საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • my მოთხ. 9
  • ნოეს კიდობანი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ნოეს კიდობანი
  • ბიბლიური მოთხრობები
  • მსგავსი მასალა
  • ნოეს კიდობანი
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“
    მიჰბაძეთ მათ რწმენას
  • ის „ჭეშმარიტ ღმერთთან ერთად დადიოდა“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • „ნოე და კიდევ შვიდი კაცი გადარჩნენ“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
იხილეთ მეტი
ბიბლიური მოთხრობები
my მოთხ. 9
ნოესა და მის ოჯახს კიდობანში ცხოველები შეჰყავთ და საჭმელი შეაქვთ

მოთხრობა 9

ნოეს კიდობანი

ნოეს ჰყავდა ცოლი და სამი ვაჟი: სემი, ქამი და იაფეთი. მათაც ჰყავდათ ცოლები. ასე რომ, ნოეს ოჯახში სულ რვანი იყვნენ.

ერთხელ ღმერთმა ნოეს უცნაური დავალება მისცა. მას დიდი კიდობანი უნდა აეგო. ის გემისხელა უნდა ყოფილიყო და გრძელი, უზარმაზარი ყუთის ფორმა უნდა ჰქონოდა. კიდობანი სამსართულიანი უნდა ყოფილიყო და ნოეს შიგ ოთახები უნდა გაეკეთებინა. ოთახები განკუთვნილი იქნებოდა ნოესა და მისი ოჯახისთვის, ცხოველებისა და საკვებისთვის.

ღმერთმა ასევე უთხრა ნოეს, რომ კიდობანზე ფისი წაესვა, რათა შიგნით წყალი არ შესულიყო. მან თქვა: ‘მოვავლენ წარღვნას, რომ დედამიწაზე ყველაფერი მოვსპო. ვინც კიდობანში არ იქნება, მოკვდება’.

ნოე და მისი ვაჟები დაემორჩილნენ იეჰოვას და დაიწყეს კიდობნის აგება. მაგრამ ხალხი დასცინოდა მათ და ბოროტების კეთებას არ იშლიდა. არავის სჯეროდა, რომ წარღვნა მოხდებოდა.

ხალხი დასცინის ნოეს, როდესაც ის მათ წარღვნის შესახებ აფრთხილებს

კიდობანი უზარმაზარი იყო, ამიტომ მის აგებას დიდი დრო დასჭირდა. ბოლოს, მრავალი წლის შემდეგ, მშენებლობა დამთავრდა. ღმერთმა დაავალა ნოეს, რომ კიდობანში ყველანაირი ცხოველი და ფრინველი შეეყვანა. მას ზოგიერთი ცხოველი მხოლოდ ორი, დედალ-მამალი, უნდა შეეყვანა, სხვები კი — შვიდ-შვიდი. ნოემ ყველაფერი ისე გააკეთა, როგორც ღმერთმა უთხრა.

ბოლოს ნოე და მისი ოჯახი კიდობანში შევიდნენ და ღმერთმა კარი ჩაკეტა. ისინი წარღვნას ელოდებოდნენ. წარმოიდგინე, რომ შენც მათთან ერთად ხარ კიდობანში, წარღვნას ელოდები და ფიქრობ: „ნეტავ, მართლა მოხდება წარღვნა?“

დაბადება 6:9—22; 7:1—9.

კითხვები

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება