საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es20 გვ. 78-88
  • აგვისტო

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აგვისტო
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2020
  • ქვესათაურები
  • შაბათი, 1 აგვისტო
  • კვირა, 2 აგვისტო
  • ორშაბათი, 3 აგვისტო
  • სამშაბათი, 4 აგვისტო
  • ოთხშაბათი, 5 აგვისტო
  • ხუთშაბათი, 6 აგვისტო
  • პარასკევი, 7 აგვისტო
  • შაბათი, 8 აგვისტო
  • კვირა, 9 აგვისტო
  • ორშაბათი, 10 აგვისტო
  • სამშაბათი, 11 აგვისტო
  • ოთხშაბათი, 12 აგვისტო
  • ხუთშაბათი, 13 აგვისტო
  • პარასკევი, 14 აგვისტო
  • შაბათი, 15 აგვისტო
  • კვირა, 16 აგვისტო
  • ორშაბათი, 17 აგვისტო
  • სამშაბათი, 18 აგვისტო
  • ოთხშაბათი, 19 აგვისტო
  • ხუთშაბათი, 20 აგვისტო
  • პარასკევი, 21 აგვისტო
  • შაბათი, 22 აგვისტო
  • კვირა, 23 აგვისტო
  • ორშაბათი, 24 აგვისტო
  • სამშაბათი, 25 აგვისტო
  • ოთხშაბათი, 26 აგვისტო
  • ხუთშაბათი, 27 აგვისტო
  • პარასკევი, 28 აგვისტო
  • შაბათი, 29 აგვისტო
  • კვირა, 30 აგვისტო
  • ორშაბათი, 31 აგვისტო
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2020
es20 გვ. 78-88

აგვისტო

შაბათი, 1 აგვისტო

ღმერთი კი თავის სიყვარულს იმით გვიჩვენებს, რომ ქრისტე მოკვდა ჩვენთვის, როცა ჯერ კიდევ ცოდვილნი ვიყავით (რომ. 5:8).

კრების შეხვედრებზე ხშირად შეგვახსენებენ, თუ რა გააკეთეს იეჰოვამ და იესო ქრისტემ ჩვენთვის. მადლიერებით აღძრულები ვცდილობთ, ყოველდღე დავამტკიცოთ, რომ ვბაძავთ იესოს (2 კორ. 5:14, 15). გარდა ამისა, გული გვეწევა, რომ განვადიდოთ იეჰოვა გაღებული გამოსასყიდისთვის. ამის ერთ-ერთი საშუალება კი კრების შეხვედრებზე გულწრფელი კომენტარების გაკეთებაა. ძლიერ სიყვარულს იმ შემთხვევაში დავუმტკიცებთ იეჰოვასა და მის ძეს, თუ მზად ვიქნებით, მათ გამო მსხვერპლზე წავიდეთ. ხშირად არაერთი მსხვერპლის გაღება გვიწევს, რომ კრების შეხვედრებს დავესწროთ. შუა კვირის შეხვედრები, ძირითადად, სამუშაო დღის ბოლოს ტარდება, როცა უმეტესობა ჩვენგანი დაღლილია. მეორე შეხვედრა კი შაბათ-კვირას არის დაგეგმილი, როცა ჩვეულებრივ ხალხი ისვენებს. განა იეჰოვა ვერ ამჩნევს, რომ დაღლილობის მიუხედავად მაინც ვესწრებით კრების შეხვედრებს?! რა თქმა უნდა, მას ეს შეუმჩნეველი არ რჩება! აქედან გამომდინარე, რაც უფრო მეტ ძალისხმევას ვახმართ შეხვედრებზე დასწრებას, მით მეტად აფასებს იეჰოვა იმ სიყვარულს, რომელსაც მის მიმართ ვავლენთ (მარ. 12:41—44). w19.01 29 ¶12, 13

კვირა, 2 აგვისტო

უფალმა რომ დაინახა, გული დაეწვა (ლუკ. 7:13).

იესომ საკუთარ თავზე გამოსცადა ზოგიერთი პრობლემა, რაც ხალხს აწუხებდა. როგორც ჩანს, იესო ღარიბ ოჯახში გაიზარდა. ის თავის მამობილთან, იოსებთან ერთად მუშაობდა და მძიმე ფიზიკურ სამუშაოს ასრულებდა (მათ. 13:55; მარ. 6:3). სავარაუდოდ, იოსები მანამდე გარდაიცვალა, სანამ იესო მსახურებას შეუდგებოდა, ამიტომ იესოსთვის ნაცნობი იქნებოდა, რას ნიშნავს საყვარელი ადამიანის დაკარგვა. გარდა ამისა, მან კარგად იცოდა, რა რთულია რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ცხოვრება (იოან. 7:5). როგორც ზემოთ მოხსენიებული, ისე სხვა ფაქტორები დაეხმარებოდა იესოს, გულთან ახლოს მიეტანა ხალხის გრძნობები და გასაჭირი. იესოს თანაგრძნობა განსაკუთრებით მის სასწაულებში ვლინდებოდა. ის სასწაულებს მოვალეობის მოხდის მიზნით კი არ ახდენდა, არამედ გული ეწვოდა გატანჯული ადამიანების დანახვაზე (მათ. 20:29—34; მარ. 1:40—42). აშკარაა, იესო შედიოდა ადამიანების მდგომარეობაში და დახმარების სურვილი უჩნდებოდა (მარ. 7:32—35; ლუკ. 7:12—15). w19.03 16 ¶10, 11

ორშაბათი, 3 აგვისტო

მოუთმინეთ . . . ერთმანეთს (კოლ. 3:13).

დედამიწაზე იესოს ყოფნის უკანასკნელი ღამე იყო. წარმოიდგინეთ, რამხელა სტრესის ქვეშ იქნებოდა ის. შეძლებდა იესო სიკვდილამდე სრულყოფილი ერთგულების შენარჩუნებას? მილიარდობით ადამიანის სიცოცხლე სასწორზე იდო (რომ. 5:18, 19). და რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, საქმე ზეციერი მამის რეპუტაციას ეხებოდა (იობ. 2:4). უკანასკნელი ვახშმის დროს მოციქულებს „შორის გაცხარებული დავა ატყდა იმის თაობაზე, თუ რომელი მათგანი იყო უდიდესი“. აღსანიშნავია, რომ იესო არ გაღიზიანებულა; ის მშვიდად ელაპარაკა მათ. მან გულთბილად, თუმცა მტკიცედ, კიდევ ერთხელ აუხსნა, როგორი განწყობა უნდა ჰქონოდათ. შემდეგ კი მოუწოდა თავის მეგობრებს, რომ ერთგულად დაეჭირათ მისთვის მხარი (ლუკ. 22:24—28; იოან. 13:1—5, 12—15). ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ იესოს და სტრესის დროსაც კი რბილი ხასიათი შევინარჩუნოთ თუ გვემახსოვრება, რომ ყველა ვამბობთ ან ვაკეთებთ ისეთ რამეს, რაც სხვებს აღიზიანებს (იგავ. 12:18; იაკ. 3:2, 5). შეეცადეთ, ყოველთვის შეაქოთ სხვები კარგი თვისებებისთვის, რასაც მათში ხედავთ (ეფეს. 4:29). w19.02 11, 12 ¶16, 17

სამშაბათი, 4 აგვისტო

იეჰოვას . . . თავისი ტახტი გასასამართლებლად ექნება განმტკიცებული (ფსალმ. 9:7).

მოსეს კანონს მინიმუმამდე დაჰყავდა იმის შესაძლებლობა, რომ ვინმესთვის ცრუ ბრალდება წაეყენებინათ. ბრალდებულს უფლება ჰქონდა, გაეგო, ვინ ადანაშაულებდა მას (კან. 19:16—19; 25:1). დამნაშავედ რომ ეცნოთ, სულ მცირე ორ მოწმეს უნდა მიეცა ჩვენება (კან. 17:6; 19:15). რის თქმა შეიძლება იმ ისრაელზე, რომელმაც დანაშაული ჩაიდინა და მხოლოდ ერთი მოწმე ჰყავდა? მას არ უნდა ეფიქრა, რომ დაუსჯელი დარჩებოდა, რადგან ის, რაც მან გააკეთა, იეჰოვამ დაინახა. დიახ, იეჰოვა საუკეთესო მაგალითს გვაძლევს; ის არ იქცევა უსამართლოდ. ღმერთი აჯილდოებს მათ, ვინც მისი ნორმებით ცხოვრობს და სჯის მათ, ვინც ბოროტად იყენებს ძალაუფლებას (2 სამ. 22:21—23; ეზეკ. 9:9, 10). ზოგი შეიძლება ბოროტ საქმეებს ჩადის და ისე ჩანს, თითქოს არ ისჯება, მაგრამ იეჰოვას მიერ დანიშნულ დროს სამართალი აღსრულდება (იგავ. 28:13). თუ ისინი არ მოინანიებენ, მალე გაიგებენ, რა „საშინელებაა ცოცხალი ღვთის ხელში ჩავარდნა“ (ებრ. 10:30, 31). w19.02 23, 24 ¶20, 21

ოთხშაბათი, 5 აგვისტო

აღარ ყოფილა ისრაელში მოსეს მსგავსი წინასწარმეტყველი, რომელსაც პირისპირ იცნობდა იეჰოვა (კან. 34:10).

მოსე იეჰოვას შეჰყურებდა და მისგან ელოდა ხელმძღვანელობას. „ის მტკიცე იყო, თითქოს ხედავდა მას, ვინც უხილავია“ (ებრ. 11:24—27). ეგვიპტის დატოვებიდან ორი თვეც არ იყო გასული და ისრაელები ჯერ სინას მთასთანაც არ იყვნენ მისულები, რომ სერიოზულმა პრობლემამ იჩინა თავი. ხალხმა უწყლობის გამო მოსეს წინააღმდეგ წუწუნი და დრტვინვა დაიწყო. მდგომარეობა იმდენად გამწვავდა, რომ მოსემ იეჰოვას შეჰღაღადა: „რა ვუყო ამ ხალხს? ცოტაც და ჩამქოლავენ!“ (გამ. 17:4). იეჰოვამ უპასუხა მას და მკაფიო მითითებები მისცა. მოსეს უნდა აეღო თავისი ჯოხი და ხორებში კლდისთვის დაეკრა, საიდანაც წყალი წამოვიდოდა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „ასეც მოიქცა მოსე ისრაელის უხუცესთა თვალწინ“. ისრაელებმა წყურვილი მოიკლეს და პრობლემაც გადაიჭრა (გამ. 17:5, 6). w18.07 13 ¶4, 5

ხუთშაბათი, 6 აგვისტო

სიყვარული . . . აშენებს (1 კორ. 8:1).

იეჰოვა ქრისტიანული კრების მეშვეობითაც გვაძლიერებს და გვარწმუნებს თავის სიყვარულში. ჩვენ მის სიყვარულს იმავეთი ვუპასუხებთ, თუ თანაქრისტიანების მიმართ სიყვარულს გამოვავლენთ და მათ სულიერად და ემოციურად გავაძლიერებთ (1 იოან. 4:19—21). მოციქული პავლე ქრისტიანებს მოუწოდებდა: „ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი, რასაც აკეთებთ კიდეც“ (1 თეს. 5:11). დიახ, კრებაში ყველას, და არა მხოლოდ უხუცესებს, შეუძლიათ იეჰოვასა და იესოს მსგავსად ანუგეშონ და აღაშენონ და-ძმები (რომ. 15:1, 2). კრებაში ზოგს, რომელთაც ემოციური პრობლემები აქვთ, შეიძლება ექიმის დახმარება და მედიკამენტების მიღება დასჭირდეთ (ლუკ. 5:31). უხუცესები და კრების სხვა წევრები კარგად აცნობიერებენ, რომ ფსიქოლოგები არ არიან. თუმცა მათ მნიშვნელოვანი როლი აკისრიათ, რომ ანუგეშონ დამწუხრებული სულები, მხარი დაუჭირონ სუსტებს და სულგრძელნი იყვნენ ყველას მიმართ (1 თეს. 5:14). w18.09 14 ¶10, 11

პარასკევი, 7 აგვისტო

აქეთ-იქით ნუ იყურები, რადგან შენი ღმერთი ვარ (ეს. 41:10).

იეჰოვას უკეთ გაცნობა მისადმი ნდობას გვიძლიერებს. ღვთის გაცნობის ერთ-ერთი გზა ბიბლიის გულდასმით კითხვა და მასზე ფიქრია. ბიბლიაში სანდო ფაქტებია შემონახული იმის შესახებ, თუ როგორ დაიცვა იეჰოვამ წარსულში თავისი ხალხი. ეს ისტორიები გვარწმუნებს, რომ ის დღესაც ასე მოიქცევა. ესაია მხატვრულად აღწერს, თუ როგორ გვიცავს ღმერთი. ის იეჰოვას მწყემსს ადარებს, ღვთის მსახურებს კი — ბატკნებს. წინასწარმეტყველი იეჰოვას შესახებ ამბობს: „თავისი მკლავით შეაგროვებს ბატკნებს და უბით ატარებს მათ“ (ეს. 40:11). იეჰოვას ძლიერ მკლავებში თავს დაცულად და მშვიდად ვგრძნობთ. განსაცდელების დროს სიმშვიდის შენარჩუნება რომ შეძლოთ იფიქრეთ დღევანდელ მუხლში ჩაწერილ გამამხნევებელ სიტყვებზე. ეს სიტყვები გაგამაგრებთ და ძალას მოგცემთ, რომ მედგრად დახვდეთ მომავალ განსაცდელებს. w19.01 7 ¶17, 18

შაბათი, 8 აგვისტო

შენი ნების შესრულება მახარებს, ჩემო ღმერთო (ფსალმ. 40:8).

გაქვს დასახული სულიერი მიზნები და ისწრაფვი მათკენ? შესაძლოა ცდილობ, ყოველდღე წაიკითხო ბიბლია ან გაიუმჯობესო საუბრისა თუ სწავლების უნარი. რას გრძნობ, როცა წარმატებას აღწევ ან სხვები ამჩნევენ შენს წინსვლას და გაქებენ ამისთვის? ალბათ, სიხარულსა და კმაყოფილებას განიცდი. ეს ასეც უნდა იყოს, რადგან ამ დროს იესოს მსგავსად ღვთის ნებას საკუთარ ინტერესებზე წინ აყენებ (იგავ. 27:11). სულიერი მიზნებისკენ სწრაფვა ნამდვილი კმაყოფილების მომტანია, რადგან მათ მისაღწევად გაკეთებული საქმეები არასდროს იქნება ამაო. პავლე მოციქულმა დაწერა: „იყავით მტკიცენი, ურყევნი, ყოველთვის ბევრი იშრომეთ უფლის საქმეში, რადგან იცით, რომ ფუჭი არ არის თქვენი შრომა უფალში“ (1 კორ. 15:58). ამის საპირისპიროდ კი, თუნდაც წარმატებული კარიერისთვის მიძღვნილი ცხოვრება საბოლოოდ ამაო და არაფრის მომტანი იქნება (ლუკ. 9:25). w18.12 22 ¶12, 13

კვირა, 9 აგვისტო

მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას (ფსალმ. 37:29).

დავითი საუბრობდა დროზე, როცა დედამიწის ყველა მკვიდრი ღვთის სამართლიანი ნორმებით იცხოვრებს (2 პეტ. 3:13). ესაიას 65:22-ში ნაწინასწარმეტყველებია: „ჩემი ხალხის დღეები ხის დღეებივით იქნება“. ეს ნიშნავს, რომ ადამიანები ათასობით წელი იცოცხლებენ. გამოცხადების 21:1—4-დან ვიგებთ, რომ ღმერთი მოხედავს კაცობრიობას და სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში თავის მოშიშთათვის შეასრულებს დაპირებას: „აღარ იქნება სიკვდილი“. ადამმა და ევამ დაკარგეს სამოთხე, მაგრამ ის სამუდამოდ დაკარგული არ არის. ღვთის დაპირების თანახმად, ველით დროს, როცა დედამიწის მცხოვრებნი კურთხეულნი იქნებიან. ღვთივშთაგონებით დავითმა თქვა, რომ თვინიერები და მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე (ფსალმ. 37:11). ესაიას წიგნში ჩაწერილმა წინასწარმეტყველებებმა სამოთხეში ცხოვრების სურვილი უნდა გაგვიძლიეროს (ეს. 11:6—9; 35:5—10; 65:21—23). როდის დადგება ეს დრო? მაშინ, როცა ბოროტმოქმედისთვის ნათქვამი იესოს დაპირება შესრულდება (ლუკ. 23:43). თქვენ შეგიძლიათ სამოთხეში ცხოვრება! w18.12 7 ¶22, 23

ორშაბათი, 10 აგვისტო

ყველაზე მეტად გულს გაუფრთხილდი (იგავ. 4:23).

შეუძლებელია, სრულად მოვერიდოთ ქვეყნიურ აზროვნებას, რადგან ამ ქვეყნიერებაში გვიწევს ცხოვრება. გვინდა თუ არ გვინდა, ქვეყნიური აზროვნების ზოგიერთ გამოვლინებას ვერსად გავექცევით (1 კორ. 5:9, 10). მაგალითად, ქადაგების დროს ვხვდებით ადამიანებს, რომელთაც ცრუ რელიგიური შეხედულებები აქვთ. ამიტომ, რადგანაც შეუძლებელია სრულად მოვერიდოთ ღვთისთვის მიუღებელ აზროვნებას, არ უნდა ვიფიქროთ მასზე და არც უნდა გავიზიაროთ ის. იესოს მსგავსად დაუყოვნებლივ უნდა უარვყოთ ნებისმიერი აზრი, რომელიც სატანის წისქვილზე ასხამს წყალს. მეტიც, საკუთარ აზროვნებას გავუფრთხილდებით, თუ შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად მოვერიდებით ყველაფერს, რაც ქვეყნიურ აზროვნებას უწევს პროპაგანდას მაგალითად, მეგობრების არჩევისას სიფრთხილე გვმართებს. ბიბლია გვაფრთხილებს, რომ თუ ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ მათთან, ვინც არ ემსახურება იეჰოვას, მათი აზროვნება ჩვენც გადმოგვედება (იგავ. 13:20; 1 კორ. 15:12, 32, 33). ასევე, თუ უარს ვიტყვით ისეთ გართობაზე, რომელიც მხარს უჭერს ევოლუციის თეორიას, ძალადობასა და უზნეობას, თავს დავიცავთ „ღვთის შესახებ ცოდნის წინააღმდეგ“ მიმართული მომწამლავი აზროვნებისგან (2 კორ. 10:5). w18.11 21 ¶16, 17

სამშაბათი, 11 აგვისტო

ვივლი შენი ჭეშმარიტებით (ფსალმ. 86:11).

როგორ უნდა განიმტკიცოთ ჭეშმარიტებაში სიარულის გადაწყვეტილება? შეძლებისდაგვარად მაქსიმალური მონაწილეობა მიიღეთ სხვებისთვის ჭეშმარიტების სწავლებაში. ეს დაგეხმარებათ, მყარად გეჭიროთ სულიერი მახვილი, ღვთის სიტყვა (ეფეს. 6:17). ყველას შეგვიძლია, გავუმჯობესდეთ როგორც მასწავლებლები და სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა (2 ტიმ. 2:15). როცა ბიბლიის მეშვეობით სხვებს ვეხმარებით ჭეშმარიტების ყიდვასა და არასწორი შეხედულებების მოშორებაში, ჩვენც ვიმარხავთ ღვთის სიტყვებს გულსა და გონებაში. ეს კი, თავის მხრივ, გვიმტკიცებს გადაწყვეტილებას, კვლავაც ვიაროთ ჭეშმარიტებაში. ჭეშმარიტება ძვირფასი ძღვენია იეჰოვასგან. სწორედ მისი საშუალებით გვაქვს ახლო ურთიერთობა ჩვენს ზეციერ მამასთან, რასაც ვერაფერი შეედრება. რაც მან დღემდე გვასწავლა, ჯერ მხოლოდ დასაწყისია. ღმერთი მარადიულობის განმავლობაში არაერთ ჭეშმარიტებას გაგვიმჟღავნებს. ამიტომ ისევე დააფასეთ ის, როგორც დიდვაჭარი აფასებდა კარგ მარგალიტს! კვლავაც იყიდეთ ჭეშმარიტება და ნუ გაყიდით მას! (იგავ. 23:23). w18.11 8 ¶2; 12 ¶15—17

ოთხშაბათი, 12 აგვისტო

ნოე [იყო] სიმართლის მქადაგებელი (2 პეტ. 2:5).

ნოე წარღვნის წინ ქადაგებდა და, როგორც ჩანს, მისი ცნობა მოახლოებული განადგურების შესახებ გაფრთხილებასაც შეიცავდა. ნახეთ, რა თქვა იესომ: „როგორც წარღვნის წინა პერიოდში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე ნოე კიდობანში შევიდოდა და არაფერი ანაღვლებდათ, სანამ წარღვნა არ მოვიდა და ყველა არ წალეკა, ასევე იქნება მაშინ, როცა კაცის ძე მოსული იქნება“ (მათ. 24:38, 39). ხალხის გულგრილობის მიუხედავად, ნოე ერთგულად აცხადებდა ღვთისგან დავალებულ გამაფრთხილებელ ცნობას.დღეს ჩვენც ვქადაგებთ სამეფოს შესახებ და ხალხს საშუალებას ვაძლევთ, გაიგონ, რა განიზრახა ღმერთმა კაცობრიობისთვის. იეჰოვას მსგავსად, ჩვენც ძალიან გვინდა, რომ ადამიანებმა გულთან ახლოს მიიტანონ ეს ცნობა და იცოცხლონ (ეზეკ. 18:23). როცა კარდაკარ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ვქადაგებთ, შეძლებისდაგვარად ბევრ ადამიანს ვაფრთხილებთ, რომ ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს უღვთო ქვეყნიერებას (ეზეკ. 3:18, 19; დან. 2:44; გამოცხ. 14:6, 7). w18.05 19 ¶8, 9

ხუთშაბათი, 13 აგვისტო

ერთგული კაცი სიმართლეს ლაპარაკობს (იგავ. 12:17).

როგორ მოიქცევით, თუ თქვენს ქვეყანაში ხელისუფლების წარმომადგენლები ჩვენს საქმიანობას აკრძალავენ და დაგკითხავენ? ყველაფერი უნდა უთხრათ, რაც იცით? როგორ მოიქცა იესო, როცა მას რომაელმა გამგებელმა დაკითხვა მოუწყო? იესომ გაითვალისწინა ბიბლიური პრინციპი, რომ არის „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“, ამიტომ ზოგიერთ კითხვას საერთოდ არ უპასუხა (ეკლ. 3:1, 7; მათ. 27:11—14). თუ მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდებით, კარგი იქნება, თუ სიფრთხილესა და გონიერებას გამოვიჩენთ და ძმებს საფრთხეს არ შევუქმნით (იგავ. 10:19; 11:12). რას გააკეთებთ, თუ თქვენმა ახლო მეგობარმა ნათესავმა ან ოჯახის წევრმა მძიმე ცოდვა ჩაიდინა და თქვენ იცით ამის შესახებ? იტყვით სიმართლეს? ვალდებული ხართ, უხუცესებს სრული სიმართლე უთხრათ, არაფერი დაუმალოთ და არც ფაქტები დაამახინჯოთ. მათ აქვთ სიმართლის ცოდნის უფლება, რათა საუკეთესოდ დაეხმარონ შემცოდველს იეჰოვასთან ურთიერთობის აღდგენაში (იაკ. 5:14, 15). w18.10 10 ¶17, 18

პარასკევი, 14 აგვისტო

ანუგეშეთ და აღაშენეთ ერთმანეთი (1 თეს. 5:11).

როგორ შეგვიძლია ერთმანეთის სიყვარულით აღშენება? ამის ერთ-ერით საშუალება კარგი მოსმენაა (იაკ. 1:19). თანაგრძნობით მოსმენა სიყვარულის მაჩვენებელია. დათრგუნული თანაქრისტიანის გრძნობების უკეთ გასაგებად შეგიძლიათ ტაქტიანად დაუსვათ კითხვები. ეს საშუალებას მოგცემთ, თანაგრძნობა გამოავლინოთ და აღაშენოთ ის. ეცადეთ, თქვენს გამომეტყველებაში გულწრფელი ინტერესი და სიყვარული ჩანდეს. თუ რომელიმე თანაქრისტიანს სურს, დაწვრილებით მოგიყვეთ საკუთარ თავზე, მოთმინება გამოავლინეთ და ნუ გააწყვეტინებთ სიტყვას. თუ მოთმინებით მოუსმენთ, უკეთ გაიგებთ, რას გრძნობს ის. ეს თქვენ მიმართ ნდობას გაუძლიერებს და უფრო მეტად იქნება განწყობილი მოსასმენად, როცა მის გამხნევებას შეეცდებით. და-ძმებს დიდად ანუგეშებს, როდესაც გრძნობენ, რომ სიყვარულით ზრუნავთ მათზე. w18.09 14 ¶10; 15 ¶13

შაბათი, 15 აგვისტო

იყიდე ჭეშმარიტება (იგავ. 23:23).

დრო — საფასური ჭეშმარიტების ყველა მყიდველმა უნდა „გადაიხადოს“. დროა საჭირო სამეფოს ცნობის მოსასმენად, ბიბლიისა და ბიბლიური ლიტერატურის წასაკითხად, პირადი შესწავლის ჩასატარებლად, კრების შეხვედრებისთვის მოსამზადებლად და მათზე დასასწრებად. ეს დრო ნაკლებად მნიშვნელოვანი საქმეებიდან უნდა „გამოვისყიდოთ“ (ეფეს. 5:15, 16). რამდენი დრო გვჭირდება, რომ საფუძვლიანად შევისწავლოთ ბიბლიის ძირითადი სწავლებები? ეს თავად ადამიანსა და მის მდგომარეობაზეა დამოკიდებული. იეჰოვას სიბრძნის, გზებისა და საქმეების შესახებ ცოდნის მიღება მუდმივი პროცესია (რომ. 11:33). „საგუშაგო კოშკის“ პირველ ნომერში ჭეშმარიტება შედარებული იყო „პატარა უმანკო ყვავილს“. სტატიაში ეწერა: „ნუ დაკმაყოფილდები ჭეშმარიტების ერთი ყვავილით. ერთი რომ საკმარისი ყოფილიყო, [ღმერთი] ამდენს არ მოგვცემდა. ყოველთვის აგროვე, მეტი ეძებე“. იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღებას მარადიულობის განმავლობაშიც გავაგრძელებთ. დღეს კი ჩვენი მდგომარეობიდან გამომდინარე დრო გონივრულად უნდა გამოვიყენოთ, რათა ჭეშმარიტების შესახებ რაც შეიძლება მეტი ცოდნა შევიძინოთ. w18.11 4 ¶7

კვირა, 16 აგვისტო

ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები (ეფეს. 5:25).

ქმრებმა „შეძენილი ცოდნის თანახმად“ უნდა განაგრძონ ცოლებთან ცხოვრება. სიტყვები „შეძენილი ცოდნის თანახმად“ შეიძლება აგრეთვე ითარგმნოს როგორც „ყურადღებიანობისა და გულისხმიერების გამოვლენა“ (1 პეტ. 3:7). ყურადღებიანობა და გულისხმიერება მჭიდროდ უკავშირდება ერთმანეთს. მაგალითად, გულისხმიერ და გამგებ ქმარს ესმის, რომ ის და მისი მეუღლე ბევრ რამეში განსხვავდებიან, თუმცა ამის გამო ის თავს არ ამეტებს ცოლს (დაბ. 2:18). ამგვარად, ქმარი ანგარიშს უწევს ცოლის გრძნობებს და მას ღირსეულად და პატივისცემით ეპყრობა. გულისხმიერი ქმარი ცოლის გრძნობებს სხვა მანდილოსნებთან ურთიერთობის დროსაც ითვალისწინებს. ის არასდროს აბამს ფლირტს მათთან და არც უმართებულო ყურადღებას იჩენს. ის მაშინაც ასე იქცევა, როცა სოციალური მედიით ან ინტერნეტით სარგებლობს (იობ. 31:1). დიახ, გულისხმიერი ქმარი ცოლის ერთგული რჩება. ის მხოლოდ იმიტომ კი არ იქცევა ასე, რომ ცოლი უყვარს, არამედ იმიტომაც, რომ იეჰოვა უყვარს და ბოროტება სძულს (ფსალმ. 19:14; 97:10). w18.09 29 ¶3, 4

ორშაბათი, 17 აგვისტო

ვინც თქვენ შორის ისე მოიქცევა, როგორც უმცირესი, ის იქნება დიდი (ლუკ. 9:48).

რატომ არის რთული ბიბლიიდან ნასწავლის ცხოვრებაში გამოყენება? ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ სწორად მოქცევას თავმდაბლობა სჭირდება. ხშირად იქმნება ისეთი სიტუაციები, რომლებიც ხელს გვიშლის ამ თვისების შენარჩუნებაში. ამ „ბოლო დღეებში“ ისეთი ადამიანების გვერდით გვიწევს ცხოვრება, რომლებიც „საკუთარი თავის მოყვარულები, ფულის მოყვარულები, თავდაჯერებულები, ამპარტავნები“ და თავშეუკავებლები არიან (2 ტიმ. 3:1—3). როცა ეგოისტ ადამიანებს დადებითად წარმოაჩენენ და მიესალმებიან კიდეც მათ საქციელს, შეიძლება ღვთის მსახურს ზიზღი გაუჩნდეს მათი ქმედებების მიმართ, მაგრამ შეშურდეს ეგოისტი ადამიანების წარმატების (ფსალმ. 37:1; 73:3). ვინმემ შეიძლება იფიქროს: „საერთოდ ღირს, რომ სხვები საკუთარ თავზე წინ დავაყენო? ხომ არ დაკარგავს ხალხი ჩემდამი პატივისცემას, თუ უმცირესივით მოვიქცევი?“. თუ ქვეყნიერების ეგოისტურ სულს ჩვენზე მოქმედების საშუალებას მივცემთ, შეიძლება და-ძმებთან ურთიერთობა გაგვიფუჭდეს და სხვებს ჩვენში ქრისტიანული თვისებების დანახვა გაუჭირდეთ. მაგრამ კარგ შედეგებს ვიმკით, როცა ვიკვლევთ ბიბლიაში მოცემულ მაგალითებს და ვცდილობთ მათ მიბაძვას. w18.09 3 ¶1

სამშაბათი, 18 აგვისტო

გაცემას . . . ბედნიერება მოაქვს (საქ. 20:35).

მიუხედავად იმისა, რომ სამყაროს შექმნამდე იეჰოვა სრულიად მარტო იყო, ის მხოლოდ საკუთარ თავზე არ ფიქრობდა. მან სიცოცხლე აჩუქა თავის გონიერ ქმნილებებს — ანგელოზებს და ადამიანებს. ბედნიერ ღმერთს, იეჰოვას, სიხარულს ანიჭებს გაცემა (1 ტიმ. 1:11; იაკ. 1:17). ვინაიდან მას სურს, ბედნიერები ვიყოთ, ის ჩვენც გვასწავლის გულუხვობას (რომ. 1:20). ღმერთმა ადამიანი თავის ანარეკლად შექმნა (დაბ. 1:27). ეს ნიშნავს, რომ მან თავისი თვისებების გამოვლენის უნარი გვიბოძა. ამიტომ ბედნიერებისა და კმაყოფილების მისაღებად იეჰოვას უნდა მივბაძოთ, ანუ დავინტერესდეთ სხვებით და გულუხვად გავცეთ (ფილ. 2:3, 4; იაკ. 1:5). რატომ უნდა გავაკეთოთ ეს? იმიტომ რომ ამის უნარი იეჰოვამ სიყვარულით გვიბოძა. არასრულყოფილების მიუხედავად, შეგვიძლია მივბაძოთ ჩვენს გულუხვ ღმერთს. იეჰოვას სურს, რომ მივბაძოთ მას. ამიტომ, როცა გულუხვობას ვიჩენთ, ღმერთს სიხარულს ვანიჭებთ (ეფეს. 5:1). w18.08 18 ¶1, 2; 19 ¶4

ოთხშაბათი, 19 აგვისტო

ჩემი ცხვარი ისმენს ჩემს ხმას (იოან. 10:27).

ქრისტეს მიმდევრებისთვის იესოს მოსმენა მისი სიტყვებისთვის უბრალოდ ყურადღების მიქცევას კი არ ნიშნავს, არამედ მოსმენილის თანახმად ცხოვრებას. მათ ყურადღებას ვერ უფანტავს „ცხოვრებისეული საზრუნავი“ (ლუკ. 21:34). ყველაზე რთულ მდგომარეობაშიც კი მათთვის უმთავრესი იესოს მცნებების დაცვაა. რისი ატანაც არ უნდა უწევდეთ, ჩვენი ძმები იეჰოვასადმი ერთგულებას ინარჩუნებენ. იესოს მოსმენის კიდევ ერთი საშუალება მათთან თანამშრომლობაა, ვისაც კრებაში ხელმძღვანელობა აკისრია (ებრ. 13:7, 17). ბოლო პერიოდში ღვთის ორგანიზაციაში ბევრი ცვლილება მოხდა. ეს შეეხო შუა კვირის შეხვედრის ფორმატს, მსახურებაში ახალი მეთოდებისა და დამხმარე საშუალებების გამოყენებას, აგრეთვე სამეფო დარბაზების მშენებლობას, გარემონტებასა და მოვლა-პატრონობას. ჩვენ ძალიან ვემადლიერებით იმ ძმებს, რომლებიც ბევრს ფიქრობენ, რომ სიყვარულით გაგვიწიონ ხელმძღვანელობა. თუ მივყვებით ორგანიზაციის დროულ მითითებებს, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა აუცილებლად აკურთხებს ჩვენს ძალისხმევას. w19.03 10, 11 ¶11, 12

ხუთშაბათი, 20 აგვისტო

აღარ ვიყოთ ჩვილები, რომლებსაც . . . აქანავებს . . . ადამიანთა მზაკვრობა (ეფეს. 4:14).

გავრცელებული ამბავი, რომელშიც მხოლოდ 10 პროცენტია სიმართლე, 100 პროცენტით შეცდომაშია შემყვანი. დავფიქრდეთ, რა შეემთხვათ მდინარე იორდანის დასავლეთით მცხოვრებ ისრაელებს იესო ნავეს ძის დროს (იეს. 22:9—34). მათ გაიგეს, რომ აღმოსავლეთით მცხოვრებმა ისრაელებმა დიდი, შთამბეჭდავი სამსხვერპლო ააგეს. ეს ამბავი შეესაბამებოდა სიმართლეს. მაგრამ, რადგან სრულ ინფორმაციას არ ფლობდნენ, დასავლეთით მცხოვრებმა ისრაელებმა დაასკვნეს, რომ მათი მოძმეები ეურჩნენ იეჰოვას (იეს. 22:9—12). თუმცა საბედნიეროდ, შებრძოლებამდე მათ სანდო კაცები გაგზავნეს, რათა ყველა ფაქტი მოეპოვებინათ. მათ დაადგინეს, რომ სამსხვერპლო მსხვერპლის შესაწირად კი არა, სამახსოვროდ ააგეს. ეს მომავალი თაობებისთვის იმის მოწმობა იქნებოდა, რომ ისინიც იეჰოვას ერთგული მსახურები იყვნენ. რა კმაყოფილები იქნებოდნენ ისრაელები, რომ არ იჩქარეს და არასაკმარისი ფაქტების საფუძველზე ხელი არ აღმართეს თავიანთ ძმებზე. w18.08 5 ¶9, 10

პარასკევი, 21 აგვისტო

ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს (1 კორ. 10:12).

როგორც პავლემ აღნიშნა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებიც კი შეიძლება აჰყვნენ სხვებს არასწორ საქციელში და თავი მოიტყუონ, რომ იეჰოვას მოწონება არ დაუკარგავთ. თუმცა იეჰოვასთან მეგობრობის სურვილი ან მისადმი ერთგულების სიტყვით მტკიცება ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ იეჰოვა გვიწონებს (1 კორ. 10:1—5). როგორც ისრაელები წუხდნენ, რომ მოსე სინას მთიდან ჩამოსვლას აყოვნებდა, შეიძლება ქრისტიანებიც წუხდნენ იმის გამო, რომ იეჰოვას სასამართლოს დღე, მათი აზრით, აყოვნებს და ახალი ქვეყნიერების დადგომას პირი არ უჩანს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს დანაპირები ზედმეტად არარეალურია ან შორეულ მომავალს ეხება. თუ ასეთ აზროვნებას გასაქანს მივცემთ, ხორციელ სურვილებს იეჰოვას ნებაზე წინ დავაყენებთ. დროთა განმავლობაში შეიძლება ჩამოვშორდეთ იეჰოვას და ისეთი რამ ჩავიდინოთ, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით მაშინ, როცა სულიერად ძლიერები ვიყავით. w18.07 21 ¶17, 18

შაბათი, 22 აგვისტო

რაც მითხარი, იმასაც გავაკეთებ, რადგან წყალობა პოვე ჩემს თვალში და სახელით გიცნობ (გამ. 33:17).

შესანიშნავ კურთხევებს ვიღებთ, როცა იეჰოვა პირადად გვიცნობს. მაგრამ რა უნდა გავაკეთოთ, რომ იეჰოვამ თავის მეგობრებად გვცნოს? ჩვენ უნდა შევიყვაროთ ღმერთი და ცხოვრება უნდა მივუძღვნათ მას (1 კორ. 8:3). თუმცა ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ზეციერ მამასთან განსაკუთრებულ ურთიერთობას. გალატელი ქრისტიანების მსგავსად, რომელთაც პავლემ მისწერა, არც ჩვენ უნდა დავემონოთ ამ ქვეყნიერების „სუსტ და უბადრუკ პრინციპებს“; ამაში ისიც იგულისხმება, რომ არ ვეძებოთ მისგან აღიარება (გალ. 4:9). პირველ საუკუნეში მცხოვრებმა გალატელმა ქრისტიანებმა სულიერი პროგრესი განიცადეს და ღმერთმაც ცნო ისინი. მაგრამ პავლემ თქვა, რომ ზოგიერთი მათგანი ისევ უბრუნდებოდა ფუჭ საქმეებს. ფაქტობრივად, ის მათ ეუბნებოდა: „მას შემდეგ, რაც ამდენს მიაღწიეთ, რატომღა უბრუნდებით უგუნურ და არაფრის მომცემ საქმეებს, რომელთაც ერთ დროს ზურგი აქციეთ?!“. w18.07 8 ¶5, 6

კვირა, 23 აგვისტო

ბრძენი მოისმენს და მეტს ისწავლის (იგავ. 1:5).

საბედნიეროდ, საჭირო არ არის, საკუთარ თავზე ვიწვნიოთ ღვთის კანონების დარღვევის მწარე შედეგები, რომ დავაფასოთ ისინი. ჩვენ შეგვიძლია იმ ადამიანების შეცდომებზე ვისწავლოთ, რომელთა მაგალითებიც ღვთის სიტყვაშია ჩაწერილი. ღვთისგან საუკეთესო ხელმძღვანელობას ვიღებთ, როდესაც ვკითხულობთ და ვფიქრობთ ბიბლიაში მოთხრობილ რეალურ ისტორიებზე. მაგალითად, დაფიქრდით, რამხელა ტკივილი მიაყენა დავითმა საკუთარ თავს, როცა არ დაემორჩილა ღვთის კანონს და ბათ-შებასთან იმრუშა (2 სამ. 12:7—14). ამ ისტორიის კითხვისას და მასზე ფიქრისას, კარგი იქნება, თუ საკუთარ თავს შემდეგ კითხვებს დავუსვამთ: „როგორ შეეძლო დავითს თავიდან აერიდებინა ის ტკივილი, რომელიც ბათ-შებასთან მრუშობას მოჰყვა? თუ მსგავს მდგომარეობაში აღმოვჩნდები, მეყოფა იმის ძალა, რომ გავუძლო ცდუნებას? იოსებივით გავექცევი ცოდვას თუ დავითივით გამოვავლენ სისუსტეს?“ (დაბ. 39:11—15). იმ ცუდ შედეგებზე ფიქრი, რომლებიც ცოდვის ჩადენას მოყვება, დაგვეხმარება, მთელი არსებით შევიძულოთ ის, რაც ცუდია (ამოს. 5:15). w18.06 17 ¶5, 7

ორშაბათი, 24 აგვისტო

კეისრისა კეისარს მიეცით, ღვთისა კი — ღმერთს (მათ. 22:21).

უსამართლობა ხშირად პოლიტიკურ ვნებათაღელვას იწვევს. მაგალითად, გადასახადების საკითხი საკმაოდ მწვავედ იდგა იესოს დროს. რომის დაქვემდებარებაში მყოფთ, მათ შორის იესოს მსმენელებს, ბევრი გადასახადი აწვათ კისერზე, მაგალითად უძრავ-მოძრავი ქონების. გარდა ამისა, ხალხს ტვირთს კორუმპირებული გადასახადების ამკრეფებიც უმძიმებდნენ. ამ თანამდებობას ზოგჯერ ისინი საჯარო აუქციონზე ყიდულობდნენ, რათა ხალხის ფულით გამდიდრებულიყვნენ. მაგალითად, გადასახადების ამკრეფთა უფროსი ზაქე ხალხს ფულს სძალავდა, რითაც დიდი სიმდიდრე დააგროვა (ლუკ. 19:2, 8). როგორც ჩანს, იმ დროს ბევრი გადასახადების ამკრეფი იქცეოდა ასე. იესოს მტრები ცდილობდნენ, ისიც ჩაებათ გადასახადებთან დაკავშირებულ საკითხებში და ამგვარად მახეში გაებათ იგი. მათ იესოს კითხვა დაუსვეს სულადობრივ გადასახადთან დაკავშირებით, რომელიც რომის ქვეშევრდომებისთვის ერთ დინარს შეადგენდა (მათ. 22:16—18). სულადობრივი გადასახადის გადახდა განსაკუთრებით იუდეველებში იწვევდა აგრესიას, რადგან ეს მათ შეახსენებდა, რომ რომის უღელი ედგათ. w18.06 5, 6 ¶8—10

სამშაბათი, 25 აგვისტო

კაცი რასაც თესავს, იმას მოიმკის (გალ. 6:7).

მოჩვენებითი წარმატების სანაცვლოდ სატანა ყოველთვის იმაზე მეტს ითხოვს ჩვენგან, ვიდრე გვთავაზობს (იობ. 21:7—17; გალ. 6:8). რატომაა კარგი, როცა ვიცით, რამდენად დიდი გავლენა აქვს სატანას? ეს გვეხმარება, გაწონასწორებული შეხედულება გვქონდეს მთავრობებზე და აღგვძრავს, მეტი შემართებით ვიქადაგოთ. კარგად გვესმის, რომ იეჰოვა ჩვენგან ხელისუფლების წარმომადგენლების პატივისცემას მოითხოვს (1 პეტ. 2:17). ის მოელის, რომ დავემორჩილებით ადამიანური მთავრობების მიერ დადგენილ კანონებს, რომლებიც არ ეწინააღმდეგება ღვთის ნორმებს (რომ. 13:1—4). მაგრამ გვესმის, რომ ნეიტრალიტეტი უნდა შევინარჩუნოთ და ერთი პოლიტიკური პარტია თუ ლიდერი მეორეს არ უნდა ვამჯობინოთ (იოან. 17:15, 16; 18:36). ვინაიდან სატანა ცდილობს, დამალოს ღვთის სახელი და რეპუტაცია შეულახოს მას, უფრო მეტად ვართ აღძრული, რომ სხვებს იეჰოვას შესახებ ჭეშმარიტება ვასწავლოთ. ჩვენ გვეამაყება, რომ ღვთის სახელს ვატარებთ, ხალხს ვამცნობთ მას და ვიცით, რომ მისადმი სიყვარული გაცილებით ღირებულია, ვიდრე ფულისა თუ ნივთების სიყვარული (ეს. 43:10; 1 ტიმ. 6:6—10). w18.05 24 ¶8, 9

ოთხშაბათი, 26 აგვისტო

ცოლი არ გაშორდეს ქმარს (1 კორ. 7:10).

არის განცალკევებით ცხოვრება გამართლებული გამოსავალი ცოლ-ქმარს შორის არსებული პრობლემების გადასაჭრელად? ბიბლია არ მოიხსენიებს განცალკევებით ცხოვრების მიზეზებს. პავლემ დაწერა: „თუ ძმას ურწმუნო ცოლი ჰყავს და ის ქალი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს მას, ხოლო, თუ ქალს ურწმუნო ქმარი ჰყავს და ეს კაცი თანახმაა, მასთან იცხოვროს, ნუ დატოვებს ქმარს“ (1 კორ. 7:12, 13). ეს სიტყვები დღესაც ძალაშია. თუმცა არის შემთხვევები, როცა „ურწმუნო ქმრის“ მოქმედებებიდან ჩანს, რომ არ არის თანახმა, ცოლთან იცხოვროს. ის შეიძლება ფიზიკურ ზიანს აყენებს მას, რის გამოც ცოლი ფიქრობს, რომ მის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება; შეიძლება უარს ამბობს ცოლისა და ოჯახის მატერიალურ უზრუნველყოფაზე ან სერიოზულ საფრთხეს უქმნის მეუღლის სულიერობას. ასეთ შემთხვევებში ზოგმა ქრისტიანმა შეიძლება განცალკევებით ცხოვრება გადაწყვიტოს, რადგან მისი ქმარი არ არის თანახმა, „მასთან იცხოვროს“, მიუხედავად იმისა, რომ ამას სიტყვით არ აღიარებს. თუმცა ზოგმა შეიძლება მსგავს სიტუაციაში ქმართან დარჩენა გადაწყვიტოს და ყველაფერი გააკეთოს მდგომარეობის გამოსასწორებლად. w18.12 13 ¶14, 16; 14 ¶17

ხუთშაბათი, 27 აგვისტო

[მათ] მოთმინებით გამოაქვს ნაყოფი (ლუკ. 8:15).

ლუკას 8:5—8, 11—15-ში ჩაწერილ მთესველის მაგალითში მოხსენიებული თესლი „ღვთის სიტყვაა“ ანუ ცნობა სამეფოს შესახებ, ნიადაგი კი — ადამიანის სიმბოლური გული. კარგ ნიადაგზე დავარდნილმა თესლმა ფესვი გაიდგა, აღმოცენდა და ასზე მეტი ნაყოფი გამოიღო. როგორც იესოს მაგალითში მოხსენიებულმა კარგმა ნიადაგმა მიიღო თესლი, ისე ჩვენ ჩავეჭიდეთ სასიხარულო ცნობას და არ დავუშვით, რომ ვინმეს წაერთმია ის. შედეგად, სამეფოს ცნობამ ფესვი გაიდგა, გაიზარდა და დროთა განმავლობაში ხორბლის ღეროს მსგავსად მზად იყო ნაყოფის გამოსაღებად. როგორც ხორბლის ღეროს ნაყოფია ახალი თესლი და არა ახალი ღეროები, ისე ჩვენი ნაყოფი სამეფოს თესლია და არა ახალი მოწაფეები. როგორ გამოგვაქვს სამეფოს თესლი? როცა სხვადასხვა საშუალებას ვიყენებთ სამეფოს ცნობის გასაცხადებლად, ასე ვთქვათ, მიმოვფანტავთ თესლს, რომელიც ერთ დროს ჩვენს გულებში ჩაითესა (ლუკ. 6:45; 8:1). ამ მაგალითიდან ვიგებთ, რომ მოთმინებით გამოგვაქვს ნაყოფი, როცა არ ვწყვეტთ სამეფოს ცნობის გავრცელებას. w18.05 14 ¶10, 11

პარასკევი, 28 აგვისტო

ყველას, ვინც მიყვარს, შევაგონებ და აღვზრდი (გამოცხ. 3:19).

მოციქული მზად იყო, რომ არა მხოლოდ სიტყვით გაემხნევებინა თანამორწმუნეები, არამედ ყველაფერი გაეღო მათთვის და მთლიანად დახარჯულიყო (2 კორ. 12:15). მსგავსად ამისა, უხუცესებმა არა მხოლოდ სიტყვით უნდა გაამხნეონ და ანუგეშონ და-ძმები, არამედ საქმეებით უნდა დაანახვონ, რომ გულწრფელად არიან დაინტერესებულნი მათით (1 კორ. 14:3). სხვების აღსაშენებლად შეიძლება მათთვის რჩევების მიცემაც გახდეს საჭირო, თუმცა ამ შემთხვევაშიც უხუცესები უნდა მიჰყვნენ ბიბლიურ მაგალითს და რჩევის მიცემის დროს გაამხნეონ თანაქრისტიანები. ამ მხრივ საუკეთესო მაგალითი მკვდრეთით აღმდგარმა იესომ მოგვცა. მას მკაცრი რჩევები უნდა მიეცა მცირე აზიის ზოგიერთი კრებისთვის, მაგრამ ყურადღება მიაქციეთ, როგორ გააკეთა მან ეს. რჩევის მიცემამდე მან გულთბილად შეაქო ეფესოს, პერგამონისა და თიატირის კრებები (გამოცხ. 2:1—5, 12, 13, 18, 19). კარგი იქნება, თუ რჩევის მიცემის დროს უხუცესები იესოს მიჰბაძავენ. w18.04 22 ¶8, 9

შაბათი, 29 აგვისტო

მამებო, . . . [შვილები] იეჰოვას მოსაწონად აღზარდეთ და დაარიგეთ (ეფეს. 6:4).

მშობლებო, უეჭველია, ყველაფერს აკეთებთ ამა თუ იმ დაავადებისგან შვილების დასაცავად. მაგალითად, ალაგებთ სახლს და თავიდან იშორებთ ყველაფერს, რამაც შეიძლება თქვენს ან თქვენი შვილების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. მსგავსად უნდა დაიცვათ შვილები ფილმების, ტელეშოუების, ვიდეოთამაშებისა და ისეთი ვებგვერდების გავლენისგან, რომლებმაც შეიძლება მათ სატანის აზროვნება გადასდოს. იეჰოვამ თქვენ დაგაკისრათ შვილების სულიერ ჯანმრთელობაზე ზრუნვის პასუხისმგებლობა (იგავ. 1:8). ამიტომ ნუ შეიკავებთ თავს, რომ ოჯახში ბიბლიური ნორმების შესაბამისი წესები დაადგინოთ. უთხარით თქვენს მცირეწლოვან შვილებს, რის ყურება შეუძლიათ და რის არა, და აუხსენით მიზეზი (მათ. 5:37). ასაკის მატებასთან ერთად დაეხმარეთ მათ, თავად განსაზღვრონ, რომელი საქციელი შეესაბამება იეჰოვას ნორმებს და რომელი არა (ებრ. 5:14). გახსოვდეთ, რომ შვილებისთვის საქმეებით გაცილებით მეტის სწავლება შეგიძლიათ (კან. 6:6, 7; რომ. 2:21). w19.01 16 ¶8

კვირა, 30 აგვისტო

მოხუცებმა ბავშვებთან ერთად! ადიდონ . . . იეჰოვას სახელი (ფსალმ. 148:12, 13).

თუ ახალგაზრდა ქრისტიანი ხარ, მიზნად დაისახე ასაკოვან და-ძმებთან დამეგობრება. თავაზიანად სთხოვეთ თავიანთი გამოცდილება გაგიზიარონ, რომელიც მრავალწლიანი მსახურების მანძილზე დააგროვეს. მათი შემთხვევები თქვენც გაგამხნევებთ და მათაც წაახალისებს, რომ კვლავაც ანათონ ჭეშმარიტების სინათლე. ყველას შეგვიძლია გულთბილად მივიღოთ სამეფო დარბაზში მოსული სტუმრები. იმ ძმებს, რომლებიც სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებს ატარებენ, ხანდაზმულების დასახმარებლად ბევრი რამის გაკეთება შეუძლიათ, რათა მათაც მიიღონ მონაწილეობა მსახურებაში. დარწმუნდით, რომ მათ მოსახერხებელი სამქადაგებლო უბნები აქვთ. ზოგ შემთხვევაში შეგიძლიათ ხანდაზმულებს მსახურებისთვის შედარებით ახალგაზრდა პარტნიორი შეურჩიოთ, რომელიც მათ ფიზიკურად დაეხმარება. გარდა ამისა, გაგებით უნდა მოეკიდოთ მათ, რომლებიც ცუდი ჯანმრთელობისა თუ შექმნილი მდგომარეობის გამო ბევრს ვერ მსახურობენ. ახალგაზრდებსა თუ ხანდაზმულებს, გამოცდილებსა თუ გამოუცდელებს თქვენი გულისხმიერება და გამჭრიახობა დაეხმარება, რომ მთელი შემართებით იქადაგონ (ლევ. 19:32). w18.06 23, 24 ¶10—12

ორშაბათი, 31 აგვისტო

თავისუფლება ბოროტების საფრად კი არ აქციოთ, არამედ გამოიყენეთ როგორც ღვთის მონებმა (1 პეტ. 2:16).

არასდროს უნდა გავაუფასუროთ ის ფაქტი, რომ იეჰოვამ ცოდვისა და სიკვდილის მონობისგან დაგვიხსნა. გამოსასყიდის მეშვეობით შეგვიძლია სუფთა სინდისით ვემსახუროთ ღმერთს და ამით ნამდვილი სიხარული განვიცადოთ (ფსალმ. 40:8). მადლიერების გამოვლენის გარდა, სიფრთხილე გვმართებს, რომ ბოროტად არ გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფლება. პეტრე მოციქულის გაფრთხილების თანახმად, თავისუფლება იმისთვის არ უნდა გამოვიყენოთ, რომ გამართლება მოვუძებნოთ ხორციელი სურვილების აყოლას. განა ასე არ დაემართათ ისრაელებს უდაბნოში?! საფრთხე ჩვენს შემთხვევაშიც არსებობს და შეიძლება ის გაცილებით დიდიც იყოს. სატანა და მისი ქვეყნიერება ჩაცმულობასა თუ გარეგნობასთან, საჭმელ-სასმელთან, გართობასა თუ დასვენებასთან და სხვა უამრავ რამესთან დაკავშირებით დიდ არჩევანს გვთავაზობს. სარეკლამო ინდუსტრიის თანამშრომლებს ჭკვიანური გათვლა აქვთ. ისინი მიმზიდველი გარეგნობის მოდელებს იყენებენ, რათა დაგვარწმუნონ, რომ აუცილებლად უნდა შევიძინოთ ესა თუ ის ნივთი, არადა სინამდვილეში ის საერთოდ არ გვჭირდება. შეიძლება ადვილად წამოვეგოთ მათ ანკესს და არასწორად გამოვიყენოთ ჩვენი თავისუფლება. w18.04 10 ¶7, 8

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება