საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • nwt გამოსვლა 1:1-40:38
  • გამოსვლა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გამოსვლა
  • ბიბლია
ბიბლია
გამოსვლა

ᲒᲐᲛᲝᲡᲕᲚᲐ

1 ესენი არიან ისრაელის ვაჟები, რომლებიც იაკობთან ერთად ჩავიდნენ ეგვიპტეში, თითოეული თავის სახლეულობასთან ერთად:+ 2 რეუბენი, სიმონი, ლევი, იუდა,+ 3 ისაქარი, ზებულონი, ბენიამინი, 4 დანი, ნაფთალი, გადი და აშერი.+ 5 იაკობის შთამომავალთა რიცხვი 70-ს ითვლიდა; იოსები უკვე ეგვიპტეში იყო.+ 6 ბოლოს დაიხოცნენ იოსები,+ მისი ძმები და მთელი ის თაობა. 7 გამრავლდნენ ისრაელები; იზრდებოდნენ რიცხობრივად და ძლიერდებოდნენ. აავსეს ის ქვეყანა.+

8 გავიდა ხანი. ეგვიპტის ტახტზე სხვა მეფე ავიდა, რომელიც არ იცნობდა იოსებს. 9 მან თავის ხალხს უთხრა: „ხედავთ?! ისრაელი ჩვენზე მრავალრიცხოვანი და ძლიერია.+ 10 ჭკუით თუ არ ვაჯობეთ, კიდევ უფრო გამრავლდებიან და, თუ ომი დაიწყება, ჩვენს მტრებს შეუერთდებიან, შეგვებრძოლებიან და წავლენ ჩვენი ქვეყნიდან“.

11 დაუნიშნეს მათ ზედამხედველები, რომ მძიმედ ემუშავებინათ და დაეჩაგრათ.+ აშენებინებდნენ მათ ფარაონისთვის სამარაგო ქალაქებს — ფითომსა და რამსესს.+ 12 თუმცა, რაც უფრო ჩაგრავდნენ ისრაელებს, მით უფრო მრავლდებოდნენ ისინი და მეტ მიწას იკავებდნენ. ეგვიპტელებს ძალიან ეშინოდათ ისრაელების.+ 13 დაიმონეს მათ ისრაელები და იძულებით ამუშავებდნენ.+ 14 სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: თიხის ზელით, აგურების კეთებითა და მინდორში მონური მუშაობით; მძიმე პირობებში ამუშავებდნენ და ყველანაირ სამუშაოს ასრულებინებდნენ.+

15 ეგვიპტის მეფემ ებრაელ ბებიაქალებს, შიფრასა და ფუას, უბრძანა: 16 „როცა ებრაელ ქალებს ამშობიარებთ,+ თუ ბიჭი დაიბადება, მოკალით, ხოლო თუ გოგო დაიბადება, ცოცხალი დატოვეთ“. 17 თუმცა იმ ბებიაქალებს ღვთის შიში ჰქონდათ და არ აკეთებდნენ იმას, რაც ეგვიპტის მეფეს ჰქონდა მათთვის ნაბრძანები. ისინი ბიჭებს ცოცხლებს ტოვებდნენ.+ 18 მოუხმო ეგვიპტის მეფემ იმ ბებიაქალებს და ჰკითხა: „რატომ არ ხოცავთ ბიჭებს?“ 19 ბებიაქალებმა ფარაონს მიუგეს: „ებრაელი ქალები ეგვიპტელ ქალებს არ ჰგვანან, ბებიაქალის მისვლამდე თავისით მშობიარობენ“.

20 აკურთხა ღმერთმა ის ბებიაქალები. ისრაელები რიცხობრივად იზრდებოდნენ და ძლიერდებოდნენ. 21 ვინაიდან ბებიაქალები ღვთისმოშიშები იყვნენ, ღმერთმა მათ ოჯახები უბოძა. 22 ბოლოს ფარაონმა თავის ხალხს უბრძანა: „ყველა ახალდაბადებული ებრაელი ბიჭი მდინარე ნილოსში გადააგდეთ, ხოლო ყველა ებრაელი გოგო ცოცხალი დატოვეთ“.+

2 იმ დროს ერთმა ლევისტომელმა კაცმა ცოლი მოიყვანა თავისივე ტომიდან.+ 2 დაორსულდა ქალი და ვაჟი გააჩინა. დაინახა, რომ ბავშვი ლამაზი იყო და სამი თვე მალავდა.+ 3 როცა ვეღარ შეძლო მისი დამალვა,+ აიღო პაპირუსის კალათა, ფისითა და კუპრით დაფარა, ბავშვი შიგ ჩააწვინა და მდინარე ნილოსის პირას ლერწმებში ჩადო. 4 ბავშვის და+ შორიახლოს დადგა, რომ ენახა, რა მოხდებოდა.

5 ამასობაში ნილოსში ფარაონის ასული ჩავიდა საბანაოდ; მისი მოახლეები მდინარის პირას სეირნობდნენ. მან თვალი მოჰკრა კალათას ლერწმებში და მაშინვე გაგზავნა მოახლე მის მოსატანად.+ 6 ახადა კალათას და მტირალი ბავშვი დაინახა; თქვა, ებრაელის შვილიაო, მაგრამ შეებრალა. 7 ბავშვის დამ ფარაონის ასულს ჰკითხა: „გინდა, წავალ და მოვიყვან ებრაელ ქალს ძიძად, რომ ბავშვს ძუძუ აწოვოს და მოუაროს?“ 8 ფარაონის ასულმა მიუგო: „წადი!“ მაშინვე წავიდა გოგონა და ბავშვის დედა მოიყვანა.+ 9 ფარაონის ასულმა უთხრა: „წაიყვანე ეს ბავშვი, ძუძუ აწოვე და მოუარე; გასამრჯელოს მე გადაგიხდი“. ქალმაც წაიყვანა ბავშვი, ძუძუს აწოვებდა და უვლიდა. 10 როცა ბავშვი წამოიზარდა, ფარაონის ასულს მიუყვანა, რომელმაც იშვილა იგი.+ მოსე* დაარქვა მას, ამბობდა, წყლიდან ამოვიყვანეო.+

11 გაიზარდა მოსე. ერთ დღესაც თავის ძმებთან წავიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა, თუ რა ჯაფა ადგათ.+ იქ დაინახა, რომ ერთი ეგვიპტელი მის მოძმე ებრაელს სცემდა. 12 გაიხედ-გამოიხედა და ახლო-მახლო რომ ვერავინ დაინახა, მოკლა ის ეგვიპტელი და ქვიშაში ჩამარხა.+

13 გავიდა მეორე დღეს და დაინახა, რომ ორი ებრაელი კაცი ერთმანეთს ეჩხუბებოდა. დამნაშავეს ჰკითხა: „რატომ ურტყამ შენიანს?“+ 14 მან მიუგო: „ვინ დაგაყენა ჩვენს მთავრად და მოსამართლედ?! გინდა, რომ მეც იმ ეგვიპტელივით მომკლა?!“+ შეეშინდა მოსეს და თქვა, გახმაურებულა ეს ამბავიო!

15 ეს ფარაონმაც შეიტყო და მოსეს მოკვლა დაუპირა, მაგრამ მოსე გაექცა ფარაონს და მიდიანში+ ჩავიდა. იქ ერთ ჭასთან ჩამოჯდა. 16 მიდიანის მღვდელს+ შვიდი ქალიშვილი ჰყავდა. მივიდნენ იმ ჭასთან, რომ წყალი ამოეღოთ და თავიანთი მამის ფარის დასარწყულებლად გეჯები აევსოთ. 17 ამჯერადაც მივიდნენ მწყემსები და გაყარეს ისინი. ადგა მოსე, ქალებს გამოექომაგა და ფარაც დაურწყულა. 18 სახლში რომ მივიდნენ, მათმა მამამ, რეუელმა*,+ გაიკვირვა: „დღეს რა მალე მოხვედით?!“ 19 მათ მიუგეს: „ერთმა ეგვიპტელმა+ დაგვიცვა მწყემსებისგან, წყალიც ამოგვიღო და ფარაც დაგვირწყულა“. 20 მან თავის ქალიშვილებს უთხრა: „მერე სად არის ის კაცი? რატომ დატოვეთ? დაუძახეთ, რომ ერთად ვჭამოთ“. 21 მოსე დასთანხმდა და დარჩა მასთან. მან მოსეს თავისი ქალიშვილი ციფორა+ მიათხოვა. 22 გააჩინა ქალმა ვაჟი; მოსემ მას გერშომი*+ დაარქვა, თქვა, ხიზანი ვარო უცხო მიწაზე.+

23 გავიდა ხანი და მოკვდა ეგვიპტის მეფე.+ თუმცა ისრაელები მონობის გამო კვლავაც ხმამაღლა ჩიოდნენ და გმინავდნენ. ესმოდა ღმერთს მათი ღაღადი.+ 24 მოხედა მათ ღმერთმა+ და გაიხსენა აბრაამთან, ისაკთან და იაკობთან დადებული შეთანხმება.+ 25 გადმოხედა ღმერთმა ისრაელებს.

3 მოსემ თავისი სიმამრის, ითროს,+ მიდიანის მღვდლის, ფარის მწყემსვა დაიწყო. ერთხელ, როცა ფარას უდაბნოში დასავლეთით მიერეკებოდა, ჭეშმარიტი ღვთის მთას, ხორებს,+ მიადგა. 2 გამოეცხადა მას იეჰოვას ანგელოზი ცეცხლმოდებული ეკლიანი ბუჩქის ალში.+ ხედავდა, რომ ბუჩქს ცეცხლი ეკიდა, მაგრამ არ იწვოდა. 3 მოსემ თქვა: „მივალ, ვნახავ ამ საოცრებას, ნეტავ რატომ არ იწვის ეს ბუჩქი“. 4 როცა იეჰოვამ დაინახა, რომ იგი ბუჩქის სანახავად მივიდა, ბუჩქიდან დაუძახა: „მოსე! მოსე!“ მან მიუგო: „გისმენ, უფალო!“ 5 ღმერთმა უთხრა: „ამაზე ახლოს არ მოხვიდე. გაიხადე სანდლები, რადგან წმინდა მიწაზე დგახარ“.

6 შემდეგ უთხრა: „მე ვარ შენი წინაპრების, აბრაამის,+ ისაკისა+ და იაკობის,+ ღმერთი“. სახე დაიფარა მოსემ, რადგან ჭეშმარიტი ღვთის დანახვის შეეშინდა. 7 იეჰოვამ უთხრა: „ვიხილე ეგვიპტეში ჩემი ხალხის ტანჯვა, მონურად რომ ამუშავებენ, და შევისმინე მათი ღაღადი. კარგად ვიცი, რა ტკივილსაც განიცდიან.+ 8 ჩავალ, დავიხსნი მათ ეგვიპტელთა ხელიდან,+ გამოვიყვან იმ მიწიდან და წავიყვან კარგ და ვრცელ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება+ და სადაც ქანაანელები, ხეთელები, ამორეველები, ფერიზელები, ხიველები და იებუსელები ცხოვრობენ.+ 9 ისრაელთა ღაღადმა ჩემამდე მოაღწია და ვიხილე, როგორ ჩაგრავენ მათ ეგვიპტელები.+ 10 გაგგზავნი ფარაონთან და გამოიყვან ეგვიპტიდან ჩემს ხალხს, ისრაელს“.+

11 მოსემ ღმერთს უთხრა: „მე ვინა ვარ, რომ ფარაონთან წავიდე და ეგვიპტიდან ისრაელი გამოვიყვანო?!“ 12 ღმერთმა მიუგო: „მე ვიქნები შენთან+ და აი, რა იქნება იმის ნიშანი, რომ ჩემი გაგზავნილი ხარ: ეგვიპტიდან ხალხის გამოყვანის შემდეგ ამ მთაზე+ სცემთ თაყვანს ჭეშმარიტ ღმერთს“.

13 მოსემ ღმერთს უთხრა: „კარგი, მივედი ისრაელებთან და ვუთხარი, თქვენი მამა-პაპის ღმერთმა გამომგზავნა-მეთქი. თუ მკითხეს, რა ჰქვიაო,+ რა ვუპასუხო?“ 14 ღმერთმა მოსეს მიუგო: „მე ვიქცევი იმად, რადაც მოვისურვებ*“,+ და განაგრძო: «ასე უთხარი ისრაელებს: „მან გამომგზავნა, ვინც თქვა, მე ვიქცევიო“».+ 15 შემდეგ ღმერთმა მოსეს უთხრა:

„ასე უთხარი ისრაელებს: იეჰოვამ, თქვენი მამა-პაპის, აბრაამის,+ ისაკისა+ და იაკობის,+ ღმერთმა გამომგზავნა-თქო თქვენთან. ეს არის ჩემი სახელი მარადიულად+ და ამ სახელით უნდა ვიხსენიებოდე თაობიდან თაობაში. 16 წადი, შეკრიბე ისრაელის უხუცესები და უთხარი, იეჰოვა, თქვენი მამა-პაპის, აბრაამის, ისაკისა და იაკობის, ღმერთი გამომეცხადა და მითხრა-თქო: ვხედავ, რა დღეში ხართ+ და როგორ გექცევიან ეგვიპტეში. 17 გეუბნებით, რომ დაგიხსნით+ ეგვიპტელთაგან, რომლებიც გჩაგრავენ, და წაგიყვანთ ქანაანელების, ხეთელების, ამორეველების,+ ფერიზელების, ხიველებისა და იებუსელების მიწაზე,+ სადაც რძე და თაფლი მოედინება.+

18 დაგიჯერებენ ისინი;+ წახვალთ შენ და ისრაელის უხუცესები ეგვიპტის მეფესთან და ეტყვით: იეჰოვა, ებრაელთა ღმერთი,+ გამოგვეცხადა-თქო. გაგვიშვი უდაბნოში სამი დღის სავალზე, რომ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, მსხვერპლი შევწიროთ-თქო.+ 19 თუმცა ვიცი, რომ არ გაგიშვებთ ეგვიპტელთა მეფე, თუ ძლიერმა ხელმა არ აიძულა.+ 20 გავიწვდი ხელს, უბედურებას დავატეხ ეგვიპტეს და მოვახდენ საოცარ საქმეებს. მაშინღა გაგიშვებთ იგი.+ 21 კეთილგანწყობას მოგაპოვებინებთ ეგვიპტელთა თვალში და ხელცარიელნი არ წამოხვალთ.+ 22 თითოეულმა ქალმა სთხოვოს თავის მეზობელსა და თავის სახლში მცხოვრებ ქალს ოქრო-ვერცხლის ნაკეთობანი, აგრეთვე ტანსაცმელი, რომელსაც თქვენს ვაჟებსა და ქალიშვილებს ჩააცვამთ. ასე გაძარცვავთ ეგვიპტელებს“.+

4 მოსემ უთხრა: „რომ არ მომისმინონ, არ დამიჯერონ+ და მითხრან, არ გამოგცხადებიაო იეჰოვა?“ 2 იეჰოვამ ჰკითხა: „რა გიჭირავს ხელში?“ მან მიუგო: „ჯოხი“. 3 შემდეგ უთხრა: „დააგდე ჯოხი მიწაზე!“ მანაც დააგდო და ჯოხი გველად გადაიქცა;+ მოსე განზე გახტა. 4 იეჰოვამ უთხრა: „გაიწოდე ხელი და კუდზე წაავლე“. მანაც გაიწოდა, წაავლო და გველი ისევ ჯოხად გადაიქცა. 5 შემდეგ ღმერთმა უთხრა: „ასე დაიჯერებენ, რომ იეჰოვა, მათი მამა-პაპის, აბრაამის, ისაკისა და იაკობის, ღმერთი+ გამოგეცხადა“.+

6 მერე იეჰოვამ უთხრა: „უბეში ჩაიყავი ხელი!“ მანაც ჩაიყო. მერე ამოიღო ხელი და რას ხედავს! კეთრისგან თოვლივით გასთეთრებოდა.+ 7 ღმერთმა უთხრა: „ისევ ჩაიყავი უბეში ხელი!“ მანაც ჩაიყო. მერე ამოიღო ხელი და რას ხედავს! ხელს ხორცისფერი დაჰბრუნებოდა. 8 ღმერთმა უთხრა: „თუ არ დაგიჯერებენ და პირველ სასწაულს არად ჩააგდებენ, მეორე სასწაულის მერე მაინც დაგიჯერებენ.+ 9 მაგრამ, თუ მაინც არ მოგისმენენ და არცერთი სასწაულის შემდეგ არ გერწმუნებიან, ამოიღე წყალი მდინარე ნილოსიდან და ხმელეთზე დაღვარე; შენი ამოღებული წყალი სისხლად იქცევა ხმელეთზე“.+

10 მოსემ იეჰოვას უთხრა: „მაპატიე, იეჰოვა, მაგრამ არასოდეს ვყოფილვარ მჭევრმეტყველი — არც მანამდე და არც მას შემდეგ, რაც შენს მსახურს ელაპარაკე, რადგან მიჭირს ლაპარაკი*“.+ 11 იეჰოვამ მიუგო: „ვინ მისცა კაცს ბაგე?! ვინ ართმევს ადამიანს ლაპარაკის უნარს და სმენას, ვინ აძლევს მხედველობას ან ვინ ართმევს თვალისჩინს?! განა მე არა, იეჰოვა?! 12 ახლა წადი; მე დაგეხმარები და ილაპარაკებ; მე დაგარიგებ, რა უნდა თქვა“.+ 13 მოსემ უთხრა: „მაპატიე, იეჰოვა, მაგრამ იქნებ სხვა გაგზავნო“. 14 განრისხდა იეჰოვა მოსეზე და უთხრა: „ლევიანი აარონი+ შენი ძმა არ არის?! ვიცი, რომ მას ლაპარაკი არ უჭირს. აი, მოდის კიდეც შენთან შესახვედრად. რომ დაგინახავს, ძალიან გაიხარებს.+ 15 ელაპარაკე და გადაეცი, რაც გითხარი.+ მე დაგეხმარებით და ილაპარაკებთ;+ მე გეტყვით, რა უნდა გააკეთოთ. 16 შენ მაგივრად ის დაელაპარაკება ხალხს. შენს სათქმელს ის იტყვის, შენ კი ღმერთი* იქნები მისთვის.+ 17 ეს ჯოხი შენ გექნება და სასწაულებს შენ მოახდენ“.+

18 დაბრუნდა მოსე ითროსთან, თავის სიმამრთან,+ და სთხოვა: „წავალ ჩემს ძმებთან ეგვიპტეში, ვნახავ, როგორ არიან“. ითრომ მოსეს მიუგო: „მშვიდობით იარე“. 19 მიდიანში იეჰოვამ მოსეს უთხრა: „წადი, დაბრუნდი ეგვიპტეში, რადგან ყველა, ვინც მოკვლას გიპირებდა, მკვდარია“.+

20 შესხა ვირზე მოსემ თავისი ცოლ-შვილი და დაადგა ეგვიპტის გზას. მას ხელში ჭეშმარიტი ღვთის ჯოხი ეჭირა. 21 იეჰოვამ მოსეს უთხრა: «ეგვიპტეში რომ დაბრუნდები, ფარაონის წინაშე მოახდინე ყველა ის სასწაული, რომელთა მოხდენის ძალაც მოგეცი.+ მაგრამ გავაჯიუტებ* ფარაონს+ და არ გაუშვებს ხალხს.+ 22 უთხარი ფარაონს, ასე შემოგითვალა-თქო იეჰოვამ: „ისრაელი ჩემი ძეა, ჩემი პირმშო.+ 23 გეუბნები, გაუშვი ჩემი ძე, რომ მემსახუროს, თორემ, თუ არ გაუშვებ, მოვკლავ შენს ძეს, შენს პირმშოს“».+

24 გზაზე, ღამის გასათევ ადგილას, იეჰოვა*+ მივიდა მასთან* და მოკვლა დაუპირა.+ 25 აიღო ციფორამ+ კაჟი, წინადაცვითა თავისი ვაჟი, ფეხზე შეახო მას* და თქვა: „ჩემი ნეფე ხარ სისხლით“. 26 გაუშვა ღმერთმა იგი. მაშინ ციფორამ წინადაცვეთის გამო თქვა: „სისხლით ნეფე“.

27 იეჰოვამ აარონს უთხრა: „წადი უდაბნოში და შეხვდი მოსეს“.+ წავიდა იგი, შეხვდა მას ჭეშმარიტი ღვთის+ მთასთან და გადაკოცნა. 28 გადასცა მოსემ აარონს იეჰოვას, თავისი გამგზავნელის, სიტყვები+ და უთხრა, რა სასწაულები უნდა მოეხდინა მისი ბრძანებისამებრ.+ 29 წავიდნენ მოსე და აარონი და შეკრიბეს ისრაელის ყველა უხუცესი.+ 30 მოუყვა აარონი მათ ყველაფერს, რაც იეჰოვამ მოსეს უთხრა, და მან ის სასწაულები+ მათ თვალწინ მოახდინა. 31 ხალხმაც ირწმუნა.+ როცა გაიგეს, რომ იეჰოვამ მოხედა ისრაელებს+ და დაინახა მათი გაჭირვება,+ მუხლი მოიყარეს და პირქვე დაემხვნენ.

5 მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს, ასე შემოგითვალაო იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ დღესასწაული გამიმართონ უდაბნოში“. 2 ფარაონმა მიუგო: „ვინ არის იეჰოვა,+ რომ დავემორჩილო და გავუშვა ისრაელი?!+ მე არც იეჰოვას ვიცნობ და არც ისრაელს გავუშვებ“.+ 3 მათ უთხრეს: „ებრაელთა ღმერთი გამოგვეცხადა. გვინდა, წავიდეთ უდაბნოში სამი დღის სავალზე და მსხვერპლი შევწიროთ ჩვენს ღმერთს, იეჰოვას.+ თუ არ წავალთ, ან მახვილით მოგვიღებს ბოლოს ან სნეულებით“. 4 ეგვიპტის მეფემ მათ მიუგო: „მოსე, აარონ, ნუ აცდენთ ხალხს! წადით, იმუშავეთ!“+ 5 ფარაონმა უთხრა მათ: „ამ მიწაზე ძალიან ბევრნი ხართ და ამდენი ხალხის მოცდენა შეიძლება?!“

6 ფარაონმა იმ დღესვე უბრძანა ზედამხედველებსა და მათ დამხმარეებს: 7 „აღარ მისცეთ ამ ხალხს ნამჯა აგურების საკეთებლად.+ წავიდნენ და თვითონ მოაგროვონ. 8 ისევ იმდენი აგური გააკეთებინეთ, რამდენსაც აქამდე აკეთებდნენ; არ შეუმციროთ სამუშაო, რადგან გაზარმაცდნენ. ამიტომაც გაიძახიან, წავალთ და ჩვენს ღმერთს მსხვერპლს შევწირავთო! 9 უფრო მძიმედ ამუშავეთ, საქმე არ მოაკლოთ, რომ ფუჭ სიტყვებს არ დაუგდონ ყური“.

10 წავიდნენ ზედამხედველები+ და მათი დამხმარეები და ხალხს უთხრეს, ასე თქვაო ფარაონმა: „აღარ მოგცემთ ნამჯას. 11 წადით და სადაც ნახავთ, იქიდან მოიტანეთ! სამუშაო ოდნავადაც არ შეგიმცირდებათ!“ 12 გაიფანტა ხალხი მთელი ეგვიპტის მიწაზე ყანებში დარჩენილი ღეროების მოსაგროვებლად. 13 ზედამხედველები მათ ეუბნებოდნენ, ყოველდღე იმდენი გააკეთეთ, რამდენსაც მაშინ აკეთებდით, ნამჯას რომ გაძლევდითო. 14 ფარაონის მიერ დაყენებული ზედამხედველები სცემდნენ ებრაელ დამხმარეებს+ და ეჩხუბებოდნენ, რატომ არ გააკეთეთ დღეს და გუშინ იმდენი აგური, რამდენსაც აქამდე აკეთებდითო.

15 მივიდნენ ზედამხედველების დამხმარეები ფარაონთან და შესჩივლეს: „რატომ ექცევი ასე შენს მსახურებს? 16 ნამჯას აღარ აძლევენ შენს მსახურებს და თან გვეუბნებიან, აგურები გააკეთეთო; შენს მსახურებს სცემენ, დამნაშავე კი შენი ხალხია“. 17 მან მიუგო: „გაზარმაცდით, გაზარმაცდით+ და ამიტომაც გაიძახით, წავალთ და ჩვენს ღმერთს, იეჰოვას, მსხვერპლს შევწირავთო!+ 18 წადით, იმუშავეთ! ნამჯას არ მოგცემთ, მაგრამ მაინც იმდენივე აგურს გააკეთებთ, რამდენსაც აქამდე აკეთებდით“.

19 დაინახეს ზედამხედველთა დამხმარეებმა, რომ უარეს გასაჭირში აღმოჩნდნენ, რადგან მათ ყოველდღიურად იმდენივე აგური უნდა გაეკეთებინათ, რამდენსაც მანამდე აკეთებდნენ. 20 ფარაონისგან გამოსულები მოსესა და აარონს შეხვდნენ, რომლებიც იქვე ელოდნენ, 21 და უთხრეს: „დაინახოს იეჰოვამ, რაც გააკეთეთ, და განგსაჯოთ; რატომ შეაძულეთ ჩვენი თავი ფარაონსა და მის მსახურებს? გინდათ, რომ დაგვხოცონ?!“+ 22 მოსემ იეჰოვას მიმართა: „იეჰოვა, რატომ დაატეხე უბედურება ამ ხალხს? რატომ გამომგზავნე? 23 მას შემდეგ, რაც ფარაონს შენი სახელით ველაპარაკე,+ უარეს დღეში აგდებს ამ ხალხს,+ შენ კი ჯერაც არ გიხსნია შენი ხალხი“.+

6 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ახლა ნახავ, რას დავმართებ ფარაონს;+ ვაიძულებ, რომ გაუშვას ისინი, ვაიძულებ, რომ გაყაროს თავისი ქვეყნიდან“.+

2 შემდეგ ღმერთმა მოსეს უთხრა: «მე ვარ იეჰოვა. 3 მე ვეცხადებოდი აბრაამს, ისაკსა და იაკობს, როგორც ყოვლისშემძლე ღმერთი,+ მაგრამ ჩემი სახელით, იეჰოვათი,+ არ გამიმჟღავნებია მათთვის ჩემი თავი*.+ 4 შეთანხმებაც დავუდე, რომ მივცემდი ქანაანის მიწას, რომელზეც ხიზნებად ცხოვრობდნენ.+ 5 გავიგონე ისრაელების კვნესა, რომლებიც ეგვიპტელებს ჰყავთ დამონებული; არ დამვიწყებია ჩემი შეთანხმება.+

6 ამიტომ უთხარი ისრაელებს: „მე ვარ იეჰოვა, მე ჩამოგხსნით ეგვიპტელთა უღელს და მე დაგიხსნით მათი მონობიდან.+ გაწვდილი მკლავით გადაგარჩენთ და მკაცრად დავსჯი ეგვიპტეს.+ 7 თქვენ ჩემი ხალხი გახდებით, მე კი თქვენი ღმერთი ვიქნები.+ გეცოდინებათ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტელთა უღელი ჩამოგხსნათ. 8 მიგიყვანთ იმ ქვეყანაში, რომელზეც დავიფიცე, რომ აბრაამს, ისაკსა და იაკობს მივცემდი, და თქვენი საკუთრება გახდება ის.+ მე ვარ იეჰოვა“».+

9 გადასცა მოსემ ეს სიტყვები ისრაელებს, მაგრამ მათ არ მოუსმინეს, რადგან გულგატეხილნი და მონობისგან გაწამებულნი იყვნენ.+

10 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 11 „წადი ფარაონთან, ეგვიპტის მეფესთან, და უთხარი, რომ გაუშვას ისრაელები თავისი ქვეყნიდან“. 12 მაგრამ მოსემ იეჰოვას მიუგო: „ისრაელებმა არ მომისმინეს+ და ფარაონი მომისმენს?! თანაც ლაპარაკი მიჭირს*!“+ 13 იეჰოვამ მოსეს და აარონს კიდევ ერთხელ უთხრა, თუ რა მითითებები უნდა მიეცათ ისრაელებისა და ფარაონისთვის, ეგვიპტის მეფისთვის, რათა გამოეყვანათ მათ ისრაელები ეგვიპტიდან.

14 ესენი არიან ისრაელების საგვარეულოთა თავკაცები. რეუბენის, ისრაელის პირმშოს,+ ვაჟები იყვნენ: ხანოქი, ფალუ, ხეცრონი და ქარმი.+ ესენი არიან რეუბენის შტოები.

15 სიმონის ვაჟები იყვნენ: იემუელი, იამინი, ოჰადი, იაქინი, ცოხარი და შაული, ქანაანელი ქალის ვაჟი.+ ესენი არიან სიმონის შტოები.

16 ლევის+ ვაჟები თავ-თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: გერშონი, კეჰათი და მერარი.+ ლევიმ 137 წელი იცოცხლა.

17 გერშონის ვაჟები თავ-თავიანთი შტოების მიხედვით იყვნენ: ლიბნი და შიმეი.+

18 კეჰათის ვაჟები იყვნენ: ამრამი, იცჰარი, ხებრონი და უზიელი.+ კეჰათმა 133 წელი იცოცხლა.

19 მერარის ვაჟები იყვნენ მახლი და მუში.

ეს არის ლევიანთა საგვარეულო შტოების მიხედვით.+

20 ამრამმა ცოლად მამამისის და იოქებედი მოიყვანა.+ მან ამრამს აარონი და მოსე გაუჩინა.+ ამრამმა 137 წელი იცოცხლა.

21 იცჰარის ვაჟები იყვნენ: კორახი,+ ნეფეგი და ზიქრი.

22 უზიელის ვაჟები იყვნენ: მიშაელი, ელიცაფანი+ და სითრი.

23 აარონმა ცოლად მოიყვანა ელიშება, ამინადაბის ქალიშვილი, ნახშონის+ და. მან აარონს ნადაბი, აბიჰუ, ელეაზარი და ითამარი+ გაუჩინა.

24 კორახის ვაჟები იყვნენ: ასირი, ელკანა და აბიასაფი.+ ესენი არიან კორახის შტოები.+

25 აარონის ვაჟმა ელეაზარმა+ ფუტიელის ქალიშვილი მოიყვანა ცოლად. მან ელეაზარს ფინხასი+ გაუჩინა.

ესენი არიან ლევიანთა თავკაცები თავ-თავიანთი შტოების მიხედვით.+

26 ამავე საგვარეულოდან იყვნენ მოსე და აარონი, რომლებსაც იეჰოვამ უთხრა: „ისრაელები ეგვიპტიდან ჯგუფებად გამოიყვანეთ“.+ 27 ესენი დაელაპარაკნენ ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, რომ გაეშვა ისრაელები ეგვიპტიდან. ესენი იყვნენ მოსე და აარონი.+

28 იმ დღეს, როცა იეჰოვა ელაპარაკა მოსეს ეგვიპტის მიწაზე, 29 ასე უთხრა იეჰოვამ: „მე ვარ იეჰოვა. უთხარი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, ყველაფერი, რასაც მე გეუბნები“. 30 მოსემ იეჰოვას მიუგო: „მიჭირს ლაპარაკი; არ მომისმენს ფარაონი“.+

7 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ფარაონისთვის ღმერთივით იქნები, შენი ძმა აარონი კი შენი წინასწარმეტყველი იქნება.+ 2 შენ აარონს ეტყვი ყველაფერს, რასაც გიბრძანებ, ხოლო აარონი, შენი ძმა, ფარაონს ეტყვის, ის კი გაუშვებს ისრაელებს თავისი ქვეყნიდან. 3 გავაჯიუტებ*+ ფარაონს და უფრო ბევრ სასწაულს მოვახდენ ეგვიპტის მიწაზე,+ 4 მაგრამ ფარაონი არ მოგისმენთ. ამიტომ აღვმართავ ხელს ეგვიპტეზე, გამოვიყვან ჩემს მრავალრიცხოვან ხალხს, ისრაელს, და მკაცრად დავსჯი ეგვიპტეს.+ 5 გაიგებენ ეგვიპტელები, რომ მე ვარ იეჰოვა,+ როცა აღვმართავ ხელს ეგვიპტეზე და გამოვიყვან იქიდან ისრაელებს“. 6 მოსემ და აარონმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვამ უბრძანა მათ; სწორედ ისე გააკეთეს. 7 მოსე 80 წლის იყო, აარონი კი 83-ის, როცა ფარაონს ელაპარაკნენ.+

8 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: 9 „თუ ფარაონი გეტყვით, სასწაული მოახდინეთო, უთხარი აარონს, რომ აიღოს თავისი ჯოხი, ფარაონის წინ დააგდოს, და ჯოხი დიდ გველად გადაიქცევა“.+ 10 მივიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და ყველაფერი ზუსტად ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები. დააგდო აარონმა თავისი ჯოხი ფარაონისა და მისი მსახურების წინ და ჯოხი დიდ გველად გადაიქცა. 11 ფარაონმაც მოუხმო თავის ბრძენკაცებსა და გრძნეულებს; ეგვიპტის გრძნეულმა ქურუმებმაც+ იგივე გააკეთეს თავიანთი ჯადოქრობით.+ 12 მათაც დაყარეს თავიანთი ჯოხები და ისინიც გადაიქცნენ დიდ გველებად, მაგრამ აარონის ჯოხმა მათი ჯოხები გადაყლაპა. 13 მაინც გაჯიუტდა ფარაონი+ და არ მოუსმინა მათ, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი.

14 იეჰოვამ მოსეს უთხრა: «გაჯიუტებულია ფარაონი+ და უარს ამბობს ხალხის გაშვებაზე. 15 შეხვდი ხვალ დილით ფარაონს. მდინარეზე წავა იგი. წყლის პირას დახვდი და თან გქონდეს ის ჯოხი, რომელიც გველად გადაიქცა.+ 16 უთხარი, შენთან იეჰოვამ, ებრაელთა ღმერთმა, გამომგზავნა+ და დამაბარა, გაუშვი ჩემი ხალხი, რომ უდაბნოში მემსახურონო, მაგრამ შენ დღემდე არ დამმორჩილებიხარ-თქო. 17 აი, კიდევ რა შემოგითვალა-თქო იეჰოვამ: „ასე გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა.+ დავკრავ ჩემს ჯოხს მდინარე ნილოსის წყალს და სისხლად იქცევა. 18 გაწყდება თევზი, აყროლდება მდინარე, და ვეღარ დალევენ ეგვიპტელები ნილოსის წყალს“».

19 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: «ასე უთხარი აარონს: „აიღე შენი ჯოხი და გაიწოდე ხელი ეგვიპტის წყლებისკენ,+ მდინარეებისკენ, ნილოსის არხებისკენ, ჭაობებისა+ და წყალსაცავებისკენ, რომ სისხლად იქცეს. წყლები მთელი ეგვიპტის მიწაზე, ხისა და ქვის ჭურჭელში მდგარი წყალიც კი, სისხლად გადაიქცევა“». 20 მოსემ და აარონმა მაშინვე ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები. ასწია აარონმა ჯოხი ფარაონისა და მისი მსახურების თვალწინ, დაჰკრა მდინარე ნილოსს და მთელი წყალი სისხლად გადაიქცა.+ 21 გაწყდა თევზი+ და აყროლდა მდინარე. ვეღარ სვამდნენ ნილოსის წყალს ეგვიპტელები.+ სისხლით დაიფარა მთელი ეგვიპტის მიწა.

22 გრძნეულმა ქურუმებმაც იგივე გააკეთეს თავიანთი ჯადოქრობით.+ კვლავ გაჯიუტდა ფარაონი და არ მოუსმინა მათ, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი.+ 23 დაბრუნდა ფარაონი სასახლეში. მომხდარს იგი არც ამჯერად დაუფიქრებია. 24 ეგვიპტელებმა მდინარე ნილოსის გასწვრივ თხრა დაიწყეს, რომ სასმელი წყალი ეპოვათ, რადგან ნილოსის წყალს ვერ სვამდნენ. 25 შვიდი დღე გავიდა მას შემდეგ, რაც იეჰოვამ მდინარე ნილოსის წყალი სისხლად აქცია.

8 იეჰოვამ მოსეს უთხრა: «წადი ფარაონთან და უთხარი, ასე დამაბარა-თქო იეჰოვამ: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ.+ 2 თუ არც ამჯერად გაუშვებ, ბაყაყებს დავასევ მთელ შენს ქვეყანას.+ 3 მდინარე ნილოსი ბაყაყებით აივსება, ამოხტებიან და შეესევიან შენს სახლს, საძინებელს, საწოლს, შენს მსახურთა სახლებს, შენს ხალხს, შენს ღუმლებსა და ვარცლებს.+ 4 დაგესევათ ბაყაყები შენ, შენს ხალხსა და შენს მსახურებს“».

5 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: «ასე უთხარი აარონს: „გაიწოდე ჯოხი, ხელში რომ გიჭირავს, მდინარეებისკენ, ნილოსის არხებისა და ჭაობებისკენ და ამოვლენ ბაყაყები ეგვიპტის მიწაზე“». 6 აარონმაც გაიწოდა ხელი ეგვიპტის წყლებისკენ; ამოვიდნენ ბაყაყები და მოედვნენ ეგვიპტის მიწას. 7 გრძნეულმა ქურუმებმაც იგივე გააკეთეს თავიანთი ჯადოქრობით და ამოვიდნენ ბაყაყები ეგვიპტის მიწაზე.+ 8 ფარაონმა მოსესა და აარონს მოუხმო და უთხრა: „შეევედრეთ იეჰოვას, რომ მოგვაშოროს ბაყაყები მე და ჩემს ხალხს,+ და გავუშვებ თქვენს ხალხს, რომ მსხვერპლი შესწირონ იეჰოვას“. 9 მოსემ ფარაონს მიუგო: „მიბრძანე, როდის შევევედრო ღმერთს, რომ მოგშორდნენ ბაყაყები შენ, შენს ხალხს, შენს მსახურებსა და შენს სახლებს; მხოლოდ მდინარე ნილოსში დარჩებიან“. 10 მან მიუგო: „ხვალ“. მოსემ უთხრა: „შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი და გაიგებ, რომ არავინაა ჩვენი ღვთის, იეჰოვას, მსგავსი.+ 11 მოგშორდებიან ბაყაყები შენ, შენს სახლებს, შენს მსახურებსა და შენს ხალხს. მხოლოდ მდინარე ნილოსში დარჩებიან“.+

12 წავიდნენ მოსე და აარონი ფარაონისგან. შეევედრა მოსე იეჰოვას, მოეშორებინა ბაყაყები, ფარაონს რომ დაასია.+ 13 შეისმინა იეჰოვამ მოსეს ვედრება და გაწყდნენ ბაყაყები სახლებში, ეზოებსა და მინდვრებში. 14 ხალხი ბაყაყებს გროვებად ახვავებდა და გროვებს თვლა არ ჰქონდა; აყროლდა ქვეყანა. 15 დაინახა ფარაონმა, რომ ქვეყანამ შვებით ამოისუნთქა; გაჯიუტდა+ და არ მოუსმინა მათ, როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი.

16 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „აარონს უთხარი, გაიწოდოს ჯოხი, დაჰკრას მიწის მტვერს და მტვერი ქინქლად გადაიქცევა მთელი ეგვიპტის მიწაზე“. 17 ისინიც ასე მოიქცნენ. გაიწოდა აარონმა ჯოხი, ხელში რომ ეჭირა, დაჰკრა მიწის მტვერს და ქინქლა დაესია კაცსაც და ცხოველსაც. მთელი ეგვიპტის მიწის მტვერი ქინქლად გადაიქცა.+ 18 გრძნეულმა ქურუმებმაც სცადეს ქინქლის გაჩენა თავიანთი ჯადოქრობით,+ მაგრამ ვერ შეძლეს. დაესია ქინქლა კაცსაც და ცხოველსაც. 19 გრძნეულმა ქურუმებმა ფარაონს უთხრეს: „ეს ღვთის ხელია!“+ მაგრამ კვლავ გაჯიუტდა ფარაონი და არ მოუსმინა მათ, როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი.

20 იეჰოვამ მოსეს უთხრა: «დილით ადრე ადექი. გზაში დახვდი მდინარისკენ მიმავალ ფარაონს და უთხარი, ასე გეუბნება-თქო იეჰოვა: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ. 21 თუ არ გაუშვებ ჩემს ხალხს, ბუზანკალს დაგასევთ შენ, შენს მსახურებს, შენს ხალხსა და შენს სახლებს. ბუზანკლით აივსება ეგვიპტელთა სახლები და მათი მიწა. 22 გოშენის მიწას კი, სადაც ჩემი ხალხი ცხოვრობს, დავიფარავ; იმ დღეს იქ ერთი ბუზანკალიც არ იქნება.+ ასე გაიგებ, რომ მე ვარ იეჰოვა და ამ მიწაზე ძალაუფლება მე მაქვს.+ 23 გამოვარჩევ ჩემს ხალხს შენი ხალხისგან. ეს სასწაული ხვალ მოხდება“».

24 ასეც გააკეთა იეჰოვამ. უამრავი ბუზანკალი შეუსია ფარაონის სახლს, მისი მსახურების სახლებსა და მთელი ეგვიპტის მიწას.+ ააოხრა ბუზანკალმა ქვეყანა.+ 25 ბოლოს მოუხმო ფარაონმა მოსესა და აარონს და უთხრა: „წადით, შესწირეთ მსხვერპლი თქვენს ღმერთს, ოღონდ ამ მიწაზე“. 26 მოსემ მიუგო: „ამას ვერ გავაკეთებთ, რადგან, რაც იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, უნდა შევწიროთ, სისაძაგლეა ეგვიპტელებისთვის;+ და ეგვიპტელთა თვალწინ რომ შევწიროთ ის, რაც მათთვის სისაძაგლეა, ხომ ჩაგვქოლავენ?! 27 სამი დღის სავალზე წავალთ უდაბნოში და შევწირავთ მსხვერპლს იეჰოვას, ჩვენს ღმერთს, ზუსტად ისე, როგორც მან გვითხრა“.+

28 ფარაონმა უთხრა: „გაგიშვებთ და შესწირეთ უდაბნოში მსხვერპლი იეჰოვას, თქვენს ღმერთს. ოღონდ ასე შორს არ წახვიდეთ. შეევედრეთ ჩემთვის“.+ 29 მოსემ მიუგო: „წავალ და შევევედრები იეჰოვას. ხვალ მოსცილდება ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებსა და მის ხალხს, ოღონდ ნუღარ მოგვატყუებს ფარაონი და გაუშვას ხალხი იეჰოვასთვის მსხვერპლის შესაწირავად“.+ 30 წავიდა მოსე ფარაონისგან და შეევედრა იეჰოვას.+ 31 შეისმინა იეჰოვამ მოსეს ვედრება და მოსცილდა ბუზანკალი ფარაონს, მის მსახურებსა და მის ხალხს. ერთიც არ დარჩენილა. 32 მაგრამ ამჯერადაც გაჯიუტდა ფარაონი და არ გაუშვა ხალხი.

9 იეჰოვამ მოსეს უთხრა: «წადი ფარაონთან და უთხარი, ასე დამაბარა-თქო იეჰოვამ, ებრაელთა ღმერთმა: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ.+ 2 თუ არც ამჯერად გაუშვებ და დააკავებ, 3 იცოდე, იეჰოვა გაგიწყვეტს+ საქონელს, რომელიც მინდვრად გყავს! ცხენებს, ვირებს, აქლემებსა და ცხვარ-ძროხას მომაკვდინებელ ჭირს შეჰყრის.+ 4 იეჰოვა გამოარჩევს ისრაელთა საქონელს ეგვიპტელთა საქონლისგან და ისრაელებს არაფერი დაეხოცებათ“».+ 5 იეჰოვამ დრო დანიშნა და თქვა: „ამას იეჰოვა ხვალ მოიმოქმედებს ამ მიწაზე“.

6 მეორე დღეს ასეც გააკეთა იეჰოვამ. გაწყდა ეგვიპტელთა ყველანაირი საქონელი,+ მაგრამ ისრაელთა საქონელს არაფერი მოსვლია. 7 გამოიკითხა ფარაონმა ამბავი და გაიგო, რომ ისრაელების საქონელს არაფერი დაშავებოდა. მაგრამ კვლავ გაჯიუტდა ფარაონი და არ გაუშვა ხალხი.+

8 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: „აიღეთ ღუმლიდან ორი მუჭა ნაცარი და ცისკენ ააფრქვიოს მოსემ ფარაონის თვალწინ. 9 ნაცარი მტვრად მოეფინება მთელი ეგვიპტის მიწას და ჩირქოვანი მუწუკები გამოაყრის კაცსაც და ცხოველსაც მთელ ეგვიპტეში“.

10 მათაც აიღეს ნაცარი ღუმლიდან და დადგნენ ფარაონის წინ. ცისკენ ააფრქვია მოსემ ნაცარი და ჩირქოვანი მუწუკები გამოაყარა კაცსაც და ცხოველსაც. 11 ვერ შეძლეს მოსესთან მისვლა გრძნეულმა ქურუმებმა, რადგან მუწუკები ჰქონდათ გამოყრილი. მუწუკები ყველა ეგვიპტელს ჰქონდა გამოყრილი.+ 12 გააჯიუტა იეჰოვამ ფარაონი* და არ მოუსმინა ფარაონმა მათ, როგორც ეს იეჰოვას მოსესთვის ჰქონდა ნათქვამი.+

13 იეჰოვამ მოსეს უთხრა: «დილით ადრე ადექი, წარდექი ფარაონის წინაშე და უთხარი, ასე დამაბარა-თქო იეჰოვამ, ებრაელთა ღმერთმა: „გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ, 14 თორემ უბედურებას უბედურებაზე დაგატეხთ შენ, შენს მსახურებსა და შენს ხალხს, რათა იცოდე, რომ არავინაა ჩემი მსგავსი მთელ დედამიწაზე.+ 15 ახლავე აღვმართავდი ხელს და მომაკვდინებელ სენს შეგყრიდით შენც და შენს ხალხსაც და აღიგვებოდით მიწის პირიდან, 16 მაგრამ იმიტომ დაგტოვე ცოცხალი, რომ გაჩვენო ჩემი ძალა და მთელ დედამიწას ეუწყოს ჩემი სახელი.+ 17 კიდევ ამპარტავნულად იქცევი და არ უშვებ ჩემს ხალხს?! 18 ხვალ ამ დროს საშინელ სეტყვას მოვავლენ, რომლის მსგავსიც ეგვიპტეს არ ახსოვს. 19 უთხარი შენს მსახურებს, რომ თავშესაფარში შეიყვანონ მინდვრად მყოფი შენი ხალხი, მთელი შენი საქონელი და შეინახონ, რაც კი რამ გაქვს მინდორში. სეტყვა დახოცავს კაცსაც და ცხოველსაც, რომლებიც გარეთ დარჩებიან“».

20 ფარაონის კარისკაცებმა, რომლებსაც იეჰოვას სიტყვისა ეშინოდათ, თავიანთი მსახურები და საქონელი მაშინვე თავშესაფარში შეიყვანეს, 21 მაგრამ ვინც იეჰოვას სიტყვა არაფრად ჩააგდო, თავისი მსახურებიცა და საქონელიც მინდორში დატოვა.

22 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ცისკენ აღაპყარი ხელი, რომ დაისეტყვოს მთელი ეგვიპტის მიწა,+ კაციც, ცხოველიცა და მინდვრის მცენარეულობაც ეგვიპტის მიწაზე“.+ 23 მოსემაც აღაპყრო ცისკენ ჯოხი და მოავლინა იეჰოვამ გრგვინვა და სეტყვა. ცეცხლი* ჩამოდიოდა მიწაზე. სეტყვავდა იეჰოვა ეგვიპტის მიწას. 24 მოდიოდა სეტყვა და მოჰყვებოდა ცეცხლი. მეტისმეტად ძლიერი იყო სეტყვა; ასეთი სეტყვა ეგვიპტეში არასოდეს ყოფილა.+ 25 დაისეტყვა მთელი ეგვიპტის მიწა. ყველაფერი დაისეტყვა მინდორში, კაციც, ცხოველიც და მცენარეულობაც. ყველა ხე დაილეწა მინდორში.+ 26 მხოლოდ გოშენის მიწა არ დასეტყვილა, სადაც ისრაელები ცხოვრობდნენ.+

27 დაიბარა ფარაონმა მოსე და აარონი და უთხრა: „ამჯერად მართლა შევცოდე. იეჰოვაა მართალი, მე და ჩემი ხალხი კი დამნაშავეები ვართ. 28 შეევედრეთ იეჰოვას, რომ შეწყვიტოს გრგვინვა და სეტყვა, და გაგიშვებთ, აღარ დაგაყოვნებთ“. 29 მოსემ მიუგო: „როგორც კი გავალ ქალაქიდან, იეჰოვასკენ აღვაპყრობ ხელებს. შეწყდება გრგვინვა და აღარ წამოვა სეტყვა, რათა იცოდე, რომ დედამიწა იეჰოვასია.+ 30 მაგრამ ვიცი, რომ შენ და შენს მსახურებს მაინც არ გექნებათ იეჰოვა ღმერთის შიში“.

31 განადგურდა ქერიცა და სელიც; ქერს თავთავი უკვე გაკეთებული ჰქონდა, ხოლო სელი ყვაოდა. 32 ხორბალი და ასლი* კი გადარჩა, რადგან საგვიანო იყო. 33 წავიდა მოსე ფარაონისგან, ქალაქიდან გავიდა და იეჰოვასკენ აღაპყრო ხელები; შეწყდა გრგვინვა და სეტყვა და გადაიღო წვიმამ.+ 34 დაინახა ფარაონმა, რომ შეწყდა წვიმა, სეტყვა და გრგვინვა; ისევ შესცოდა და გაჯიუტდნენ+ ისიც და მისი მსახურებიც. 35 გაჯიუტებულმა ფარაონმა არ გაუშვა ისრაელები, როგორც ეს იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნათქვამი.+

10 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „წადი ფარაონთან; მე გავაჯიუტე ისიც და მისი მსახურებიც*,+ რათა სასწაულები მოვახდინო მის თვალწინ+ 2 და შენ შენს შვილებსა და შვილიშვილებს მოუყვე, როგორ დავსაჯე ეგვიპტელები და რა სასწაულები მოვახდინე მათ თვალწინ;+ გეცოდინებათ, რომ მე ვარ იეჰოვა“.

3 წავიდნენ მოსე და აარონი ფარაონთან და უთხრეს: «აი, რა დაგვაბარა იეჰოვამ, ებრაელთა ღმერთმა: „როდემდე უნდა მეურჩებოდე?!+ გაუშვი ჩემი ხალხი, რომ მემსახურონ. 4 თუ არც ამჯერად გაუშვებ ჩემს ხალხს, ხვალ შენს ქვეყანას კალიებს დავასევ. 5 დაფარავენ მიწის პირს და მიწა აღარ გამოჩნდება. გადაჭამენ ყველაფერს, რაც სეტყვას გადაურჩა, რაც დაგრჩათ, და გააჩანაგებენ ხეებს მინდორში.+ 6 კალიებით აივსება შენი, შენი მსახურებისა და მთელი ეგვიპტის სახლები. ამ მიწაზე მსგავსი რამ შენს მამა-პაპასაც არ უნახავს“».+ გაბრუნდნენ და წავიდნენ ფარაონისგან.

7 ფარაონს თავისმა მსახურებმა უთხრეს: „როდემდე უნდა გვატყდებოდეს უბედურება ამ კაცის გამო?! გაუშვი ეს ხალხი, რომ ემსახურონ იეჰოვას, თავიანთ ღმერთს. ვერ ხედავ, რომ იღუპება ეგვიპტე?!“ 8 მოუხმო ფარაონმა მოსესა და აარონს და უთხრა: „წადით, ემსახურეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, მაგრამ ვინ და ვინ წახვალთ?“ 9 მოსემ მიუგო: „ახალგაზრდებსაც წავიყვანთ და მოხუცებსაც, ჩვენს ვაჟებსაც და ასულებსაც, თან წავიყვანთ ჩვენს ცხვარ-ძროხასაც,+ რადგან დღესასწაული უნდა გავუმართოთ იეჰოვას“.+ 10 მან მიუგო: „მე თუ თქვენ აქედან ბავშვებიანად გაგიშვით, მართლა თქვენთან ყოფილა იეჰოვა.+ ბოროტება გაქვთ განზრახული. 11 არა! მარტო კაცები წადით და, თუ მსახურება გინდათ, ემსახურეთ იეჰოვას“. გაყარეს ისინი ფარაონისგან.

12 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „გაიწოდე ხელი ეგვიპტის მიწისკენ, რომ შეესიონ მას კალიები და გადაჭამონ მთელი მცენარეულობა, ყველაფერი, რაც სეტყვას გადაურჩა“. 13 მაშინვე გაიწოდა მოსემ ჯოხი ეგვიპტის მიწისკენ და მოავლინა იეჰოვამ აღმოსავლეთის ქარი, რომელიც მთელი დღე და ღამე ქროდა იმ მიწაზე. გათენდა, აღმოსავლეთის ქარს კალიები მოჰყვნენ. 14 მთელი ეგვიპტის მიწას შეესივნენ, მოეფინნენ მთელ ეგვიპტეს+ და გაუსაძლისი მდგომარეობა შეიქმნა.+ ამდენი კალია იმ მიწაზე არც მანამდე და არც მას შემდეგ არ ყოფილა. 15 დაფარეს მიწის ზედაპირი და ჩააბნელეს მთელი ქვეყანა. გადაჭამეს მთელი მცენარეულობა და ყველა ხის ნაყოფი, რაც სეტყვას გადაურჩა. მთელი ეგვიპტის მიწაზე ხეებსა თუ მინდვრის მცენარეებს სიმწვანე აღარ შერჩა.

16 საჩქაროდ მოუხმო ფარაონმა მოსესა და აარონს და უთხრა: „შევცოდე თქვენი ღვთის, იეჰოვას წინაშე და თქვენ წინაშეც. 17 ამჯერადაც მაპატიეთ; შეევედრეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, რომ მომაშოროს ეს უბედურება“. 18 წავიდა იგი* ფარაონისგან და შეევედრა იეჰოვას.+ 19 მოავლინა იეჰოვამ დასავლეთიდან ძლიერი ქარი; წაიღო ქარმა კალიები და წითელ ზღვაში ჩაყარა. მთელ ეგვიპტეში ერთი კალიაც კი არ დარჩენილა. 20 მაგრამ გააჯიუტა+ იეჰოვამ ფარაონი* და არ გაუშვა ფარაონმა ისრაელები.

21 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ცისკენ აღაპყარი ხელი, რომ სიბნელე ჩამოწვეს ეგვიპტის მიწაზე, უკუნი სიბნელე“. 22 მოსემაც მაშინვე აღაპყრო ხელი ცისკენ და სამი დღით უკუნი სიბნელე ჩამოწვა მთელი ეგვიპტის მიწაზე.+ 23 ეგვიპტელები ერთმანეთს ვეღარ ხედავდნენ; სამი დღე გარეთ ვერ გადიოდნენ. ისრაელების საცხოვრებლებში კი სინათლე იყო.+ 24 მოუხმო ფარაონმა მოსეს და უთხრა: „წადით, ემსახურეთ იეჰოვას,+ ოღონდ ცხვარ-ძროხას აქ დატოვებთ. ბავშვები შეგიძლიათ წაიყვანოთ“. 25 მოსემ მიუგო: „შენ თვითონ გაგვატან დასაწვავ მსხვერპლსაც და შესაწირავსაც, და აღვუვლენთ იეჰოვას, ჩვენს ღმერთს.+ 26 წავიყვანთ ჩვენს ცხვარ-ძროხას. ერთ სულსაც არ დავტოვებთ, რადგან მათგან უნდა გამოვარჩიოთ შესაწირავი ჩვენი ღვთის, იეჰოვას, თაყვანსაცემად. ჯერ არ ვიცით, რას შევწირავთ იეჰოვას; იქ რომ ჩავალთ, მერე გამოვარჩევთ“. 27 გააჯიუტა იეჰოვამ ფარაონი და არ გაუშვა ფარაონმა ისრაელები.+ 28 ფარაონმა მოსეს უთხრა: „თვალით აღარ დამენახო! იცოდე, აქ აღარ მოხვიდე, თორემ, არ გაცოცხლებ!“ 29 მოსემ მიუგო: „შენი სიტყვისამებრ იყოს, აღარ მოვალ“.

11 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „კიდევ ერთ უბედურებას დავატეხ ფარაონსა და ეგვიპტეს და მერე გაგიშვებთ იგი.+ მაშინ ყველას გაგიშვებთ, გაგყრით აქედან.+ 2 უთხარი ყველას, კაცსაც და ქალსაც, რომ მეზობლებისგან ითხოვონ ოქრო-ვერცხლის ნაკეთობანი“.+ 3 იეჰოვამ კეთილგანწყობა მოაპოვებინა თავის ხალხს ეგვიპტელთა თვალში. მოსეც პატივდებული კაცი იყო ეგვიპტის მიწაზე, ფარაონის მსახურთა და ხალხის თვალში.

4 მოსემ ფარაონს უთხრა: «ასე ამბობს იეჰოვა: „შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში;+ 5 მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის მიწაზე,+ ტახტზე მჯდომი ფარაონის პირმშოც, ხელსაფქვავთან მომუშავე მოახლის პირმშოცა და საქონლის პირველმოგებულიც.+ 6 მთელი ეგვიპტის მიწაზე ისეთი მოთქმა იქნება, როგორიც არასოდეს ყოფილა და არც აღარასოდეს გამეორდება.+ 7 ისრაელებს კი ძაღლიც არ დაუყეფს, არც კაცს და არც საქონელს, რათა იცოდეთ, რომ იეჰოვას შეუძლია, გამიჯნოს ისრაელები ეგვიპტელებისგან“.+ 8 ჩემთან მოვლენ შენი მსახურები, დაემხობიან ჩემ წინაშე და მეტყვიან: „წადით შენც და მთელი ხალხიც, ვინც შენ მოგყვება“.+ ამის შემდეგ წავალ». განრისხებული წავიდა იგი ფარაონისგან.

9 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „არ მოგისმენთ ფარაონი;+ ეს იმიტომ, რომ უფრო მეტი სასწაული მოხდეს ეგვიპტეში“.+ 10 მოსეს და აარონს უკვე მოხდენილი ჰქონდათ სასწაულები ფარაონის თვალწინ,+ მაგრამ იეჰოვამ გააჯიუტა ფარაონი*; ამიტომ არ გაუშვა მან ისრაელები თავისი ქვეყნიდან.+

12 იეჰოვამ ეგვიპტეში მყოფ მოსესა და აარონს უთხრა: 2 „ამ თვით დაიწყებთ თვეების ათვლას. ეს იქნება წელიწადის პირველი თვე.+ 3 გადაეცით მთელ ისრაელს, რომ ამ თვის მეათე დღეს თითოეულმა ოჯახმა გამოყოს თითო ცხვარი,+ სახლზე ერთი ცხვარი. 4 მაგრამ, თუ ცხვრის შესაჭმელად სახლეულობა პატარაა, მაშინ მას ყველაზე ახლოს მცხოვრები მეზობელი შეეზიაროს. დაიანგარიშეთ, რამდენი სული შეგროვდებით და ვინ რამდენს შეჭამს. 5 ცხვარი მამალი უნდა იყოს, საღი,+ ერთი წლის. შეგიძლიათ თხაც დაკლათ. 6 ისრაელში თითოეულმა ოჯახმა ამ თვის მე-14 დღემდე+ მოუაროს მას და შებინდებისას* დაკლას.+ 7 აიღონ სისხლი და მიაპკურონ იმ სახლის კარის ორივე წირთხლსა და ზედა ძელს, რომელშიც შეჭამენ მას.+

8 იმ ღამესვე შეჭამონ ხორცი.+ ცეცხლზე შეწვან და ხმიადთან+ და მწარე მწვანილთან ერთად ჭამონ.+ 9 არც უმი ჭამოთ და არც მოხარშული, შემწვარი ჭამეთ თავფეხიანად და შიგნეულიანად. 10 თუ რამე მოგრჩებათ, დილამდე ნუ შეინახავთ, ცეცხლში დაწვით.+ 11 ასე ჭამეთ: წელზე სარტყელი გქონდეთ შემორტყმული, ფეხზე სანდლები გეცვათ და ხელში ჯოხი გეჭიროთ; ჩქარ-ჩქარა ჭამეთ. ეს არის პასექი* იეჰოვას განსადიდებლად. 12 მოვივლი იმ ღამით ეგვიპტის მიწას და დავხოცავ ყველა პირმშოს და ყველა პირველმოგებულს;+ აღვასრულებ ეგვიპტის ღმერთების მიმართ გამოტანილ განაჩენს.+ მე ვარ იეჰოვა. 13 თქვენს სახლებზე, სადაც იქნებით, ნიშნად სისხლი გქონდეთ; სისხლს რომ დავინახავ, გვერდს აგივლით; თქვენ არ დაგატყდებათ უბედურება და არ განადგურდებით, როცა კიდევ ერთ სასჯელს მოვუვლენ ეგვიპტის მიწას.+

14 სამახსოვროდ გქონდეთ ეს დღე და იზეიმეთ თაობიდან თაობაში იეჰოვას განსადიდებლად. სამარადისო წესად გქონდეთ და იზეიმეთ. 15 შვიდი დღე ჭამეთ ხმიადი.+ პირველ დღესვე მოიშორეთ საფუარი თქვენი სახლებიდან. ვინც პირველი დღიდან მეშვიდე დღემდე საფუვრიანს შეჭამს, უნდა მოკვდეს. 16 წმინდა შეკრება მოაწყვეთ პირველ და მეშვიდე დღეს. ამ დღეებში არ იმუშაოთ.+ მხოლოდ საჭმელი მოამზადეთ, ოღონდ იმდენი, რამდენიც დაგჭირდებათ.

17 იზეიმეთ უფუარობის დღესასწაული,+ რადგან სწორედ ამ დღეს გამოგიყვანთ თქვენ, მრავალრიცხოვან ხალხს, ეგვიპტის მიწიდან. იზეიმეთ ეს დღე თაობიდან თაობაში. ეს იქნება სამარადისო წესი. 18 პირველი თვის მე-14 დღის საღამოდან ამავე თვის 21-ე დღის საღამომდე ჭამეთ ხმიადი.+ 19 შვიდი დღე სახლში საფუარი არ უნდა გქონდეთ; ვინც საფუვრიანს შეჭამს, მკვიდრი იქნება თუ უცხოელი,+ უნდა მოკვდეს.+ 20 საფუვრიანი არაფერი ჭამოთ. ყველამ ხმიადი ჭამეთ თქვენ-თქვენს სახლებში“.

21 მაშინვე მოუხმო მოსემ ისრაელის უხუცესებს+ და უთხრა: „წადით, აირჩიეთ საკლავი* თქვენ-თქვენი ოჯახებისთვის და დაკალით როგორც საპასექო მსხვერპლი. 22 ამოაწეთ ერთი კონა უსუპი თასში ჩასხმულ სისხლში და შეასხურეთ სისხლი კარის ორივე წირთხლსა და ზედა ძელს. დილამდე სახლიდან არცერთი თქვენგანი არ გავიდეს. 23 როცა ჩაივლის იეჰოვა, რომ ეგვიპტეს უბედურება დაატეხოს, და დაინახავს სისხლს კარის ორივე წირთხლსა და ზედა ძელზე, გვერდს აუვლის იეჰოვა კარს და უბედურებას არ დაატეხს თქვენს ოჯახებს.+

24 იზეიმეთ ეს დღესასწაული. ეს იქნება სამარადისო წესი თქვენთვის და თქვენი ვაჟებისთვის.+ 25 როცა მიხვალთ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა მოგცემთ თავისი დაპირებისამებრ, ყოველთვის აღნიშნეთ ეს დღესასწაული.+ 26 თქვენი ვაჟები რომ გკითხავენ, რატომ აღვნიშნავთ ამ დღესასწაულსო,+ 27 უთხარით, ეს საპასექო მსხვერპლია იეჰოვას განსადიდებლად, რომელმაც გვერდი აუარა ისრაელების სახლებს ეგვიპტეში, ეგვიპტელებს უბედურება დაატეხა, ჩვენი ოჯახები კი იხსნა-თქო“.

ხალხმა მუხლი მოიყარა და პირქვე დაემხო. 28 წავიდნენ ისრაელები და ზუსტად ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსესა და აარონისთვის;+ ზუსტად ისე გააკეთეს.

29 შუაღამისას იეჰოვამ ყველა პირმშო დახოცა ეგვიპტის მიწაზე,+ ტახტზე მჯდომი ფარაონის პირმშოთი დაწყებული საპყრობილეში მყოფი ტყვეების პირმშოებითა და საქონლის პირველმოგებულებით დამთავრებული.+ 30 ადგა ღამით ფარაონი, ყველა მისი მსახური და ყველა ეგვიპტელი; ატეხეს დიდი მოთქმა ეგვიპტელებმა, რადგან სახლი არ დარჩა, ერთი მკვდარი მაინც რომ არ ყოფილიყო.+ 31 იმ ღამითვე მოუხმო ფარაონმა მოსესა და აარონს+ და უთხრა: „ადექით, გაეცალეთ ჩემს ხალხს, თქვენც და დანარჩენი ისრაელებიც; წადით და ემსახურეთ იეჰოვას, რასაც მთხოვდით.+ 32 წაიყვანეთ თქვენი ცხვარ-ძროხაც და წადით,+ ოღონდ უნდა დამლოცოთ“.

33 ეგვიპტელები მოითხოვდნენ, რომ ისრაელებს მალე დაეტოვებინათ+ მათი ქვეყანა; ამბობდნენ, თუ არ წავლენ, ყველანი დავიხოცებითო.+ 34 წაიღეს ისრაელებმა უსაფუვრო ცომი; ტანსაცმელში გახვეული ვარცლები მხარზე ჰქონდათ მოკიდებული. 35 მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ ისრაელები და ეგვიპტელებისგან ოქრო-ვერცხლის ნაკეთობანი და ტანსაცმელი ითხოვეს.+ 36 კეთილგანწყობა მოაპოვებინა იეჰოვამ თავის ხალხს ეგვიპტელთა თვალში და მისცეს ისრაელებს ყველაფერი, რაც ითხოვეს. ასე გაძარცვეს ეგვიპტელები.+

37 გამოვიდნენ ისრაელები რამსესიდან+ და სუქოთისკენ+ გაემართნენ. მათ შორის, ბავშვების გარდა, დაახლოებით 600 000 მამაკაცი იყო.+ 38 გაჰყვა მათ უამრავი ჭრელი ხალხი*;+ წაასხეს ცხვარ-ძროხა, ურიცხვი საქონელი. 39 ეგვიპტიდან წამოღებული ცომით მრგვალი ხმიადები დააცხვეს; ცომი უსაფუვრო იყო, ვინაიდან ისინი სწრაფად გამოყარეს ეგვიპტიდან, და საგზლის მომზადებაც ვერ მოასწრეს.+

40 ისრაელების ხიზნობის დრო, რომლებიც ეგვიპტეში ცხოვრობდნენ,+ 430 წელი იყო.+ 41 იეჰოვას მრავალრიცხოვანი ხალხი 430 წლის ბოლოს, სწორედ იმ დღეს, გამოვიდა ეგვიპტიდან. 42 იეჰოვას მიერ ეგვიპტიდან ისრაელების გამოყვანა ამ დღეს ღამით უნდა აღინიშნებოდეს. ეს ის ღამეა, რომელსაც ისრაელთაგან თაობიდან თაობაში იეჰოვას განსადიდებლად ყველა უნდა აღნიშნავდეს.+

43 იეჰოვამ მოსესა და აარონს უთხრა: „ეს არის პასექის აღნიშვნის წესი: არცერთმა უცხოელმა არ უნდა ჭამოს საპასექო ვახშამი.+ 44 მაგრამ, თუ გყავთ ნაყიდი მონა, წინადაცვითეთ+ და მერე ჭამოს. 45 ხიზანმა და მოჯამაგირემ არ უნდა ჭამონ. 46 საპასექო ვახშამი ერთ სახლში უნდა ჭამოთ. ხორცი სახლიდან გარეთ არ გაიტანოთ და ძვალი არ გადატეხოთ.+ 47 პასექი მთელმა ისრაელმა უნდა აღნიშნოს. 48 თუ თქვენ შორის მცხოვრები უცხოელი იეჰოვას განსადიდებლად პასექის აღნიშვნას მოისურვებს, წინადაიცვითონ მანაც და მის სახლეულობაში მყოფებმაც; მერე კი შეუძლია იზეიმოს. ამის შემდეგ იგი იმ მიწის მკვიდრივით იქნება. არცერთმა წინადაუცვეთელმა კაცმა არ ჭამოს საპასექო ვახშამი.+ 49 ერთი კანონი იქნება როგორც მკვიდრისთვის, ისე თქვენ შორის მცხოვრები უცხოელისთვის“.+

50 ისრაელთაგან ყველამ ისე გააკეთა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსესა და აარონისთვის; ზუსტად ისე გააკეთეს. 51 სწორედ იმ დღეს გამოიყვანა იეჰოვამ მრავალრიცხოვანი ისრაელი ეგვიპტიდან.

13 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „მომიძღვენით ისრაელებიდან ყოველი პირმშო მამრი, აგრეთვე ყოველი პირველმოგებული მამრი, მე მეკუთვნიან ისინი“.+

3 მოსემ ხალხს უთხრა: «გახსოვდეთ ეს დღე, რადგან ამ დღეს გამოგიყვანათ იეჰოვამ თავისი ძლიერი ხელით ეგვიპტიდან, სადაც მონები იყავით.+ ამიტომ საფუვრიანი არაფერი ჭამოთ. 4 ამ დღეს გამოხვედით, აბიბის თვეში.+ 5 როცა შეგიყვანთ იეჰოვა ქანაანელების, ხეთელების, ამორეველების, ხიველებისა და იებუსელების+ მიწაზე, რომლის მიცემაც თქვენს მამა-პაპას დაუფიცა,+ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება,+ დაიცავით ეს წესი ამ თვეში. 6 შვიდი დღე ჭამეთ ხმიადი;+ მეშვიდე დღე საზეიმო დღეა იეჰოვას განსადიდებლად. 7 შვიდი დღე ჭამეთ ხმიადი;+ საფუვრიანი არაფერი გაიჩეროთ+ და არც საფუარი გქონდეთ იქ, სადაც იქნებით. 8 უთხარით იმ დღეს თქვენს შვილებს, ამას იმიტომ ვაკეთებთ, რომ გვახსოვდეს, რა სასწაულებრივად გვიხსნა იეჰოვამ ეგვიპტიდან-თქო.+ 9 ეს თქვენთვის ხელზე და შუბლზე დადებული ნიშანივით იყოს,+ რათა იეჰოვას კანონი გქონდეთ ბაგეზე; იეჰოვამ ხომ თავისი ძლიერი ხელით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან. 10 ეს წესი დაიცავით წლიდან წლამდე დადგენილ დროს.+

11 როცა იეჰოვა ქანაანელთა მიწაზე შეგიყვანთ, როგორც შენ და შენს მამა-პაპას დაგიფიცათ,+ 12 მიუძღვენით იეჰოვას ყოველი პირმშო მამრი და ყოველი პირველმოგებული მამრი. ყველა მამრი იეჰოვას ეკუთვნის.+ 13 ყოველი პირველმოგებული ვირი ცხვრით გამოისყიდეთ; თუ არ გამოისყიდით, კისერი გადაუმტვრიეთ. გამოისყიდეთ თქვენი ვაჟებიდან ყოველი პირმშო.+

14 თუ თქვენი შვილები გკითხავენ, ამას რატომ აკეთებთო, უთხარით: „იეჰოვამ თავისი ძლიერი ხელით გამოგვიყვანა ეგვიპტიდან, სადაც მონები ვიყავით.+ 15 ფარაონი გაჯიუტდა და არ გვიშვებდა;+ ამის გამო იეჰოვამ დახოცა ყოველი პირმშო და ყოველი პირველმოგებული ეგვიპტეში.+ ამიტომ ვწირავთ იეჰოვას ყველა პირველმოგებულ მამრს და გამოვისყიდით ყოველ პირმშოს ჩვენი ვაჟებიდან“. 16 ეს დღესასწაული თქვენთვის ხელზე და შუბლზე დადებული ნიშანივით იყოს,+ რადგან იეჰოვამ თავისი ძლიერი ხელით გამოგიყვანათ ეგვიპტიდან».

17 როცა ფარაონმა ხალხი გაუშვა, ღმერთმა ისინი ფილისტიმელთა მიწის გავლით არ წაიყვანა, თუმცა ის მიწა ახლოს იყო; თქვა, ბრძოლა მოუწევთ, ინანებენ ეგვიპტიდან რომ წამოვიდნენ და დაბრუნდებიანო. 18 ღმერთმა ხალხი გრძელი გზით, წითელ ზღვასთან მდებარე უდაბნოს გზით, წაიყვანა.+ ისრაელები ეგვიპტიდან რაზმებად გამოვიდნენ. 19 მოსემ თან წაიღო იოსების ძვლები, რადგან იოსებმა ისრაელები დააფიცა, როცა ღმერთი მოგხედავთ, წაიღეთ აქედან ჩემი ძვლებიო.+ 20 გამოვიდნენ სუქოთიდან და ეთამში დაბანაკდნენ, უდაბნოს პირას.

21 მათ იეჰოვა გზაზე დღისით ღრუბლის სვეტით მიუძღოდა,+ ღამით კი — ცეცხლის სვეტით, რათა დღისითაც ევლოთ და ღამითაც.+ 22 დღისით ღრუბლის სვეტი არ სცილდებოდა ხალხს და ღამით — ცეცხლის სვეტი.+

14 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „გადაეცი ისრაელებს, რომ მობრუნდნენ და დაბანაკდნენ ფი-ჰახიროთთან მიგდოლსა და ზღვას შორის, საიდანაც ბაალ-ცეფონი მოჩანს;+ იქ დაბანაკდით, ზღვასთან. 3 ფარაონი ისრაელებზე იტყვის, დაბნეულები დაეხეტებიან, უდაბნომ მოიმწყვდიაო. 4 გავაჯიუტებ* ფარაონს+ და დაედევნება მათ. განვდიდდები მისი და მთელი მისი ჯარის დამარცხებით,+ და გაიგებენ ეგვიპტელები, რომ მე ვარ იეჰოვა“.+ ასეც მოიქცნენ ისინი.

5 შეატყობინეს ეგვიპტის მეფეს, ხალხი გაიქცაო. ინანეს ფარაონმა და მისმა მსახურებმა, ხალხი რომ გაუშვეს,+ და თქვეს: „ეს რა გავაკეთეთ?! როგორ გავათავისუფლეთ ისრაელი მონობიდან?!“ 6 მოამზადა ფარაონმა საომარი ეტლები და თან წაიყვანა თავისი ხალხი.+ 7 წაიყვანა 600 რჩეული ეტლიც და რაც კი ეტლი იყო ეგვიპტეში, და თითოეულზე მეომრები დასხა. 8 გააჯიუტა იეჰოვამ ფარაონი, ეგვიპტის მეფე, და დაედევნა ფარაონი ისრაელებს, რომლებიც თავაწეულნი მიდიოდნენ.+ 9 მისდევდნენ ისრაელებს ეგვიპტელები;+ უახლოვდებოდნენ მათ ფარაონის ეტლები, მისი მხედრები და ჯარი; ამ დროს ისრაელები ზღვასთან ბანაკდებოდნენ, ფი-ჰახიროთთან, საიდანაც ბაალ-ცეფონი მოჩანს.

10 უფრო რომ მიუახლოვდა მათ ფარაონი, გაიხედეს ისრაელებმა და დაინახეს, რომ მისდევდნენ ეგვიპტელები. შეშინდნენ ისრაელები და შეღაღადეს იეჰოვას.+ 11 უთხრეს მოსეს: „დასამარხი ადგილები ეგვიპტეში არ იყო, უდაბნოში რომ არ წამოგეყვანეთ დასახოცად?!+ ეს რა გაგვიკეთე, რატომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან?! 12 ხომ გეუბნებოდით ეგვიპტეში, თავი დაგვანებე, ეგვიპტელების მსახურები ვიქნებითო?! გვირჩევნია, ეგვიპტელებს ვემსახუროთ, ვიდრე უდაბნოში დავიხოცოთ“.+ 13 მოსემ ხალხს მიუგო: „ნუ გეშინიათ.+ მტკიცედ იდექით და იხილავთ, როგორ გიხსნით დღეს იეჰოვა.+ ეგვიპტელებს, რომლებსაც დღეს ხედავთ, ვეღარასოდეს იხილავთ.+ 14 იეჰოვა იბრძოლებს თქვენთვის,+ თქვენ კი უშფოთველად იქნებით“.

15 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „მე რატომ შემომღაღადებ? მიდი ისრაელებს უთხარი, რომ დაიძრან. 16 ასწიე ჯოხი, გაიწოდე ზღვისკენ და გააპე, რომ ისრაელებმა შუა ზღვაში ხმელეთზე გაიარონ. 17 მე კი გავაჯიუტებ ეგვიპტელებს და დაგედევნებიან. გავანადგურებ ფარაონის ჯარს, საომარ ეტლებსა და მხედრებს და მისი დამარცხებით განვდიდდები.+ 18 გაიგებენ ეგვიპტელები, რომ მე ვარ იეჰოვა, როცა მის საომარ ეტლებსა და მხედრებს გავანადგურებ და მისი დამარცხებით განვდიდდები.+

19 ჭეშმარიტი ღვთის ანგელოზმა,+ რომელიც ისრაელის ბანაკს მიუძღოდა, უკან გადაინაცვლა; უკან გადაინაცვლა ღრუბლის სვეტმაც; მანამდე მათ წინ იყო და ახლა მათ უკან გაჩერდა.+ 20 ჩადგა ის ეგვიპტელთა და ისრაელთა ბანაკებს შორის.+ ღრუბლის ერთ მხარეს წყვდიადი იყო, მეორე მხარეს კი — სინათლე.+ მთელი ღამე ისე გავიდა, რომ ეგვიპტელთა ბანაკი ისრაელთა ბანაკს ვერ მიუახლოვდა.

21 გაიწოდა მოსემ ხელი ზღვისკენ.+ იეჰოვა აღმოსავლეთის ძლიერი ქარით მთელი ღამე დევნიდა წყალს, რომ ზღვის ფსკერი გამშრალიყო,+ და გაიპო წყალი.+ 22 გაიარეს ისრაელებმა შუა ზღვაში ხმელეთზე,+ მარჯვნივ და მარცხნივ კედლებად აღმართულ წყლებს შორის.+ 23 დაედევნენ ეგვიპტელები; ფარაონის მხედრები ცხენებითა და საომარი ეტლებით შუა ზღვაში შეჰყვნენ მათ.+ 24 დილის გუშაგობისას* დახედა იეჰოვამ ცეცხლისა და ღრუბლის სვეტიდან+ ეგვიპტელთა ბანაკს და თავგზა აუბნია მათ. 25 აძრობდა ბორბლებს მათ ეტლებს და უჭირდათ სვლა. ეგვიპტელები ამბობდნენ, გავეცალოთ ისრაელს, იეჰოვა იბრძვის მათთვის ეგვიპტელთა წინააღმდეგო.+

26 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: „გაიწოდე ხელი ზღვისკენ, რომ ეგვიპტელებს, მათ საომარ ეტლებსა და მხედრებს წყალი თავზე ჩამოექცეთ“. 27 მოსემაც გაიწოდა ხელი ზღვისკენ და დილით წყალი თავის ადგილს დაუბრუნდა. გაურბოდნენ ეგვიპტელები წყალს, მაგრამ იეჰოვამ ისინი შუა ზღვაში მოაქცია.+ 28 დაფარა წყალმა ფარაონის საომარი ეტლები, მხედრები, ფარაონის მთელი ჯარი, ყველა, ვინც მათ შეჰყვა ზღვაში.+ ცოცხალი არავინ გადარჩენილა.+

29 ისრაელებმა შუა ზღვის ფსკერზე, ხმელეთზე გაიარეს;+ მარჯვნივ და მარცხნივ წყალი კედლებად იყო აღმართული.+ 30 ასე იხსნა იეჰოვამ ისრაელი იმ დღეს ეგვიპტელთა ხელიდან.+ ისრაელებმა ზღვის ნაპირზე დახოცილი ეგვიპტელები დაინახეს. 31 მათ იეჰოვას დიდი ძალაც იხილეს, რომელიც მან ეგვიპტელთა წინააღმდეგ გამოიყენა. შეეშინდა ხალხს იეჰოვასი; ირწმუნეს იეჰოვა და მისი მსახური მოსე.+

15 მაშინ მოსემ და ისრაელებმა იეჰოვას ეს სიმღერა უმღერეს:+

„ვუმღერებ იეჰოვას, დიდად განდიდებულს.+

მან ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი.+

 2 ჩემი ძლიერება და ძლევამოსილებაა იაჰი*, ის არის ჩემი მხსნელი.+

ის ჩემი ღმერთია, ხოტბას შევასხამ მას;+ ის მამაჩემის ღმერთია,+ განვადიდებ მას.+

 3 იეჰოვა ძლიერი მეომარია.+ იეჰოვაა მისი სახელი.+

 4 ზღვაში ჩაყარა ფარაონის ეტლები და მისი ჯარი,+

მისი რჩეული მეომრები წითელ ზღვაში ჩაძირა.+

 5 აზვირთებულმა წყალმა დაფარა ისინი; ქვასავით ჩაეშვნენ სიღრმეში.+

 6 შენი მარჯვენა, იეჰოვა, ძლევამოსილია;+

შენი მარჯვენა, იეჰოვა, მტერს მუსრავს.

 7 შენი უსაზღვრო დიდებით ამხობ მათ, ვინც წინ აღგიდგება;+

შენი მრისხანებით ნამჯასავით შთანთქავ მათ.

 8 წყალი აზვირთდა შენი ნესტოების მონაბერით;

გაშეშებული ზვირთები გალავნად ექცა წყალს;

გაქვავდა აზვირთებული წყალი შუაგულ ზღვაში.

 9 მტერი ამბობდა, დავედევნები, დავეწევიო!

ნაძარცვს გავანაწილებ და გულს ასე ვიჯერებო!

ვიშიშვლებ მახვილს და დავიმორჩილებო!+

10 შენ დაჰბერე შენი სუნთქვით და ზღვამ შთანთქა ისინი;+

ტყვიასავით ჩაიძირნენ აბობოქრებულ ზღვაში.

11 რომელი ღმერთი შეგედრება, იეჰოვა?!+

ვინაა შენსავით წმინდა?!+

შიშის მომგვრელო, სიმღერებით უნდა გასხამდნენ ხოტბას, სასწაულთმოქმედო!+

12 მარჯვენა რომ გაიწოდე, მიწამ შთანთქა ისინი.+

13 ერთგულად* მიუძღოდი შენ მიერ გამოსყიდულ ხალხს;+

შენი ძლიერებით მიიყვან მათ შენს წმინდა სამყოფელში.

14 გაიგებს ხალხი+ და შიშისგან ჟრუანტელი დაუვლის;

შეძრწუნდებიან* ფილისტიმის მკვიდრნი.

15 თავზარი დაეცემა ედომის თავკაცებს.

კანკალი აიტანს მოაბის ძლევამოსილ მთავრებს.+

მხნეობას დაკარგავენ ქანაანის მკვიდრნი.+

16 შიში და ძრწოლა აიტანთ;+

შენი ღონიერი მკლავი გააქვავებს მათ,

სანამ ჩაივლის შენი ხალხი, იეჰოვა,

სანამ ჩაივლის+ შენი შექმნილი ხალხი.+

17 წაიყვან მათ და დაასახლებ შენს მთაზე,+

შენ დასამკვიდრებლად მომზადებულ ადგილზე, იეჰოვა,

შენი ხელით დაფუძნებულ წმინდა ადგილზე, იეჰოვა.

18 იეჰოვა იმეფებს სამუდამოდ, მარადიულად.+

19 ფარაონის მხედრები ცხენებითა და საომარი ეტლებით ზღვაში რომ შევიდნენ,+

დააბრუნა ზღვის წყალი იეჰოვამ თავის ადგილას და თავზე ჩამოექცათ,+

ისრაელებმა კი შუა ზღვაში ხმელეთზე გაიარეს“.+

20 შემდეგ წინასწარმეტყველმა მირიამმა, აარონის დამ, ხელში დაირა აიღო; დანარჩენი ქალებიც, დაირებით ხელში, ცეკვა-ცეკვით გაჰყვნენ მას. 21 მირიამი კაცების ნამღერს სიმღერით მიუგებდა:

„უმღერეთ იეჰოვას, დიდად განდიდებულს,+

მან ზღვაში ჩაყარა ცხენი და მხედარი“.+

22 მოსემ ისრაელები წითელი ზღვიდან შურის უდაბნოსკენ წაიყვანა. სამი დღე იარეს, მაგრამ წყალი არსად შეხვედრიათ. 23 მივიდნენ მარაში*,+ მაგრამ მარას წყალი სიმწარის გამო ვერ დალიეს. ამიტომაც უწოდა მან იმ ადგილს მარა. 24 შესჩიოდა ხალხი მოსეს,+ რა დავლიოთო. 25 მანაც შეღაღადა იეჰოვას.+ იეჰოვამ იგი პატარა ხესთან მიიყვანა; მოსემ ხე წყალში ჩააგდო და გამტკნარდა წყალი.

იქ დაუდგინა ღმერთმა ისრაელებს წესი და სამართალი და იქ გამოსცადა ისინი.+ 26 მან უთხრა მათ: „თუ გულისყურით მოუსმენთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს, სწორად მოიქცევით მის თვალში, ყურად იღებთ მის მცნებებს და დაიცავთ მის წესებს,+ არ შეგყრით არცერთ სენს, რომლებიც ეგვიპტელებს შევყარე.+ მე ვარ იეჰოვა, თქვენი განმკურნებელი“.+

27 მივიდნენ ისრაელები ელიმში, სადაც 12 წყარო და 70 პალმის ხე იყო, და წყალთან დაბანაკდნენ.

16 დაიძრნენ ისრაელები ელიმიდან. ეგვიპტიდან გამოსვლის მე-2 თვის მე-15 დღეს მთელი ისრაელი ელიმსა და სინაის შორის მდებარე სინის უდაბნოს მიადგა.+

2 საყვედურობდა მთელი ხალხი მოსეს და აარონს უდაბნოში,+ 3 ეუბნებოდნენ: „ნეტავ დავხოცილიყავით იეჰოვას ხელით ეგვიპტეში, სადაც ხორცით სავსე ქვაბებს ვუსხედით+ და პურს ძღომამდე ვჭამდით. ამ უდაბნოში იმისთვის მოგვიყვანეთ, რომ შიმშილით დაგვხოცოთ!“+

4 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „პურს ვაწვიმებ ციდან.+ ყოველდღიურად გავიდეს ხალხი და თითოეულმა თავისი სამყოფი შეაგროვოს;+ ასე გამოვცდი და ვნახავ, დაიცავენ თუ არა ჩემს კანონს.+ 5 მეექვსე დღეს+ იმაზე ორჯერ მეტი შეაგროვონ, ვიდრე სხვა დღეებში, და მოამზადონ“.+

6 მოსემ და აარონმა ისრაელებს უთხრეს: „საღამოს გაიგებთ, რომ ეგვიპტის მიწიდან იეჰოვამ გამოგიყვანათ.+ 7 ჩვენ რატომ გვსაყვედურობთ? ჩვენ ვინა ვართ?! თქვენ იეჰოვას საყვედურობთ და გაიგონა კიდეც თქვენი სამდურავი. დილით დაინახავთ იეჰოვას სიდიადეს“. 8 მოსემ განაგრძო: „იეჰოვა საღამოს ხორცს მოგცემთ საჭმელად, დილით კი — პურს გასაძღომად; მაშინ დაინახავთ, რომ გაუგია იეჰოვას თქვენი სამდურავი. ჩვენ ვინა ვართ?! თქვენ ჩვენ კი არ გვსაყვედურობთ, იეჰოვას საყვედურობთ“.+

9 მოსემ აარონს დაავალა, რომ მთელი ისრაელისთვის გადაეცა: „წარდექით იეჰოვას წინაშე, რადგან გაიგონა მან თქვენი სამდურავი“.+ 10 მას შემდეგ, რაც აარონმა მთელ ისრაელს მიმართა, შებრუნდნენ ისინი უდაბნოსკენ, და რას ხედავენ! ღრუბელში იეჰოვას სიდიადე გამოჩნდა.+

11 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 12 «გავიგონე ისრაელების სამდურავი.+ უთხარი მათ: „შებინდებისას* ხორცს შეჭამთ, დილით კი პურს — ძღომამდე,+ და გაიგებთ, რომ მე ვარ იეჰოვა, თქვენი ღმერთი“».+

13 საღამო ხანს მწყერი მოფრინდა და ბანაკს მოეფინა;+ დილით კი ბანაკის ირგვლივ არემარე ნამს დაეფარა. 14 ნამის აორთქლების შემდეგ უდაბნოს ზედაპირზე გამოჩნდა რაღაც ხრაშუნა,+ რომელიც თრთვილივით მოსდებოდა მიწას. 15 ეს რომ ისრაელებმა დაინახეს, ერთმანეთს ჰკითხეს, ეს რა არისო; ვერ მიხვდნენ, რა იყო. მოსემ მათ უთხრა: «ეს არის პური, რომელიც იეჰოვამ მოგცათ საჭმელად.+ 16 ასე ბრძანა იეჰოვამ: „თითოეულმა იმდენი აკრიფეთ, რამდენსაც შეჭამთ. აიღეთ კაცზე თითო ომერი*+ თქვენ-თქვენს კარვებში მცხოვრებთა სულადობის მიხედვით“». 17 ასეც მოიქცნენ ისრაელები. ზოგმა ბევრი აკრიფა, ზოგმა — ცოტა. 18 აწყვეს ომერით და არც ბევრის ამკრეფს ჰქონია მეტი და არც ცოტას ამკრეფს — ნაკლები.+ თითოეულმა იმდენი შეაგროვა, რამდენსაც შეჭამდა.

19 მოსემ მათ უთხრა: „დილამდე არ მოიტოვოთ“.+ 20 მაგრამ არ დაუჯერეს მოსეს. ზოგიერთმა მაინც მოიტოვა დილამდე; მატლი გაუჩნდა მას და აყროლდა. განურისხდა მათ მოსე. 21 დილაობით თითოეული იმდენს აგროვებდა, რამდენსაც შეჭამდა. მზე რომ დააცხუნებდა, დნებოდა.

22 მეექვსე დღეს ორჯერ მეტი პური შეაგროვეს,+ კაცზე 2 ომერი. მივიდნენ მოსესთან ისრაელის თავკაცები და შეატყობინეს ეს. 23 მან უთხრა: „აი, რა თქვა იეჰოვამ: ხვალ დასვენების დღეა, იეჰოვას წმინდა შაბათი.+ იმდენი გამოაცხვეთ და იმდენი მოხარშეთ, რამდენიც დაგჭირდებათ,+ ხოლო რაც მოგრჩებათ, დილამდე შეინახეთ“. 24 მათაც მოსეს ბრძანებისამებრ დილამდე შეინახეს; არც აყროლებულა და არც მატლი გასჩენია. 25 მოსემ მათ უთხრა: „დღეს ჭამეთ, რადგან დღესაა იეჰოვას შაბათი. დღეს გარეთ ვერ იპოვით მას. 26 ექვსი დღე შეაგროვებთ, მეშვიდე დღეს კი, შაბათს,+ ვერაფერს ნახავთ“. 27 მეშვიდე დღეს ზოგი მაინც გავიდა ასაკრეფად, თუმცა ვერაფერი იპოვეს.

28 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „როდემდე უნდა არღვევდეთ ჩემს მცნებებსა და კანონებს?!+ 29 გახსოვდეთ, რომ იეჰოვამ დაგიწესათ შაბათი.+ ამიტომ გაძლევთ იგი მეექვსე დღეს ორი დღის სამყოფ პურს. იქ დარჩით, სადაც ხართ; მეშვიდე დღეს არსად წახვიდეთ“. 30 დაიცვა ხალხმა შაბათი მეშვიდე დღეს.+

31 ისრაელებმა პურს „მანანა“* უწოდეს. ქინძის თესლივით თეთრი იყო და თაფლიანი კვერის გემო ჰქონდა.+ 32 შემდეგ მოსემ მათ უთხრა: «აი, რა ბრძანა იეჰოვამ: „ააგროვეთ 1 ომერი და შეინახეთ, რათა მომავალმა თაობებმა ნახონ ის პური,+ რომელსაც ეგვიპტიდან გამოყვანის შემდეგ უდაბნოში გაჭმევდით“». 33 მოსემ აარონს უთხრა: „აიღე ქილა, ჩაყარე მასში 1 ომერი მანანა და დადგი იეჰოვას წინაშე მომავალი თაობებისთვის“.+ 34 როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები, დადგა ის აარონმა მოწმობის კიდობნის+ წინ შესანახად. 35 ისრაელები 40 წელი ჭამდნენ მანანას,+ ვიდრე დასახლებულ მიწაზე მივიდოდნენ.+ მანანას ჭამდნენ ისინი, სანამ ქანაანის საზღვარს მიადგებოდნენ.+ 36 ომერი ეფის* მეათედია.

17 დაიძრა მთელი ისრაელი სინის უდაბნოდან+ და, იეჰოვას მითითებისამებრ, ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდა.+ დაბანაკდნენ ისინი რეფიდიმში,+ მაგრამ იქ წყალი არ იყო, რომ დაელიათ.

2 ხალხმა მოსეს დავა დაუწყო:+ „მოგვეცი წყალი, რომ დავლიოთ“. მოსემ მიუგო: „რატომ მედავებით? რატომ სცდით იეჰოვას?“+ 3 ძალიან სწყუროდა ხალხს და საყვედურობდნენ მოსეს:+ „იმიტომ გამოგვიყვანე ეგვიპტიდან, რომ ჩვენ, ჩვენი შვილები და ჩვენი ცხვარ-ძროხა წყურვილით დაგვხოცო?!“ 4 ბოლოს მოსემ იეჰოვას შეღაღადა: „რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ!“

5 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „გაუძეხი ხალხს, წაიყვანე ისრაელის რამდენიმე უხუცესი და თან წაიღე შენი ჯოხიც, რომელიც მდინარე ნილოსს დაჰკარი;+ დაიჭირე ხელში და წადი. 6 შენ წინ ვიდგები კლდეზე, ხორებში. დაჰკარი კლდეს, წყალი წამოვა და დალევს ხალხი“.+ ასეც მოიქცა მოსე ისრაელის უხუცესების თვალწინ. 7 უწოდა იმ ადგილს მასა*+ და მერიბა*,+ რადგან დავობდნენ ისრაელები და სცდიდნენ იეჰოვას,+ ამბობდნენ, არის თუ არა იეჰოვა ჩვენ შორისო.

8 მოვიდნენ ამალეკელები+ და შეებრძოლნენ ისრაელს რეფიდიმში.+ 9 მოსემ იესო ნავეს ძეს+ უთხრა: „ამოარჩიე კაცები და წადი, შეებრძოლე ამალეკელებს. ხვალ გორაზე ვიდგები და ხელში ჭეშმარიტი ღვთის ჯოხი მეჭირება“. 10 სწორედ ისე მოიქცა იესო ნავეს ძე, როგორც მოსემ უთხრა,+ და შეებრძოლა ამალეკელებს. მოსე, აარონი და ხური+ კი გორაზე ავიდნენ.

11 ვიდრე მოსეს ხელები მაღლა ჰქონდა აწეული, ისრაელები იმარჯვებდნენ, ხოლო როგორც კი დაუშვებდა, ამალეკელები იმარჯვებდნენ. 12 ხელები რომ დაუმძიმდა მოსეს, მოიტანეს მათ ქვა, დადეს და ზედ დაჯდა იგი. აარონსა და ხურს კი მისი ხელები ეჭირათ, ერთს — ერთი ხელი, მეორეს — მეორე ხელი. აწვდილი ჰქონდა მას ხელები მზის ჩასვლამდე. 13 ასე დაამარცხა მახვილით იესო ნავეს ძემ ამალეკელები და მათი თანამებრძოლნი.+

14 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ჩაწერე ეს წიგნში სამახსოვროდ და უთხარი იესო ნავეს ძეს, რომ მოვსპობ ამალეკელთა სახსენებელს ცისქვეშეთში“.+ 15 შემდეგ მოსემ სამსხვერპლო ააგო და მას იეჰოვა-ნისი* უწოდა, 16 თქვა: „ვინაიდან ამალეკელები იაჰის*+ ტახტის წინააღმდეგ ილაშქრებენ, შეებრძოლება იეჰოვა მათ მომავალ თაობებს“.+

18 გაიგო ითრომ, მიდიანის მღვდელმა, მოსეს სიმამრმა,+ ყველაფერი, რაც ღმერთმა გაუკეთა მოსესა და ისრაელს, თავის ხალხს, როგორ გამოიყვანა იეჰოვამ ისრაელი ეგვიპტიდან.+ 2 ითროს თავისთან ჰყავდა მოსეს ცოლი ციფორა, რომელიც მასთან მოსეს ჰყავდა გაგზავნილი, 3 და მისი ორი ვაჟი.+ ერთს ერქვა გერშომი*,+ რადგან თქვა მოსემ, უცხო მიწას შევეხიზნეო, 4 მეორეს კი — ელიეზერი*, რადგან თქვა, მამაჩემის ღმერთია ჩემი შემწე, მან მიხსნა ფარაონის მახვილისგანო.+

5 მივიდნენ მოსესთან ითრო, მისი სიმამრი, ვაჟები და ცოლი უდაბნოში, სადაც ის იყო დაბანაკებული, ჭეშმარიტი ღვთის მთასთან.+ 6 მან მოსეს შეუთვალა, შენი სიმამრი ითრო+ შენს ცოლთან და ვაჟებთან ერთად მოვედიო. 7 მოსე მაშინვე გაემართა სიმამრთან შესახვედრად, მის წინაშე დაემხო და გადაკოცნა. მოიკითხეს ერთმანეთი და კარავში შევიდნენ.

8 მოუყვა მოსე თავის სიმამრს ყველაფერს, რაც იეჰოვამ ისრაელის გულისთვის ფარაონსა და ეგვიპტეს დამართა;+ იმასაც მოუყვა, რაც გზად გადახდათ,+ და იმასაც, თუ როგორ დაიფარა ისინი იეჰოვამ. 9 გაიხარა ითრომ, როცა გაიგო, თუ რა სიკეთე გაუკეთა იეჰოვამ ისრაელს, როგორ დაიხსნა ეგვიპტელთა ხელიდან. 10 შემდეგ ითრომ თქვა: „დიდება იეჰოვას, რომელმაც დაგიხსნათ ფარაონისგან და ეგვიპტელთაგან და რომელმაც გაათავისუფლა ხალხი ეგვიპტელთა ბატონობისგან. 11 ყველა ღმერთზე აღმატებული ყოფილა იეჰოვა,+ ასე რომ გაუსწორდა მათ, ვინც მის ხალხს ჩაგრავდა“. 12 შემდეგ მოსეს სიმამრმა ითრომ დასაწვავი მსხვერპლი და შესაწირავი მიიტანა ღვთისთვის აღსავლენად. მივიდნენ აარონი და ისრაელის ყველა უხუცესი, რომ მოსეს სიმამრთან ერთად ეჭამათ ღვთის წინაშე.

13 მეორე დღეს, ჩვეულებისამებრ, დაჯდა მოსე, რომ ხალხისთვის სამართალი გაეჩინა; ხალხიც დილიდან საღამომდე იდგა მოსეს წინაშე. 14 დაინახა მოსეს სიმამრმა, თუ როგორ უჩენდა მოსე ხალხს სამართალს, და უთხრა: „ასე რატომ იქცევი?! მარტო რატომ აკეთებ ამ საქმეს?! მთელი ხალხი დილიდან საღამომდე დგას შენ წინაშე!“ 15 მოსემ თავის სიმამრს მიუგო: „მოდის ხალხი ჩემთან, ღმერთს რომ დავეკითხო. 16 როცა რაიმე საკითხი აქვთ გადასაწყვეტი, მე მომმართავენ; მე უნდა გავუჩინო სამართალი და ვამცნო ჭეშმარიტი ღვთის გადაწყვეტილებები და კანონები“.+

17 სიმამრმა მოსეს მიუგო: „ასე გაგიჭირდება. 18 შენც დაიქანცები და ეს ხალხიც. მეტისმეტად დიდი ტვირთია ეს შენთვის; მარტო ვერ გაუმკლავდები. 19 მომისმინე, რჩევას მოგცემ და ღმერთი შენთან იქნება.+ კვლავაც უშუამავლე ხალხს ჭეშმარიტ ღმერთთან+ და წარუდგინე მათი საქმეები;+ 20 აუხსენი წესები და კანონები,+ ასწავლე, რა გზით უნდა იარონ და რა უნდა აკეთონ. 21 ამოარჩიე ხალხიდან უნარიანი,+ ღვთისმოშიში, სანდო და ანგარების მოძულე კაცები;+ დააყენე ისინი ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად.+ 22 მათ გაუჩინონ სამართალი ხალხს, როცა რაიმე საკითხი ექნებათ გადასაწყვეტი. ყველა რთული საქმე შენ გადმოგცენ,+ იოლი საქმეები კი თავად განიხილონ. თუ მათაც გაუნაწილებ ტვირთს, საქმე შეგიმსუბუქდება.+ 23 თუ ასე მოიქცევი და ღმერთიც ასე გიბრძანებს, არც შენ დაიქანცები და ხალხიც კმაყოფილი წავა შინ“.

24 დაუჯერა მოსემ სიმამრს და ყველაფერი მისი ნათქვამისამებრ გააკეთა. 25 ამოარჩია მოსემ მთელი ისრაელიდან უნარიანი კაცები და დააყენა ისინი ხალხის თავკაცებად: ათასისთავებად, ასისთავებად, ორმოცდაათისთავებად და ათისთავებად. 26 უჩენდნენ ისინი ხალხს სამართალს, როცა რაიმე საკითხი ჰქონდათ გადასაწყვეტი. რთულ საქმეებს მოსეს გადასცემდნენ,+ იოლ საქმეებს კი თავად განსჯიდნენ. 27 გააცილა მოსემ სიმამრი+ და გაუდგა იგი თავისი ქვეყნისკენ მიმავალ გზას.

19 ეგვიპტიდან გამოსვლის მესამე თვეს, იმავე დღეს, ისრაელები სინაის უდაბნოში მივიდნენ. 2 დაიძრნენ რეფიდიმიდან,+ მივიდნენ სინაის უდაბნოში და იქ დაბანაკდნენ. მთის წინ დაბანაკდა ისრაელი.+

3 ავიდა მოსე ღმერთთან. მოუხმო იეჰოვამ მას მთიდან+ და უთხრა: «გადაეცი იაკობის შთამომავლებსა და ისრაელებს: 4 „თქვენი თვალით ნახეთ, რა დავმართე ეგვიპტელებს,+ რათა არწივის ფრთებით მეტარებინეთ და ჩემთან მომეყვანეთ.+ 5 ახლა, თუ გულისყურით მომისმენთ და დაიცავთ ჩემს შეთანხმებას, ყველა ხალხისგან გამოგარჩევთ და ჩემი საკუთრება გახდებით,+ ვინაიდან ჩემია მთელი დედამიწა.+ 6 მღვდლების სამეფოდ და წმინდა ერად გაქცევთ“.+ ეს სიტყვები გადაეცი ისრაელებს».

7 მოსეც წავიდა, მოუხმო ხალხის უხუცესებს და აუწყა ყველაფერი, რაც მას იეჰოვამ უბრძანა.+ 8 მთელმა ხალხმა ერთხმად მიუგო: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ დაგაბარა“.+ მაშინვე გადასცა მოსემ ხალხის ნათქვამი იეჰოვას. 9 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „აი, მოვდივარ შენთან შავ ღრუბელში, რათა გაიგონოს ხალხმა, როცა დაგელაპარაკები, და შენც ყოველთვის გენდობოდნენ“. გადასცა მოსემ ხალხის ნათქვამი იეჰოვას.

10 იეჰოვამ მოსეს უთხრა: «მიდი ხალხთან და უთხარი, რომ განიწმინდონ დღეს და ხვალ და გაირეცხონ ტანსაცმელი. 11 მოემზადონ მესამე დღისთვის, რადგან მესამე დღეს ჩამოვა იეჰოვა სინაის მთაზე მთელი ხალხის თვალწინ. 12 მთის ირგვლივ საზღვარი დაუწესე ხალხს და უთხარი: „ფრთხილად იყავით: მთაზე არ ამოხვიდეთ და არც საზღვარს გადმოსცდეთ. ვინც მთაზე ფეხს დადგამს, უნდა მოკვდეს. 13 დამნაშავეს ხელით არ შეეხოთ. ის ან უნდა ჩაიქოლოს, ან უნდა განიგმიროს; გინდ ცხოველი იყოს, გინდ კაცი, არ უნდა იცოცხლოს“.+ ხალხს მთასთან მოსვლა მხოლოდ საყვირის ხმაზე+ შეეძლება».

14 ჩამოვიდა მოსე მთიდან და მივიდა ხალხთან. განიწმინდნენ ისინი* და გაირეცხეს ტანსაცმელი.+ 15 მან ხალხს უთხრა: „მესამე დღისთვის მოემზადეთ. კაცებო, არ გაეკაროთ ქალებს“.

16 მესამე დღეს, დილით, ატყდა ქუხილი, დაიწყო ელვა, მთაზე შავი ღრუბელი+ ჩამოწვა და საყვირის ძლიერი ხმა გაისმა. ბანაკში მთელი ხალხი კანკალმა აიტანა.+ 17 გამოიყვანა მოსემ ხალხი ბანაკიდან ღმერთთან შესახვედრად და დადგნენ ისინი მთის ძირას. 18 კვამლი ასდიოდა სინაის მთას, რადგან იეჰოვა ჩამოვიდა მასზე ცეცხლში.+ ისე ასდიოდა კვამლი, თითქოს ღუმლიდან ამოდიოდა, და მთელი მთა ზანზარებდა.+ 19 საყვირის ხმა სულ უფრო და უფრო ძლიერდებოდა; ლაპარაკობდა მოსე და ღმერთიც ელაპარაკებოდა.

20 ჩამოვიდა იეჰოვა სინაის მთის წვერზე. მოუხმო იქ იეჰოვამ მოსეს და მოსეც ავიდა.+ 21 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ჩადი, გააფრთხილე ხალხი, რომ არ ამოიჭრან იეჰოვასთან მის სახილველად, თორემ ბევრი დაიხოცება. 22 განიწმინდონ ისინი, ვინც მღვდლებად* ემსახურებიან იეჰოვას, რათა არ დაატყდეთ იეჰოვას რისხვა“.+ 23 მოსემ იეჰოვას მიუგო: „ვერ ამოვა ხალხი სინაის მთაზე, რადგან შენ უკვე გაგვაფრთხილე, როცა მითხარი, მთის ირგვლივ საზღვარი დააწესე და წმინდად გამოაცხადეო“.+ 24 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ჩადი და აარონთან ერთად ამოდი, ოღონდ არც მღვდლები და არც ხალხი არ ამოიჭრან იეჰოვასთან, რომ მისი რისხვა არ დაატყდეთ“.+ 25 მოსეც ჩავიდა ხალხთან და დაელაპარაკა მათ.

20 აი, რა თქვა ღმერთმა:+

2 „მე ვარ იეჰოვა, შენი ღმერთი, რომელმაც გამოგიყვანე ეგვიპტიდან, სადაც მონა იყავი.+ 3 არ სცე თაყვანი სხვა ღმერთებს ჩემ გარდა.+

4 არ გაიკეთო არც ქანდაკება და არც არანაირი მსგავსება იმისა, რაც მაღლა ცაშია, რაც დაბლა მიწაზეა და რაც წყალშია, მიწის ქვემოთ.+ 5 არ სცე მათ თაყვანი და არ ემსახურო,+ რადგან მე, იეჰოვა, შენი ღმერთი, არ ვიწყნარებ ორგულობას.+ ჩემი მოძულე მამების დანაშაულის გამო ვსჯი მათ შთამომავლებს მესამე და მეოთხე თაობამდე, 6 მაგრამ მეათასე თაობამდე ვიჩენ სიყვარულს* მათ მიმართ, ვისაც ვუყვარვარ და ვინც იცავს ჩემს მცნებებს.+

7 არ მოიხსენიო უპატივცემულოდ* შენი ღვთის სახელი, იეჰოვა,+ რადგან დაუსჯელს არ დატოვებს იეჰოვა მას, ვინც უპატივცემულოდ მოიხსენიებს მის სახელს.+

8 გახსოვდეს შაბათი დღე, წმინდა იყოს ის შენთვის.+ 9 ექვსი დღე იმუშავე და აკეთე შენი საქმეები,+ 10 მეშვიდე დღე კი შენი ღვთის, იეჰოვას, შაბათია. არ იმუშაოთ არც შენ, არც შენმა ვაჟმა, არც შენმა ასულმა, არც შენმა მონამ, არც შენმა მხევალმა, არც შენმა შინაურმა ცხოველმა და არც თქვენ შორის მცხოვრებმა უცხოელმა,+ 11 ვინაიდან ექვსი დღე ქმნიდა იეჰოვა ცას, დედამიწას, ზღვასა და ყველაფერს, რაც მათშია, და მეშვიდე დღეს დაისვენა*.+ ამიტომ აკურთხა იეჰოვამ შაბათი დღე და წმინდად გამოაცხადა ის.

12 პატივი ეცი მამას და დედას,+ რათა დღეგრძელი იყო იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, შენი ღმერთი, გაძლევს.+

13 არ მოკლა.+

14 არ იმრუშო.+

15 არ იქურდო.+

16 არ გამოხვიდე ცრუმოწმედ შენი მოძმის წინააღმდეგ.+

17 არ ისურვო შენი მოძმის სახლი, არც მისი ცოლი,+ არც მონა, არც მხევალი, არც ხარი, არც ვირი და არაფერი, რაც შენი მოძმისაა“.+

18 ესმოდა მთელ ხალხს ქუხილისა და საყვირის ხმა და ხედავდნენ ელვასა და კვამლს, რომელიც მთას ასდიოდა. ამ ყოველივეს გამო ხალხი თრთოდა და მოშორებით იდგა.+ 19 მათ მოსეს უთხრეს: „შენ გველაპარაკე და შენ მოგისმენთ, ოღონდ ღმერთი ნუ დაგველაპარაკება, თორემ დავიხოცებით“.+ 20 მოსემ ხალხს მიუგო: „ნუ გეშინიათ, რადგან თქვენ გამოსაცდელად მოვიდა ჭეშმარიტი ღმერთი,+ რათა გეშინოდეთ მისი და არ შესცოდოთ“.+ 21 ხალხი მოშორებით იდგა, მოსე კი მიუახლოვდა შავ ღრუბელს, სადაც ჭეშმარიტი ღმერთი იყო.+

22 იეჰოვამ მოსეს უთხრა: «გადაეცი ისრაელებს: „თქვენი თვალით ნახეთ, რომ ზეციდან გელაპარაკეთ.+ 23 არ გაიკეთოთ ვერცხლისა და ოქროს ღმერთები, რადგან ჩემ გარდა სხვა ღმერთი არ უნდა გყავდეთ.+ 24 მიწისგან ამიგეთ სამსხვერპლო და ზედ შესწირეთ დასაწვავი მსხვერპლი და სამშვიდობო მსხვერპლი, თქვენი ცხვარ-ძროხა. რომელ ადგილსაც ავირჩევ ჩემი სახელის სახსენებლად,+ იქ მოვალ და გაკურთხებთ. 25 თუ ქვის სამსხვერპლოს ამიგებთ, თლილი ქვით არ ააგოთ.+ სატეხი არ მიაკაროთ, თორემ შებღალავთ. 26 არ გაუკეთოთ ჩემს სამსხვერპლოს საფეხურები, რათა არ გამოჩნდეს მასზე თქვენი სიშიშვლე“».

21 „ეს კანონები გადაეცი:+

2 თუ ებრაელ მონას იყიდი,+ ის ექვსი წელი იქნება მონა, მეშვიდე წელს კი უსასყიდლოდ გათავისუფლდება.+ 3 თუ მარტო მოვა, მარტო წავიდეს. თუ ცოლიანი იქნება, ცოლთან ერთად წავიდეს. 4 თუ მისი ბატონი ცოლს შერთავს და ის ვაჟებსა და ასულებს გაუჩენს, ცოლ-შვილი ბატონისა იქნება, ის კი მარტო წავა.+ 5 მაგრამ, თუ მონა დაიჟინებს, ძალიან მიყვარს ჩემი ბატონი, ჩემი ცოლ-შვილი და არ მინდა გათავისუფლებაო,+ 6 წარადგინოს იგი ღვთის წინაშე, დააყენოს კართან ან მის წირთხლთან, გაუხვრიტოს ყური სადგისით და მთელი ცხოვრება მისი მონა იქნება.

7 თუ კაცი თავის ასულს მონად გაყიდის, ის ისე ვერ გათავისუფლდება, როგორც კაცი თავისუფლდება მონობისგან. 8 თუ ბატონს იგი თვალში არ მოუვა, ხარჭად არ გაიხდის და გადაწყვეტს, რომ ვინმეს გამოასყიდვინოს, უცხოელისთვის მისი მიყიდვის უფლება არ ექნება, რადგან ისედაც ვერაგულად მოექცა მას. 9 მაგრამ, თუ მას თავის ვაჟს შერთავს, მიანიჭოს ასულის უფლებები. 10 თუ ის სხვა ცოლსაც მოიყვანს, არ მოაკლოს პირველ ცოლს საჭმელი, ტანსაცმელი და ცოლქმრული მოვალეობაც შეუსრულოს.+ 11 თუ მას ამ სამი რამით არ უზრუნველყოფს, იგი ფულის გადახდის გარეშე წავიდეს.

12 ვინც კაცს ისე დაარტყამს, რომ მოკლავს, თავადაც უნდა მოკვდეს.+ 13 მაგრამ, თუ შემოაკვდება და ამას ღმერთი დაუშვებს, მე მიგითითებ ადგილს, სადაც მას გაქცევა შეეძლება.+ 14 თუ კაცი ისე გაბრაზდება თავის მოძმეზე, რომ განზრახ მოკლავს მას,+ თავადაც უნდა მოკვდეს, თუნდაც ჩემი სამსხვერპლოდან მოგიწიოს მისი წაყვანა მოსაკლავად.+ 15 ვინც თავის მამას ან დედას დაარტყამს, უნდა მოკვდეს.+

16 ვინც კაცს მოიტაცებს+ და გაყიდის ან თავისთან დაიტოვებს,+ უნდა მოკვდეს.+

17 ვინც დასწყევლის თავის მამას ან დედას, უნდა მოკვდეს.+

18 თუ ჩხუბის დროს ერთი მეორეს დაჰკრავს ქვას ან მუშტს*, ის გადარჩება, თუმცა ლოგინად ჩავარდება, 19 მაგრამ წამოდგომას და ჯოხზე დაყრდნობით გარეთ სიარულს შეძლებს, მას, ვინც დაარტყა, არ დაეკისროს სასჯელი; ოღონდ, სანამ დაზარალებული სრულად არ გამოჯანმრთელდება, აუნაზღაუროს ის გაცდენილი დრო, რომლის განმავლობაშიც ვერ იმუშავებს.

20 თუ კაცი თავის მონას ან მხევალს ჯოხით სცემს და ის მოკვდება, პასუხი უნდა აგოს.+ 21 მაგრამ, თუ ის ერთი-ორი დღე იცოცხლებს, მაშინ იმ კაცმა პასუხი არ უნდა აგოს, რადგან მას ნაყიდი ჰყავდა იგი.

22 თუ კაცები იჩხუბებენ და ზიანს მიაყენებენ ორსულ ქალს, ის კი ნაადრევად იმშობიარებს,+ მაგრამ უბედურება არ დატრიალდება, ზიანის მიმყენებელს უნდა დაეკისროს იმ ოდენობის ჯარიმა, რამდენსაც ქალის ქმარი მოითხოვს და მსაჯულები დაადგენენ.+ 23 მაგრამ, თუ უბედურება დატრიალდება, უნდა ზღოს სიცოცხლე სიცოცხლით,+ 24 თვალი — თვალით, კბილი — კბილით, ხელი — ხელით, ფეხი — ფეხით,+ 25 დამწვრობა — დამწვრობით, ჭრილობა — ჭრილობით და დარტყმა — დარტყმით.

26 თუ კაცი თვალში ჩაარტყამს თავის მონას ან მხევალს და დაუზიანებს თვალს, გაათავისუფლოს იგი თვალის სანაცვლოდ.+ 27 თუ კბილს ჩაუმტვრევს თავის მონას ან მხევალს, გაათავისუფლოს იგი კბილის სანაცვლოდ.

28 თუ ხარი ურქენს კაცს ან ქალს და მოკლავს, ხარი უნდა ჩაიქოლოს+ და მისი ხორცი არ უნდა იჭამოს; ხარის პატრონს სასჯელი არ დაეკისრება. 29 მაგრამ, თუ ხარი მორქენალი იყო და პატრონი გაფრთხილებული ჰყავდათ, მას კი ხარი უმეთვალყურეოდ ჰყავდა დატოვებული და ხარმა მოკლა კაცი ან ქალი, ხარი უნდა ჩაიქოლოს და მისი პატრონიც უნდა მოკვდეს. 30 თუ მას სიცოცხლის სანაცვლოდ გამოსასყიდს დააკისრებენ, იმდენი უნდა გადაიხადოს, რამდენსაც დააკისრებენ. 31 ამავე კანონის თანახმად უნდა მოექცნენ ხარის პატრონს იმ შემთხვევაშიც, თუ მისი ხარი ბიჭს ან გოგოს ურქენს. 32 თუ ხარმა მონას ან მხევალს ურქინა, ხარის პატრონმა მონის პატრონს 30 შეკელი* ვერცხლი უნდა გადაუხადოს, ხარი კი უნდა ჩაიქოლოს.

33 თუ კაცი ორმოს თავს ახდის ან ამოთხრის და არაფერს დააფარებს, შიგ კი ხარი ან ვირი ჩავარდება, 34 ორმო ვისიც არის, ზარალი მან უნდა ზღოს.+ მკვდარი ცხოველი თვითონ დარჩეს, მისი საფასური კი საქონლის პატრონს გადაუხადოს. 35 თუ ერთის ხარი მეორისას ურქენს და მოკლავს, მაშინ გაყიდონ მათ ცოცხალი ხარი და საფასური გაიყონ; მოკლული ხარიც გაიყონ. 36 თუ ხარი მორქენალი იყო, პატრონს კი ის უმეთვალყურეოდ ჰყავდა დატოვებული, ხარი ხარით აანაზღაუროს, ხოლო მოკლული ხარი თვითონ დარჩეს“.

22 „თუ კაცი მოიპარავს ხარს ან ცხვარს და დაკლავს ან გაყიდის, ხარის სანაცვლოდ პატრონს ხუთი ხარი მიუყვანოს, ცხვრის სანაცვლოდ კი — ოთხი ცხვარი.+

2 (თუ ქურდს+ ღამით სახლში შეჭრისას წაასწრეს, დაჰკრეს და მოკლეს, მის მკვლელს სისხლი არ მოეკითხება. 3 მაგრამ, თუ ეს მზის ამოსვლის შემდეგ მოხდება, მკვლელს სისხლი მოეკითხება).

ქურდმა ზარალი უნდა აანაზღაუროს. თუ არაფერი აქვს, მაშინ იგი ნაქურდალის სანაცვლოდ უნდა გაიყიდოს. 4 თუ მას ნაქურდალი ცოცხალი აღმოაჩნდა, ხარი იქნება, ვირი თუ ცხვარი, პატრონს ერთის ნაცვლად ორი მიუყვანოს.

5 თუ კაცი თავის პირუტყვს მიუშვებს და ის სხვის მინდორს ან ვენახს გადაჭამს, ზარალი თავისი მინდვრის ან ვენახის საუკეთესო ნაყოფით აანაზღაუროს.

6 თუ დანთებული ცეცხლი ეკალბარდებს მოედება და ძნები, ყანა ან მინდორი გადაიწვება, ცეცხლის დამნთებმა ზარალი უნდა აანაზღაუროს.

7 თუ კაცი თავის მოძმეს ფულს ან სხვა რამეს მისცემს შესანახად, მოძმეს კი მიბარებულს სახლიდან მოჰპარავენ და ქურდს იპოვიან, ქურდმა ზარალი ორმაგად უნდა აანაზღაუროს.+ 8 თუ ქურდს ვერ იპოვიან, სახლის პატრონი ღვთის წინაშე უნდა მიიყვანონ+ იმის გასარკვევად, მას ხომ არ უხლია ხელი თავისი მოძმის საკუთრებისთვის. 9 სხვისი საკუთრების მითვისების შემთხვევაში, ხარი იქნება, ვირი, ცხვარი, ტანსაცმელი თუ ნებისმიერი დანაკარგი, რაზეც ერთ-ერთი მხარე იტყვის, ჩემიაო, ორივემ საქმე ღვთის წინაშე წარადგინოს.+ ვისაც ღმერთი დამნაშავედ ცნობს, მან მოძმეს ზარალი ორმაგად აუნაზღაუროს.+

10 თუ კაცი თავის მოძმეს ვირს, ხარს, ცხვარს ან ნებისმიერ შინაურ ცხოველს მიაბარებს და ცხოველი მოკვდება, დასახიჩრდება ან მას ისე გაიტაცებენ, რომ ვერავინ დაინახავს, 11 მან, ვისაც ის მიბარებული ჰყავდა, იეჰოვას წინაშე უნდა დაიფიცოს, რომ ხელი არ უხლია იმისთვის, რაც მოძმემ მიაბარა. პატრონმა მას დაუჯეროს, მან კი ზარალი არ უნდა აანაზღაუროს.+ 12 მაგრამ, თუ მას ცხოველი მოჰპარეს, მან პატრონს ზარალი უნდა აუნაზღაუროს. 13 თუ ცხოველი მხეცმა დაგლიჯა, დასამოწმებლად პატრონს დაგლეჯილი ცხოველი უჩვენოს. ამ შემთხვევაში მან პატრონს ზარალი არ უნდა აუნაზღაუროს.

14 თუ ვინმე თავისი მოძმისგან პირუტყვს ითხოვებს, პირუტყვი კი პატრონის არყოფნის დროს დასახიჩრდება ან მოკვდება, მან პატრონს ზარალი უნდა აუნაზღაუროს. 15 თუ პატრონი იქ იყო, მოძმემ ზარალი არ უნდა აანაზღაუროს. თუ დაქირავებული ჰყავდა, გადახდილი ქირა ზარალის ანაზღაურებად ჩაითვლება.

16 თუ კაცი შეაცდენს ქალწულს, რომელიც დანიშნული არ არის, და დაწვება მასთან, ურვადი გადაიხადოს და ცოლად შეირთოს.+ 17 თუ მამა უარზე დადგება და ქალს არ მიათხოვებს, მან ურვადის საფასური მაინც უნდა გადაიხადოს.

18 არ აცოცხლო გრძნეული.+

19 ვინც ცხოველთან დაწვება, უნდა მოკვდეს.+

20 ვინც იეჰოვას გარდა სხვა ღმერთს შესწირავს მსხვერპლს, უნდა განადგურდეს.+

21 ცუდად არ მოეპყრო ხიზანს და არ შეავიწროო იგი,+ რადგან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტეში.+

22 არ დაჩაგროთ ქვრივ-ობოლი.+ 23 თუ დაჩაგრავ, ის კი შემომღაღადებს, შევისმენ მის ღაღადს;+ 24 განვრისხდები და მახვილით დაგხოცავთ, თქვენი ცოლები დაქვრივდებიან და შვილები დაობლდებიან.

25 თუ ფულს ასესხებ ჩემი ხალხიდან ღარიბს, მას მევახშესავით ნუ მოექცევი. სარგებელი არ მოსთხოვო.+

26 თუ მოძმეს გირაოდ მოსასხამს გამოართმევ,+ მზის ჩასვლამდე დაუბრუნე; 27 ის მისი ერთადერთი მოსასხამია. ის უფარავს მას სხეულს. რით დაწვება დასაძინებლად?!+ როცა შემომღაღადებს, შევისმენ, რადგან თანამგრძნობი ვარ.+

28 აუგად ნუ მოიხსენიებ ნურც ღმერთს+ და ნურც შენი ხალხის თავკაცს.+

29 უგულოდ ნუ შესწირავ შენი უხვი მოსავლიდან და იქიდან, რაც შენი საწნეხიდან* უხვად გამოვა.+ შენი ვაჟებიდან პირმშო მე მომიძღვენი.+ 30 ასე მოიქეცი ხბოსა და ბატკნის შემთხვევაშიც:+ შვიდი დღე დატოვე დედასთან, მერვე დღეს კი მომიძღვენი.+

31 წმინდები იყავით ჩემ წინაშე;+ მხეცის მიერ მინდორში დაგლეჯილი არაფერი ჭამოთ,+ ძაღლებს გადაუგდეთ“.

23 „არ გაავრცელო ცრუ ამბავი.+ მხარი არ დაუჭირო ბოროტს და მოწმედ არ დაუდგე.+ 2 არ აჰყვე უმრავლესობას ბოროტების ჩადენაში; არ დაემოწმო უმრავლესობას და არ გაამრუდო სამართალი. 3 მიუკერძოებელი იყავი ღარიბის მიმართ სადავო საქმეში.+

4 თუ შენი მტრის დაკარგულ ხარს ან ვირს წააწყდები, დაუბრუნე მას.+ 5 თუ შენი მოძულის ვირს ტვირთქვეშ მოყოლილს დაინახავ, არ მიატოვო; მოხსენი ტვირთი.+

6 არ გაუმრუდო ღარიბს სამართალი სადავო საქმეში.+

7 ცრუდ არავის დასდო ბრალი. არ მოკლა უდანაშაულო და მართალი, რადგან ბოროტს არ გავამართლებ.+

8 არ აიღო ქრთამი, რადგან ქრთამი გამჭრიახს აბრმავებს და მართალს უკუღმართად ალაპარაკებს.+

9 არ დაჩაგრო ხიზანი; თქვენ იცით, რას ნიშნავს ხიზნობა, ვინაიდან თქვენც ხიზნები იყავით ეგვიპტეში.+

10 ექვსი წელი თესე თესლი შენს მიწაზე და აიღე ნაყოფი,+ 11 მაგრამ მეშვიდე წელს მიწა არ დაამუშაო, დაუმუშავებელი დატოვე; შენ ხალხს შორის ღარიბებმა შეჭამონ ის, რაც ამ მიწაზე თავისით მოვა, ხოლო რაც დარჩება, გარეული ცხოველები შეჭამენ. ასევე მოიქეცი ვენახისა და ზეთისხილის კორომის შემთხვევაში.

12 ექვსი დღე აკეთე შენი საქმე, მეშვიდე დღეს კი შეწყვიტე საქმის კეთება, რათა დაისვენოს შენმა ხარმა და ვირმა, შენი მხევლის შვილმა და თქვენ შორის მცხოვრებმა უცხოელმა.+

13 დაიცავი ყველაფერი, რაც გითხარი.+ არ მოუხმო სხვა ღმერთებს; არ დასცდეს ის შენს ბაგეს.+

14 წელიწადში სამჯერ გამიმართე დღესასწაული.+ 15 იზეიმე უფუარობის დღესასწაული.+ შვიდი დღე ჭამე ხმიადი, როგორც გიბრძანე, დანიშნულ დროს, აბიბის თვეში,+ რადგან მაშინ გამოხვედი ეგვიპტიდან. არავინ წარდგეს ხელცარიელი ჩემ წინაშე.+ 16 შენი შრომის პირველმოწეული ნაყოფის დღესასწაულიც* იზეიმე, როცა აიღებ იმას, რაც მინდორში დათესე.+ წლის ბოლოს მოსავლის აღების დღესასწაულიც* იზეიმე, როცა აიღებ შენს ნაშრომს.+ 17 ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ წარდგეს ჭეშმარიტი უფლის, იეჰოვას წინაშე.+

18 ჩემთვის განკუთვნილი მსხვერპლის სისხლთან ერთად საფუვრიანი არაფერი შემომწირო. ჩემს დღესასწაულზე შეწირული ქონი დილამდე არ უნდა დარჩეს.

19 შენი მიწის პირველი ნაყოფიდან საუკეთესო მიიტანე შენი ღვთის, იეჰოვას, სახლში.+

არ მოხარშო თიკანი თავისი დედის რძეში.+

20 ანგელოზს წაგიმძღვარებ,+ რომ დაგიფაროს გზაში და მიგიყვანოს იმ ადგილზე, რომელიც მოვამზადე.+ 21 ყურადღებით მოუსმინე და დაემორჩილე მას. არ ეურჩო, თორემ არ გაპატიებს ცოდვას,+ რადგან ის ჩემი სახელით მოქმედებს*. 22 მაგრამ, თუ გულისყურით მოუსმენ მას, დაემორჩილები და ყველაფერს გააკეთებ, რასაც გეუბნები, ვინც შენ გმტრობს, მისი მტერი ვიქნები, და ვინც გიპირისპირდება, დავუპირისპირდები. 23 წაგიძღვება ჩემი ანგელოზი და მიგიყვანს ამორეველებთან, ხეთელებთან, ფერიზელებთან, ქანაანელებთან, ხიველებთან და იებუსელებთან, და ამოვწყვეტ მათ.+ 24 არ სცე თაყვანი მათ ღმერთებს და არ ემსახურო, არ გადაიღო მათი ჩვევები.+ გაანადგურე მათი კერპები და დაანგრიე მათი სათაყვანო სვეტები.+ 25 ემსახურე იეჰოვას, შენს ღმერთს.+ ის აკურთხებს შენს პურსა და წყალს+ და აგაშორებს სნეულებას.+ 26 არ იქნება შენს ქვეყანაში არც მუცელმოწყვეტილი და არც უშვილო ქალი.+ დღეგრძელი იქნები.

27 შენ მისვლამდე ჩემდამი შიში შეიპყრობს ყველა ხალხს+ და თავგზას ავუბნევ მათ; შენს მტრებს უკუვაქცევ.+ 28 შენ მისვლამდე მხნეობას წავართმევ*+ ხიველებს, ქანაანელებსა და ხეთელებს+ და მოგცილდებიან. 29 არ განვდევნი მათ იქიდან ერთი წლის განმავლობაში, რათა მიწა არ გაუკაცრიელდეს, მხეცები არ მომრავლდნენ და არ შემოგესიონ.+ 30 ნელ-ნელა განვდევნი მათ, სანამ არ გამრავლდები და არ დაიმკვიდრებ იმ მიწას.+

31 დაგიდგენ საზღვარს წითელი ზღვიდან ფილისტიმელთა ზღვამდე და უდაბნოდან მდინარემდე*.+ ხელში ჩაგიგდებ იმ მიწის მკვიდრთ და განდევნი.+ 32 არ დადო შეთანხმება არც მათთან და არც მათ ღმერთებთან.+ 33 არ იცხოვრონ მათ შენს მიწაზე, რათა ცოდვა არ ჩაგადენინონ. თუ მათ ღმერთებს ემსახურები, ეს მახედ გექცევა“.+

24 ღმერთმა მოსეს უთხრა: „ამოდით იეჰოვასთან შენ, აარონი, ნადაბი, აბიჰუ+ და ისრაელის 70 უხუცესი და შორიდან მეცით თაყვანი. 2 მხოლოდ მოსე მიუახლოვდეს იეჰოვას; დანარჩენები არ მიუახლოვდნენ, არც ხალხი ავიდეს მასთან ერთად“.+

3 მივიდა მოსე ხალხთან და აუწყა მათ იეჰოვას ყველა სიტყვა და კანონი.+ მთელმა ხალხმა ერთხმად მიუგო: „იეჰოვას ყველა სიტყვას შევასრულებთ“.+ 4 დაწერა მოსემ იეჰოვას ყველა სიტყვა.+ ადგა დილაადრიან, ააგო მთის ძირას სამსხვერპლო და 12 სვეტი ისრაელის 12 ტომის მიხედვით. 5 აირჩია მოსემ ახალგაზრდა კაცები, რომელთაც დასაწვავი მსხვერპლი და მოზვრები იეჰოვას სამშვიდობო მსხვერპლად+ შესწირეს. 6 აიღო მოსემ სისხლი, ნახევარი თასებში ჩაასხა, ნახევარი კი სამსხვერპლოს მოასხურა. 7 აიღო შეთანხმების წიგნი და ხალხს ხმამაღლა წაუკითხა.+ მათ თქვეს: „ყველაფერს შევასრულებთ, რაც იეჰოვამ გვიბრძანა, და დავემორჩილებით მას“.+ 8 აიღო მოსემ სისხლი, ხალხს შეასხურა+ და უთხრა: „ამ სისხლით ძალაში შედის შეთანხმება, რომელიც იეჰოვამ ამ სიტყვების საფუძველზე დაგიდოთ“.+

9 ავიდნენ მთაზე მოსე, აარონი, ნადაბი, აბიჰუ, ისრაელის 70 უხუცესი 10 და იხილეს ისრაელის ღმერთი.+ მის ფეხქვეშ საფირონის ქვაფენილის მსგავსი რაღაც იყო, ზეცასავით წმინდა.+ 11 მას არაფერი უვნია ისრაელებიდან ამორჩეული კაცებისთვის.+ მათ ხილვაში იხილეს ღმერთი. ჭამეს და სვეს.

12 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ამოდი ჩემთან მთაზე და აქ დაიცადე; მოგცემ ქვის ფილებს, რომლებზეც დავწერ კანონსა და მცნებას მათ დასამოძღვრად“.+ 13 ადგნენ მოსე და იესო ნავეს ძე, მისი მსახური;+ ავიდა მოსე ღვთის მთაზე.+ 14 უხუცესებს კი დაუბარა: „აქ დაგველოდეთ, სანამ დავბრუნდებით.+ აარონი და ხური+ იქნებიან თქვენთან; ვისაც სადავო საქმე ექნება, მათ მიმართოს“.+ 15 ავიდა მოსე მთაზე, რომელზეც ღრუბელი ჩამოწოლილიყო.+

16 იეჰოვას დიდებამ+ სინაის მთაზე დაივანა;+ ღრუბელი მთაზე ექვსი დღე იყო ჩამოწოლილი. მეშვიდე დღეს ღმერთმა ღრუბლის შუაგულიდან მოუხმო მოსეს. 17 ისრაელებისთვის იეჰოვას დიდება, რომელსაც უყურებდნენ, შთამნთქმელი ცეცხლივით იყო მთის წვერზე. 18 მოსე ღრუბელში შევიდა და მთაზე ავიდა.+ მან იქ 40 დღე და ღამე დაყო.+

25 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „გადაეცი ისრაელებს, რომ შესაწირავი გაიღონ ჩემთვის; თითოეულმა ადამიანმა, ვინც გულით მოისურვებს, გაიღოს შესაწირავი.+ 3 აი, რა უნდა გაიღოთ შესაწირავად: ოქრო,+ ვერცხლი,+ სპილენძი,+ 4 ლურჯი ძაფი, იისფერი მატყლის ძაფი, ალისფერი ნართი, ძვირფასი სელის ძაფი, თხისური, 5 წითლად შეღებილი ვერძის ტყავი, სელაპის ტყავი, აკაციის ხე,+ 6 ზეთი ლამპრებისთვის,+ ბალზამი საცხები ზეთისა+ და სურნელოვანი საკმევლისთვის,+ 7 ონიქსის ქვები და სხვა ქვები ეფოდისა+ და სამკერდის+ გასაწყობად. 8 გამიკეთონ კარავი და მათ შორის დავივანებ.+ 9 ზუსტად იმ ნიმუშის მიხედვით გააკეთეთ კარავი და მთელი მისი მოწყობილობა, რომელსაც გიჩვენებ.+

10 აკაციის ხისგან გააკეთონ კიდობანი, სიგრძით ორწყრთა-ნახევარი*, სიგანით წყრთა-ნახევარი და სიმაღლითაც წყრთა-ნახევარი.+ 11 ხალასი ოქროთი მოავარაყე+ შიგნიდან და გარედან და ოქროს არშია შემოავლე.+ 12 ჩამოასხი 4 ოქროს რგოლი და დაამაგრე ოთხივე ფეხის ზემოთ, 2 რგოლი ერთ მხარეს დაამაგრე, 2 — მეორე მხარეს. 13 გააკეთე კეტები აკაციის ხისგან და ოქროთი მოავარაყე.+ 14 გაუყარე კეტები კიდობნის გვერდებზე მიმაგრებულ რგოლებში მის სატარებლად. 15 კეტები კიდობნის რგოლებში უნდა იყოს გაყრილი; არ გამოაძროთ.+ 16 ჩადე კიდობანში მოწმობის ფილები, რომლებსაც მოგცემ.+

17 გაუკეთე ხალასი ოქროს სახურავი, სიგრძით ორწყრთა-ნახევარი და სიგანით წყრთა-ნახევარი.+ 18 გამოჭედე 2 ოქროს ქერუბიმი სახურავის ორივე ბოლოზე დასამაგრებლად.+ 19 ქერუბიმები სახურავის ორივე ბოლოზე დაამაგრე. ერთი ქერუბიმი ერთ ბოლოზე დაამაგრე, მეორე — მეორე ბოლოზე. 20 ორივე ფრთა ზემოთ ჰქონდეთ აწვდილი და ფრთებით სახურავს ფარავდნენ;+ სახეები ერთმანეთისკენ ჰქონდეთ მიმართული და სახურავს დაჰყურებდნენ. 21 ჩადე კიდობანში მოწმობის ფილები, რომლებსაც მოგცემ, და სახურავი დააფარე.+ 22 იქ გამოგეცხადები ხოლმე და დაგელაპარაკები სახურავის ზემოთ,+ ორ ქერუბიმს შორის, რომლებიც მოწმობის კიდობანზე არიან დამაგრებულნი, და გეტყვი ყველაფერს, რაც ისრაელებს უნდა გადასცე.

23 გააკეთე აკაციის ხისგან მაგიდა,+ სიგრძით 2 წყრთა, სიგანით 1 წყრთა და სიმაღლით წყრთა-ნახევარი.+ 24 მოავარაყე ხალასი ოქროთი და ოქროს არშია შემოავლე. 25 შემოავლე ხელისგულის სიგანის სარტყელი, სარტყელს კი — ოქროს არშია. 26 გააკეთე 4 ოქროს რგოლი და მიამაგრე ოთხივე კუთხეზე ოთხივე ფეხთან. 27 კეტების გასაყრელი რგოლები სარტყელთან ახლოს უნდა იყოს მაგიდის სატარებლად. 28 კეტები აკაციის ხისგან გააკეთე და ოქროთი მოავარაყე. მაგიდა კეტებით ატარონ.

29 გააკეთე მაგიდისთვის ლანგრები, თასები, დოქები და ჯამები, საიდანაც დასაღვრელი შესაწირავი უნდა გადმოღვარონ. ეს ყველაფერი ხალასი ოქროსგან გააკეთე.+ 30 მაგიდაზე ყოველთვის ეწყოს ჩემ წინაშე წარსადგენი პური.+

31 გააკეთე ხალასი ოქროს სალამპრე.+ სალამპრე უნდა გამოჭედო. მისი ძირი, ღერო, რტოები, ჯამები, კვირტები და ყვავილები ერთიან ნაკეთობად გამოჭედე.+ 32 სალამპრის ღეროდან 6 რტო უნდა გამოდიოდეს, 3 რტო ერთი მხრიდან უნდა გამოდიოდეს, 3 — მეორე მხრიდან. 33 ერთ რტოზე უნდა იყოს ნუშის ყვავილის მსგავსი 3 ჯამი, კვირტები და ყვავილები მონაცვლეობით, მეორე რტოზეც ნუშის ყვავილის მსგავსი 3 ჯამი, კვირტები და ყვავილები მონაცვლეობით. ასე უნდა გამოდიოდეს სალამპრის ღეროდან 6 რტო. 34 სალამპრის ღეროზე უნდა იყოს ნუშის ყვავილის მსგავსი 4 ჯამი, კვირტები და ყვავილები მონაცვლეობით. 35 კვირტი უნდა იყოს ღეროდან გამოსული პირველი ორი რტოს ქვეშ, კვირტი უნდა იყოს მომდევნო ორი რტოს ქვეშ და კვირტი უნდა იყოს დარჩენილი ორი რტოს ქვეშაც, რადგან 6 რტო გამოდის ღეროდან. 36 კვირტები, რტოები და მთლიანად სალამპრე ხალასი ოქროს ერთიან ნაკეთობად უნდა გამოჭედო.+ 37 შვიდი ლამპარი გაუკეთე მას; როცა ლამპრები აინთება, წინა მხარე განათდება.+ 38 მისი მაშები და საცეცხლურები ხალასი ოქროსი უნდა იყოს.+ 39 სალამპრე და მთელი მისი მოწყობილობა 1 ტალანტი* ხალასი ოქროთი გაკეთდეს. 40 ყველაფერი იმ ნიმუშის მიხედვით გააკეთე, რომელიც მთაზე გიჩვენე“.+

26 „დაამზადე კარვისთვის+ ძვირფასი გრეხილი სელის ძაფის, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის და ალისფერი ნართისგან ათი ქსოვილი. ზედ ქერუბიმები+ ამოქარგე.+ 2 კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე 28 წყრთა* უნდა იყოს, სიგანე — 4 წყრთა. კარვის ყველა ქსოვილი ერთი ზომისა უნდა იყოს.+ 3 კარვის ხუთი ქსოვილი ერთმანეთს გადააბი, ერთმანეთს გადააბი კარვის დანარჩენი ხუთი ქსოვილიც. 4 გაუკეთე ლურჯი ძაფის მარყუჟები ერთმანეთზე გადაბმული კარვის ქსოვილების ორივე კიდეს გადაბმის ადგილებზე. 5 კარვის ქსოვილის ერთ კიდეს 50 მარყუჟი გაუკეთე და კარვის ქსოვილის მეორე კიდეს — 50 მარყუჟი, ერთმანეთის პირისპირ, გადაბმის ადგილებზე. 6 გააკეთე 50 ოქროს სამაგრი; ამ სამაგრებით კარვის ქსოვილები ერთმანეთს გადააბი და კარავი ერთი მთლიანი გახდება.+

7 კარავზე გადასაფარებლად თხისურის+ ქსოვილი დაამზადე. 11 ქსოვილი დაამზადე კარვისთვის.+ 8 კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე 30 წყრთა იყოს, სიგანე — 4 წყრთა. კარვის 11-ვე ქსოვილი ერთი ზომისა უნდა იყოს. 9 ცალკე 5 ქსოვილი გადააბი ერთმანეთს, ცალკე — 6. მე-6 ქსოვილი ორად გადაკეცე კარვის წინა მხარეს. 10 კარვის ქსოვილის ერთ კიდეს 50 მარყუჟი გაუკეთე და კარვის ქსოვილის მეორე კიდეს — 50 მარყუჟი გადაბმის ადგილებზე. 11 გააკეთე 50 სპილენძის სამაგრი, ეს სამაგრები გაუკეთე მარყუჟებს, გადააბი კარვის ქსოვილები ერთმანეთს და კარავი ერთი მთლიანი გახდება. 12 კარვის ქსოვილის ბოლოები ჩამოშვებული იყოს. ქსოვილის ერთი ბოლო კარვის უკანა მხარეს იყოს ჩამოშვებული. 13 კარვის ქსოვილის დანარჩენი ბოლოები თითო-თითო წყრთით იყოს ჩამოშვებული როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს, რათა დაიფაროს კარავი.

14 კარვისთვის ვერძის წითლად შეღებილი ტყავის გადასაფარებელიც დაამზადე და მასზე გადასაფარებლად სელაპის ტყავის გადასაფარებელი.+

15 გააკეთე კარვისთვის ჩარჩოები+ აკაციის ხისგან და სწორად ჩადგი.+ 16 თითოეული ჩარჩო სიმაღლით 10 წყრთა უნდა იყოს, სიგანით — წყრთა-ნახევარი. 17 თითოეულ ჩარჩოს 2 კოტა უნდა ჰქონდეს გვერდიგვერდ. ასე გააკეთე კარვის ყველა ჩარჩო. 18 გააკეთე 20 ჩარჩო კარვის სამხრეთი ნაწილისთვის.

19 გააკეთე 40 ვერცხლის საყრდენი+ 20 ჩარჩოსთვის: 1 ჩარჩოსთვის — 2 საყრდენი ორივე კოტის ჩასასმელად, დანარჩენი ჩარჩოებისთვისაც — ორ-ორი საყრდენი კოტების ჩასასმელად.+ 20 კარვის ჩრდილოეთი ნაწილისთვისაც 20 ჩარჩო გააკეთე. 21 გაუკეთე მათ 40 ვერცხლის საყრდენი: 1 ჩარჩოსთვის — 2 საყრდენი, დანარჩენი ჩარჩოებისთვისაც — ორ-ორი საყრდენი. 22 კარვის უკანა, დასავლეთი ნაწილისთვის 6 ჩარჩო გააკეთე.+ 23 კარვის უკანა ნაწილისთვის კიდევ 2 ჩარჩო გააკეთე კუთხეების ბოძებად, 24 რომლებიც ორმაგად უნდა ამოდიოდეს ძირიდან ბოლომდე, პირველ რგოლამდე. ორივე ასე უნდა გაკეთდეს. ისინი კუთხეების ბოძები იქნება. 25 სულ 8 ჩარჩო და 16 ვერცხლის საყრდენი გააკეთე: 1 ჩარჩოსთვის — 2 საყრდენი, დანარჩენი ჩარჩოებისთვისაც — ორ-ორი საყრდენი.

26 გააკეთე ძელები აკაციის ხისგან: კარვის ერთი გვერდის ჩარჩოებისთვის — 5 ძელი,+ 27 კარვის მეორე გვერდის ჩარჩოებისთვის — 5 ძელი და კარვის უკანა, დასავლეთი, ნაწილის ჩარჩოებისთვისაც — 5 ძელი. 28 შუა ძელი ჩარჩოებს ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე უნდა გასდევდეს.

29 ოქროთი მოავარაყე ჩარჩოები;+ გაუკეთე ჩარჩოებს ოქროს რგოლები ძელების გასაყრელად; ძელებიც ოქროთი მოავარაყე. 30 იმ გეგმის მიხედვით ააგე კარავი, რომელიც აქ, მთაზე, გიჩვენე.+

31 დაამზადე ფარდა+ ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან. ზედ ქერუბიმები ამოქარგე. 32 ჩამოკიდე ის ოქროთი მოვარაყებულ 4 აკაციის სვეტზე. სვეტებზე მიმაგრებული კაუჭებიც ოქროსი უნდა იყოს. სვეტები 4 ვერცხლის საყრდენზე დადგი. 33 ფარდა სამაგრებს ქვემოთ ჩამოკიდე; ფარდის შიგნით მოწმობის კიდობანი+ შეიტანე. ფარდა წმინდას+ წმინდათაწმინდისგან+ გამოყოფს. 34 წმინდათაწმინდაში მოწმობის კიდობანს სახურავი დაახურე.

35 ფარდის აქეთ მაგიდა დადგი, მაგიდის პირდაპირ, კარვის სამხრეთ ნაწილში — სალამპრე.+ მაგიდა კარვის ჩრდილოეთ ნაწილში დადგი. 36 კარვის შესასვლელისთვის ფარდა ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან მოქსოვე.+ 37 ფარდისთვის აკაციის ხისგან 5 სვეტი გააკეთე და ოქროთი მოავარაყე. მათზე მიმაგრებული კაუჭებიც ოქროსი უნდა იყოს. სვეტებისთვის 5 სპილენძის საყრდენი ჩამოასხი“.

27 „გააკეთე აკაციის ხისგან სამსხვერპლო,+ სიგრძით 5 წყრთა* და სიგანითაც 5 წყრთა. სამსხვერპლო ოთხკუთხედის ფორმისა უნდა იყოს, სიმაღლით 3 წყრთა.+ 2 ოთხივე კუთხეში რქები+ გაუკეთე. რქები კუთხეებიდან უნდა ამოდიოდეს. სამსხვერპლო სპილენძით მოავარაყე.+ 3 გააკეთე ქვაბები ნაცრის გადასაყრელად, ნიჩბები, ჯამები, ჩანგლები და საცეცხლურები; ეს ნივთები სპილენძისგან გააკეთე.+ 4 გაუკეთე სამსხვერპლოს სპილენძის ბადე და მას ოთხივე კუთხეზე სპილენძის 4 რგოლი მიამაგრე. 5 მოათავსე ის სამსხვერპლოს შიგნით, სარტყლის ქვემოთ; ბადე სამსხვერპლოს შუაში უნდა იყოს. 6 სამსხვერპლოსთვის დაამზადე კეტები აკაციის ხისგან და სპილენძით მოავარაყე. 7 კეტები რგოლებში უნდა იყოს გაყრილი და სამსხვერპლოს ორ გვერდზე უნდა ჰქონდეს სატარებლად.+ 8 სამსხვერპლო ფიცრებისგან ისე გააკეთე, რომ შიგნით სიცარიელე დარჩეს. ზუსტად ისეთი გააკეთე, როგორიც აქ, მთაზე, გიჩვენე.+

9 გაუკეთე კარავს ეზო.+ სამხრეთით ეზოს 100 წყრთის სიგრძეზე ძვირფასი გრეხილი სელის ფარდები უნდა ჰქონდეს.+ 10 ფარდებს სპილენძის 20 სვეტი და 20 საყრდენი უნდა ჰქონდეს; სვეტების კაუჭები და შესაერთებლები ვერცხლისა უნდა იყოს. 11 ჩრდილოეთითაც 100 წყრთის სიგრძეზე უნდა იყოს ფარდები ჩამოკიდებული; ამ ფარდებსაც სპილენძის 20 სვეტი და 20 საყრდენი უნდა ჰქონდეს; სვეტების კაუჭები და შესაერთებლები ვერცხლისა უნდა იყოს. 12 ფარდები ეზოს დასავლეთითაც უნდა ჰქონდეს 50 წყრთის სიგანეზე; ფარდებს 10 სვეტი და 10 საყრდენი უნდა ჰქონდეს. 13 ეზოს სიგანე აღმოსავლეთითაც, მზის ამოსავლის მხარეს, 50 წყრთა უნდა იყოს. 14 ეზოს შესასვლელის ერთ მხარეს ფარდების სიგრძე 15 წყრთა უნდა იყოს; ფარდებს 3 სვეტი და 3 საყრდენი უნდა ჰქონდეს.+ 15 ფარდების სიგრძე ეზოს შესასვლელის მეორე მხარესაც 15 წყრთა უნდა იყოს; ფარდებს ამ მხარესაც 3 სვეტი და 3 საყრდენი უნდა ჰქონდეს.

16 ეზოს შესასვლელისთვის 20 წყრთა სიგრძის ფარდა მოქსოვე ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან;+ ამ ფარდას 4 სვეტი და 4 საყრდენი უნდა ჰქონდეს.+ 17 ეზოს გარშემო ყველა სვეტს ვერცხლის შესაერთებლები და კაუჭები უნდა ჰქონდეს, საყრდენები კი სპილენძისა უნდა იყოს.+ 18 ძვირფასი გრეხილი სელის ფარდებჩამოფარებული ეზოს სიგრძე 100 წყრთა უნდა იყოს,+ სიგანე — 50 წყრთა და სიმაღლე — 5 წყრთა; საყრდენები სპილენძისა უნდა იყოს. 19 კარვის ყველა ნივთი, რომლებიც მსახურებისთვის გამოიყენება, და კარვისა და ეზოს პალოები სპილენძისა უნდა იყოს.+

20 უბრძანე ისრაელებს, რომ მოგიტანონ ზეთისხილის სუფთა, საუკეთესო ზეთი, რათა ლამპრები მუდამ ენთოს.+ 21 ლამპრებს აარონმა და მისმა ძეებმა მიხედონ, რომ ისინი შეხვედრის კარავში, გამყოფი ფარდის აქეთ, რომელიც მოწმობის კიდობანთანაა,+ საღამოდან დილამდე ენთოს იეჰოვას წინაშე.+ ეს არის სამარადისო წესი თაობიდან თაობაში, რომელიც ისრაელებმა უნდა დაიცვან“.+

28 «მოიხმე ისრაელთაგან შენი ძმა აარონი+ და მისი ვაჟები:+ ნადაბი, აბიჰუ,+ ელეაზარი და ითამარი,+ რათა მღვდლებად მემსახურონ.+ 2 დაუმზადე აარონს, შენს ძმას, დიდებული და ლამაზი წმინდა სამოსელი.+ 3 დაელაპარაკე ყველას, ვისაც მარჯვე ხელი აქვს*, ვინც სიბრძნით ავავსე.+ დაუმზადონ სამოსელი აარონს მის განსაწმენდად, რომ მღვდლად მემსახუროს.

4 აი, რა უნდა დაუმზადონ: სამკერდე,+ ეფოდი,+ უსახელო სამოსი,+ გრძელი უჯრედებიანი სამოსელი, თავსაბურავი+ და სარტყელი.+ დაუმზადონ შენს ძმას, აარონს, და მის ვაჟებს წმინდა სამოსელი, რათა მღვდლებად მემსახურონ. 5 მარჯვე ხელოსნებმა აიღონ ოქრო, ლურჯი ძაფი, იისფერი მატყლის ძაფი, ალისფერი ნართი და ძვირფასი სელის ძაფი.

6 დაამზადონ ეფოდი ოქროს, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან და მოქარგონ.+ 7 ეფოდს ორი სამხრე უნდა ჰქონდეს მისი წინა და უკანა ნაწილის ერთმანეთთან შესაერთებლად. 8 ეფოდზე შემოსაკრავი სარტყელი+ ოქროს, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან დაამზადონ.

9 აიღე ორი ონიქსის ქვა+ და ზედ ისრაელის ვაჟების სახელები+ ამოტვიფრე 10 მათი ასაკისდა მიხედვით: ექვსი სახელი — ერთ ქვაზე, ექვსიც — მეორეზე. 11 ქვაზე ამომჭრელმა ისრაელის ვაჟების სახელები ორივე ქვაზე ისე ამოტვიფროს, როგორც ბეჭედს ტვიფრავს.+ შემდეგ ოქროს ბუდეებში ჩასვი ისინი. 12 მიამაგრე ეს ორი ქვა ეფოდის სამხრეებს ისრაელის ვაჟების სამახსოვრო ქვებად.+ ატაროს აარონმა სამხრეებზე მათი სახელები იეჰოვას წინაშე სამახსოვროდ. 13 გააკეთე ოქროს ბუდეები 14 და ხალასი ოქროს ორი წნული, ბაწრის მსგავსი;+ წნულები ბუდეებს მიაბი.+

15 მქარგველს დაამზადებინე განსჯის სამკერდე.+ ეფოდის მსგავსად, ისიც ოქროს, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან უნდა დამზადდეს.+ 16 სამკერდე, როცა გადაიკეცება, ოთხკუთხედის ფორმისა უნდა გამოვიდეს, სიგრძითაც და სიგანითაც მტკაველი. 17 ჩასვი მასში ქვები ოთხ რიგად. პირველ რიგში უნდა იყოს ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი; 18 მეორე რიგში — ფირუზი, საფირონი და იასპი; 19 მესამე რიგში — ლეშემი*, აქატი და ამეთვისტო; 20 მეოთხე რიგში კი — ქრიზოლითი, ონიქსი და ჟადეიტი. ეს ქვები ოქროს ბუდეებში ჩასვი. 21 ქვებზე ისრაელის 12-ვე ვაჟის სახელი უნდა ეწეროს; თითოეული სახელი ისე უნდა ამოიტვიფროს, როგორც ბეჭედი იტვიფრება. თითო სახელით წარმოდგენილი იქნება თითო ტომი 12 ტომიდან.

22 შემოავლე სამკერდეს ხალასი ოქროს წნული, ბაწრის მსგავსი.+ 23 გააკეთე ორი ოქროს რგოლი და მიამაგრე სამკერდეს ზედა ორ ბოლოზე. 24 სამკერდის ზედა ბოლოებზე მიმაგრებულ ორ რგოლს ორი ოქროს წნული მიაბი. 25 ორივე წნულის ბოლოები მიაბი ეფოდის სამხრეებზე დამაგრებულ ორივე ბუდეს, წინა მხარეს. 26 გააკეთე ორი ოქროს რგოლი და სამკერდეს უკან, ქვედა ორ ბოლოზე, ეფოდის მხარეს მიამაგრე.+ 27 გააკეთე კიდევ ორი ოქროს რგოლი და ეფოდს წინა მხრიდან მიამაგრე, სამხრეების ჩამოსწვრივ, ნაქსოვი სარტყლის ზემოთ, რომელიც ეკვრის ეფოდს.+ 28 სამკერდის რგოლები ეფოდის რგოლებს ლურჯი თასმით მიაბან და სამკერდე ეფოდზე იქნება მიმაგრებული, ნაქსოვი სარტყლის ზემოთ.

29 აარონს, როცა წმინდაში შევა, ეკეთოს განსჯის სამკერდე, რომელზეც ისრაელის ვაჟების სახელები იქნება ამოტვიფრული, იეჰოვას წინაშე მარად სამახსოვროდ. 30 ჩადე ურიმი და თუმიმი*+ განსჯის სამკერდეში და ჰქონდეს აარონს ისინი გულთან ახლოს, როცა იეჰოვას წინაშე წარდგება; გულთან ახლოს ჰქონდეს ისინი აარონს ყოველთვის, როცა იეჰოვას წინაშე წარდგება, რათა სამართალი გაუჩინოს ისრაელებს.

31 დაამზადე ეფოდის ქვეშ ჩასაცმელი უსახელო სამოსი მთლიანად ლურჯი ძაფისგან.+ 32 შუაში ამოჭრილი უნდა იყოს თავზე ჩამოსაცმელად. ამოჭრილს ნაქსოვი არშია უნდა ჰქონდეს შემოვლებული, მქსოველის ნახელავი. ჯავშანივით უნდა იყოს ამოჭრილი, რათა არ დაიხეს. 33 დაამზადე ბროწეულები ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფისა და ალისფერი ნართისგან და სამოსს ბოლოში შემოავლე. მას ოქროს ზანზალაკებიც უნდა ჰქონდეს, ბროწეულებს შორის. 34 უსახელო სამოსს ბოლოში ოქროს ზანზალაკები და ბროწეულები ერთმანეთის მონაცვლეობით გაუკეთე. 35 ეცვას ის აარონს მსახურების დროს, რომ ისმოდეს ზანზალაკების ხმა, როცა ის იეჰოვას წინაშე წმინდა ადგილას შევა და, როცა იქიდან გამოვა, რათა არ მოკვდეს.+

36 გააკეთე ხალასი ოქროს მბზინვარე ფირფიტა და როგორც ბეჭედი იტვიფრება ქვაზე, ისე ამოტვიფრე მასზე: „წმინდაა იეჰოვა“.+ 37 მიამაგრე ის თავსაბურავს+ ლურჯი თასმით. ფირფიტა თავსაბურავის წინა მხარეს უნდა იყოს. 38 შუბლზე უნდა ჰქონდეს აარონს ის; თუ ვინმე ცოდვას ჩაიდენს იმ შესაწირავების მიმართ, რომლებსაც ისრაელები წმინდა ძღვნად მიიტანენ, აარონი აგებს პასუხს.+ მუდამ ჰქონდეს ის შუბლზე, რათა ისრაელებმა იეჰოვას კეთილგანწყობა არ დაკარგონ.

39 მოქსოვე ძვირფასი სელის გრძელი უჯრედებიანი სამოსელი და დაამზადე ძვირფასი სელის თავსაბურავი; მოქსოვე სარტყელი.+

40 აარონის ვაჟებსაც დაუმზადე დიდებული და ლამაზი+ გრძელი სამოსელი, სარტყლები და თავსაბურავები.+ 41 შემოსე შენი ძმა აარონი და მისი ვაჟები, სცხე ისინი,+ მღვდლებად დანიშნე+ და განწმინდე, რომ მემსახურონ. 42 დაუმზადე მათ სელის ქსოვილისგან ქვედა საცვლები სასირცხო ადგილების დასაფარავად;+ საცვლების ტოტები თეძოებიდან უნდა იწყებოდეს და ბარძაყებს ფარავდეს. 43 ეცვათ საცვლები აარონსა და მის ვაჟებს, როცა შეხვედრის კარავში შევლენ ან, როცა წმინდა ადგილას მსახურების შესასრულებლად სამსხვერპლოსთან მივლენ, რათა ცოდვა არ დაედოთ და არ დაიხოცონ. ეს არის სამარადისო წესი მისთვის და მისი შთამომავლებისთვის».

29 „ასე განწმინდე ისინი, მღვდლებად რომ მემსახურონ: წაიყვანე ერთი მოზვერი და ორი საღი ვერძი,+ 2 წაიღე ხმიადები, ზეთში მოზელილი რგოლისებრი ხმიადები და ზეთწასმული უფუარი კვერები;+ წმინდად დაფქული ხორბლის ფქვილისგან გამოაცხვე. 3 ჩააწყვე კალათაში და კალათით მიიტანე;+ მოზვერი და ორი ვერძიც მიიყვანე.

4 მიიყვანე აარონი და მისი ვაჟები შეხვედრის კარვის შესასვლელთან+ და დაიბანონ.+ 5 შემოსე აარონი გრძელი სამოსლით,+ ეფოდის ქვეშ ჩასაცმელი უსახელო სამოსით, ეფოდითა და სამკერდით; შემოაკარი ეფოდზე ნაქსოვი სარტყელი.+ 6 დაახურე თავსაბურავი და ზედ მიძღვნის წმინდა ნიშანი გაუკეთე.+ 7 აიღე საცხები ზეთი,+ დაასხი თავზე და მღვდლად სცხე იგი.+

8 მიიყვანე აარონის ვაჟები და ისინიც გრძელი სამოსლით შემოსე.+ 9 შემოაკარი სარტყლები აარონსა და მის ვაჟებს და დაახურე თავსაბურავები. ისინი და მათი შთამომავლები იქნებიან მღვდლები სამარადისო წესით.+ ასე უნდა დანიშნო აარონი და მისი ვაჟები მღვდლებად.+

10 მიიყვანე მოზვერი შეხვედრის კარვის წინ და დაადონ მას თავზე ხელი აარონმა და მისმა ვაჟებმა.+ 11 დაკალი მოზვერი იეჰოვას წინაშე შეხვედრის კარვის შესასვლელთან.+ 12 აიღე თითით მოზვრის სისხლი და სამსხვერპლოს რქებს სცხე,+ დანარჩენი სისხლი კი სამსხვერპლოს ძირში დაღვარე.+ 13 აიღე მთელი ქონი,+ რომელიც ნაწლავებს ფარავს, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი, მათი ქონი და დაწვი, რომ სამსხვერპლოდან ბოლი ავიდეს.+ 14 მოზვრის ხორცი, ტყავი და ნეხვი კი ბანაკის გარეთ ცეცხლში დაწვი. ეს არის ცოდვის შესაწირავი.

15 მიიყვანე ერთი ვერძი და დაადონ მას თავზე ხელი აარონმა და მისმა ვაჟებმა.+ 16 დაკალი ვერძი, აიღე მისი სისხლი და სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურე.+ 17 დაკლული ვერძი ნაჭრებად დაჭერი, ნაწლავები და კიდურები გარეცხე+ და ნაჭრები, თავის ჩათვლით, თანმიმდევრულად დააწყვე. 18 დაწვი მთელი ვერძი სამსხვერპლოზე, რომ იქიდან ბოლი ავიდეს. ეს არის დასაწვავი მსხვერპლი იეჰოვასთვის, საამო* სურნელება.+ ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.

19 მიიყვანე მეორე ვერძიც და დაადონ მას თავზე ხელი აარონმა და მისმა ვაჟებმა.+ 20 დაკალი ვერძი, აიღე მისი სისხლი და წაუსვი აარონსა და მის ვაჟებს მარჯვენა ყურის ბიბილოზე, მარჯვენა ხელისა და მარჯვენა ფეხის ცერებზე; სისხლი სამსხვერპლოს ყველა მხრიდან მიასხურე. 21 აიღე ცოტაოდენი სისხლი სამსხვერპლოდან და ცოტაოდენი საცხები ზეთი;+ მიასხურე აარონსა და მის სამოსელს, მის ვაჟებსა და მათ სამოსელს, რათა წმინდები იყვნენ აარონი და მისი ვაჟები და წმინდა იყოს მათი სამოსელი.+

22 აიღე ვერძის მთელი ქონი, მისი დუმა, ქონი, რომელიც ნაწლავებს ეკვრის, ღვიძლის ქონი, ორივე თირკმელი თავის ქონთან ერთად+ და მარჯვენა ბარკალი, რადგან ეს მღვდლად დანიშვნის ვერძია.+ 23 იეჰოვას წინაშე მიტანილი ხმიადების კალათიდან ამოიღე მრგვალი ხმიადი, ზეთში მოზელილი რგოლისებრი ხმიადი და უფუარი კვერი, 24 ხელებზე დაუწყვე აარონსა და მის ვაჟებს და შეარხიე, ვინაიდან ეს არის იეჰოვას წინაშე მიტანილი შესარხევი შესაწირავი. 25 აიღე ისინი მათი ხელებიდან, დასაწვავ მსხვერპლს ზემოდან დააწყვე სამსხვერპლოზე და დაწვი, რომ აბოლდეს როგორც საამო სურნელება იეჰოვას წინაშე. ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის.

26 აიღე მღვდლად დანიშვნის ვერძის მკერდი,+ რომელიც აარონისთვის შეიწირება, და შეარხიე, ვინაიდან ეს შესარხევი შესაწირავია იეჰოვას წინაშე; ეს იქნება შენი წილი. 27 განწმინდე შესარხევი შესაწირავის მკერდი და წმინდა წილიდან ბარკალი, ის, რაც შეირხევა და ის, რაც მღვდლად დანიშვნის ვერძის+ ნაწილი იქნება, ვერძისა, რომელიც აარონისა და მისი ვაჟებისთვის შეიწირება. 28 აარონისა და მისი ვაჟებისა იქნება ეს იმ სამარადისო წესის მიხედვით, რომელიც ისრაელებმა უნდა დაიცვან, რადგან ეს წმინდა წილია; ეს ის წმინდა წილი იქნება, რომელსაც ისრაელები გაიღებენ.+ ეს არის მათი წმინდა წილი იეჰოვასთვის მათი სამშვიდობო მსხვერპლიდან.+

29 აარონის შემდეგ მის წმინდა სამოსელს+ მისი შვილები ჩაიცვამენ+ ცხებისა და მღვდლებად დანიშვნის შემდეგ. 30 მღვდელს, აარონის ვაჟებიდან ერთ-ერთს, რომელიც მას შეცვლის და რომელიც შეხვედრის კარავში წმინდა ადგილას მსახურებისთვის შევა, ეს სამოსელი შვიდი დღე ეცვას.+

31 წაიღე მღვდლად დანიშვნის ვერძის დარჩენილი ნაჭრები და მოხარშე წმინდა ადგილას.+ 32 ჭამონ შეხვედრის კარვის შესასვლელთან აარონმა და მისმა ვაჟებმა+ ვერძის ხორცი და ხმიადები, რომელიც კალათაშია. 33 ჭამონ ეს შესაწირავი, რომლის შეწირვითაც გამოსყიდვის წესი შესრულდება მათი მღვდლებად დანიშვნისა და განწმენდისთვის. სხვამ* არ ჭამოს, რადგან ის წმინდაა.+ 34 თუ მღვდლად დანიშვნის შესაწირავის ხორციდან და ხმიადებიდან დილამდე რაიმე მორჩება, ცეცხლში დაწვი;+ არავინ ჭამოს, რადგან წმინდაა.

35 აარონთან და მის ვაჟებთან დაკავშირებით ყველაფერი ისე გააკეთე, როგორც გითხარი. შვიდი დღე გამოყავი იმისათვის, რომ მღვდლებად დანიშნო ისინი.+ 36 გამოსყიდვის წესის შესასრულებლად ყოველდღიურად შესწირე მოზვერი, როგორც ცოდვის შესაწირავი; ამით სამსხვერპლოს განწმენდ ცოდვისგან; სამსხვერპლოს განსაწმენდად ზეთიც სცხე.+ 37 შვიდი დღის განმავლობაში შეასრულე გამოსყიდვის წესი სამსხვერპლოსთვის; განწმინდე ის, რომ სამსხვერპლო წმინდა იყოს.+ ის, ვინც სამსხვერპლოს შეეხება, განწმენდილი უნდა იყოს.

38 სამსხვერპლოზე ყოველდღიურად, მუდმივად უნდა სწირავდე ორ ერთწლიან მამალ თოხლს;+ 39 ერთი თოხლი დილაობით შესწირე, მეორე — შებინდებისას*.+ 40 პირველ თოხლთან ერთად მიიტანე მეათედი ეფა* წმინდად დაფქული ფქვილი, რომელსაც მეოთხედი ჰინი* საუკეთესო ზეთისხილის ზეთი ექნება მოსხმული, და მეოთხედი ჰინი ღვინო დასაღვრელ შესაწირავად. 41 მეორე თოხლი შებინდებისას შესწირე; მასთან ერთადაც მიიტანე მარცვლეული და დასაღვრელი შესაწირავი, როგორც დილას. ეს არის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავი იეჰოვასთვის, საამო სურნელება. 42 ეს იქნება ყოველდღიურად დასაწვავი მსხვერპლი თქვენი თაობებისთვის შეხვედრის კარვის შესასვლელთან იეჰოვას წინაშე, სადაც გამოგეცხადებით, რომ გელაპარაკოთ.+

43 გამოვეცხადები იქ ისრაელებს და ჩემი დიდება განწმენდს იმ ადგილს.+ 44 განვწმენდ შეხვედრის კარავსა და სამსხვერპლოს; განვწმენდ აარონსა და მის ვაჟებს,+ რათა მღვდლებად მემსახურონ. 45 დავივანებ ისრაელებს შორის და მათი ღმერთი ვიქნები.+ 46 ეცოდინებათ, რომ მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი, რომელმაც გამოვიყვანე ეგვიპტიდან, რათა მათ შორის დავმკვიდრებულიყავი.+ მე ვარ იეჰოვა, მათი ღმერთი“.

30 „დაამზადე სამსხვერპლო აკაციის ხისგან+ საკმევლის დასაწვავად.+ 2 სამსხვერპლო ოთხკუთხედის ფორმისა უნდა იყოს, სიგრძითაც და სიგანითაც 1 წყრთა*, ხოლო სიმაღლით 2 წყრთა. სამსხვერპლოს რქები უნდა ჰქონდეს; რქები კუთხეებიდან უნდა ამოდიოდეს.+ 3 სამსხვერპლო — მისი ზედაპირი, გვერდები და რქები — ხალასი ოქროთი მოავარაყე; თავზე ოქროს არშია შემოავლე. 4 არშიის დაბლა სამსხვერპლოს კეტების გასაყრელად და სატარებლად ორ მოპირდაპირე გვერდზე ორ-ორი ოქროს რგოლი გაუკეთე. 5 კეტებიც აკაციის ხისგან დაამზადე და ოქროთი მოავარაყე. 6 დადგი სამსხვერპლო მოწმობის კიდობნის+ მოპირდაპირედ, გამყოფი ფარდის აქეთ; ის უნდა იდგეს მოწმობის კიდობნის სახურავთან, სადაც გამოგეცხადები.+

7 აკმიოს მასზე+ აარონმა+ სურნელოვანი საკმეველი+ ყოველ დილით, როცა ლამპრებს გაამზადებს.+ 8 მან საკმეველი შებინდებისასაც* აკმიოს, როცა ლამპრებს აანთებს. ეს არის შესაწირავი, რომელიც ყოველდღიურად უნდა იწირებოდეს იეჰოვას წინაშე თაობიდან თაობამდე. 9 არ აღავლინოთ მასზე არც უკანონო საკმეველი,+ არც დასაწვავი მსხვერპლი, არც მარცვლეული შესაწირავი და არც დასაღვრელი შესაწირავი დაღვაროთ მასზე. 10 აარონმა ცოდვის შესაწირავის სისხლი+ სამსხვერპლოს რქებზე წელიწადში ერთხელ უნდა სცხოს,+ რათა განწმინდოს ის. ეს წესი თაობიდან თაობამდე წელიწადში ერთხელ უნდა სრულდებოდეს სამსხვერპლოს განსაწმენდად. სამსხვერპლო წმინდაა იეჰოვასთვის“.

11 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 12 „როცა აღრიცხავ ისრაელებს,+ აღრიცხვის დროს თითოეულმა თავისი სიცოცხლის* გამოსასყიდად შესაწირავი გაიღოს იეჰოვასთვის, რათა აღრიცხვისას უბედურება არ დაატყდეთ. 13 აი, რა უნდა გაიღოს თითოეულმა აღრიცხულმა: ნახევარი შეკელი* წმინდა ადგილის შეკელის* მიხედვით.+ 1 შეკელი 20 გერაა*. ნახევარი შეკელი იეჰოვასთვის გაღებული შესაწირავია.+ 14 თითოეულმა აღრიცხულმა, 20 წლიდან ზევით, გაიღოს შესაწირავი იეჰოვასთვის.+ 15 არც მდიდარმა უნდა გაიღოს ნახევარ შეკელზე მეტი და არც ღარიბმა — ნახევარ შეკელზე ნაკლები; ეს იეჰოვას შესაწირავია, რომელიც თქვენი სიცოცხლის გამოსასყიდად უნდა გაიღოთ. 16 აიღე გამოსასყიდი ვერცხლი ისრაელებისგან და შეხვედრის კარავში მსახურებისთვის გამოიყენე იეჰოვას წინაშე ისრაელთათვის სამახსოვროდ“.

17 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 18 „გააკეთე სპილენძის აუზი ხელ-ფეხის დასაბანად და გაუკეთე მას სპილენძისავე სადგამი;+ დადგი ის შეხვედრის კარავსა და სამსხვერპლოს შორის და შიგ წყალი ჩაასხი,+ 19 რომ აარონმა და მისმა ვაჟებმა ხელ-ფეხი დაიბანონ.+ 20 ვიდრე შეხვედრის კარავში შევლენ ან სამსხვერპლოსთან მსახურების შესასრულებლად მივლენ იეჰოვასთვის ცეცხლში დასაწვავი შესაწირავის დასაწვავად და ასაბოლებლად, დაიბანონ ხელ-ფეხი, რათა არ დაიხოცონ. 21 მათ უნდა დაიბანონ ხელ-ფეხი, რომ არ დაიხოცონ. ეს იქნება სამარადისო წესი მათთვის, აარონისა და მისი შთამომავლებისთვის, თაობიდან თაობამდე“.+

22 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 23 «აიღე საუკეთესო სანელებლები: 500 შეკელი გამაგრებული ზმირინი, 250 შეკელი სურნელოვანი დარიჩინი და 250 შეკელი სურნელოვანი კოთხუჯი, 24 500 შეკელი კასია წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით+ და 1 ჰინი* ზეთისხილის ზეთი. 25 დაამზადე მათგან წმინდა საცხები ზეთი, კარგად შეაზავე*.+ ეს წმინდა საცხები ზეთი უნდა იყოს.

26 სცხე ის შეხვედრის კარავსა+ და მოწმობის კიდობანს, 27 მაგიდასა და მთელ მის მოწყობილობას, სალამპრესა და მის მოწყობილობას, საკმევლის სამსხვერპლოს, 28 დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოსა და მთელ მის მოწყობილობას, აუზსა და მის სადგამს. 29 განწმინდე ეს ყველაფერი, რომ წმინდა გახდეს.+ განწმენდილი უნდა იყოს ის, ვინც მათ შეეხება.+ 30 სცხე აარონსა+ და მის ვაჟებს,+ განწმინდე ისინი, რომ მღვდლებად მემსახურონ.+

31 ისრაელებს გადაეცი: „ჩემთვის ეს წმინდა საცხები ზეთი იქნება თქვენს თაობებში.+ 32 სხვას არავის სცხოთ ის სხეულზე; არ დაამზადოთ მისი მსგავსი ნაზავი. ის წმინდაა და თქვენთვისაც წმინდა უნდა იყოს. 33 ვინც მსგავს ნაზავს დაამზადებს და სცხებს სხვას, უნდა მოკვდეს“».+

34 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: „აიღე სურნელოვანი სანელებლები:+ შტახსი, ონიკა, ქალბანა და სუფთა გუნდრუკი, ყველაფერი თანაბრად. 35 დაამზადე მათგან საკმეველი,+ სურნელოვანი ნაზავი, კარგად შეაზავე. ის მარილმოყრილი,+ სუფთა და წმინდა უნდა იყოს. 36 ნაწილი წვრილად დაფხვენი და ფხვნილის ნაწილი მოწმობის კიდობნის წინ დადე შეხვედრის კარავში, სადაც გამოგეცხადები. ეს სურნელოვანი ნაზავი წმინდა უნდა იყოს თქვენთვის. 37 ამ შემადგენლობის საკმეველი თქვენთვის არ დაამზადოთ,+ რადგან წმინდაა ის იეჰოვასთვის. 38 ვინც მსგავს საკმეველს დაამზადებს, რომ ისიამოვნოს მისი სურნელებით, უნდა მოკვდეს“.

31 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „შევარჩიე ბეცალელი,+ ურის ვაჟი, ხურის შვილიშვილი, იუდას ტომიდან.+ 3 ავავსებ მას ჩემი სულით, მივცემ სიბრძნესა და გონიერებას, აგრეთვე ცოდნას, რომ ფლობდეს ნებისმიერ ხელობას, 4 მოუხმოს შემოქმედებით უნარს და იმუშაოს ოქროზე, ვერცხლზე, სპილენძზე, 5 ქვების დამუშავებასა და ჩასმაზე,+ და დაამზადოს ხის ყოველგვარი ნაკეთობა.+ 6 დამხმარედ ეყოლება ოჰოლიაბი,+ ახისამაქის ვაჟი დანის ტომიდან. ყველას, ვისაც მარჯვე ხელი აქვს*, გულში ჩავუდებ სიბრძნეს, რათა გააკეთონ ყველაფერი, რაც გითხარი:+ 7 შეხვედრის კარავი,+ მოწმობის კიდობანი+ და მისი სახურავი,+ კარვის მთელი მოწყობილობა, 8 მაგიდა+ და მისი მოწყობილობა, ხალასი ოქროს სალამპრე და მთელი მისი მოწყობილობა,+ საკმევლის სამსხვერპლო,+ 9 დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო+ და მთელი მისი მოწყობილობა, აუზი და მისი სადგამი,+ 10 ნაქსოვი სამოსელი, აარონ მღვდლის წმინდა სამოსელი, მისი ვაჟების სამღვდელო სამოსელი,+ 11 საცხები ზეთი და სურნელოვანი საკმეველი წმინდა ადგილისთვის.+ ყველაფერი ისე უნდა გააკეთონ, როგორც გითხარი“.

12 შემდეგ იეჰოვამ მოსეს უთხრა: 13 «გადაეცი ისრაელებს: „ზედმიწევნით დაიცავით ჩემი შაბათები,+ რადგან ეს არის ნიშანი თქვენ და ჩემ შორის თაობიდან თაობამდე, რათა იცოდეთ, რომ მე, იეჰოვა, თქვენი განმწმენდელი ვარ. 14 დაიცავით შაბათი, რადგან ის წმინდაა თქვენთვის.+ ვინც შაბათს შებღალავს, არ აცოცხლოთ. თუ იმ დღეს ვინმე იმუშავებს, უნდა მოკვდეს.+ 15 ექვსი დღე შეგიძლიათ აკეთოთ საქმე, მეშვიდე დღე კი დასვენების შაბათია.+ ის წმინდაა იეჰოვასთვის. ვინც შაბათ დღეს იმუშავებს, უნდა მოკვდეს. 16 დაიცვან ისრაელებმა შაბათი; მათ შაბათი თაობიდან თაობამდე უნდა დაიცვან. ეს არის მარადიული შეთანხმება. 17 ეს არის სამარადისო ნიშანი ისრაელებსა და ჩემ შორის,+ რადგან ექვს დღეში შექმნა იეჰოვამ ცა და დედამიწა, მეშვიდე დღეს კი დაასრულა მუშაობა და დაისვენა“».+

18 დაამთავრა თუ არა ღმერთმა მოსესთან ლაპარაკი სინაის მთაზე, მისცა მას ქვის ფილები, მოწმობის ორი ფილა,+ რომლებზეც ღვთის თითით იყო ნაწერი.+

32 დაინახა ხალხმა, რომ აგვიანებდა მოსე მთიდან ჩამოსვლას.+ შეიკრიბნენ აარონთან და უთხრეს: „გაგვიკეთე ღმერთი, რომ წაგვიძღვეს,+ რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანა“. 2 აარონმა მიუგო: „მოხსენით ოქროს საყურეები+ თქვენს ცოლებს, ვაჟებსა და ასულებს და მომიტანეთ“. 3 მოიხსნა მთელმა ხალხმა საყურეები და მიუტანა აარონს. 4 გამოართვა მან ოქრო, გააკეთა ხბოს ქანდაკება+ და საჭრისით დაამუშავა. ხალხი ამბობდა: ისრაელო, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანაო.+

5 ეს რომ აარონმა დაინახა, მის წინ სამსხვერპლო ააგო და შესძახა: „ხვალ იეჰოვას დღესასწაულია!“ 6 მეორე დღეს დილაადრიან ადგნენ და დაიწყეს დასაწვავი მსხვერპლისა და სამშვიდობო მსხვერპლის შეწირვა. შემდეგ დასხდნენ, ჭამეს, სვეს, მერე კი სამხიარულოდ წამოიშალნენ.+

7 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ჩადი, შენმა ხალხმა, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე, თავი წაიბილწა!+ 8 მალევე გადაუხვიეს იმ გზიდან, რომლითაც, ჩემი ბრძანებისამებრ, უნდა ევლოთ.+ გაიკეთეს ხბოს ქანდაკება, პირქვე ემხობიან მის წინაშე, მსხვერპლს სწირავენ და ამბობენ, ისრაელო, ეს არის შენი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგიყვანაო“. 9 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ვხედავ, რომ ჯიუტია ეს ხალხი.+ 10 დიდად ვარ მათზე განრისხებული; ამიტომ მიმიშვი და ახლავე მუსრს გავავლებ, შენგან კი დიდ ერს წარმოვშობ“.+

11 მოსე იეჰოვას, თავის ღმერთს, შეევედრა:+ «იეჰოვა, რატომ უნდა მოსპო შენი ხალხი, რომელიც ეგვიპტიდან დიდი ძალითა და ძლიერი მკლავით გამოიყვანე?!+ 12 რატომ უნდა ათქმევინო ეგვიპტელებს, ბოროტი განზრახვით გაიყვანა ეგვიპტიდან, რომ მთებში დაეხოცა და მიწის პირიდან აღეგავაო?!+ დააცხრე შენი რისხვა და ნუღარ დაატეხ უბედურებას შენს ხალხს. 13 გაიხსენე შენი მსახურები: აბრაამი, ისაკი და ისრაელი, რომელთაც შენი თავი დაუფიცე: „ცის ვარსკვლავებივით გავამრავლებ თქვენს შთამომავალს+ და მივცემ აღთქმულ მიწას, რომ სამარადისოდ დაიმკვიდროს“».+

14 გადაიფიქრა იეჰოვამ და აღარ დაატეხა თავის ხალხს უბედურება.+

15 შეტრიალდა მოსე და ჩავიდა მთიდან. ხელში მოწმობის ორი ფილა+ ეჭირა,+ ორივე მხარეს დაწერილი, ერთ მხარესაც და მეორე მხარესაც. 16 ფილები ღვთის ნაკეთები იყო და, რაც ზედ ეწერა, ისიც ღვთის მიერ იყო ამოტვიფრული.+ 17 იესო ნავეს ძეს ხალხის ყვირილის ხმა მოესმა და მოსეს უთხრა: „ბრძოლის ყიჟინაა ბანაკში“. 18 მან მიუგო:

„ეს არც გამარჯვების სიმღერაა

და არც დამარცხების მოთქმა;

სულ სხვა ხმაა“.

19 როგორც კი მოსე ბანაკს მიუახლოვდა და დაინახა ხბო+ და ხალხის ცეკვა, განრისხდა, ძირს დაყარა ფილები და დაიმტვრა ისინი.+ 20 აიღო მათი გაკეთებული ხბო, ცეცხლში დაწვა, შემდეგ მტვრად აქცია,+ წყალზე მოაფრქვია და ისრაელებს დაალევინა.+ 21 მოსემ აარონს უთხრა: „რა გაგიკეთა ამ ხალხმა, რომ ამხელა ცოდვა ჩაადენინე?“ 22 აარონმა მიუგო: „ნუ განმირისხდები, ჩემო ბატონო. შენც კარგად იცი, რომ ეს ხალხი ბოროტებისკენ არის მიდრეკილი.+ 23 მითხრეს, გაგვიკეთე ღმერთი, რომ წაგვიძღვეს, რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოგვიყვანაო.+ 24 მეც ვუთხარი, ვისაც ოქრო აქვს, მოიხსნას და მომიტანოს-მეთქი; ჩავყარე ცეცხლში და ეს ხბო გამოვიდა“.

25 დაინახა მოსემ, რომ აიშვა თავი ხალხმა, ვინაიდან აარონმა არ შეაკავა ისინი; მათ მტრის დასაცინად გაიხადეს თავი. 26 დადგა მოსე ბანაკის შესასვლელთან და დაიძახა: „ვინც იეჰოვას მხარეს ხართ, ჩემთან მოდით!“+ ყველა ლევიანი მასთან შეიკრიბა. 27 მოსემ მათ უთხრა: «აი, რა თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა: „ყველამ შეიბით მახვილები. მოიარეთ მთელი ბანაკი და მოკალით თითოეულმა თქვენი ძმა, მეზობელი თუ ახლობელი“».+ 28 ლევიანები მოსეს სიტყვისამებრ მოიქცნენ; იმ დღეს მათ 3 000-მდე კაცი მოკლეს. 29 მოსემ მათ უთხრა: „იეჰოვას მსახურებას მიეძღვენით დღეიდან, რადგან თითოეული თქვენგანი თავის ძესა და ძმას შეებრძოლა.+ დღეს გაკურთხებთ იგი“.+

30 მეორე დღეს მოსემ ხალხს უთხრა: „უმძიმესი ცოდვა ჩაიდინეთ. ავალ იეჰოვასთან, იქნებ გამოვისყიდო თქვენი ცოდვა“.+ 31 დაბრუნდა მოსე იეჰოვასთან და უთხრა: „ამ ხალხმა მეტისმეტად დიდი ცოდვა ჩაიდინა; ოქროს ღმერთი გაიკეთა!+ 32 გთხოვ, მიუტევე მათ ეს ცოდვა,+ თუ არადა, ამომშალე შენი წიგნიდან“.+ 33 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ვინც მე შემცოდა, იმას ამოვშლი ჩემი წიგნიდან. 34 ახლა წადი და წაიყვანე ხალხი იქ, სადაც გითხარი. ჩემი ანგელოზი წაგიძღვება+ და განსჯის დღეს პასუხს ვაგებინებ მათ თავიანთი ცოდვის გამო“. 35 დაიწყო იეჰოვამ ხალხის დასჯა იმის გამო, რომ აარონს ხბო გააკეთებინეს.

33 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „აქედან წადით იმ ხალხთან ერთად, რომელიც ეგვიპტიდან გამოიყვანე, და მიდით იმ მიწაზე, რომელიც ფიცით აღვუთქვი აბრაამს, ისაკსა და იაკობს, როცა ვუთხარი, შენს შთამომავალს მივცემ-მეთქი.+ 2 წინ ანგელოზს წაგიმძღვარებ+ და განვდევნი ქანაანელებს, ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს.+ 3 მიდით იმ მიწაზე, სადაც რძე და თაფლი მოედინება.+ მე არ ვივლი თქვენ შორის, რომ გზაში არ გაგანადგუროთ,+ რადგან ჯიუტი ხალხი ხართ“.+

4 როცა ხალხმა ეს მკაცრი სიტყვები მოისმინა, გლოვა დაიწყეს და არც სამკაულები გაუკეთებია ვინმეს. 5 იეჰოვამ მოსეს უთხრა: «გადაეცი ისრაელებს: „ჯიუტი ხალხი ხართ.+ თვალის დახამხამებაში გავივლიდი თქვენ შორის და გაგანადგურებდით.+ სანამ არ გადავწყვეტ, როგორ მოგექცეთ, არ გაიკეთოთ სამკაულები“». 6 ისრაელებმა ხორების მთასთან მოიხსნეს სამკაულები და მას შემდეგ აღარ გაუკეთებიათ.

7 აიღო მოსემ თავისი კარავი და ბანაკის გარეთ, მოშორებით, გაშალა. მას შეხვედრის კარავი უწოდა. ყველა, ვისაც იეჰოვას აზრის გაგება სურდა,+ შეხვედრის კარავთან მიდიოდა, რომელიც ბანაკის გარეთ იყო. 8 როცა მოსე კარვისკენ გაემართებოდა, მთელი ხალხი დგებოდა, თავ-თავისი კარვის შესასვლელთან ჩერდებოდა და უყურებდა მოსეს, ვიდრე კარავში შევიდოდა. 9 როგორც კი მოსე კარავში შევიდოდა, კარვის შესასვლელთან ღრუბლის სვეტი+ ეშვებოდა და ჩერდებოდა მანამ, სანამ ღმერთი მოსეს ელაპარაკებოდა.+ 10 როდესაც ხალხი კარვის შესასვლელთან გაჩერებულ ღრუბლის სვეტს ხედავდა, თითოეული თავ-თავისი კარვის შესასვლელთან პირქვე ემხობოდა. 11 იეჰოვა მოსეს პირისპირ ელაპარაკებოდა,+ ისე როგორც კაცი კაცს. როდესაც მოსე ბანაკში ბრუნდებოდა, მისი მსახური+ იესო ნავეს ძე+ კარავს არ შორდებოდა.

12 მოსემ იეჰოვას უთხრა: „მეუბნები, წაუძეხი ამ ხალხსო, მაგრამ არ გაგიმხელია, ვის გამომაყოლებ. ისიც მითხარი, კარგად გიცნობ და ჩემს თვალში წყალობა პოვეო. 13 თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, გთხოვ, გამაგებინე შენი გზები,+ რომ გიცნობდე და არ დავკარგო შენი წყალობა. ნურც იმას დაივიწყებ, რომ ეს ერი შენი ხალხია“.+ 14 მან უთხრა: „მე თვითონ გამოგყვები+ და მშვიდობას მოგცემ“.+ 15 მოსემ მიუგო: „თუ შენ თვითონ არ გამოგვყვები, აქედან ნუ წაგვიყვან. 16 როგორ გავიგო, რომ წყალობა ვპოვეთ შენს თვალში მე და შენმა ხალხმა, თუ არ გამოგვყვები+ და არ გამოგვყოფ მე და შენს ხალხს დედამიწის ზურგზე მცხოვრები ყველა ხალხისგან?!“+

17 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „ამ სათხოვარსაც შეგისრულებ, რადგან კარგად გიცნობ და წყალობა პოვე ჩემს თვალში“. 18 მოსემ სთხოვა: „მაჩვენე შენი სიდიადე“. 19 მან უთხრა: „შენ წინ ჩავივლი და იხილავ ჩემს სიდიადეს*; შენ წინაშე გავაცხადებ ჩემს სახელს, იეჰოვას.+ ვისაც მოვიწონებ, მოვიწონებ და ვისაც შევიწყალებ, შევიწყალებ“.+ 20 შემდეგ უთხრა: „ვერ იხილავ ჩემს სახეს, ვინაიდან შეუძლებელია, ადამიანმა იხილოს ის და ცოცხალი დარჩეს“.

21 შემდეგ იეჰოვამ უთხრა: „აი აქ, ჩემთან ახლოს, კლდეზე დადექი. 22 კლდის ნაპრალში დაგაყენებ და ვიდრე ჩემი სიდიადით ჩავივლი, ხელი მექნება შენთვის აფარებული. 23 ხელს რომ მოგაშორებ, ჩემს ზურგს იხილავ, ჩემს სახეს კი ვერ იხილავ“.+

34 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „გამოთალე პირველი ფილების+ მსგავსი ორი ქვის ფილა და დავწერ ზედ იმ სიტყვებს, რომლებიც პირველ ფილებზე ეწერა,+ შენ რომ დაამტვრიე.+ 2 გაემზადე, რომ დილით სინაის მთაზე ამოხვიდე და ჩემ წინაშე დადგე მთის წვერზე.+ 3 მთაზე არავინ ამოგყვეს, არც არავინ გამოჩნდეს იქ და არც ცხვარ-ძროხამ ძოვოს მთის წინ“.+

4 მოსემაც გამოთალა პირველი ფილების მსგავსი ორი ქვის ფილა. იეჰოვას ბრძანებისამებრ, დილაადრიან ადგა და სინაის მთაზე ავიდა. ხელში ორი ქვის ფილა ეჭირა. 5 იეჰოვა ღრუბელში ჩამოვიდა,+ დადგა მასთან და თავისი სახელი, იეჰოვა, აუწყა*.+ 6 იეჰოვამ მის წინაშე ჩაიარა და განუცხადა: „იეჰოვა, იეჰოვა გულმოწყალე,+ თანამგრძნობი+ და სულგრძელი*+ ღმერთია, გულუხვია სიკეთესა*+ და ჭეშმარიტებაში;+ 7 ათასების მიმართ იჩენს სიყვარულს*,+ პატიობს დანაშაულს, ურჩობასა და ცოდვას,+ თუმცა დამნაშავეს დაუსჯელს არ ტოვებს,+ მამათა დანაშაულის გამო სჯის მათ შთამომავლებს მესამე და მეოთხე თაობამდე“.+

8 მოსემ მაშინვე მუხლი მოიყარა და პირქვე დაემხო. 9 შემდეგ უთხრა: „იეჰოვა, თუ წყალობა ვპოვე შენს თვალში, გთხოვ, იეჰოვა, ნუ მიგვატოვებ,+ თუმცა ჯიუტი ხალხი ვართ;+ გვაპატიე ცოდვა და დანაშაული+ და შენს ხალხად გვაქციე“. 10 ღმერთმა მიუგო: „აი, გიდებთ შეთანხმებას: მთელი შენი ხალხის წინაშე ისეთ საოცრებებს მოვახდენ, როგორიც მთელი დედამიწის ზურგზე არცერთ ხალხში არ მომხდარა;+ თქვენ ირგვლივ მცხოვრები ერები დაინახავენ იეჰოვას საქმეებს; შიშის მომგვრელ საქმეებს მოვიმოქმედებ თქვენთვის.+

11 გულისყურით მოეკიდეთ იმას, რასაც დღეს გიბრძანებთ.+ განვდევნი იმ მიწიდან ამორეველებს, ქანაანელებს, ხეთელებს, ფერიზელებს, ხიველებსა და იებუსელებს.+ 12 არ დადოთ შეთანხმება იმ მიწის მკვიდრებთან, სადაც მიდიხართ,+ რადგან ეს შეიძლება მახედ გექცეთ.+ 13 დაანგრიეთ მათი სამსხვერპლოები, დაამტვრიეთ მათი სათაყვანო სვეტები და აჩეხეთ მათი სათაყვანო ბოძები.+ 14 არ სცეთ თაყვანი სხვა ღმერთს,+ რადგან იეჰოვა* არ იწყნარებს ორგულობას*. ის ერთგულების მომთხოვნი ღმერთია.+ 15 არ დადოთ შეთანხმება იმ მიწის მკვიდრებთან, რადგან, როცა ისინი თაყვანს სცემენ თავიანთ ღმერთებს* და მსხვერპლს შესწირავენ მათ,+ დაგპატიჟებთ ვინმე და შეჭამთ მის მიერ შეწირულ მსხვერპლს.+ 16 თქვენს ვაჟებს მათ ასულებს მოუყვანთ ცოლად;+ მათი ასულები თავიანთ ღმერთებს სცემენ თაყვანს და თქვენს ვაჟებსაც აიყოლიებენ.+

17 არ ჩამოასხათ ღმერთები.+

18 იზეიმეთ უფუარობის დღესასწაული.+ შვიდი დღე ჭამეთ ხმიადი, როგორც გიბრძანეთ, დანიშნულ დროს, აბიბის თვეში,+ რადგან სწორედ აბიბის თვეში გამოხვედით ეგვიპტიდან.

19 ჩემია ყოველი პირმშო მამრი,+ აგრეთვე ყოველი პირველმოგებული მამრი თქვენი ცხვარ-ძროხიდან.+ 20 ყოველი პირველმოგებული ვირი ცხვრით გამოისყიდეთ; თუ არ გამოისყიდით, კისერი გადაუმტვრიეთ. გამოისყიდეთ თქვენი ვაჟებიდან ყოველი პირმშო.+ ჩემ წინაშე ხელცარიელი არავინ წარდგეს.

21 ექვსი დღე იშრომეთ, მეშვიდე დღეს კი დაისვენეთ.+ ხვნისა და მკის დროსაც კი დაისვენეთ.

22 იზეიმეთ კვირების დღესასწაული და შესწირეთ ხორბლის პირველმოწეული ნაყოფი, წლის ბოლოს კი მოსავლის აღების დღესასწაული* აღნიშნეთ.+

23 ყოველი მამაკაცი წელიწადში სამჯერ წარდგეს ჭეშმარიტი უფლის, იეჰოვას, ისრაელის ღვთის წინაშე.+ 24 განვდევნი იმ მიწიდან სხვა ერებს+ და განვავრცობ თქვენს სამკვიდროს; არავინ დაეპატრონება თქვენს მიწას იმ დროს, როცა იეჰოვას, თქვენი ღვთის წინაშე წარსადგომად წახვალთ, წელიწადში სამჯერ.

25 ჩემთვის განკუთვნილი მსხვერპლის სისხლთან ერთად საფუვრიანი არაფერი შემომწიროთ.+ პასექის დღესასწაულისთვის განკუთვნილი მსხვერპლი დილამდე არ უნდა დარჩეს.+

26 თქვენი მიწის პირველი ნაყოფიდან საუკეთესო მიიტანეთ თქვენი ღვთის, იეჰოვას, სახლში.+

არ მოხარშოთ თიკანი თავისი დედის რძეში“.+

27 იეჰოვამ მოსეს უთხრა: „დაწერე ეს სიტყვები,+ რადგან ამ სიტყვების საფუძველზე ვდებ შეთანხმებას შენთან და ისრაელთან“.+ 28 მოსე იეჰოვასთან 40 დღე და ღამე დარჩა. არაფერი უჭამია და წყალიც არ დაულევია.+ დაწერა ღმერთმა ფილებზე შეთანხმების სიტყვები, ათი მცნება.+

29 შემდეგ მოსე სინაის მთიდან ჩამოვიდა; ხელში მოწმობის ორი ფილა ეჭირა.+ ვინაიდან ღმერთს ელაპარაკა, სახე უბრწყინავდა, თუმცა მან ეს არ იცოდა. 30 დაინახეს აარონმა და ისრაელებმა, რომ მოსეს სახე უბრწყინავდა, და მასთან მისვლის შეეშინდათ.+

31 მოუხმო მათ მოსემ. მივიდნენ მასთან აარონი და ისრაელის ყველა თავკაცი და დაელაპარაკა მათ მოსე. 32 ამის შემდეგ მიუახლოვდნენ მას ისრაელები და მანაც გადასცა მათ ყველაფერი, რაც იეჰოვამ უთხრა სინაის მთაზე.+ 33 როცა მოსე მათთან ლაპარაკს დაასრულებდა, სახეზე რიდეს იფარებდა.+ 34 მაგრამ, როცა იგი იეჰოვასთან სალაპარაკოდ შედიოდა, რიდე მოხსნილი ჰქონდა.+ შემდეგ გამოდიოდა და მიღებულ მითითებებს ისრაელებს გადასცემდა.+ 35 ხედავდნენ ისრაელები, რომ მოსეს სახე უბრწყინავდა. იფარებდა მოსე სახეზე რიდეს და სანამ ღმერთთან სალაპარაკოდ შევიდოდა, ჩამოფარებული ჰქონდა.+

35 მოსემ თავი მოუყარა მთელ ისრაელს და უთხრა: „აი, რა ბრძანა იეჰოვამ:+ 2 ექვსი დღე შეგიძლიათ აკეთოთ საქმე, მეშვიდე დღე კი წმინდა უნდა იყოს თქვენთვის, დასვენების შაბათი იეჰოვასთვის.+ ვინც ამ დღეს იმუშავებს, უნდა მოკვდეს.+ 3 არ დაანთოთ ცეცხლი თქვენს საცხოვრებლებში შაბათ დღეს“.

4 შემდეგ მოსემ მთელ ისრაელს უთხრა: „აი, რა ბრძანა იეჰოვამ: 5 შეაგროვეთ იეჰოვას შესაწირავი.+ ვინც გულით მოისურვებს,+ იეჰოვასთვის შესაწირავად მოიტანოს: ოქრო, ვერცხლი, სპილენძი, 6 ლურჯი ძაფი, იისფერი მატყლის ძაფი, ალისფერი ნართი, ძვირფასი სელის ძაფი, თხისური,+ 7 წითლად შეღებილი ვერძის ტყავი, სელაპის ტყავი, აკაციის ხე, 8 ზეთი ლამპრებისთვის, ბალზამი საცხები ზეთისა და სურნელოვანი საკმევლისთვის,+ 9 ონიქსის ქვები და სხვა ქვები ეფოდისა+ და სამკერდის გასაწყობად.+

10 ვისაც თქვენ შორის მარჯვე ხელი აქვს*,+ მოვიდეს და იეჰოვას ბრძანებისამებრ დაამზადოს: 11 კარავი და მისი გადასაფარებელი, სამაგრები, ჩარჩოები, ძელები, სვეტები და საყრდენები; 12 კიდობანი+ და მისი კეტები,+ სახურავი+ და გამყოფი ფარდა;+ 13 მაგიდა+ და მისი კეტები, მთელი მისი მოწყობილობა და წარსადგენი პური;+ 14 სალამპრე+ გასანათებლად და მისი მოწყობილობა, ლამპრები და ზეთი გასანათებლად;+ 15 საკმევლის სამსხვერპლო+ და მისი კეტები; საცხები ზეთი, სურნელოვანი საკმეველი+ და ფარდა კარვის შესასვლელისთვის; 16 დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო+ და მისი სპილენძის ბადე, კეტები და მთელი მისი მოწყობილობა; აუზი და მისი სადგამი;+ 17 ეზოს ფარდები,+ მისი სვეტები, საყრდენები და ფარდა ეზოს შესასვლელისთვის; 18 კარვის პალოები, ეზოს პალოები და მათი ბაწრები;+ 19 ნაქსოვი სამოსელი+ კარავში მომსახურეთათვის, აარონ მღვდლის წმინდა სამოსელი+ და მისი ვაჟების სამღვდელო სამოსელი“.

20 გაბრუნდა მთელი ისრაელი. 21 ვინც სულითა და გულით მოისურვა,+ მოვიდა და მოიტანა იეჰოვასთვის შესაწირავი შეხვედრის კარვის გასაკეთებლად, მასში მსახურების შესასრულებლად და წმინდა სამოსლის დასამზადებლად. 22 მოდიოდნენ კაცებიცა და ქალებიც, ვინც გულით მოისურვა, და მოჰქონდათ გულსაბნევები, საყურეები, ბეჭდები და სხვა სამკაულები, აგრეთვე ოქროს ნაკეთობანი; ყველამ მოიტანა შესაწირავად ოქრო იეჰოვასთვის.+ 23 ვისაც ჰქონდა, ყველას მოჰქონდა ლურჯი ძაფი, იისფერი მატყლის ძაფი, ალისფერი ნართი, ძვირფასი სელის ძაფი, თხისური, წითლად შეღებილი ვერძის ტყავი და სელაპის ტყავი. 24 იეჰოვასთვის შესაწირავად ყველას მოჰქონდა ვერცხლი, სპილენძი და აკაციის ხე, რათა შესრულებულიყო ნებისმიერი საქმე.

25 ქალები, რომელთაც მარჯვე ხელი ჰქონდათ,+ ხელით ართავდნენ; მათ მოჰქონდათ ლურჯი ძაფი, იისფერი მატყლის ძაფი, ალისფერი ნართი და ძვირფასი სელის ძაფი. 26 ქალები, რომელთაც მარჯვე ხელი ჰქონდათ და რომელთაც გულით მოისურვეს, ართავდნენ თხისურს.

27 მოჰქონდათ თავკაცებს ონიქსის ქვები და სხვა ქვები ეფოდისა და სამკერდის გასაწყობად,+ 28 ბალზამი და ზეთი გასანათებლად, საცხები ზეთისა+ და სურნელოვანი საკმევლის დასამზადებლად.+ 29 ყველამ, კაცმა და ქალმა, ვინც გულით მოისურვა, მოიტანა ის, რაც საჭირო იყო იმ სამუშაოების შესასრულებლად, რის შესახებაც იეჰოვამ მოსეს მეშვეობით ბრძანა; ისრაელებმა ეს ყველაფერი ნებაყოფლობით შესწირეს იეჰოვას.+

30 მოსემ ისრაელებს უთხრა: „იეჰოვამ ამოირჩია ბეცალელი, ურის ვაჟი, ხურის შვილიშვილი, იუდას ტომიდან;+ 31 აავსო იგი თავისი სულით; მისცა სიბრძნე და გონიერება, აგრეთვე ცოდნა, რომ ყოველგვარი ხელობის ოსტატი ყოფილიყო, 32 მოეხმო შემოქმედებითი უნარისთვის და ემუშავა ოქროზე, ვერცხლზე, სპილენძზე, 33 ქვების დამუშავებასა და ჩასმაზე, და დაემზადებინა ხის ყოველგვარი ნაკეთობა. 34 გულში ჩაუდო მას და ოჰოლიაბს,+ ახისამაქის ვაჟს, დანის ტომიდან, სწავლების უნარი. 35 მისცა უნარი,+ რომ შეასრულონ ხელოსნის, მქარგავის, ლურჯი ძაფით, იისფერი მატყლის ძაფით, ალისფერი ნართითა და ძვირფასი სელის ძაფით მქსოველისა და ფეიქრის ყველა საქმე. ისინი მოუხმობენ შემოქმედებით უნარს და შეასრულებენ ყოველგვარ საქმეს“.

36 „იმუშაოს ბეცალელმა ოჰოლიაბთან და იმ კაცებთან ერთად, რომლებსაც მარჯვე ხელი აქვთ* და რომელთაც იეჰოვამ მისცა სიბრძნე და გონიერება, რათა იეჰოვას ბრძანებისამებრ შეასრულონ ყველა ის საქმე, რაც წმინდა მსახურებას ეხება“.+

2 მოუხმო მოსემ ბეცალელს, ოჰოლიაბსა და ყველას, ვისაც მარჯვე ხელი ჰქონდა, მათ, ვისაც იეჰოვამ სიბრძნე მისცა,+ და ყველას, ვინც გულით მოისურვა საქმის კეთება.+ 3 აიღეს მათ მოსესგან ისრაელების მიერ წმინდა მსახურებისთვის გაღებული მთელი შესაწირავი.+ თუმცა ისრაელებს ნებაყოფლობითი შესაწირავი ყოველ დილით მოჰქონდათ.

4 მას შემდეგ, რაც ოსტატები წმინდა მსახურებას შეუდგნენ, ერთი მეორის მიყოლებით მიდიოდნენ 5 და მოსეს ეუბნებოდნენ: „ხალხს ბევრად მეტი მოაქვს, ვიდრე იმ საქმის შესასრულებლადაა საჭირო, იეჰოვამ რომ ბრძანა“. 6 მოსემ ბრძანა, მთელი ბანაკისთვის, ქალებისთვისაც და კაცებისთვისაც, ეუწყებინათ, რომ კარვისთვის შესაწირავი აღარ მოეტანათ. ხალხს შესაწირავი აღარ მოუტანია. 7 შეგროვებული შესაწირავი საკმარისზე მეტიც კი აღმოჩნდა მთელი საქმის შესასრულებლად.

8 ვისაც მარჯვე ხელი ჰქონდა,+ კარვისთვის+ დაამზადა ძვირფასი გრეხილი სელის ძაფის, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფისა და ალისფერი ნართისგან 10 ქსოვილი. მან* ზედ ქერუბიმები ამოქარგა.+ 9 კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე 28 წყრთა* იყო, სიგანე კი — 4 წყრთა. კარვის ყველა ქსოვილი ერთი ზომისა იყო. 10 მან ერთმანეთს გადააბა კარვის 5 ქსოვილი; კარვის დანარჩენი 5 ქსოვილიც გადააბა ერთმანეთს. 11 გაუკეთა ლურჯი ძაფის მარყუჟები ერთმანეთზე გადაბმული კარვის ქსოვილების ორივე კიდეს გადაბმის ადგილებზე. 12 კარვის ქსოვილის ერთ კიდესაც 50 მარყუჟი გაუკეთა და კარვის ქსოვილის მეორე კიდესაც — 50 მარყუჟი, ერთმანეთის პირისპირ, გადაბმის ადგილებზე. 13 ბოლოს გააკეთა 50 ოქროს სამაგრი; ამ სამაგრებით კარვის ქსოვილები ერთმანეთს გადააბა და კარავი ერთი მთლიანი გახდა.

14 კარავზე გადასაფარებლად თხისურის ქსოვილი დაამზადა; 11 ქსოვილი დაამზადა კარვისთვის.+ 15 კარვის თითოეული ქსოვილის სიგრძე 30 წყრთა იყო, სიგანე კი — 4 წყრთა. კარვის 11-ვე ქსოვილი ერთი ზომისა იყო. 16 ცალკე 5 ქსოვილი გადააბა ერთმანეთს, ცალკე — 6. 17 კარვის ქსოვილის ერთ კიდესაც 50 მარყუჟი გაუკეთა და კარვის ქსოვილის მეორე კიდესაც — 50 მარყუჟი გადაბმის ადგილებზე. 18 გააკეთა 50 სპილენძის სამაგრი კარვის ქსოვილების შესაერთებლად, რათა კარავი ერთი მთლიანი გამხდარიყო.

19 კარვისთვის დაამზადა ვერძის წითლად შეღებილი ტყავის გადასაფარებელი და მასზე გადასაფარებლად სელაპის ტყავის გადასაფარებელი.+

20 კარვისთვის ჩარჩოები აკაციის ხისგან+ გააკეთა და სწორად ჩადგა.+ 21 თითოეული ჩარჩო სიმაღლით 10 წყრთა იყო, სიგანით — წყრთა-ნახევარი. 22 თითოეულ ჩარჩოს 2 კოტა ჰქონდა გვერდიგვერდ. ასე გააკეთა კარვის ყველა ჩარჩო. 23 გააკეთა 20 ჩარჩო კარვის სამხრეთი ნაწილისთვის. 24 გააკეთა 40 ვერცხლის საყრდენი 20 ჩარჩოსთვის: 1 ჩარჩოსთვის — 2 საყრდენი ორივე კოტის ჩასასმელად, დანარჩენი ჩარჩოებისთვისაც ორ-ორი საყრდენი კოტების ჩასასმელად.+ 25 კარვის ჩრდილოეთი ნაწილისთვისაც 20 ჩარჩო გააკეთა. 26 გაუკეთა მათ 40 ვერცხლის საყრდენი: 1 ჩარჩოსთვის — 2 საყრდენი, დანარჩენი ჩარჩოებისთვისაც — ორ-ორი საყრდენი.

27 კარვის უკანა, დასავლეთი ნაწილისთვის 6 ჩარჩო გააკეთა.+ 28 კარვის უკანა ნაწილისთვის კიდევ 2 ჩარჩო გააკეთა კუთხეების ბოძებად, 29 რომლებიც ორმაგად ამოდიოდა ძირიდან ბოლომდე, პირველ რგოლამდე. ორივე კუთხის ბოძი ასე გააკეთა. 30 მთლიანობაში იყო 8 ჩარჩო და 16 ვერცხლის საყრდენი, თითო ჩარჩოსთვის 2 საყრდენი.

31 გააკეთა ძელები აკაციის ხისგან; კარვის ერთი გვერდის ჩარჩოებისთვის — 5 ძელი,+ 32 კარვის მეორე გვერდის ჩარჩოებისთვის — 5 ძელი და კარვის უკანა, დასავლეთი, ნაწილის ჩარჩოებისთვისაც — 5 ძელი. 33 დაამზადა შუა ძელი, რომელიც ჩარჩოებს შუაში, ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე, გასდევდა. 34 ოქროთი მოავარაყა ჩარჩოები; გაუკეთა ჩარჩოებს ოქროს რგოლები ძელების გასაყრელად; ძელებიც ოქროთი მოავარაყა.+

35 დაამზადა ფარდა+ ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან. ზედ ქერუბიმები+ ამოქარგა.+ 36 გააკეთა მისთვის 4 აკაციის სვეტი და ოქროთი მოავარაყა. კაუჭები ოქროსგან დაამზადა და სვეტებისთვის 4 ვერცხლის საყრდენი ჩამოასხა. 37 კარვის შესასვლელისთვის ფარდა ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან მოქსოვა.+ 38 გააკეთა 5 სვეტი და მათი კაუჭები. სვეტების თავები და შესაერთებლები ოქროთი მოავარაყა; სვეტებისთვის 5 სპილენძის საყრდენი ჩამოასხა.

37 ბეცალელმა+ კიდობანი+ აკაციის ხისგან გააკეთა, სიგრძით ორწყრთა-ნახევარი*, სიგანით წყრთა-ნახევარი და სიმაღლითაც წყრთა-ნახევარი.+ 2 ხალასი ოქროთი მოავარაყა შიგნიდან და გარედან და ოქროს არშია შემოავლო.+ 3 ჩამოასხა 4 ოქროს რგოლი და დაამაგრა ოთხივე ფეხის ზემოთ, 2 რგოლი ერთ მხარეს დაამაგრა, 2 — მეორე მხარეს. 4 გააკეთა კეტები აკაციის ხისგან და ოქროთი მოავარაყა.+ 5 გაუყარა კეტები კიდობნის გვერდებზე მიმაგრებულ რგოლებში მის სატარებლად.+

6 გაუკეთა ხალასი ოქროს სახურავი,+ სიგრძით ორწყრთა-ნახევარი და სიგანით წყრთა-ნახევარი.+ 7 გამოჭედა 2 ოქროს ქერუბიმი+ და დაამაგრა სახურავის ორივე ბოლოზე:+ 8 ერთი ქერუბიმი — ერთ ბოლოზე, მეორე კი — მეორე ბოლოზე. ქერუბიმები სახურავის ორივე ბოლოზე დაამაგრა. 9 ქერუბიმებს ფრთები ზემოთ ჰქონდათ აწვდილი და ფრთებით სახურავს ფარავდნენ;+ სახეები ერთმანეთისკენ ჰქონდათ მიმართული და სახურავს დაჰყურებდნენ.+

10 მაგიდა აკაციის ხისგან გააკეთა,+ სიგრძით 2 წყრთა, სიგანით 1 წყრთა და სიმაღლით წყრთა-ნახევარი.+ 11 ის ხალასი ოქროთი მოავარაყა და ოქროს არშია შემოავლო. 12 შემდეგ შემოავლო ხელისგულის სიგანის* სარტყელი, სარტყელს კი — ოქროს არშია. 13 ჩამოასხა 4 ოქროს რგოლი და მიამაგრა მაგიდას ოთხივე კუთხეზე, ოთხივე ფეხთან. 14 კეტების გასაყრელი რგოლები მაგიდას სარტყელთან მიამაგრა სატარებლად. 15 მაგიდის სატარებელი კეტები აკაციის ხისგან გააკეთა და ოქროთი მოავარაყა. 16 ხალასი ოქროსგან დაამზადა მაგიდაზე დასალაგებელი ჭურჭელი: ლანგრები, თასები, ჯამები და დოქები, საიდანაც დასაღვრელი შესაწირავი იღვრებოდა.+

17 გააკეთა ხალასი ოქროს სალამპრე.+ სალამპრე გამოჭედა. მისი ძირი, ღერო, ჯამები, კვირტები და ყვავილები ერთიან ნაკეთობად გამოჭედა.+ 18 სალამპრის ღეროდან 6 რტო გამოდიოდა, 3 რტო — ერთი მხრიდან და 3 — მეორე მხრიდან. 19 ერთ რტოზე იყო ნუშის ყვავილის მსგავსი 3 ჯამი, კვირტები და ყვავილები მონაცვლეობით, მეორე რტოზეც ნუშის ყვავილის მსგავსი 3 ჯამი, კვირტები და ყვავილები მონაცვლეობით. ასე გამოდიოდა სალამპრის ღეროდან 6 რტო. 20 სალამპრის ღეროზე იყო ნუშის ყვავილის მსგავსი 4 ჯამი, კვირტები და ყვავილები მონაცვლეობით. 21 კვირტი იყო მოთავსებული ღეროდან გამოსული პირველი ორი რტოს ქვეშ, კვირტი იყო მომდევნო ორი რტოს ქვეშ და კვირტი იყო დანარჩენი ორი რტოს ქვეშაც, რადგან 6 რტო გამოდიოდა სალამპრის ღეროდან. 22 კვირტები, რტოები და მთლიანად სალამპრე ხალასი ოქროს ერთიან ნაკეთობად იყო გამოჭედილი. 23 გააკეთა ხალასი ოქროსგან 7 ლამპარი,+ მისი მაშები და საცეცხლურები. 24 სალამპრე და მთელი მისი მოწყობილობა 1 ტალანტი* ხალასი ოქროთი გააკეთა.

25 საკმევლის სამსხვერპლო+ აკაციის ხისგან გააკეთა; სამსხვერპლო ოთხკუთხედის ფორმისა იყო, სიგრძითაც და სიგანითაც 1 წყრთა, ხოლო სიმაღლით 2 წყრთა. სამსხვერპლოს რქები ჰქონდა; რქები კუთხეებიდან ამოდიოდა.+ 26 სამსხვერპლო — მისი ზედაპირი, გვერდები და რქები — ხალასი ოქროთი მოავარაყა; მას ზემოდან ოქროს არშია შემოავლო. 27 არშიის დაბლა, სამსხვერპლოს კეტების გასაყრელად და სატარებლად ორ მოპირდაპირე გვერდზე ორ-ორი ოქროს რგოლი გაუკეთა. 28 გააკეთა კეტები აკაციის ხისგან და ოქროთი მოავარაყა. 29 დაამზადა აგრეთვე წმინდა საცხები ზეთი+ და სუფთა სურნელოვანი საკმეველი,+ და კარგად შეაზავა ერთმანეთში.

38 გააკეთა ბეცალელმა დასაწვავი შესაწირავისთვის სამსხვერპლო აკაციის ხისგან. სამსხვერპლო ოთხკუთხედის ფორმისა იყო; სიგრძით 5 წყრთა* და სიგანითაც 5 წყრთა, ხოლო სიმაღლით 3 წყრთა.+ 2 სამსხვერპლოს ოთხივე კუთხეში რქები გაუკეთა. რქები კუთხეებიდან ამოდიოდა. სამსხვერპლო სპილენძით მოავარაყა.+ 3 გააკეთა სამსხვერპლოს მთელი მოწყობილობა: ქვაბები, ნიჩბები, ჯამები, ჩანგლები და საცეცხლურები; მთელი მისი მოწყობილობა სპილენძისგან გააკეთა. 4 სამსხვერპლოს აგრეთვე გაუკეთა სპილენძის ბადე სარტყლის ქვემოთ, შუაში. 5 ჩამოასხა 4 სპილენძის რგოლი კეტებისთვის და სპილენძის ბადესთან ახლოს ოთხივე კუთხეს მიამაგრა. 6 კეტები აკაციის ხისგან გააკეთა და სპილენძით მოავარაყა. 7 კეტები სამსხვერპლოს სატარებლად მის გვერდებზე მიმაგრებულ რგოლებში გაუყარა. სამსხვერპლო ფიცრებისგან ისე გააკეთა, რომ შიგნით სიცარიელე დატოვა.

8 აუზი და მისი სადგამი სპილენძისგან დაამზადა,+ რისთვისაც შეხვედრის კარვის შესასვლელთან მომსახურე ქალების სარკეები* გამოიყენა.

9 შემდეგ გააკეთა ეზო.+ სამხრეთით ეზოს 100 წყრთის სიგრძეზე ძვირფასი გრეხილი სელის ფარდები გაუკეთა.+ 10 ფარდებს სპილენძის 20 სვეტი და 20 საყრდენი ჰქონდა; სვეტების კაუჭები და შესაერთებლები ვერცხლისა იყო. 11 ფარდები ჩრდილოეთითაც 100 წყრთის სიგრძეზე იყო ჩამოკიდებული; ფარდებს სპილენძის 20 სვეტი და 20 საყრდენი ჰქონდა; სვეტების კაუჭები და შესაერთებლები ვერცხლისა იყო. 12 ფარდები ეზოს დასავლეთითაც ჰქონდა 50 წყრთის სიგანეზე; ფარდებს 10 სვეტი და 10 საყრდენი ჰქონდა. სვეტების კაუჭები და შესაერთებლები ვერცხლისა იყო. 13 ეზოს სიგანე აღმოსავლეთითაც, მზის ამოსავლის მხარეს, 50 წყრთა იყო. 14 ეზოს შესასვლელის ერთ მხარეს ფარდების სიგრძე 15 წყრთა იყო; ფარდებს 3 სვეტი და 3 საყრდენი ჰქონდა. 15 ფარდების სიგრძე ეზოს შესასვლელის მეორე მხარესაც 15 წყრთა იყო; ფარდებს ამ მხარესაც 3 სვეტი და 3 საყრდენი ჰქონდა. 16 ეზოს გარშემო ყველა ფარდა ძვირფასი გრეხილი სელისა იყო. 17 სვეტების საყრდენები სპილენძისა იყო, სვეტების კაუჭები და შესაერთებლები კი — ვერცხლისა. სვეტების თავებიც ვერცხლით იყო მოვარაყებული. ეზოს ყველა სვეტს ვერცხლის შესაერთებლები ჰქონდა.+

18 ეზოს შესასვლელის ფარდა ლურჯი ძაფით, იისფერი მატყლის ძაფით, ალისფერი ნართითა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფით იყო მოქსოვილი. მისი სიგრძე 20 წყრთა იყო, სიმაღლე კი ეზოს სხვა ფარდების მსგავსად — 5 წყრთა.+ 19 მისი 4 სვეტი და 4 საყრდენი სპილენძისა იყო. სვეტების კაუჭები და შესაერთებლები ვერცხლისა იყო. სვეტების თავები ვერცხლით იყო მოვარაყებული. 20 კარვისა და ეზოს ყველა პალო სპილენძისა იყო.+

21 მოსეს ბრძანებისამებრ ლევიანებმა+ აარონ მღვდლის ვაჟის, ითამარის,+ ხელმძღვანელობით აღრიცხეს ყველაფერი, რაც კარვის, მოწმობის კარვის,+ მშენებლობისთვის დაიხარჯა. 22 ბეცალელმა,+ ურის ვაჟმა, ხურის შვილიშვილმა, იუდას ტომიდან გააკეთა ყველაფერი, რაც იეჰოვამ მოსეს უბრძანა. 23 მისი დამხმარე იყო ოჰოლიაბი,+ ახისამაქის ვაჟი დანის ტომიდან. იგი ხელოსანი იყო, ქარგავდა და ქსოვდა კიდეც ლურჯი ძაფით, იისფერი მატყლის ძაფით, ალისფერი ნართითა და ძვირფასი სელის ძაფით.

24 შესაწირავად მიტანილმა მთელმა ოქრომ,+ რაც წმინდა ადგილის სამუშაოების შესასრულებლად დაიხარჯა, შეადგინა 29 ტალანტი* და 730 შეკელი* წმინდა ადგილის შეკელის* მიხედვით. 25 აღრიცხულთა მიერ შეწირული ვერცხლი იყო 100 ტალანტი და 1 775 შეკელი წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით. 26 თითოეულმა აღრიცხულმა მამაკაცმა, 20 წლიდან ზევით, რომელთა რიცხვიც 603 550-ს ითვლიდა,+ ნახევარი შეკელი გაიღო წმინდა ადგილის შეკელის მიხედვით.+

27 წმინდა ადგილის საყრდენებისა და ფარდის საყრდენების ჩამოსასხმელად 100 ტალანტი ვერცხლი დაიხარჯა, 100 საყრდენზე — 100 ტალანტი, თითო საყრდენზე — თითო ტალანტი.+ 28 1 775 შეკელი ვერცხლისგან ბეცალელმა სვეტების კაუჭები გააკეთა, სვეტების თავები მოავარაყა და სვეტები ერთმანეთთან შეაერთა.

29 შესაწირავად მიტანილი სპილენძი 70 ტალანტი და 2 400 შეკელი იყო. 30 მისგან გააკეთა შეხვედრის კარვის შესასვლელის საყრდენები, სამსხვერპლო და მისი ბადე, სამსხვერპლოს მთელი მოწყობილობა, 31 ეზოს ყველა საყრდენი, ეზოს შესასვლელის საყრდენები, კარვისა და ეზოს ყველა პალო.+

39 ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფისა და ალისფერი ნართისგან+ დაამზადეს სამოსელი კარავში მომსახურეთათვის. დაუმზადეს აარონს წმინდა სამოსელი,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.

2 მან* ეფოდი+ ოქროს, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან დაამზადა. 3 ოქროს ფირფიტებისგან თხელი ფურცლები გამოჭედეს. მან ისინი ძაფებად დაჭრა, რათა მისით მოექარგა ლურჯი ძაფით, იისფერი მატყლის ძაფით, ალისფერი ნართითა და ძვირფასი სელის ძაფით ნაქსოვი ეფოდი. 4 ეფოდის წინა და უკანა ნაწილი ერთმანეთთან სამხრეებით შეაერთეს. 5 ეფოდზე შემოსაკრავი სარტყელიც+ ოქროს, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან დამზადდა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.

6 ჩასვეს ონიქსის ქვები ოქროს ბუდეებში და ზედ ისრაელის ვაჟების სახელები ისე ამოტვიფრეს, როგორც ბეჭედი იტვიფრება.+ 7 მან ეს ქვები ეფოდის სამხრეებს მიამაგრა ისრაელის ვაჟების სამახსოვრო ქვებად,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები. 8 ეფოდის მსგავსად, სამკერდეც+ ოქროს, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის, ალისფერი ნართისა და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან დაამზადა. ეს იყო მქარგველის ნაქარგი.+ 9 სამკერდე, როცა გადაიკეცებოდა, ოთხკუთხედის ფორმისა გამოდიოდა. დაამზადეს სამკერდე, რომელიც, გადაკეცილი, სიგრძითაც და სიგანითაც მტკაველი იყო. 10 ჩასვეს მასში ქვები ოთხ რიგად. პირველ რიგში იყო ლალი, ტოპაზი და ზურმუხტი; 11 მეორე რიგში — ფირუზი, საფირონი და იასპი; 12 მესამე რიგში — ლეშემი*, აქატი და ამეთვისტო; 13 მეოთხე რიგში კი — ქრიზოლითი, ონიქსი და ჟადეიტი. ეს ქვები ოქროს ბუდეებში იყო ჩასმული. 14 ქვებზე ისრაელის 12-ვე ვაჟის სახელი ეწერა; სახელები ისე იყო ამოტვიფრული, როგორც ბეჭედი იტვიფრება. თითო სახელით წარმოდგენილი იყო თითო ტომი 12 ტომიდან.

15 სამკერდეს შემოავლო ხალასი ოქროს წნული, ბაწრის მსგავსი.+ 16 ორი ოქროს ბუდის გარდა ორი ოქროს რგოლიც გააკეთეს და სამკერდეს ზედა ორ ბოლოზე მიამაგრეს. 17 შემდეგ სამკერდის ზედა ბოლოებზე მიმაგრებულ ორ რგოლს ორი ოქროს წნული მიაბეს. 18 ორივე წნულის ბოლოები მიაბეს ეფოდის სამხრეებზე დამაგრებულ ორივე ბუდეს, წინა მხარეს. 19 გააკეთეს ორი ოქროს რგოლი და სამკერდეს უკან, ქვედა ორ ბოლოზე, ეფოდის მხარეს მიამაგრეს.+ 20 გააკეთეს კიდევ ორი ოქროს რგოლი და ეფოდს წინა მხრიდან მიამაგრეს, სამხრეების ჩამოსწვრივ, ნაქსოვი სარტყლის ზემოთ, რომელიც ეკვრის ეფოდს. 21 ბოლოს სამკერდის რგოლები ეფოდის რგოლებს ლურჯი თასმით მიაბეს, რათა სამკერდე მიმაგრებული ყოფილიყო ეფოდზე ნაქსოვი სარტყლის ზემოთ, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.

22 მან ეფოდის ქვეშ ჩასაცმელი უსახელო სამოსი მთლიანად ლურჯი ძაფისგან დაამზადა. ეს იყო მქსოველის ნაქსოვი;+ 23 შუაში თავზე ჩამოსაცმელად ჯავშანივით იყო ამოჭრილი; ამოჭრილს არშია ჰქონდა შემოვლებული, რომ არ დახეულიყო. 24 სამოსს ბოლოში ერთმანეთში ჩაგრეხილი ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფის და ალისფერი ნართისგან დამზადებული ბროწეულები შემოავლეს. 25 დაამზადეს ხალასი ოქროს ზანზალაკები და სამოსს ბოლოში შემოავლეს, ბროწეულებს შორის. 26 უსახელო სამოსს, რომელიც მსახურებისთვის გამოიყენებოდა, ზანზალაკები და ბროწეულები ერთმანეთის მონაცვლეობით ბოლოში გაუკეთეს, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.

27 აარონისა და მისი ვაჟებისთვის დაამზადეს ძვირფასი სელის ძაფისგან გრძელი სამოსელი, მქსოველის ნაქსოვი,+ 28 თავსაბურავი,+ ნაქარგი თავსაბურავები,+ ძვირფასი გრეხილი სელის ძაფისგან — ქვედა საცვლები+ 29 და ძვირფასი გრეხილი სელის ძაფის, ლურჯი ძაფის, იისფერი მატყლის ძაფისა და ალისფერი ნართისგან — სარტყელი, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.

30 ბოლოს გააკეთეს ხალასი ოქროს მბზინვარე ფირფიტა, მიძღვნის წმინდა ნიშანი, და როგორც ბეჭედი იტვიფრება ქვაზე, ისე ამოტვიფრეს მასზე: „წმინდაა იეჰოვა!“+ 31 მიაბეს ფირფიტას ლურჯი თასმა თავსაბურავზე დასამაგრებლად, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.

32 დასრულდა შეხვედრის კარვის ყველა სამუშაო. ისრაელებმა ყველაფერი ისე გააკეთეს, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები;+ ზუსტად ისე გააკეთეს.

33 მიუტანეს მოსეს კარვის+ მთელი მოწყობილობა: ქსოვილები,+ სამაგრები,+ ჩარჩოები,+ ძელები,+ სვეტები, საყრდენები,+ 34 ვერძის წითლად შეღებილი ტყავის გადასაფარებელი,+ სელაპის ტყავის გადასაფარებელი, გამყოფი ფარდა,+ 35 მოწმობის კიდობანი, მისი კეტები+ და სახურავი,+ 36 მაგიდა, მთელი მისი მოწყობილობა+ და წარსადგენი პური, 37 ხალასი ოქროს სალამპრე+ ჩამწკრივებული ლამპრებით, მთელი მისი მოწყობილობა+ და ზეთი გასანათებლად,+ 38 ოქროს სამსხვერპლო,+ საცხები ზეთი,+ სურნელოვანი საკმეველი,+ კარვის შესასვლელის ფარდა,+ 39 სპილენძის სამსხვერპლო+ და მისი სპილენძის ბადე, მისი კეტები+ და მთელი მისი მოწყობილობა,+ აუზი და მისი სადგამი,+ 40 ეზოს ფარდები, მისი სვეტები და საყრდენები,+ ფარდა+ ეზოს შესასვლელისთვის, ბაწრები და პალოები,+ ყველაფერი, რაც შეხვედრის კარავში მსახურებისთვის იყო საჭირო, 41 ნაქსოვი სამოსელი კარავში მომსახურეთათვის, აარონ მღვდლის წმინდა სამოსელი+ და მისი ვაჟების სამღვდელო სამოსელი.

42 ისრაელებმა ყველა საქმე ისე შეასრულეს, როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.+ 43 შეამოწმა მოსემ მათი ნამუშევარი და ნახა, რომ ყველაფერი იეჰოვას ბრძანებისამებრ გაეკეთებინათ. დალოცა ისინი მოსემ.

40 იეჰოვამ მოსეს უთხრა: 2 „პირველი თვის პირველ დღეს გაშალე შეხვედრის კარავი.+ 3 მოათავსე შიგნით მოწმობის კიდობანი+ და ჩამოაფარე გამყოფი ფარდა.+ 4 შემდეგ შეიტანე მაგიდა+ და ზედ დაალაგე ის, რაც მასზე უნდა ელაგოს. შეიტანე სალამპრე+ და აანთე მისი ლამპრები.+ 5 დადგი ოქროს საკმევლის სამსხვერპლო+ მოწმობის კიდობნის მოპირდაპირედ და კარვის შესასვლელში ფარდა ჩამოკიდე.+

6 შეხვედრის კარვის შესასვლელის წინ დადგი დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო.+ 7 შეხვედრის კარავსა და სამსხვერპლოს შორის დადგი აუზი და შიგ წყალი ჩაასხი.+ 8 შემოღობე ეზო+ და ეზოს შესასვლელში ფარდა ჩამოკიდე.+ 9 აიღე საცხები ზეთი+ და სცხე კარავს და ყველაფერს, რაც მასშია.+ განწმინდე ის და მთელი მისი მოწყობილობა, რათა წმინდა იყოს. 10 სცხე ზეთი დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლოსაც და მთელ მის მოწყობილობასაც. განწმინდე სამსხვერპლო, რათა წმინდა იყოს.+ 11 სცხე ზეთი აუზსაც და მის სადგამსაც, და განწმინდე ის.

12 მიიყვანე აარონი და მისი ვაჟები შეხვედრის კარვის შესასვლელთან და დაიბანონ.+ 13 შემოსე აარონი წმინდა სამოსლით.+ ზეთი სცხე მას+ და განწმინდე, რათა მღვდლად მემსახუროს. 14 შემდეგ მიიყვანე მისი ვაჟები და შემოსე ისინი გრძელი სამოსლით.+ 15 ზეთი მათაც სცხე, როგორც მათ მამას,+ რათა მღვდლებად მემსახურონ. მათთვის ზეთის ცხება იმის ნიშანი იქნება, რომ ისინი და მათი შთამომავლები მღვდლებად იმსახურებენ თაობიდან თაობაში“.+

16 მოსემ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც იეჰოვამ უბრძანა,+ ზუსტად ისე გააკეთა.

17 მეორე წლის პირველი თვის პირველ დღეს გაშალეს კარავი.+ 18 კარვის გაშლას რომ შეუდგა, დააწყო მოსემ მისი საყრდენები+ და შიგ ჩარჩოები ჩადგა;+ რგოლებში ძელები+ გაუყარა და სვეტები აღმართა. 19 გადააფარა კარავს+ გადასაფარებლები,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.

20 აიღო მოწმობის ფილები,+ ჩადო კიდობანში,+ გაუყარა კიდობანს კეტები+ და სახურავი დააფარა.+ 21 იეჰოვას ბრძანებისამებრ შეიტანა კიდობანი კარავში, ჩამოკიდა გამყოფი ფარდა+ ისე, რომ კიდობანი აღარ გამოჩენილიყო.+

22 დადგა მაგიდა+ შეხვედრის კარავში, კარვის ჩრდილოეთ ნაწილში, ფარდის აქეთ, 23 და ზედ პური+ დააწყო იეჰოვას წინაშე, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.

24 დადგა სალამპრე+ შეხვედრის კარავში მაგიდის წინ, კარვის სამხრეთ ნაწილში. 25 შემდეგ აანთო ლამპრები+ იეჰოვას წინაშე, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.

26 დადგა ოქროს სამსხვერპლო+ შეხვედრის კარავში ფარდის აქეთ 27 სურნელოვანი საკმევლის+ საკმევად,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.

28 ბოლოს კარვის შესასვლელში ფარდა+ ჩამოკიდა.

29 დადგა დასაწვავი შესაწირავის სამსხვერპლო+ შეხვედრის კარვის შესასვლელის წინ, რათა მასზე დასაწვავი მსხვერპლი+ და მარცვლეული შესაწირავი შეეწირა, როგორც იეჰოვას ჰქონდა მისთვის ნაბრძანები.

30 დადგა აუზი შეხვედრის კარავსა და სამსხვერპლოს შორის და შიგ წყალი ჩაასხა დასაბანად.+ 31 დაიბანეს ხელ-ფეხი მოსემ, აარონმა და მისმა ვაჟებმა. 32 ვიდრე შეხვედრის კარავში შევიდოდნენ ან სამსხვერპლოსთან მივიდოდნენ, ხელ-ფეხს იბანდნენ,+ როგორც იეჰოვას ჰქონდა მოსესთვის ნაბრძანები.

33 ბოლოს კარვისა და სამსხვერპლოს ირგვლივ ეზო მოაწყო+ და შემოღობა; ეზოს შესასვლელში ფარდა ჩამოკიდა.+

ასე დაასრულა მოსემ დავალებული საქმე. 34 ღრუბელი ჩამოწვა შეხვედრის კარავზე და კარავი იეჰოვას სიდიადით აივსო.+ 35 ვეღარ შევიდა მოსე შეხვედრის კარავში, რადგან ღრუბელი იყო დავანებული კარავზე და ის იეჰოვას სიდიადეს აევსო.+

36 როცა ღრუბელი აიწეოდა კარვიდან, ისრაელები შლიდნენ ბანაკს და ერთი ადგილიდან მეორეზე გადადიოდნენ.+ 37 ისინი არ შლიდნენ ბანაკს მანამ, სანამ ღრუბელი არ აიწეოდა.+ 38 დღისით კარვის თავზე იეჰოვას ღრუბელი იყო, ღამით კი — ცეცხლი, რასაც მთელი ისრაელი ხედავდა. ასე გადადიოდნენ ერთი ადგილიდან მეორეზე.+

ნიშნავს „ამოყვანილს“. იგულისხმება წყლიდან ამოყვანა, გადარჩენა.

იგივე ითრო.

ნიშნავს „ხიზანს“.

სხვაგვარად — „მე ვიქცევი იმად, რადაც ვიქცევი“. იხ. დანართი ა4.

სიტყვასიტყვით — „ბაგემძიმე და ენამძიმე ვარ“.

სხვაგვარად — „ღვთის წარმომადგენელი“.

სხვაგვარად — „დავუშვებ, რომ გული გაუჯიუტდეს“.

იგულისხმება ანგელოზი, იეჰოვას წარმომადგენელი.

სავარაუდოდ, იგულისხმება მოსეს ვაჟი.

სავარაუდოდ, იგულისხმება ანგელოზი.

სავარაუდოდ, იგულისხმება ის, რომ მათ ბოლომდე არ ესმოდათ ღვთის სახელის მნიშვნელობა.

სიტყვასიტყვით — „ბაგედაუცვეთელი ვარ“.

სხვაგვარად — „დავუშვებ, რომ გული გაუჯიუტდეს“.

სხვაგვარად — „დაუშვა იეჰოვამ, რომ გული გაჯიუტებოდა ფარაონს“.

შესაძლოა იგულისხმებოდეს მეხი.

მდარე ხარისხის ხორბალი.

სხვაგვარად — „მე დავუშვი, რომ გული გაჯიუტებოდათ მასაც და მის მსახურებსაც“.

სავარაუდოდ, იგულისხმება მოსე.

სხვაგვარად — „დაუშვა იეჰოვამ, რომ გული გაჯიუტებოდა ფარაონს“.

სხვაგვარად — „დაუშვა იეჰოვამ, რომ გული გაჯიუტებოდა ფარაონს“.

სიტყვასიტყვით — „ორ საღამოს შორის“.

ნიშნავს „გვერდის ავლას“. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

ცხვარი ან თხა.

იგულისხმებიან არაებრაელები, მათ შორის ეგვიპტელები.

სხვაგვარად — „დავუშვებ, რომ გული გაუჯიუტდეს“.

დაახლ. ღამის 2 სთ-დან დილის 6 სთ-მდე.

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „მშობიარობის ტკივილები შეიპყრობთ“.

ნიშნავს „სიმწარეს“.

სიტყვასიტყვით — „ორ საღამოს შორის“.

იმდენი, რამდენიც 2,2-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.

შესაძლოა ნაწარმოები იყოს ებრაული გამოთქმიდან, რომლის მნიშვნელობაცაა: „ეს რა არის?“

იმდენი, რამდენიც 22-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.

ნიშნავს „გამოცდას“, „შემოწმებას“.

ნიშნავს „დავას“.

ნიშნავს: „იეჰოვაა ჩემი ნიშანსვეტი“.

ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

ნიშნავს „შეხიზნულს“.

ნიშნავს: „ჩემი ღმერთია შემწე“.

სიტყვასიტყვით — „დაიწყო მან ხალხის განწმენდა“.

სავარაუდოდ, იგულისხმებიან ოჯახის თავკაცები.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ფუჭად“, „უღირსად“.

სხვაგვარად — „დაიწყო დასვენება“. დედანში გამოყენებული ზმნა გამოხატავს განგრძობით მოქმედებას.

ან შესაძლოა: „სამუშაო იარაღს“.

შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.

იგულისხმება ზეთისა და ყურძნის საწური.

აგრეთვე ეწოდება კვირების დღესასწაული (ორმოცდამეათე დღის დღესასწაული).

აგრეთვე ეწოდება კარვობის დღესასწაული.

სიტყვასიტყვით — „მასშია ჩემი სახელი“.

ან შესაძლოა: „შიშის ზარს დავცემ“.

იგულისხმება ევფრატი.

წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.

ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.

წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.

წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.

სიტყვასიტყვით — „ვინც გულით ბრძენია“.

უცნობი ძვირფასი ქვა. შესაძლოა ეს იყოს ქარვა, ჰიაცინტი, ოპალი ან ტურმალინი.

იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“.

სიტყვასიტყვით — „დამამშვიდებელი“.

სიტყვასიტყვით — „უცხომ“; იგულისხმება ის, ვინც აარონის შტოს არ ეკუთვნის.

სიტყვასიტყვით — „ორ საღამოს შორის“.

იმდენი, რამდენიც 2,2-ლიტრიან ჭურჭელში ჩაეტეოდა. იხ. დანართი ბ14.

ჰინი უდრიდა 3,67 ლ-ს. იხ. დანართი ბ14.

წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.

სიტყვასიტყვით — „ორ საღამოს შორის“.

ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.

სხვაგვარად — „წმინდა შეკელის“. შესაძლოა იგულისხმებოდეს წონის ნიმუში, რომელიც კარავში ინახებოდა, ან ის, რომ წონა უნდა ყოფილიყო ზუსტი.

გერა უდრიდა 0,57 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.

ჰინი უდრიდა 3,67 ლ-ს. იხ. დანართი ბ14.

სხვაგვარად — „ისე დაამზადე, როგორც მენელსაცხებლე ამზადებს“.

სიტყვასიტყვით — „ვინც გულით ბრძენია“.

სიტყვასიტყვით — „სიკარგეს“.

იგულისხმება იმის გამჟღავნება, თუ როგორი ღმერთია ის.

სხვაგვარად — „ადვილად არ რისხდება“.

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „რადგან იეჰოვას სახელია...“.

სხვაგვარად — „რადგან იეჰოვა იმითაა ცნობილი, რომ არ იწყნარებს ორგულობას“.

სიტყვასიტყვით — „გარყვნილებას ჩაიდენენ თავიანთ ღმერთებთან“.

აგრეთვე ეწოდება კარვობის დღესასწაული. იხ. „კარვობის დღესასწაული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „ვინც გულით ბრძენია“.

სიტყვასიტყვით — „ყველა გულბრძენთან ერთად“.

სავარაუდოდ, იგულისხმება ბეცალელი.

წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.

წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.

დაახლ. 7,5 სმ. იხ. დანართი ბ14.

ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.

წყრთა უდრიდა 44,5 სმ-ს. იხ. დანართი ბ14.

იგულისხმება კარგად გაპრიალებული სპილენძის სარკეები.

ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.

შეკელი უდრიდა 11,4 გრ-ს. იხ. დანართი ბ14.

სხვაგვარად — „წმინდა შეკელის“. შესაძლოა იგულისხმებოდეს წონის ნიმუში, რომელიც კარავში ინახებოდა, ან ის, რომ წონა უნდა ყოფილიყო ზუსტი.

სავარაუდოდ, იგულისხმება ბეცალელი.

უცნობი ძვირფასი ქვა. შესაძლოა ეს იყოს ქარვა, ჰიაცინტი, ოპალი ან ტურმალინი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება