საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es20 გვ. 98-108
  • ოქტომბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ოქტომბერი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2020
  • ქვესათაურები
  • ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი
  • პარასკევი, 2 ოქტომბერი
  • შაბათი, 3 ოქტომბერი
  • კვირა, 4 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 5 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 6 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი
  • პარასკევი, 9 ოქტომბერი
  • შაბათი, 10 ოქტომბერი
  • კვირა, 11 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 12 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 13 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი
  • პარასკევი, 16 ოქტომბერი
  • შაბათი, 17 ოქტომბერი
  • კვირა, 18 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 19 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 20 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი
  • პარასკევი, 23 ოქტომბერი
  • შაბათი, 24 ოქტომბერი
  • კვირა, 25 ოქტომბერი
  • ორშაბათი, 26 ოქტომბერი
  • სამშაბათი, 27 ოქტომბერი
  • ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი
  • ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი
  • პარასკევი, 30 ოქტომბერი
  • შაბათი, 31 ოქტომბერი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2020
es20 გვ. 98-108

ოქტომბერი

ხუთშაბათი, 1 ოქტომბერი

მოტირალებთან იტირეთ (რომ. 12:15).

მართალია, იეჰოვასა და იესოსგან განსხვავებით გულებს ვერ ვხედავთ, მაგრამ შეგვიძლია მივხვდეთ, რას გრძნობენ და რას საჭიროებენ ისინი (2 კორ. 11:29). ეგოისტური სულით გაჟღენთილი ქვეყნიერებისგან განსხვავებით, ჩვენ ყველანაირად ვცდილობთ, რომ „მხოლოდ პირად კეთილდღეობაზე კი . . . [არ ვიზრუნოთ], არამედ სხვების კეთილდღეობაზეც“ (ფილ. 2:4). თანაგრძნობის გამოვლენა განსაკუთრებით უხუცესებს მართებთ. მათ ესმით, რომ ანგარიშვალდებულნი არიან სამწყსოზე, რომელზე ზრუნვაც იეჰოვამ მიანდო (ებრ. 13:17). თანამორწმუნეების დასახმარებლად უხუცესებს გულისხმიერება სჭირდებათ. როგორ შეუძლიათ მათ ამ თვისების გამოვლენა? გულისხმიერი და სხვების კეთილდღეობით დაინტერესებული უხუცესი დროს გამოუყოფს თანაქრისტიანებს. ის კითხვებს უსვამს, შემდეგ კი ყურადღებითა და მოთმინებით უსმენს. ეს განსაკუთრებით მაშინ არის საჭირო, როდესაც კრების წევრი თავისი გრძნობების და განცდების გაზიარებას ცდილობს, მაგრამ სიტყვებს ვერ პოულობს (იგავ. 20:5). როცა უხუცესები დროს უთმობენ კრების წევრებს, მათ შორის მეგობრული ურთიერთობა ყალიბდება და ნდობა და სიყვარული მტკიცდება (საქ. 20:37). w19.03 17 ¶14—17

პარასკევი, 2 ოქტომბერი

დროულად ნათქვამი სიტყვა ჰგავს ოქროს ვაშლებს ნაჭედ ვერცხლზე (იგავ. 25:11).

მადლიერება შეიძლება გემრიელ საკვებს შევადაროთ. მისი მირთმევა უფრო სასიამოვნო ხდება, თუ სხვებსაც ვუზიარებთ. როცა ჩვენდამი მადლიერებას გამოხატავენ, ბედნიერები ვართ, და პირიქით, როცა ჩვენ გამოვხატავთ მადლიერებას, სხვებს ვაბედნიერებთ. ადამიანი, ვის მიმართაც გამოვხატავთ მადლიერებას, ხვდება, რომ ჩვენ დასახმარებლად გაწეული ძალისხმევა ან გაკეთებული სიკეთე ფუჭი არ იყო. შედეგად, ჩვენ შორის მეგობრული კვანძები უფრო ძლიერდება. როგორც დღევანდელი მუხლიდან ჩანს მადლიერების გამომხატველ სიტყვებს დიდი ფასი აქვს. წარმოიდგინეთ, რა ლამაზი და რა ძვირადღირებული საჩუქარი იქნება ვერცხლის ლანგარზე დაწყობილი ოქროს ვაშლები! რას იგრძნობდით, თუ ასეთ საჩუქარს მოგართმევდნენ? თქვენ მიერ გამოხატული მადლიერების სიტყვები შეიძლება ასეთივე ძვირფასი იყოს სხვებისთვის. ფაქტია, ჩვეულებრივი ვაშლისგან განსხვავებით, ოქროს ვაშლები გაცილებით დიდხანს იარსებებს. მსგავსად, თქვენ მიერ გამოხატული მადლიერების სიტყვები შეიძლება ადამიანისთვის ძალიან ძვირფასი იყოს და მთელი ცხოვრება ახსოვდეს. w19.02 15 ¶5, 6

შაბათი, 3 ოქტომბერი

ადამიანი გახდა როგორც ერთი ჩვენგანი, სიკეთისა და ბოროტების მცოდნე (დაბ. 3:22).

როდესაც ადამმა და ევამ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხის ნაყოფი შეჭამეს, ფაქტობრივად განაცხადეს, რომ არ ენდობოდნენ იეჰოვას და მის მიერ დადგენილ ნორმებს. შეიძლება ითქვას, რომ მათ საკუთარი ნორმებით ცხოვრება არჩიეს. დაფიქრდი, რამდენი რამ დაკარგეს ადამმა და ევამ. მათ ხაზი გადაუსვეს იეჰოვასთან მეგობრობას, ხელიდან გაუშვეს მარადიული სიცოცხლის შესაძლებლობა და თავიანთი შვილები ცოდვისა და სიკვდილისთვის გაიმეტეს (რომ. 5:12). დაფიქრდი, რა განსხვავებული გზები აირჩიეს პირველმა წყვილმა და ეთიოპმა საჭურისმა, რომელსაც ფილიპემ უქადაგა. საჭურისმა იმდენად დააფასა ყველაფერი, რაც იეჰოვამ და იესომ მისთვის გააკეთეს, რომ მაშინვე მოინათლა (საქ. 8:34—38). როდესაც თავს ვუძღვნით იეჰოვას და საჭურისის მსგავსად ვინათლებით, მადლიერებას ვავლენთ იმ ყველაფრისთვის, რაც იეჰოვამ და იესომ ჩვენთვის გააკეთეს, ნდობას ვუცხადებთ იეჰოვას და ვაღიარებთ, რომ მხოლოდ მას აქვს უფლება, დაადგინოს, რა არის კარგი და რა ცუდი. w19.03 2 ¶1, 2

კვირა, 4 ოქტომბერი

არ დავთმობ უმწიკვლობას! (იობ. 27:5)

ღვთის მსახურებთან მიმართებით სიტყვა „უმწიკვლობა“ ნიშნავს იეჰოვასადმი მთელი გულით სიყვარულსა და ურყევ ერთგულებას, რაც იმაში გამოიხატება, რომ გადაწყვეტილებების მიღების დროს უპირველესად ღვთის ნებას ვითვალისწინებთ. ებრაულ ენაში ამ სიტყვის ერთ-ერთი ძირითადი მნიშვნელობა არის: სრული, საღი ან მთელი. მაგალითად, იეჰოვასთვის მსხვერპლად საღი ცხოველი უნდა შეეწირათ (ლევ. 22:21, 22). ღვთის ხალხს ეკრძალებოდა ისეთი ცხოველის შეწირვა, რომელსაც ფეხი, ყური ან თვალი არ ჰქონდა; მათ არც სნეული ცხოველი უნდა შეეწირათ. იეჰოვასთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ცხოველი სრული, საღი ან მთელი ყოფილიყო (მალ. 1:6—9). რთული არ არის იმის მიხვედრა, რატომ ანიჭებს იეჰოვა დიდ მნიშვნელობას სისაღეს ან სისრულეს. მაგალითად, როცა რამეს ვყიდულობთ, იქნება ეს ხილი, წიგნი თუ ხელსაწყო, არ გვინდა, გაფუჭებული იყოს ან რაიმე აკლდეს. პირიქით, სანამ რამეს ვიყიდით, ვცდილობთ, დავრწმუნდეთ, რომ ის სრული, საღი და მთელია. იეჰოვასაც მსგავსი დამოკიდებულება აქვს. როცა საქმე მისადმი სიყვარულსა და ერთგულებას ეხება, მას სურს, ის სრული, საღი და მთელი იყოს. w19.02 3 ¶3

ორშაბათი, 5 ოქტომბერი

როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე (ფსალმ. 119:97).

გულს რომ გავუფრთხილდეთ, მხოლოდ ცუდისთვის კი არ უნდა „ჩავკეტოთ“ ის, არამედ კარგისთვისაც უნდა „გავაღოთ“. ძველად გალავნიან ქალაქში მართალია, კარიბჭის მცველი კეტავდა კარიბჭეებს, რათა ქალაქი მტრის შემოჭრისგან დაეცვა, მაგრამ სხვა დროს საკვებითა თუ სხვა საჭირო ნივთებით მოსამარაგებლად აღებდა კიდეც მას. თუ მცველები კარიბჭეებს არასდროს გახსნიდნენ, ქალაქის მაცხოვრებლები შიმშილით დაიხოცებოდნენ. ჩვენც რეგულარულად უნდა გავაღოთ გულის კარიბჭე, რათა ღვთის აზროვნებამ ჩვენზე იმოქმედოს. ბიბლიაში იეჰოვას აზრებია ჩაწერილი. ასე რომ, ყოველთვის, როცა მას ვკითხულობთ, იეჰოვას აზრებს ჩვენს ფიქრებზე, გრძნობებსა და მოქმედებებზე გავლენის მოხდენის საშუალებას ვაძლევთ. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბიბლიის კითხვა უფრო ნაყოფიერი გახდეს? ლოცვა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იეჰოვამ დაგვანახვოს მისი სიტყვის „საოცრებები“» (ფსალმ. 119:18). აგრეთვე უნდა ვიფიქროთ წაკითხულზე. როცა ვლოცულობთ, ვკითხულობთ და ვფიქრობთ, ღვთის სიტყვა „გულში ღრმად“ აღწევს და უფრო მეტად გვხიბლავს იეჰოვას აზროვნება (იგავ. 4:20—22). w19.01 18 ¶14, 15

სამშაბათი, 6 ოქტომბერი

ყოველთვის ვწირავდეთ ღმერთს . . . ქების მსხვერპლს (ებრ. 13:15).

იეჰოვას ესმის, რომ ყველას განსხვავებული შესაძლებლობები და მდგომარეობა გვაქვს, ამიტომ ის ძალიან აფასებს იმ მსხვერპლს, რომელსაც ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე ვწირავთ. დაფიქრდით, ისრაელების მიერ გაღებული როგორი სახის მსხვერპლი იყო მისაღები იეჰოვასთვის. მაგალითად, ზოგს შესაძლებლობა ჰქონდა, რომ ცხვარი ან თხა შეეწირა ღვთისთვის, თუმცა ღარიბებს შეეძლოთ „ორი გვრიტი ან მტრედის ორი ხუნდი“ მიეყვანათ იეჰოვასთვის. მაგრამ, თუ ვინმეს ორი ფრინველის შეწირვის საშუალებაც არ ჰქონდა, შეეძლო „ერთი ეფა წმინდად დაფქული ფქვილის მეათედი“ შეეწირა (ლევ. 5:7, 11). ფქვილი შედარებით იაფი ღირდა, თუმცა იეჰოვა მოიწონებდა მას, თუ ის წმინდად იქნებოდა დაფქული. ჩვენს კეთილ ღმერთს დღესაც მსგავსი მიდგომა აქვს. ის არ მოითხოვს, რომ კომენტარის დროს ყველანი აპოლოსივით მჭევრმეტყველები და პავლესავით დამაჯერებლები ვიყოთ (საქ. 18:24; 19:8). თუმცა იეჰოვა მოელის, რომ კომენტარის დროს შესაძლებლობიდან გამომდინარე საუკეთესოს გავიღებთ მისთვის. არ დაგავიწყდეთ ქვრივი, რომელმაც მხოლოდ ორი პატარა მონეტა შესწირა. ეს ღარიბი ქვრივი ძვირფასი იყო იეჰოვას თვალში, რადგან შესაძლებლობიდან გამომდინარე საუკეთესო გაიღო მისთვის (ლუკ. 21:1—4). w19.01 8, 9 ¶3—5

ოთხშაბათი, 7 ოქტომბერი

ყველა შეგიძულებთ ჩემი სახელის გამო (მათ. 10:22).

ჩვენ, როგორც ქრისტეს მიმდევრები, მოველით, რომ მოძულებულები ვიქნებით. იესომ იწინასწარმეტყველა, რომ ბოლო დღეებში მისი მოწაფეები სასტიკი დევნის ობიექტები გახდებოდნენ (მათ. 24:9; იოან. 15:20). ესაიას წინასწარმეტყველება გვაფრთხილებს, რომ მტრები მხოლოდ სიძულვილს არ დასჯერდებიან და ჩვენ წინააღმდეგ სხვადასხვა იარაღს გამოიყენებენ. ეს იარაღი შეიძლება იყოს მზაკვრული ტყუილი, მტკნარი სიცრუე და დაუნდობელი დევნა (მათ. 5:11). იეჰოვა ხელს არ შეუშლის მტრებს ამ იარაღების ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებაში (ეფეს. 6:12; გამოცხ. 12:17). მაგრამ ეს არ უნდა გვაშინებდეს. იეჰოვამ თქვა, რომ „არც ერთ იარაღს“, რომელსაც ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებენ, „არ ექნება წარმატება“ (ეს. 54:17). როგორც კედელი გვიცავს დამანგრეველი ქარიშხლისგან, ისე იეჰოვა დაგვიცავს მტრებისგან (ეს. 25:4, 5). ისინი ვერ მიაღწევენ წარმატებას, ანუ ვერ მოგვაყენებენ გამოუსწორებელ ზიანს (ეს. 65:17). ღვთის ხალხის მტრები „არარაობად იქცევიან და დაიღუპებიან“ (ეს. 41:11, 12). w19.01 6, 7 ¶13—16

ხუთშაბათი, 8 ოქტომბერი

სადაც იეჰოვას სულია, იქ თავისუფლებაა (2 კორ. 3:17).

ახალგაზრდებო იეჰოვას უყვარს თავისუფლება და ჩვენს გულებშიც ჩადო თავისუფლების სიყვარული. თუმცა ამავე დროს მას სურს, რომ ბრძნულად გამოვიყენოთ ეს თავისუფლება, რაც ჩვენთვისვე იქნება დამცველი. შესაძლოა შენ გარშემო არიან ისეთები, რომლებიც უზნეო ცხოვრებას ეწევიან, სიცოცხლისთვის სახიფათო სპორტით ერთობიან, პორნოგრაფიას უყურებენ ან ნარკოტიკებსა და ალკოჰოლს ბოროტად იყენებენ. ფაქტია, ისინი წუთიერ სიამოვნებას იღებენ, მაგრამ ხშირად ეს ძვირად უჯდებათ, რადგან შეიძლება დაავადდნენ, გახდნენ რაღაცაზე დამოკიდებულები ან საერთოდ სიცოცხლეც კი დაკარგონ (გალ. 6:7, 8). დიახ, მათი „თავისუფლება“ თავის მოტყუებაა და მეტი არაფერი (ტიტ. 3:3). შედარებისთვის დაფიქრდი, რამდენ ადამიანს იცნობ, რომლებიც ბიბლიური ნორმებით ცხოვრების გამო დაავადდნენ. ცხადზე ცხადია, რომ იეჰოვასადმი მორჩილება თავისუფლებასაც გვინარჩუნებს და ჯანმრთელობასაც (ფსალმ. 19:7—11). მეტიც, როცა გონივრულად იყენებ შენს თავისუფლებას, ანუ იეჰოვას სრულყოფილი კანონებითა და პრინციპებით ცხოვრობ, ღმერთსაც და მშობლებსაც აჩვენებ, რომ სანდო ადამიანი ხარ და მეტ თავისუფლებას იმსახურებ (რომ. 8:21). w18.12 22, 23 ¶16, 17

პარასკევი, 9 ოქტომბერი

მიატოვებს კაცი მამას და დედას, მიეკვრება ცოლს და ერთი ხორცი იქნებიან (დაბ. 2:24).

ადამის შეცოდების შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა. ადამიანები სიკვდილს დაექვემდებარნენ, რამაც ქორწინებაზეც იქონია გავლენა. როცა პავლე ქრისტიანებს უხსნიდა, რომ მოსეს კანონს აღარ ექვემდებარებოდნენ, მან ისიც აღნიშნა, რომ სიკვდილი ქორწინების დასასრულია და დაქვრივებულ მეუღლეს შეუძლია ხელახლა დაქორწინდეს (რომ. 7:1—3). ისრაელებისთვის მიცემული ღვთის კანონი დაწვრილებით საუბრობდა ქორწინებაზე. მაგალითად, კანონი ისრაელ მამაკაცებს უფლებას აძლევდა, რომ ერთზე მეტი ცოლი ჰყოლოდათ, თუმცა ეს ტრადიცია კანონის მიცემამდეც არსებობდა. აღსანიშნავია, რომ პოლიგამია კანონით რეგულირდებოდა და კრძალავდა ქალებისა და ბავშვების მიმართ ცუდ მოპყრობას. მაგალითად, თუ ისრაელი მამაკაცი მონაზე დაქორწინდებოდა, მოგვიანებით კი მეორე ცოლს შეირთავდა, პირველი ცოლისთვის საჭმელი და ტანსაცმელი არ უნდა მოეკლო და ქმრის მოვალეობაც უნდა შეესრულებინა. ღმერთი მისგან მოითხოვდა, რომ ეზრუნა და დაეცვა პირველი ცოლი (გამ. 21:9, 10). მართალია, მოსეს კანონს არ ვექვემდებარებით, მაგრამ ამ კანონიდან ვიგებთ, რომ იეჰოვა განსაკუთრებულ კავშირად მიიჩნევს ქორწინებას. განა ამან ჩვენც არ უნდა აღგვძრას, რომ მსგავსი დამოკიდებულება განვივითაროთ ქორწინების მიმართ?! w18.12 10 ¶3; 11 ¶5, 6

შაბათი, 10 ოქტომბერი

რომც მოეყოლათ, არ დაიჯერებდით (აბაკ. 1:5).

მას შემდეგ, რაც იეჰოვას მიანდო თავისი საწუხარი, აბაკუმს ალბათ აინტერესებდა, რა რეაქცია ექნებოდა იეჰოვას. თანამგრძნობ და გულისხმიერ მამას არ გაუკიცხავს იმის გამო, რომ გულწრფელად გამოთქვა თავისი უკმაყოფილება. ღმერთს ესმოდა, რომ მას ტკივილი ალაპარაკებდა. თავნება იუდეველების მიმართ ნათქვამი სიტყვებით იეჰოვამ გაუმჟღავნა აბაკუმს, რის გაკეთებას აპირებდა. შესაძლოა ის პირველი იყო, ვისაც იეჰოვამ უთხრა, რომ მოძალადე ხალხის აღსასრული კარს იყო მომდგარი.იეჰოვამ დაანახვა აბაკუმს, რომ მზად იყო მოქმედებისთვის. მოძალადე და ბოროტი თაობის დასჯა გარდაუვალი იყო. სიტყვებით „თქვენს დროში“ იეჰოვამ იმაზე მიანიშნა, რომ ეს განაჩენი აბაკუმის ან მისი თანამედროვეების სიცოცხლეში უეჭველად აღსრულდებოდა. ასეთ პასუხს აბაკუმი ნამდვილად არ მოელოდა. იეჰოვას სიტყვების თანახმად, მდგომარეობა მთელ იუდაში დამძიმდებოდა. w18.11 15 ¶7, 8

კვირა, 11 ოქტომბერი

[ღვთის] ნებაა, ყველანაირი ადამიანი გადარჩეს და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღოს (1 ტიმ. 2:4).

როგორ უყურებთ სხვადასხვა წარმომავლობის ადამიანებს, რომელთაც ჯერ არ მოუსმენიათ ჭეშმარიტება? მიუხედავად იმისა, რომ მოციქული პავლე სინაგოგებში იუდეველებთან საუბრობდა, რომლებსაც ღვთის შესახებ გარკვეული ცოდნა ჰქონდათ, ის მხოლოდ მათთან ქადაგებით არ შემოიფარგლებოდა. მაგალითად, პავლეს პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს ლიკაონიელმა ხალხმა არასწორად დაასკვნა, რომ პავლე და ბარნაბა ზებუნებრივი შესაძლებლობის მქონე ხორცშესხმული ღვთაებები — ზევსი და ჰერმესი იყვნენ. იმოქმედა ამან პავლესა და ბარნაბას თავმდაბლობაზე? თუ გავითვალისწინებთ, რომ ბოლო ორი ქალაქიდან ისინი განდევნეს, ესიამოვნებოდათ მათ ასეთი მოპყრობა? ფიქრობდნენ ისინი, რომ პოპულარობა მათ სასიხარულო ცნობის გავრცელებას გაუადვილებდა? სრულებითაც არა! მათ მაშინვე «ტანსაცმელი შემოიხიეს და ხალხში შეცვივდნენ ყვირილით: „ამას რას აკეთებთ, ხალხო? ჩვენც თქვენი მსგავსი უძლური ადამიანები ვართ“» (საქ. 14:8—15). w18.09 4, 5 ¶8, 9

ორშაბათი, 12 ოქტომბერი

არ იცით, რომ უმართლოები ღვთის სამეფოს ვერ დაიმკვიდრებენ? . . . ასეთი იყო ზოგიერთი თქვენგანი, მაგრამ განიბანეთ, . . . მართლებად იქენით აღიარებული (1 კორ. 6:9, 11).

ჭეშმარიტება რომ გავითავისოთ და ბიბლიური ნორმების თანახმად ვიცხოვროთ, აზროვნებისა და ცხოვრების წესის შესაცვლელად უნდა ვიყოთ მზად. მოციქული პეტრე წერდა: „როგორც გამგონი შვილები, ნუ აჰყვებით ისეთ სურვილებს, რომლებიც წინათ, უცოდინარობის დროს გქონდათ, არამედ ნებისმიერ საქციელში წმინდები იყავით“ (1 პეტ. 1:14, 15). ზნეობრივად გახრწნილ ქალაქ კორინთში ხალხს ჭეშმარიტების ყიდვა ცხოვრებაში დიდი ცვლილებების ფასად დაუჯდა. მსგავსად, ჭეშმარიტების გულისთვის დღესაც ბევრი ამბობს ღვთისთვის მიუღებელ საქმეებზე უარს. პეტრემ მის დროს მცხოვრებ ქრისტიანებს შეახსენა: „თქვენთვის ისიც საკმარისია, რომ წინათ ქვეყნიერების ნებისამებრ იქცეოდით: ეძლეოდით თავაშვებულობას, ვნებებს, ღვინის უზომოდ სმას, ღრეობას, სმაში შეჯიბრებასა და კანონით დაუშვებელ კერპთაყვანისმცემლობას“ (1 პეტ. 4:3). w18.11 6 ¶13

სამშაბათი, 13 ოქტომბერი

ყველამ, ვინც მარადიული სიცოცხლისთვის იყო განწყობილი, ირწმუნა (საქ. 13:48).

როგორ უნდა გავიგოთ, ვინ არის „მარადიული სიცოცხლისთვის . . . განწყობილი“? ისევე როგორც პირველ საუკუნეში, ამის ერთადერთი საშუალება დღესაც ქადაგებაა. აქედან გამომდინარე, უნდა გავითვალისწინოთ იესოს რჩევა: „რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, მოძებნეთ ღირსეული“ (მათ. 10:11). ჩვენ არ მოველით, რომ სასიხარულო ცნობას გამოეხმაურებიან ამაყი და არაგულწრფელი ადამიანები ან ისინი, ვინც არ არიან სულიერს მოწყურებულები. პირიქით, ჩვენ ვეძებთ თავმდაბალ, გულწრფელ და სულიერს მოწყურებულ ადამიანებს. ძებნის პროცესი შეიძლება შევადაროთ დურგლის საქმიანობას, რომელიც არჩევს შესაბამის ხეს ავეჯის, კარის, უღლის და სხვა ნივთების დასამზადებლად. სწორედ ასე იქცეოდა იესოც, როცა დურგალი იყო. მასალის მოპოვების შემდეგ ის თავის უნარსა და დამხმარე ხელსაწყოებს სხვადასხვა ნივთის დასამზადებლად იყენებდა. მსგავსად უნდა მოვიქცეთ, თუ გვსურს, რომ გულწრფელი ადამიანები ქრისტეს მოწაფეებად მოვამზადოთ (მათ. 28:19, 20). w18.10 12 ¶3, 4

ოთხშაბათი, 14 ოქტომბერი

ფილიპე ქალაქ სამარიაში ჩავიდა და იქ ქადაგებდა ქრისტეს შესახებ (საქ. 8:5).

მახარობელმა ფილიპემ შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა, თუ როგორ შეგვიძლია ცვლილებების მიუხედავად მთელი ყურადღება კვლავაც მსახურებაზე გვქონდეს გადატანილი. სტეფანეს ჩაქოლვის შემდეგ იერუსალიმში დევნის დიდი ტალღა აგორდა. იმ პერიოდში, ფილიპე სიამოვნებით ასრულებდა ახალ დავალებას (საქ. 6:1—6). მაგრამ, როდესაც ქრისტეს მოწაფეები სხვადასხვა მხარეში გაიფანტნენ, ფილიპეს გულმა არ მოუთმინა, რომ შორიდან ეყურებინა, რა მოხდებოდა. ის საქადაგებლად სამარიაში წავიდა, სადაც სასიხარულო ცნობა თითქმის არავის ჰქონდა მოსმენილი (მათ. 10:5; საქ. 8:1). ფილიპე მზად იყო, ყველგან წასულიყო, სადაც ღვთის სული მიუთითებდა. ამიტომ იეჰოვამ ის საქადაგებლად ახალ ტერიტორიებზე გაგზავნა. მისი მიუკერძოებლობა დიდად გაამხნევებდა სამარიელებს, რომლებსაც იუდეველები ზიზღით ეპყრობოდნენ. ამიტომ არ გვიკვირს, რომ „მთელი ხალხი ყურს უგდებდა“ მის ქადაგებას (საქ. 8:6—8). ფილიპეს კვლავაც მსახურებაზე ჰქონდა ყურადღება გადატანილი, რის გამოც იეჰოვამ ის და მისი ოჯახი უხვად აკურთხა (საქ. 21:8, 9). w18.10 30 ¶14—16

ხუთშაბათი, 15 ოქტომბერი

ყურადღებიანები ვიყოთ, რათა წავახალისოთ ერთმანეთი სიყვარულისა და კარგი საქმეებისთვის (ებრ. 10:24).

ერთხელ, როცა იესო დეკაპოლისის მხარეში იყო, მას „ერთი ყრუ და ენაბლუ კაცი მიუყვანეს“ (მარ. 7:31—35). ნაცვლად იმისა, რომ ხალხის თვალწინ განეკურნა, „იესომ ცალკე გაიყვანა იგი“. რატომ მოიქცა ის ასე? შესაძლოა ეს მამაკაცი თავისი მდგომარეობის გამო ხალხში თავს უხერხულად გრძნობდა. როგორც ჩანს, იესომ შენიშნა ეს და სწორედ ამიტომ განკურნა განცალკევებით. ფაქტია, ჩვენ ვერავის განვკურნავთ, მაგრამ შეგვიძლია და გვმართებს კიდეც, რომ ყურადღებით მოვეკიდოთ და-ძმების საჭიროებებსა და გრძნობებს. იესოს კარგად ესმოდა, რას გრძნობდა ეს ყრუ მამაკაცი, ამიტომ მის მიმართ გულისხმიერება გამოავლინა. ჩვენც მსგავსი გულისხმიერება უნდა გამოვავლინოთ ხანდაზმულებისა და დაუძლურებულების მიმართ. ქრისტიანული კრება სიყვარულით გამოირჩევა და არა მხოლოდ მიღწევებით (იოან. 13:34, 35). სიყვარული აღგვძრავს, უარი ვთქვათ საკუთარ კომფორტზე, რათა ხანდაზმულებს და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე თანაქრისტიანებს კრების შეხვედრებზე დასწრებასა და მსახურებაში მონაწილეობის მიღებაში დავეხმაროთ. ჩვენ ასე ვიქცევით მაშინაც, როცა მათ ბევრის გაკეთება არ შეუძლიათ (მათ. 13:23). w18.09 29, 30 ¶7, 8

პარასკევი, 16 ოქტომბერი

თითოეულმა ჩვენგანმა ასიამოვნოს თავის მოყვასს ყველაფერში, რაც სასიკეთოა მის აღსაშენებლად (რომ. 15:2).

თითოეული მსახური იეჰოვასთვის და იესოსთვის ძალიან ძვირფასია, რასაც გამოსასყიდი ადასტურებს (გალ. 2:20). ჩვენ გვიყვარს სულიერი და-ძმები და გვინდა, რომ თანაგრძნობითა და სიყვარულით ვიზრუნოთ მათზე. გამხნევების წყარო ვიქნებით, თუ იმისკენ ვისწრაფებთ, „რაც მშვიდობასა და ერთმანეთის აღშენებას ემსახურება“ (რომ. 14:19). მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა სამოთხეში აღარასდროს გვექნება გულის გატეხის მიზეზი! აღარ იქნება ავადმყოფობა, მემკვიდრეობით მიღებული სიკვდილი, დევნა, ოჯახური პრობლემები და იმედგაცრუება. ათასი წლის შემდეგ კაცობრიობა სრულყოფილებას მიაღწევს. ისინი, ვინც საბოლოო გამოცდას გაუძლებენ, იეჰოვას მიწიერი შვილები გახდებიან და მიიღებენ „ღვთის შვილთა დიდებულ თავისუფლებას“ (რომ. 8:21). დაე ყველამ გამოვავლინოთ სიყვარული, რომელიც აღაშენებს და დავეხმაროთ ერთმანეთს, რომ ყველამ ერთად დავიმკვიდროთ ახალი ქვეყნიერება! w18.09 14 ¶10; 16 ¶18

შაბათი, 17 ოქტომბერი

როგორ მიყვარს შენი კანონი! მასზე ვფიქრობ მთელი დღე (ფსალმ. 119:97).

ღვთის სიტყვის შესწავლაში მხოლოდ ზედაპირული კითხვა ან დასმულ კითხვაზე პასუხების მონიშვნა არ იგულისხმება. პირადი შესწავლის დროს ღრმად ვფიქრობთ, რას გვეუბნება ეს ინფორმაცია იეჰოვას, მისი გზებისა და აზროვნების შესახებ. ვცდილობთ, გავიგოთ, რატომ იწონებს ღმერთი ერთს და გმობს მეორეს. გარდა ამისა, ვფიქრობთ იმაზე, თუ რა ცვლილებების მოხდენა გვჭირდება ჩვენს აზროვნებასა და საქციელში. შეიძლება ყოველი შესწავლის დროს ამ საკითხებიდან ყველაზე ვერ დავფიქრდეთ, მაგრამ კარგი იქნება, თუ შესწავლისთვის გამოყოფილი დროის ნახევარს მაინც დავუთმობთ წაკითხულზე ფიქრს (1 ტიმ. 4:15). როცა რეგულარულად ვფიქრობთ ღვთის სიტყვაზე, ვრწმუნდებით, რომ იეჰოვას აზროვნება სრულყოფილია; ვიწყებთ საკითხების იეჰოვას თვალით დანახვას და მათ გათავისებას; გონება გვიახლდება და აზროვნება გვეცვლება (რომ. 12:2). თანდათან იეჰოვას მსგავსად ვიწყებთ ფიქრს. w18.11 24 ¶5, 6

კვირა, 18 ოქტომბერი

ჩვენ ღვთის თანამშრომელნი ვართ (1 კორ. 3:9).

ახ. წ. პირველ საუკუნეში პავლე მოციქულმა თავის თავსა და რამდენიმე თანამსახურს „ღვთის თანამშრომელნი“ უწოდა, რადგან მათ თავიანთი წვლილი შეჰქონდათ სამეფოს თესლი თესვასა და მორწყვაში (1 კორ. 3:6). ჩვენც ვიქნებით „ღვთის თანამშრომელნი“, თუ არ დავზოგავთ ჩვენს დროს, ენერგიასა და სახსრებს იეჰოვასგან დავალებული სამქადაგებლო საქმის შესასრულებლად. რამხელა პატივია ეს ჩვენთვის! როცა ქადაგებისა თუ მოწაფეების მომზადების საქმეში დროსა და ენერგიას ვხარჯავთ, უდიდეს სიხარულს ვგრძნობთ. ბევრი, ვისაც ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები ჰქონია, აღნიშნავს, რომ ძალიან ცოტა რამეს მოაქვს ადამიანისთვის ამაზე დიდი სიხარული. საოცარი შეგრძნებაა, როცა საკუთარი თვალით ხედავ, რომ შემსწავლელები სწვდებიან ბიბლიურ ჭეშმარიტებას, რწმენაში ძლიერდებიან, იცვლებიან და სხვებთან იწყებენ ქადაგებას. იესომაც განიცადა მსგავსი სიხარული, როცა საქადაგებლად გაგზავნილი 70 მოწაფე კარგი შემთხვევების გამო უკან „გახარებული დაბრუნდა“ (ლუკ. 10:17—21). w18.08 20 ¶11, 12

ორშაბათი, 19 ოქტომბერი

საკუთარ გულზე დაიმედებული სულელია (იგავ. 28:26).

საკუთარ გონებაზე ზედმეტად დაიმედება შეიძლება მახედ გვექცეს. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ მაშინაც ერთი შეხედვით შევძლებთ სიტუაციის სწორად შეფასებას, როცა ყველა ფაქტი არ ვიცით. გარდა ამისა, საკითხის სწორად შეფასება შეიძლება მაშინაც გაგვიჭირდეს, როცა საქმე ეხება იმ თანაქრისტიანს, ვისთანაც განსხვავებული ხასიათის გამო უთანხმოება გვაქვს. თუ ყოველთვის უთანხმოებებზე გავამახვილებთ ყურადღებას, შეიძლება ამ ადამიანს ეჭვის თვალით დავუწყოთ ყურება. ამიტომ, თუ ასეთ დაზე ან ძმაზე უარყოფით ინფორმაციას მოვისმენთ, შეიძლება ადვილად დავიჯეროთ. აქედან ვსწავლობთ, რომ თანაქრისტიანების მიმართ უარყოფითმა გრძნობებმა შეიძლება არასწორ დასკვნამდე მიგვიყვანოს, რასაც ფაქტები არ ედება საფუძვლად (1 ტიმ. 6:4, 5). თუ შურსა და ეჭვს არ მივცემთ ჩვენს გულში ფესვის გადგმის საშუალებას, განსჯის უნარს არ დავკარგავთ. ნაცვლად იმისა, რომ უარყოფით გრძნობებს გასაქანი მივცეთ, უნდა გვახსოვდეს, რომ ვალდებულნი ვართ, გვიყვარდეს საძმო და მთელი გულით ვაპატიოთ ერთმანეთს (კოლ. 3:12—14). w18.08 6 ¶15; 7 ¶18

სამშაბათი, 20 ოქტომბერი

იეჰოვასია ზეცა, . . . დედამიწა და ყველაფერი, რაც მასშია (კან. 10:14).

ვინაიდან ჩვენც იეჰოვას შექმნილები ვართ, ყველანი მას ვეკუთვნით (ფსალმ. 100:3; გამოცხ. 4:11). თუმცა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ღმერთი ადამიანთა კონკრეტულ ჯგუფებს ირჩევდა თავის გამორჩეულ საკუთრებად. მაგალითად, 135-ე ფსალმუნი ძველ ისრაელში მცხოვრებ ღვთის ერთგულ მსახურებს იეჰოვას „გამორჩეულ საკუთრებად“ მოიხსენიებს (ფსალმ. 135:4). გარდა ამისა, ოსიას წიგნში ნაწინასწარმეტყველებია, რომ არაისრაელთაგან ზოგი იეჰოვას ხალხს შეუერთდებოდა (ოს. 2:23). ოსიას წინასწარმეტყველება მაშინ შესრულდა, როცა იეჰოვამ არაიუდეველებსაც მისცა ქრისტეს თანამმართველებად მსახურების შესაძლებლობა (საქ. 10:45; რომ. 9:23—26). ეს „წმინდა ერი“ განსაკუთრებით არის იეჰოვას „გამორჩეული საკუთრება“. ისინი, ვინც ამ ერს მიეკუთვნებიან, წმინდა სულით ცხებულები და ზეციერი ცხოვრებისთვის არჩეულები არიან (1 პეტ. 2:9, 10). რის თქმა შეიძლება იმ ერთგულ ქრისტიანთა დიდ ნაწილზე, რომელთაც დედამიწაზე ცხოვრების იმედი აქვთ? იეჰოვა მათაც უწოდებს თავის ხალხს და თავის რჩეულებს (ეს. 65:22). w18.07 22 ¶1, 2

ოთხშაბათი, 21 ოქტომბერი

ისეთივე აზროვნება გქონდეთ, როგორიც ქრისტე იესოს ჰქონდა . . . [მან] მონის სახე მიიღო და ადამიანის მსგავსი გახდა (ფილ. 2:5, 7).

ჭეშმარიტი ქრისტიანები ჰბაძავენ ქრისტეს, რომელმაც გულუხვობის სრულყოფილი მაგალითი დაგვიტოვა (მათ. 20:28). ამიტომ კარგი იქნება, თუ თითოეული საკუთარ თავს ვკითხავთ: „შემიძლია იმაზე უკეთ მივბაძო იესოს, ვიდრე აქამდე ვბაძავდი?“ (1 პეტ. 2:21). იეჰოვას კეთილგანწყობა რომ მოვიპოვოთ, მის და ქრისტეს სრულყოფილ მაგალითს უნდა მივბაძოთ, დავინტერესდეთ სხვების კეთილდღეობით და მათთვის სიკეთის კეთების გზები ვეძებოთ. იესომ თავის მიმდევრებს მოუყვანა იგავი კეთილ სამარიელზე და დაანახვა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო, რომ წარმომავლობის მიუხედავად ყველას დახმარებოდნენ (ლუკ. 10:29—37). გახსოვთ, რა კითხვა დაუსვა ერთმა იუდეველმა იესოს ამ იგავის მოყოლამდე? მან ჰკითხა: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“. იესოს პასუხიდან გამოჩნდა, რომ, თუ ღვთის კეთილგანწყობის მოპოვება გვსურს, იმ სამარიელივით გულუხვები უნდა ვიყოთ. w18.08 19 ¶5, 6

ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი

ანგელოზი მივიდა მასთან და უთხრა: „გამარჯობა, მადლით მოსილო, შენთანაა იეჰოვა“ (ლუკ. 1:28).

შემდგომშიც სათანადოდ აღიარებდა იეჰოვა მარიამს იმის გამო, რომ ერთგულად ზრუნავდა ღვთის ძეზე და ზრდიდა მას? დიახ, და ეს იქიდან გამოჩნდა, რომ ღვთის ნებით მისი სიტყვები და საქმეები ბიბლიაში ჩაიწერა. როგორც ჩანს, მარიამს მდგომარეობა არ აძლევდა საშუალებას, რომ იესოს სამწელიწადნახევრიანი მსახურების მანძილზე მის გვერდით ყოფილიყო. ალბათ, როგორც ქვრივი, მარიამი ნაზარეთში უნდა დარჩენილიყო. მართალია მან საკუთარი თვალით ვერ ნახა ბევრი შესანიშნავი შემთხვევა, იესოს სიცოცხლის უკანასკნელ წუთებში მის გვერდით იყო (იოან. 19:26). მოგვიანებით, რამდენიმე დღით ადრე, ვიდრე ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე წმინდა სულს მიიღებდნენ, მარიამი იესოს მოწაფეებთან ერთად იერუსალიმში იყო (საქ. 1:13, 14). დიდი ალბათობაა, რომ ისიც მათ შორის იყო, ვისზეც წმინდა სული გადმოვიდა. თუ ეს ასე მოხდა, მაშინ მას მთელი მარადიულობის განმავლობაში იესოსთან ერთად ზეცაში ყოფნის შესაძლებლობა მიეცა. ეს მართლაც საოცარი ჯილდოა ერთგულებისთვის! w18.07 9 ¶11; 10 ¶14

პარასკევი, 23 ოქტომბერი

ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ (1 კორ. 10:31).

დედამიწაზე მსახურების დროს იესომ მოწაფეებს პრინციპების მეშვეობით ასწავლა, თუ რა შედეგი შეიძლებოდა მოჰყოლოდა ამა თუ იმ საქციელსა თუ დამოკიდებულებას. მაგალითად, მან დაანახვა, რომ რისხვას შეიძლება ადამიანი ძალადობამდე მიეყვანა, გულისთქმას კი — მრუშობამდე (მათ. 5:21, 22, 27, 28). როცა ღვთიური პრინციპებით ვხელმძღვანელობთ, სინდისი სათანადოდ გვაქვს განსწავლული და სწორ გადაწყვეტილებებს ვიღებთ, რითაც განვადიდებთ იეჰოვას. ერთსა და იმავე საკითხთან დაკავშირებით შეიძლება ორ ქრისტიანს ბიბლიით განსწავლულმა სინდისმა სხვადასხვა რამ უკარნახოს. მაგალითად, ალკოჰოლური სასმელების ზომიერად გამოყენებას ბიბლია არ განსჯის, თუმცა არ იწონებს მის გადაჭარბებულად მიღებას ან დათრობას (იგავ. 20:1; 1 ტიმ. 3:8). ნიშნავს ეს იმას, რომ იმ ქრისტიანმა, რომელსაც სინდისი აძლევს ალკოჰოლის ზომიერად მიღების ნებას, სხვა არაფერი აღარ უნდა გაითვალისწინოს? რა თქმა უნდა, არა! მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება თავისი სინდისი არ სდებდეს მსჯავრს, მან მხედველობაში სხვების სინდისი უნდა მიიღოს. w18.06 18 ¶10, 11

შაბათი, 24 ოქტომბერი

უფრთხილდით ფარისევლებისა და ჰეროდეს საფუარს (მარ. 8:15).

იესომ კატეგორიულად გააფრთხილა თავისი მოწაფეები, რომ მორიდებოდნენ ფარისევლების, სადუკეველებისა და ჰეროდეს მიმდევართა „საფუარს“, ანუ სწავლებებს (მათ. 16:6, 12). აღსანიშნავია, რომ ეს საუბარი მას შემდეგ მალევე შედგა, რაც ხალხს იესოს გამეფება უნდოდა. როცა რელიგია და პოლიტიკა ერთმანეთში ირევა, ძალადობა ადვილად იჩენს თავს. იესო ასწავლიდა თავის მოწაფეებს, რომ ამ დროს ნეიტრალიტეტი უნდა შეენარჩუნებინათ. სწორედ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც უფროსმა მღვდლებმა და ფარისევლებმა იესოს მოკვლა განიზრახეს. ისინი მასში პოლიტიკურ და რელიგიურ მეტოქეს ხედავდნენ, რომელსაც შეიძლებოდა მათი ადგილი დაეკავებინა. „თავი რომ დავანებოთ, ყველა ირწმუნებს მას, მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ადგილსაც და ერსაც“, — ამბობდნენ ისინი (იოან. 11:48). ამიტომ მღვდელმთავარმა კაიაფამ იესოს მოკვლა დაგეგმა (იოან. 11:49—53; 18:14). w18.06 6, 7 ¶12, 13

კვირა, 25 ოქტომბერი

თქვენი სიყვარული უთვალთმაქცო იყოს (რომ. 12:9).

ერთ-ერთი სატყუარა, რომელსაც სატანა იყენებს, ოკულტიზმისადმი ინტერესია. დღეს ადამიანებში დემონებისადმი ინტერესს არა მხოლოდ ცრუ რელიგია აღძრავს, არამედ გართობის ინდუსტრიაც. ფილმები, ვიდეოთამაშები და სხვა გასართობი საშუალებები მიმზიდველად წარმოაჩენს ოკულტიზმს. როგორ შეგვიძლია ავერიდოთ ამ მახეს? ცხადია, ჩვენ არ ველით, რომ ღვთის ორგანიზაცია აკრძალული გართობის სახეობების ნუსხას ჩამოგვიწერს. თითოეულმა საკუთარი სინდისი უნდა განსწავლოს, რათა გართობის არჩევისას ღვთის მოსაწონი გადაწყვეტილებები მიიღოს (ებრ. 5:14). თუმცა სწორ გადაწყვეტილებებს იმ შემთხვევაში მივიღებთ, თუ გავითვალისწინებთ პავლე მოციქულის ღვთივშთაგონებულ რჩევას. ამიტომ უნდა ვკითხოთ საკუთარ თავს: „თვალთმაქცობაში ხომ არ ჩამეთვლება ჩემ მიერ არჩეული გართობა? ხომ არ იფიქრებენ ბიბლიის შემსწავლელები ან ისინი, ვისაც განმეორებით ვინახულებ, რომ ერთს ვასწავლი და მეორეს ვაკეთებ?“. სატანის მახეებს უფრო ადვილად ავარიდებთ თავს, თუ ყოველთვის იმას გავაკეთებთ, რასაც სხვებს ვასწავლით (1 იოან. 3:18). w18.05 25 ¶13

ორშაბათი, 26 ოქტომბერი

გულით მსურს და ვევედრები ღმერთს მათთვის, რომ გადარჩნენ (რომ. 10:1).

როგორ შეგვიძლია მივბაძოთ პავლეს? პირველი: ვცდილობთ, განვივითაროთ იმის გულწრფელი სურვილი, რომ „მარადიული სიცოცხლისთვის . . . განწყობილი“ ადამიანები ვიპოვოთ. მეორე: ვევედრებით იეჰოვას ლოცვაში, რომ გულწრფელ ადამიანებს გული გაუხსნას (საქ. 13:48; 16:14). სილვანა, რომელიც თითქმის 30 წელია, პიონერად მსახურობს, ამბობს: „კარდაკარ მსახურების დროს კარზე დაკაკუნებამდე ვლოცულობ, რომ იეჰოვამ დადებითი განწყობა მომცეს“. გარდა ამისა, ჩვენ ღმერთს ვთხოვთ, რომ გულწრფელი ადამიანების მოძებნაში ანგელოზები დაგვეხმარონ (მათ. 10:11—13; გამოცხ. 14:6). რობერტი, რომელიც 30 წელზე მეტია, პიონერად მსახურობს, აღნიშნავს: „სასიამოვნო შეგრძნებაა ანგელოზებთან თანამშრომლობა, რომლებმაც იციან, რა ხდება იმ დროს მობინადრის სახლში“. მესამე: ჩვენ ვცდილობთ, კარგი დავინახოთ ადამიანებში და ისინი იეჰოვას მომავალ მსახურებად წარმოვიდგინოთ. კარლი ამბობს: „ვცდილობ, ადამიანში გულწრფელობის სულ მცირე გამოვლინებაც კი შევნიშნო, მაგალითად ღიმილი, კეთილი გამოხედვა ან გულახდილად დასმული შეკითხვა“. დიახ, პავლეს მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია მოთმინებით გამოვიღოთ ნაყოფი. w18.05 15 ¶13; 16 ¶15

სამშაბათი, 27 ოქტომბერი

ყურადღებიანები ვიყოთ, . . . გავამხნეოთ ერთმანეთი და მით უფრო მეტად, რაც უფრო ვხედავთ იმ დღის მოახლოებას (ებრ. 10:24, 25).

იოანე მოციქულის მსგავსად, გვამხნევებს იმის გაგება, რომ ისინი, ვისაც ადრე დავეხმარეთ, დღემდე ერთგულებას ინარჩუნებენ. იოანე წერდა: „არა მაქვს მადლიერების უფრო დიდი მიზეზი, ვიდრე იმის მოსმენა, რომ ჩემი შვილები ჭეშმარიტებაში დადიან“ (3 იოან. 4). ბევრი პიონერი დაგვეთანხმება, რომ ძალიან გამამხნევებელია, როცა ვიგებთ, რომ ისინი, ვისაც წლების წინ ჭეშმარიტების გაგებაში დავეხმარეთ, დღემდე ერთგულები არიან და ზოგი მათგანი პიონერადაც კი მსახურობს. გულგატეხილი პიონერის გასამხნევებლად შეიძლება ისიც კი საკმარისი აღმოჩნდეს, თუ წარსულში გაკეთებულ კარგ საქმეებს შევახსენებთ. ბევრმა სარაიონო ზედამხედველმა აღნიშნა, როგორ ამხნევებს მათ და მათ მეუღლეებს კრების მონახულების შემდეგ მიღებული პატარა სამადლობელი ბარათები. იმავეს თქმა შეიძლება უხუცესებზე, მისიონერებზე, პიონერებსა და ბეთელის ოჯახის წევრებზე, რომელთაც მადლიერების სიტყვებს მათი ერთგული მსახურებისთვის ეუბნებიან. w18.04 23 ¶14, 15

ოთხშაბათი, 28 ოქტომბერი

[მეფემ] ბევრი ცოლი [არ უნდა] იყოლიოს, რათა არ ცდუნდეს მისი გული (კან. 17:17).

სოლომონი არ დაემორჩილა ამ კანონს. მას 700 ცოლი და 300 ხარჭა ჰყავდა (1 მეფ. 11:3). მათგან ბევრი არაისრაელი იყო, რომლებიც ცრუ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს. ამგვარად, მან ღვთის ის კანონიც დაარღვია, რომელიც უცხოელ ქალებზე დაქორწინებას კრძალავდა (კან. 7:3, 4). სოლომონმა ნელ-ნელა შეწყვიტა იეჰოვას მითითებების გათვალისწინება, რამაც სერიოზულ ცოდვამდე მიიყვანა. მან ააგო ქალღმერთ აშთორეთისა და სულ მცირე კიდევ ერთი ღვთაების, ქემოშის სამსხვერპლოები. ის თავის ცოლებს ცრუ ღმერთების თაყვანისცემაში შეუერთდა. სოლომონმა ეს სამსხვერპლოები სწორედ იმ ქალაქის მოპირდაპირედ მდებარე მთაზე ააშენა, სადაც ერთ დროს მან იეჰოვას ტაძარი აუგო (1 მეფ. 11:5—8; 2 მეფ. 23:13). შესაძლოა სოლომონი თავს იტყუებდა და ფიქრობდა, რომ იეჰოვა თვალს დახუჭავდა მის ურჩობაზე, რადგან ის იერუსალიმის ტაძარშიც სწირავდა მსხვერპლს. იეჰოვა არასდროს ხუჭავს თვალს არასწორ საქციელზე. w18.07 18, 19 ¶7—9

ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი

აიღეთ რწმენის დიდი ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის ცეცხლმოკიდებული ისრების ჩაქრობას (ეფეს. 6:16).

„ცეცხლმოკიდებული ისრები“, რომლებსაც სატანა გვიმიზნებს, შეიძლება იყოს სიცრუე იეჰოვას შესახებ, რომ თითქოს მას არ ვუყვარვართ და არ ზრუნავს ჩვენზე. 19 წლის იდა, რომელიც უღირსობის გრძნობას ებრძვის, ამბობს: „ხშირად მეუფლება ისეთი შეგრძნება, რომ იეჰოვა შორს არის ჩემგან და ჩემთან მეგობრობა არ სურს“. როგორ ახერხებს ის ამ უარყოფითი აზრების მოგერიებას? ის განაგრძობს: „კრების შეხვედრები რწმენის გაძლიერებაში მეხმარება. ადრე საერთოდ არ ვაკეთებდი კომენტარებს, რადგან მეგონა, რომ ჩემი აზრი არავის დააინტერესებდა. მაგრამ ახლა კარგად ვემზადები შეხვედრებისთვის და ვცდილობ, რომ ორი ან სამი კომენტარი გავაკეთო. იდას შემთხვევა ერთ მნიშვნელოვან რამეში გვარწმუნებს: მეომარს ფარის არც გადიდება შეეძლო და არც დაპატარავება, მაგრამ „რწმენის ფარის“ შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა — მისი „გადიდება“ ან „დაპატარავება“ ჩვენზეა დამოკიდებული (მათ. 14:31; 2 თეს. 1:3). აქედან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ რწმენა გავიძლიეროთ. w18.05 29, 30 ¶12—14

პარასკევი, 30 ოქტომბერი

რა გავაკეთო, რომ გადავრჩე? (საქ. 16:30)

საპყრობილის ზედამხედველს მხოლოდ მიწისძვრის შემდეგ შეეცვალა გულის მდგომარეობა და დახმარება ითხოვა (საქ. 16:25—34). მსგავსად, დღეს ზოგი ცხოვრებაში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ ეხმაურება ბიბლიის ცნობას, იცვლის გულის მდგომარეობას და ითხოვს დახმარებას. ზოგმა შეიძლება უეცრად დაკარგა სამსახური, სადაც არაერთი წელი მუშაობდა, და ძალიან განიცდის ამას. ზოგს შეიძლება მძიმე დაავადების დიაგნოზი დაუსვეს ან საყვარელი ადამიანი გარდაეცვალა. ასეთ დროს ისინი შეიძლება იმ კითხვებზე დაფიქრდნენ, რომლებზეც მანამდე არასდროს უფიქრიათ: „რა გავაკეთო, რომ გადავრჩე?“. მათ შეიძლება პირველად გაუჩნდეთ იმის სურვილი, რომ ჩვენგან იმედის მომცემი ცნობა მოისმინონ. აქედან გამომდინარე, როცა ერთგულად განვაგრძობთ ქადაგებას, ადამიანებს საშუალებას ვაძლევთ, მაშინ მოისმინონ მანუგეშებელი ცნობა, როცა ამისთვის თავად იქნებიან მზად (ეს. 61:1). w18.05 19, 20 ¶10—12

შაბათი, 31 ოქტომბერი

იეჰოვას სულია ჩემზე, რადგან მან მცხო, რომ . . . სასიხარულო ცნობა ვაუწყო (ლუკ. 4:18).

დღეს ადამიანთა უმრავლესობას ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება და ვერც კი აცნობიერებენ, რომ ცრუ რელიგიის, მატერიალიზმისა და პოლიტიკური სისტემის მონები არიან (2 კორ. 4:4). ჩვენთვის დიდი პატივია, იესოს მსგავსად გავაცნოთ ადამიანებს იეჰოვა, თავისუფლების ღმერთი, და დავეხმაროთ, რომ ისინიც მისი თაყვანისმცემლები გახდნენ (მათ. 28:19, 20). ამ დავალების შესრულება ადვილი არ არის და მას მრავალი სირთულე ახლავს თან. ზოგ ქვეყანაში ხალხი გულგრილი გახდა სასიხარულო ცნობის მიმართ, ზოგან კი მტრულადაც კი არიან განწყობილნი ჩვენდამი. თითოეული უნდა დავფიქრდეთ: „შემიძლია ჩემი თავისუფლება უფრო სრულად გამოვიყენო სამეფოს საქმის მხარდასაჭერად?“.ბევრს ესმის, რომ ახლა დაყოვნების დრო არ არის, ამიტომ იმარტივებენ ცხოვრებას და სრული დროით მსახურებას იწყებენ, რაც ძალიან გამამხნევებელია (1 კორ. 9:19, 23). ზოგიერთი მათგანი იმ ტერიტორიაზე მსახურობს, სადაც ცხოვრობს, სხვები კი იქ გადადიან, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა. რა შესანიშნავია, რომ ბევრი თავისუფლებას იეჰოვას მსახურებისთვის იყენებს! (ფსალმ. 110:3). w18.04 11, 12 ¶13, 14

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება