საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es19 გვ. 118-128
  • დეკემბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • დეკემბერი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
  • ქვესათაურები
  • კვირა, 1 დეკემბერი
  • ორშაბათი, 2 დეკემბერი
  • სამშაბათი, 3 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 4 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 5 დეკემბერი
  • პარასკევი, 6 დეკემბერი
  • შაბათი, 7 დეკემბერი
  • კვირა, 8 დეკემბერი
  • ორშაბათი, 9 დეკემბერი
  • სამშაბათი, 10 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 11 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 12 დეკემბერი
  • პარასკევი, 13 დეკემბერი
  • შაბათი, 14 დეკემბერი
  • კვირა, 15 დეკემბერი
  • ორშაბათი, 16 დეკემბერი
  • სამშაბათი, 17 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 18 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 19 დეკემბერი
  • პარასკევი, 20 დეკემბერი
  • შაბათი, 21 დეკემბერი
  • კვირა, 22 დეკემბერი
  • ორშაბათი, 23 დეკემბერი
  • სამშაბათი, 24 დეკემბერი
  • ოთხშაბათი, 25 დეკემბერი
  • ხუთშაბათი, 26 დეკემბერი
  • პარასკევი, 27 დეკემბერი
  • შაბათი, 28 დეკემბერი
  • კვირა, 29 დეკემბერი
  • ორშაბათი, 30 დეკემბერი
  • სამშაბათი, 31 დეკემბერი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2019
es19 გვ. 118-128

დეკემბერი

კვირა, 1 დეკემბერი

იყავით ერთმანეთის მიმართ სტუმართმოყვარეები წუწუნის გარეშე (1 პეტ. 4:9).

ბიბლიურ დროში სტუმართმოყვარეობაში ჩვეულებრივ ვინმეს სახლში დაპატიჟება და გამასპინძლება შედიოდა (დაბ. 18:1—8; მსაჯ. 13:15; ლუკ. 24:28—30). როცა სტუმარს უმასპინძლდებოდნენ, შეიძლება ითქვას, რომ მას მეგობრობასა და მშვიდობიან ურთიერთობას სთავაზობდნენ. განსაკუთრებით ვის მიმართ უნდა ვავლენდეთ სტუმართმოყვარეობას? მათ მიმართ, ვისთანაც ხშირი ურთიერთობა გვაქვს ანუ კრების წევრების მიმართ. მსოფლიოში მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად უფრო მეტად დაგვჭირდება ერთმანეთის მხარში დგომა. ამიტომ გვინდა, რომ ყველასთან მეგობრული და მშვიდობიანი ურთიერთობა გვქონდეს. დაბინავება სჭირდება სარაიონო ზედამხედველებსა, და მათ, ვინც თეოკრატიულ სკოლებში სწავლობენ ან სამშენებლო პროექტებში მოხალისედ მსახურობენ. შეიძლება სტიქიური უბედურების შედეგად ზოგი თანაქრისტიანი თავშესაფრის გარეშე დარჩეს, ამიტომ მათ ჩვენი დახმარება დასჭირდებათ, ვიდრე დაზარალებულთა დახმარების ჯგუფი მათ სახლებს ააშენებს ან შეაკეთებს. არ უნდა ვიფიქროთ, რომ სტუმართმოყვარეობის გამოვლენა მხოლოდ მათ შეუძლიათ, ვისაც სახლში კარგი პირობები აქვს. ასეთ და-ძმებს, ალბათ, არაერთხელ გამოუვლენიათ სტუმართმოყვარეობა. შეგიძლიათ თქვენც დააბინაოთ თანამორწმუნეები მაშინაც კი, თუ სახლში მაინცდამაინც კარგი პირობები არ გაქვთ? w18.03 15 ¶6; 16 ¶9

ორშაბათი, 2 დეკემბერი

მართალი შვიდჯერაც რომ დაეცეს, უეჭველად წამოდგება (იგავ. 24:16).

რა დაეხმარება წამოდგომაში მას ვინც დაეცა? რა თქმა უნდა, ამას მხოლოდ იეჰოვას სულის დახმარებით შეძლებს (ფილ. 4:13). თვითკონტროლი თავისი მნიშვნელობით ძალიან ახლოს დგას თავშეკავებასთან, რომელიც სულის ნაყოფის ერთ-ერთი თვისებაა. აგრეთვე მნიშვნელოვანია მთელი გულით ლოცვა, ბიბლიის კითხვა და წაკითხულზე ფიქრი. მაგრამ რის გაკეთება შეგიძლიათ, თუ გიჭირთ ბიბლიის კვლევა? შეიძლება ფიქრობთ, რომ არც ისე ბეჯითი ხართ. მაგრამ გახსოვდეთ, რომ იეჰოვა აუცილებლად დაგეხმარებათ, თუ მისცემთ ამის საშუალებას. ის დაგეხმარებათ, რომ განივითაროთ მისი სიტყვისადმი სწრაფვა (1 პეტ. 2:2). თავდაპირველად, სთხოვეთ იეჰოვას დახმარება, რომ შეძლოთ მობილიზება ღვთის სიტყვის შესასწავლად, შემდეგ კი ლოცვის შესაბამისად თუნდაც ცოტა დრო გამოყავით კვლევისთვის. დროთა განმავლობაში ღვთის სიტყვის კვლევა თქვენთვის უფრო ადვილი და სასიამოვნო პროცესი გახდება. ეჭვგარეშეა, თქვენთვის სასიამოვნო წუთებად იქცევა ის დრო, რომელსაც ღვთის აზრებზე დასაფიქრებლად გამოყოფთ (1 ტიმ. 4:15). w18.03 29 ¶5, 6

სამშაბათი, 3 დეკემბერი

მონათვლა . . . უკვე ემსახურება თქვენს ხსნას (1 პეტ. 3:21).

მონათვლამდე ბიბლიის შემსწავლელმა რწმენა უნდა განივითაროს. მისი რწმენა იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ საფუძვლიან ცოდნას უნდა ეფუძნებოდეს. გარდა ამისა, მას კარგად უნდა ესმოდეს, რა გააკეთა ღმერთმა კაცობრიობის სახსნელად (1 ტიმ. 2:3—6). ასეთი რწმენა აღძრავს მას, მოერიდოს ღვთისთვის მიუღებელ საქმეებს და იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით იცხოვროს (საქ. 3:19). შეუძლებელია, ღმერთმა ჩაუთვალოს ადამიანს მიძღვნა, თუ ის არ წყვეტს ისეთი საძულველი საქმეების კეთებას, რომლებიც ხელს შეუშლიდა ღვთის სამეფოს დამკვიდრებაში (1 კორ. 6:9, 10). თუმცა მხოლოდ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმების დაცვა არ კმარა. ის, ვინც სიმართლეს ესწრაფვის, უნდა ესწრებოდეს კრების შეხვედრებს, მთელი გულით მონაწილეობდეს სამქადაგებლო საქმიანობასა და მოწაფეების მომზადების საქმეში (საქ. 1:8). სწორედ ამ ნაბიჯების გადადგმის შემდეგ შეუძლია ბიბლიის შემსწავლელს, პირად ლოცვაში თავი მიუძღვნას იეჰოვას და ეს სახალხოდ დაადასტუროს ნათლობით. w18.03 6 ¶12

ოთხშაბათი, 4 დეკემბერი

[მარიამმა] გულში ჩაიმარხა მისი სიტყვები (ლუკ. 2:51).

რატომ აირჩია იეჰოვამ მარიამი იესოს დედად? ეჭვგარეშეა იმიტომ, რომ ის სულიერად მოაზროვნე ადამიანი იყო. საიდან ვიცით ეს? მისი სულიერობა კარგად გამოჩნდა იეჰოვას განსადიდებლად წარმოთქმულ გულში ჩამწვდომ სიტყვებში, რომლებიც მან ზაქარიასა და ელისაბედთან სტუმრობის დროს წარმოთქვა (ლუკ. 1:46—55). მარიამის სიტყვებიდან ჩანდა, რომ მას ძალიან უყვარდა ღვთის სიტყვა და კარგად იცოდა ებრაული წერილები (დაბ. 30:13; 1 სამ. 2:1—10; მალ. 3:12). აღსანიშნავია ისიც, რომ ახალდაქორწინებული იოსები და მარიამი იესოს დაბადებამდე თავს იკავებდნენ სქესობრივი კავშირისგან. აქედან ჩანს, რომ ორივესთვის უმთავრესი იეჰოვას ნების შესრულება იყო და არა თავიანთი სურვილების დაკმაყოფილება (მათ. 1:25). დრო გადიოდა; მარიამი აკვირდებოდა იესოს ცხოვრებაში მომხდარ მოვლენებს და ყურადღებით ისმენდა იესოს სწავლებებს. მესიასთან დაკავშირებით ღვთის განზრახვა მისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. მარიამის მაგალითმა უნდა დაგვაფიქროს, ჩვენ როგორ შეგვიძლია ყველაფერზე წინ ღვთის ნება დავაყენოთ. w18.02 21 ¶11

ხუთშაბათი, 5 დეკემბერი

[იობი] უმწიკვლო, მართალი . . . კაცია (იობ. 1:8).

როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იობს რწმენასა და მორჩილებაში? რა მდგომარეობაშიც არ უნდა აღმოვჩნდეთ, გადაწყვეტილი გვქონდეს, რომ ჩვენს ცხოვრებაში იეჰოვაზე წინ არავინ დავაყენოთ, სრულად მივენდოთ მას და მთელი გულით დავემორჩილოთ! ამისთვის ჩვენ იობზე მეტი მიზეზი გვაქვს. დაფიქრდით: ჩვენ ბევრი რამ ვიცით სატანისა და მისი ხრიკების შესახებ (2 კორ. 2:11). ნაწილობრივ იობის წიგნის დამსახურებაა, რომ ჩვენთვის უცნობი არ არის, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას. დანიელის წინასწარმეტყველებიდან კი ვიცით, რომ ღვთის სამეფო უკვე მმართველობს მთელ მსოფლიოში და მას ქრისტე უდგას სათავეში (დან. 7:13, 14). ეს სამეფო ძალიან მალე ერთხელ და სამუდამოდ მოსპობს ყოველგვარ ტანჯვას. იობის შემთხვევა იმის აუცილებლობასაც გვანახვებს, რომ გასაჭირში მყოფი თანაქრისტიანების მიმართ თანაგრძნობა გამოვავლინოთ. იობის მსგავსად, მათ ზოგჯერ შეიძლება დაუფიქრებლად ილაპარაკონ (ეკლ. 7:7). მათი განსჯის ნაცვლად, მოდი წვდომის უნარი და თანაგრძნობა გამოვავლინოთ! ამგვარად მივბაძავთ ჩვენს მოსიყვარულე და მწყალობელ ღმერთს, იეჰოვას (ფსალმ. 103:8). w18.02 6 ¶16; 7 ¶19, 20

პარასკევი, 6 დეკემბერი

შენი თავმდაბლობა განმადიდებს (ფსალმ. 18:35).

ზოგი საკუთარმა გარეგნობამ, პოპულარობამ, მუსიკალურმა ნიჭმა, ფიზიკურმა სიძლიერემ ან სხვების მხრიდან განსაკუთრებულმა მოპყრობამ გააამაყა. მიუხედავად იმისა, რომ დავითს ზემოთ ჩამოთვლილთაგან არაფერი აკლდა, ის სიცოცხლის ბოლომდე თავმდაბალი იყო. მას შემდეგ, რაც მან გოლიათი დაამარცხა და მეფე საულმა თავისი ქალიშვილის ცოლად მოყვანა შესთავაზა, დავითმა თქვა: „ვინა ვარ მე. . . რომ მეფის სიძე გავხდე?“ (1 სამ. 18:18). დავითის მსგავსად იეჰოვას ხალხი დღესაც ცდილობს, რომ თავმდაბლად მოიქცეს. ჩვენ მოწიწებას გვგვრის, როცა ვფიქრობთ, რომ იეჰოვა, სამყაროს უზენაესი პიროვნება, მიმზიდველ თვისებას, თავმდაბლობას ავლენს. გულთან ახლოს მიგვაქვს ბიბლიაში ჩაწერილი რჩევა: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით“ (კოლ. 3:12). ჩვენ ისიც გვესმის, რომ „სიყვარული არ ტრაბახობს [და] არ ყოყოჩობს“ (1 კორ. 13:4). ჩვენი თავმდაბლობით შეიძლება სხვები იეჰოვასკენ მივიზიდოთ. w18.01 28 ¶6, 7

შაბათი, 7 დეკემბერი

გვევედრებოდნენ და გვეხვეწებოდნენ, რომ მათთვის სამადლო საქმეში წვლილის შეტანის პატივი გვებოძებინა (2 კორ. 8:4).

შესაწირავის გაღება შეიძლება დღესაც გახდეს საჭირო ამა თუ იმ საქმის შესასრულებლად (საქ. 4:34, 35; 1 კორ. 16:2). ხომ არ იგეგმება ახალი სამეფო დარბაზის აშენება, რომლითაც თქვენი კრებაც ისარგებლებს? შეიძლება გარკვეული თანხებია საჭირო საკონგრესო დარბაზის გასარემონტებლად ან სტიქიური უბედურებით დაზარალებული და-ძმების დასახმარებლად. ჩვენ შესაწირავებს მსოფლიო მთავარ სამმართველოსა თუ სხვა ფილიალებში მომსახურე და-ძმების მხარდასაჭერადაც ვწირავთ. გარდა ამისა, შეწირული თანხები მისიონერების, სპეციალური პიონერებისა და სარაიონო ზედამხედველების ხარჯების დასაფარავად გამოიყენება. თითოეულ ჩვენგანს შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ იმ საქმეს, რომელსაც იეჰოვა ამ ბოლო დღეებში ახორციელებს. უმეტესწილად შესაწირავების გაღება ანონიმურად ხდება. შესაწირავებს ან სამეფო დარბაზებში განთავსებულ ყუთებში ვყრით, ან jw.org-ის მეშვეობით ონლაინ შესაწირავებს ვიღებთ. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ჩვენი მცირედი შესაწირი საქმეს დიდად ვერ წაადგება, მაგრამ გახსოვდეთ, რომ იეჰოვას ორგანიზაციაში არსებული თანხები, ძირითადად, ასეთი მცირედი შესაწირავებით გროვდება და არა ერთჯერადად გაღებული დიდი შესაწირავებით. w18.01 19 ¶10, 11

კვირა, 8 დეკემბერი

მონათვლა . . . უკვე ემსახურება თქვენს ხსნას (1 პეტ. 3:21).

ნათლობა აუცილებელი მოთხოვნაა, რომ ადამიანი ქრისტიანი გახდეს. ეს ხსნისკენ გადადგმული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია (მათ. 28:19, 20). ნათლობით შენ დაადასტურე, რომ თავი მიუძღვენი იეჰოვას და საჯაროდ დადე პირობა, რომ გეყვარებოდა ის და მისი ნების შესრულებას ყველაფერზე წინ დააყენებდი. თუ იეჰოვას შენი ცხოვრების წარმართვის საშუალებას მისცემ, არასდროს ინანებ. მეორე მხრივ, ის, ვინც იეჰოვასთან არ არის, სატანის მხარესაა. მას არ ანაღვლებს შენი ხსნა. პირიქით, სატანას გაახარებს, თუ იეჰოვას უზენაესობას უარყოფ და მას დაუჭერ მხარს, რითაც დაკარგავ მარადიულ სიცოცხლეს. ნაცვლად იმისა, რომ სატანის მხარე დაიკავო, დაფიქრდი იმ კურთხევებზე, რომლებიც მიძღვნისა და ნათლობის შემდეგ მიიღე. ახლა, როცა სიცოცხლე იეჰოვას მიუძღვენი, შეგიძლია თამამად თქვა: „იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება. რას მიზამს კაცი?“ (ფსალმ. 118:6). უდიდესი პატივია, იდგე იეჰოვას მხარეს და მისი მოწონება დაიმსახურო. w17.12 23, 24 ¶1—3

ორშაბათი, 9 დეკემბერი

ნუ განრისხდები და ნუ ჩაიდენ ბოროტებას (ფსალმ. 37:8).

შეიძლება თანაქრისტიანმა სიტყვით ან საქმით გაგვაღიზიანოს ან პირიქით, ჩვენ გავხდეთ სხვისი განაწყენების მიზეზი. ეს შეიძლება ჩვენთვის სერიოზული გამოცდა იყოს. იეჰოვა შესაძლებლობას გვაძლევს, რომ ამ შემთხვევაშიც ისევე დავუმტკიცოთ მას ერთგულება, როგორც სხვა განსაცდელების დროს. ამას მაშინ შევძლებთ, თუ კვლავაც განვაგრძობთ თანაქრისტიანებთან მხარდამხარ თანამშრომლობას, რომლებიც ნაკლოვანებების მიუხედავად, იეჰოვას ძალიან უყვარს. იოსების შემთხვევიდანაც ჩანს, რომ იეჰოვა უშვებს თავისი მსახურების გამოცდას. ახალგაზრდა იოსები შურით აღვსილმა ნახევარძმებმა მონად გაყიდეს, რის შემდეგაც ის ვაჭრებმა ეგვიპტეში ჩაიყვანეს (დაბ. 37:28). იეჰოვას შეუმჩნეველი არ დარჩენია ეს. ცხადია, მისთვის ადვილი არ იქნებოდა იმის ყურება, თუ რა უსამართლოდ ექცეოდნენ მის ერთგულ მეგობარს. მიუხედავად ამისა, ის არ ჩარეულა საქმეში. მოგვიანებით იოსები ფოტიფარის ცოლის გაუპატიურების მცდელობაში დაადანაშაულეს და ციხეში ჩასვეს, თუმცა იეჰოვამ ამჯერადაც არაფერი მოიმოქმედა. მაგრამ ნიშნავდა ეს იმას, რომ იეჰოვას მიტოვებული ჰყავდა იოსები? რა თქმა უნდა, არა! ბიბლიიდან ვიგებთ, რომ იოსებს „ყველა საქმეში იეჰოვა უმართავდა ხელს“ (დაბ. 39:21—23). w18.01 9, 10 ¶12—14

სამშაბათი, 10 დეკემბერი

თუ მკვდრეთით აღდგომა არ არის, არც ქრისტე აღმდგარა (1 კორ. 15:13).

რას ასწავლის თქვენი რელიგია? თქვენ აუცილებლად იტყოდით, რომ იეჰოვა ჩვენი შემოქმედი და სიცოცხლის მბოძებელია. აგრეთვე მოიხსენიებდით, რომ გწამთ იესო ქრისტესი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლით გამოისყიდა კაცობრიობა. ამასთანავე, სიხარულით დასძენდით, რომ მალე დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა და ღვთის მორჩილი ადამიანები იქ მარადიულად იცხოვრებენ. მაგრამ აღნიშნავდით, რომ მოუთმენლად ელით მკვდრეთით აღდგომას? ჩვენ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, მკვდრეთით აღდგომა ძირითად სწავლებებს შორის მოვიხსენიოთ მაშინაც კი, თუ ვიმედოვნებთ, რომ გადავიტანთ დიდ გასაჭირს და მარადიულად ვიცხოვრებთ დედამიწაზე. მკვდრეთით აღდგომა ჩვენი რწმენის საყრდენია. თუ ქრისტე არ აღდგებოდა მკვდრეთით, ის ვერ გამეფდებოდა, შესაბამისად, ქრისტეს მმართველობის შესახებ სწავლება აზრს მოკლებული იქნებოდა (1 კორ. 15:12—19). ჩვენ გვწამს, რომ იესო აღდგა და არ ვკარგავთ მკვდრეთით აღდგომის იმედს (მარ. 12:18; საქ. 4:2, 3; 17:32; 23:6—8). w17.12 8 ¶1, 2

ოთხშაბათი, 11 დეკემბერი

დაივიწყეთ უფრო მნიშვნელოვანი კანონში: სამართალი, გულმოწყალება და ერთგულება (მათ. 23:23).

ნაცვლად იმისა, რომ შემცოდველის გულის მდგომარეობაზე ეფიქრათ, ფარისევლები მხოლოდ ჩადენილ დანაშაულზე იყვნენ კონცენტრირებულები. როცა მათ გაიგეს, რომ იესო მათეს სახლში იყო სტუმრად, მის მოწაფეებს ჰკითხეს: „რატომ ჭამს თქვენი მოძღვარი გადასახადების ამკრეფებთან და ცოდვილებთან?“. იესომ გაიგონა ეს და მიუგო მათ: «ექიმი ჯანმრთელებს კი არა, ავადმყოფებს სჭირდებათ. ამიტომ წადით და ისწავლეთ, რას ნიშნავს: „გულმოწყალება მინდა და არა მსხვერპლი“. მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად» (მათ. 9:9—13). გამართლებას ხომ არ უძებნიდა იესო ცოდვილთა საქციელს? სულაც არა! იესოს ქადაგების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი ის იყო, რომ ცოდვილები მონანიებისკენ აღეძრა (მათ. 4:17). იესოს წვდომის უნარი დაეხმარა იმის დანახვაში, რომ გადასახადების ამკრეფთაგან და ცოდვილთაგან ზოგიერთს შეცვლა სურდა. ისინი მათეს სახლში მხოლოდ საჭმელად კი არ მივიდნენ, არამედ იმიტომ, რომ იესოს მიმდევრები იყვნენ (მარ. 2:15). სამწუხაროდ, ფარისევლების უმეტესობა ვერ ხედავდა ამ ადამიანებში იმას, რასაც იესო ამჩნევდა. w17.11 13 ¶2; 16 ¶15

ხუთშაბათი, 12 დეკემბერი

შეიმოსეთ სიყვარულით, რადგან ის გამაერთიანებელი სრულყოფილი კავშირია (კოლ. 3:14).

ყველა ვთანხმდებით იმ აზრზე, რომ ქრისტიანული კრების წევრად ყოფნა ნამდვილი კურთხევაა. კრების შეხვედრებზე ღვთის სიტყვის შესწავლა და ერთმანეთის მიმართ სიყვარულისა და სიკეთის გამოვლენა გვეხმარება, რომ ჯილდოზე ვიყოთ კონცენტრირებულნი. თუმცა დროდადრო შესაძლოა კრების წევრებს შორს გაუგებრობებმა იჩინოს თავი. თუ პრობლემების მოგვარებას არ შევეცდებით, შეიძლება თანაქრისტიანთან ურთიერთობა დაგვეძაბოს (1 პეტ. 3:8, 9). რა უნდა ვიღონოთ, რომ კრების წევრებთან უთანხმოებას არ მივცეთ საშუალება, ჯილდო დაგვაკარგვინოს? პავლე კოლოსელებს მოუწოდებდა: „შეიმოსეთ სათუთი გრძნობით — თანაგრძნობით, სიკეთით, თავმდაბლობით, რბილი ხასიათითა და სულგრძელობით, როგორც ღვთის რჩეულები, წმინდა და საყვარელი ადამიანები. მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ. როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს (კოლ. 3:12, 13). w17.11 27 ¶7, 8

პარასკევი, 13 დეკემბერი

გაიქცეს ის ერთ-ერთ იმ ქალაქში (იეს. 20:4).

თუ კაცს შემთხვევით შემოაკვდებოდა ვინმე, უპირველესად იმ თავშესაფარი ქალაქის კარიბჭესთან მსხდომი უხუცესებისთვის უნდა მოეყოლა ყველაფერი, რომელშიც თავის შეფარებას აპირებდა. უხუცესებს ის თბილად უნდა მიეღოთ. რაღაც დროის შემდეგ მას იმ ქალაქში აბრუნებდნენ, სადაც მკვლელობა მოხდა, რათა იქაურ უხუცესებს განეხილათ მისი საქმე (რიცხ. 35:24, 25). თუ უხუცესები იმ დასკვნამდე მივიდოდნენ, რომ მკვლელობა განზრახ არ იყო ჩადენილი, მას თავშესაფარ ქალაქში აბრუნებდნენ. რატომ ერთვებოდნენ საქმეში უხუცესები? იმიტომ რომ ისრაელის კრებული წმინდად დაეცვათ და უნებლიე მკვლელობის ჩამდენს იეჰოვას გულმოწყალების მიღებაში დახმარებოდნენ. ერთი ბიბლეისტის სიტყვების თანახმად, თუ გაქცეული უარს იტყოდა უხუცესებთან მისვლაზე, „სიცოცხლეს საფრთხეში იგდებდა . . . რადგან არ ისარგებლა ღვთის ღონისძიებით, რომელიც მის დაცვას ემსახურებოდა“. თუ ის არ გაიქცეოდა იეჰოვას მიერ გამოყოფილი თავშესაფარი ქალაქებიდან რომელიმეში, მოკლულის უახლოეს ნათესავს მისი მოკვლის უფლება ჰქონდა. w17.11 9 ¶6, 7

შაბათი, 14 დეკემბერი

განა ყველანი მომსახურე სულები არ არიან, იმათ მოსამსახურებლად გაგზავნილნი, ვინც ხსნა უნდა დაიმკვიდროს? (ებრ. 1:14)

ლაშქართა ღმერთი იეჰოვა იცავს და აძლიერებს თავის ხალხს ანგელოზების მეშვეობით (მალ. 3:6; ებრ. 1:7). მას შემდეგ, რაც 1919 წელს სულიერი ისრაელი დიდი ბაბილონის სიმბოლური ტყვეობიდან გათავისუფლდა, სასტიკი წინააღმდეგობის მიუხედავად, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის გავრცელებას ხელს ვერაფერი უშლის (გამოცხ. 18:4). ვინაიდან ანგელოზები გვიცავენ, არ უნდა გვქონდეს იმის შიში, რომ იეჰოვას ხალხი ისევ აღმოჩნდება სულიერ ტყვეობაში (ფსალმ. 34:7). ნაცვლად ამისა, გვჯერა, რომ მთელ მსოფლიოში იეჰოვას მსახურები სულიერად კვლავაც გაიზრდებიან და განმტკიცდებიან. ჩვენ გვიცავს ცხენოსანთა ლაშქარი! დიდი გასაჭირის კულმინაციურ მომენტში ლაშქართა ღვთის, იეჰოვას ანგელოზებისგან შემდგარი ჯარი გამოვა, რათა დაიცვას ღვთის ხალხი და გაანადგუროს ყველა, ვინც იეჰოვას უზენაესობას ეწინააღმდეგება (2 თეს. 1:7, 8). ეს მართლაც დაუვიწყარი დღე იქნება! w17.10 28 ¶10, 11

კვირა, 15 დეკემბერი

რწმენაზე აღაშენეთ საკუთარი თავი, წმინდა სულით ილოცეთ (იუდ. 20).

როცა ოჯახის წევრი ირიცხება ან კრებასთან ურთიერთობას წყვეტს, ისეთი გრძნობა გვეუფლება, თითქოს გულში მახვილი ჩაგვცეს. როგორ შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ამ ტკივილს? ამაში სულიერი განრიგის მიყოლა დაგეხმარებათ. რწმენის განმტკიცების საუკეთესო საშუალებაა ბიბლიის რეგულარული კითხვა, კრების შეხვედრებისთვის მომზადება, მათზე დასწრება, მსახურებაში მონაწილეობა და ლოცვაში იეჰოვასთვის იმის თხოვნა, რომ ამ ტკივილის ატანაში დაგეხმაროთ (იუდ. 21). მაგრამ როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ატყობთ, რომ ამ საქმეებს გულს ვეღარ უდებთ და მექანიკურად აკეთებთ? ნუ დანებდებით! კარგი სულიერი განრიგი დაგეხმარებათ, რომ აკონტროლოთ თქვენი ფიქრები და გრძნობები. დაფიქრდით 73-ე ფსალმუნის დამწერზე. მას არასწორი აზროვნება შეეპარა და საგონებელში ჩავარდა, თუმცა მას შემდეგ შეიცვალა აზროვნება, რაც ღვთის საწმინდარში მივიდა (ფსალმ. 73:16, 17). თუ ერთგულად განაგრძობთ იეჰოვასადმი მსახურებას, თქვენც შეძლებთ მოერიოთ უარყოფით ფიქრებსა და გრძნობებს. w17.10 16 ¶17, 18

ორშაბათი, 16 დეკემბერი

თქვენი სიყვარული უთვალთმაქცო იყოს (რომ. 12:9).

ედემის ბაღში სატანამ ევას თავი ისე მოაჩვენა, თითქოს მისთვის საუკეთესო სურდა, სინამდვილეში კი თვალთმაქცობდა და ეგოისტური სურვილები ამოძრავებდა (დაბ. 3:4, 5). ახითოფელმა ანგარების გამო უღალატა მეფე დავითს, რითაც თავისი ნამდვილი სახე გამოააშკარავა და ცხადყო, რომ არასდროს ყოფილა დავითის ნამდვილი მეგობარი (2 სამ. 15:31). დღესაც განდგომილები თუ სხვები ცდილობენ, „შემპარავი სიტყვებითა და მლიქვნელობით“ კრებაში უთანხმოება გამოიწვიონ. ისინი თავს ისე აჩვენებენ, თითქოს სიყვარული ამოძრავებთ, სინამდვილეში კი ეგოისტური მიზნები აქვთ (რომ. 16:17, 18). ის, ვინც თვალთმაქცურ სიყვარულს ავლენს, სამარცხვინოდ იქცევა, რადგან ამახინჯებს ისეთ აღმატებულ თვისებას, როგორიც თავგანწირული სიყვარულია. ჩვენ შეიძლება ადამიანები მოვატყუოთ, მაგრამ იეჰოვას ვერაფერს გამოვაპარებთ. იესომ თქვა, რომ ღმერთი „სასტიკად დასჯის“ მათ, ვინც თვალთმაქცურად იქცევა (მათ. 24:51). ამიტომ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: ყოველთვის ვავლენ ისეთ სიყვარულს, რომელშიც ეგოიზმისა და თვალთმაქცობის ნატამალიც არ არის? w17.10 8 ¶6—8

სამშაბათი, 17 დეკემბერი

ღვთისთვის მოშურნეობა აქვთ, მაგრამ არა საფუძვლიანი ცოდნით (რომ. 10:2).

როცა მობინადრეს ბიბლიიდან მუხლს ვუკითხავთ, ამით ფაქტობრივად იეჰოვას ვაძლევთ მასთან საუბრის საშუალებას. კარგად შერჩეულ ბიბლიურ მუხლებს გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე ჩვენს სიტყვებს (1 თეს. 2:13). ჰკითხეთ საკუთარ თავს: ვცდილობ, მსახურების დროს ბიბლია ხშირად გამოვიყენო? რა თქმა უნდა, მსახურების დროს მხოლოდ ბიბლიური მუხლების წაკითხვა არ კმარა, რადგან ბევრმა ცოტა რამ თუ იცის ბიბლიიდან. მსგავსი მდგომარეობა იყო პირველ საუკუნეშიც. ამიტომ არ უნდა დავასკვნათ, რომ მსმენელი მაშინვე გაიგებს წაკითხულ მუხლს. საჭიროა, გამოვყოთ მუხლში მოცემული მთავარი აზრები. ეს შეიძლება ნიშნავდეს საკვანძო სიტყვების ხელახლა წაკითხვას და მათი მნიშვნელობის ახსნას. სწორედ ამგვარად შევძლებთ, ღვთის სიტყვა მსმენელის გულამდე მივიტანოთ (ლუკ. 24:32). w17.09 25 ¶7, 8

ოთხშაბათი, 18 დეკემბერი

იყავით . . . თანამგრძნობნი (1 პეტ. 3:8).

თანაქრისტიანებისა და სხვების მიმართ თანაგრძნობის გამოვლენა აუცილებელი მოთხოვნაა მათთვის, ვინც იესოს მიბაძვას ცდილობს (იოან. 13:34, 35). სიტყვა „თანაგრძნობის“ ერთ-ერთი მნიშვნელობაა, იტანჯო სხვასთან ერთად. თანამგრძნობი ადამიანი აღძრულია, დაეხმაროს გასაჭირში მყოფს და ამგვარად შეუმსუბუქოს ტკივილი. ამიტომ ეძებეთ სხვების დახმარების შესაძლებლობები! სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა მდგომარეობამ ბევრი თანაგრძნობის გამოვლენისკენ აღძრა. ყველასთვის ცნობილია, რომ იეჰოვას მოწმეები ერთ-ერთი პირველები უწვდიან დაზარალებულებს დახმარების ხელს (1 პეტ. 2:17). ერთი იაპონელი და, რომელიც 2011 წელს მომხდარი მიწისძვრისა და ცუნამის შედეგად დაზარალდა, ამბობს, რომ ძალიან გაამხნევა და ანუგეშა როგორც ადგილობრივი, ისე სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული მოხალისეების დანახვამ. და-ძმები სტიქიის ზონაში დაზიანებული შენობების აღსადგენად ჩავიდნენ. ეს და წერს: „ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დამარწმუნა, რომ იეჰოვასთვის და თანაქრისტიანებისთვის სულერთი არ ვიყავით. სასიამოვნო იყო იმის გაგება, რომ მთელ მსოფლიოში მცხოვრები და-ძმები ჩვენთვის ლოცულობდნენ“. w17.09 11 ¶12, 13

ხუთშაბათი, 19 დეკემბერი

სულის ნაყოფია: . . . თავშეკავება (გალ. 5:22, 23).

რატომ უნდა განვივითაროთ თავშეკავება? არსებობს ორი საფუძვლიანი მიზეზი. პირველი, თავშეკავებულ ადამიანებს ნაკლები პრობლემები აქვთ. ისინი უფრო გაწონასწორებულები არიან, უკეთესი ურთიერთობა აქვთ სხვებთან და იმპულსური ადამიანებისგან განსხვავებით, ნაკლებად არიან მიდრეკილები ბრაზისკენ, წუხილისა და დეპრესიისკენ. მეორე, ღვთის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად აუცილებელია, შეგვეძლოს ცდუნების დროს სიმტკიცის შენარჩუნება და საკუთარი ემოციების მართვა. სწორედ ეს ვერ შეძლეს ადამმა და ევამ (დაბ. 3:6). მათ მსგავსად დღეს ბევრი იმკის თავშეუკავებლობის სავალალო შედეგებს. არასრულყოფილ ადამიანებს არ შეუძლიათ, სრულყოფილად გამოავლინონ თავშეკავება. იეჰოვას კარგად ესმის, რა ძალისხმევის ფასად უჯდებათ თავშეკავება მის მსახურებს, ამიტომ სურს, ცოდვილ მიდრეკილებებთან ბრძოლაში დაგვეხმაროს (1 მეფ. 8:46—50). w17.09 3, 4 ¶3, 4

პარასკევი, 20 დეკემბერი

შეიმოსეთ ახალი პიროვნებით (კოლ. 3:10).

ერთ დროს სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებ სხვადასხვა რასის ადამიანებს არ შეეძლოთ ერთმანეთთან ურთიერთობა. თუმცა სასიამოვნო იყო იმის დანახვა, რომ 2011 წლის 18 დეკემბერს, კვირა დღეს, იოჰანესბურგის ყველაზე დიდ სტადიონზე სხვადასხვა რასის 78 000-ზე მეტი ადამიანი შეკრებილიყო სულიერი პროგრამის მოსასმენად. მათ შორის იყვნენ როგორც ადგილობრივი, ისე მეზობელი ქვეყნებიდან ჩასული და-ძმები. სტადიონის ერთმა თანამშრომელმა მათზე თქვა: „ასეთი კარგი ყოფა-ქცევის ხალხი ამ სტადიონზე არასდროს შეკრებილა. ყველას კოხტად აცვია. ჩვენი სტადიონი ასე არავის დაუსუფთავებია. თუმცა განსაკუთრებით მომეწონა ის, რომ თქვენს რელიგიაში ამდენი რასის ადამიანია გაერთიანებული“. ზემოხსენებული კომენტარები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ გამორჩეული საერთაშორისო საძმოს წევრები ვართ (1 პეტ. 5:9). რა გამოგვარჩევს სხვებისგან? ის, რომ ღვთის სიტყვისა და წმინდა სულის დახმარებით ვცდილობთ, გავიხადოთ „ძველი პიროვნება“ და შევიმოსოთ „ახალი პიროვნებით“ (კოლ. 3:9). w17.08 17, 18 ¶2, 3

შაბათი, 21 დეკემბერი

თქვენც მოითმინეთ (იაკ. 5:8).

ბიბლიის თანახმად, მოთმინებას ღვთის წმინდა სული წარმოშობს. ღვთის დახმარების გარეშე არასრულყოფილ ადამიანს არ შეუძლია ბოლომდე მოთმენა. მოთმინების უნარი ღმერთმა გვიბოძა და, როცა ამ თვისებას ვავლენთ, სიყვარულს ვუმტკიცებთ მას. გარდა ამისა, როცა სხვებს მოთმინებით ვეპყრობით, მათ მიმართაც ვავლენთ სიყვარულს. მოუთმენლობა სიყვარულს ანელებს, მოთმინება კი აძლიერებს ამ გრძნობას (1 კორ. 13:4; გალ. 5:22). მოთმინება სხვა მნიშვნელოვანი ქრისტიანული თვისებების გამოვლენასაც გულისხმობს. მაგალითად, ის მჭიდროდ უკავშირდება ამტანობას, რომელიც გვეხმარება, გავუმკლავდეთ რთულ სიტუაციებს და, ამავე დროს, დადებითი განწყობა შევინარჩუნოთ (კოლ. 1:11; იაკ. 1:3, 4). ეს თვისება აგრეთვე გვეხმარება, არ ვიფიქროთ სამაგიეროს გადახდაზე და ნებისმიერ განსაცდელს მტკიცედ შევხვდეთ. ამასთანავე, ბიბლია მოგვიწოდებს, მოთმინებით დაველოდოთ იეჰოვას. მოთმინების აუცილებლობა კარგად ჩანს იაკობის 5:7, 8-დან. w17.08 4 ¶4

კვირა, 22 დეკემბერი

აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ. მე გაგამაგრებ. მე დაგეხმარები (ეს. 41:10).

ახალგაზრდები ალბათ, ეთანხმებიან იმ აზრს, რომ მოგზაურობის დაწყებამდე გონივრული იქნება, წინასწარ დაგეგმონ, სად წავლენ. ცხოვრება მოგზაურობას ჰგავს და ახალგაზრდობა ის პერიოდია, როცა უნდა დაგეგმო, რა გზას აირჩევთ ცხოვრებაში. მაგრამ სამომავლო გეგმების შედგენა არც ისე ადვილია. მაგრამ გული არ გაიტეხოთ და ყურადღება მიაქციეთ, რას ამბობს იეჰოვა დღევანდელ მუხლში. იეჰოვა მოგიწოდებთ, რომ გონივრულად დაგეგმოთ თქვენი მომავალი (ეკლ. 12:1; მათ. 6:20). მას უნდა, რომ ბედნიერები იყოთ. ამაზე მოწმობს ის, რომ შეგვიძლია დავტკბეთ ლამაზი პეიზაჟებით, მოვისმინოთ სასიამოვნო ხმები და დავაგემოვნოთ გემრიელი საკვები. დაფიქრდით იმაზეც, თუ როგორ ზრუნავს ის ჩვენზე და როგორ გვანახვებს საუკეთესო გზას ცხოვრებაში. მათ, ვინც მის რჩევებს უგულებელყოფენ, იეჰოვა ეუბნება: „იმას ირჩევდით, რაც არ მომწონდა . . . აი, ჩემი მსახურები გაიხარებენ, თქვენ კი შერცხვებით! აი, ჩემი მსახურები სიხარულით შესძახებენ მხიარული გულის გამო“! (ეს. 65:12—14). იეჰოვას ხალხი განადიდებს ღვთის სახელს, როცა ცხოვრებაში გონივრულ გადაწყვეტილებებს იღებს (იგავ. 27:11). w17.07 22 ¶1, 2

ორშაბათი, 23 დეკემბერი

[იეჰოვა] ყოველ მათგანს [ვარსკვლავებს] სახელით მოუხმობს (ფსალმ. 147:4).

ღმერთმა, რომელსაც ნებისმიერ დროს შეუძლია თითოეული ვარსკვლავის ადგილმდებარეობის განსაზღვრა, პირადად თქვენ შესახებაც იცის ყველაფერი — სად ხართ, რას გრძნობთ და მოცემულ მომენტში რა გჭირდებათ! იეჰოვა არა მხოლოდ თითოეული ადამიანით არის დაინტერესებული, არამედ ძალაც აქვს და სურვილიც, რომ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებაში დაგვეხმაროს (ფსალმ. 147:5). შეიძლება ვფიქრობთ, რომ ჩვენი მდგომარეობა მეტისმეტად რთულია, ჩვენი ტვირთი კი — მეტისმეტად მძიმე. ღმერთს ესმის, რომ შეზღუდული შესაძლებლობები გვაქვს და „ახსოვს, რომ მტვერი ვართ“ (ფსალმ. 103:14). არასრულყოფილების გამო ხშირად ერთსა და იმავე შეცდომას ვიმეორებთ. ძალიან ვნანობთ ხოლმე, როცა ენა წინ გვისწრებს, ჩვენი ხორციელი სისუსტეები იჩენს თავს ან ვინმეს მიმართ შური გვიჩნდება. მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვა შეცდომებს არასდროს უშვებს, მას შესანიშნავად ესმის ჩვენი, რადგან განუზომელია მისი წვდომის უნარი (ეს. 40:28). შეიძლება არაერთხელ გამოგიცდიათ სირთულეების დროს იეჰოვას მხარდაჭერა (ეს. 41:10, 13). w17.07 18, 19 ¶6—8

სამშაბათი, 24 დეკემბერი

კეთილი თვალის მქონე კურთხეული იქნება (იგავ. 22:9).

ერთმა შრი-ლანკელმა ძმამ, რომელიც ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს, სამშობლოში თავისი სახლ-კარი თანაქრისტიანებს დაუთმო სრული დროით მსახურების დასაბინავებლად და კრების შეხვედრებისა თუ კონგრესების ჩასატარებლად. თუმცა ეს ძმა ამით მსხვერპლს იღებს, დიდ სიკეთეს აკეთებს ადგილობრივი და-ძმებისთვის, რომელთაც მწირი შემოსავალი აქვთ. ერთ ქვეყანაში, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდულია, ძმები კრების შეხვედრებს თავიანთ სახლებში ატარებენ. შედეგად, იმ პიონერებსა და მაუწყებლებს, რომელთაც მატერიალურად უჭირთ, შეხვედრების ადგილისთვის ქირის გადახდა არ უწევთ. ერთი და, რომელიც რეგულარულად სწირავს სამეფო საქმისთვის, ამბობს: „უკვე წლებია, ვამჩნევ, რომ, რაც უფრო ხელგაშლილი ვარ სხვების მიმართ, მით უფრო დიდსულოვანი ვხდები. შედეგად, უფრო მიმტევებელი და მომთმენი ვარ და აღარ მიჭირს გულგატეხილობასთან გამკლავება და რჩევების მიღება“. w17.07 9 ¶9, 10

ოთხშაბათი, 25 დეკემბერი

იეჰოვამ უთხრა სატანას: „აი, შენს ხელშია ყველაფერი, რაც აქვს“ (იობ. 1:12).

ბოლომდე რომც გაეგო თავისი განსაცდელების მიზეზი, იობი დროდადრო მაინც გაიფიქრებდა, რატომ ეტანჯა ასე ძალიან. ნებისმიერ შემთხვევაში მას შეეძლო ეფიქრა ღვთის სიტყვებზე. ეს ანუგეშებდა მას და სწორი თვალსაზრისის შენარჩუნებაში დაეხმარებოდა (ფსალმ. 94:19). იობის შემთხვევა ჩვენც გვანუგეშებს და გვეხმარება, სწორი თვალსაზრისი განვივითაროთ. იეჰოვას ნებით, ის „ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომ. 15:4). რას ვსწავლობთ იობის შემთხვევიდან? უპირველესად იმას, რომ ყოველდღიური საზრუნავის გამო მხედველობიდან არ უნდა გამოგვრჩეს უმთავრესი — იეჰოვას უზენაესობის დამტკიცება. ჩვენ შეგნებული უნდა გვქონდეს, რომ ამ მნიშვნელოვან საკითხში იობის მსგავსად უნდა შევინარჩუნოთ ერთგულება მაშინაც, როცა ურთულესი განსაცდელების წინაშე ვდგავართ. w17.06 24 ¶9; 25 ¶13, 14

ხუთშაბათი, 26 დეკემბერი

მოდი სადმე წავიდეთ, რომ განვმარტოვდეთ და ცოტა დავისვენოთ (მარ. 6:31).

იესომ იცოდა, რომ დასვენება აუცილებელი იყო. ერთხელ ქადაგების შემდეგ მან მოწაფეებს ზემოხსენებული სიტყვები უთხრა. მართალია, დასვენება და გართობა აუცილებელია, მაგრამ არსებობს საშიშროება, რომ დროის ტარებამ ცხოვრებაში უმთავრესი ადგილი დაიკავოს. პირველ საუკუნეში ბევრი ცხოვრობდა დევიზით: „ვჭამოთ და ვსვათ, რადგან ხვალ დავიხოცებით“ (1 კორ. 15:32). დღეს მრავალ ქვეყანაში მსგავსი დამოკიდებულებაა გავრცელებული. როგორ შეგვიძლია განვსაზღვროთ, გაქვს თუ არა გაწონასწორებული შეხედულება გართობასა და დასვენებაზე? კვირის განმავლობაში შეგვიძლია ჩამოვწეროთ, რამდენ საათს ვუთმობთ სულიერ საქმეებს. შემდეგ კი შევადაროთ იმ დროს, რომელსაც იმავე კვირაში ვუთმობთ დასვენებასა და გართობას, მაგალითად, სპორტს, საყვარელ საქმეს, სატელევიზიო გადაცემებს ან ვიდეოთამაშებს. შეიძლება ასეთი შედარების შემდეგ იმ დასკვნამდე მივიდეთ, რომ ამ უკანასკნელს უნდა მოვუკლოთ (ეფეს. 5:15, 16). w17.05 24, 25 ¶11—13

პარასკევი, 27 დეკემბერი

ზეციერი სამეფო დიდვაჭარსაც ჰგავს, რომელიც კარგ მარგალიტებს ეძებს (მათ. 13:45).

იესომ მოიყვანა მაგალითი დიდვაჭარზე, რომელმაც ძვირფასი მარგალიტი იპოვა. ის რომ იყიდოს, რაც აბადია, ყველაფერი უნდა გაყიდოს. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რამდენად ძვირფასი იყო ეს მარგალიტი მისთვის? ღვთის სამეფოს შესახებ ჭეშმარიტება ამ ძვირფას მარგალიტს ჰგავს. თუ ის ჩვენთვის ისეთივე ძვირფასი იქნება, როგორიც დიდვაჭრისთვის მარგალიტი იყო, მზად ვიქნებით, ღვთის სამეფოს ქვეშევრდომობისთვის ყველაფერი დავთმოთ (მარ. 10:28—30). მაგალითად, ზაქე ხალხისგან ფულის გამოძალვით გამდიდრდა (ლუკ. 19:1—9). როცა ამ უსამართლო კაცმა სამეფოს შესახებ იესოს ქადაგება მოისმინა, მაშინვე მიხვდა მის ფასს და დაუყოვნებლივ დაიწყო მოქმედება. მან უთხრა იესოს: „აი, უფალო, ჩემი ქონების ნახევარს ღარიბებს ვაძლევ და რაც კი ვინმესთვის ცრუ ბრალდებით გამომიძალავს, ოთხმაგად ვუბრუნებ“. მან სიხარულით დათმო უკანონო გზით მოპოვებული სიმდიდრე და მოიშორა სიხარბე. w17.06 10 ¶3—5

შაბათი, 28 დეკემბერი

არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან (3 იოან. 4).

მათ, ვისაც იმიგრანტი მშობლები თავიანთი შვილების დახმარებას სთხოვენ, ყოველთვის დადებითად უნდა ელაპარაკონ ბავშვებს მშობლებზე, მათდამი პატივისცემა ჩაუნერგონ და მშობლის პასუხისმგებლობა არ იკისრონ. უფრო მეტიც, ბავშვთან ურთიერთობის დროს ისინი უნდა მოერიდონ ნებისმიერ საქციელს, რომელიც კრების წევრებისა თუ სხვების თვალში ზნეობრივად გაუმართლებელი იქნება (1 პეტ. 2:12). მშობლებმა შვილების სულიერად აღზრდის პასუხისმგებლობა მთლიანად სხვებს არ უნდა გადასცენ. ისინი უნდა მეთვალყურეობდნენ თავიანთი შვილების სულიერ განვითარებას და თავადაც უნდა ასწავლიდნენ მათ.მშობლებო, ლოცვაში სთხოვეთ დახმარება იეჰოვას და შვილების აღსაზრდელად ძალ-ღონეს ნუ დაიშურებთ! (2 მატ. 15:7). საკუთარ ინტერესებზე წინ იეჰოვასთან შვილების ურთიერთობა დააყენეთ. ყველანაირად ეცადეთ, მათ გულში ღვთის სიტყვა ჩაუნერგოთ. ნუ დაკარგავთ იმედს, რომ ერთ მშვენიერ დღესაც თქვენი შვილები იეჰოვას ღირსეული მსახურები გახდებიან. w17.05 12 ¶19, 20

კვირა, 29 დეკემბერი

იეჰოვამ დამიფაროს, ჩემი მამა-პაპის მემკვიდრეობა შენ მოგცე! (1 მეფ. 21:3)

წარმოიდგინეთ ასეთი სიტუაცია: მამაკაცს ცილს სწამებენ ისეთ რამეში, რაც სიკვდილით ისჯება. გაოგნებული და შეშფოთებული ოჯახისა და მეგობრების წინაშე მას ცრუ ბრალდებას უყენებენ ორი უვარგისი კაცის მოწმობის საფუძველზე. სამართლიანობის მოყვარულებს ამ უდანაშაულო კაცისა და მისი ვაჟების სიკვდილით დასჯის დანახვაზე გული ყელში ებჯინებათ. ეს არ გეგონოთ გამოგონილი ამბავი. ის თავს გადახდა იეჰოვას ერთგულ მსახურ ნაბოთს, რომელიც ისრაელში მეფე ახაბის მეფობის დროს ცხოვრობდა (1 მეფ. 21:11—13; 2 მეფ. 9:26). როცა მეფე ახაბმა ნაბოთს ვენახის გაყიდვა ან სანაცვლოდ უკეთესი ვენახის მიცემა შესთავაზა, ნაბოთმა უარი უთხრა. ნაბოთმა უარი იეჰოვას კანონის საფუძველზე თქვა, რომელიც ისრაელებს ტომიდან ტომში სამკვიდრო მიწის სამუდამოდ გაყიდვას უკრძალავდა (ლევ. 25:23; რიცხ. 36:7). აშკარაა, ნაბოთი ამ საკითხს იეჰოვას თვალით უყურებდა. w17.04 23 ¶1; 24 ¶4

ორშაბათი, 30 დეკემბერი

კიდევ ცოტა და აღარ იქნება ბოროტი; დააკვირდები მის ადგილს და აღარ იქნება იგი (ფსალმ. 37:10).

ვინ დაიკავებს ბოროტი ადამიანების ადგილს? იეჰოვა გვპირდება: „თვინიერნი დაიმკვიდრებენ დედამიწას და გაიხარებენ დიდი მშვიდობით“. იმავე ფსალმუნში წერია: „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:11, 29). ვინ არიან ამ მუხლებში მოხსენიებული თვინიერები და მართლები? თვინიერები არიან ისინი, ვინც თავმდაბლად სწავლობს იეჰოვასგან და მიჰყვება მის ხელმძღვანელობას. მართლები კი ისინი არიან, ვისაც უყვარს იმის კეთება, რაც სწორია იეჰოვას თვალში. დღეს ბოროტები ბევრად მეტნი არიან, ვიდრე მართლები. მაგრამ ახალ ქვეყნიერებაში თვინიერები და მართლები არც უმცირესობაში იქნებიან და არც უმრავლესობაში, რადგან მხოლოდ ისინი იცხოვრებენ დედამიწაზე. სწორედ ასეთი ხალხი გადააქცევს დედამიწას ნამდვილ სამოთხედ! w17.04 10, 11 ¶5, 6

სამშაბათი, 31 დეკემბერი

ნუ დაუკავებ სიკეთეს . . . როცა შენს ხელს ამის ძალა შესწევს (იგავ. 3:27).

ღვთის სიყვარული აღგვძრავს, ერთმანეთის მიმართ სიყვარული გამოვავლინოთ, განსაკუთრებით განსაცდელების დროს (1 იოან. 3:17, 18). როცა პირველ საუკუნეში იუდეაში მცხოვრებ ქრისტიანებს შიმშილობა ემუქრებოდათ, კრებამ ორგანიზება გაუწია მათ დახმარებას (საქ. 11:28, 29). პავლე და პეტრე მოციქულები ქრისტიანებს სტუმართმოყვარეობის გამოვლენისკენ მოუწოდებდნენ (რომ. 12:13; 1 პეტ. 4:9). თუ ქრისტიანებმა თბილად უნდა მიიღონ სტუმრად მისული თანაქრისტიანები, ისინი მით უმეტეს თბილად უნდა მოექცნენ მათ, ვის სიცოცხლესაც საფრთხე ემუქრება ან ვინც რწმენის გამო იდევნება. ბოლო დროს აღმოსავლეთ უკრაინაში ათასობით იეჰოვას მოწმეს შეიარაღებული კონფლიქტისა და დევნის გამო საკუთარი სახლის დატოვება მოუწია. სამწუხაროდ, ზოგი მათგანი დაიღუპა. უმეტესობა ქვეყნის სხვა ნაწილში მცხოვრებმა თანაქრისტიანებმა შეიფარეს, ზოგი კი რუსეთში მცხოვრებმა და-ძმებმა შეიკედლეს. ვინაიდან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, ისინი ნეიტრალიტეტს იცავენ რუსეთშიც და უკრაინაშიც და გულმოდგინედ განაგრძობენ სასიხარულო ცნობის ქადაგებას (იოან. 15:19; საქ. 8:4). w17.05 4 ¶6, 7

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება