საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es24 გვ. 17-26
  • თებერვალი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • თებერვალი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2024
  • ქვესათაურები
  • ხუთშაბათი, 1 თებერვალი
  • პარასკევი, 2 თებერვალი
  • შაბათი, 3 თებერვალი
  • კვირა, 4 თებერვალი
  • ორშაბათი, 5 თებერვალი
  • სამშაბათი, 6 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 7 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 8 თებერვალი
  • პარასკევი, 9 თებერვალი
  • შაბათი, 10 თებერვალი
  • კვირა, 11 თებერვალი
  • ორშაბათი, 12 თებერვალი
  • სამშაბათი, 13 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 14 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 15 თებერვალი
  • პარასკევი, 16 თებერვალი
  • შაბათი, 17 თებერვალი
  • კვირა, 18 თებერვალი
  • ორშაბათი, 19 თებერვალი
  • სამშაბათი, 20 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 21 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 22 თებერვალი
  • პარასკევი, 23 თებერვალი
  • შაბათი, 24 თებერვალი
  • კვირა, 25 თებერვალი
  • ორშაბათი, 26 თებერვალი
  • სამშაბათი, 27 თებერვალი
  • ოთხშაბათი, 28 თებერვალი
  • ხუთშაბათი, 29 თებერვალი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2024
es24 გვ. 17-26

თებერვალი

ხუთშაბათი, 1 თებერვალი

ისე გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ (იოან. 15:12).

რას ნიშნავდა დღევანდელი დღის მუხლში ჩაწერილი იესოს სიტყვები? იესო თავგანწირულ სიყვარულზე საუბრობდა, რომელიც ქრისტიანს აღძრავს, საჭიროების შემთხვევაში თავიც კი გაწიროს თანამორწმუნისთვის. ღვთის სიტყვა დიდ აქცენტს აკეთებს სიყვარულზე. ბევრს ძალიან მოსწონს შემდეგი ბიბლიური მუხლები: „ღმერთი სიყვარულია“; „მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს“; „სიყვარული უამრავ ცოდვას ფარავს“ და „სიყვარული არასოდეს მთავრდება“ (1 იოან. 4:8; მათ. 22:39; 1 პეტ. 4:8; 1 კორ. 13:8). ცხადზე ცხადია, რომ ამ დიდებული თვისების გამოვლენა უაღრესად მნიშვნელოვანია. ამას მხოლოდ ნამდვილი სიყვარულის წყარო, იეჰოვა შეძლებს. მისი კურთხევისა და სულის გარეშე შეუძლებელია ასეთი ერთსულოვანი ჯგუფის წარმოქმნა (1 იოან. 4:7). ამიტომ რა გასაკვირია, რომ იესომ სწორედ უანგარო სიყვარული დაასახელა თავისი მოწაფეების განმასხვავებელ ნიშნად. როგორც იესოს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, ბევრმა ამოიცნო მისი ჭეშმარიტი მიმდევრები გულწრფელი სიყვარულით. w23.03 27, 28 ¶5—8

პარასკევი, 2 თებერვალი

გეპატია ცოდვები (ლუკ. 7:48).

გსურთ, რომ უფრო მიმტევებელი გახდეთ? ბიბლიიდან გამოიკვლიეთ მათი მაგალითები, ვინც მიმტევებელი იყო ან პირიქით, არ იყო. მიმტევებლობის საუკეთესო მაგალითი იესომ დაგვიტოვა (ლუკ. 7:47). ის სხვების შეცდომებს კი არა, მათ პოტენციურ შესაძლებლობებს ხედავდა. მისგან განსხვავებით ფარისევლები ხალხს „ზემოდან უყურებდნენ“ (ლუკ. 18:9). ამ მაგალითების განხილვისას, დაფიქრდით: რას უფრო ადვილად ვამჩნევ სხვებში, ცუდს თუ კარგს? თუ გიჭირთ ვინმეს პატიება, ჩამოწერეთ ამ ადამიანის ყველა კარგი თვისება, რაც გაგახსენდებათ. შემდეგ დაფიქრდით: როგორ უყურებს იესო ამ ადამიანს? აპატიებდა იესო მას? ასეთი კვლევა დაგვეხმარება ამ საკითხს სხვა თვალით შევხედოთ. თავიდან შეიძლება გაგვიჭირდეს პატიება, მაგრამ თუ ყველანაირად ვეცდებით მიმტევებლები ვიყოთ, ადრე თუ გვიან გამოგვივა ეს. w22.04 23 ¶6

შაბათი, 3 თებერვალი

მან თავისი ანგელოზი გაგზავნა და ნიშნებით აჩვენა ეს (გამოცხ. 1:1).

გამოცხადების წიგნში მოხსენიებული ღვთის მტრებიც სიმბოლური ენით არიან აღწერილი, კერძოდ, სხვადასხვა მხეცის სახით. მაგალითად, მასში ვხვდებით „ზღვიდან ამომავალ ათრქიან და შვიდთავიან მხეცს“ (გამოცხ. 13:1). მას სხვა მხეცი მოჰყვება, რომელიც „მიწიდან“ ამოდის. ის დრაკონივით ლაპარაკობს და „ცეცხლიც კი ჩამოაქვს ციდან დედამიწაზე“ (გამოცხ. 13:11—13). შემდეგ ვხედავთ კიდევ ერთ, „ალისფერ მხეცს“, რომელზეც მეძავი ზის. სამივე მხეცი დიდი ხანია, ემტერება იეჰოვასა და მის სამეფოს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გავარკვიოთ მათი ვინაობა (გამოცხ. 17:1, 3). ამაში იმის გაგება დაგვეხმარება, რას განასახიერებენ „გამოცხადებაში“ აღწერილი მხეცები და მეძავი. ამის გარკვევაში თავად ბიბლია გვეხმარება. „გამოცხადებაში“ აღწერილი სიმბოლოები ბიბლიის სხვა წიგნებშია ახსნილი. w22.05 8, 9 ¶3, 4

კვირა, 4 თებერვალი

გიყვარდეს იეჰოვა, შენი ღმერთი, მთელი გულით (მათ. 22:37).

ზოგ ღვთის მსახურს უჭირს იმ შეზღუდვებთან შეგუება, რომლებსაც ჯანმრთელობა ან ასაკი უდგენს. თუ მდგომარეობა გზღუდავთ, დაფიქრდით, რას მოითხოვს იეჰოვა თქვენგან. იმას, რომ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე საუკეთესო გაიღოთ მისთვის. წარმოვიდგინოთ პირობითი სიტუაცია: 80 წლის და გულგატეხილია იმის გამო, რომ იმდენს ვერ აკეთებს, რამდენსაც 40 წლის წინ აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად იხარჯება იეჰოვასთვის, მაინც ფიქრობს, რომ იეჰოვა მთლად კმაყოფილი არ არის მისით. მაგრამ ასეა კი სინამდვილეში? თუ ის 40 წლის ასაკშიც ბოლომდე იხარჯებოდა იეჰოვასთვის და 80 წლის ასაკშიც ასე იქცევა, გამოდის, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ის საუკეთესოს იღებდა ღვთისთვის. თუ თავს არ ვზოგავთ იეჰოვას მსახურებაში, ის იმავეს გვეტყვის, რაც ბატონმა უთხრა თავის ერთგულ მონებს: „ყოჩაღ!“ (შეადარეთ მათეს 25:20—23). სიხარულის შენარჩუნება უფრო ადვილია, როცა ყურადღება იმაზე გადაგვაქვს, რაც შეგვიძლია და არა იმაზე, რაც არ შეგვიძლია. w22.04 10 ¶2; 11 ¶4—6

ორშაბათი, 5 თებერვალი

ვიხილე . . . წმინდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი (გამოცხ. 21:2).

გამოცხადების 21-ე თავში 144 000 წარმოდგენილია, როგორც ულამაზესი ქალაქი, „ახალი იერუსალიმი“. ქალაქს საძირკვლად უდევს „12 ქვა კრავის 12 მოციქულის 12 სახელით“ (გამოცხ. 21:10—14; ეფეს. 2:20). ეს სიმბოლური ქალაქი უჩვეულოდ გამოიყურება. მისი მთავარი ქუჩა ხალასი ოქროსია, 12 კარიბჭე — მარგალიტისა, კედლები და საძირკვლები კი ძვირფასი ქვებითაა ნაგები. ქალაქი იდეალურად სიმეტრიულია (გამოცხ. 21:15—21). მაგრამ მას თითქოს ერთი რამ აკლია. აი, რას ამბობს იოანე: „ტაძარი არ მიხილავს მასში, რადგან მისი ტაძარია ყოვლისშემძლე ღმერთი იეჰოვა და კრავი. ქალაქს გასანათებლად არც მზე სჭირდებოდა და არც მთვარე, რადგან ღვთის დიდებით იყო განათებული და კრავი იყო მისი ლამპარი“ (გამოცხ. 21:22, 23). მათ, ვინც „ახალ იერუსალიმს“ წარმოადგენს, უშუალო ურთიერთობა ექნებათ იეჰოვასთან (ებრ. 7:27; გამოცხ. 22:3, 4). w22.05 17, 18 ¶14, 15

სამშაბათი, 6 თებერვალი

მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს . . . როგორც იეჰოვამ გაპატიათ მთელი გულით, თქვენც ისე აპატიეთ ერთმანეთს (კოლ. 3:13).

იეჰოვა არა მარტო ჩვენი შემოქმედი, კანონმდებელი და მოსამართლეა, არამედ ჩვენი მოსიყვარულე ზეციერი მამაცაა (ფსალმ. 100:3; ეს. 33:22). როცა მის წინაშე ვცოდავთ და გულწრფელად ვინანიებთ, ის მზადყოფნით გვპატიობს (ფსალმ. 86:5). წინასწარმეტყველ ესაიას პირით ის გვარწმუნებს: „ალისფერიც რომ იყოს თქვენი ცოდვები, თოვლივით გათეთრდება“ (ეს. 1:18). არავინ არ ვართ სრულყოფილები, ამიტომ შიგადაშიგ სიტყვითა თუ საქმით გულს ვტკენთ ერთმანეთს (იაკ. 3:2). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთთან მეგობრულ ურთიერთობას ვერ შევინარჩუნებთ. ეს სავსებით შესაძლებელია, თუ მიმტევებლები ვიქნებით (იგავ. 17:9; 19:11; მათ. 18:21, 22). როცა საქმე პატარ-პატარა წყენებს ეხება, იეჰოვა მოელის, რომ ვაპატიებთ ერთმანეთს. რახან იეჰოვა მრავლის მიმტევებელია, მით უმეტეს ჩვენ არ უნდა გამოვეკიდოთ სხვის პატარა შეცდომებს (ეს. 55:7). w22.06 8 ¶1, 2

ოთხშაბათი, 7 თებერვალი

მიჰბაძეთ მათ, ვინც რწმენითა და მოთმინებით იღებს დანაპირებს (ებრ. 6:12).

საკუთარი თავი სხვებს არ უნდა შევადაროთ, თუმცა ფაქტია, ღვთის ერთგულ მსახურებზე დაკვირვებით შეგვიძლია რაღაც ვისწავლოთ. მაგალითად, იესოს სიტყვებსა და საქმეებზე დაკვირვებით ძალიან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მიუხედავად იმისა, რომ მასავით სრულყოფილები არ ვართ (1 პეტ. 2:21). თუ ყველანაირად ვცდილობთ, მივბაძოთ იესოს, უკეთესი ქრისტიანები ვხდებით. ბიბლია ღვთის სხვა ერთგული მსახურების შესახებაც მოგვითხრობს, რომლებსაც შეგვიძლია მივბაძოთ. ასეთი იყო მეფე დავითი, რომელზეც იეჰოვამ პირდაპირ თქვა, რომ მოიწონა (საქ. 13:22). თუმცა მან რამდენიმე მძიმე ცოდვა ჩაიდინა. მაშ, რით არის ჩვენთვის სამაგალითო? მას თავის მართლება არ დაუწყია. დავითმა მაშინვე აღიარა დანაშაული და გულწრფელად მოინანია. იეჰოვამაც აპატია (ფსალმ. 51:3, 4, 10—12). w22.04 13 ¶11, 12

ხუთშაბათი, 8 თებერვალი

სიცოცხლის სანაცვლოდ ყველაფერს გაიღებს კაცი (იობ. 2:4).

ბიბლია სიკვდილს მტერს უწოდებს (1 კორ. 15:25, 26). იმის გაფიქრებაც კი გვზარავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩვენ ან ჩვენი ახლობლები აღარ ვიყოთ, მით უმეტეს, თუ ოჯახში ვინმე სერიოზულად ავადმყოფობს. რატომ გვაშინებს სიკვდილი? იმიტომ, რომ იეჰოვამ მარადიული სიცოცხლის სურვილი ჩადო ჩვენში (ეკლ. 3:11). თუმცა გარკვეულწილად სიკვდილის შიში გვიცავს კიდეც. სიკვდილის შიში გვიბიძგებს, გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და სწორად ვიკვებოთ, საკმარისად ვივარჯიშოთ, საჭიროების შემთხვევაში ექიმს მივმართოთ, მივიღოთ მედიკამენტები და დავიცვათ უსაფრთხოების ზომები. სატანამ იცის, რომ ჩვენთვის სიცოცხლე ძვირფასია. ის ირწმუნება, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერს დავთმობთ, იეჰოვასთან მეგობრობასაც კი (იობ. 2:5). მაგრამ ის მწარედ ცდება! ბიბლიაში მასზე ნათქვამია, რომ „სიკვდილს იწვევს“. ამიტომაც ცდილობს, სიკვდილის შიშით იეჰოვასთვის ზურგი შეგვაქცევინოს (ებრ. 2:14, 15). w22.06 18 ¶15, 16

პარასკევი, 9 თებერვალი

მზე ისე ნუ ჩავა, რომ კვლავ გაბრაზებული იყოთ (ეფეს. 4:26).

აკრძალვების გამო შეიძლება მცირე ჯგუფებად შეკრება მოგვიწიოს. ამ დროს მნიშვნელოვანია ყველასთან მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნება. ერთმანეთს კი არა, სატანას უნდა ვებრძოლოთ. ნუ გამოეკიდებით სხვების შეცდომებს და მალევე მოაგვარეთ უთანხმოებები (იგავ. 19:11). მზად იყავით სხვების დასახმარებლად (ტიტ. 3:14). ერთი დისთვის გაწეულ ერთობლივ ძალისხმევას დადებითი შედეგები მოჰყვა, რომელიც მთელმა სამქადაგებლო ჯგუფმა იგრძნო. ისინი ძალიან დაახლოვდნენ და ერთი ოჯახივით გახდნენ (ფსალმ. 133:1). სამთავრობო შეზღუდვების მიუხედავად ათიათასობით და-ძმა ერთგულად ემსახურება იეჰოვას. ზოგი თავისი მრწამსის გამო დაპატიმრებულია კიდეც. მოდი ვილოცოთ მათთვის და მათი ოჯახებისთვის და იმ და-ძმებისთვის, რომლებიც რისკზე მიდიან, რომ სულიერი და ფიზიკური დახმარება აღმოუჩინონ დევნილ თანაქრისტიანებს და სასამართლოში მათ გვერდით იყვნენ (კოლ. 4:3, 18). ყოველთვის გვახსოვდეს, რომ ჩვენს ლოცვებს დიდი ძალა აქვს (2 თეს. 3:1, 2; 1 ტიმ. 2:1, 2). w22.12 26, 27 ¶15, 16

შაბათი, 10 თებერვალი

როგორღა ასწავლი სხვებს, როცა საკუთარი თავისთვის ვერ გისწავლებია?! (რომ. 2:21).

ბავშვები ხშირად მშობლებს ჰბაძავენ. ფაქტია, ყველა მშობელს რაღაც ეშლება (რომ. 3:23). მაგრამ გონიერი მშობლები ყველანაირად ცდილობენ, რომ კარგი მაგალითი მისცენ შვილებს. ერთი მამა ამბობს: „ისინი ღრუბელივით ისრუტავენ ყველაფერს. მაშინვე გვეუბნებიან, თუ ჩვენი საქციელი განსხვავდება იმისგან, რასაც ვასწავლით“. ასე რომ, თუ გვინდა, ჩვენს შვილებს შევაყვაროთ იეჰოვა, პირველ რიგში, ისინი ჩვენში უნდა ხედავდნენ ღვთის სიყვარულს. მშობლებს აქვთ ბევრი საშუალება, რომ შვილებს იეჰოვა შეაყვარონ. 17 წლის ენდრუ ამბობს: „ჩემი მშობლები ყოველთვის მასწავლიდნენ, რამდენად მნიშვნელოვანია ლოცვა. ჩემითაც რომ მელოცა, ყოველ საღამოს მამა მაინც ლოცულობდა ჩემთან ერთად. ახლა უკვე სიამოვნებით ვლოცულობ და იეჰოვაც ჩემთვის მოსიყვარულე მამასავითაა“. მშობლებო, გახსოვდეთ, თქვენი მაგალითით შეგიძლიათ შვილებს იეჰოვა შეაყვაროთ! w22.05 28 ¶7, 8

კვირა, 11 თებერვალი

ნათლობა . . . თქვენს ხსნას ემსახურება (1 პეტ. 3:21).

ნათლობისთვის რომ მოვემზადოთ, ერთ-ერთი პირველი ნაბიჯი გულწრფელი მონანიებაა (საქ. 2:37, 38). თავის მხრივ გულწრფელი მონანიება შესაბამისი ცვლილებების მოხდენას ნიშნავს. უკვე თქვით უარი იმაზე, რაც ღმერთს არ მოსწონს, მაგალითად, უზნეობაზე, მოწევასა და ბილწსიტყვაობაზე? (1 კორ. 6:9, 10; 2 კორ. 7:1; ეფეს. 4:29). ნუ დანებდებით. ბიბლიის მასწავლებელს ან კრების უხუცესებს სთხოვეთ დახმარება და რჩევები. თუ ახალგაზრდა ხართ და მშობლებთან ცხოვრობთ, მათ სთხოვეთ, დაგეხმარონ იმ ჩვევების მოშორებაში, რომლებიც ხელს გიშლით ნათლობაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია, მივყვეთ კარგ სულიერ განრიგს, რაშიც კრების შეხვედრებზე დასწრება და მათში მონაწილეობა იგულისხმება (ებრ. 10:24, 25). მას შემდეგ, რაც მოუნათლავი მაუწყებელი გახდებით, ისე დაგეგმეთ ყველაფერი, რომ რეგულარულად იმსახუროთ. w23.03 10, 11 ¶14—16

ორშაბათი, 12 თებერვალი

იეჰოვა ღმერთმა გველს უთხრა: რადგან ეს ჩაიდინე, დაწყევლილი იქნები (დაბ. 3:14).

დაბადების 3:14, 15-ში ოთხი მოქმედი პირი იკვეთება, მათ შორის: „გველი“ და მისი „შთამომავლობა“. ფაქტია, გველი ჩვეულებრივი ქვეწარმავალი ვერ იქნებოდა, რადგან ის ამ წინასწარმეტყველების მნიშვნელობას ვერ გაიგებდა. ლოგიკურია დავასკვნათ, რომ ეს წინასწარმეტყველური განაჩენი მოაზროვნე ქმნილებას ეხებოდა. გამოცხადების 12:9 ნათელს ჰფენს მის ვინაობას. ეს „ძველი გველი“ სხვა არავინაა, თუ არა სატანა ეშმაკი. ბიბლიაში გადატანითი მნიშვნელობით, ვინც ვის ჰბაძავს საქციელითა თუ აზროვნებით, მისი შთამომავალი ანუ შვილია. ამგვარად „გველის შთამომავლებს“ შეადგენენ ის სულიერი ქმნილებები და ადამიანები, რომლებიც სატანის მსგავსად ეწინააღმდეგებიან იეჰოვასა და მის ხალხს. მათ შორის არიან ის ანგელოზები, რომლებმაც ნოეს დროს მიატოვეს ზეცა და დედამიწაზე ჩამოვიდნენ, და ის ბოროტი ადამიანები, რომლებიც თავიანთი მამის, ეშმაკის მსგავსად იქცევიან (დაბ. 6:1, 2; იოან. 8:44; 1 იოან. 5:19; იუდ. 6). w22.07 14, 15 ¶4, 5

სამშაბათი, 13 თებერვალი

დაინახეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია (ფილ. 1:10).

მოციქულ პავლეს ძალიან უყვარდა და-ძმები. მას შეეძლო თანაეგრძნო მათთვის განსაცდელების დროს, რადგან სირთულეები არც მისთვის იყო უცხო. მაგალითად, ერთხელ მას სახსრები გამოელია და უნდა ეშოვა სამუშაო, რომ ეზრუნა საკუთარ თავზე და თანამსახურებზე (საქ. 20:34). რახან კარვების კერვა იცოდა, კორინთში ჩასულმა იმავე ხელობის მცოდნე აკვილასა და პრისკილასთან ერთად დაიწყო მუშაობა. და მაინც, ყოველ შაბათს ის იუდეველებთან და ბერძნებთან ქადაგებდა. მაგრამ მას შემდეგ, რაც სილა და ტიმოთე შეუერთდნენ, პავლე „მთლიანად ჩაება ღვთის სიტყვის ქადაგებაში“ (საქ. 18:2—5). მას არასდროს დავიწყებია, რომ იეჰოვას მსახურება ცხოვრებაში უმთავრესი იყო. ის მართლაც კარგ მაგალითს აძლევდა და-ძმებს, რადგან მსახურებაშიც აქტიური იყო და თავის სარჩენადაც შრომობდა. პავლე შეახსენებდა მათ, რომ ცხოვრებისეულ საზრუნავს არ უნდა დაეჩრდილა ის, რაც უფრო მნიშვნელოვანი იყო, კერძოდ, იეჰოვას თაყვანისცემა. w22.08 20 ¶3

ოთხშაბათი, 14 თებერვალი

ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს (მარ. 13:10).

ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვას ნებაა, სასიხარულო ცნობა ყველას ექადაგოს (1 ტიმ. 2:3, 4). ეს საქმე მისთვის იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი გაძღოლა თავის საყვარელ ძეს დაავალა. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ იესო სათანადოდ უხელმძღვანელებს ამ საქმეს და ღვთის ნებისამებრ ბოლომდე მიიყვანს (მათ. 24:14). რა გვარწმუნებს ამაში? ზეცად ამაღლებამდე იესომ თავის მიმდევრებს უთხრა: „მთელი ძალაუფლება, ზეცაში თუ დედამიწაზე, მე მაქვს მოცემული“. შემდეგ კი ასეთი მითითება მისცა: „ამიტომ წადით ყველა ერის ხალხთან და ჩემს მოწაფეებად მოამზადეთ ისინი“ (მათ. 28:18, 19). ასე რომ, იესოს მიცემული აქვს ძალაუფლება, რომ უხელმძღვანელოს ქადაგების საქმეს, რომელიც დღემდე გრძელდება. w22.07 8 ¶1, 3; 9 ¶4

ხუთშაბათი, 15 თებერვალი

მოვა დრო, როცა ყველა, ვინც სამარხშია, მის ხმას მოისმენს და აღდგება: კარგის მოქმედი — სიცოცხლის მისაღებად (იოან. 5:28, 29).

„მართლები“, რომლებიც სიკვდილამდე კარგ საქმეებს აკეთებდნენ, სიცოცხლის მისაღებად აღდგებიან, რადგან მათი სახელები „სიცოცხლის წიგნშია“ ჩაწერილი. ეს იმას ნიშნავს, რომ იოანეს 5:29-ში მოხსენიებული „კარგის მოქმედნი“ და საქმეების 24:15-ში მოხსენიებული „მართლები“ ერთი და იგივე კატეგორიის ადამიანები არიან. ეს ახლებური ახსნა სრულ თანხმობაშია რომაელების 6:7-ში ჩაწერილ სიტყვებთანაც: „ვინც მოკვდა, ცოდვისგან გათავისუფლდა“. სიკვდილით მართალთა ცოდვები წაიშალა, მაგრამ ღმერთს არ დავიწყებია ის კარგი საქმეები, რაც მისთვის გაუკეთებიათ (ებრ. 6:10). თუმცა ცხადია, მათ აღდგომის შემდეგაც უნდა უერთგულონ ღმერთს, რომ მათი სახელები არ ამოიშალოს „სიცოცხლის წიგნიდან“. w22.09 18 ¶13, 15

პარასკევი, 16 თებერვალი

იეჰოვას . . . ყველა საქმე საიმედოა (ფსალმ. 33:4).

წინასწარმეტყველი დანიელი გამოირჩეოდა თავისი სანდოობით. ბაბილონშიც კი, სადაც ტყვედ წაიყვანეს, მალევე მოიპოვა სანდო ადამიანის სახელი. მისდამი ნდობა კიდევ უფრო გაიზარდა მას შემდეგ, რაც მეფე ნაბუქოდონოსორს იეჰოვას დახმარებით სიზმრები აუხსნა (დან. 4:20—22, 25). წლების შემდეგ დანიელმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სანდო კაცი იყო, როცა ზედმიწევნით ახსნა ბაბილონის სასახლის კედელზე გაჩენილი წარწერის მნიშვნელობა (დან. 5:5, 25—29). მოგვიანებით დარიოს მიდიელმა და მისმა უმაღლესმა მოხელეებმაც აღიარეს, რომ დანიელში „საკვირველი სული“ იყო. ისინი ხედავდნენ, რომ დანიელი, როგორც სანდო კაცი, „არც დაუდევარი იყო და არც რაიმე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი“ (დან. 6:3, 4). კარგი იქნება, თუ ჩვენც დავფიქრდებით შემდეგ კითხვაზე: მაქვს კეთილსინდისიერი და სანდო ადამიანის სახელი? ამაზე ნამდვილად ღირს დაფიქრება, რადგან ჩვენი კარგი სახელით ღმერთს განვადიდებთ. w22.09 8, 9 ¶2—4

შაბათი, 17 თებერვალი

მიჰბაძეთ ღმერთს, როგორც მისმა საყვარელმა შვილებმა (ეფეს. 5:1).

სწორისა და არასწორის შესახებ იეჰოვას ნორმებით ცხოვრება ჩვენსავე კეთილდღეობას ემსახურება. ეს რომ უკეთ დავინახოთ, წარმოვიდგინოთ, რამხელა ქაოსს გამოიწვევს, თუ ყველა ბანკი თავად დაადგენს ვალუტის კურსს ან რამხელა ადამიანური მსხვერპლი მოჰყვება, თუ სამედიცინო პერსონალი არ გაითვალისწინებს მკურნალობის სტანდარტებს. დადგენილი სტანდარტები ბევრი რამისგან გვიცავს. იმავეს თქმა შეიძლება იეჰოვას მიერ დადგენილ ნორმებზეც. იეჰოვა აჯილდოებს მათ, ვინც მისი ნორმებით ცხოვრობს. მის სიტყვაში ნათქვამია, რომ „მართლები დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:29). წარმოიდგინეთ, რა მშვიდ და ბედნიერ გარემოში მოგვიწევს ცხოვრება, როცა ყველა ღვთის ნორმებით იხელმძღვანელებს. რახან იეჰოვას ჩვენთვის ასეთი ცხოვრება სურს, კიდევ უფრო მეტად უნდა შევიყვაროთ მისი სიმართლე. w22.08 27, 28 ¶6—8

კვირა, 18 თებერვალი

ყოველთვის იფხიზლე (2 ტიმ. 4:5).

როცა სირთულეებს ვხვდებით, შეიძლება ჩვენი ერთგულება იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი გამოიცადოს. რა უნდა გავაკეთოთ ამ დროს? საღად უნდა ვიაზროვნოთ, ვიფხიზლოთ და მტკიცედ ვიდგეთ რწმენაში. საღად რომ ვიაზროვნოთ, სიმშვიდე უნდა შევინარჩუნოთ, ვეცადოთ, ცივი გონებით მივუდგეთ საკითხებს და ყველაფერს იეჰოვას თვალით შევხედოთ. ეს დაგვეხმარება, რომ ემოციებს არ ავყვეთ. შეიძლება ვთვლით, რომ თანაქრისტიანი უსამართლოდ მოგვექცა, შესაძლოა ეს პასუხისმგებელი ძმა იყო. დიდი ალბათობით, მას ეს შეგნებულად არ გაუკეთებია (რომ. 3:23; იაკ. 3:2). და მაინც, მისმა საქციელმა შეიძლება გული გატკინათ. ამაზე ფიქრმა შეიძლება მოსვენება დაგიკარგათ და ისიც კი გაფიქრებინათ, რომ თუ ეს მართლა ღვთის ორგანიზაციაა, ძმა ასე არ უნდა იქცეოდეს. სატანასაც სწორედ ეს უნდა, რომ გვაფიქრებინოს (2 კორ. 2:11). მსგავსმა უარყოფითმა აზრებმა შეიძლება იეჰოვასა და მის ორგანიზაციას ჩამოგვაშოროს. w22.11 20 ¶1, 3; 21 ¶4

ორშაბათი, 19 თებერვალი

იეჰოვას იმედი გქონდეს (ფსალმ. 27:14).

იეჰოვამ მარადიული სიცოცხლის შესანიშნავი იმედი გვიბოძა. ზოგისთვის ეს იმედი იმას ნიშნავს, რომ უკვდავი სულიერი ქმნილება იქნება ზეცაში (1 კორ. 15:50, 53). უმეტესობა კი დედამიწაზე იცხოვრებს სრულიად ჯანმრთელი და ბედნიერი (გამოცხ. 21:3, 4). ჩვენთვის ეს იმედი უძვირფასესია იმისდა მიუხედავად, ზეცაში ველით ცხოვრებას თუ დედამიწაზე. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ იმედი არ გაგვიცრუვდება, რადგან ის იეჰოვამ ჩაგვისახა (რომ. 15:13). იეჰოვამ პირობა დაგვიდო და გვჯერა, რომ ის ამას შეასრულებს, რადგან არასდროს ტეხს სიტყვას (რიცხ. 23:19). ვიცით, რომ იეჰოვას სურვილიც აქვს და ძალაც, რომ განახორციელოს ყველაფერი, რაც ჩაიფიქრა. ჩვენს ზეციერ მამას ვუყვარვართ და სურს, რომ მას ვენდობოდეთ. თუ იმედს იეჰოვაზე ვამყარებთ, მომავალში გაბედულად შევხვდებით ნებისმიერ განსაცდელსა თუ სირთულეს და სიხარულს არ დავკარგავთ. w22.10 24 ¶1—3

სამშაბათი, 20 თებერვალი

ეს ურჩი ხალხია . . . რომლებსაც არ სურთ იეჰოვას კანონის მოსმენა (ეს. 30:9).

ესაიამ ისრაელებს უწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა უბედურებას დაატეხდა (ეს. 30:5, 17; იერ. 25:8—11). ეს ასეც მოხდა და ისინი ბაბილონში გადაასახლეს. თუმცა გადასახლებულთა შორის ღვთისმოშიში ებრაელებიც იყვნენ, რომლებსაც ესაიამ უწინასწარმეტყველა, რომ იეჰოვა კვლავაც შეიწყალებდა მათ (ეს. 30:18, 19). მან შეასრულა პირობა და ისინი ტყვეობიდან სამშობლოში დააბრუნა, თუმცა არა მაშინვე. ფრაზა „იეჰოვა მოთმინებით იცდის, რომ წყალობა გიყოთ“, იმაზე მიუთითებდა, რომ გარკვეული დრო უნდა გასულიყო, ვიდრე იეჰოვა თავის ერთგულთ სამშობლოში დააბრუნებდა. ღვთის ერთგულმა ებრაელებმა მხოლოდ 70 წლის შემდეგ შეძლეს ბაბილონიდან იერუსალიმში დაბრუნება (ეს. 10:21; იერ. 29:10). თავიანთ ქვეყანაში დაბრუნების შემდეგ სიმწრის ცრემლები სიხარულის ცრემლებმა შეცვალა. w22.11 9 ¶4

ოთხშაბათი, 21 თებერვალი

ბედნიერნი არიან სიმართლისთვის დევნილნი (მათ. 5:10).

დღეს ზოგ ქვეყანაში და-ძმები ისეთ განსაცდელებს ხვდებიან, როგორსაც პირველი საუკუნის მოციქულები. ისინიც იდევნებოდნენ ქრისტეს შესახებ ქადაგების გამო. ებრაელთა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებმა მათ არაერთხელ უბრძანეს, რომ „აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით“ (საქ. 4:18—20; 5:27, 28, 40). მაგრამ მათ ესმოდათ, რომ უზენაეს სასამართლოზე გაცილებით უფლებამოსილმა პირმა უბრძანა, საგულდაგულოდ ექადაგათ ხალხისთვის იესოს შესახებ (საქ. 10:42). მოციქულების სახელით პეტრემ და იოანემ გაბედულად განაცხადეს, რომ მოსამართლეებს კი არა, ღმერთს დაემორჩილებოდნენ და არ შეწყვეტდნენ იესოს შესახებ ქადაგებას (საქ. 5:29). მას შემდეგ, რაც ღვთისადმი ერთგულების გამო სცემეს, მოციქულებმა სიხარულით დატოვეს ებრაელთა უზენაესი სასამართლო, რადგან იესოს „სახელის გულისთვის შეურაცხყოფის ღირსნი გახდნენ“ და განაგრძეს ქადაგება (საქ. 5:41, 42). w22.10 12, 13 ¶2—4

ხუთშაბათი, 22 თებერვალი

ჩემთვის კი კარგია ღმერთთან დაახლოება (ფსალმ. 73:28).

იეჰოვას გაცნობა ელემენტარული ცოდნის მიღებით იწყება, რასაც მოციქულმა პავლემ „ღვთის . . . სიტყვის საფუძვლები“ უწოდა. თუმცა მას ამით არ დაუკნინებია საბაზისო ცოდნა, უბრალოდ შეადარა რძეს, რომლითაც ჩვილს კვებავენ (ებრ. 5:12; 6:1). მან ყველა ქრისტიანს მოუწოდა, რომ ამით არ დაკმაყოფილებულიყვნენ და გაეღრმავებინათ ღვთის სიტყვის ცოდნა. ფაქტია, თავიდან ყველა უნდა გავეცნოთ ძირითად ბიბლიურ საკითხებს, მაგრამ ამას არ უნდა დავჯერდეთ და მზად უნდა ვიყოთ, გავიღრმაოთ ცოდნა იეჰოვასა და მისი განზრახვების შესახებ. სწავლა ყველას არ ეადვილება. გიყვართ სწავლა თუ სკოლაშივე მიხვდით, რომ სწავლა თქვენი საქმე არ იყო? თუ ასეა, გულს ნუ გაიტეხთ. თქვენსავით ბევრია. მაგრამ გახსოვდეთ, იეჰოვა სრულყოფილი და საუკეთესო მასწავლებელია. ასე რომ, მისი დახმარებით თქვენც შეიყვარებთ სწავლას. w23.03 9, 10 ¶8—10

პარასკევი, 23 თებერვალი

თავმდაბლად მიიღეთ სიტყვა, რომელსაც ღმერთი თქვენში ნერგავს და რომელსაც თქვენი ხსნა შეუძლია (იაკ. 1:21).

თუ თავმდაბლად მივიღებთ ღვთის სიტყვას, ის ღრმად გაიდგამს ფესვს ჩვენს გულებში. ბიბლიიდან გულმოწყალებას, თანაგრძნობასა და სიყვარულს მხოლოდ იმ შემთხვევაში ვისწავლით, თუ კრიტიკულ განწყობასა და სიამაყეს მოვიშორებთ. ის, თუ როგორ ვექცევით სხვებს, ცხადყოფს, ვაძლევთ თუ არა ღვთის სიტყვას ჩვენი ფორმირების საშუალებას. ფარისევლებს გულთან ახლოს არ მიჰქონდათ წაკითხული, ამიტომ მსჯავრს სდებდნენ უდანაშაულოებს (მათ. 12:7). რაზე მეტყველებს ჩვენი დამოკიდებულება თუ საქციელი? მაგალითად, სხვების დადებითზე ვამახვილებთ ყურადღებას თუ სულ უარყოფითზე ვართ კონცენტრირებული? გულმოწყალეები და მიმტევებლები ვართ თუ კრიტიკულები და ბოღმიანები? მსგავს კითხვებზე დაფიქრება დაგვანახვებს, ახდენს თუ არა ღვთის სიტყვა გავლენას ჩვენს აზრებზე, გრძნობებსა და საქციელზე (1 ტიმ. 4:12, 15; ებრ. 4:12). w23.02 12 ¶13, 14

შაბათი, 24 თებერვალი

მე, იეჰოვას, შენს ღმერთს, მიჭირავს შენი მარჯვენა და გეუბნები: ნუ გეშინია, მე დაგეხმარები! (ეს. 41:13).

განვიხილოთ იოსებ არიმათეელის მაგალითი. ის სინედრიონის, იუდეველთა უზენაესი სასამართლოს, წევრი და, შესაბამისად, თავის თანამედროვეთა შორის დაფასებული კაცი იყო. მას „იუდეველების ეშინოდა“ და გამბედაობა არ ჰყოფნიდა, ეღიარებინა, რომ იესოს მოწაფე იყო (იოან. 19:38). იოსები სხვებთან არ ამხელდა, რომ აინტერესებდა ის, რასაც იესო სამეფოს შესახებ ქადაგებდა. როგორც ჩანს, მას თავისი პრივილეგირებული მდგომარეობის დაკარგვისა ეშინოდა. თუმცა იესოს სიკვდილის შემდეგ მან „გამბედაობა მოიკრიბა, მივიდა პილატესთან და იესოს ცხედარი გამოითხოვა“ (მარ. 15:42, 43). ახლა უკვე ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ის იესოს მოწაფე იყო. თქვენც გიგრძნიათ თავი იოსებ არიმათეელის მსგავსად? w23.01 30 ¶13, 14

კვირა, 25 თებერვალი

ბედნიერია შენი ხალხი და ბედნიერნი არიან შენი მსახურები, რომლებიც შენ გვერდით არიან და შენს სიბრძნეს ისმენენ (1 მეფ. 10:8).

ცნობებმა მშვიდობისა და კეთილდღეობის შესახებ, რითაც ისრაელები სოლომონის მმართველობის დროს ხარობდნენ, საბას დედოფლის ყურამდეც მიაღწია. დედოფალი გრძელ გზას დაადგა და იერუსალიმში ჩავიდა, რათა საკუთარი თვალით ენახა ყველაფერი (1 მეფ. 10:1). მას შემდეგ, რაც სოლომონის სამეფოში ნახა, დედოფალმა დღევანდელი დღის მუხლში ჩაწერილი სიტყვები წარმოთქვა. თუმცა სოლომონის მმართველობის დროს არსებული პირობები ახლოსაც ვერ მივა იმასთან, რასაც იეჰოვა კაცობრიობისთვის გააკეთებს თავისი ძის, იესოს, მმართველობის დროს. იესო ყოველმხრივ აღემატება სოლომონს, რომელიც არასრულყოფილი იყო და არაერთი არასწორი გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც ღვთის ხალხს ცხოვრება დაუმძიმდა. მისგან განსხვავებით, იესო სრულყოფილი და უშეცდომო მმართველია (ლუკ. 1:32; ებრ. 4:14, 15). იესომ თავის ცხოვრებით ცხადყო, რომ არასდროს შესცოდავს ან გააკეთებს ისეთ რამეს, რითაც ზიანს მიაყენებს თავის ერთგულ ქვეშევრდომებს. ამაზე უკეთეს მმართველს ვერც კი ვინატრებდით! w22.12 11 ¶9, 10

ორშაბათი, 26 თებერვალი

გაუგონეთ მათ, ვისაც თქვენ შორის ხელმძღვანელობა აკისრია, და დაემორჩილეთ, რადგან ისინი მუდამ ზრუნავენ თქვენზე (ებრ. 13:17).

როგორ უნდა მოვიქცეთ ეპიდემიის დროს? უნდა დავიცვათ სათანადო რეგულაციები, რაც ითვალისწინებს ხელების დაბანას, ფიზიკური დისტანციის დაცვას, პირბადის ტარებასა და კარანტინს. ამ საკითხში ჩვენი კეთილსინდისიერება იმის მაჩვენებელი იქნება, თუ რამდენად ვაფასებთ ღვთისგან ნაბოძებ სიცოცხლეს. საგანგებო სიტუაციების დროს ჩვენ ირგვლივ ადამიანებმა და მედია საშუალებებმა შეიძლება არასწორი ინფორმაცია გაავრცელონ. ამიტომ „ყველა სიტყვა“ კი არ უნდა დავიჯეროთ, სანდო სამთავრობო და სამედიცინო უწყებების ინფორმაციას უნდა დავეყრდნოთ (იგავ. 14:15).ხელმძღვანელი საბჭო და ფილიალები ყველანაირად ცდილობენ, კარგად გადაამოწმონ ყველაფერი, ვიდრე რაიმე კონკრეტულ მითითებას მისცემენ კრებებს შეხვედრების ჩატარებასა თუ სამქადაგებლო საქმესთან დაკავშირებით. როცა ძმებისგან მიღებულ მითითებებს ვითვალისწინებთ, საკუთარ თავსაც ვუფრთხილდებით და სხვებსაც. გარდა ამისა, როგორც ორგანიზაცია, ხალხის თვალში მეტ პატივისცემას ვიმსახურებთ (1 პეტ. 2:12). w23.02 23 ¶11, 12

სამშაბათი, 27 თებერვალი

მოისმენენ და ისწავლიან, რომ ეშინოდეთ იეჰოვასი, თავიანთი ღვთისა (კან. 31:13).

აღთქმულ მიწაზე ისრაელები დიდ ტერიტორიაზე დასახლდნენ. ამის გამო შეიძლება სხვადასხვა ადგილას მცხოვრებ ებრაელებს შორის კავშირი გაწყვეტილიყო და ერთმანეთის მიმართ ინტერესი დაეკარგათ. მაგრამ იეჰოვამ იზრუნა, რომ ისინი დროდადრო ერთად შეკრებილიყვნენ მისი სიტყვის მოსასმენად და მასზე სამსჯელოდ (კან. 31:10—12; ნეემ. 8:2, 8, 18). წარმოიდგინეთ, რა გრძნობა დაეუფლებოდა იერუსალიმში ღვთის თაყვანსაცემად ჩასულ ებრაელს, როცა ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ მილიონობით თანამემამულეს დაინახავდა. ღვთის ხალხი ასე ინარჩუნებდა ერთსულოვნებას. მოგვიანებით ქრისტიანულ კრებაში ღვთის თაყვანსაცემად გაერთიანდა სხვადასხვა ენაზე მოსაუბრე, განსხვავებული სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მქონე ქალი თუ კაცი. თავისით, თანაქრისტიანებისა და კრების შეხვედრების გარეშე, ვერავინ ჩასწვდებოდა ღვთის სიტყვას (საქ. 2:42; 8:30, 31). w23.02 3 ¶7

ოთხშაბათი, 28 თებერვალი

მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ (იოან. 17:3).

იეჰოვა ყველას, ვინც მას დაემორჩილება, „მარადიულ სიცოცხლეს“ ჰპირდება (რომ. 6:23). როცა ამ იმედზე ვფიქრობთ, ღვთისადმი სიყვარული უფრო გვიძლიერდება. წარმოიდგინეთ, ჩვენს ზეციერ მამას ისე ვუყვარვართ, რომ არ სურს, ოდესმე ჩვენთან განშორება მოუწიოს. მარადიული სიცოცხლის იმედი გვეხმარება, ნებისმიერ განსაცდელს გავუძლოთ. მტრები მოკვლითაც რომ დაგვემუქრონ, ჩვენ იეჰოვას არ ვუღალატებთ. ვიცით, რომ ერთგულების გამო რომც დავიხოცოთ, იეჰოვა აღგვადგენს და მარადიულ სიცოცხლეს გვიბოძებს (იოან. 5:28, 29; 1 კორ. 15:55—58; ებრ. 2:15). გვჯერა, რომ იეჰოვას შეუძლია მარადიულად გვაცოცხლოს, რადგან თავადაა სიცოცხლის წყარო და მარადიული (ფსალმ. 36:9). ბიბლია ადასტურებს, რომ იეჰოვა ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის იარსებებს (ფსალმ. 90:2; 102:12, 24, 27). w22.12 2 ¶1—3

ხუთშაბათი, 29 თებერვალი

განა ჩამოგვაშორებს რამე ქრისტეს სიყვარულს?! განა ჩამოგვაშორებს მას გასაჭირი, ვაება, დევნა? (რომ. 8:35).

ღვთის ხალხს არ გვიკვირს განსაცდელები, რადგან, როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, „ღვთის სამეფოს დასამკვიდრებლად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევს“ (საქ. 14:22). ჩვენ ისიც გვესმის, რომ ზოგიერთი პრობლემა არ მოგვარდება იმ დრომდე, როცა „აღარ იქნება სიკვდილი, აღარც გლოვა, გოდება და ტკივილი“ (გამოცხ. 21:4). იეჰოვა ყველანაირი განსაცდელისგან არ გვიცავს, მაგრამ მათ ასატანად საჭირო ძალას გვაძლევს. ამ მხრივ საინტერესოა, რა მისწერა მოციქულმა პავლემ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს. ჯერ ჩამოთვალა, რა განსაცდელებს შეხვდნენ ის და მისი თანამსახურები, შემდეგ კი დასძინა: „ჩვენ ყველაფერში სრულად ვიმარჯვებთ მისი წყალობით, ვინც შეგვიყვარა“ (რომ. 8:36, 37). აქედან ნათლად ჩანს, რომ პრობლემების პირისპირაც იეჰოვა ხელს გვიმართავს. w23.01 14 ¶1, 2

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება