საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • nwt ტიტე 1:1-3:15
  • ტიტე

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ტიტე
  • ბიბლია
ბიბლია
ტიტე

ᲢᲘᲢᲔᲡ ᲛᲘᲛᲐᲠᲗ

1 პავლე — ღვთის მონა და იესო ქრისტეს მოციქული ღვთის რჩეულებისთვის ჩვეული რწმენითა და იმ ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნით, ღვთისადმი ერთგულებას რომ შეჰფერის, 2 დაფუძნებულს დიდი ხნის წინათ დაპირებული მარადიული სიცოცხლის+ იმედზე ღვთისგან, რომელმაც შეუძლებელია, იცრუოს;+ 3 მან თავის დროზე თავისი სიტყვა გააცხადა ქადაგებით, რომელიც მე მომენდო+ ჩვენი მხსნელის, ღვთის, ბრძანებით 4 — ვწერ ტიტეს, ჩემს თანამორწმუნეს, რომელიც შვილივითაა ჩემთვის:

წყალობა და მშვიდობა არ მოგკლებოდეს ღვთისგან, მამისგან, და ჩვენი მხსნელისგან, ქრისტე იესოსგან!

5 კრეტაზე იმიტომ დაგტოვე, რომ გამოასწორო ის, რაც გამოსასწორებელია, და ყოველ ქალაქში დანიშნო უხუცესები ჩემი მითითებისამებრ: 6 უხუცესი უნდა იყოს* ბრალდაუდებელი, ჰყავდეს მხოლოდ ერთი ცოლი, აგრეთვე მორწმუნე შვილები, რომლებიც არც ურჩები არიან და არც თავაშვებულობაში ედებათ ბრალი.+ 7 რაკი ზედამხედველი, როგორც ღვთის მიერ დაყენებული მმართველი, ბრალდაუდებელი უნდა იყოს, ის არ უნდა იყოს თავნება,+ ფიცხი,+ ლოთი, მოჩხუბარი*, ანგარებიანი და ფულს დახარბებული. 8 პირიქით, ის უნდა იყოს სტუმართმოყვარე,+ კარგის მოყვარული, საღად მოაზროვნე,+ მართალი, ერთგული+ და თავშეკავებული;+ 9 სწავლებისას სარწმუნო სიტყვას უნდა ეყრდნობოდეს,+ რათა შეეძლოს ჯანსაღი მსჯელობა სხვების გასამხნევებლად+ და მოწინააღმდეგეთა შესაგონებლად.+

10 ბევრია ურჩი, ყბედი და ცბიერი, რომელთაგან უმრავლესობა წინადაცვეთის დამცველები არიან.+ 11 ასეთები უნდა დაადუმოთ, რადგან ანგარების გამო იმას ასწავლიან, რასაც არ უნდა ასწავლიდნენ და, ამგვარად ოჯახებს რწმენას უნგრევენ. 12 თავად მათ წინასწარმეტყველს უთქვამს: „კრეტელები პირწავარდნილი მატყუარები, მძვინვარე მხეცები და უქნარა ღორმუცელები არიან“.

13 ეს მოწმობა ჭეშმარიტია. ამიტომ კვლავაც მკაცრად შეაგონე ისინი, რათა მტკიცე რწმენა ჰქონდეთ 14 და ყურადღება არ მიაქციონ იუდეველთა ზღაპრებსა და იმ ადამიანთა მოგონილ წესებს, რომლებიც ჭეშმარიტებას ზურგს აქცევენ. 15 სუფთა კაცისთვის ყველაფერი სუფთაა,+ წაბილწულებისა და ურწმუნოებისთვის კი არაფერია სუფთა, რადგან მათ გონებაც წაბილწული აქვთ და სინდისიც — შებღალული.+ 16 მათ თავი მოაქვთ, რომ იცნობენ ღმერთს, მაგრამ საქმეებით უარყოფენ მას,+ რადგან საძაგლები და ურჩები არიან და არცერთი კარგი საქმისთვის არ გამოდგებიან.

2 შენ კი კვლავაც ის ასწავლე, რაც ჯანსაღ მოძღვრებას შეეფერება.+ 2 უფროსი ასაკის მამაკაცები უნდა იყვნენ ზომიერები, სერიოზულები, საღად მოაზროვნეები, მტკიცე რწმენის მქონენი, მოყვარულნი და მომთმენნი. 3 უფროსი ასაკის ქალებიც ღირსეულნი უნდა იყვნენ, არ უნდა იყვნენ ცილისმწამებლები და ღვინოს მიძალებულები, არამედ კარგის მასწავლებლები, 4 რათა დაარიგონ ახალგაზრდა ქალები, რომ უყვარდეთ ქმრები, უყვარდეთ შვილები, 5 იყვნენ საღად მოაზროვნეები, ზნეობრივად წმინდები, მეოჯახენი, სიკეთის მქნელნი და ქმრების მორჩილები,+ რათა არავინ დაგმოს ღვთის სიტყვა.

6 ახალგაზრდა მამაკაცებს შეაგონე, რომ საღად მოაზროვნენი იყვნენ;+ 7 თავად იყავი სანიმუშო ყოველ კარგ საქმეში. ასწავლე სწორად* მთელი სერიოზულობით,+ 8 კარგად შერჩეული სიტყვებით,+ რათა ვერავინ ვერ დაგძრახოს და მოწინააღმდეგეები შერცხვნენ, ცუდს რომ ვერაფერს იტყვიან ჩვენზე.+ 9 მონები ყველაფერში თავიანთ ბატონებს დაემორჩილონ+ და ასიამოვნონ მათ, სიტყვა არ შეუბრუნონ, 10 არაფერი მოჰპარონ,+ არამედ იყვნენ სრულიად სანდონი, რათა ყოველმხრივ მიმზიდველად წარმოაჩინონ ჩვენი მხსნელი ღვთის მოძღვრება.+

11 გაცხადდა ღვთის წყალობა, რომელსაც ხსნა მოაქვს ყველანაირი ადამიანისთვის,+ 12 და რომელიც გვასწავლის, უარვყოთ უღვთოება და ქვეყნიური სურვილები,+ და ახლანდელ ქვეყნიერებაში* საღი აზრით, სიმართლითა და ღვთისადმი ერთგულებით ვიცხოვროთ,+ 13 ვიდრე ველით მშვენიერი იმედის+ გამართლებას და დიადი ღვთისა და ქრისტე იესოს, ჩვენი მხსნელის, დიდებულ გამოცხადებას. 14 მან თავი გასწირა ჩვენთვის,+ რათა გავეთავისუფლებინეთ+ ყოველგვარი უკანონობისგან და განეწმინდა ხალხი, თავისი გამორჩეული საკუთრება, კარგის საკეთებლად მოწადინებული.+

15 კვლავაც ასწავლე ეს, შეაგონე და დაარიგე, რადგან ამის სრული უფლებამოსილება გაქვს;+ არავინ დაგიწყოს ზემოდან ყურება.

3 კვლავაც შეახსენე ძმებს, მოუსმინონ და დაემორჩილონ მთავრობებსა და ხელისუფლებებს,+ მზად იყვნენ ნებისმიერი კარგი საქმისთვის, 2 არავინ შეურაცხყონ, არ იყვნენ მოჩხუბარნი, არამედ კეთილგონიერება გამოიჩინონ+ და ყველას რბილად მიუდგნენ.+ 3 ოდესღაც ჩვენც ვიყავით უგუნურნი, ურჩნი, შეცდომაში შეყვანილნი, მრავალგვარი გულისთქმისა და განცხრომის მონები, ბოროტები, შურიანები, საზიზღრები და ერთმანეთის მოძულენი.

4 მაგრამ ჩვენმა მხსნელმა ღმერთმა+ სიკეთე და კაცთმოყვარეობა გამოიჩინა, 5 ოღონდ არა ჩვენი სიმართლის,+ არამედ თავისი გულმოწყალების გამო,+ და გვიხსნა — განბანით გაგვაცოცხლა+ და წმინდა სულის მეშვეობით ახალ კაცად გვაქცია.+ 6 ეს სული მან უხვად მოგვფინა იესო ქრისტეს, ჩვენი მხსნელის მეშვეობით,+ 7 რათა, მას შემდეგ, რაც მის მიერ ბოძებული წყალობით ჩავითვლებოდით მართლად,+ იმის იმედი გვქონოდა, რომ მარადიულ სიცოცხლეს მივიღებდით+ მემკვიდრეობად.+

8 რაც გითხარი, სარწმუნოა, და მინდა, მუდამ უმახვილებდე მათ ამაზე ყურადღებას, რათა ისინი, ვინც ღმერთი იწამეს, ყოველთვის კარგი საქმეების კეთებაზე ფიქრობდნენ. ყოველივე ეს კარგი და სასარგებლოა ადამიანისთვის.

9 მოერიდე სულელურ მსჯელობას, გვარტომობის ქექვას, დავას და კანონის თაობაზე პაექრობას, რადგან ყოველივე ეს უსარგებლო და ამაოა.+ 10 სექტანტური+ იდეების გამავრცელებელი ჯერ ერთხელ გააფრთხილე, მერე მეორედ,+ და თუ არ მოგისმენს, საერთო აღარაფერი იქონიო მასთან,+ 11 რადგან ასეთი კაცი გზას ასცდა, სცოდავს და საკუთარ თავს თვითონვე სდებს მსჯავრს.

12 როცა არტემასს ან ტიქიკეს+ გამოგიგზავნი, ყველანაირად ეცადე, ჩამოხვიდე ჩემთან ნიკოპოლისში, რადგან გადავწყვიტე იქ გამოვიზამთრო. 13 კანონის მცოდნე ზენასი და აპოლოსი ყველაფრით მოამარაგე, რაც სამგზავროდ დასჭირდებათ, რომ არაფერი მოაკლდეთ.+ 14 ჩვენებმაც უნდა ისწავლონ, როგორ იქციონ ჩვევად კარგი საქმეების კეთება, რათა საჭიროების შემთხვევაში შეძლონ სხვების დახმარება და ამგვარად კარგი ნაყოფის გამოღება.+

15 ყველა ჩემთან მყოფი მოკითხვას გითვლის. მომიკითხე მორწმუნენი, ჩვენი მოყვარულნი.

წყალობა არ მოგკლებოდეთ არცერთ თქვენგანს!

სიტყვასიტყვით — „თუ არის ვინმე“.

დედანში გამოყენებული ბერძნული სიტყვა აღნიშნავს როგორც ფიზიკურ, ისე სიტყვიერ შეურაცხყოფას.

ან შესაძლოა: „ასწავლე სიწრფელით“.

ბერძნ. „ეონ“. იხ. „ქვეყნიერება“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება