საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • yc გაკ. 3 გვ. 8-9
  • რახაბმა ირწმუნა იეჰოვა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რახაბმა ირწმუნა იეჰოვა
  • ასწავლეთ შვილებს
  • მსგავსი მასალა
  • რახაბს გაგონილი ჰქონდა იეჰოვას სასწაულების შესახებ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • რახაბი მალავს მზვერავებს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
  • ის „საქმეებით იქნა მართლად აღიარებული“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • რახაბი და მზვერავები
    ბიბლიური მოთხრობები
იხილეთ მეტი
ასწავლეთ შვილებს
yc გაკ. 3 გვ. 8-9
რახაბი ადის სახურავზე ადის, სადაც მზვერავები იმალებიან

გაკვეთილი 3

რახაბმა ირწმუნა იეჰოვა

წარმოვიდგინოთ, რომ ქალაქ იერიხონში ვართ. ეს ქალაქი ქანაანის მიწაზე მდებარეობდა, სადაც ხალხი არ სცემდა იეჰოვას თაყვანს. რახაბი სწორედ ამ ქალაქში ცხოვრობდა.

პატარაობისას რახაბი ხშირად ისმენდა ისტორიებს იმის შესახებ, თუ როგორ გაყო მოსემ წითელი ზღვა და ისრაელები ეგვიპტიდან გამოიყვანა. მას ისიც ჰქონდა გაგონილი, რომ იეჰოვამ არაერთ ბრძოლაში გაამარჯვებინა ისრაელს. ერთხელ, რახაბმა გაიგო, რომ ისრაელები იერიხონის მახლობლად იყვნენ დაბანაკებული.

რახაბმა დაიცვა ისრაელი მზვერავები, რადგან ის იეჰოვას ენდობოდა

ერთ საღამოს, ორი ისრაელი კაცი იერიხონს მიადგა. მათ სურდათ დაეზვერათ ეს ქალაქი. ისინი რახაბის სახლში მივიდნენ. რახაბმა მზვერავები სახლში შეიპატიჟა და დარჩენა შესთავაზა. ღამით, იერიხონის მეფემ შეიტყო, რომ ქალაქში მზვერავები იყვნენ შემოპარული და რახაბის სახლში ათევდნენ ღამეს. მეფემ მათ შესაპყრობად კაცები გაგზავნა. რახაბმა მზვერავები სახურავზე აიყვანა და დამალა, ხოლო მათ საძებნელად მისულ კაცებს უთხრა: „კი, იყვნენ მოსულები . . . შებინდებისას წავიდნენ, კარიბჭის დაკეტვამდე . . . საჩქაროდ დაედევნეთ და დაეწევით“. რატომ დაიცვა რახაბმა ისრაელი მზვერავები? ~ რახაბი ენდობოდა იეჰოვას და იცოდა, რომ ის ქანაანის მიწას ისრაელებს ჩაუგდებდა ხელში.

წასვლამდე მზვერავები რახაბს დაჰპირდნენ, რომ იერიხონის განადგურებისას მას და მის ოჯახს არაფერს დაუშავებდნენ. იცი, რა უნდა გაეკეთებინა რახაბს? ~ მზვერავებმა უთხრეს, რომ სარკმელზე ალისფერი თოკი გამოება. თუ ასე მოიქცეოდა, მთელი მისი ოჯახი გადარჩებოდა. რახაბმა ყველაფერი სწორედ ისე გააკეთა, როგორც მზვერავებმა უთხრეს. იცი, რა მოხდა ამის შემდეგ? ~

წითელი თოკი გადმოკიდებულია რახაბის ფანჯრიდან იერიხონის კედელზე

იეჰოვამ გადაარჩინა რახაბი და მისი ოჯახი

რამდენიმე დღის შემდეგ, ისრაელები იერიხონს მიადგნენ. ისინი ექვსი დღის განმავლობაში, დღეში ერთხელ, გარს უვლიდნენ ქალაქს; ხოლო მეშვიდე დღეს — შვიდჯერ შემოუარეს და ყიჟინა დასცეს. იეჰოვამ კედლის იმ ნაწილის გარდა, რომელზეც ალისფერი თოკი იყო გადმოკიდებული, იერიხონის მთელი კედელი ჩამოანგრია. ხედავ სურათზე, როგორ გადარჩნენ რახაბი და მისი ოჯახი? ~

რას სწავლობ რახაბისგან? ~ რახაბმა ირწმუნა იეჰოვა, რადგან მის შესახებ არაერთი გასაოცარი რამ ჰქონდა მოსმენილი. შენც ბევრ საოცარ რამეს სწავლობ იეჰოვას შესახებ. რახაბის მსგავსად, შენც ენდობი იეჰოვას და ავლენ მისადმი რწმენას? ~ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ასეა!

წაიკითხე შენს ბიბლიაში

  • იესო ნავეს ძე 2:1—24; 6:1—5, 14, 15, 20—25

  • ებრაელები 11:31

კითხვები:

  • რა ისტორიებს ისმენდა რახაბი პატარაობისას?

  • როგორ დაეხმარა რახაბი ისრაელ მზვერავებს? რატომ მოიქცა ის ასე?

  • რას შეჰპირდნენ მზვერავები რახაბს?

  • რას სწავლობ რახაბისგან?

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება