საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es18 გვ. 77-87
  • აგვისტო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აგვისტო
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2018
  • ქვესათაურები
  • ოთხშაბათი, 1 აგვისტო
  • ხუთშაბათი, 2 აგვისტო
  • პარასკევი, 3 აგვისტო
  • შაბათი, 4 აგვისტო
  • კვირა, 5 აგვისტო
  • ორშაბათი, 6 აგვისტო
  • სამშაბათი, 7 აგვისტო
  • ოთხშაბათი, 8 აგვისტო
  • ხუთშაბათი, 9 აგვისტო
  • პარასკევი, 10 აგვისტო
  • შაბათი, 11 აგვისტო
  • კვირა, 12 აგვისტო
  • ორშაბათი, 13 აგვისტო
  • სამშაბათი, 14 აგვისტო
  • ოთხშაბათი, 15 აგვისტო
  • ხუთშაბათი, 16 აგვისტო
  • პარასკევი, 17 აგვისტო
  • შაბათი, 18 აგვისტო
  • კვირა, 19 აგვისტო
  • ორშაბათი, 20 აგვისტო
  • სამშაბათი, 21 აგვისტო
  • ოთხშაბათი, 22 აგვისტო
  • ხუთშაბათი, 23 აგვისტო
  • პარასკევი, 24 აგვისტო
  • შაბათი, 25 აგვისტო
  • კვირა, 26 აგვისტო
  • ორშაბათი, 27 აგვისტო
  • სამშაბათი, 28 აგვისტო
  • ოთხშაბათი, 29 აგვისტო
  • ხუთშაბათი, 30 აგვისტო
  • პარასკევი, 31 აგვისტო
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2018
es18 გვ. 77-87

აგვისტო

ოთხშაბათი, 1 აგვისტო

მოთმინებას კი დაასრულებინეთ თავისი საქმე, რათა იყოთ სრულყოფილნი, ყოველმხრივ ჯანსაღნი და არაფერი გაკლდეთ (იაკ. 1:4).

ბრძოლის დასრულებას პირი არ უჩანს. ებრაელი მეომრები მსაჯულ გედეონის მეთაურობით მიდიანელებსა და მათ მოკავშირეებს მთელი ღამის განმავლობაში უტევდნენ; მტერს მათ დაახლოებით 32 კმ-ის მანძილზე სდიეს. ახლა ფარ-ხმლის დაყრის დრო ნამდვილად არ იყო; ამიტომაც იყო, რომ ისინი „მაინც მისდევდნენ“ მტერს. საბოლოოდ, მათ დაამარცხეს მიდიანი (მსაჯ. 7:22; 8:4, 10, 28). ბრძოლაში ჩვენც ვართ ჩაბმულნი. ჩვენ გვებრძვის სატანა, მისი ქვეყნიერება და საკუთარი არასრულყოფილება. ზოგი ჩვენგანი წლების მანძილზე არაერთ სირთულეს შევხვედრივართ, მაგრამ იეჰოვას დახმარებით გამარჯვებულები გამოვსულვართ. თუმცა მტერთან ბრძოლამ და ქვეყნიერების აღსასრულის მოლოდინმა შეიძლება დაგვღალოს. ახლა დანებების დრო ნამდვილად არაა, ვინაიდან საბოლოო გამარჯვება ჯერ არ მოგვიპოვებია. იესომ გაგვაფრთხილა, რომ ბოლო დღეებში მძიმე განსაცდელებს შევხვდებოდით და სასტიკად მოგვეპყრობოდნენ, თუმცა ისიც თქვა, რომ თუ მოვითმენდით, გამარჯვებას მოვიპოვებდით (ლუკ. 21:19). w16.04 2:1, 2

ხუთშაბათი, 2 აგვისტო

ყოველდღე ერთად იყვნენ ყველანი ტაძარში (საქ. 2:46).

კრების შეხვედრებზე ჩვენი დიდებული მასწავლებელი თავისი სიტყვით, ბიბლიით გვარიგებს (ეს. 30:20, 21). შეხვედრებზე მოსულმა სტუმრებმაც კი შეიძლება ასეთი რამ თქვან: „მართლა თქვენ შორის არის ღმერთი“ (1 კორ. 14:23—25). იეჰოვა თავისი წმინდა სულით აკურთხებს კრების შეხვედრებს და ყოველ შეხვედრაზე ბიბლიური სასწავლო პროგრამით გვხელმძღვანელობს. ფაქტობრივად, კრების შეხვედრებზე ვისმენთ იეჰოვას ხმას და ვგრძნობთ მის მზრუნველობას. ამგვარად ვუახლოვდებით მას. იესომ თქვა: „სადაც ორი ან სამია შეკრებილი ჩემი სახელით, მეც იქ ვარ, მათ შორის“ (მათ. 18:20). ქრისტე, როგორც კრების თავი, ღვთის ხალხის კრებებს „შორის დადის“ (გამოცხ. 1:20—2:1). უბრალოდ დაფიქრდით: კრების შეხვედრებზე იეჰოვა და იესო გვამხნევებენ! როგორ ფიქრობთ, რას გრძნობს იეჰოვა, როდესაც ხედავს, რომ ძალიან გვსურს მასთან და მის ძესთან დაახლოება? w16.04 3:13, 14

პარასკევი, 3 აგვისტო

ნუ იჩქარის შენი სული განაწყენებას (ეკლ. 7:9).

ერთხელ ორ ძმას ერთი და მიესალმა. ერთ-ერთ ძმას მისი მისალმება არ ესიამოვნა და განაწყენდა. როდესაც ეს ძმები მარტო დარჩნენ, განაწყენებულმა ძმამ დის გაკრიტიკება დაიწყო მისი ნათქვამის გამო. თუმცა მეორე ძმამ შეახსენა მას, რომ ეს და 40 წელი რთულ პირობებში ერთგულად ემსახურებოდა იეჰოვას. იგი დარწმუნებული იყო, რომ დას მისი წყენინება არ სურდა. განაწყენებული ძმა მის აზრს დაეთანხმა და სიტუაციაც აღარ გამწვავებულა. რას ვსწავლობთ ამ შემთხვევიდან? ჩვენზეა დამოკიდებული, როგორ მოვიქცევით მაშინ, როცა გვაწყენინებენ. სიყვარული გვეხმარება, თვალი დავხუჭოთ უმნიშვნელო შეცდომებზე (იგავ. 10:12; 1 პეტ. 4:8). იეჰოვა თვლის, რომ „სხვისი დანაშაულისთვის გვერდის ავლა მშვენებაა კაცისთვის“ (იგავ. 19:11). აქედან გამომდინარე, თუ თვლით, რომ ვინმე ცუდად ან უპატივცემულოდ მოგექცათ, დაფიქრდით: ხომ არ ღირს ამაზე თვალის დახუჭვა? ღირს ამისგან პრობლემის შექმნა? w16.05 1:8, 9

შაბათი, 4 აგვისტო

ღმერთი . . . მოქმედებს თქვენში, რათა სურვილიც გქონდეთ და მოქმედებდეთ კიდეც (ფილ. 2:13).

ვინ ქადაგებს სინამდვილეში სასიხარულო ცნობას დღეს? სრული დამაჯერებლობით შეგვიძლია ვთქვათ: „იეჰოვას მოწმეები“. რატომ ვართ ასე დარწმუნებულნი? იმიტომ რომ ჩვენ ვქადაგებთ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ, რომლის ქადაგებაც იესომ დაგვავალა. ჩვენ ხალხთან მივდივართ, ეს კი ქადაგების სწორი მეთოდია. ჩვენი მოტივიც სწორია, რადგან ქადაგებისკენ სიყვარული გვიბიძგებს და არა ფინანსური გამორჩენა. ჩვენი საქმიანობა გრანდიოზულ მასშტაბს აღწევს — სასიხარულო ცნობას ყველა ერისა თუ ენის ადამიანი ისმენს. ჩვენ წლიდან წლამდე, აღსასრულის მოსვლამდე, დაუღალავად ვიქადაგებთ სასიხარულო ცნობას. ჩვენ ნამდვილად გვაკვირვებს ის, რასაც ღვთის ხალხი დღეს, ამ საოცარ დროში აღწევს. მაგრამ საინტერესოა, როგორ ახერხებენ ისინი ამას? ამ კითხვაზე პასუხს მოციქული პავლე დღევანდელ მუხლში ჩაწერილი სიტყვებით გვცემს. მაშ, მოდი ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამის მხარდაჭერაში დარწმუნებულებმა თავი არ დავზოგოთ და ყოველმხრივ შევასრულოთ ჩვენი მსახურება! (2 ტიმ. 4:5). w16.05 2:17, 18

კვირა, 5 აგვისტო

ბოროტება შეიზიზღეთ და სიკეთეს მიეკარით (რომ. 12:9).

როცა ჩვენით ვირჩევთ ღვთის ნების შესრულებას და ძალას არ ვიშურებთ ამისთვის, ცხადვყოფთ, რომ ძლიერ გვიყვარს იეჰოვა და გვსურს, ვასიამოვნოთ მას. ეს იმაზეც მოწმობს, რომ მხარს ვუჭერთ მის უზენაესობას. სატანამ ეჭვქვეშ დააყენა იეჰოვას უზენაესობის კანონიერება, ამიტომ ჩვენი დიდსულოვანი და მადლიერი ზეციერი მამა განსაკუთრებით აფასებს, როცა ნებაყოფლობით და მთელი ძალით ვუჭერთ მხარს მის უზენაესობას (იობ. 2:3—5; იგავ. 27:11). მაგრამ, თუ იეჰოვა უბრძოლველად დაგვაძლევინებდა ჩვენს არასწორ მიდრეკილებებს, რომ მისთვის მოსაწონნი ვყოფილიყავით, როგორღა დავუმტკიცებდით იეჰოვას ერთგულებას და როგორღა დავუჭერდით მხარს მის უზენაესობას?! ამიტომ იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ „ყოველი ღონე“ მოვახმაროთ ღვთისმოსაწონი თვისებების განვითარებას (2 პეტ. 1:5—7; კოლ. 3:12). ის მოელის, რომ ყველაფერს გავაკეთებთ ჩვენი ფიქრებისა და გრძნობების გასაკონტროლებლად (რომ. 8:5). თუ მცდელობას არ დავაკლებთ, დიდ სიამოვნებას მოგვგვრის იმის დანახვა, რომ ბიბლია კვლავაც ცვლის ჩვენს ცხოვრებას. w16.05 4:12, 13

ორშაბათი, 6 აგვისტო

იეჰოვა, შენ ჩვენი . . . მეთუნე [ხარ] (ეს. 64:8).

იეჰოვამ კარგად იცის, როგორ თიხასთან აქვს საქმე, ამიტომ შესაბამისად ძერწავს (ფსალმ. 103:10—14). ის ინდივიდუალურად გვიდგება თითოეულს, ითვალისწინებს ჩვენს სისუსტეებს, შეზღუდვებსა და იმას, სულიერი ზრდის რა ეტაპზე ვიმყოფებით. მისი ძის მაგალითიდან გამოჩნდა, როგორი დამოკიდებულება აქვს ღმერთს თავისი არასრულყოფილი მსახურების მიმართ. დაფიქრდით მოციქულების შეცდომებისადმი იესოს დამოკიდებულებაზე, განსაკუთრებით, როცა ისინი მეტოქეობის სულს ავლენდნენ. თუ მოციქულების გაცხარებული კამათის მოწმენი გახდებოდით, იფიქრებდით, რომ ისინი თვინიერი და დამყოლი ადამიანები იყვნენ? თუმცა იესოს მათზე უარყოფითი თვალსაზრისი არ შეუქმნია. მან იცოდა, რომ ერთგული მოციქულები მოთმინებით მიცემული კეთილი რჩევებითა და მისი თავმდაბლობის მაგალითით გამოიძერწებოდნენ (მარ. 9:33—37; 10:37, 41—45; ლუკ. 22:24—27). იესოს მკვდრეთით აღდგომისა და მათზე წმინდა სულის გადმოსვლის შემდეგ მოციქულებისთვის უმთავრესი თავის წარმოჩენა და მდგომარეობა კი აღარ იყო, არამედ იესოს მიერ დავალებული საქმის შესრულება (საქ. 5:42). w16.06 1:10

სამშაბათი, 7 აგვისტო

ერთია იეჰოვა, ჩვენი ღმერთი იეჰოვა (კან. 6:4).

იეჰოვას გარდა სხვა ღმერთი არ არსებობს; არავინაა მისი მსგავსი (2 სამ. 7:22). მოსემ შეახსენა ისრაელებს, რომ მხოლოდ იეჰოვასთვის უნდა ეცათ თაყვანი. მათ არ უნდა მიებაძათ გარშემო მცხოვრები ხალხებისთვის, რომლებიც სხვადასხვა ღვთაებასა თუ ქალღმერთს სცემდნენ თაყვანს. ამ ცრუ ღვთაებებიდან ზოგი ბუნების ძალების გამგებლებად ითვლებოდა, ზოგი კი ამა თუ იმ ღვთაების სახესხვაობას წარმოადგენდა. მაგალითად, ეგვიპტელები თაყვანს სცემდნენ მზის ღმერთ რას, ცის ქალღმერთ ნუტს, მიწის ღმერთ გებს, ნილოსის ღმერთ ჰაპის და უამრავ წმინდა ცხოველს. ეგვიპტისთვის ათი სასჯელის დატეხვით იეჰოვამ ამ ცრუ ღვთაებებიდან ბევრს გამანადგურებელი დარტყმა მიაყენა. ქანაანელების ღვთაებებს შორის გამორჩეული იყო ნაყოფიერების ღმერთი ბაალი, რომელიც ცის, წვიმისა და ქარიშხლის ღვთაებაც იყო. ბევრ ადგილს თავისი მფარველი ბაალი ჰყავდა (რიცხ. 25:3). ისრაელებს კი უნდა ხსომებოდათ, რომ „ერთია იეჰოვა“, მათი ღმერთი, და მხოლოდ ის არის „ჭეშმარიტი ღმერთი“ (კან. 4:35, 39). w16.06 3:4, 5

ოთხშაბათი, 8 აგვისტო

ასწავლეთ მათ ყველაფრის დაცვა, რაც მცნებად დაგიდეთ. და აი, მე ყოველდღე თქვენთან ვარ ქვეყნიერების აღსასრულამდე (მათ. 28:20).

იეჰოვასა და მისი ხალხისადმი იესოს ნდობა არც მაშინ იყო უსაფუძვლო და არც დღეს არის. ის საქმეები, რომელთაც იეჰოვა ამ ბოლო დღეებში თავისი მსახურების მეშვეობით ახორციელებს, გაოცებას იწვევს. სხვა არც ერთი ხალხი არ ქადაგებს ჭეშმარიტებას მთელ დედამიწაზე, რადგან იეჰოვა მხოლოდ თავისი ერთსულოვანი მსახურებისგან შემდგარ კრებას უწევს ხელმძღვანელობას. ესაიას 65:14-ში ის აღწერს თავისი ხალხის სულიერ მდგომარეობას: „აი, ჩემი მსახურები სიხარულით შესძახებენ მხიარული გულის გამო!“. ღვთის მსახურები ხარობენ იმ კარგი საქმეების გამო, რომლებსაც იეჰოვას ხელმძღვანელობით აკეთებენ, სატანის გავლენაში მყოფი ქვეყნიერება კი გლოვობს ცხოვრების გაუარესების გამო. ჩვენ უნდა ვუერთგულოთ იეჰოვას და ზუსტად მივყვეთ მის მითითებებს. w16.06 4:10—12

ხუთშაბათი, 9 აგვისტო

იფხიზლეთ (მათ. 25:13).

განვიხილოთ მაგალითი, რომელიც სიფხიზლის აუცილებლობას დაგვანახვებს. ძველად ბევრ დიდ ქალაქს, მაგალითად იერუსალიმს, მაღალი გალავანი ერტყა. ის იცავდა ქალაქს თავდამსხმელებისგან და იქიდან კარგად ჩანდა ქალაქის მიმდებარე ტერიტორიები. გუშაგები დღედაღამ იდგნენ გალავანზე და კარიბჭეებთან. მათ ნებისმიერი მოახლოებული საფრთხის შესახებ უნდა გაეფრთხილებინათ ქალაქის მცხოვრებნი (ეს. 62:6). გუშაგობისას სიფხიზლის შენარჩუნება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო (ეზეკ. 33:6). როგორც ებრაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი წერს, ახ. წ. 70 წელს რომის ჯარმა აიღო იერუსალიმის გალავანზე მიშენებული ანტონიუსის კოშკი, რადგან კარიბჭეების მცველებს ჩაეძინათ. რომაელები შეიჭრნენ ტაძარში და ის ცეცხლს მისცეს. შედეგად, დიდმა გასაჭირმა თავის კულმინაციას მიაღწია, რომლის მსგავსიც იერუსალიმსა და ებრაელ ხალხს მანამდე არ უნახავს. w16.07 2:2, 7, 8

პარასკევი, 10 აგვისტო

გაფრთხილდით, რომ თქვენც მათსავით არ აგიყოლიოთ კანონის უგულებელმყოფელთა მცდარმა აზროვნებამ და არ დაკარგოთ სიმტკიცე (2 პეტ. 3:17).

მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას წყალობის შედეგად უამრავი კურთხევა გვაქვს, არ უნდა ვიფიქროთ, რომ ღმერთი ყველანაირ საქციელს შეიწყნარებს. ადრინდელი ქრისტიანებიდან ზოგი ცდილობდა, „ღვთის წყალობა თავაშვებულობის გასამართლებლად“ გამოეყენებინა (იუდ. 4). როგორც ჩანს, ისინი ფიქრობდნენ, რომ შეეძლოთ ცოდვა ჩაედინათ და ღვთის პატიების იმედი ჰქონოდათ. უფრო მეტიც, ისინი ცდილობდნენ, რომ თანაქრისტიანებიც გაეხვიათ ცოდვაში. ასე მოქმედნი დღესაც შეურაცხყოფენ „წყალობის სულს“ (ებრ. 10:29). დღეს სატანამ შეცდომაში შეიყვანა ზოგი ქრისტიანი და დააჯერა, რომ შეუძლიათ შესცოდონ და დაუსჯელები დარჩნენ, რადგან ღმერთი გულმოწყალეა. თუმცა იეჰოვა მზად არის, აპატიოს მომნანიებელ შემცოდველებს, ის მოელის, რომ შევებრძოლებით ცოდვილ მიდრეკილებებს. w16.07 3:16, 17

შაბათი, 11 აგვისტო

თუ ცოლს სიძვა არ ჩაუდენია, ქმარი კი გაეყრება მას და სხვაზე დაქორწინდება, მრუშობს (მათ. 19:9).

ხელახლა დაქორწინების ერთადერთი კანონიერი საფუძველი ღალატია. წინასწარმეტყველ ოსიას მსგავსად, რომელმაც აპატია თავის მრუშ ცოლს, გომერს, უდანაშაულო მეუღლესაც შეუძლია აპატიოს მომნანიებელ მეუღლეს, რომელმაც უზნეობა ჩაიდინა. იეჰოვამ მსგავსად აპატია თავის მომნანიებელ ერს, რომელიც სულიერ მრუშობაში იყო დამნაშავე (ოს. 3:1—5). აღსანიშნავია ისიც, რომ, თუ ცოლმა ან ქმარმა იცის მეუღლის მრუშობის შესახებ და მასთან სქესობრივ კავშირს ამყარებს, ეს პატიების ტოლფასია და განქორწინებისთვის მას ბიბლიური საფუძველი აღარ აქვს. მას შემდეგ, რაც იესომ დღევანდელ მუხლში მოყვანილი სიტყვები წარმოთქვა, მან ისაუბრა მათზე, ვისაც დაუქორწინებლობის ძღვენი ჰქონდა. ამ ძღვნის შესახებ იესომ თქვა: „ვისაც შეუძლია შეთვისება, შეითვისოს“ (მათ. 19:10—12). ბევრმა დაუქორწინებლობა აირჩია, რათა მოუცდენლად ემსახუროს იეჰოვას. ისინი შესაქები არიან ამისთვის! w16.08 1:15, 16

კვირა, 12 აგვისტო

იგემეთ და ნახავთ, რომ კარგია იეჰოვა! ბედნიერია კაცი, ვინც თავს აფარებს მას . . . მის მოშიშებს არაფერი მოაკლდებათ (ფსალმ. 34:8, 9).

ახალგაზრდებს ღონე ერჩით, რომ იეჰოვას მსახურებაში ბევრი აკეთონ (იგავ. 20:29). ზოგი ახალგაზრდა ბეთელელი ძმა ბიბლიებისა და ბიბლიური ლიტერატურის ბეჭდვასა და აკინძვაში მონაწილეობს. ბევრი ახალგაზრდა და-ძმა მსახურობს სამეფო დარბაზების მშენებლობაზე და მონაწილეობას იღებს მათ მოვლასა თუ შეკეთებაში. სტიქიური უბედურების შემდეგ ახალგაზრდები გამოცდილ და-ძმებთან ერთად ეხმარებიან დაზარალებულებს. არაერთი ახალგაზრდა პიონერი ადგილობრივ თუ უცხო ენებზე მოსაუბრეებს უზიარებს სასიხარულო ცნობას. ფსალმუნმომღერალი წერდა: „იეჰოვას მაძიებლებს არაფერი მოაკლდებათ“ (ფსალმ. 34:10). იეჰოვა არასდროს გაუმტყუნებს იმედს მათ, ვინც მთელი გულით ემსახურება მას. თუ ღვთისადმი მსახურებაში თავს არ დავზოგავთ, თითოეული ვიგემებთ და ვნახავთ, რომ „კარგია იეჰოვა“. ღვთისადმი მთელი სულითა და გულით თაყვანისცემას მოაქვს სიხარული, რასაც ვერაფერი შეედრება. w16.08 3:5, 8

ორშაბათი, 13 აგვისტო

დაგიხსნით და კურთხევად იქცევით. ნუ შეშინდებით, გაიმაგრეთ ხელები! (ზაქ. 8:13)

იეჰოვას ძალაც აქვს და სურვილიც, რომ წმინდა სულით გაგვაძლიეროს (1 მატ. 29:12). ამიტომ მნიშვნელოვანია, ვთხოვოთ მას წმინდა სული, რათა გავუმკლავდეთ ნებისმიერ სირთულეს, რომელთაც სატანა თავის ბოროტ ქვეყნიერებასთან ერთად გვიქმნის (ფსალმ. 18:39; 1 კორ. 10:13). ამასთანავე, მადლიერები უნდა ვიყოთ ღვთის სიტყვისთვის, რომელიც წმინდა სულის დახმარებით დაიწერა, და ბიბლიაზე დაფუძნებული სულიერი საზრდოსთვის, რომელიც ყოველთვე უხვად გვაქვს. ზაქარიას 8:9-სა და 13-ში ჩაწერილი სიტყვები იერუსალიმის ტაძრის აღდგენის დროს წარმოითქვა, თუმცა ისინი ჩვენთვისაც საყურადღებოა. ჩვენ აგრეთვე გვაძლიერებს კრების შეხვედრებზე, კონგრესებზე და თეოკრატიულ სკოლებში მიღებული ღვთიური განათლება. ასეთი მომზადება გვეხმარება, გვქონდეს სათანადო აღძვრები, დავისახოთ სულიერი მიზნები და შევასრულოთ ქრისტიანული პასუხისმგებლობები (ფსალმ. 119:32). აკეთებთ ყველაფერს, რომ ღვთიურმა განათლებამ ძალა შეგმატოთ? w16.09 1:10, 11

სამშაბათი, 14 აგვისტო

[დარწმუნდით], რა არის ღვთის ნება — კარგი, მოსაწონი და სრულყოფილი (რომ. 12:2).

ღვთის კანონში ჩაწერილი მითითებები ისრაელებს გარშემო მცხოვრები აღვირახსნილი ხალხების გავლენისგან იცავდა. კანონში იეჰოვა გმობდა ისეთ ჩაცმულობას, რომელიც აშკარად არ აკეთებდა განსხვავებას მამაკაცსა და ქალს შორის. ჩაცმულობის ასეთი სტილი დღესაც გავრცელებულია (კან. 22:5). ღვთის მიერ ჩაცმასთან დაკავშირებული ნათელი მითითებებიდან ჩანს, რომ იეჰოვა არ იწონებს ისეთ ჩაცმულობას, რომელიც მამაკაცს ქალურ იერს სძენს, ქალებს კი მამაკაცს ამსგავსებს ან მათ შორის განსხვავებას აბუნდოვნებს. ღვთის სიტყვაში ჩაწერილი პრინციპები ქრისტიანებს ეხმარება, რომ საცხოვრებელი ადგილის, კლიმატური პირობებისა თუ კულტურის მიუხედავად ჩაცმულობასთან დაკავშირებით ბრძნული გადაწყვეტილებები მიიღონ. ჩვენ არ გვჭირდება დაწვრილებითი მითითებები იმის გასარკვევად, როგორი სტილი ითვლება მისაღებად ან მიუღებლად. ნაცვლად ამისა, ჩვენ ვხელმძღვანელობთ ბიბლიური პრინციპებით, რომლებიც საკუთარი გემოვნების გათვალისწინების საშუალებასაც გვაძლევს. w16.09 3:3, 4

ოთხშაბათი, 15 აგვისტო

მოწაფეებმა მიატოვეს ის და გაიქცნენ (მარ. 14:50).

რწმენას განგვიმტკიცებს ბიბლიის დამწერების გაბედულებასა და პატიოსნებაზე ფიქრი. ძველ მწერალთაგან ბევრი თავიანთი მმართველების ღირსებებს აზვიადებდა და მათ სამეფოებს განადიდებდა. ამის საპირისპიროდ, იეჰოვას წინასწარმეტყველები ყოველთვის სიმართლეს ამბობდნენ. ისინი გულახდილად აღიარებდნენ საკუთარი ხალხისა თუ მეფეების შეცდომებს (2 მატ. 16:9, 10; 24:18—22). ისინი არც საკუთარ და არც ღვთის სხვა მსახურების დანაშაულს მალავდნენ (2 სამ. 12:1—14). ბევრი დარწმუნდა, რომ ბიბლია ღვთის შთაგონებით დაიწერა, რადგან კარგ სახელმძღვანელო პრინციპებს შეიცავს (ფსალმ. 19:7—11). ბიბლიური პრინციპები გვეხმარება, მოვერიდოთ ცრუთაყვანისმცემლობისა და ცრურწმენის მახეს, რომელშიც ბევრი გაება (ფსალმ. 115:3—8). ევოლუციის თეორიის მსგავსი მოძღვრებები ბუნებას აღმერთებს და მას მიაწერს იმას, რაც მხოლოდ იეჰოვას ეკუთვნის. ვინც უარყოფს ღვთის არსებობას, ამტკიცებს, რომ ჩვენი მომავალი მთლიანად ჩვენს ხელთაა. თუმცა უკეთესი მომავლის გარანტიას ისინი არ იძლევიან (ფსალმ. 146:3, 4). w16.09 4:10, 11

ხუთშაბათი, 16 აგვისტო

ააკრეფინეთ . . . და არ შეაწუხოთ (რუთ. 2:15).

ბოაზი გულწრფელ ინტერესს ავლენდა რუთის მიმართ და მისი, როგორც უცხოელის, არასახარბიელო მდგომარეობა აღელვებდა. მან უთხრა რუთს, რომ შეეძლო მის მოახლეებთან დარჩენილიყო, რათა ყანაში მომუშავე კაცებს არ შეეწუხებინათ. მან იმაზეც იზრუნა, რომ მოჯამაგირეების მსგავსად რუთსაც საკმარისი საჭმელ-სასმელი ჰქონოდა. გარდა ამისა, ბოაზმა დამამცირებლად კი არ მიმართა ამ საწყალ უცხოელ ქალს, არამედ დაამშვიდა და გაამხნევა ის (რუთ. 2:8—10, 13, 14). ბოაზზე მხოლოდ იმან კი არ იმოქმედა, რომ რუთს უანგაროდ უყვარდა თავისი დედამთილი ნაომი, არამედ იმანაც, რომ ის იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა. ბოაზის სიკეთე, ფაქტობრივად, რუთის მიმართ ისრაელის ღვთის, იეჰოვას სიკეთის გამოხატულება იყო, რომლის ფრთებქვეშაც ის თავშესაფარს ეძებდა (რუთ. 2:12, 20; იგავ. 19:17). მსგავსად, კეთილი საქციელით ჩვენც შეგვიძლია დავეხმაროთ „ყველანაირ ადამიანს“, დაინახოს, სად არის ჭეშმარიტება და იგრძნოს, რა ძალიან უყვარს ის იეჰოვას (1 ტიმ. 2:3, 4). w16.10 1:10—12

პარასკევი, 17 აგვისტო

ვკითხე იეჰოვას და მიპასუხა, ყველა ჩემი შიშისგან გამათავისუფლა (ფსალმ. 34:4).

ჩვენც შეგვიძლია ლოცვაში მივანდოთ ჩვენი საზრუნავი იეჰოვას და დარწმუნებულები ვიყოთ, რომ მოგვისმენს და ძალას მოგვცემს, სიხარულით მოვითმინოთ ყველაფერი. როცა ვიღებთ პასუხს ჩვენს ლოცვაზე, რწმენა გვიძლიერდება (1 იოან. 5:14, 15). რწმენა სულის ნაყოფის შემადგენელი ნაწილია, ამიტომ, როგორც იესომ მოგვიწოდა, უნდა ვითხოვოთ ღვთის წმინდა სული (ლუკ. 11:9, 13). აღსანიშნავია, რომ ლოცვის დროს მხოლოდ პირადი საკითხებით არ უნდა შემოვიფარგლოთ. ჩვენ ვერც კი დავითვლით იმ „საოცარ საქმეებს“, რისთვისაც შეგვიძლია იეჰოვას ყოველდღე ვუთხრათ მადლობა და ვადიდოთ ის! (ფსალმ. 40:5). ამასთანავე, ჩვენი ლოცვებიდან უნდა ჩანდეს, რომ გვახსოვს „საპყრობილეში ბორკილებში მყოფნი“, თითქოს ჩვენც მათთან ერთად ვიყოთ შებორკილნი. ჩვენ მსოფლიო საძმოსთვისაც უნდა ვილოცოთ, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჩვენ შორის „ხელმძღვანელობა აკისრია“. გულს გვიხარებს იმის დანახვა, რომ იეჰოვა პასუხობს ასეთ ლოცვებს! (ებრ. 13:3, 7). w16.10 3:8, 9

შაბათი, 18 აგვისტო

გადარჩენილნი [ხართ] რწმენის მეშვეობით და ეს თქვენი დამსახურება კი არ არის, არამედ ღვთის ძღვენია (ეფეს. 2:8).

დღეს იეჰოვას ხალხი რწმენას ავლენს ღვთის სამეფოს მიმართ. შედეგად, მთელ მსოფლიოში განივრცო სულიერი სამოთხის საზღვრები, სადაც რვა მილიონზე მეტი ადამიანი უხვად ავლენს ღვთის სულის ნაყოფს (გალ. 5:22, 23). სულიერი სამოთხე ჭეშმარიტი ქრისტიანული რწმენისა და სიყვარულის უდიდესი მტკიცებაა! ეს ღვთის დამსახურებაა და არა ადამიანის. ის „სახელს გაუთქვამს იეჰოვას და ეს იქნება მარადიულ ნიშნად, რომელიც არ მოიკვეთება“ (ეს. 55:13). სულიერი სამოთხე იქამდე გაფართოვდება, ვიდრე დედამიწა არ აივსება სრულყოფილი, მართალი და ბედნიერი ადამიანებით, რომლებიც მარადიულად განადიდებენ იეჰოვას სახელს. მოდი კვლავაც გამოვავლინოთ რწმენა იეჰოვას დაპირებების მიმართ! w16.10 4:18, 19

კვირა, 19 აგვისტო

თქვენგან ზოგიერთები წესრიგს არღვევენ (2 თეს. 3:11).

ჩვენ უნდა მივყვეთ ბიბლიაზე დაფუძნებულ მითითებებს, რომლებსაც უხუცესებისგან ვიღებთ. გავიხსენოთ, რა ურჩია პავლემ კრებას წესრიგის დამრღვევებთან დაკავშირებით. ზოგი იმაში ერეოდა, რაც არ ეხებოდა. როგორც ჩანს, მათ არაერთხელ მიიღეს რჩევა უხუცესებისგან, მაგრამ არ გაითვალისწინეს. როგორ უნდა მოპყრობოდა კრება მათ? „შენიშნული გყავდეთ და ნუღარ გექნებათ მასთან ურთიერთობა“, — ურჩია პავლემ კრებას. ეს რჩევა არ იყო მკაცრი, რადგან მოციქულმა ისიც აღნიშნა, რომ ასეთი ადამიანი მტრად არ უნდა მიეჩნიათ (2 თეს. 3:11—15). დღეს უხუცესებმა შეიძლება კრებაში გამაფრთხილებელი მოხსენება წაიკითხონ, თუ ვინმე არ იშლის ისეთ საქციელს, რომელიც უარყოფითად მოქმედებს კრებაზე, მაგალითად, პაემანზე დადის მასთან, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე (1 კორ. 7:39). როგორი რეაქცია გექნებათ მათ რჩევაზე? თუ მიხვდებით, ვის ეხება მოხსენებაში აღწერილი სიტუაცია, მოერიდებით მასთან ახლო ურთიერთობას? როცა წესრიგის დამრღვევი დაინახავს, რომ გულწრფელად გაღელვებთ მისი მდგომარეობა და მტკიცე პოზიცია გიკავიათ, შეიძლება გამოსწორდეს. w16.11 2:13

ორშაბათი, 20 აგვისტო

თქვენ შორისაც გამოჩნდებიან ისეთები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები (საქ. 20:30).

ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე ღმერთმა ათასობით იუდეველი და პროზელიტი წმინდა სულით სცხო. ამ ახალმოქცეულ ქრისტიანებს ეწოდა „რჩეული მოდგმა . . . სამეფო სამღვდელოება, წმინდა ერი, ღვთისთვის გამორჩეული საკუთრება“ (1 პეტ. 2:9, 10). მოციქულები სიცოცხლის ბოლომდე ფხიზლობდნენ ღვთის ხალხის კრებებზე. თუმცა გამოჩნდნენ ისეთებიც, რომლებიც უკუღმართად ლაპარაკობდნენ, რათა თან გაეყოლებინათ მოწაფეები. ასეთი ხალხი განსაკუთრებით მოციქულების სიკვდილის შემდეგ გააქტიურდა (2 თეს. 2:6—8). ბევრ მათგანს კრებაში პასუხისმგებლობები ეკისრა. ისინი მსახურობდნენ ზედამხედველებად, მოგვიანებით კი, როცა სამღვდელო კლასმა დაიწყო ჩამოყალიბება, მათ „ეპისკოპოსები“ ეწოდათ. თუმცა იესოს თავისი მიმდევრებისთვის ნათქვამი ჰქონდა: „ყველანი ძმები ხართ“ (მათ. 23:8). არისტოტელესა და პლატონის ფილოსოფიით გატაცებულმა გამოჩენილმა მამაკაცებმა კრებაში შეიტანეს ცრურელიგიური მოძღვრებები, რომლებმაც თანდათანობით ჩაანაცვლა ღვთის სიტყვის წმინდა სწავლებები. w16.11 4:8

სამშაბათი, 21 აგვისტო

ნუღარ იმეფებს ცოდვა თქვენს მოკვდავ სხეულში (რომ. 6:12).

სანამ ჭეშმარიტი ქრისტიანები გავხდებოდით, ხშირად ვცოდავდით და შესაძლოა ვერც კი ვაცნობიერებდით, რამდენად არასწორი იყო ჩვენი ქმედებები ღვთის თვალში. შეიძლება ითქვას, რომ უწმინდურების, უკანონობისა და ცოდვის მონები ვიყავით (რომ. 6:19, 20). მაგრამ, როცა ბიბლიური ჭეშმარიტება გავიგეთ, შევიცვალეთ, თავი მივუძღვენით ღმერთს და მოვინათლეთ. ჩვენ ცოდვისგან გავთავისუფლდით და სიმართლის მონები გავხდით (რომ. 6:17, 18). თუმცა, თუ არასრულყოფილი სხეულის სურვილებს ავყვებით, ცოდვას ჩვენზე მეფობის საშუალებას მივცემთ. ვინაიდან ჩვენზეა დამოკიდებული, იბატონებს თუ არა ცოდვა ჩვენზე, უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს, გულის სიღრმეში რა გვსურს. ხომ არ ვაძლევთ ზოგჯერ არასრულყოფილ სხეულსა და გონებას იმის უფლებას, რომ არასწორი სურვილები აღძრას ჩვენში და გვაიძულოს, მათ ავყვეთ? დავიხოცეთ ცოდვისთვის? ამ კითხვებზე პასუხი იმაზეა დამოკიდებული, თუ რამდენად ვაფასებთ წყალობას, რომლითაც ღმერთმა ცოდვები გვაპატია. w16.12 1:11, 12

ოთხშაბათი, 22 აგვისტო

სულისაზე ფიქრი . . . მშვიდობას [ნიშნავს] (რომ. 8:6).

ერთ-ერთი მხარე იმისათვის, რომ გვქონდეს შინაგანი სიმშვიდე არის ის, რომ ვცდილობთ მშვიდობა გვქონდეს ოჯახისა თუ კრების წევრებთან. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ჩვენც არასრულყოფილები ვართ და ჩვენი და-ძმებიც, და ამის გამო ზოგჯერ შეიძლება პრობლემებმა იჩინოს თავი. ასეთ შემთხვევაში იესოს რჩევის თანახმად უნდა მოვიქცეთ და ძმას უნდა შევურიგდეთ (მათ. 5:24). ამის გაკეთება გაგვიადვილდება, თუ არ დაგვავიწყდება, რომ ჩვენი და-ძმებიც ემსახურებიან „მშვიდობის მომცემ ღმერთს“ (რომ. 15:33; 16:20). გარდა ამისა, „სულისაზე ფიქრის“ შედეგად მშვიდობას ვინარჩუნებთ შემოქმედთან, რასაც ვერაფერი შეედრება. ესაიას სიტყვები, რომლებიც მის თანამედროვეებს ეხებოდა, დღეს ფართო მასშტაბით სრულდება. მან დაწერა: „მას, ვისაც ურყევი გული აქვს, შენ [იეჰოვა] დაიფარავ ხანგრძლივი მშვიდობით, რადგან ის შენზეა მონდობილი“ (ეს. 26:3; რომ. 5:1). w16.12 2:5, 18, 19

ხუთშაბათი, 23 აგვისტო

ყოველთვის იხარეთ უფალში (ფილ. 4:4).

სატანის ბოროტი ქვეყნიერების ამ შავბნელ ბოლო დღეებშიც კი იეჰოვა კურთხევებს არ აკლებს თავის ხალხს. იეჰოვა ყველაფერს აკეთებს თავისი თაყვანისმცემლების სულიერი კეთილდღეობისთვის. დღეს, ისე როგორც არასდროს, სულიერ სამოთხეში უხვადაა სულიერი საზრდო (ეს. 54:13). იესოს დაპირების თანახმად, იეჰოვა ახლა იმით გვაჯილდოებს, რომ მივეკუთვნებით სულიერი და-ძმებისგან შემდგარ მოსიყვარულე მსოფლიო ოჯახს (მარ. 10:29, 30). უფრო მეტიც, ღვთის გულმოდგინედ მძებნელთ აქვთ შეუდარებელი კურთხევები — შინაგანი სიმშვიდე, კმაყოფილება და ბედნიერება (ფილ. 4:5—7). დარწმუნებული იყავით, რომ ღვთის ნების შესრულების შემდეგ მიიღებთ დანაპირებს (ებრ. 10:35, 36). მოდი კვლავაც გავიძლიეროთ რწმენა და მთელი სულითა და გულით ვემსახუროთ იეჰოვას, რადგან საკადრის ჯილდოს მივიღებთ მისგან! (კოლ. 3:23, 24). w16.12 4:17, 20

პარასკევი, 24 აგვისტო

სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა (2 კორ. 3:17).

არის შეზღუდული ნების თავისუფლება ნამდვილი თავისუფლება? რა თქმა უნდა! შეზღუდვებს ადამიანების დაცვა შეუძლია. მაგალითად, ჩვენ შეიძლება გადავწყვიტოთ რომელიმე ქალაქში წასვლა. ვიგრძნობდით თავს უსაფრთხოდ გზაზე, სადაც საგზაო წესები არ არსებობს და ყველა თვითონ წყვეტს, რა სიჩქარით იმოძრავებს და გზის რომელ მხარეს ივლის? ალბათ, არა. შეზღუდვები საჭიროა, რომ ყველამ გაიხაროს ნამდვილი თავისუფლებით. განვიხილოთ ადამის მაგალითი ბიბლიიდან, რათა უკეთ დავინახოთ, რამდენად გონივრულია ნების თავისუფლების გამოყენება იეჰოვას მიერ დადგენილი საზღვრების ფარგლებში. ადამმა გადაწყვიტა, გადასულიყო ღვთისგან დადგენილ საზღვრებს და აკრძალული ნაყოფი ეჭამა. ნების თავისუფლების ბოროტად გამოყენებამ ადამის შთამომავლებს ათასობით წლის მანძილზე უდიდესი ტანჯვა და ტკივილი მოუტანა (რომ. 5:12). მისი გადაწყვეტილების შედეგებზე ფიქრმა უნდა აღგვძრას, ჩვენთვის ბოძებული თავისუფლება სათანადოდ და იეჰოვას მიერ დადგენილი საზღვრების ფარგლებში გამოვიყენოთ. w17.01 2:6, 8

შაბათი, 25 აგვისტო

ვეუბნები ყოველ თქვენგანს: თქვენს თავზე იმაზე მეტად ნუ იფიქრებთ, ვიდრე უნდა ფიქრობდეთ (რომ. 12:3).

ვიდრე ახალ დავალებას დავთანხმდებით, ლოცვა და სიტუაციის რეალურად შეფასება დაგვეხმარება, არ გავცდეთ ჩვენი შესაძლებლობებისა თუ შეზღუდვების ფარგლებს. მოკრძალებამ შეიძლება აღგვძრას, რომ უარი ვთქვათ დამატებით პასუხისმგებლობაზე. თუმცა გედეონის მაგალითი შეგვახსენებს, რომ იეჰოვას ხელმძღვანელობისა და კურთხევის გარეშე შეუძლებელია ახალი დავალების წარმატებით შესრულება. ბიბლია ყველას მოგვიწოდებს, რომ მოკრძალებულად ვიაროთ ჩვენს ღმერთთან ერთად (მიქ. 6:8). ამიტომ ახალი პასუხისმგებლობის მიღების დროს უნდა ვილოცოთ და დავფიქრდეთ, რას გვეუბნება იეჰოვა თავისი სიტყვისა და ორგანიზაციის მეშვეობით. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძალებით ვერ შევძლებთ ამ დავალების შესრულებას და იეჰოვას ხელმძღვანელობა გვჭირდება. ნუ დაგვავიწყდება, რომ იეჰოვას თავმდაბლობა განგვადიდებს და არა ჩვენი ნიჭი! (ფსალმ. 18:35). ღმერთთან ერთად მოკრძალებულად სიარული დაგვეხმარება, რომ საკუთარ თავზე არც იმაზე მეტი ვიფიქროთ და არც იმაზე ნაკლები, ვიდრე უნდა ვფიქრობდეთ. w17.01 3:17, 18

კვირა, 26 აგვისტო

ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში (1 კორ. 15:58).

იესომ იცოდა, რომ დედამიწაზე მისი მსახურება დასრულდებოდა და მის საქმეს სხვები გააგრძელებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ მოწაფეები არასრულყოფილები იყვნენ, ის ენდობოდა მათ. მან უთხრა მოწაფეებს, რომ ისინი მასზე დიდ საქმეებს შეასრულებდნენ (იოან. 14:12). იესომ საგულდაგულოდ მოამზადა ისინი, რის შედეგადაც მათ სასიხარულო ცნობა იმ დროს თითქმის მთელ მსოფლიოში იქადაგეს (კოლ. 1:23). საკუთარი სიცოცხლის მსხვერპლად შეწირვის შემდეგ იესო მკვდრეთით აღდგა ზეცაში, სადაც მეტი საქმის შესასრულებლად „ყველა მთავრობაზე, ხელისუფლებაზე, ძალასა [და] ბატონობაზე“ მეტი ძალაუფლება მიეცა (ეფეს. 1:19—21). თუ არმაგედონამდე ერთგული მოვკვდებით, მკვდრეთით აღვდგებით ახალ სამართლიან ქვეყნიერებაში, სადაც კმაყოფილების მომტან არაერთ საქმეს შევასრულებთ. მაგრამ დღეს ყველაზე მნიშვნელოვანი საქმე, რომელშიც ყველას შეგვიძლია ჩვენი წვლილის შეტანა, არის სასიხარულო ცნობის ქადაგება და მოწაფეების მომზადება. მოდი ყველამ, ახალგაზრდამ თუ ხანში შესულმა, ყოველთვის ბევრი ვიშრომოთ უფლის საქმეში! w17.01 5:17, 18

ორშაბათი, 27 აგვისტო

მე ვარ იეჰოვა, მე არ შევცვლილვარ (მალ. 3:6).

გამოსასყიდის გაღება მეტად აღარ იქნება საჭირო (ებრ. 9:24—26). ის სრულად გვათავისუფლებს ადამისთვის გამოტანილი განაჩენისგან, რომელიც მემკვიდრეობით გადმოგვეცა. ქრისტეს მსხვერპლმა გაგვათავისუფლა სატანის ქვეყნიერების მონობისგან და სიკვდილის შიშისგან (ებრ. 2:14, 15). ღვთის დაპირებები სრულიად სანდოა. როგორც იეჰოვას მიერ დადგენილი ბუნების კანონები არ იცვლება არასდროს, ისე არ იცვლება თავად იეჰოვა. ის არასდროს გაგვიცრუებს იმედს. იეჰოვა სიცოცხლის ძღვენზე გაცილებით მეტს გვაძლევს. ის გვაძლევს თავის სიყვარულს. „ჩვენ თვითონ შევიცანით და ვირწმუნეთ სიყვარული, რომელიც ჩვენდამი აქვს ღმერთს. ღმერთი სიყვარულია“ (1 იოან. 4:16). მთელი დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და დედამიწის ყველა მკვიდრი ღვთისმოსაწონ სიყვარულს გამოავლენს. მოდი ჩვენც შევუერთდეთ ღვთის ერთგულ ზეციერ ქმნილებებს, რომლებიც ამბობენ: „კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლობა, პატივი, ძლიერება და ძალა ჩვენს ღმერთს მარადიულად. ამინ!“ (გამოცხ. 7:12). w17.02 2:16, 17

სამშაბათი, 28 აგვისტო

განვიწმინდოთ ყოველივე იმისგან, რაც ბილწავს ხორცსა და სულს (2 კორ. 7:1).

1973 წლის პირველი ივნისის „საგუშაგო კოშკში“ დასმული იყო კითხვა: „შეიძლება ნათლობის უფლება მიეცეთ მათ, ვისაც სიგარეტის მოწევისთვის თავი არ დაუნებებია?“. იქვე ეწერა პასუხი: „წმინდა წერილებს იმ დასკვნამდე მივყავართ, რომ ასეთებს ნათლობის უფლება არ უნდა მიეცეთ“. „საგუშაგო კოშკში“ მოყვანილი იყო ამ საკითხთან დაკავშირებული რამდენიმე ბიბლიური მუხლი და იხსნებოდა, თუ რატომ უნდა გარიცხულიყო მოუნანიებელი მწეველი კრებიდან (1 კორ. 5:7). მასში აგრეთვე ეწერა: „ეს არ არის თვითნებური და დოგმატური მიდგომა. სინამდვილეში ასეთი მტკიცე პოზიცია ღვთისგან მომდინარეობს, რომელიც საკუთარ თვალსაზრისს თავისი წერილობითი სიტყვის მეშვეობით გვამცნობს“. ახლახან გამოცემულ ერთ-ერთ წიგნში, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში რელიგიის გავლენას ეხება, ნათქვამია: „ქრისტიანული ეკლესიების წინამძღოლები მხარდაჭერის მოსაპოვებლად გამუდმებით ცდილობენ, თავიანთი სწავლებები ეკლესიის წევრებსა და საზოგადოებაში გავრცელებულ აზრს მოარგონ“. იეჰოვას მოწმეების გარდა, მიჰყვებიან სხვა რელიგიები ბოლომდე ღვთის სიტყვას მაშინ, როცა მათი მრევლიდან ზოგიერთისთვის მისი დაცვა დიდ სირთულეს წარმოადგენს? w17.02 4:15

ოთხშაბათი, 29 აგვისტო

ვინც თავს იმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს იმდაბლებს, ამაღლდება (მათ. 23:12).

უხუცესების თავმდაბლობაზე მოწმობს ის, რომ არავის რთავენ ნებას, მათ ისე მოექცნენ, როგორც ქვეყნიერებაში ექცევიან ცნობილ ადამიანებს. ისინი განსხვავდებიან ბევრი თანამედროვე თუ პირველი საუკუნის რელიგიური წინამძღოლისგან, რომელთა შესახებაც იესომ თქვა: „უყვართ საპატიო ადგილები ვახშმებზე და წინა ადგილები სინაგოგებში, მოედნებზე რომ ესალმებიან“ (მათ. 23:6, 7). ქრისტიანი უხუცესები თავმდაბლად ითვალისწინებენ იესოს მითითებას: „ნუ გიწოდებენ რაბის, რადგან ერთია თქვენი მოძღვარი, ხოლო თქვენ ყველანი ძმები ხართ; არც მამა უწოდოთ ვინმეს დედამიწაზე, რადგან ერთი მამა გყავთ — ზეციერი; ნურც წინამძღოლს გიწოდებენ, რადგან ერთი გყავთ წინამძღოლი — ქრისტე. თქვენ შორის უდიდესი თქვენი მსახური იყოს“ (მათ. 23:8—11). ამიტომ გასაკვირი არ არის, რატომ იმსახურებენ მთელ მსოფლიოში უხუცესები თანამორწმუნეების სიყვარულსა და პატივისცემას. w17.03 1:14, 15

ხუთშაბათი, 30 აგვისტო

თითოეული თავის სატარებელს ატარებს (გალ. 6:5).

გადაწყვეტილებების მიღება ჩვენი პასუხისმგებლობაა და ბრძნული გადაწყვეტილებები ღვთის შესახებ ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს. ამიტომ არავის უნდა დავრთოთ ნება, ჩვენ მაგივრად მიიღოს გადაწყვეტილებები. ნაცვლად ამისა, პირადად უნდა დავრწმუნდეთ, რა მოსწონს ღმერთს და შესაბამისი გადაწყვეტილებები მივიღოთ. როგორ შეიძლება მივცეთ სხვებს უფლება, ჩვენ მაგივრად მიიღონ გადაწყვეტილებები? საზოგადოების გავლენამ შეიძლება არასწორი გადაწყვეტილება მიგვაღებინოს (იგავ. 1:10, 15). არა აქვს მნიშვნელობა, რამდენად ძლიერია სხვების მხრიდან ზეწოლა, ჩვენი პასუხისმგებლობაა ბიბლიით განსწავლული სინდისის ხმას მოვუსმინოთ. როცა სხვებს ჩვენ მაგივრად გადაწყვეტილებების მიღების უფლებას ვაძლევთ, ფაქტობრივად, მათ „მივყვებით“. ესეც არჩევანია, მაგრამ ამ არჩევანმა შეიძლება სავალალო შედეგებამდე მიგვიყვანოს. მოციქულმა პავლემ გააფრთხილა გალატელები, რატომ იყო სახიფათო, თუ სხვებს მათ ნაცვლად გადაწყვეტილებების მიღების უფლებას მისცემდნენ (გალ. 4:17). კრებაში ზოგიერთს სურდა, სხვების მაგივრად გადაეწყვიტა ის, რაც მხოლოდ პირადი გადასაწყვეტი იყო, რათა ისინი მოციქულებისგან ჩამოეშორებინა. w17.03 2:8—10

პარასკევი, 31 აგვისტო

როცა [იოშია] ჯერ კიდევ ყმაწვილი იყო, დავითის, თავისი წინაპრის, ღვთის ძიება დაიწყო; თავისი მეფობის მეთორმეტე წელს კი დაიწყო იუდასა და იერუსალიმის განწმენდა მაღლობებისგან, წმინდა ბოძებისგან (2 მატ. 34:3).

იოშია გულმოდგინედ აკეთებდა იმას, რაც ღმერთს მოსწონდა. იოშიას მსგავსად ბავშვებმა ადრეული ასაკიდანვე უნდა დაიწყონ იეჰოვას ძიება. შესაძლოა იოშიამ ღვთის გულმოწყალების შესახებ მეფე მენაშესგან გაიგო. ახალგაზრდებო, ახლო ურთიერთობა იქონიეთ თქვენი ოჯახისა თუ კრების ხანდაზმულ წევრებთან, რომლებიც ერთგულად ემსახურებიან ღმერთს, და ჰკითხეთ, როგორ აკურთხა იეჰოვამ ისინი. გახსოვდეთ ისიც, რომ წმინდა წერილების კითხვამ იოშიაზე დადებითი გავლენა მოახდინა და მოქმედებისკენ აღძრა. ღვთის სიტყვის კითხვამ შეიძლება თქვენც აღგძრათ ისეთი ნაბიჯების გადადგმისკენ, რომლებიც მეტ ბედნიერებას მოგიტანთ და იეჰოვასთან თქვენს მეგობრობას განამტკიცებს. ამასთან, ბიბლიის კითხვამ შეიძლება გიბიძგოთ, სხვებსაც დაეხმაროთ, ეძებონ ღმერთი (2 მატ. 34:18, 19). ღვთის სიტყვის შესწავლა ალბათ დაგანახვებთ, როგორ შეგიძლიათ გააუმჯობესოთ ღვთისადმი მსახურება. თუ აღმოაჩენთ, რომ ცვლილებების მოხდენა გჭირდებათ, იოშიას მსგავსად ნუ დაიშურებთ ძალისხმევას! w17.03 3:18, 19

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება