უკანა ყდა
მართალია, ოჯახის არსებობის ისტორია ათასწლეულებს ითვლის, მაგრამ დღეს ოჯახებს საფრთხე ემუქრება. საშინელი სისწრაფით იზრდება იმ არასწრულწლოვანთა რიცხვი, რომლებიც ნარკოტიკებს ბოროტად იყენებენ და უზნეო ცხოვრებას ეწევიან. სულ უფრო და უფრო მეტი ოჯახი ხდება განქორწინებისა და ძალადობის მსხვერპლი. კატასტროფულად მატულობს იმ ოჯახების რიცხვიც, რომლებსაც მარტოხელა მშობლები უძღვებიან. ეს და სხვა არანაკლებ სერიოზული პრობლემები აფიქრებინებს ადამიანს, რომ ოჯახური ცხოვრება დანგრევის პირასაა.
შესაძლებელია თუ არა, რომ არ მოისპოს ოჯახში მტკიცე, სასიამოვნო და გამამხნევებელი გარემო? შესაძლებელია, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ ოჯახის წევრებს ეცოდინებათ ოჯახური ბედნიერების საიდუმლო. ეს საიდუმლო დაფარული როდია. ის არაერთ ოჯახს გამოუყენებია წარმატებით, და თანაც, არაერთი საუკუნის მანძილზე. რა საიდუმლოზე მიდის საუბარი? ამ შეკითხვას პასუხს სცემს ეს წიგნი სათაურით „ოჯახური ბედნიერების საიდუმლო“. წიგნში მოყვანილია პრაქტიკული მაგალითები, თუ როგორ დაეხმარება ეს „საიდუმლო“ ოჯახებს სირთულეების მოგვარებაში. ვის არ სჭირდება დღეს ასეთი დახმარება?!