გვექნება უკეთესი მომავალი?
მომავლის თემა ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესს იწვევს. ალბათ, ყველას გვსურს ვიცოდეთ, რა გველის მომავალი თვის, წლის ან თუნდაც ათწლეულის განმავლობაში. ან, უფრო ფართოდ თუ შევხედავთ საკითხს, როგორი იქნება მსოფლიო 10, 20 ან 30 წელიწადში.
იმედის თვალით უყურებთ მომავალს? მილიონობით ადამიანი ოპტიმისტურადაა განწყობილი. მათგან ერთნი ამბობენ, რომ უკეთესი მომავლის იმედისთვის საფუძვლიანი მიზეზები აქვთ, მეორენი კი ნათელი მომავლის იმედს მხოლოდ იმიტომ არ კარგავენ, რომ არ სურთ რეალობისთვის თვალის გასწორება.
ბევრი ფიქრობს, რომ მომავალი კარგს არაფერს გვიქადის. ზოგი დედამიწას აპოკალიფსურ დასასრულს უწინასწარმეტყველებს. მათი შეხედულებით, უკეთეს შემთხვევაში, გადარჩენას მხოლოდ ერთეულები თუ შეძლებენ.
პირადად თქვენ როგორ გესახებათ ხვალინდელი დღე? ნათელი მომავალი გველის თუ შავბნელი? თუ გჯერათ უკეთესი მომავლის, რაზეა დაფუძნებული თქვენი მოლოდინი — უკეთესობის სურვილზე თუ რეალურ მდგომარეობაზე?
„გამოიღვიძეთ!“–ის გამომცემლები არ იზიარებენ მათ თვალსაზრისს, ვინც თვლის, რომ კაცობრიობა გასანადგურებლადაა განწირული. ბიბლიას საფუძვლიანი მიზეზები მოჰყავს იმის დასამტკიცებლად, რომ წინ ბედნიერი მომავალი გველის.
[სურათის საავტორო უფლებები 5 გვერდზე]
U.S. Department of Energy photograph