საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • nwt გამოცხადება 1:1-22:21
  • გამოცხადება

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • გამოცხადება
  • ბიბლია
ბიბლია
გამოცხადება

ᲘᲝᲐᲜᲔᲡ ᲒᲐᲛᲝᲪᲮᲐᲓᲔᲑᲐ

1 იესო ქრისტეს გამოცხადება, რომელიც მან ღვთისგან მიიღო,+ რათა თავისი მონებისთვის გაემჟღავნებინა ის,+ რაც მალე უნდა მოხდეს. მან თავისი ანგელოზი გაგზავნა და მისი მეშვეობით ნიშნებით აჩვენა ეს თავის მონა იოანეს,+ 2 რომელმაც დაამოწმა ღვთის სიტყვის, იესო ქრისტეს მოწმობისა და იმის შესახებ, რაც ნახა. 3 ბედნიერია ის, ვინც ხმამაღლა კითხულობს ამ წინასწარმეტყველების სიტყვებს+ და ისინიც, ვინც ისმენენ და იცავენ ამ სიტყვებს, რადგან დანიშნული დრო მოახლოებულია.

4 იოანეს მიმართვა აზიის შვიდ კრებას:+

არ მოგკლებოდეთ მისი წყალობა და მშვიდობა, „ვინც არის, იყო და მოდის“,+ და იმ შვიდი სულის წყალობა+ და მშვიდობა, რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან, 5 და იესო ქრისტეს — „ერთგული მოწმის“,+ „მკვდართაგან პირმშოსა“+ და „დედამიწის მეფეთა მთავრის“+ — წყალობა და მშვიდობა!

დიდება და ძლევამოსილება მარადიულად მას, ვისაც ვუყვარვართ+ და ვინც საკუთარი სისხლით გამოგვისყიდა ჩვენი ცოდვებისგან,+ 6 და თავისი ღვთისა და მამის სამეფოდ+ და მღვდლებად+ გვაქცია. ამინ!

7 ღრუბლებით მოდის ის+ და ყოველი თვალი დაინახავს მას, ისინიც კი, ვინც ის განგმირა; დედამიწის ყველა ტომი მის გამო მწუხარებისგან მკერდში მჯიღის ცემას მოჰყვება.+ ამინ!

8 „მე ვარ ალფა და ომეგა*,+ — ამბობს იეჰოვა* ღმერთი, — ვინც არის, იყო და მოდის, ყოვლისშემძლე“.+

9 მე, თქვენი ძმა იოანე, იესოს მიმდევრობისთვის+ თქვენთან ერთად გასაჭირში მყოფი,+ თქვენთან ერთად სამეფოს+ მოზიარე და ყოველივეს მომთმენი,+ კუნძულ პატმოსზე აღმოვჩნდი ღვთისა და იესოს შესახებ ქადაგების გამო. 10 შთაგონებით უფლის დღეში აღმოვჩნდი და უკნიდან შემომესმა საყვირის ხმის მსგავსი ძლიერი ხმა, 11 რომელიც ამბობდა: „რასაც ხედავ, დაწერე გრაგნილზე და გაუგზავნე შვიდ კრებას ეფესოში,+ სმირნაში,+ პერგამონში,+ თიატირაში,+ სარდისში,+ ფილადელფიასა+ და ლაოდიკეაში“.+

12 მივბრუნდი, რომ დამენახა, ვინ მელაპარაკებოდა და დავინახე შვიდი ოქროს სალამპრე+ 13 და სალამპრეებს შორის ვიღაცა, კაცის ძის მსგავსი,+ რომელსაც გრძელი სამოსელი ემოსა და მკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა. 14 თავი და თმა მატყლივითა და თოვლივით თეთრი ჰქონდა, თვალები ცეცხლის ალს მიუგავდა,+ 15 ფეხები — ღუმელში გავარვარებულ სუფთა სპილენძს,+ ხმა კი — წყალთა ხმაურს; 16 მარჯვენა ხელში შვიდი ვარსკვლავი ეჭირა;+ მისი პირიდან ბასრი, დიდი ორლესული მახვილი+ გამოდიოდა და სახე მოკაშკაშე მზეს მიუგავდა.+ 17 როცა დავინახე, მის ფეხებთან მკვდარივით დავეცი.

მან მარჯვენა ხელი დამადო და მითხრა: „ნუ გეშინია. მე ვარ პირველი+ და უკანასკნელი.+ 18 ცოცხალი ვარ!+ მკვდარი ვიყავი,+ მაგრამ ახლა ცოცხალი ვარ და მარადიულად ვიცოცხლებ;+ ჩემს ხელთაა სიკვდილისა და სამარის* გასაღებები.+ 19 ამიტომ დაწერე ის, რაც ნახე, რაც ახლა ხდება და რაც ამის შემდეგ მოხდება. 20 აი წმინდა საიდუმლო შვიდი ვარსკვლავის შესახებ, ჩემს მარჯვენა ხელში რომ იხილე, და შვიდი ოქროს სალამპრის შესახებ: შვიდი ვარსკვლავი შვიდი კრების ანგელოზებს განასახიერებს, შვიდი სალამპრე კი — შვიდ კრებას“.+

2 «ეფესოს+ კრების ანგელოზს+ მისწერე, აი, რას ამბობს-თქო ის, ვისაც შვიდი ვარსკვლავი უჭირავს მარჯვენა ხელში და ვინც შვიდ ოქროს სალამპრეს+ შორის მიმოდის: 2 „ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა, მოთმინება და ის, რომ ბოროტთა საქციელს არ იწყნარებ; ვიცი, რომ გამოსცადე ისინი, ვინც მოციქულობას იჩემებენ,+ და დაინახე, რომ მატყუარები არიან. 3 შენ მოთმინებას იჩენ; რა არ აიტანე ჩემი სახელის გულისთვის,+ მაგრამ არ დაქანცულხარ.+ 4 თუმცა უკმაყოფილო ვარ იმით, რომ აღარ გაქვს თავდაპირველი სიყვარული.

5 ამიტომ გაიხსენე, რა დაკარგე, მოინანიე+ და აკეთე შენი პირვანდელი საქმეები. თუ არ მოინანიებ,+ მოვალ და მოვაცილებ შენს სალამპრეს+ თავისი ადგილიდან. 6 თუმცა კარგიც გაქვს, გძულს ნიკოლაელთა სექტის+ საქმეები, რაც მეც მძულს. 7 ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს:+ მძლეველს+ ნებას მივცემ, ჭამოს სიცოცხლის ხიდან,+ რომელიც ღვთის სამოთხეშია“.

8 სმირნის კრების ანგელოზს მისწერე, აი, რას ამბობს-თქო „პირველი და უკანასკნელი“,+ რომელიც მოკვდა, მაგრამ გაცოცხლდა:+ 9 „ვიცი შენი გასაჭირისა და სიღარიბის შესახებ, თუმცა მდიდარი ხარ.+ მათი მკრეხელობის შესახებაც ვიცი, ვინც იუდეველობას იჩემებენ, მაგრამ სინამდვილეში სატანის სინაგოგიდან არიან.+ 10 ნუ შეგაშინებს ის სატანჯველი, რისი ატანაც მოგიწევს.+ ეშმაკი ზოგიერთ თქვენგანს საპყრობილეში ჩააგდებს, რათა ბოლომდე გამოიცადოთ; თქვენი გასაჭირი ათი დღე გასტანს. სიკვდილამდე მიერთგულე და სიცოცხლის გვირგვინს გიბოძებ.+ 11 ვისაც ყური აქვს, მოისმინოს,+ რას ეუბნება სული კრებებს: მძლეველს+ ვერაფერს ავნებს მეორე სიკვდილი“.+

12 პერგამონის კრების ანგელოზს მისწერე, აი, რას ამბობს-თქო ის, ვისაც ბასრი, დიდი ორლესული მახვილი აქვს:+ 13 „ვიცი, სადაც ცხოვრობ, იქ, სადაც სატანის ტახტია, და მაინც ეჭიდები ჩემს სახელს;+ შენ არ უარყავი ჩემდამი რწმენა+ იმ დროსაც კი, როცა ჩემი ერთგული მოწმე+ ანტიპა თქვენს ქალაქში მოკლეს,+ სადაც სატანა მკვიდრობს.

14 მაგრამ უკმაყოფილო ვარ იმით, რომ თქვენგან ზოგიერთი ბალაამის მოძღვრებას+ იზიარებს, რომელიც ბალაკს+ მოუწოდებდა, ისრაელებისთვის დაბრკოლების ლოდი დაედო — ეჭამათ კერპთშენაწირი და გარყვნილება*+ ჩაედინათ. 15 თქვენთან ისეთებიც არიან, ნიკოლაელთა სექტის+ სწავლებებს რომ იზიარებენ. 16 მაშ, მოინანიეთ, თორემ მალე მოვალ და შევებრძოლები მათ ჩემი პირიდან გამოსული დიდი მახვილით!+

17 ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს:+ მძლეველს+ მივცემ დაფარულ მანანას+ და პატარა თეთრ ქვას, რომელზეც ახალი სახელი ეწერება; ეს სახელი მხოლოდ მას ეცოდინება, ვინც მას მიიღებს“.

18 თიატირის+ კრების ანგელოზს მისწერე, აი, რას ამბობს-თქო ღვთის ძე, რომელსაც თვალები ცეცხლის ალს+ მიუგავს, ფეხები კი — სუფთა სპილენძს:+ 19 „ვიცი შენი საქმეები, შენი სიყვარული, რწმენა, მსახურება, მოთმინება და ის, რომ შენი უკანასკნელი საქმეები პირვანდელზე უკეთესია.

20 მაგრამ უკმაყოფილო ვარ იმით, რომ თავის ნებაზე უშვებ იზებელს,+ ქალს, რომელიც თავს წინასწარმეტყველად მიიჩნევს, და თავისი სწავლებით აცდუნებს ჩემს მონებს, რომ გარყვნილება* ჩაიდინონ+ და კერპთშენაწირი ჭამონ. 21 დრო მივეცი მოსანანიებლად, მაგრამ არ სურს ჩადენილი გარყვნილების* მონანიება. 22 მას ლოგინად ჩავაგდებ და ვინც მასთან ერთად მრუშობს, დიდ გასაჭირს მოვუვლენ, თუ არ მოინანიებენ იმ საქმეებს, რაც მან ჩაადენინა. 23 შვილებს სასიკვდილო ჭირით დავუხოცავ და ყველა კრება გაიგებს, რომ გულთამხილავი* ვარ; თითოეულ თქვენგანს თქვენი საქმეებისამებრ მოგიზღავთ.+

24 დანარჩენებს კი, ვინც თიატირაში ხართ, ყველას, ვინც ამ მოძღვრებას არ იზიარებთ, მათ, ვისაც არ გსურთ, „სატანის სიღრმეებს“+ გაეცნოთ, გეუბნებით: მეტს აღარაფერს გაკისრებთ. 25 ჩემ მოსვლამდე კი კვლავ იმას ჩაეჭიდეთ, რაც გაქვთ.+ 26 მძლეველსა და ჩემი გზებით მავალს მივცემ ისეთ ძალაუფლებას ხალხებზე,+ 27 როგორიც მე მივიღე მამაჩემისგან; დამწყემსავს ის ხალხს რკინის კვერთხით+ და ისინი თიხის ჭურჭელივით დაიმსხვრევიან. 28 მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.+ 29 ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“».

3 «სარდისის კრების ანგელოზს მისწერე, აი, რას ამბობს-თქო ის, ვისაც ღვთის შვიდი სული+ და შვიდი ვარსკვლავი აქვს:+ „ვიცი შენი საქმეები; ცოცხლის სახელი გაქვს, თუმცა მკვდარი ხარ.+ 2 გამოფხიზლდი+ და განამტკიცე ისინი, ვინც კინაღამ დაიხოცნენ, რადგან შენი ბოლომდე მიყვანილი საქმე ჩემი ღვთის წინაშე ჯერ არ მინახავს. 3 ამიტომ გახსოვდეს, რაც მიიღე და მოისმინე; კვლავაც დაიცავი ეს ყოველივე და მოინანიე.+ თუ არ გამოფხიზლდები, ქურდივით მოვალ+ და ვერ გაიგებ, რომელ საათზე დაგადგები თავს.+

4 თუმცა გყავს სარდისში რამდენიმე კაცი, რომელთაც არ წაუბილწავთ სამოსი.+ ისინი ჩემთან ერთად ივლიან თეთრი სამოსით შემოსილნი,+ რადგან იმსახურებენ ამას. 5 მძლეველი+ თეთრი სამოსით შეიმოსება.+ არ ამოვშლი მის სახელს სიცოცხლის წიგნიდან+ და მამაჩემისა და მისი ანგელოზების წინაშე ვაღიარებ, რომ ვიცნობ მას.+ 6 ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“.

7 ფილადელფიის კრების ანგელოზს მისწერე, აი, რას ამბობს-თქო წმინდა+ და ჭეშმარიტი,+ ვისაც დავითის გასაღები+ აქვს, ვის გაღებულსაც ვერავინ კეტავს და ვის დაკეტილსაც ვერავინ აღებს: 8 „ვიცი შენი საქმეები (გაგიღე კარი,+ რომელსაც ვერავინ დაკეტავს). ისიც ვიცი, რომ გაქვს მცირეოდენი ძალა, რომ დაიცავი ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი. 9 მათ, ვინც სატანის სინაგოგიდან არიან და ცრუობენ, იუდეველები ვართო,+ ვაიძულებ, რომ მოვიდნენ და შენს ფეხებთან დაემხონ; გავაგებინებ მათ, რომ შეგიყვარე. 10 რაკი ყოველთვის გახსოვდა ის, რაც ჩემი მოთმინების შესახებ გქონდა გაგებული*,+ დაგიცავ გამოცდის საათისგან,+ რომელიც მთელ დედამიწას დაუდგება მის მკვიდრთა გამოსაცდელად. 11 მე მალე მოვალ.+ ჩაეჭიდე იმას, რაც გაქვს, რომ არავინ წაგართვას გვირგვინი.+

12 მძლეველს ჩემი ღვთის ტაძარში სვეტად ვაქცევ და ის აღარასოდეს გავა გარეთ. დავაწერ მას ჩემი ღვთის სახელს, ჩემი ღვთის ქალაქის სახელს,+ ახალ იერუსალიმს,+ რომელიც ზეციდან ჩემი ღვთისგან ჩამოდის, და ჩემს ახალ სახელს.+ 13 ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“.

14 ლაოდიკეის კრების+ ანგელოზს მისწერე, აი, რას ამბობს-თქო ამინი,+ ერთგული და ჭეშმარიტი+ მოწმე,+ ღვთის ქმნილებათაგან პირველი:+ 15 „ვიცი შენი საქმეები; არც ცივი ხარ და არც ცხელი. ნეტავ ან ცივი იყო, ან ცხელი! 16 რაკი ნელთბილი ხარ, არც ცხელი ხარ+ და არც ცივი,+ ამოგანთხევ პირიდან. 17 რაკი ამბობ, მდიდარი ვარ,+ დიდძალი ქონება მაქვს და არაფერი მჭირდებაო, არადა, საწყალი, საცოდავი, ღარიბი, ბრმა და შიშველი ხარ, 18 გირჩევ, იყიდო ჩემგან ცეცხლით გაწმენდილი ოქრო, რათა გამდიდრდე, თეთრი სამოსელი, რათა შეიმოსო და დაიფარო სამარცხვინო სიშიშვლე,+ და თვალის მალამო, თვალებზე რომ შეიზილო+ და დაინახო.+

19 ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ და დავსჯი.+ ამიტომ გამოიჩინე მოშურნეობა და მოინანიე.+ 20 კართან ვდგავარ და ვაკაკუნებ. ვინც ჩემს ხმას გაიგებს და კარს გამიღებს, შევალ და მასთან ერთად ვივახშმებ, ის კი — ჩემთან ერთად. 21 მძლეველს+ ნებას მივცემ, რომ ჩემთან ერთად დაჯდეს ჩემს ტახტზე,+ როგორც მე გავხდი მძლეველი და მამაჩემთან ერთად დავჯექი+ მის ტახტზე. 22 ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს“».

4 ამის შემდეგ გავიხედე და ცაში ღია კარი დავინახე. პირველი ხმა, რომელიც მომესმა, საყვირის ხმას ჰგავდა და მეუბნებოდა: „ამოდი აქ და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს“. 2 მაშინვე სულმა მომიცვა და დავინახე, რომ ზეცაში ტახტი იდგა და ტახტზე ვიღაც იჯდა.+ 3 ტახტზე მჯდომი შესახედაობით იასპსა+ და სარდიონს ჰგავდა და ტახტს ზურმუხტისფერი ცისარტყელა ჰქონდა შემოვლებული.+

4 ტახტის ირგვლივ 24 ტახტი იყო, რომლებზეც თეთრი სამოსით შემოსილი 24 უხუცესი+ იჯდა და თავზე მათ ოქროს გვირგვინები ედგათ. 5 ტახტიდან ელვა,+ ქუხილი და ხმები+ გამოდიოდა. ტახტის წინ შვიდი ცეცხლოვანი ლამპარი ენთო, რაც ღვთის შვიდ სულს განასახიერებს.+ 6 ტახტის წინ თითქოს ბროლისებრი მინის ზღვა+ იყო.

შუაში, ტახტის ირგვლივ ოთხი ცოცხალი არსება+ იყო, წინიდან და უკნიდან თვალებით დაფარული. 7 პირველი ცოცხალი არსება ლომს ჰგავდა,+ მეორე — მოზვერს,+ მესამეს+ ადამიანის სახე ჰქონდა, მეოთხე+ კი არწივს+ ჰგავდა. 8 ამ ოთხ ცოცხალ არსებას ექვს-ექვსი ფრთა ჰქონდა, რომლებიც ზემოდანაც და ქვემოდანაც+ თვალებით იყო დაფარული. ისინი დღედაღამ განუწყვეტლივ ამბობდნენ: „წმინდაა, წმინდაა, წმინდაა იეჰოვა*+ ღმერთი, ყოვლისშემძლე, რომელიც იყო, არის და მოდის“.+

9 როცა ცოცხალი არსებები დიდებასა და პატივს მიაგებდნენ და მადლობას უძღვნიდნენ ტახტზე მჯდომს, მარად ცოცხალს,+ 10 24 უხუცესი+ ტახტზე მჯდომის წინ ემხობოდა, თაყვანს სცემდნენ მას, მარად ცოცხალს, თავიანთ გვირგვინებს ტახტის წინ ყრიდნენ და ამბობდნენ: 11 „იეჰოვა*, ჩვენო ღმერთო, შენ გეკუთვნის დიდება,+ პატივი+ და ძლიერება,+ რადგან ყველაფერი შენ შექმენი,+ შენი ნებით არსებობს და შეიქმნა!“

5 ვიხილე, რომ ტახტზე მჯდომს+ მარჯვენა ხელში გრაგნილი ეჭირა, ორივე მხარეზე ნაწერი და შვიდი ბეჭდით საგულდაგულოდ დაბეჭდილი. 2 ვიხილე ძლიერი ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: „ვინ არის ამ გრაგნილის გახსნისა და მისი ბეჭდების ახსნის ღირსი?“ 3 მაგრამ ვერც ზეცაში, ვერც დედამიწაზე და ვერც მიწის ქვეშ ვერავინ შეძლო ამ გრაგნილის გახსნა და მასში ჩახედვა. 4 ბევრი ვიტირე, რადგან არავინ აღმოჩნდა ამ გრაგნილის გახსნისა და მასში ჩახედვის ღირსი. 5 ერთ-ერთმა უხუცესმა მითხრა: „ნუ ტირი. გაიმარჯვა+ ლომმა იუდას ტომიდან,+ დავითის+ ფესვმა,+ რათა გახსნას გრაგნილი და ახსნას მას შვიდი ბეჭედი“.

6 ტახტთან, ოთხ ცოცხალ არსებასა და უხუცესებს შორის+ ვიხილე კრავი,+ რომელიც თითქოს დაკლული იყო.+ მას შვიდი რქა და შვიდი თვალი ჰქონდა. მისი თვალები მთელ დედამიწაზე გამოგზავნილ ღვთის შვიდ სულს+ განასახიერებს. 7 მივიდა იგი ტახტზე მჯდომთან და გამოართვა გრაგნილი, რომელიც მას მარჯვენა ხელში ეჭირა.+ 8 გრაგნილი რომ გამოართვა კრავმა, ოთხმა ცოცხალმა არსებამ და ოცდაოთხმა უხუცესმა+ მის წინაშე მუხლი მოიყარეს; თითოეულს ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასები ჰქონდა. საკმეველი წმინდათა ლოცვებს განასახიერებს.+ 9 ისინი ახალ სიმღერას მღეროდნენ:+ „შენ ღირსი ხარ, რომ აიღო გრაგნილი და ახსნა მისი ბეჭდები, რადგან დაგკლეს და საკუთარი სისხლით გამოისყიდე ადამიანები ღვთისთვის+ ყოველი ტომიდან, ენიდან, ხალხიდან და ერიდან,+ 10 და ჩვენი ღვთის მსახურებად, მეფეებად+ და მღვდლებად+ აქციე; ისინი იქნებიან დედამიწის მმართველები“.+

11 დავინახე ტახტის, ცოცხალ არსებათა და უხუცესთა ირგვლივ მყოფი მრავალი ანგელოზი და გავიგონე მათი ხმა; მათი რიცხვი ათი ათასობით ათი ათასი და ათასობით ათასი იყო.+ 12 ისინი ხმამაღლა ამბობდნენ: „კრავი, რომელიც დაიკლა,+ ღირსია, მიიღოს ძალაუფლება, სიმდიდრე, სიბრძნე, ძალა, პატივი, დიდება და კურთხევა!“+

13 გავიგონე, რომ ყოველი ქმნილება ზეცაში, დედამიწაზე,+ მიწის ქვეშ თუ ზღვაში, ყოველივე, რაც მათშია, ამბობდნენ: „ტახტზე მჯდომსა+ და კრავს+ კურთხევა, პატივი,+ დიდება და ძლევამოსილება მარადიულად!“+ 14 ოთხივე ცოცხალი არსება ამბობდა: „ამინ!“ დაემხვნენ უხუცესები და თაყვანი სცეს ღმერთს.

6 დავინახე, რომ კრავმა+ შვიდი ბეჭდიდან პირველი ახსნა;+ გავიგონე, რომ ოთხიდან ერთმა ცოცხალმა არსებამ+ თითქოს ქუხილის ხმით დაიძახა: „მოდი!“ 2 გავიხედე და თეთრი ცხენი+ დავინახე; მის მხედარს მშვილდი ჰქონდა. მას გვირგვინი მიეცა,+ გამოვიდა და დაიწყო მტრების დამარცხება, რათა საბოლოო გამარჯვება მოეპოვებინა.+

3 როცა მეორე ბეჭედი ახსნა, გავიგონე, რომ მეორე ცოცხალმა არსებამაც+ დაიძახა: „მოდი!“ 4 გამოვიდა მეორე, ალისფერი ცხენი. მის მხედარს ნება მიეცა, რომ დედამიწიდან მშვიდობა წაეღო და ადამიანებს ერთმანეთი დაეხოცათ; მას დიდი მახვილი მიეცა.+

5 როცა მესამე ბეჭედი ახსნა,+ გავიგონე, რომ მესამე ცოცხალმა არსებამაც+ დაიძახა: „მოდი!“ გავიხედე და შავი ცხენი დავინახე. მის მხედარს ხელში სასწორი ეჭირა. 6 გავიგონე რაღაც ხმა, რომელიც იქიდან ისმოდა, სადაც ოთხი ცოცხალი არსება იყო. ეს ხმა ამბობდა: „ერთი საწყაო* ხორბალი დინარად*+ და სამი საწყაო ქერი დინარად; ყაირათიანად მოიხმარე ზეითუნის ზეთი და ღვინო“.+

7 როცა მეოთხე ბეჭედი ახსნა, გავიგონე, რომ მეოთხე ცოცხალმა არსებამაც+ დაიძახა: „მოდი!“ 8 გავიხედე და ფერმიხდილი ცხენი დავინახე. მის მხედარს სიკვდილი ერქვა. მას ფეხდაფეხ მოჰყვებოდა სამარე*. მათ დედამიწის მეოთხედ ნაწილზე ძალაუფლება ჰქონდათ მიცემული, რათა ხალხი მახვილით, შიმშილით,+ სასიკვდილო ჭირითა და დედამიწის მხეცებით დაეხოცათ.+

9 როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ძირთან დავინახე+ ღვთის სიტყვის დაცვისა და ქადაგების გამო+ დახოცილები*.+ 10 ისინი ღაღადებდნენ: „უზენაესო უფალო, წმინდავ და ჭეშმარიტო,+ როდემდე უნდა იკავებდე თავს დედამიწის მკვიდრთა გასამართლებისა და მათზე შურისძიებისგან?! მათ ხომ ჩვენი სისხლი დაღვარეს!“+ 11 თითოეულ მათგანს თეთრი გრძელი სამოსი მისცეს+ და უთხრეს, რომ ცოტა ხანს კიდევ მოეცადათ, სანამ მათი თანამსახურებისგან და მათი ძმებისგან, რომლებიც მათსავით უნდა დაეხოცათ, სრული რიცხვი არ შეივსებოდა.+

12 როცა მეექვსე ბეჭედი ახსნა, დავინახე, რომ ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მზე ძაძასავით გაშავდა და მთვარე მთლიანად სისხლისფერი გახდა;+ 13 ცის ვარსკვლავები დედამიწაზე მკვახე ლეღვებივით ჩამოცვივდა, ძლიერი ქარისგან შერხეულ ლეღვის ხეს რომ სცვივა. 14 ცა გრაგნილივით დაიხვა+ და გაუჩინარდა; ყოველი მთა და ყოველი კუნძული თავის ადგილს მოშორდა.+ 15 მაშინ დედამიწის მეფეები, დიდებულები, ათასისთავები, მდიდრები და ძლიერები, ყველა მონა და თავისუფალი გამოქვაბულებსა და კლდოვან მთებში დაიმალნენ.+ 16 ისინი მთებსა და კლდეებს ეუბნებოდნენ: „დაგვფარეთ+ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომის სახისგან+ და კრავის+ რისხვისგან, 17 რადგან მოვიდა მათი რისხვის დიდი დღე+ და ვინ გაუძლებს?!“+

7 ამის შემდეგ ვიხილე დედამიწის ოთხ კუთხეში მდგომი ოთხი ანგელოზი, რომლებსაც მაგრად ეჭირათ დედამიწის ოთხი ქარი, რათა არ ექროლათ არც მიწაზე და არც ზღვაზე და არც რომელიმე ხისთვის დაებერათ. 2 ვიხილე სხვა ანგელოზიც, მზის ამოსავლიდან ამომავალი, რომელსაც ცოცხალი ღვთის ბეჭედი ჰქონდა. მან ხმამაღლა მიმართა ოთხ ანგელოზს, რომელთაც ნება ჰქონდათ მიცემული, ევნოთ მიწისა და ზღვისთვის: 3 „ნუ ავნებთ ნურც მიწას, ნურც ზღვას და ნურც ხეებს, სანამ ბეჭედს არ დავასვამთ+ შუბლზე+ ჩვენი ღვთის მონებს“.

4 გავიგონე ბეჭედდასმულთა, ისრაელის ყველა ტომიდან+ ბეჭედდასმულთა, რიცხვი, 144 000:+

5 იუდას ტომიდან 12 000 ბეჭედდასმული,

რეუბენის ტომიდანაც 12 000,

გადის ტომიდანაც 12 000,

6 აშერის ტომიდანაც 12 000,

ნაფთალის ტომიდანაც 12 000,

მენაშეს+ ტომიდანაც 12 000,

7 სიმონის ტომიდანაც 12 000,

ლევის ტომიდანაც 12 000,

ისაქარის ტომიდანაც 12 000,

8 ზებულონის ტომიდანაც 12 000,

იოსების ტომიდანაც 12 000

და ბენიამინის ტომიდანაც 12 000 ბეჭედდასმული.

9 ამის შემდეგ გავიხედე და დავინახე უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყველა ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან;+ იდგნენ ისინი ტახტისა და კრავის წინ თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი,+ ხელში პალმის ტოტები ეჭირათ+ 10 და ხმამაღლა ამბობდნენ: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს,+ და კრავს+ ვუმადლით!“

11 ყველა ანგელოზი ტახტის, უხუცესებისა+ და ოთხი ცოცხალი არსების ირგვლივ იდგა. ისინი პირქვე დაემხვნენ ტახტის წინ, თაყვანი სცეს ღმერთს 12 და თქვეს: „ამინ! ქება-დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძლიერება და ძალა ჩვენს ღმერთს მარადიულად!+ ამინ!“

13 მაშინ ერთ-ერთმა უხუცესმა მკითხა: „ვინ არიან ეს თეთრი გრძელი სამოსლით შემოსილნი+ და საიდან მოვიდნენ?“ 14 მე მაშინვე მივუგე: „ჩემო ბატონო, ეგ შენ იცი“. მან კი მითხრა: „ამათ დიდი გასაჭირი გამოიარეს,+ გრძელი სამოსელი გაირეცხეს და კრავის სისხლით+ გაათეთრეს. 15 ამიტომაც დგანან ღვთის ტახტის წინ; ისინი მისივე ტაძარში ემსახურებიან მას დღე და ღამე; ტახტზე მჯდომი+ თავის კარავს გაუშლის მათ.+ 16 აღარ მოშივდებათ, აღარც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც პაპანაქება შეაწუხებთ,+ 17 რადგან ტახტთან მყოფი კრავი+ დამწყემსავს+ მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებისკენ წაუძღვება.+ მოსწმენდს ღმერთი მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან“.+

8 როცა მან+ მეშვიდე ბეჭედი ახსნა,+ ზეცაში ნახევარი საათით დუმილი ჩამოვარდა. 2 ვიხილე შვიდი ანგელოზი,+ რომლებიც ღვთის წინაშე იდგნენ; მათ შვიდი საყვირი მიეცათ.

3 მოვიდა სხვა ანგელოზი, რომელსაც ოქროს საცეცხლური ეჭირა და სამსხვერპლოსთან+ დადგა. მას ბევრი საკმეველი+ მისცეს, რაც მსხვერპლად უნდა მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე,+ ტახტის წინ, როცა წმინდები ლოცულობდნენ. 4 ანგელოზის ხელიდან საკმევლის კვამლი წმინდების ლოცვებთან+ ერთად ღმერთთან ავიდა. 5 ანგელოზმა საცეცხლური მაშინვე აავსო სამსხვერპლოს ცეცხლით და ცეცხლი დედამიწაზე მოისროლა. დაიწყო ქუხილი და ელვა,+ გაისმა ხმები და მოხდა მიწისძვრა. 6 შვიდი ანგელოზი, რომლებსაც შვიდი საყვირი+ ჰქონდათ, ჩასაბერად მოემზადა.

7 ჩაჰბერა პირველმა ანგელოზმა საყვირს და დედამიწაზე სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი წამოვიდა;+ დედამიწისა და ხეების მესამედი და მთელი მწვანე მცენარეულობა გადაიბუგა.+

8 ჩაჰბერა მეორე ანგელოზმა საყვირს და რაღაც ცეცხლმოდებული დიდი მთის მსგავსი ზღვაში ჩავარდა.+ ზღვის მესამედი სისხლად იქცა,+ 9 ზღვის სულდგმულთა მესამედი ამოწყდა+ და ხომალდების მესამედი დაიმსხვრა.

10 ჩაჰბერა მესამე ანგელოზმა საყვირს და ციდან მოელვარე ლამპრის მსგავსი დიდი ვარსკვლავი ჩამოვარდა და მდინარეთა მესამედს და წყაროს წყლებს დაეცა.+ 11 ამ ვარსკვლავის სახელია აბზინდა. წყლების მესამედი აბზინდად იქცა და გამწარდა. ამ წყლებით მრავალი ადამიანი დაიხოცა.+

12 ჩაჰბერა მეოთხე ანგელოზმა საყვირს და მზის, მთვარისა და ვარსკვლავების მესამედი შეირყა,+ რათა დაბნელებულიყო+ მათი მესამედი და არც დღისა და არც ღამის მესამედი არ ყოფილიყო განათებული.

13 დავინახე ერთი არწივი, რომელიც ცაში დაფრინავდა, და გავიგონე, რომ ხმამაღლა ამბობდა: „ვაი, ვაი,+ ვაი დედამიწის მკვიდრთ, რადგან გაისმება საყვირების ხმა, რომლებსაც დანარჩენი სამი ანგელოზი სადაცაა ჩაჰბერავს!“+

9 ჩაჰბერა საყვირს+ მეხუთე ანგელოზმა და ვიხილე ციდან დედამიწაზე ჩამოვარდნილი ვარსკვლავი. მას უფსკრულის ნაპრალის გასაღები+ მიეცა; 2 გააღო უფსკრულის ნაპრალი და ისეთი კვამლი ამოვიდა, როგორიც დიდი ღუმლიდან ამოდის ხოლმე. ნაპრალის კვამლმა მზე და ჰაერი დააბნელა.+ 3 კვამლიდან გამოსული კალიები დედამიწას მოედვნენ.+ მათ ისეთივე ძალაუფლება მიეცათ, როგორიც დედამიწის მორიელებს აქვთ. 4 მათ მითითებაც მიეცათ, რომ არ ევნოთ არც დედამიწის ბალახეულისთვის, არც მწვანე მცენარეულობისთვის და არც ხეებისთვის, არამედ მხოლოდ იმ ადამიანებისთვის ევნოთ, რომელთაც შუბლზე ღვთის ბეჭედი არ ექნებოდათ დასმული.+

5 კალიებს ნება მიეცათ, ხუთი თვე დაეტანჯათ ისინი, თუმცა არ უნდა დაეხოცათ; მათი ტანჯვა მორიელის ნაკბენით მიყენებულ ტანჯვას+ ჰგავდა. 6 იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ იპოვიან, სიკვდილს ინატრებენ, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ.

7 შესახედაობით კალიები საბრძოლველად გამზადებულ ცხენებს ჰგავდნენ,+ თავებზე თითქოს ოქროს გვირგვინები ედგათ, სახეები ადამიანის სახეებს მიუგავდათ, 8 თმა ქალის თმასავით ჰქონდათ,+ კბილები კი — ლომის კბილებივით. 9 მათი ჯავშნები რკინის ჯავშნებს ჰგავდა, მათი ფრთების ხმა — საბრძოლველად მიმქროლავი ცხენებშებმული ეტლების ხმას,+ 10 კუდებზე ნესტარი ჰქონდათ, როგორც მორიელებს აქვთ. კუდებში ძალაუფლება ჰქონდათ, რათა ხუთი თვე ევნოთ ადამიანებისთვის.+ 11 მათ ჰყავდათ მეფე — უფსკრულის ანგელოზი.+ ებრაულად მას აბადონი* ჰქვია, ბერძნულად კი — აპოლიონი*.

12 ერთმა ვაიმ გადაიარა, ორი ვაი+ კიდევ მოსასვლელია.

13 ჩაჰბერა საყვირს+ მეექვსე ანგელოზმა+ და გავიგონე ღვთის წინაშე მდგარი ოქროს სამსხვერპლოს+ რქებიდან გამომავალი ხმა, 14 რომელიც საყვირის მქონე მეექვსე ანგელოზს ეუბნებოდა: „გაათავისუფლე ოთხი ანგელოზი, რომლებიც დიდ მდინარე ევფრატთან+ არიან შებოჭილნი“. 15 გათავისუფლდა იმ საათის, დღის, თვისა და წლისთვის მომზადებული ოთხი ანგელოზი, რათა ადამიანთა მესამედი დაეხოცათ.

16 ცხენოსანი ჯარის რიცხვი იყო ოცი ათასჯერ ათი ათასი. გავიგონე მათი რიცხვი. 17 აი, როგორები იყვნენ ცხენები და მათი მხედრები: მათ ალისფერი, მუქი ლურჯი და გოგირდისფერი ჯავშნები ეცვათ; ცხენებს თავები ლომების თავებს+ მიუგავდათ და პირიდან ცეცხლს, კვამლსა და გოგირდს აფრქვევდნენ. 18 ამ სამი რამით, მათი პირიდან გამოფრქვეული ცეცხლით, კვამლითა და გოგირდით, ადამიანთა მესამედი დაიხოცა. 19 ცხენებს ძალაუფლება პირებსა და კუდებში ჰქონდათ; მათი კუდები გველებს ჰგავდა, რომელთა თავებსაც ზიანი მოჰქონდათ.

20 დანარჩენმა ადამიანებმა, რომლებიც ამ სამი რამით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი საქმეები; ისინი კვლავაც თაყვანს სცემდნენ დემონებს და ოქროს, ვერცხლის, სპილენძის, ქვისა და ხის კერპებს, რომლებიც ვერ ხედავენ, არ ესმით და ვერ დადიან.+ 21 მათ არ მოინანიეს თავიანთი ცოდვები: მკვლელობა, სპირიტიზმი, უზნეობა* და ქურდობა.

10 ვიხილე ციდან ჩამომავალი სხვა ძლიერი ანგელოზი, ღრუბელში გახვეული; მის თავზე ცისარტყელა იყო, სახე მოკაშკაშე მზეს+ მიუგავდა, ფეხები კი — ცეცხლის სვეტებს; 2 ხელში პატარა გაშლილი გრაგნილი ეჭირა. მან მარჯვენა ფეხი ზღვაზე დადგა, ხოლო მარცხენა — მიწაზე; 3 ლომივით დაიღრიალა და მის ღრიალზე+ შვიდი ქუხილი+ ალაპარაკდა.

4 როცა შვიდი ქუხილი ლაპარაკობდა, დაწერა დავაპირე, მაგრამ ამ დროს ციდან ხმა გავიგონე:+ „ბეჭედი დაადე შვიდი ქუხილის ნათქვამს და ნუ დაწერ“. 5 ანგელოზმა, რომელიც ზღვაზე და მიწაზე იდგა, მარჯვენა ხელი ცისკენ აღაპყრო, 6 დაიფიცა მარად ცოცხალი,+ ის, ვინც შექმნა ცა და ყოველივე, რაც მასშია, დედამიწა და ყოველივე, რაც მასზეა, ზღვა და ყოველივე, რაც მასშია, და თქვა:+ „აღარ დაყოვნდება; 7 იმ დღეებში, როცა მეშვიდე ანგელოზი+ საყვირის ჩაბერვას დააპირებს,+ დასრულდება ღვთის წმინდა საიდუმლო,+ რის შესახებაც მან თავის მონებს, წინასწარმეტყველებს,+ ახარა“.

8 ხმამ, რომელიც ციდან გავიგონე,+ მითხრა: „წადი, გამოართვი გაშლილი გრაგნილი ზღვასა და მიწაზე მდგომ ანგელოზს“.+ 9 წავედი ანგელოზთან და ვუთხარი, რომ ჩემთვის პატარა გრაგნილი მოეცა. მან მითხრა: „გამომართვი და შეჭამე,+ მუცელს გაგიმწარებს, მაგრამ პირში თაფლივით გეტკბობა“. 10 გამოვართვი ანგელოზს პატარა გრაგნილი და შევჭამე.+ პირში თაფლივით მეტკბო,+ მაგრამ მუცელი გამიმწარდა. 11 მათ მითხრეს: „კვლავ იწინასწარმეტყველე ხალხების, ერების, ენებისა და მრავალი მეფის შესახებ“.

11 მომცეს კვერთხის მსგავსი ლერწამი+ და მითხრეს: „ადექი და გაზომე ღვთის ტაძარი, სამსხვერპლო და დათვალე ისინი, ვინც იქ თაყვანსაცემად არის მისული. 2 ეზო კი, რომელიც ტაძრის გარეთ არის, გამოტოვე და არ გაზომო, რადგან ის უცხოტომელებს გადაეცა. წმინდა ქალაქი+ მათ მიერ 42 თვე იქნება გათელილი.+ 3 ჩემს ორ მოწმეს, ჯვალოთი შემოსილებს, ვაწინასწარმეტყველებინებ 1 260 დღის განმავლობაში“. 4 ამ ორ მოწმეს ორი ზეთისხილის ხე+ და ორი სალამპრე+ განასახიერებს; ისინი დედამიწის უფლის წინაშე დგანან.+

5 თუ ვინმეს უნდა, რომ ავნოს მათ, ცეცხლი გამოდის მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. ვინც მოინდომებს, რომ ავნოს მათ, ასე უნდა მოკვდეს. 6 ისინი უფლებამოსილნი არიან, დაახშონ ცა,+ რათა წვიმა არ მოვიდეს+ მათი წინასწარმეტყველების დღეებში; ისინი უფლებამოსილნი არიან, წყალი სისხლად აქციონ+ და ყველანაირი უბედურება დაატეხონ დედამიწას, რამდენჯერაც ამას მოისურვებენ.

7 როცა წინასწარმეტყველებას დაასრულებენ, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, სძლევს და დახოცავს.+ 8 მათი გვამები დიდი ქალაქის მთავარ ქუჩაზე ეყრება. ამ ქალაქს, სადაც მათი უფალიც გააკრეს ძელზე, სიმბოლურად, სოდომი და ეგვიპტე ჰქვია. 9 ხალხები, ტომები, ენები და ერები მათ გვამებს სამდღე-ნახევარი+ თვალს არ მოაცილებენ და არ დაამარხვინებენ სამარხში. 10 დედამიწის მკვიდრნი გაიხარებენ მათი სიკვდილით, იზეიმებენ და ერთმანეთს ძღვენს გაუგზავნიან, რადგან ეს ორი წინასწარმეტყველი დედამიწის მკვიდრთ ტანჯავდა.

11 სამდღე-ნახევრის შემდეგ ღმერთმა მათ სიცოცხლის სული ჩაუდგა,+ წამოდგნენ და თავზარი დასცეს თავიანთ მხილველებს. 12 მათ ციდან მოესმათ დიდი ხმა, რომელმაც უთხრა: „ამოდით აქ!“ ისინი ღრუბლით ავიდნენ ზეცად, მათი მტრები კი უყურებდნენ მათ. 13 იმავე საათს ძლიერი მიწისძვრა მოხდა და ქალაქის მეათედი მიწასთან გასწორდა; მიწისძვრამ 7 000 კაცი შეიწირა, დანარჩენები კი შეშინდნენ და ზეციერ ღმერთს დიდება მიაგეს.

14 მეორე ვაიმ+ გადაიარა. მესამე სწრაფად ახლოვდება.

15 ჩაჰბერა საყვირს მეშვიდე ანგელოზმა+ და ცამ დაიგრგვინა: „ქვეყნიერების სამეფო ჩვენი უფლისა და მისი ცხებულის*+ სამეფო გახდა+ და ის იმეფებს მარადიულად!“+

16 ღვთის წინაშე ტახტებზე მსხდომი 24 უხუცესი+ პირქვე დაემხო, თაყვანი სცა ღმერთს 17 და თქვა: „გმადლობთ, იეჰოვა* ღმერთო, ყოვლისშემძლევ, რომელიც ხარ+ და რომელიც იყავი, შენი ძლევამოსილებით რომ დაიწყე მეფობა.+ 18 მაგრამ ხალხები განრისხდნენ და შენც განრისხდი; მოვიდა დანიშნული დრო, რათა გაასამართლო მკვდრები და დააჯილდოო+ შენი მონები, წინასწარმეტყველები,+ წმინდები და შენი სახელის მოშიშები, დიდიც და მცირეც, ხოლო დედამიწის მომსპობნი მოსპო“.+

19 გაიღო ღვთის ტაძარი ზეცაში და გამოჩნდა ტაძარში მისი შეთანხმების კიდობანი.+ დაიწყო ელვა და ჭექა-ქუხილი, გაისმა ხმები, მოხდა მიწისძვრა და ძლიერი სეტყვაც წამოვიდა.

12 გამოჩნდა ცაში დიდი ნიშანი: მზით შემოსილი ქალი,+ რომლის ფეხქვეშაც მთვარე იყო და რომელსაც თავზე 12 ვარსკვლავის გვირგვინი ედგა; 2 ორსულად იყო და კიოდა, რადგან მშობიარობის ტკივილებით იტანჯებოდა.

3 სხვა ნიშანიც გამოჩნდა ცაში: დიდი ალისფერი დრაკონი,+ რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, თავებზე კი შვიდი გვირგვინი ედგა. 4 მან კუდი მოუსვა ცის ვარსკვლავების+ მესამედს და დედამიწაზე+ გადმოყარა. დრაკონი მშობიარე ქალის+ წინ იდგა, რათა, როცა იმშობიარებდა, შთაენთქა მისი ბავშვი.

5 ქალმა შვა ვაჟი,+ რომელმაც რკინის კვერთხით+ უნდა დამწყემსოს ყველა ერი. ბავშვი ატაცებულ იქნა ღმერთთან და მის ტახტთან. 6 ქალი კი უდაბნოში გაიქცა, სადაც ღმერთს მისთვის ადგილი ჰქონდა მომზადებული, რათა იქ 1 260 დღის განმავლობაში გამოეკვებათ.+

7 ატყდა ზეცაში ომი. მიქაელი*+ და მისი ანგელოზები ებრძოდნენ დრაკონს. იბრძოდნენ დრაკონიც და მისი ანგელოზებიც, 8 მაგრამ ვერ სძლიეს და აღარც ადგილი დარჩა მათთვის ზეცაში. 9 გადმოაგდეს დიდი დრაკონი,+ ძველი გველი,+ რომელსაც ეშმაკი+ და სატანა+ ჰქვია და რომელსაც შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო,+ გადმოაგდეს დედამიწაზე+ და მისი ანგელოზებიც მასთან ერთად გადმოყარეს. 10 გავიგონე ციდან დიდი ხმა:

„აი, დაგვიხსნა ძლევამოსილმა ღმერთმა;+ დამყარდა მისი სამეფო+ და მისი ცხებულის* ძალაუფლება, რადგან გადააგდეს ჩვენი ძმების ბრალმდებელი, რომელიც დღე და ღამე ბრალს სდებს მათ ჩვენი ღვთის წინაშე!+ 11 სძლიეს+ მას კრავის სისხლითა+ და ქადაგებით;+ სიცოცხლის* დაკარგვის მაშინაც არ შეშინებიათ,+ როცა სიკვდილის პირისპირ აღმოჩნდნენ. 12 ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და ზეცის მკვიდრნო! ვაი მიწასა და ზღვას!+ თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“.+

13 დედამიწაზე გადმოგდებულმა დრაკონმა+ დევნა დაუწყო ქალს,+ რომელმაც ვაჟი შვა. 14 მიეცა ქალს დიდი არწივის+ ორი ფრთა, რათა უდაბნოში მისთვის მომზადებულ ადგილას გადაფრენილიყო, სადაც უნდა გამოეკვებათ დროის, დროებისა და ნახევარი დროის*+ განმავლობაში, გველისგან+ მოშორებით.

15 გველმა ქალის კვალდაკვალ პირიდან ამოანთხია წყალი, მდინარის მსგავსი, რათა მდინარეს დაეხრჩო იგი, 16 მაგრამ ქალს მიწამ უშველა; დააღო მიწამ პირი და შთანთქა მდინარე, რომელიც დრაკონმა ამოანთხია. 17 განრისხდა დრაკონი ქალზე და წავიდა, რათა მის შთამომავალთაგან+ დანარჩენებს შებრძოლებოდა, რომლებიც იცავენ ღვთის მცნებებს და რომელთაც იესოს შესახებ ქადაგების საქმე აკისრიათ.+

13 დრაკონი ზღვის ქვიშაზე დადგა.

ვიხილე ზღვიდან ამომავალი+ ათრქიანი და შვიდთავიანი მხეცი,+ რომელსაც რქებზე ათი გვირგვინი და თავებზე ღვთისმგმობელი სახელები ჰქონდა. 2 მხეცი, რომელიც ვიხილე, ჯიქს* ჰგავდა, მაგრამ ფეხები დათვისას მიუგავდა, პირი კი — ლომისას. მისცა დრაკონმა+ მხეცს თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ძალაუფლება.+

3 მას ერთ თავზე სასიკვდილო ჭრილობა ჰქონდა, მაგრამ შეუხორცდა,+ და მთელი დედამიწა აღტაცებული გაჰყვა მხეცს. 4 მათ თაყვანი სცეს დრაკონს, რადგან მან მისცა ძალაუფლება მხეცს. თაყვანი სცეს მხეცსაც და თქვეს: „ვინ შეედრება ამ მხეცს და ვინ შეებრძოლება მას?!“ 5 მიეცა მას პირი, რომელიც ამპარტავნულად ლაპარაკობდა და მკრეხელობდა. მიეცა ძალაუფლებაც, რომ 42 თვე+ ემოქმედა. 6 გააღო მან პირი ღვთის საგმობად,+ რათა დაეგმო მისი სახელი, მისი სამყოფელი და ზეცის მკვიდრნიც.+ 7 მას ნება მიეცა, შებრძოლებოდა წმინდებს და დაეპყრო ისინი.+ მიეცა მას ძალაუფლება ყოველ ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე. 8 დედამიწის მკვიდრნი თაყვანს სცემენ მას. ქვეყნიერების დასაბამიდან მოყოლებული არცერთი მათგანის სახელი არ ჩაწერილა დაკლული კრავის+ სიცოცხლის გრაგნილში.+

9 ვისაც ყური აქვს, მოისმინოს.+ 10 ვინც ტყვედ წასაყვანია, ტყვედ წავა. ვინც სხვას მახვილით მოკლავს*, მახვილითვე+ უნდა მოკვდეს. ამიტომ წმინდებს+ მოთმინება+ და რწმენა სჭირდებათ.+

11 ვიხილე სხვა მხეციც, მიწიდან ამომავალი. მას ბატკნის რქების მსგავსი ორი რქა ჰქონდა, მაგრამ დრაკონივით+ ლაპარაკობდა. 12 ის ისეთივე ძალაუფლებით მოქმედებს, როგორითაც პირველი მხეცი,+ და მის თვალწინ მოქმედებს. იგი დედამიწასა და მის მკვიდრთ აიძულებს, თაყვანი სცენ პირველ მხეცს, რომელსაც სასიკვდილო ჭრილობა შეუხორცდა.+ 13 ის დიდ სასწაულებს ახდენს და ცეცხლიც კი ჩამოაქვს ციდან დედამიწაზე ადამიანთა თვალწინ.

14 მას შეცდომაში შეჰყავს დედამიწის მკვიდრნი სასწაულებით; მას ნება მიეცა, რომ ეს სასწაულები მხეცის თვალწინ მოეხდინა. იგი დედამიწის მკვიდრთ ეუბნება, იმ მხეცის ქანდაკება გააკეთონ,+ მახვილით სასიკვდილო ჭრილობა რომ ჰქონდა მიყენებული, მაგრამ გადარჩა.+ 15 მას ნება მიეცა, მხეცის ქანდაკებისთვის სული ჩაედგა, რათა მხეცის ქანდაკებას ისე ელაპარაკა და ემოქმედა, რომ დახოცილიყო ყველა, ვინც თაყვანს არ სცემდა მხეცის ქანდაკებას.

16 ის ყველას აიძულებს, დიდსაც და მცირესაც, მდიდარსაც და ღარიბსაც, თავისუფალსაც და მონასაც, რომ ნიშანი დაიდონ მარჯვენა ხელზე ან შუბლზე+ 17 და რომ ვერავინ შეძლოს ყიდვა-გაყიდვა იმათ გარდა, ვისაც აქვს ნიშანი, მხეცის სახელი+ ან მისი სახელის რიცხვი.+ 18 ამიტომაცაა სიბრძნე საჭირო; გამჭრიახმა გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან ეს ადამიანის რიცხვია. მისი რიცხვია 666.+

14 გავიხედე და დავინახე, რომ კრავი+ სიონის მთაზე+ იდგა და მასთან ერთად იყო 144 000,+ რომლებსაც შუბლებზე მისი სახელი და მისი მამის სახელი+ ეწერათ. 2 გავიგონე ციდან ხმა, რომელიც წყალთა ხმაურის, ძლიერი ქუხილისა და მომღერალ მექნარეთა ხმას ჰგავდა. 3 ისინი თითქოს ახალ სიმღერას+ მღეროდნენ ტახტის, ოთხი ცოცხალი არსებისა+ და უხუცესების+ წინაშე; ამ სიმღერის შესწავლა დედამიწიდან ნაყიდი 144 000-ის+ გარდა არავის შეეძლო. 4 მათ არ წაუბილწავთ თავი ქალებთან, უბიწოები*+ არიან. სადაც არ უნდა წავიდეს კრავი,+ ყველგან მიჰყვებიან.+ ისინი ადამიანთაგან იქნენ ნაყიდნი, როგორც პირველი ნაყოფი+ ღვთისა და კრავისთვის. 5 მათი ბაგეებიდან სიცრუე არ გამოსულა, უმანკონი არიან.+

6 ვიხილე ანგელოზი, რომელიც ცაში დაფრინავდა; მას მარადიული სასიხარულო ცნობა ჰქონდა, რათა ეხარებინა დედამიწის მკვიდრთათვის, ყოველი ერისთვის, ტომისთვის, ენისა და ხალხისთვის.+ 7 ის ხმამაღლა ამბობდა: „გეშინოდეთ ღვთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან მოვიდა ხალხის გასამართლების საათი!+ თაყვანი ეცით ცისა და დედამიწის, ზღვისა+ და წყაროების შემქმნელს!“

8 მოჰყვა მას მეორე ანგელოზი, რომელიც აცხადებდა: „დაეცა!+ დაეცა დიდი ბაბილონი,+ რომელიც ვნებამორეული ასმევდა თავისი გარყვნილების ღვინოს ყველა ერს!“+

9 მოჰყვა მათ მესამე ანგელოზი, რომელიც ხმამაღლა ამბობდა: „თუ ვინმე თაყვანს სცემს მხეცსა+ და მის ქანდაკებას და დაიდებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე,+ 10 მას ღვთის რისხვის ღვინის დალევაც მოუწევს, რომელიც გაუზავებლად ისხმება მისი რისხვის სასმისში,+ და ცეცხლითა და გოგირდით+ დაიტანჯება წმინდა ანგელოზებისა და კრავის თვალწინ! 11 მათი ტანჯვის კვამლი არასოდეს შეწყდება;+ მხეცისა და მისი ქანდაკების თაყვანისმცემლებს და მათ, ვისაც ნიშნად აქვს მისი სახელი დადებული, დღე და ღამე არ ექნებათ მოსვენება!+ 12 ამიტომაც სჭირდებათ მოთმინება წმინდებს,+ რომლებიც ღვთის მცნებებს იცავენ და იესოს რწმენას+ მიჰყვებიან“.

13 გავიგონე ციდან ხმა: „დაწერე: ამიერიდან ბედნიერნი იქნებიან ისინი, ვინც უფალთან ერთობაში კვდებიან.+ ასე ამბობს სული: დაისვენონ თავიანთი შრომისგან, რადგან მათი საქმეები დავიწყებას არ მისცემია*“.

14 გავიხედე და დავინახე თეთრი ღრუბელი. ღრუბელზე ვიღაც კაცის ძის მსგავსი+ იჯდა, თავზე ოქროს გვირგვინი ედგა და ხელში ბასრი ნამგალი ეჭირა.

15 გამოვიდა ტაძრიდან ანგელოზი, რომელმაც ღრუბელზე მჯდომს ხმამაღლა მიმართა: „მოიმარჯვე ნამგალი და მომკე; მოვიდა მკის საათი, რადგან დედამიწაზე სამკალი მზადაა მოსამკელად!“+ 16 ღრუბელზე მჯდომმა მოუქნია თავისი ნამგალი დედამიწას და მოიმკა დედამიწა.

17 ზეციერი ტაძრიდან სხვა ანგელოზიც გამოვიდა. მასაც ბასრი ნამგალი ეჭირა.

18 სამსხვერპლოდან კიდევ ერთი ანგელოზი გამოვიდა, რომელსაც ძალაუფლება ჰქონდა ცეცხლზე, და ხმამაღლა მიმართა ბასრი ნამგლის მქონეს: „მოიმარჯვე ბასრი ნამგალი და მოაგროვე დედამიწის ვაზის მტევნები, რადგან უკვე მწიფეა მათი მარცვლები!“+ 19 მოუქნია ანგელოზმა თავისი ნამგალი დედამიწას, მოაგროვა დედამიწის ვაზი და ღვთის რისხვის დიდ საწნახელში ჩაყარა.+ 20 დაიწნეხა ყურძენი საწნახელში ქალაქგარეთ და სისხლი გამოვიდა საწნახლიდან ცხენის ლაგმის სიმაღლეზე და 1 600 სტადიონზე*.

15 ვიხილე სხვა ნიშანი ცაში, დიდი და საოცარი, შვიდი ანგელოზი,+ შვიდი უკანასკნელი უბედურების მომტანი, რითაც სრულდება ღვთის რისხვა.+

2 ვიხილე ცეცხლნარევი, მინის ზღვის+ მსგავსი რამ. მხეცზე, მის ქანდაკებასა+ და მისი სახელის+ რიცხვზე გამარჯვებულნი+ მინის ზღვასთან იდგნენ, ხელში ღვთის ქნარები ეჭირათ 3 და ღვთის მონის, მოსეს,+ სიმღერასა და კრავის+ სიმღერას მღეროდნენ:

„დიდი და საოცარია შენი საქმენი,+ იეჰოვა* ღმერთო, ყოვლისშემძლევ.+ სამართლიანი და ჭეშმარიტია შენი გზები,+ მარადიულობის მეფევ!+ 4 ვის არ შეეშინდება შენი, იეჰოვა*, და ვინ არ ადიდებს შენს სახელს?! მხოლოდ შენა ხარ ერთგული!+ ყველა ხალხი შენ თაყვანსაცემად მოვა,+ რადგან გაცხადდა შენი სამართალი“.

5 ამის შემდეგ დავინახე, რომ გაიღო ტაძარი+ ზეცაში+ 6 და იქიდან შვიდი უბედურების მომტანი შვიდი ანგელოზი+ გამოვიდა, რომლებსაც სუფთა, მბრწყინავი სელის სამოსელი ეცვათ და მკერდზე ოქროს სარტყლები ერტყათ. 7 ოთხი ცოცხალი არსებიდან ერთ-ერთმა ამ შვიდ ანგელოზს შვიდი ოქროს თასი მისცა, რომლებიც მარად ცოცხალი ღვთის რისხვით იყო სავსე.+ 8 ღვთის დიდებამ და ძლიერებამ ტაძარი კვამლით აავსო+ და არავის შეეძლო შიგნით შესვლა, სანამ შვიდი ანგელოზის შვიდი უბედურება+ არ დასრულდა.

16 გავიგონე ტაძრიდან+ გამომავალი ძლიერი ხმა, რომელმაც შვიდ ანგელოზს უთხრა: „წადით და ღვთის რისხვის შვიდი თასი დედამიწას გადააღვარეთ!“+

2 წავიდა პირველი ანგელოზი და თავისი თასი დედამიწას გადააღვარა.+ ადამიანებს, რომლებსაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ+ და რომლებიც მის ქანდაკებას სცემდნენ თაყვანს,+ საშინელი, მომაკვდინებელი წყლულები+ გაუჩნდათ.

3 მეორემ თავისი თასი ზღვას გადააღვარა.+ ზღვა მკვდრის სისხლივით+ გახდა და დაიხოცა ყოველი სულდგმული — ყოველივე, რაც ზღვაშია.+

4 მესამემ თავისი თასი მდინარეებსა და წყაროებს+ გადააღვარა და ისინი სისხლად იქცნენ.+ 5 გავიგონე, წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: „მართალი და ერთგული+ ხარ შენ, ვინც ხარ და იყავი,+ რადგან ასეთი განაჩენი გამოუტანე მათ,+ 6 ვინც დაღვარა წმინდათა და წინასწარმეტყველთა+ სისხლი; შენ მიეცი მათ სისხლი სასმელად,+ რადგან დაიმსახურეს ეს“.+ 7 გავიგონე, სამსხვერპლო რომ ამბობდა: „იეჰოვა* ღმერთო, ყოვლისშემძლევ,+ ჭეშმარიტი და სამართლიანია შენი განაჩენი“.+

8 მეოთხემ თავისი თასი მზეს გადააღვარა.+ მზეს ნება მიეცა, ცეცხლით დაეწვა ადამიანები. 9 იწვოდნენ ადამიანები დიდი სიცხისგან, მაგრამ გმობდნენ ღვთის სახელს; არ ინანიებდნენ და ხოტბას არ ასხამდნენ მას, ვისაც ამ სასჯელების დატეხვის უფლებამოსილება აქვს.

10 მეხუთემ თავისი თასი მხეცის ტახტს გადააღვარა. დაბნელდა+ მისი სამეფო და ადამიანები ტკივილისგან ენებს იკვნეტდნენ, 11 მაგრამ ტკივილებისა და წყლულების გამო გმობდნენ ზეციერ ღმერთს და არ ინანიებდნენ თავიანთ საქმეებს.

12 მეექვსემ თავისი თასი დიდ მდინარეს, ევფრატს,+ გადააღვარა და დაშრა+ მისი წყალი, რათა გამზადებულიყო გზა+ მზის ამოსავლიდან მომავალი მეფეებისთვის.

13 დავინახე, რომ დრაკონის პირიდან, მხეცის პირიდან+ და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან ბაყაყების მსგავსი სამი უწმინდური შთაგონებული სიტყვა გამოვიდა. 14 ეს სიტყვები, რომლებიც დემონების მიერაა შთაგონებული, სასწაულებს ახდენენ,+ მიდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა საომრად შეკრიბონ+ ისინი ყოვლისშემძლე ღვთის+ დიდ დღეს.

15 ამის შემდეგ გავიგონე ხმა: „ქურდივით მოვდივარ.+ ბედნიერია, ვინც ფხიზლობს+ და დარაჯობს თავის სამოსს, შიშველმა რომ არ იაროს და მისი სასირცხო ადგილები არავინ დაინახოს“.+

16 შეკრიბეს ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად „არმაგედონი“*+ ჰქვია.

17 მეშვიდემ თავისი თასი ჰაერს გადააღვარა და გაისმა ძლიერი ხმა+ ტაძრიდან, ტახტიდან: „აღსრულდა!“ 18 დაიწყო ელვა და ქუხილი, გაისმა ხმები და მოხდა დიდი, ძლიერი მიწისძვრა, რომლის მსგავსიც არ მომხდარა დედამიწაზე+ ადამიანის გაჩენის დღიდან. 19 დიდი ქალაქი+ სამად გაიყო და ერთა ქალაქები დაეცა. გაიხსენა ღმერთმა დიდი ბაბილონი,+ რათა თავისი მძვინვარების ღვინის სასმისი მიეცა მისთვის.+ 20 ყველა კუნძული გაუჩინარდა და მთებიც სადღაც გაქრა.+ 21 წამოვიდა ციდან სეტყვა, რომლის თითოეული მარცვალი ერთ ტალანტს* იწონიდა, და ძლიერ დაისეტყვა ხალხი.+ გმობდნენ ადამიანები ღმერთს იმის გამო, რომ სეტყვამ მათ დიდი უბედურება დაატეხა.+

17 იმ შვიდი ანგელოზიდან, რომლებსაც შვიდი თასი+ ჰქონდათ, ერთ-ერთი მოვიდა ჩემთან და მითხრა: „მოდი და გიჩვენებ, როგორ აღსრულდება მრავალ წყალზე მჯდომი დიდი მეძავის წინააღმდეგ გამოტანილი განაჩენი,+ 2 რომელთანაც გარყვნილებას+ სჩადიოდნენ დედამიწის მეფეები, დედამიწის მკვიდრნი კი მისი გარყვნილების ღვინით თვრებოდნენ“.+

3 მან სულით უდაბნოში წამიყვანა, სადაც ვიხილე ქალი, რომელიც შვიდთავიან და ათრქიან ალისფერ მხეცზე იჯდა; ამ მხეცს ყველგან ღვთისმგმობელი სახელები ეწერა. 4 ქალი შემოსილი იყო იისფერი+ და ალისფერი სამოსით და შემკული იყო ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით;+ ხელში კი თავისი გარყვნილების სისაძაგლითა და უწმინდურებით სავსე ოქროს სასმისი ეჭირა. 5 შუბლზე საიდუმლო სახელი ეწერა: „დიდი ბაბილონი, მეძავთა+ და დედამიწის სისაძაგლეთა დედა“.+ 6 დავინახე, რომ ქალი წმინდებისა და იესოს მოწმეების სისხლით იყო მთვრალი.+

დავინახე და გავოგნდი. 7 ანგელოზმა მითხრა: „რატომ გაოგნდი? გეტყვი ამ ქალისა+ და იმ შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცის+ საიდუმლოს, რომელიც ქალს დაატარებს: 8 მხეცი, რომელიც იხილე, იყო და აღარ არის, თუმცა მალე ამოვა უფსკრულიდან+ და დაღუპვის გზას დაადგება. დედამიწის მკვიდრნი, რომელთა სახელებიც ქვეყნიერების დასაბამიდან მოყოლებული არ ჩაწერილა სიცოცხლის გრაგნილში,+ გაოცდებიან, როცა დაინახავენ, რომ მხეცი იყო, აღარ არის, მაგრამ ისევ გამოჩნდება.

9 ჭკუა და სიბრძნეა საჭირო ამის გასაგებად: შვიდი თავი+ შვიდ მთას განასახიერებს, რომლებზეც ქალი ზის, 10 და შვიდ მეფეს. ხუთი დაეცა, ერთი არის, ბოლო ჯერ არ მოსულა, მაგრამ, როცა მოვა, ცოტა ხანს დარჩება. 11 მხეცი, რომელიც იყო, მაგრამ აღარ არის,+ მერვე მეფეა. ის შვიდი მეფიდან წარმოიშობა და დაღუპვის გზას დაადგება.

12 ათი რქა, შენ რომ იხილე, ათ მეფეს ნიშნავს, რომლებსაც ჯერ არ მიუღიათ სამეფო, მაგრამ ისინი მხეცთან ერთად ერთი საათით მიიღებენ სამეფო ძალაუფლებას. 13 ისინი ერთი აზრისანი იქნებიან და მხეცს მისცემენ თავიანთ ძალასა და მმართველობის უფლებას. 14 შეებრძოლებიან ისინი კრავს,+ მაგრამ კრავი სძლევს მათ, რადგან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე.+ სძლევენ ისინიც,+ რომლებიც მასთან იქნებიან — მოწოდებულნი, რჩეულნი და ერთგულნი“.+

15 მან მითხრა: „წყლები, რომლებიც იხილე და რომლებზეც მეძავი ზის, ხალხებს, ჯგუფებს, ერებსა და ენებს განასახიერებს.+ 16 ათი რქა+ და მხეცი,+ შენ რომ იხილე, შეიძულებენ მეძავს,+ ააწიოკებენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ,+ 17 რადგან ღმერთი გულში ჩაუდებს მათ,+ რომ განახორციელონ მისი განზრახვა, თავიანთი ერთობლივი განზრახვა, და მისცენ სამეფო მხეცს,+ სანამ ღვთის სიტყვები არ შესრულდება. 18 ქალი+ კი, შენ რომ იხილე, დიდ ქალაქს განასახიერებს, რომელიც დედამიწის მეფეებზე ბატონობს“.

18 ამის შემდეგ ვიხილე ციდან ჩამომავალი სხვა ანგელოზი, რომელსაც დიდი ძალაუფლება ჰქონდა. მისმა დიდებამ დედამიწა გაანათა. 2 მან ძლიერი ხმით დაიძახა: „დაეცა!+ დაეცა დიდი ბაბილონი და გახდა დემონების სამკვიდრო, ყოველი უწმინდური სულისა* და ყოველი უწმინდური და საძულველი ფრინველის თავშესაფარი!+ 3 მისი გარყვნილების მრისხანების ღვინომ იმსხვერპლა+ ყველა ხალხი. დედამიწის მეფეები მეძაობდნენ მასთან,+ ხოლო დედამიწის დიდვაჭრები მისი სამარცხვინო ფუფუნების წყალობით გამდიდრდნენ“.

4 სხვა ხმაც გავიგონე ციდან, რომელიც ამბობდა: «გამოდით დიდი ბაბილონიდან, ჩემო ხალხო,+ თუ არ გინდათ, რომ მისი ცოდვების თანამონაწილენი იყოთ და მისთვის გამოტანილი სასჯელი დაიტეხოთ,+ 5 რადგან მისი ცოდვები ცას მისწვდა+ და ღმერთმა გაიხსენა მისი ბოროტი საქმეები.+ 6 როგორც ის ექცეოდა სხვებს,+ მასაც ისევე მოექეცით, და ორმაგად მიუზღეთ იმის გამო, რაც ჩაიდინა.+ სასმისში,+ რომელშიც ის სასმელს აზავებდა, ორმაგი ნაზავი ჩაუსხით.+ 7 მიაგეთ მას საზღაური იმის გამო, რომ საკუთარ თავს განადიდებდა და სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობდა; იმდენი მიუზღეთ, რამდენსაც იმსახურებს, რომ დაიტანჯოს და იგლოვოს, რადგან გულში ამბობს: დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და არასოდეს ვიგლოვებო.+ 8 ამიტომ ერთ დღეში დაატყდება მას სასჯელი, სიკვდილი, გლოვა და შიმშილი და ცეცხლში დაიწვება,+ რადგან ძლიერია იეჰოვა* ღმერთი, მისი გამსამართლებელი.+

9 დედამიწის მეფეები, რომლებიც მასთან გარყვნილებას სჩადიოდნენ და მასთან ერთად სამარცხვინო ფუფუნებაში ცხოვრობდნენ, იტირებენ და მკერდში მწუხარებისგან მჯიღის ცემას მოჰყვებიან, როცა დაინახავენ, რომ დაიწვება იგი და კვამლი აუვა. 10 ისინი, მისი ტანჯვით შეშინებულნი, მოშორებით დადგებიან და იტყვიან: „ვაი, ვაი, დიდო ქალაქო+ ბაბილონო, ძლევამოსილო ქალაქო! ერთ საათში გასამართლდი!“

11 მის გამო იტირებენ და იგლოვებენ დედამიწის დიდვაჭრებიც, რადგან აღარავინ იყიდის მათ საქონელს: 12 ოქროს, ვერცხლს, ძვირფას ქვებს, მარგალიტს, ძვირფასი სელის ქსოვილს, იისფერ ქსოვილს, აბრეშუმს, ალისფერ ქსოვილს, სურნელოვანი ხის, სპილოს ძვლის, ძვირფასი ხის, სპილენძის, რკინისა და მარმარილოს ნაკეთობებს, 13 დარიჩინს, ინდურ სანელებელს, საკმეველს, ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოს, ზეითუნის ზეთს, წმინდად დაფქულ ფქვილს, ხორბალს, ცხვარ-ძროხას, ცხენებს, ეტლებს, მონებსა და სხვებს*. 14 მწიფე ხილი, რომელსაც დახარბებული იყავი, აღარ გაქვს, ყოველივე საუკეთესო და ბრწყინვალე დაკარგე და ვეღარასოდეს იპოვი.

15 დიდვაჭრები, რომლებიც ამ ყველაფრით ვაჭრობდნენ და რომლებიც ბაბილონმა გაამდიდრა, შორს დადგებიან, რადგან მისი ტანჯვა შეაშინებთ; იგლოვებენ და იტირებენ: 16 „ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ძვირფასი სელის, იისფერი და ალისფერი სამოსით მოსილო, ოქროთი, ძვირფასი ქვებითა და მარგალიტებით მორთულო!+ 17 ესოდენ დიდი სიმდიდრე ერთ საათში განადგურდა!“

ყოველი ხომალდის მეთაური, ყოველი ზღვით მოგზაური, ყოველი მეზღვაური და ყველა, ვინც ზღვით ირჩენს თავს, მოშორებით დადგებიან, 18 და, როცა დაინახავენ, რომ დაიწვება იგი და კვამლი აუვა, აყვირდებიან: „რომელი ქალაქი შეედრებოდა ამ დიდ ქალაქს?!“ 19 თავზე მტვერს დაიყრიან, იტირებენ, იგლოვებენ და იყვირებენ: „ვაი, ვაი, დიდო ქალაქო! შენმა სიმდიდრემ გაამდიდრა ყველა, ვისაც ზღვაში ხომალდები ჰყავდა. ერთ საათში განადგურდი!“+

20 ზეცავ,+ წმინდებო,+ მოციქულებო და წინასწარმეტყველებო! იხარეთ იმის გამო, რაც მას დაემართა, რადგან ღმერთმა თქვენ გამო სასჯელი გამოუტანა მას!»+

21 ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის ხელა ქვა აიღო, ზღვაში ჩააგდო და თქვა: „ასე სწრაფად დაეცემა დიდი ქალაქი ბაბილონი და აღარ იარსებებს.+ 22 აღარასოდეს გაისმება იქ მომღერალი მექნარეების, მუსიკოსების, მესალამურეებისა და მესაყვირეების ხმა; აღარც ხელოსანი იქნება იქ და აღარც დოლაბის ხმა გაისმება; 23 აღარც ლამპარი გაანათებს და აღარც ნეფე-პატარძლის ხმა გაისმება, რადგან მისი დიდვაჭრები დედამიწის დიდებულები იყვნენ და ის სპირიტიზმით+ აცდუნებდა ხალხებს. 24 იქ ნახეს დედამიწაზე მოკლული წინასწარმეტყველების, წმინდებისა+ და ყველა მოკლულის სისხლი“.+

19 ამის შემდეგ გავიგონე ციდან დიდი ხმა, რომელიც დიდძალი ხალხის ხმას ჰგავდა. ეს ხმა ამბობდა: „ადიდეთ იაჰი*!+ ხსნა, დიდება და ძლიერება ჩვენს ღმერთს ეკუთვნის, 2 რადგან ჭეშმარიტი და სამართლიანია+ მისი ყველა განაჩენი. აღასრულა მან დიდი მეძავისთვის გამოტანილი განაჩენი, იმ დიდი მეძავისა, რომელმაც გარყვნა დედამიწა თავისი გარყვნილებით, და მოჰკითხა მან მეძავს თავისი მონების სისხლი“.+ 3 მეორედაც გაისმა ხმა: „ადიდეთ იაჰი*!+ მეძავის კვამლი არასოდეს გაქრება“.+

4 ოცდაოთხმა უხუცესმა+ და ოთხმა ცოცხალმა არსებამ+ მუხლი მოიყარეს, თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომ ღმერთს და თქვეს: „ამინ! ადიდეთ იაჰი*!“+

5 ტახტიდან გამოვიდა ხმა, რომელმაც თქვა: „ადიდოს ჩვენი ღმერთი ყველა მისმა მონამ,+ მისმა მოშიშმა, დიდმა თუ მცირემ“.+

6 გავიგონე ხმა, რომელიც დიდძალი ხალხის, ბევრი წყლისა და ძლიერი ჭექა-ქუხილის ხმას ჰგავდა. ეს ხმა ამბობდა: „ადიდეთ იაჰი*,+ რადგან გამეფდა+ ჩვენი ყოვლისშემძლე ღმერთი იეჰოვა*.+ 7 ვიხაროთ, ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ მას, რადგან კრავის ქორწილის დრო დადგა და პატარძალიც გაემზადა. 8 მას ნება მიეცა, ჩაეცვა მბრწყინავი, სუფთა, ძვირფასი სელის სამოსი, რადგან ძვირფასი სელის სამოსი წმინდების სიმართლის საქმეებს განასახიერებს“.+

9 ანგელოზმა მითხრა: „დაწერე: ბედნიერნი არიან კრავის საქორწილო+ ვახშამზე მიწვეულნი“. მან აგრეთვე მითხრა: „ეს ღვთის სარწმუნო სიტყვებია“. 10 მაშინ დავემხვე მის ფეხებთან, რომ თაყვანი მეცა მისთვის, მაგრამ მან მითხრა: „ნუ იზამ ამას!+ ღმერთს ეცი თაყვანი!+ მეც ისეთივე მონა ვარ, როგორიც შენ და შენი ძმები, რომლებიც იესოს შესახებ ქადაგებენ,+ რადგან სწორედ იესოს შესახებ ქადაგებაა წინასწარმეტყველების არსი“.+

11 ვიხილე გახსნილი ცა და თეთრი ცხენი.+ მის მხედარს ერთგული+ და ჭეშმარიტი+ ეწოდება. ის სამართლიანად ასამართლებს და სამართლიანად იბრძვის.+ 12 თვალები ცეცხლის ალს+ მიუგავდა და თავზე მრავალი გვირგვინი ედგა. მას ეწერა სახელი, რომელიც მის გარდა არავინ იცის. 13 სისხლიანი მოსასხამი ეცვა და მისი სახელი იყო ღვთის სიტყვა.+ 14 მას მიჰყვებოდა თეთრ ცხენებზე ამხედრებული თეთრი, სუფთა, ძვირფასი სელის სამოსით მოსილი ზეციერი ლაშქარი. 15 მისი პირიდან დიდი ბასრი მახვილი გამოდიოდა,+ რათა დაეკრა ხალხებისთვის. ის რკინის კვერთხით+ დამწყემსავს მათ. ის დაწნეხს ყოვლისშემძლე ღვთის+ რისხვის მძვინვარების საწნახელშიც. 16 მას მოსასხამზე, ბარძაყთან, აწერია სახელი — მეფეთა მეფე და უფალთა უფალი.+

17 ვიხილე აგრეთვე მზეზე მდგომი ანგელოზი. ის ხმამაღლა უხმობდა ცის ყველა ფრინველს: „მოდით, მოგროვდით ღვთის დიდ ვახშამზე,+ 18 რათა ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა, ძლიერთა,+ ცხენთა და მათ მხედართა ხორცი,+ ყველას ხორცი: თავისუფლისა თუ მონისა, დიდისა თუ მცირისა!“

19 ვიხილე მხეცი, დედამიწის მეფეები და მათი ლაშქრები, რომლებიც ცხენზე ამხედრებულისა და მისი ლაშქრის წინააღმდეგ საომრად შეკრებილიყვნენ.+ 20 შეიპყრეს მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი,+ რომელიც სასწაულებს ახდენდა მის წინაშე, რითაც შეცდომაში შეჰყავდა მხეცის ნიშნის მიმღებნი+ და მისი ქანდაკების თაყვანისმცემელნი.+ ორივენი ცოცხლად ჩაყარეს ცეცხლისა და გოგირდის ტბაში.+ 21 დანარჩენები ცხენზე ამხედრებულის პირიდან გამომავალი დიდი მახვილით დაიხოცნენ.+ ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით.+

20 ვიხილე ციდან ჩამომავალი ანგელოზი, რომელსაც უფსკრულის გასაღები+ და დიდი ჯაჭვი ეჭირა ხელში. 2 შეიპყრო მან დრაკონი,+ ძველი გველი,+ ეშმაკი+ და სატანა,+ და შებოჭა იგი 1 000 წლით. 3 ჩააგდო ის უფსკრულში,+ რომელიც ჩაკეტა და დაბეჭდა, რათა შეცდომაში აღარ შეიყვანოს ხალხები, სანამ 1 000 წელი არ გავა. ამის შემდეგ კი ის ცოტა ხნით უნდა გათავისუფლდეს.+

4 ვიხილე ტახტები; ტახტებზე მსხდომთ გასამართლების უფლებამოსილება ჰქონდათ მიცემული. ვიხილე აგრეთვე იესოსა და ღვთის შესახებ ქადაგების გამო სიკვდილით დასჯილები*, რომლებმაც არც მხეცს სცეს თაყვანი, არც მის ქანდაკებას და არც ნიშანი დაიდეს შუბლსა და ხელზე.+ ისინი გაცოცხლდნენ და ქრისტესთან ერთად მეფობდნენ+ 1 000 წელი 5 (დანარჩენი მკვდრები+ არ გაცოცხლდნენ, სანამ 1 000 წელი არ გავიდა). ეს არის პირველი აღდგომა.+ 6 ბედნიერი და წმინდაა ის, ვისაც წილი აქვს პირველ აღდგომაში.+ მათ მეორე სიკვდილი+ არ ემუქრებათ.+ ისინი ღვთისა და ქრისტეს მღვდლები იქნებიან+ და მასთან ერთად იმეფებენ 1 000 წელი.+

7 როგორც კი გავა 1 000 წელი, სატანა გათავისუფლდება საპყრობილიდან 8 და გამოვა, რათა შეცდომაში შეიყვანოს დედამიწის ოთხივე კუთხეში მცხოვრები ხალხები, გოგი და მაგოგი, და საომრად შეკრიბოს ისინი. მათი რიცხვი ზღვის ქვიშასავით იქნება. 9 მოედებიან ისინი მთელ დედამიწას და ალყაში მოაქცევენ წმინდათა ბანაკსა და საყვარელ ქალაქს, მაგრამ ციდან ცეცხლი ჩამოვა და შთანთქავს მათ.+ 10 ეშმაკს კი, რომელსაც შეცდომაში შეჰყავდა ისინი, ჩააგდებენ ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც მხეცი+ და ცრუწინასწარმეტყველი იქნებიან.+ ისინი დღედაღამ, მარადიულად დაიტანჯებიან.

11 ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ტახტზე მჯდომი.+ მისგან გაიქცა ცა და დედამიწა,+ და აღარ აღმოჩნდა ადგილი მათთვის. 12 ვიხილე ტახტის წინ მდგომი მკვდრები, დიდი და მცირე, და გაშლილი გრაგნილები. გაშლილი იყო სხვა გრაგნილიც — სიცოცხლის გრაგნილი.+ მკვდრები ამ გრაგნილებში ჩაწერილის მიხედვით გასამართლდნენ თავიანთი საქმეებისამებრ.+ 13 დააბრუნა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები, სიკვდილმა და სამარემაც* დააბრუნეს მათში მყოფი მკვდრები და თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა.+ 14 სიკვდილი და სამარე ჩაყარეს ცეცხლის ტბაში;+ ცეცხლის ტბა+ მეორე სიკვდილს+ განასახიერებს. 15 ცეცხლის ტბაში ისინიც ჩაყარეს,+ ვინც სიცოცხლის წიგნში არ იყვნენ ჩაწერილნი.+

21 ვიხილე ახალი ცა და ახალი დედამიწა;+ წინანდელი ცა და წინანდელი დედამიწა განადგურებულიყო,+ და აღარც ზღვა+ იყო. 2 ვიხილე აგრეთვე წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, ზეციდან, ღვთისგან ჩამომავალი+ და ქმრისთვის მორთული პატარძალივით გამზადებული.+ 3 გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა: „აი, ღვთის კარავი ადამიანებთანაა! ღმერთი მათთან დამკვიდრდება, ისინი მისი ხალხი იქნებიან და თავად ღმერთი იქნება მათთან.+ 4 მოსწმენდს მათ ყოველ ცრემლს თვალებიდან+ და აღარ იქნება სიკვდილი,+ აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი,+ რადგან წინანდელი ყველაფერი მოისპო“.

5 ტახტზე მჯდომმა+ თქვა: „აი, ვქმნი ყოველივე ახალს“.+ შემდეგ დასძინა: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია“. 6 მან მითხრა: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა*, დასაწყისი და დასასრული.+ მწყურვალს უსასყიდლოდ დავალევინებ წყალს სიცოცხლის წყაროდან.+ 7 მძლეველი დაიმკვიდრებს ამ ყოველივეს, მე ვიქნები მისი ღმერთი და ის იქნება ჩემი ძე. 8 მხდალთა, ურწმუნოთა,+ უწმინდურთა, მკვლელთა,+ მეძავთა,+ სპირიტიზმის მიმდევართა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა მატყუარას+ ხვედრი ცეცხლისა და გოგირდის+ ტბაშია. ეს მეორე სიკვდილს განასახიერებს“.+

9 მოვიდა ერთ-ერთი იმ შვიდი ანგელოზიდან, რომელთაც შვიდი უკანასკნელი უბედურებით+ სავსე შვიდი თასი ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი, გაჩვენებ პატარძალს, კრავის ცოლს“.+ 10 მან სულით ძალიან დიდ და მაღალ მთაზე ამიყვანა და მაჩვენა წმინდა ქალაქი იერუსალიმი, რომელიც ზეციდან ღვთისგან ჩამოდიოდა+ 11 და რომელიც ღვთის დიდებით იყო მოსილი.+ ის ძვირფასი ქვასავით ბზინავდა, იასპივით მოელვარე და ბროლივით გამჭვირვალე+ იყო. 12 მას დიდი, მაღალი გალავანი და 12 კარიბჭე ჰქონდა. კარიბჭეებთან 12 ანგელოზი იდგა და იქ ისრაელის 12 ტომის სახელი ეწერა. 13 სამი კარიბჭე აღმოსავლეთით იყო, სამი — ჩრდილოეთით, სამი — სამხრეთით და სამიც — დასავლეთით.+ 14 ქალაქის გალავანს საძირკვლად ჰქონდა 12 ქვა კრავის 12 მოციქულის 12 სახელით.+

15 მას, ვინც მელაპარაკებოდა, ოქროს ლერწამი ეჭირა, რათა გაეზომა ქალაქი, მისი კარიბჭეები და გალავანი.+ 16 ქალაქს ოთხკუთხედის ფორმა ჰქონდა, თანაბარი სიგრძე-სიგანისა იყო. მან ქალაქი ლერწმით გაზომა და 12 000 სტადიონი* გამოვიდა. სიგრძე, სიგანე და სიმაღლე თანაბარი ჰქონდა. 17 გაზომა მისი გალავანი და 144 წყრთა* გამოვიდა ადამიანის საზომით, რაც ანგელოზის საზომის ტოლია. 18 გალავანი იასპით+ იყო ნაგები, ხოლო ქალაქი ხალასი ოქროსი იყო, მინასავით გამჭვირვალე. 19 ქალაქის გალავნის საძირკველი ყველანაირი ძვირფასი ქვით იყო ნაშენი: საძირკვლის პირველი ქვა იყო იასპი, მეორე — საფირონი, მესამე — ქალცედონი, მეოთხე — ზურმუხტი, 20 მეხუთე — სარდონიქსი, მეექვსე — სარდიონი, მეშვიდე — ქრიზოლითი, მერვე — ბივრილი, მეცხრე — ტოპაზი, მეათე — ქრიზოპრაზი, მეთერთმეტე — ჰიაცინტი, მეთორმეტე — ამეთვისტო. 21 12–ვე კარიბჭე 12 მარგალიტისა იყო, თითო კარიბჭე — თითო მარგალიტისა. ქალაქის მთავარი ქუჩა ხალასი ოქროსი იყო, მინასავით გამჭვირვალე.

22 ტაძარი არ მიხილავს მასში, რადგან მისი ტაძარია ყოვლისშემძლე ღმერთი+ იეჰოვა* და კრავი. 23 ქალაქს გასანათებლად არც მზე სჭირდებოდა და არც მთვარე, რადგან ღვთის დიდებით იყო განათებული+ და კრავი იყო მისი ლამპარი.+ 24 ხალხები მისი სინათლით ივლიან+ და დედამიწის მეფეები იქ თავიანთ დიდებას შეიტანენ. 25 დღისით მისი კარიბჭეები არ დაიკეტება, რადგან იქ ღამე საერთოდ არ იქნება.+ 26 ხალხები დიდებასა და პატივს მიაგებენ მას.+ 27 ვერ შევა იქ ვერცერთი უწმინდური, ვერცერთი სისაძაგლის ჩამდენი და მატყუარა.+ მხოლოდ ისინი შევლენ, ვინც კრავის სიცოცხლის გრაგნილში იქნებიან ჩაწერილნი.+

22 ანგელოზმა სიცოცხლის წყლის მდინარე მაჩვენა,+ ბროლივით სუფთა, რომელიც ღვთისა და კრავის+ ტახტიდან მოედინებოდა 2 ქალაქის მთავარი ქუჩის შუაში. მდინარის გაღმა-გამოღმა სიცოცხლის ხეები იდგა, რომლებიც 12-ჯერ იძლეოდნენ მოსავალს, ყოველთვიურად იძლეოდნენ ნაყოფს. ხეების ფოთლები ხალხების განსაკურნავად იყო.+

3 აღარ დაიწყევლება ქალაქი. ღვთისა და კრავის+ ტახტი იქნება იქ და ღმერთს თავისი მონები ემსახურებიან, 4 იხილავენ მის სახეს+ და შუბლებზე მისი სახელი ეწერებათ.+ 5 ღამე აღარ იქნება+ და აღარ დასჭირდებათ არც ლამპრის შუქი და არც მზის შუქი, რადგან იეჰოვა* ღმერთი მოჰფენს მათ შუქს+ და ისინი მარადიულად იმეფებენ.+

6 მან მითხრა: „ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია.+ იეჰოვამ*, წინასწარმეტყველთა შთამაგონებელმა ღმერთმა,+ თავისი ანგელოზი გამოგზავნა, რათა თავისი მონებისთვის ეჩვენებინა ის, რაც მალე უნდა მოხდეს. 7 მალე მოვალ!+ ბედნიერია ის, ვინც ყურად იღებს ამ გრაგნილზე დაწერილი წინასწარმეტყველების სიტყვებს“.+

8 მე, იოანემ, მოვისმინე და ვიხილე ეს ყველაფერი; როცა მოვისმინე და ვიხილე, თაყვანსაცემად დავემხვე ანგელოზის ფეხებთან, რომელიც ამ ყოველივეს მაჩვენებდა, 9 მაგრამ მან მითხრა: „ნუ იზამ ამას! ღმერთს ეცი თაყვანი! მეც ისეთივე მონა ვარ, როგორიც შენ, შენი ძმები, წინასწარმეტყველები, და ისინი, ვინც ყურად იღებენ ამ გრაგნილზე დაწერილ სიტყვებს“.+

10 მან აგრეთვე მითხრა: «ბეჭედს ნუ დაადებ ამ გრაგნილზე დაწერილ წინასწარმეტყველებას, რადგან დანიშნული დრო ახლოსაა. 11 დაე უმართლომ კვლავ ჩაიდინოს უმართლობა, უწმინდურმა — უწმინდურება, მართალმა კი კვლავ სიმართლით იაროს და წმინდამ — სიწმინდით.

12 „მალე მოვალ და თითოეულს თავისი საქმეებისამებრ მივუზღავ!+ 13 მე ვარ ალფა და ომეგა*,+ პირველი და უკანასკნელი, დასაწყისი და დასასრული. 14 ბედნიერნი არიან ისინი, ვინც გაირეცხეს გრძელი სამოსელი,+ რათა სიცოცხლის ხეებთან+ მისვლის უფლება ჰქონოდათ და კარიბჭეებით ქალაქში შესულიყვნენ.+ 15 გარეთ არიან ძაღლები*, სპირიტიზმის მიმდევრები, მეძავები, მკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და ყველა მატყუარა და თაღლითი“.+

16 „მე, იესომ, გამოვგზავნე ჩემი ანგელოზი, რათა გადამეცა ეს ყოველივე კრებებისთვის. მე ვარ დავითის ფესვი+ და შთამომავალი და კაშკაშა ცისკრის ვარსკვლავი“».+

17 სული და პატარძალი+ ამბობენ: „მოდი!“ მომსმენმაც თქვას: „მოდი!“ მოვიდეს მწყურვალი+ და მსურველმა უსასყიდლოდ აიღოს სიცოცხლის წყალი.+

18 «ყველას გასაგონად ვამბობ, ვინც ისმენს ამ გრაგნილზე დაწერილ წინასწარმეტყველებას: თუ ვინმე რამეს დაამატებს ამას,+ ღმერთი მოუვლენს მას ამ გრაგნილზე დაწერილ ყოველგვარ უბედურებას.+ 19 და, თუ ვინმე რამეს მოაკლებს ამ გრაგნილზე დაწერილ წინასწარმეტყველებას, ღმერთიც წაართმევს მას თავის წილს, იმას, რაც ამ გრაგნილშია ჩაწერილი — არ მისცემს სიცოცხლის ხის+ ნაყოფის ჭამისა და წმინდა ქალაქში+ ყოფნის უფლებას.

20 ვინც ამის შესახებ გვაუწყებს, ამბობს: „მალე მოვალ!“»+

ამინ! მოდი, უფალო იესო!

21 უფალ იესო ქრისტეს წყალობა არ მოჰკლებოდეთ წმინდებს!

ალფა და ომეგა ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოებია.

იხ. დანართი ა5.

ბერძნ. „ჰადეს“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „ვიკვლევ თირკმელებსა და გულს“.

ან შესაძლოა: „რაკი მომბაძე მოთმინებაში“.

იხ. დანართი ა5.

იხ. დანართი ა5.

ბერძნ. „ქოინიქს“. დაახლ. 700 გრ. იხ. დანართი ბ14.

რომაული ვერცხლის მონეტა, დღიური გასამრჯელო. იხ. დანართი ბ14.

ბერძნ. „ჰადეს“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „დახოცილთა სულები“. ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ნიშნავს „განადგურებას“.

ნიშნავს „გამანადგურებელს“.

ბერძნ. „პორნია“. იხ. „სექსუალური უზნეობა“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სიტყვასიტყვით — „ქრისტეს“.

იხ. დანართი ა5.

ნიშნავს: „ვინ არის ღვთის მსგავსი?“

სიტყვასიტყვით — „ქრისტეს“.

ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ანუ სამ-ნახევარი დრო.

იგივე ლეოპარდი.

ან შესაძლოა: „ვინც მახვილითაა მოსაკლავი“.

სიტყვასიტყვით — „ქალწულები“.

სიტყვასიტყვით — „რაც მათ გააკეთეს, თან გაჰყვა მათ“.

დაახლ. 300 კმ. სტადიონი უდრიდა 185 მ-ს. იხ. დანართი ბ14.

იხ. დანართი ა5.

იხ. დანართი ა5.

იხ. დანართი ა5.

ნიშნავს „მეგიდოს მთას“.

ბერძნული ტალანტი უდრიდა 20,4 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.

ან შესაძლოა: „სუნთქვის“, „ამონასუნთქის“, „შთაგონებული სიტყვის“.

იხ. დანართი ა5.

სიტყვასიტყვით — „ადამიანთა სულებს“. ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

სხვაგვარად — „ალილუია“. „იაჰი“ არის ღვთის სახელის, იეჰოვას, შემოკლებული ფორმა.

იხ. დანართი ა5.

სიტყვასიტყვით — „სიკვდილით დასჯილთა სულები“. ბერძნ. „ფსიქე“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ბერძნ. „ჰადეს“. იხ. „სამარე“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).

ალფა და ომეგა ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოებია.

დაახლ. 2 220 კმ. სტადიონი უდრიდა 185 მ-ს. იხ. დანართი ბ14.

დაახლ. 65 მ. იხ. დანართი ბ14.

იხ. დანართი ა5.

იხ. დანართი ა5.

იხ. დანართი ა5.

ალფა და ომეგა ბერძნული ანბანის პირველი და ბოლო ასოებია.

იგულისხმებიან ღვთის თვალში ყოველგვარი სისაძაგლის ჩამდენნი.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება