საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es18 გვ. 57-67
  • ივნისი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ივნისი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2018
  • ქვესათაურები
  • პარასკევი, 1 ივნისი
  • შაბათი, 2 ივნისი
  • კვირა, 3 ივნისი
  • ორშაბათი, 4 ივნისი
  • სამშაბათი, 5 ივნისი
  • ოთხშაბათი, 6 ივნისი
  • ხუთშაბათი, 7 ივნისი
  • პარასკევი, 8 ივნისი
  • შაბათი, 9 ივნისი
  • კვირა, 10 ივნისი
  • ორშაბათი, 11 ივნისი
  • სამშაბათი, 12 ივნისი
  • ოთხშაბათი, 13 ივნისი
  • ხუთშაბათი, 14 ივნისი
  • პარასკევი, 15 ივნისი
  • შაბათი, 16 ივნისი
  • კვირა, 17 ივნისი
  • ორშაბათი, 18 ივნისი
  • სამშაბათი, 19 ივნისი
  • ოთხშაბათი, 20 ივნისი
  • ხუთშაბათი, 21 ივნისი
  • პარასკევი, 22 ივნისი
  • შაბათი, 23 ივნისი
  • კვირა, 24 ივნისი
  • ორშაბათი, 25 ივნისი
  • სამშაბათი, 26 ივნისი
  • ოთხშაბათი, 27 ივნისი
  • ხუთშაბათი, 28 ივნისი
  • პარასკევი, 29 ივნისი
  • შაბათი, 30 ივნისი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2018
es18 გვ. 57-67

ივნისი

პარასკევი, 1 ივნისი

შევწირავ მას, როგორც დასაწვავ შესაწირავს (მსაჯ. 11:31).

იფთახს სხვა შვილი არ ჰყოლია; მისი ქალიშვილი იყო მისი ერთადერთი იმედი, რომელიც მის შთამომავლობას გააგრძელებდა და მას სახელსა და მემკვიდრეობას შეუნარჩუნებდა (მსაჯ. 11:34). მიუხედავად ამისა, როგორც მსაჯულების 11:35-ში ვკითხულობთ, იფთახმა თქვა: „სიტყვა მივეცი იეჰოვას და უკან ვერ წავიღებ!“. მართალია, იფთახს ერთგულების შენარჩუნება უდიდესი მსხვერპლის ფასად დაუჯდა, მაგრამ, სამაგიეროდ, მან ღვთისგან კურთხევა მიიღო და მისი კეთილგანწყობა მოიპოვა. თქვენ რომ იფთახის ადგილზე ყოფილიყავით, როგორ მოიქცეოდით? როცა იეჰოვას თავი მივუძღვენით, აღვუთქვით, რომ უპირველესად მის ნებას შევასრულებდით. ჩვენ ისიც გააზრებული გვქონდა, რომ ამ პირობის შესასრულებლად თავგანწირვა იქნებოდა საჭირო. თუმცა ჩვენი მზადყოფნის სული შეიძლება განსაკუთრებით მაშინ გამოიცადოს, როცა ისეთი რამის კეთებას გვთხოვენ, რაც მაინცდამაინც არ მოგვწონს. როდესაც ღვთის მსახურების გამო ასეთ მსხვერპლს ვიღებთ, ამით ღმერთს ერთგულებას ვუმტკიცებთ. ჩვენ მიერ გაღებული მსხვერპლი, რის ფასადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ვერაფრით გაუტოლდება იმ კურთხევებს, რომელსაც იეჰოვა სანაცვლოდ მოგვცემს (მალ. 3:10). w16.04 1:11, 14, 15

შაბათი, 2 ივნისი

ვისაც ყური აქვს, მოისმინოს, რას ეუბნება სული კრებებს (გამოცხ. 2:7).

იესო ქრისტიანულ კრებას წმინდა სულით ხელმძღვანელობს. წმინდა სული გეხმარება ცდუნებებთან გამკლავებასა და გაბედულების მოკრებაში, მსახურებასა და გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში. ხედავ, წმინდა სულის მისაღებად რამდენად მნიშვნელოვანია კრების შეხვედრებზე დასწრება? შეხვედრებზე ხშირად განვიხილავთ, თუ როგორ შესრულდა და როგორ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველებები. ეს, ალბათ, კიდევ უფრო გარწმუნებს, რომ იეჰოვას სხვა წინასწარმეტყველებები მომავალშიც შესრულდება. შენ მხოლოდ ის ძმები როდი გამხნევებენ, რომლებიც სცენიდან საუბრობენ. შენ თანაქრისტიანების კომენტარები და მათ მიერ მთელი გულით ნამღერიც გამხნევებს (1 კორ. 14:26). კრებამდე და კრების შემდეგ და-ძმებთან ურთიერთობა ხომ გმატებს ძალებს და ხომ გაგრძნობინებს, რომ მზრუნველი საძმოს წევრი ხარ?! (1 კორ. 16:17, 18). w16.04 3:6, 7

კვირა, 3 ივნისი

მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან (მათ. 28:19).

იესო ქრისტემ სამქადაგებლო საქმის მასშტაბის შესახებ თქვა, რომ სასიხარულო ცნობა მთელ მსოფლიოში ყველა ხალხს ექადაგებოდა (მათ. 24:14). ღვთის მსახურებს მოწაფეებად უნდა მოემზადებინათ „ხალხი ყველა ერიდან“. ფაქტია, რომ ეს საქმე გლობალური მასშტაბით უნდა მიმდინარეობდეს. ქვემოთ განხილული სტატისტიკური მონაცემები დაგვანახვებს, თუ როგორ ასრულებენ იეჰოვას მოწმეები იესოს წინასწარმეტყველებას სამქადაგებლო საქმიანობის მასშტაბთან დაკავშირებით. შეერთებულ შტატებში სხვადასხვა ქრისტიანულ მიმდინარეობას დაახლოებით 600 000 სასულიერო პირი ჰყავს, მოწმეთა რიცხვი კი დაახლოებით 1 200 000-ს შეადგენს. მსოფლიო მასშტაბით რომის კათოლიკურ ეკლესიაში დაახლოებით 400 000 მღვდელმსახურია, ბიბლიური ცნობის მქადაგებელ იეჰოვას მსახურთა რიცხვი კი მსოფლიოს 240 ქვეყანაში დაახლოებით 8 მილიონს აღწევს. იეჰოვას საქებრად და სადიდებლად მართლაც რომ გრანდიოზული საქმე კეთდება! (ფსალმ. 34:1; 51:15). w16.05 2:13, 14

ორშაბათი, 4 ივნისი

ვინც ადვილად რისხდება, შუღლს აღვივებს; ფიცხი კაცი ბევრს სცოდავს (იგავ. 29:22).

ცალკეულ ადამიანებსა თუ ადამიანთა ჯგუფებს დამოუკიდებლობის სული ამოძრავებთ, რაც სიამაყის, ეგოიზმისა და მეტოქეობის მიზეზი ხდება. ის, ვინც ამ სულის გავლენაში ექცევა, ფაქტობრივად, იზიარებს სატანის მოსაზრებას: ადამიანი გონივრულად მხოლოდ იმ შემთხვევაში იმოქმედებს, თუ საკუთარ ინტერესებს წინ დააყენებს იმისდა მიუხედავად, რა გავლენას მოახდენს ეს სხვებზე (დაბ. 3:1—5). ასეთ ეგოისტურ დამოკიდებულებას ადამიანი დაპირისპირებამდე მიჰყავს. სატანისგან განსხვავებით იესო ხალხს ასწავლიდა, რომ ყოფილიყვნენ მშვიდობისმოყვარენი მაშინაც კი, თუ ეს მათ პირად ინტერესებს დააზარალებდა. მთაზე ქადაგებისას იესომ თავის მსმენელებს შესანიშნავი რჩევები მისცა იმის თაობაზე, თუ როგორ აერიდებინათ თავიდან კონფლიქტური სიტუაციები და მოეგვარებინათ უთანხმოებები. მაგალითად, მან მოწაფეებს ურჩია, რომ ყოფილიყვნენ რბილი ხასიათისანი, მშვიდობისმყოფელნი, მოეთოკათ გრძნობები და გასაქანი არ მიეცათ რისხვისთვის, სწრაფად მოეგვარებინათ გაუგებრობები და ჰყვარებოდათ თავიანთი მტრები (მათ. 5:5, 9, 22, 25, 44). w16.05 1:4, 5

სამშაბათი, 5 ივნისი

კარგის კეთების სურვილი კი მაქვს, მაგრამ ვერ ვაკეთებ (რომ. 7:18).

ბევრმა ჩვენგანმა ნათლობამდე დიდი ცვლილებები მოვახდინეთ, რათა ჩვენი ცხოვრება ბიბლიის ძირითადი მოთხოვნების შესაბამისად შეგვეცვალა. ღვთისა და ქრისტესთვის რომ უკეთ მიგვებაძა, ნათლობის შემდეგ ჩვენ კვლავაც დაგვჭირდა ისეთი ცვლილებების მოხდენა, რომლებიც არცთუ ისე შესამჩნევი იყო (ეფეს. 5:1, 2; 1 პეტ. 2:21). შეიძლება შევნიშნეთ, რომ გვახასიათებს კრიტიკული სული, კაცთმოშიშება, ჭორაობისკენ მიდრეკილება ან სხვა სისუსტეები. აღმოჩნდა ამ საკითხებში გაუმჯობესება იმაზე რთული, ვიდრე გვეგონა? გახსოვდეთ, ჩვენ კვლავაც არასრულყოფილები ვართ (კოლ. 3:9, 10). არ უნდა მოველოდეთ, რომ ნათლობის ან ჭეშმარიტებაში გატარებული მრავალი წლის შემდეგაც კი აღარ დავუშვებთ შეცდომებს, აღარ შეგვახსენებს თავს ძველი სისუსტეები და აღარ გაგვიჩნდება არასწორი მოტივები ან სურვილები. ცუდი მიდრეკილებები შეიძლება წლების მანძილზე ვერ მოვიშოროთ (იაკ. 3:2). w16.05 4:3—5

ოთხშაბათი, 6 ივნისი

იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს, და შოლტით სცემს ყველას, ვისაც შვილად იღებს (ებრ. 12:6).

ალბათ, ბევრისგან გსმენიათ, რომ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს მშობლების მხრიდან შეგონებისა და დასჯის ფასი, რაც თავად გახდნენ მშობლები. ცხოვრებისეული გამოცდილების მატებასთან ერთად სხვა თვალით ვუყურებთ დასჯას და იეჰოვას მსგავსად მას სიყვარულის გამოვლინებად მივიჩნევთ (ებრ. 12:5, 11). მამაშვილური სიყვარულიდან გამომდინარე იეჰოვა მოთმინებით გვძერწავს. მას სურს, რომ გონიერები და ბედნიერები ვიყოთ და მის სიყვარულზე სიყვარულით ვუპასუხოთ (იგავ. 23:15). მას არ ახარებს, როცა საკუთარი გადაწყვეტილებების მწარე შედეგებს ვიმკით და არ სურს, ისე დავიხოცოთ, როგორც „რისხვის შვილები“, როგორც ადამის მემკვიდრეები (ეფეს. 2:2, 3). ერთ დროს ჩვენ „რისხვის შვილები“ ვიყავით და იეჰოვასთვის მიუღებელ თვისებებს ვავლენდით! მაგრამ იეჰოვას დახმარებით შევიცვალეთ და კარგი თვისებები შევიძინეთ (ეს. 11:6—8; კოლ. 3:9, 10). w16.06 1:7, 8

ხუთშაბათი, 7 ივნისი

ვინც ამ ბავშვივით დაიმდაბლებს თავს, ის იქნება ყველაზე დიდი ზეციერ სამეფოში (მათ. 18:4).

ბავშვების უმეტესობას უყვარს სწავლა და, როგორც წესი, ისინი თავმდაბლები არიან (მათ. 18:1—3). ამიტომ გონიერი მშობლები ცდილობენ, რომ ღვთის შესახებ ცოდნა და ჭეშმარიტების სიყვარული თავიანთი პატარების გულსა და გონებაში ჩანერგონ (2 ტიმ. 3:14, 15). სასურველ შედეგს რომ მიაღწიონ, მშობლებმა ჯერ თავად უნდა ჩაიბეჭდონ გულში ჭეშმარიტება და მის თანახმად იცხოვრონ. როცა მშობლები ასე იქცევიან, შვილები არა მხოლოდ ისმენენ ჭეშმარიტებას, არამედ ხედავენ კიდეც, რა გავლენას ახდენს ის მათ ცხოვრებაზე. ისინი ხვდებიან, რომ მშობლები სიყვარულის გამო სჯიან და სიყვარულში იეჰოვას ჰბაძავენ. როცა ვიმდაბლებთ თავს და ყველაფერში ვემორჩილებით იეჰოვას, მის თვალში ისეთივე ძვირფასები ვხდებით, როგორიც წინასწარმეტყველი დანიელი იყო (დან. 10:11, 19). იეჰოვა კვლავაც გააგრძელებს ჩვენს გამოძერწვას თავისი სიტყვის, წმინდა სულისა და ორგანიზაციის მეშვეობით. w16.06 2:14, 17

პარასკევი, 8 ივნისი

ვპოვე დავითი, იესეს ძე, გულით სასურველი კაცი (საქ. 13:22).

იეჰოვას უყვარდა დავითი და „გულით სასურველ კაცად“ მიიჩნევდა (1 სამ. 13:13, 14). მაგრამ მოგვიანებით დავითმა ბათ-შებასთან იმრუშა, რის შედეგადაც ბათ-შება დაორსულდა. ამ დროს მისი ქმარი ურია დავითის ლაშქარში იბრძოდა. დავითმა ცოტა ხნით ბრძოლიდან დაბრუნებულ ურიას მოუწოდა სახლში წასულიყო. ის იმედოვნებდა, რომ ურია ცოლთან დაწვებოდა და ბავშვის მამად ჩაითვლებოდა. მაგრამ ურია სახლში არ წავიდა, ამიტომ დავითმა ისე მოაწყო, რომ ის ბრძოლაში მოეკლათ. ეს დანაშაული ძვირად დაუჯდა დავითს — მას და მის სახლეულობას უამრავი უბედურება დაატყდა (2 სამ. 12:9—12). მიუხედავად ამისა, ღმერთმა შეიწყალა დავითი, რომელიც მთლიანობაში სუფთა გულით დადიოდა მის წინაშე (1 მეფ. 9:4). როგორი რეაქცია გექნებოდათ, იმ დროს ღვთის ხალხს შორის რომ გეცხოვრათ? დაგაბრკოლებდათ დავითის არასწორი საქციელი? w16.06 4:7

შაბათი, 9 ივნისი

ფრთხილად იყავით და იფხიზლეთ, რადგან არ იცით, როდის დადგება დანიშნული დრო (მარ. 13:33).

იეჰოვას მოწმეები სერიოზულად ვეკიდებით იესოს გაფრთხილებას. ჩვენ გვესმის, რომ ვცხოვრობთ ბოლო დღეების მიწურულს და „დიდი გასაჭირის“ დადგომამდე ბევრი დრო აღარ დარჩა! (დან. 12:4; მათ. 24:21). მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში საშინელი ომები მიმდინარეობს, უზნეობა და უკანონობა ფართო მასშტაბებს იძენს, რელიგიები თავგზას უბნევენ ადამიანებს, ბევრი იტანჯება საკვების უკმარისობის, ეპიდემიებისა თუ მიწისძვრების გამო და ეს ყველაფერი ჩვენ თვალწინ ხდება. ჩვენ იმასაც ვხედავთ, როგორ სრულდება მთელ მსოფლიოში იეჰოვას ხალხის მიერ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგების საქმე (მათ. 24:7, 11, 12, 14; ლუკ. 21:11). მთელი გულით გვწადია, გავხდეთ უფლის მოსვლის მოწმენი და ვიხილოთ, როგორ შეუწყობს ეს მოვლენა ხელს ღვთის განზრახვის განხორციელებას (მარ. 13:26, 27). მაგრამ როგორც არ უნდა ვეცადოთ დიდი გასაჭირის დაწყების წლის განსაზღვრას, მაინც ვერ შევძლებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ დღისა და საათის განსაზღვრაზე. w16.07 2:2—4

კვირა, 10 ივნისი

სიტყვაში სითამამით მივუახლოვდეთ წყალობის ტახტს (ებრ. 4:16).

იეჰოვას წყალობა შესაძლებლობას გვაძლევს, ლოცვით მივუახლოვდეთ მის ზეციერ ტახტს. იეჰოვამ ეს თავისი ძის მეშვეობით გახადა შესაძლებელი, „ვისი მეშვეობითაც გვაქვს . . . სითამამე სიტყვაში და ნდობით მისასვლელი მისდამი რწმენით“ (ეფეს. 3:12). იეჰოვასთან ლოცვით მიახლოების შესაძლებლობა მისი წყალობის საოცარი გამოვლინებაა. პავლე მოგვიწოდებს, თავისუფლად მივმართოთ იეჰოვას ლოცვით, „რათა მივიღოთ გულმოწყალება და წყალობა ვპოვოთ დროული დახმარებისთვის“ (ებრ. 4:16ბ). როცა განსაცდელში ან საგონებელში ვართ, შეგვიძლია ნებისმიერ დროს მივმართოთ იეჰოვას დახმარებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ უღირსები ვართ, ის პასუხობს ჩვენს ლოცვებს და ხშირად ჩვენ დასახმარებლად თანამორწმუნეებს იყენებს. «ეს გვამხნევებს და შეგვიძლია ვთქვათ: „იეჰოვაა ჩემი შემწე, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“» (ებრ. 13:6). w16.07 3:12, 13

ორშაბათი, 11 ივნისი

სარა ემორჩილებოდა აბრაამს და ბატონს უწოდებდა . . . თქვენც სარას შვილები ხართ (1 პეტ. 3:6).

მიუხედავად იმისა, რომ ნოესა და მის სამ ვაჟს თითო ცოლი ჰყავდათ, პატრიარქების დროს პოლიგამია ჩვეულებრივი მოვლენა იყო. უზნეობა ბევრ კულტურაში ცხოვრების წესი და რელიგიური რიტუალების ნაწილი გახდა. როცა აბრამი (აბრაამი) და მისი ცოლი სარაი (სარა) ღვთის მითითებისამებრ ქანაანში დასახლდნენ, იქ ქორწინების შეურაცხმყოფელი წეს-ჩვეულებები იყო გავრცელებული. იეჰოვამ გადაწყვიტა, გაენადგურებინა იქაური ქალაქები — სოდომი და გომორა, რადგან მათი მკვიდრნი უკიდურეს გარყვნილებას სჩადიოდნენ ან იწყნარებდნენ მას. აბრაამი ღირსეულად უძღვებოდა ოჯახს, სარა კი სამაგალითო მორჩილებას ავლენდა ქმრის მეთაურობის მიმართ (1 პეტ. 3:3—5). აბრაამმა იზრუნა, რომ მისი ვაჟი ისაკი იეჰოვას თაყვანისმცემელზე დაქორწინებულიყო. ისაკის ვაჟ იაკობს მსგავსი დამოკიდებულება ჰქონდა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისადმი. მისი ვაჟები ისრაელის 12 ტომის მამამთავრები გახდნენ. w16.08 1:10

სამშაბათი, 12 ივნისი

მცირე ათასად გადაიქცევა, პატარა — ძლიერ ხალხად (ეს. 60:22).

ეს წინასწარმეტყველება ამ ბოლო დღეებში სრულდება. ამას ცხადყოფს ისიც, რომ 2015 სამსახურებრივ წელს მთელ მსოფლიოში 8 220 105 მაუწყებელი აქტიურად ქადაგებდა სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას! წინასწარმეტყველების მეორე ნაწილში ჩვენი ზეციერი მამა ამბობს: „მე, იეჰოვა, თავის დროზე დავაჩქარებ ამას“. ამ სიტყვებმა თითოეულ ქრისტიანზე უნდა იქონიოს გავლენა. იმ მგზავრების მსგავსად, რომლებიც გრძნობენ, როგორ ავითარებს მანქანა სიჩქარეს თანდათან, ჩვენც ვგრძნობთ, როგორ ჩქარდება მოწაფეების მომზადების საქმე. ახდენს ეს გავლენას პირადად ჩვენზე? როგორც სამეფოს გულანთებული მაუწყებლები, ვაკეთებთ ამ საქმეში ყველაფერს, რაც შეგვიძლია? ჩვენი და-ძმებიდან ბევრი გამოთქვამს სურვილს, რომ დამხმარე ან სრული დროით პიონერად იმსახუროს. ალბათ, გვიხარია იმის დანახვაც, რომ ბევრი ეხმაურება მოწოდებას და გადადის იქ, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილებაა ან სხვა თეოკრატიულ საქმეებში იღებს მონაწილეობას. მნიშვნელობა არა აქვს, დები ვართ თუ ძმები, ყველას შეგვიძლია ბევრი ვიშრომოთ „უფლის საქმეში“ (1 კორ. 15:58). w16.08 3:1, 2

ოთხშაბათი, 13 ივნისი

იეჰოვას ხელი არ დამოკლებულა ისე, რომ ვერ იხსნას (ეს. 59:1).

მალევე მას შემდეგ, რაც ისრაელები ეგვიპტის მონობიდან სასწაულებრივად გათავისუფლდნენ, ამალეკელები თავს დაესხნენ მათ. მოსეს მითითებისამებრ იესო ნავეს ძე გაბედულად გაუძღვა ისრაელებს ბრძოლაში, მოსე, აარონი და ხური კი ახლომდებარე გორაზე ავიდნენ, საიდანაც კარგად მოჩანდა ბრძოლის ველი. მოსეს მოქმედებამ ისრაელებს გამარჯვება მოუტანა. მას ხელში ჭეშმარიტი ღვთის ჯოხი ეჭირა და ცისკენ ჰქონდა აწვდილი. ვიდრე ხელები აპყრობილი ჰქონდა, იეჰოვა ამარჯვებინებდა ისრაელებს, მაგრამ როგორც კი დაუმძიმდებოდა ხელები და ჩამოუშვებდა მათ, ამალეკელები სძლევდნენ ისრაელებს. მაშინ აარონმა და ხურმა დაუყოვნებლივ „აიღეს . . . ქვა, დადეს და ზედ დაჯდა [მოსე]. აარონსა და ხურს კი მისი ხელები ეჭირათ, ერთს — ერთი მხრიდან, მეორეს — მეორე მხრიდან. აწვდილი ჰქონდა მას ხელები მზის ჩასვლამდე“. ამგვარად, ისრაელებმა ღვთის ძლევამოსილი ხელის წყალობით გაიმარჯვეს (გამ. 17:8—13). w16.09 1:5—7

ხუთშაბათი, 14 ივნისი

მინდა ვაკეთო, რაც სწორია, მაგრამ თან მდევს ცუდი (რომ. 7:21).

პავლე სრულად იყო დარწმუნებული, რომ გაიმარჯვებდა საკუთარ თავზე, თუ ლოცვით მიენდობოდა იეჰოვას და რწმენას გამოავლენდა ქრისტეს გამოსასყიდის მიმართ. ჩვენც შევძლებთ ხორციელ სისუსტეებზე გამარჯვებას, თუ მივბაძავთ პავლეს, რწმენას გამოვავლენთ გამოსასყიდის მიმართ და საკუთარ ძალაზე დანდობის ნაცვლად, ბოლომდე მივენდობით იეჰოვას. ზოგჯერ შეიძლება იეჰოვამ საჭიროდ ჩათვალოს, დავანახვოთ, რამდენად გვაღელვებს ესა თუ ის საკითხი. დავუშვათ, ჩვენ (ან ჩვენი ოჯახის წევრი) სერიოზული დაავადებით ვიტანჯებით ან უსამართლოდ გვექცევიან. ამ დროს იეჰოვასადმი სრულ ნდობას ვაჩვენებთ, თუ მხურვალედ ვლოცულობთ და ვთხოვთ ძალას ერთგულების, სიხარულისა და სულიერი წონასწორობის შესანარჩუნებლად (ფილ. 4:13). როგორც პავლეს დროს, ისე ჩვენს დღეებში მცხოვრები ბევრი ქრისტიანის მაგალითიდან ჩანს, რომ ლოცვას შეუძლია, ძალა განგვიახლოს და დაგვარწმუნოს, რომ ბრძოლის გაგრძელება ღირს. w16.09 2:14, 15

პარასკევი, 15 ივნისი

ბერძნულენოვანმა იუდეველებმა დრტვინვა დაიწყეს . . . [ებრაულენოვანი იუდეველების] გამო (საქ. 6:1).

ადრინდელი ქრისტიანული კრების ზრდასთან ერთად დისკრიმინაციამ იჩინა თავი. ბერძნულენოვანმა იუდეველებმა უკმაყოფილება გამოთქვეს, რომ მათ ქვრივებს უსამართლოდ ექცეოდნენ. ამ პრობლემის მოსაგვარებლად მოციქულებმა შვიდი კაცი აირჩიეს, რათა დარწმუნებულიყვნენ, რომ უყურადღებოდ არავინ რჩებოდა. შვიდივე მამაკაცს ბერძნული სახელი ერქვა, რაც სავარაუდოდ იმაზე მიანიშნებდა, რომ მოციქულებს უნდოდათ, განემუხტათ წარმოშობასთან დაკავშირებული ნებისმიერი დაძაბულობა, რომელიც შეიძლებოდა პირველი საუკუნის ქრისტიანებს შორის ისევ ყოფილიყო (საქ. 6:2—6). თითოეულ ჩვენგანზე დიდ გავლენას ახდენს ჩვენი კულტურა, მიუხედავად იმისა, ვაცნობიერებთ თუ არა ამას (რომ. 12:2). ამასთანავე, ალბათ, ვისმენთ იმ დამამცირებელ სიტყვებს, რომლებითაც მეზობლები, თანამშრომლები ან თანაკლასელები მოიხსენიებენ სხვა წარმოშობის, ეროვნების ან რასის ადამიანებს. ახდენს ასეთი უარყოფითი დამოკიდებულება ჩვენზე გავლენას? როგორ ვრეაგირებთ, როცა ვინმე ჩვენს ერს დასცინის და ჩვენი ერისთვის დამახასიათებელ რომელიმე თვისებას აზვიადებს? w16.10 1:7, 8

შაბათი, 16 ივნისი

[ღვთის] უხილავი თვისებები . . . ნათლად ჩანს . . . ყოველივე ეს შექმნილის მეშვეობით შეიცნობა (რომ. 1:20).

შეცნობა ნიშნავს იმაში წვდომას, რაც აშკარად შესამჩნევი ან ცხადი არ არის (ებრ. 11:3). წვდომისუნარიანი ადამიანი მხოლოდ თვალით დანახულსა და ყურით მოსმენილს არ სჯერდება და ცდილობს, გონებით ჩასწვდეს საკითხს. ჩვენ დასახმარებლად იეჰოვას ორგანიზაციამ გამოსცა უამრავი პუბლიკაცია, რომლებიც კარგად გამოკვლეულ ინფორმაციას შეიცავს. ისინი გვეხმარება, რომ ჩვენი შემოქმედი რწმენის თვალებით დავინახოთ (ებრ. 11:27). ამ დამხმარე საშუალებებს შორისაა ვიდეოფილმი „საოცარ ქმნილებებში ღვთის დიდება ვლინდება“, ბროშურები „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ და „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“ და წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“. „გამოიღვიძეთ!“-ში ხშირად იბეჭდება მეცნიერებსა თუ სხვებთან აღებული ინტერვიუები, რომლებიც გვიამბობენ, თუ რატომ ირწმუნეს ღმერთი. რუბრიკაში „ვინ შექმნა?“ განხილულია შემოქმედების საოცარი მაგალითები, რომელთა გამოყენებასაც მეცნიერები თავიანთ გამოგონებებში ცდილობენ. w16.09 4:4, 5

კვირა, 17 ივნისი

თავიანთი რწმენით მიეცათ დამოწმება (ებრ. 11:39).

ებრაელების მე-11 თავში მოხსენიებული ერთგული ადამიანები მანამდე დაიხოცნენ, ვიდრე აღთქმული შთამომავალი, იესო ქრისტე, ზეციერი ცხოვრებისკენ გზას გახსნიდა (გალ. 3:16). მიუხედავად ამისა, ისინი აღდგებიან სამოთხეში დედამიწაზე, რათა სრულყოფილი სიცოცხლით გაიხარონ (ფსალმ. 37:11; ეს. 26:19; ოს. 13:14). ასეთ ერთგულ ადამიანებზე ებრაელების 11:13-ში ნათქვამია: „ესენი ყველანი რწმენაში დაიხოცნენ და, თუმცა არ მიუღიათ დანაპირები, შორიდან ხედავდნენ მას [და] ხარობდნენ“. ერთ-ერთი მათგანი იყო აბრაამი. ინარჩუნებდა ის იმედს, რომ აღთქმული შთამომავლის მმართველობის დროს ბედნიერად იცხოვრებდა? იესომ ამ კითხვაზე ნათელი პასუხი გასცა, როცა თავის მოწინააღმდეგეებს უთხრა: „მამათქვენ აბრაამს ახარებდა იმის იმედი, რომ ჩემს დღეს იხილავდა. იხილა კიდეც და გაიხარა“ (იოან. 8:56). იმავეს თქმა შეიძლება სარაზე, ისაკზე, იაკობსა და ბევრ სხვაზე, რომლებიც იმედს ამყარებდნენ მომავალ სამეფოზე, რომლის „მშენებელი და შემოქმედიც ღმერთია“ (ებრ. 11:8—11). w16.10 3:4, 5

ორშაბათი, 18 ივნისი

განუწყვეტლივ . . . ევედრეთ (ეფეს. 6:18).

რამდენად მადლიერები უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვამ წმინდა სულით გაგვიმჟღავნა ჭეშმარიტება და შესაძლებელი გახადა, რომ სასიხარულო ცნობისადმი რწმენა გამოგვევლინა! (ლუკ. 10:21). მან თავისი ძის, „ჩვენი რწმენის მეთაურისა და გამასრულყოფილებლის“ მეშვეობით დაგვიახლოვა, რისთვისაც არასდროს უნდა შევწყვიტოთ მადლობის გადახდა (ებრ. 12:2). ასეთი წყალობისთვის მადლიერების ნიშნად, რწმენა უნდა გავიძლიეროთ ლოცვითა და ღვთის სიტყვის შესწავლით (1 პეტ. 2:2). ჩვენ რწმენას უნდა ვავლენდეთ იეჰოვას დაპირებების მიმართ, რაც აშკარად შესამჩნევი უნდა იყოს სხვებისთვის. მაგალითად, უნდა ვიქადაგოთ ღვთის სამეფოს შესახებ და მონაწილეობა მივიღოთ მოწაფეების მომზადების საქმეში; სიკეთე გავუკეთოთ ყველას, „განსაკუთრებით მათ, ვინც რწმენით ჩვენიანია“ (გალ. 6:10) და ყოველი ღონე ვიხმაროთ, რომ მოვიშოროთ „ძველი პიროვნება მისი საქმეებითურთ“ (კოლ. 3:5, 8—10). w16.10 4:11, 12

სამშაბათი, 19 ივნისი

[იეჰოვამ] გონიერებით შექმნა ზეცა (ფსალმ. 136:5).

სამყარო საოცრად არის ორგანიზებული. ამიტომ გასაკვირი არ არის, რომ იეჰოვას სურს, მისი თაყვანისმცემლებიც ორგანიზებულნი იყვნენ. ამ მიზნით იეჰოვამ ბიბლია მოგვცა, რომელიც ხელმძღვანელობას გვიწევს. ღვთის ნორმებისა და ორგანიზაციის გარეშე უბედური და უიმედო ცხოვრება გვექნებოდა. ძველი ისრაელი ერი კარგად იყო ორგანიზებული. მაგალითად, მოსეს კანონის თანახმად, „შეხვედრის კარვის შესასვლელთან მოწესრიგებულად მომსახურე ქალები“ ასრულებდნენ საქმეს (გამ. 38:8). მოგვიანებით მეფე დავითმა ორგანიზება გაუწია ლევიანებისა და მღვდლების ჯგუფებად დაყოფას, რათა თავიანთი საქმე ორგანიზებულად შეესრულებინათ (1 მატ. 23:1—6; 24:1—3). პირველი საუკუნის ქრისტიანული კრება ორგანიზებული იყო და მას ხელმძღვანელობას უწევდა ხელმძღვანელი საბჭო, რომელიც თავიდან მოციქულებისგან შედგებოდა (საქ. 6:1—6). კრებებს რჩევები და მითითებები ღვთივშთაგონებული წერილების მეშვეობითაც ეძლეოდათ (1 ტიმ. 3:1—13; ტიტ. 1:5—9). w16.11 2:3, 6, 8, 9

ოთხშაბათი, 20 ივნისი

ტყვეობისთვის განწესებულნი — ტყვეობაში! (იერ. 15:2)

ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორ II-ის მრავალრიცხოვანი ჯარი ძვ. წ. 607 წელს იერუსალიმში შეიჭრა, რასაც დიდი ხოცვა-ჟლეტა მოჰყვა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „[ნაბუქოდონოსორმა] მახვილით დაუხოცა მათ ჭაბუკები მათი საწმინდრის სახლში, და არ შეჰბრალებია მას არც ჭაბუკი, არც ქალწული, არც მოხუცებული და არც ღრმად მოხუცებული . . . გადაწვა ჭეშმარიტი ღვთის სახლი და დაანგრია იერუსალიმის გალავანი; ცეცხლს მისცა მისი საცხოვრებელი კოშკები და ყოველივე, რაც ძვირფასი იყო“ (2 მატ. 36:17, 19). იერუსალიმის განადგურება მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო მის მკვიდრთათვის. მრავალი წლის მანძილზე ღმერთი წინასწარმეტყველების მეშვეობით აფრთხილებდა იუდეველებს, რომ, თუ კვლავაც ჯიუტად დაარღვევდნენ მის კანონს, მათ ბაბილონელების ხელში ჩაყრიდა. ბევრი მახვილით დაიხოცებოდა, სიკვდილს გადარჩენილები კი, ალბათ, სიცოცხლის ბოლომდე ბაბილონში იქნებოდნენ გადასახლებულები. w16.11 4:1, 2

ხუთშაბათი, 21 ივნისი

ერთი ადამიანის მეშვეობით შემოვიდა ცოდვა ქვეყნიერებაში (რომ. 5:12).

ადამი იყო ის „ერთი ადამიანი“, რომლის მეშვეობითაც ცოდვა და სიკვდილი შემოვიდა ქვეყნიერებაში და რომლის გამოც „სიკვდილი მეფობდა“. თუმცა პავლემ ისიც თქვა, რომ „ერთი ადამიანის, იესო ქრისტეს მეშვეობით“ უხვად გამოვლინდა „ღვთის წყალობა“ (რომ. 5:12, 15, 17). ამ წყალობას სიკეთე მოაქვს მთელი კაცობრიობისთვის. ერთი ადამიანის, იესოს „მორჩილებით გახდება მრავალი მართალი“. ფაქტობრივად, ღვთის წყალობას შეუძლია მარადიული სიცოცხლე მოგვიტანოს „იესო ქრისტეს მეშვეობით“ (რომ. 5:19, 21). იეჰოვა ვალდებული არ იყო, რომ გამოსასყიდის გასაღებად დედამიწაზე საკუთარი ძე გამოეგზავნა. უფრო მეტიც, არასრულყოფილი, ცოდვილი ადამიანები არ იმსახურებდნენ ღვთისა და იესოს მიერ გაღებულ გამოსასყიდს, რომლის წყალობითაც ცოდვების პატიება გახდა შესაძლებელი. ნამდვილად დაუმსახურებელი სიკეთეა, რომ გვეპატია ცოდვები და მარადიული სიცოცხლის იმედი მოგვეცა! ჩვენ დიდად მადლიერნი უნდა ვიყოთ ღვთის წყალობისთვის და ის გავლენას უნდა ახდენდეს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე. w16.12 1:1, 6, 7

პარასკევი, 22 ივნისი

ხორცისაზე ფიქრი ღვთის მტრობას ნიშნავს, რადგან ხორცი არ ემორჩილება ღვთის კანონს (რომ. 8:7).

თვითგამოკვლევა ძალიან მნიშვნელოვანია. პავლემ ახსნა, რომ „ხორცისაზე ფიქრი სიკვდილს ნიშნავს“ (რომ. 8:6). ეს სერიოზული საკითხია — „ხორცისაზე ფიქრის“ შედეგი დღეს სულიერი სიკვდილია, მომავალში კი ფიზიკური განადგურება იქნება. და მაინც, პავლეს არ უთქვამს, რომ ვინმე თუ „ხორცისაზე ფიქრს“ დაიწყებდა, ის უსათუოდ მოკვდებოდა. ასეთ ადამიანს შეეძლო შეცვლა. გაიხსენეთ ის კორინთელი უზნეო კაცი, რომელიც აჰყვა ხორციელ სურვილს და კრებიდან გაირიცხა. მას შეეძლო შეცვლა და შეიცვალა კიდეც. მან შეწყვიტა „ხორცით სიარული“ და სწორ გზას დაუბრუნდა (2 კორ. 2:6—8). თუ ამ კაცისთვის შესაძლებელი იყო შეცვლა, დღეს ქრისტიანებსაც შეუძლიათ ამის გაკეთება, განსაკუთრებით მათ, ვინც ისე არ აჰყოლია ხორცის სურვილს, როგორც ის კორინთელი კაცი. პავლეს გაფრთხილებამ, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს „ხორცისაზე ფიქრს“, ქრისტიანები ცვლილებების მოსახდენად უნდა აღძრას! w16.12 2:5, 12, 13

შაბათი, 23 ივნისი

იეჰოვას მიანდე შენი ტვირთი და ის ამოგიდგება მხარში (ფსალმ. 55:22).

იეჰოვასთვის ჩვენი ტვირთის გადაცემა შვებას გვგვრის, რადგან ვიცით, რომ ის მხარში ამოგვიდგება! შეგვიძლია სრულად ვიყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვას „შეუძლია იმაზე განუზომლად მეტი გააკეთოს, ვიდრე ჩვენ ვთხოვთ ან აზრად მოგვდის“ (ეფეს. 3:20). წარმოიდგინეთ, მას შეუძლია გააკეთოს არა უბრალოდ მეტი ან ბევრად მეტი, არამედ განუზომლად მეტი! ჯილდოს მისაღებად იეჰოვასადმი მტკიცე რწმენა უნდა გამოვავლინოთ და მის მითითებებს უნდა დავემორჩილოთ. მოსემ ისრაელ ერს უთხრა: „იეჰოვა გაკურთხებთ იმ მიწაზე, რომელსაც იეჰოვა, თქვენი ღმერთი გაძლევთ სამკვიდროდ, რომ დაეუფლოთ მას, თუ მოუსმენთ იეჰოვას, თქვენი ღვთის ხმას და გულდასმით დაიცავთ მცნებებს, რომელსაც დღეს გიბრძანებთ. გაკურთხებთ იეჰოვა, თქვენი ღმერთი, როგორც დაგპირდათ კიდეც“ (კან. 15:4—6). გწამთ მტკიცედ, რომ იეჰოვა კვლავაც გაკურთხებთ, თუ განაგრძობთ ერთგულად მსახურებას? თქვენ ნამდვილად გაქვთ საფუძველი, გჯეროდეთ ამის! w16.12 4:8, 9

კვირა, 24 ივნისი

თქვენ ამოგირჩიათ იეჰოვამ . . . რომ მისი ხალხი ყოფილიყავით, გამორჩეული საკუთრება (კან. 7:6).

იეჰოვა ღმერთს ეს შემთხვევით არ გაუკეთებია. მან შეასრულა საუკუნეებით ადრე თავისი მეგობრისთვის, აბრაამისთვის მიცემული დაპირება (დაბ. 22:15—18). ამასთან, იეჰოვა სიყვარულისა და სამართლიანობის გარეშე არასდროს იყენებს თავის თავისუფლებას. ამას ცხადყოფს ის, თუ როგორ დასაჯა მან ისრაელები, რომლებიც არაერთხელ განუდგნენ ჭეშმარიტ თაყვანისმცემლობას. მაგრამ, როცა ისინი გულწრფელად ინანიებდნენ, იეჰოვა სიყვარულს და გულმოწყალებას ავლენდა მათდამი და ამბობდა: „განვკურნავ მათ ორგულობას. ნებით შევიყვარებ მათ“ (ოს. 14:4). საკუთარი თავისუფლების სხვების სასიკეთოდ გამოყენების რა შესანიშნავი მაგალითია! შემოქმედების დასაწყისში იეჰოვამ სიყვარულით გადაწყვიტა, თავისი გონიერი ქმნილებებისთვის ნების თავისუფლება მიეცა. ეს ძღვენი პირველმა მიიღო მისმა პირმშომ, „უხილავი ღვთის ანარეკლმა“ (კოლ. 1:15). დედამიწაზე მოსვლამდე იესომ გადაწყვიტა, მამის ერთგული დარჩენილიყო და არ მიმხრობოდა სატანას. w17.01 2:3, 4

ორშაბათი, 25 ივნისი

ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ (ებრ. 6:10).

მდგომარეობის შეცვლამ ან შეიძლება შეზღუდოს ჩვენი მსახურება, ან მეტის გაკეთების შესაძლებლობა მოგვცეს. მნიშვნელობა არა აქვს, ახალგაზრდები ვართ თუ ხანში შესულები, კარგი ჯანმრთელობა გვაქვს თუ სუსტი, იეჰოვა ყოველთვის ითვალისწინებს, რის გაკეთებას შევძლებთ საუკეთესოდ მის მსახურებაში. ის იმაზე მეტს არ მოგვთხოვს, ვიდრე შეგვიძლია, და ძალიან აფასებს ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ. იესოს სიხარულს ანიჭებდა ნებისმიერი დავალების შესრულება და ჩვენც შეგვიძლია სიხარულით შევასრულოთ ჩვენთვის მოცემული დავალებები (იგავ. 8:30, 31). მოკრძალებული ადამიანი კმაყოფილია იმ პასუხისმგებლობებით, რომლებიც კრებაში აქვს. ის არ წუხს იმაზე, მიიღებს თუ არა სხვა პასუხისმგებლობებს მომავალში და არც სხვისი წარმატებები შურს. ნაცვლად ამისა, ის ყველანაირად ცდილობს, დააფასოს თავისი დავალება და სიხარულით შეასრულოს ის, რადგან თვლის, რომ ის ღვთისგან აქვს. ამასთან, ის გულწრფელად აფასებს იეჰოვას მიერ სხვებისთვის მიცემულ პასუხისმგებლობებსაც. მოკრძალება გვეხმარება, რომ სიხარულით ვცეთ სხვებს პატივი და მხარი დავუჭიროთ მათ (რომ. 12:10). w17.01 3:13, 14

სამშაბათი, 26 ივნისი

როგორც შვილი მამასთან, ისე მსახურობდა მონასავით ჩემთან ერთად სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად (ფილ. 2:22).

ზოგი ახალგაზრდა ძმა ახლა შეიძლება ზედამხედველობს საქმეს, რომელსაც ხანდაზმული ძმებიც ასრულებენ. თუმცა ამ ახალგაზრდებს ახალი პასუხისმგებლობა აკისრიათ, კარგი იქნება, თუ გადაწყვეტილების მიღებამდე ხანში შესული ძმების სიბრძნითა და გამოცდილებით ისარგებლებენ. ახალგაზრდა ტიმოთე წლების მანძილზე მსახურობდა პავლე მოციქულის გვერდით. პავლე კორინთელებს სწერდა: „გიგზავნით ტიმოთეს, ჩემს საყვარელ და ერთგულ შვილს უფალში. ის გაგახსენებთ, როგორ ვასწავლიდი ქრისტე იესოში“ (1 კორ. 4:17). აქედან ჩანს, რომ პავლე და ტიმოთე მჭიდროდ თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან. პავლე დროს არ იშურებდა, რომ ტიმოთესთვის ესწავლებინა ყველაფერი, რასაც თავად აკეთებდა. ტიმოთე კარგი მოსწავლე იყო და პავლეს ის ძალიან უყვარდა. მოციქული დარწმუნებული იყო, რომ ტიმოთე კარგად იზრუნებდა კორინთელების სულიერ მოთხოვნილებებზე. რა შესანიშნავი მაგალითია ეს იმ უხუცესებისთვის, რომლებიც დღეს სხვებს ამზადებენ კრებაში პასუხისმგებლობების ასაღებად! w17.01 5:13, 14

ოთხშაბათი, 27 ივნისი

იქნება მკვდრეთით აღდგომა, მართლებისაც და უმართლოებისაც (საქ. 24:15).

იეჰოვას სურს, რომ ადამიანებმა იცოცხლონ და არასდროს მოკვდნენ. ის სიცოცხლის წყაროა და ყველა მკვდრეთით აღმდგარის მამა გახდება (ფსალმ. 36:9). ამიტომ გვასწავლა იესომ, ლოცვისას იეჰოვასთვის მიგვემართა: „ჩვენო ზეციერო მამა“ (მათ. 6:9). იეჰოვას დავალებით იესო მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ადამიანთა მკვდრეთით აღდგენაში (იოან. 6:40, 44). სამოთხეში ის პირდაპირი გაგებით „აღდგომა და სიცოცხლე“ იქნება (იოან. 11:25). იეჰოვას გულუხვობა არ ვრცელდება ადამიანთა მცირერიცხოვან პრივილეგირებულ ჯგუფზე, რადგან იესომ თქვა: „ვინც ღვთის ნებას ასრულებს, ის არის ჩემი ძმაც, დაც და დედაც“ (მარ. 3:35). ღვთის ნებაა, რომ ყველა ერიდან, ტომიდან და ენიდან „უამრავი ხალხი“, რომელთა რაოდენობაც განსაზღვრული არ არის, მისი თაყვანისმცემელი გახდეს. ისინი, ვინც ქრისტეს გამოსასყიდის მიმართ რწმენას ავლენენ და ღვთის ნებას ასრულებენ, ხმამაღლა იტყვიან: „ხსნას ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომს, და კრავს ვუმადლით“ (გამოცხ. 7:9, 10). w17.02 2:10, 11

ხუთშაბათი, 28 ივნისი

გახსოვდეთ ისინი, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია (ებრ. 13:7).

სხვადასხვა ენაზე ბიბლიური ჭეშმარიტების გასავრცელებლად 1884 წელს რეგისტრაციაში გატარდა „სიონის საგუშაგო კოშკისა და ტრაქტატების საზოგადოება“, რომლის პრეზიდენტიც ჩარლზ ტეიზ რასელი გახდა. ის იყო ბიბლიის გულმოდგინე მკვლევარი, რომელიც უშიშრად ააშკარავებდა ისეთ ცრუ სწავლებებს, როგორიცაა სამების მოძღვრება და სულის უკვდავება. ძმა რასელი იმ დასკვნამდე მივიდა, რომ ქრისტე უხილავად დაბრუნდებოდა და „უცხოტომელთათვის დანიშნული დროები“ 1914 წელს დასრულდებოდა (ლუკ. 21:24). ის არ იშურებდა თავის დროს, ენერგიასა და სახსრებს, რომ ჭეშმარიტება სხვებისთვისაც გაეზიარებინა. აშკარაა, რომ ამ გარდამტეხ პერიოდში იეჰოვა და კრების თავი ქრისტე თავიანთი საქმის შესასრულებლად ძმა რასელს იყენებდნენ. ძმა რასელი დიდებას არ ეძებდა ადამიანებისგან. 1896 წელს მან დაწერა: «არ გვსურს დიდება და პატივი არც ჩვენთვის და არც ჩვენი ნაშრომებისთვის; არ ვითხოვთ, რომ გვიწოდონ „თქვენო აღმატებულებავ“ ან „რაბი“; არც ის გვინდა, რომ რომელიმე მიმდინარეობას ჩვენი სახელი ეწოდოს». მოგვიანებით მან თქვა: „ეს ადამიანის კი არა, უფლის საქმეა“. w17.02 4:8, 9

პარასკევი, 29 ივნისი

წინდახედულის სიბრძნე იმაშია, რომ ესმის, რა გზას ადგას (იგავ. 14:8).

ჩვენ ყველას გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება. ყველა გადაწყვეტილება ერთნაირად მნიშვნელოვანი არ არის, თუმცა ზოგმა გადაწყვეტილებამ შეიძლება მთელ ჩვენს ცხოვრებაზე მოახდინოს გავლენა. სწორი გადაწყვეტილებების მიღების უნარი გვეხმარება, რომ შედარებით მშვიდად ვიცხოვროთ და თავიდან ავირიდოთ უთანხმოებები, პრობლემები და გულგატეხილობა. რა დაგვეხმარება ბრძნული გადაწყვეტილებების მიღებაში? ჩვენ უნდა გვწამდეს, რომ ღმერთს სურს და შეუძლია კიდეც, დაგვეხმაროს, რომ ბრძნულად მოვიქცეთ. გარდა ამისა, უნდა ვენდოთ ღვთივშთაგონებულ სიტყვას და გვწამდეს, რომ მასში ჩაწერილი რჩევები სანდოა (იაკ. 1:5—8). რაც უფრო დავუახლოვდებით იეჰოვას და შევიყვარებთ მის სიტყვას, მით უფრო დავრწმუნდებით, რომ მან იცის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო. შედეგად, გადაწყვეტილების მიღებამდე ღვთის სიტყვაში რჩევის ძებნა ჩვევად გვექცევა. w17.03 2:2, 3

შაბათი, 30 ივნისი

შენ შემოგყურებს ჩვენი თვალები (2 მატ. 20:12).

მამამისის, ასას მსგავსად, იეჰოშაფატი მთელი გულით იყო იეჰოვასთან მაშინაც, როცა გაცილებით ძლიერი მტერი დაუპირისპირდა (2 მატ. 20:2—4). მიუხედავად იმისა, რომ იეჰოშაფატს შეეშინდა, მან „გულმოდგინედ დაიწყო იეჰოვას ძებნა“. ლოცვაში მან თავმდაბლად აღიარა, რომ მას და მის ხალხს არ შესწევდათ ძალა, წინ აღდგომოდნენ დიდძალ ბრბოს და არ იცოდნენ, როგორ მოქცეულიყვნენ. ის ბოლომდე მიენდო იეჰოვას, როგორც დღევანდელ მუხლში მოყვანილი მისი სიტყვებიდან ვიგებთ. იეჰოშაფატის მსგავსად, ზოგჯერ ჩვენც არ ვიცით, როგორ მოვიქცეთ და შესაძლოა გვეშინია კიდეც (2 კორ. 4:8, 9). თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოშაფატმა საჯაროდ აღიარა ლოცვაში თავისი და თავისი ხალხის უსუსურობა (2 მატ. 20:5). ოჯახისთავებს შეუძლიათ მიჰბაძონ იეჰოშაფატს და იეჰოვას სთხოვონ ხელმძღვანელობა და პრობლემებთან გამკლავების ძალა. არ მოგერიდოთ ოჯახის წევრების გასაგონად იეჰოვასთვის ამის თხოვნა. ისინი დაინახავენ, რომ ენდობით იეჰოვას. ღმერთი დაეხმარა იეჰოშაფატს და ის თქვენც დაგეხმარებათ. w17.03 3:12, 13

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება