როგორ გამოვიყენოთ ეს ბროშურა?
ამ ბროშურაში ყოველი დღისთვის მოცემულია ბიბლიური მუხლი და თანდართული კომენტარი. მიუხედავად იმისა, რომ მუხლისა და კომენტარის წაკითხვა დღის ნებისმიერ დროს შეგიძლია, მრავალი ადამიანი მიიჩნევს, რომ მისი წაკითხვა დილით უფრო სასარგებლოა, რადგან მთელი დღის განმავლობაში შეგიძლია, ამ აზრებზე იფიქრო. ძალიან კარგი იქნება, თუ მუხლს შენს ოჯახთან ერთად განიხილავ. მთელ მსოფლიოში, ბეთელის ოჯახებში ყოველდღიური მუხლი დილით, საუზმემდე განიხილება.
კომენტარები აღებულია „საგუშაგო კოშკიდან“ (w) 2019 წლის აპრილიდან 2020 წლის მარტის ჩათვლით. ციფრები, რომლებიც „საგუშაგო კოშკის“ გამოცემის თარიღს მოჰყვება, მიუთითებს ჟურნალის იმ გვერდზე, სადაც ამ მასალის ნახვა არის შესაძლებელი (იხილე მაგალითი ქვემოთ). ამ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი მასალა უშუალოდ სტატიაშია მოცემული.