და ასე ცხოვრობდით.+ 8 ახლა კი მოიშორეთ ყოველივე ეს:+ რისხვა, ბრაზი, ბოროტება; თქვენი პირიდან ნუ ამოვა ლანძღვა+ და უწმაწური+ სიტყვები. 9 ნუ მოატყუებთ ერთმანეთს;+ გაიხადეთ ძველი პიროვნება+ მისი საქმეებითურთ 10 და შეიმოსეთ ახალი+ პიროვნებით, რომელიც საფუძვლიანი ცოდნის საშუალებით ახლდება მისი შემოქმედის პიროვნებისამებრ,+ 11 და რომელშიც არ არის არც ბერძენი და არც იუდეველი, არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთელობა, არც უცხოელი, არც სკვითი, არც მონა და არც თავისუფალი,+ არამედ ქრისტეა ყველაფერი და ის არის ყოველივეში.+

12 ამიტომ შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით,+ სიკეთით, თავმდაბლობით,+ რბილი ხასიათითა+ და სულგრძელობით,+ როგორც ღვთის რჩეულები,+ წმინდა და საყვარელი ადამიანები. 13 მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს,+ თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი+ გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ+ ერთმანეთს. 14 გარდა ამისა, შეიმოსეთ სიყვარულით,+ რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი+ კავშირია.

15 თქვენს გულებში+ ქრისტეს მშვიდობა+ ბატონობდეს, რადგან ამისთვის ხართ მოწოდებული ერთ სხეულში.+ იყავით მადლიერნი. 16 უხვად მკვიდრობდეს თქვენში ქრისტეს სიტყვა მთელი სიბრძნით.+ ასწავლეთ+ და შეაგონეთ ერთმანეთს ფსალმუნებით,+ ღვთის სადიდებლებით, საამური სულიერი სიმღერებით+ და იმით, რომ გულით უმღერით იეჰოვას+ 17 და რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სიტყვით იქნება თუ საქმით,+ ყველაფერი უფალ იესოს სახელით+ აკეთეთ და მადლობდეთ+ ღმერთს, მამას, მისი მეშვეობით.

18 ცოლებო, დაემორჩილეთ+ ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი. 19 ქმრებო, გიყვარდეთ ცოლები+ და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ.+ 20 ბავშვებო, დაემორჩილეთ+ მშობლებს ყველაფერში, რადგან ეს მოსაწონია უფლისთვის. 21 მამებო, ნუ გააღიზიანებთ შვილებს,+ რათა არ დანაღვლიანდნენ. 22 მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ ხორციელ ბატონებს,+ არა მოსაჩვენებლად, როგორც კაცთმაამებლები,+ არამედ გულწრფელად, იეჰოვასადმი შიშით.+ 23 რასაც არ უნდა აკეთებდეთ, სულითა და გულით აკეთეთ,+ როგორც იეჰოვასთვის+ და არა როგორც ადამიანებისთვის, 24 რადგან იცით, რომ იეჰოვასგან+ მიიღებთ საკადრის ჯილდოდ მემკვიდრეობას.+ ემსახურეთ თქვენს ბატონს, ქრისტეს, როგორც მონებმა.+ 25 მას, ვინც არასწორად მოქმედებს, თავისი ნამოქმედარის მიხედვით მიეზღვება+ მიუკერძოებლად.+

4 ბატონებო, თქვენს მონებს სიმართლითა და მიუკერძოებლობით მოექეცით,+ რადგან იცით, რომ თქვენც გყავთ ბატონი ზეცაში.+

2 დაჟინებით ილოცეთ+ და ფხიზლად იყავით ლოცვაში მადლიერებით.+ 3 ამავე დროს, ილოცეთ ჩვენთვისაც,+ რომ ღმერთმა კარი გაუღოს+ ჩვენს ცნობას და ვილაპარაკოთ წმინდა საიდუმლოზე+ ქრისტეს შესახებ, რისთვისაც ვარ ბორკილებში,+ 4 რათა ცხადი გავხადო ეს, როგორც მმართებს კიდეც ამის შესახებ ლაპარაკი.+

5 გარეშეებს ბრძნულად მოექეცით+ და გამოისყიდეთ ხელსაყრელი+ დრო თქვენთვის. 6 თქვენი სიტყვა ყოველთვის მადლიანი+ იყოს, მარილით შეზავებული,+ რათა იცოდეთ, ვის როგორი პასუხი გასცეთ.+

7 ჩემს ამბებს ტიქიკე+ მოგიყვებათ, ჩემი საყვარელი ძმა და ერთგული მსახური, ჩვენნაირივე მონა უფალში. 8 მას იმიტომ გიგზავნით, რომ ყველაფერი გაგაგებინოთ ჩვენ შესახებ და გულები გინუგეშოთ.+ მასთან ერთად გიგზავნით 9 ონისიმეს,+ ჩემს ერთგულ და საყვარელ ძმას, რომელიც თქვენთან იყო. აქაურ ამბებს ისინი მოგიყვებიან.

10 მოკითხვას გითვლიან არისტარქე,+ რომელიც ჩემთან ერთად არის დაპატიმრებული, და ბარნაბას ბიძაშვილი მარკოზი+ (რომლის შესახებაც მოგეცათ მითითება, რომ მიიღოთ+ იგი, თუ მოვა), 11 აგრეთვე იესო, რომელსაც იუსტუსს ეძახიან; ესენი წინადაცვეთილები არიან; მხოლოდ ესენი არიან ჩემი თანამსახურები ღვთის სამეფოსთვის და ესენი იყვნენ ჩემი დამხმარენი და გამაძლიერებელნი. 12 მოკითხვას გითვლით ეპაფრა,+ ქრისტე იესოს მონა, რომელიც თქვენ შორის იყო და რომელიც დაუღალავად ლოცულობს თქვენთვის, რათა ბოლომდე დარჩეთ სრულყოფილნი+ და მტკიცედ დარწმუნებულნი ყველაფერში, რაც ღმერთს ნებავს. 13 მე ვმოწმობ მასზე, რომ ის ძალას არ იშურებს თქვენთვის, აგრეთვე ლაოდიკეელთა+ და ჰიერაპოლისელთათვის.

14 მოკითხვას გითვლიან საყვარელი ექიმი ლუკა+ და დემა.+ 15 მომიკითხეთ ლაოდიკეელი ძმები, აგრეთვე ნიმფა და კრება, რომელიც მის სახლში+ იკრიბება. 16 როცა ამ წერილს თქვენთან წაიკითხავთ, იზრუნეთ, რომ ის ლაოდიკეელთა კრებაშიც წაიკითხონ;+ ხოლო ის, რაც ლაოდიკეაშია, თქვენთან წაიკითხეთ. 17 არქიპეს+ კი უთხარით: „ყურადღებით იყავი, რომ შეასრულო მსახურება, რომელიც უფალში მიიღე“.

18 საკუთარი ხელით+ გითვლით მოკითხვას მე, პავლე. გახსოვდეთ ჩემი ბორკილები.+ წყალობა გქონდეთ.

იხილეთ დანართი 3გ.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება