საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • ed გვ. 2
  • ბროშურის მიზანი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ბროშურის მიზანი
  • იეჰოვას მოწმეები და განათლება
იეჰოვას მოწმეები და განათლება
ed გვ. 2

ბროშურის მიზანი

სურათი 3 გვერდზე

ჰოლანდიელმა ფილოსოფოსმა სპინოზამ დაწერა: „ჩემი მიზანია, არათუ ვიცინო ადამიანთა მოქმედებებზე, არათუ ვიტირო მათ გამო, არათუ შევიძულო ისინი, არამედ გავუგო მათ“. როგორც პედაგოგი, თქვენ რთული ამოცანის წინაშე დგახართ: ჩაწვდეთ თქვენს მზრუნველობაში მყოფი მოსწავლეების, მათ შორის იეჰოვას მოწმეთა შვილების, თვალსაზრისს, გარემოცვას და რელიგიურ შეხედულებებს. ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ ეს მოსწავლეები გარკვეულ საკითხებში უჩვეულოდ მოქმედებენ. მაგრამ მოსწავლის ასე მოქმედება ნამდვილად ყურადღების ღირსია, თუ რელიგიური და მორალური შეხედულებებიდან გამომდინარეობს. ეს ბროშურა გამოქვეყნებულია ბიბლიისა და ტრაქტატების საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ (იეჰოვას მოწმეთა გამომცემლობის) მიერ და განკუთვნილია იმისთვის, რომ პედაგოგებმა უკეთ გაუგონ იეჰოვას მოწმეთა შვილებს. იმედი გვაქვს, დაუთმობთ დროს ამ ბროშურის გულმოდგინედ წაკითხვას.

გაიგო, თუ რა სწამს ადამიანს, სულაც არ ნიშნავს მისი შეხედულებების მიღებას ან გაყოლას და გათვითცნობიერება რწმენაში მოქცევა არაა. ამ ბროშურით ჩვენ არ ვცდილობთ, თქვენ ან თქვენს მოსწავლეებს თავს მოგახვიოთ იეჰოვას მოწმეთა რელიგიური შეხედულებები. უბრალოდ, გვსურს გაგაცნოთ რწმენა და პრინციპები, რომლებსაც ზოგ თქვენს მოსწავლეს მშობლები ასწავლიან, რაც გაგიადვილებთ მოწმეების შვილების გაგებას და მათთან თანამშრომლობას. თუმცა, რასაკვირველია, ბავშვების ყოფაქცევა ყოველთვის არ შეესაბამება იმას, რასაც ასწავლიან, რადგან თითოეული პირადად სწავლობს თავისი სინდისის განვითარებას.

მშობლების უმეტესობის მსგავსად, იეჰოვას მოწმეებს სურთ, რომ მათმა შვილებმა უფრო მეტი სარგებლობა მიიღონ განათლებიდან. ამ მიზნით ისინი ასწავლიან შვილებს, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ მასწავლებლებთან. თავის მხრივ, იეჰოვას მოწმეები და მათი შვილები აფასებენ, როცა პედაგოგები გულისხმიერებითა და პატივისცემით ეპყრობიან.

იეჰოვას მოწმეებს, როგორც ქრისტიანებს, მთელ მსოფლიოში იცნობენ. თუმცა ზოგჯერ მათ ვერ უგებენ. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ ეს ბროშურა დაგეხმარებათ, უკეთესად გაუგოთ მოსწავლეებს იეჰოვას მოწმეთა ოჯახებიდან. განსაკუთრებით კი ვფიქრობთ, დაინახავთ, თუ რატომ იცავენ ისინი გარკვეულ შემთხვევებში განსხვავებულად მოქმედების უფლებას.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება