საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • g97 ოქტომბერი გვ. 32
  • ოქტ.—დეკ. „ეს პირველი წიგნი იყო, რომელიც მან წაიკითხა“

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ოქტ.—დეკ. „ეს პირველი წიგნი იყო, რომელიც მან წაიკითხა“
  • გამოიღვიძეთ! — 1997
გამოიღვიძეთ! — 1997
g97 ოქტომბერი გვ. 32

„ეს პირველი წიგნი იყო, რომელიც მან წაიკითხა“

უკრაინაში იეჰოვას მოწმეები ხშირად საუბრობენ ადამიანებთან რკინიგზის სადგურში. ერთ მანდილოსანს, რომელმაც ბიბლიისადმი ინტერესი გამოავლინა, მისცეს წიგნი „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“, რომელშიც ბიბლიის ისტორიის ქრონოლოგია უამრავი სურათითაა გადმოცემული.

მოგვიანებით იმავე სადგურში მანდილოსანმა კვლავ ნახა მოწმე და მადლობა გადაუხადა წიგნისთვის: «ჩემს შვილს არ უყვარს გაკვეთილების მომზადება. თითქმის არ კითხულობს. მაგრამ, როდესაც მივეცი წიგნი „ბიბლიური მოთხრობები“, ნახა სურათები და წაკითხვის დიდი სურვილი გაუჩნდა. დაახლოებით ორ კვირაში წაიკითხა მთელი წიგნი. ეს პირველი წიგნი იყო, რომელიც მან წაიკითხა. მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ის ხარობდა ღვთის შესახებ ცოდნის მიღებით. მასში ასეთი ცვლილებების შემხედვარე, მეც ვხარობ. გთხოვთ, კიდევ რამე მომცეთ წასაკითხავად».

იქვე ახლოს მყოფმა სხვა მანდილოსანმა მოისმინა ეს ამბავი. იკითხა, შეეძლო თუ არა მიეღო „ბიბლიური მოთხრობების“ ეგზემპლარი. თქვენც შეგიძლიათ 256-გვერდიანი წიგნის მიღება ან ვინმეს მიწვევა სახლში, რომ გესაუბრონ ბიბლიური განათლების მნიშვნელობაზე, თუ მისწერთ მეხუთე გვერდზე მოცემულ თქვენთვის უახლოეს მისამართზე.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება