როგორ ვართ დახსნილნი ცოდვისა და სიკვდილისაგან
35 გახსოვს, პირველმა ადამიანმა, ადამმა, რომ შესცოდა? მან სიცოცხლე და სამოთხე დაკარგა და რადგან ჩვენც მისი შვილები ვართ, ვკვდებით (რომაელთა 5:12; 3:23).
36 ჩვენ სრულყოფილ სიცოცხლეს დავიბრუნებდით, თუ სხვა სრულყოფილი ადამიანი შესწირავდა თავისას, ანუ გამოგვისყიდიდა სიკვდილისგან (1 კორინთელთა 15:45; რომაელთა 5:19, 21).
37 იესო იყო ღმერთის ძე. ის სრულყოფილი ადამიანი იყო. მას არ შეუცოდავს (ებრაელთა 5:9; 7:26).
38 მან დაუშვა, რომ ღმერთის მოძულე ადამიანებს მოეკლათ (საქმეები 2:23).
ამგვარად ის მსხვერპლად შეეწირა ჩვენთვის (1 ტიმოთე 2:6).
39 იესო დამარხეს ხელით გაკეთებულ გამოქვაბულში, ანუ სამარხში. ის სამ დღეს იყო მკვდარი. შემდეგ ღმერთმა აღადგინა (საქმეები 2:24).
40 ის ზეცაში დაბრუნდა. ახლა მას შეუძლია, დახმარება სთხოვოს ღმერთს მისი მორჩილი ადამიანებისთვის (ებრაელთა 9:24; 1 იოანე 2:1, 2).