საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es24 გვ. 37-47
  • აპრილი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • აპრილი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2024
  • ქვესათაურები
  • ორშაბათი, 1 აპრილი
  • სამშაბათი, 2 აპრილი
  • ოთხშაბათი, 3 აპრილი
  • ხუთშაბათი, 4 აპრილი
  • პარასკევი, 5 აპრილი
  • შაბათი, 6 აპრილი
  • კვირა, 7 აპრილი
  • ორშაბათი, 8 აპრილი
  • სამშაბათი, 9 აპრილი
  • ოთხშაბათი, 10 აპრილი
  • ხუთშაბათი, 11 აპრილი
  • პარასკევი, 12 აპრილი
  • შაბათი, 13 აპრილი
  • კვირა, 14 აპრილი
  • ორშაბათი, 15 აპრილი
  • სამშაბათი, 16 აპრილი
  • ოთხშაბათი, 17 აპრილი
  • ხუთშაბათი, 18 აპრილი
  • პარასკევი, 19 აპრილი
  • შაბათი, 20 აპრილი
  • კვირა, 21 აპრილი
  • ორშაბათი, 22 აპრილი
  • სამშაბათი, 23 აპრილი
  • ოთხშაბათი, 24 აპრილი
  • ხუთშაბათი, 25 აპრილი
  • პარასკევი, 26 აპრილი
  • შაბათი, 27 აპრილი
  • კვირა, 28 აპრილი
  • ორშაბათი, 29 აპრილი
  • სამშაბათი, 30 აპრილი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2024
es24 გვ. 37-47

აპრილი

ორშაბათი, 1 აპრილი

გამონაცადი რწმენა მოთმინებას გამოგიმუშავებთ (იაკ. 1:3).

ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ ვრეაგირებ, როცა რჩევას მაძლევენ? ვაღიარებ შეცდომებს თუ თავის გამართლებას ან სხვისთვის გადაბრალებას ვცდილობ? როცა ბიბლიაში ღვთის ერთგული მსახურების შესახებ კითხულობთ, დაფიქრდით, რით ჰგავს მათი მდგომარეობა თქვენსას, რა მოგწონთ მათში და რაში გინდათ, რომ მიჰბაძოთ. გარდა ამისა, შეგვიძლია კრებაში და-ძმებისგანაც ვისწავლოთ ბევრი რამ, როგორც ახალგაზრდებისგან, ისე ხანში შესულებისგან. დავაკვირდეთ, როგორ უმკლავდებიან ისინი თავ-თავიანთ განსაცდელებს — ზოგი თანატოლების ზეგავლენას, ზოგი ოჯახში წინააღმდეგობას, ზოგიც ჯანმრთელობის პრობლემებს. დავფიქრდეთ, რა თვისებებს ავლენენ ისინი და რაში გვინდა, რომ მივბაძოთ. მათი მაგალითი შეიძლება დაგვეხმაროს პირად პრობლემებთან გამკლავებაში. ნამდვილად სასიხარულოა, რომ ჩვენ ირგვლივ ასეთი სამაგალითო და-ძმები არიან (ებრ. 13:7). w22.04 13 ¶13, 14

სამშაბათი, 2 აპრილი

გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას (საქ. 20:35).

დაფიქრდით, როგორი მადლიერი ვიქნებით, თუ მზრუნველი უხუცესი დროს გამოყოფს, რომ მოგვისმინოს და გვანუგეშოს განსაცდელის დროს. თუ ბიბლიის შესწავლის ჩატარება გვიჭირს, როგორ დავაფასებთ იმ გამოცდილ პიონერს, რომელიც შესწავლაში შემოგვიერთდება და პრაქტიკულ რჩევებს მოგვცემს. ეს და-ძმები სიხარულით გვიწევენ დახმარებას. ჩვენც გამოვცდით მსგავს სიხარულს, თუ სხვებს მზადყოფნით გავუწვდით დახმარების ხელს. თუ თქვენც გინდათ, მეტი გააკეთოთ სხვებისთვის, რა დაგეხმარებათ ამ მიზნის მიღწევაში? ეცადეთ, რომ თქვენი მიზნები ზოგადი არ იყოს. მაგალითად, თუ მიზნად დაისახავთ, რომ კრებაში მეტი აკეთოთ, გაგიჭირდებათ იმის განსაზღვრა, როგორ მიაღწიოთ ამ მიზანს და ვერც იმას დაინახავთ, მიაღწიეთ თუ არა. ამიტომ აჯობებს კონკრეტული, ნათელი მიზნები დაისახოთ. შეგიძლიათ დაწეროთ კიდეც, რა მიზანს ისახავთ და როგორ აპირებთ მის მიღწევას. w22.04 25 ¶12, 13

ოთხშაბათი, 3 აპრილი

მოყვასი საკუთარი თავივით გიყვარდეს (იაკ. 2:8).

იეჰოვა ახლა კრებს „უამრავ ხალხს“ და მათ თავისი სამეფოს ღირსეული ქვეშევრდომობისთვის ამზადებს (გამოცხ. 7:9, 10). დღეს მსოფლიო სიძულვილისა და კონფლიქტების გამოა დაქსაქსული. მაგრამ ისინი, ვისაც იეჰოვა „უამრავ ხალხში“ აერთიანებს, ყველანაირად ცდილობენ, რომ გადალახონ ნებისმიერი ბარიერი, რომელიც ადამიანებს ერთმანეთისგან ყოფს. შეიძლება ითქვას, რომ მათ უკვე დაიწყეს „მახვილებისგან სახნისების“ გამოჭედვა (მიქ. 4:3). ნაცვლად იმისა, რომ შეიარაღებულ კონფლიქტებში მიიღონ მონაწილეობა და სხვებს სიცოცხლე მოუსწრაფონ, ისინი ღმერთსა და მის განზრახვებს აცნობენ ხალხს, რათა მათაც მიეცეთ „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ იმედი (1 ტიმ. 6:19). ღვთის სამეფოს მხარდამჭერები შეიძლება ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობას შეხვდნენ ან ფინანსური ზარალი განიცადონ, თუმცა იეჰოვა მათ მზრუნველობის გარეშე არ დატოვებს (მათ. 6:25, 30—33; ლუკ. 18:29, 30). ეს ყველაფერი იმაში გვარწმუნებს, რომ ღვთის სამეფო რეალურია და ბოლომდე შეასხამს ხორცს ღვთის განზრახვას. w22.12 5 ¶13

ხუთშაბათი, 4 აპრილი

ამინ! მოდი, უფალო იესო! (გამოცხ. 22:20).

ათასი წლის ბოლოს დედამიწაზე ყველა ადამიანი სრულყოფილი იქნება. ადამის ცოდვას ძალა დაეკარგება (რომ. 5:12). ამ ცოდვის კვალიც საბოლოოდ წაიშლება. შესაბამისად, 1 000 წლის ბოლოს გასრულყოფილებული ადამიანები, ასე ვთქვათ, გაცოცხლდებიან (გამოცხ. 20:5). ჩვენ ვიცით, როგორ ცდილობდა სატანა, იესო დათმობაზე წაეყვანა და ეცდუნებინა, მაგრამ უშედეგოდ. იესო ღვთის ერთგული დარჩა. მიჰბაძავენ სრულყოფილი ადამიანები მას, როცა 1 000 წლის ბოლოს უფსკრულიდან გათავისუფლებულ სატანას მათი ცდუნების შესაძლებლობა მიეცემა? იმ დროს ყველას თავად მოუწევს ერთგულების დამტკიცება (გამოცხ. 20:7). ვინც ცდუნებას არ აჰყვება, მარადიულ სიცოცხლესა და ნამდვილ თავისუფლებას მიიღებს (რომ. 8:21). ვინც სატანას შეუერთდება, სამუდამოდ განადგურდება (გამოცხ. 20:8—10). w22.05 19 ¶18, 19

პარასკევი, 5 აპრილი

შენ კი ქუსლს დაუგესლავ (დაბ. 3:15).

ეს წინასწარმეტყველება მაშინ შესრულდა, როცა სატანის მიერ შეგულიანებულმა ებრაელებმა და რომაელებმა ღვთის ძე სიკვდილით დასაჯეს (ლუკ. 23:13, 20—24). ჩვეულებრივ ქუსლზე მიყენებული ჭრილობა ადამიანს გადაადგილების უნარს დროებით უზღუდავს. მსგავსად, „ჭრილობამ“ ანუ სიკვდილმა იესოს მოქმედების უნარი დროებით შეუზღუდა (მათ. 16:21). დაბადების 3:15-ის თანახმად, გველისთვის თავი ქალის შთამომავალს უნდა გაეჭეჭყა, რაც იმას ნიშნავს, რომ იესო უსიცოცხლო მდგომარეობაში არ უნდა დარჩენილიყო. მას, ასე ვთქვათ, უნდა მოეშუშებინა ჭრილობა. ეს ასეც მოხდა. სიკვდილიდან მესამე დღეს იესო მკვდრეთით აღდგა და უკვდავი სულიერი ქმნილება გახდა. ღვთის მიერ დანიშნულ დროს ის „თავს გაუჭეჭყავს“ ანუ ბოლოს მოუღებს სატანას (ებრ. 2:14). მეტიც, ქრისტე და მისი თანამმართველები „გველის შთამომავლობასაც“ ანუ ღვთის დანარჩენ მტრებსაც მოუღებენ ბოლოს (გამოცხ. 17:14; 20:4, 10). w22.07 16 ¶11, 12

შაბათი, 6 აპრილი

ბრძენებთან მოსიარულე თავადაც დაბრძენდება (იგავ. 13:20).

მშობლებო, დაეხმარეთ შვილებს კარგი მეგობრების შერჩევაში. ბიბლიიდან ნათლად ჩანს, რომ მეგობრებს კარგი ან ცუდი გავლენის მოხდენა შეუძლიათ ჩვენზე. მშობლებო, იცნობთ თქვენი შვილების მეგობრებს? როგორ უნდა დაეხმაროთ შვილებს, რომ ღვთის მოყვარულებს შორის შეიძინონ მეგობრები? (1 კორ. 15:33). თუ ოჯახში სულიერად მოაზროვნე და-ძმებს დაპატიჟებთ ხოლმე, შვილებს კარგი მეგობრების პოვნაში დაეხმარებით (ფსალმ. 119:63). ერთი მამა, ტონი, გვიყვება: „წლების განმავლობაში სახლში ვეპატიჟებოდით სხვადასხვა ასაკის და-ძმებს. ისინი ჩვენთან ერთად სადილობდნენ და ოჯახურ თაყვანისცემაშიც გვიერთდებოდნენ. ეს ძალიან კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ გაიცნო და დაუახლოვდე მათ, ვინც იეჰოვას სიხარულით ემსახურება. მათმა გამოცდილებამ, შემართებამ და თავდადებამ დიდი გავლენა მოახდინა ჩვენს შვილებზე და იეჰოვასთან დაახლოებაში დაეხმარა“. w22.05 29, 30 ¶14, 15

კვირა, 7 აპრილი

ყველაფერი, რასაც დედამიწაზე შეკრავთ, ზეცაში უკვე შეკრული იქნება (მათ. 18:18).

როცა უხუცესები შემცოდველს ხვდებიან, მათი მიზანია, ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, რომელიც ეთანხმება ზეცაში უკვე მიღებულ გადაწყვეტილებას. როგორ ემსახურება ეს კრების კეთილდღეობას? ასეთი ღონისძიების წყალობით კრებაში ვერ დარჩებიან მოუნანიებელი შემცოდველები, რომლებმაც შეიძლება ზიანი მიაყენონ იეჰოვას ძვირფას ცხვარს (1 კორ. 5:6, 7, 11—13; ტიტ. 3:10, 11). ამასთანავე, ამან შეიძლება შემცოდველი აღძრას, რომ მოინანიოს და იეჰოვას მიმტევებლობით ისარგებლოს (ლუკ. 5:32). უხუცესები ილოცებენ მომნანიებელი შემცოდველისთვის და იეჰოვას სთხოვენ, რომ მას სულიერად გამოჯანსაღებაში დაეხმაროს (იაკ. 5:15). დავუშვათ, შემცოდველთან უხუცესების შეხვედრის დროს გაირკვევა, რომ ის არ ინანიებს. ასეთ შემთხვევაში ის გაირიცხება კრებიდან. თუ მოგვიანებით შემცოდველი გონს მოეგება, გულწრფელად მოინანიებს და მობრუნდება, იეჰოვა მზად არის, აპატიოს (ლუკ. 15:17—24). და ეს ასე იქნება, თუნდაც მას სერიოზული ცოდვები ჰქონდეს ჩადენილი (2 მატ. 33:9, 12, 13; 1 ტიმ. 1:15). w22.06 9 ¶5, 6

ორშაბათი, 8 აპრილი

იფხიზლეთ და გეღვიძოთ! თქვენი მტერი, ეშმაკი, დაძრწის როგორც მბრდღვინავი ლომი და ეძებს, ვინ გადაყლაპოს (1 პეტ. 5:8).

იეჰოვას დახმარებით მთელ მსოფლიოში ჩვენი და-ძმები წარმატებით უმკლავდებიან სირთულეებს და წინააღმდეგობას უწევენ ეშმაკს (1 პეტ. 5:9). ამას თქვენც შეძლებთ. ძალიან მალე იეჰოვას მითითებით იესო და მისი თანამმართველები მოსპობენ „ეშმაკის საქმეებს“ (1 იოან. 3:8). ამის შემდეგ დედამიწაზე ღვთის თაყვანისმცემლებს აღარაფერი შეაშინებთ და აღარც არაფერი შეაძრწუნებთ (ეს. 54:14; მიქ. 4:4). მაგრამ სანამ ეს დრო დადგება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ-ჩვენი შიშის დასაძლევად. უნდა განვიმტკიცოთ იმის რწმენა, რომ იეჰოვას უყვარს თავისი მსახურები და მზად არის მათ დასაცავად. თუ ვიფიქრებთ და სხვებთან ვისაუბრებთ იმაზე, როგორ იცავდა იეჰოვა თავის მსახურებს წარსულში, რწმენა განგვიმტკიცდება. ამასთანავე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პირადად ჩვენ როგორ გადაგვატანინა იეჰოვამ რთული სიტუაციები. მისი დახმარებით შევძლებთ შიშის დაძლევას (ფსალმ. 34:4). w22.06 19 ¶19, 20

სამშაბათი, 9 აპრილი

ქვა . . . ქანდაკებას დაეცა რკინისა და თიხის ტერფებზე (დან. 2:34).

წინასწარმეტყველების თანახმად, რკინისა და თიხის ტერფებით წარმოდგენილი იმპერია ბოლო მსოფლიო იმპერია იქნებოდა, რომელიც ღვთის მმართველობას დაუპირისპირდებოდა. ამ იმპერიამ არსებობა პირველი მსოფლიო ომის დროს დაიწყო, როცა ბრიტანეთმა და შეერთებულმა შტატებმა მჭიდრო კავშირი შეკრეს და, ასე ვთქვათ, ინგლის-ამერიკის ალიანსი შექმნეს. როგორც წინასწარმეტყველებიდან ვიგებთ, ამ იმპერიას განმასხვავებელი ნიშნები ექნებოდა სხვა იმპერიებისგან. წინა იმპერიებისგან განსხვავებით ინგლის-ამერიკა ერთიანი ლითონის სახით კი არ არის წარმოდგენილი, არამედ რკინისა და თიხის ნაზავით. თიხა „კაცთა მოდგმას“ ანუ უბრალო ხალხს განასახიერებს (დან. 2:43). უბრალო ხალხი არჩევნების, სამოქალაქო უფლებებისთვის წარმოებული კამპანიების, მასობრივი პროტესტებისა თუ პროფკავშირების მეშვეობით გასაქანს არ აძლევს ამ იმპერიას, რომ ბოლომდე გაატაროს თავისი პოლიტიკა. w22.07 4, 5 ¶9, 10

ოთხშაბათი, 10 აპრილი

ჩემი საჭმელი ის არის, რომ შევასრულო ჩემი გამომგზავნელის ნება (იოან. 4:34).

თავს ხომ არ იკავებთ ნათლობისგან? ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ და დაფიქრდით: ღირს კი ნათლობის გადადება? (საქ. 8:36). გაიხსენეთ, რა შედარება მოიყვანა ერთხელ იესომ. მან ღვთის ნების შესრულება საჭმელს შეადარა. როგორც ჯანსაღი საკვებია სასარგებლო ჩვენთვის, ისეა ღვთის ნების შესრულებაც. იესომ კარგად იცოდა, რომ იეჰოვა ჩვენდა საზიანოდ არაფერს მოგვთხოვს. ერთ-ერთი მოთხოვნა კი სწორედ ნათლობაა (საქ. 2:38). გჯეროდეთ, ღვთის ამ მითითების მორჩილება სანანებელი არასდროს გაგიხდებათ. თუ ჯანსაღ და გემრიელ საკვებზე არ იტყვით უარს, მით უმეტეს რატომ უნდა თქვათ უარი ღვთის ნების შესრულებაზე, რაშიც მონათვლაც შედის?! ზოგი თვლის, რომ ჯერ არ არის ნათლობისთვის მზად და ამიტომ თავს იკავებს ამ ნაბიჯის გადადგმისგან. ფაქტია, ღვთისთვის თავის მიძღვნა და ნათლობა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია. ამიტომ ამ ნაბიჯის გადადგმამდე დრო, დაფიქრება და საგულდაგულოდ მომზადებაა საჭირო. w23.03 7 ¶18—20

ხუთშაბათი, 11 აპრილი

შთამომავალი . . . ქრისტეა (გალ. 3:16).

დაახლოებით 30 წლის ასაკში იესო ღვთის ცხებული ძეც გახდა და შესაბამისად „ქალის შთამომავლობის“ მთავარი წარმომადგენელიც. სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ღმერთმა მას „დიდებისა და პატივის გვირგვინი“ დაადგა და მთელი ძალაუფლება უბოძა ზეცაში თუ დედამიწაზე, მათ შორის ძალაუფლება „ეშმაკის საქმეების მოსასპობად“ (ებრ. 2:7; მათ. 28:18; 1 იოან. 3:8). „ქალის შთამომავლობის“ სხვა წარმომადგენლებიც უნდა გამოჩენილიყვნენ, რაც კარგად ჩანს მოციქული პავლეს სიტყვებიდან, რომლებიც მან ებრაელ და არაებრაელ ცხებულ ქრისტიანებს მისწერა: „თუკი ქრისტესნი ხართ, ნამდვილად აბრაამის შთამომავლები ხართ და, დანაპირების თანახმად, მემკვიდრეები“ (გალ. 3:28, 29). როცა იეჰოვა ქრისტიანს წმინდა სულს სცხებს, ისიც „ქალის შთამომავალი“ ხდება. ასე რომ, „ქალის შთამომავლობას“ იესო ქრისტე და მისი 144 000 თანამმართველი შეადგენენ (გამოცხ. 14:1). ისინი თავიანთი ზეციერი მამის, იეჰოვას, ღირსეული შვილები არიან. w22.07 16 ¶8, 9

პარასკევი, 12 აპრილი

სიცოცხლე მომძულდა, აღარ მინდა ცხოვრება (იობ. 7:16).

ჩვენ ბოლო დღეებში გვიწევს ცხოვრება, ამიტომ განსაცდელები გარდაუვალია (2 ტიმ. 3:1). თუ განსაცდელი განსაცდელს მიჰყვა ან ერთდროულად რამდენიმე განსაცდელი დაგვატყდა თავს, შეიძლება ძალიან მძიმე ემოციურ მდგომარეობაში აღმოვჩნდეთ. მაგრამ გვახსოვდეს, რომ იეჰოვა თვალყურს გვადევნებს და მისი დახმარებით ყველანაირ განსაცდელს გავუმკლავდებით. დაფიქრდით, როგორ დაეხმარა იეჰოვა თავის ერთგულ მსახურ იობს, რომელსაც მოკლე დროში ზედიზედ არაერთი უბედურება დაატყდა თავს. მან ერთ დღეში დაკარგა მთელი თავისი საქონელი, დაიხოცნენ მისი მსახურები და რაც ყველაზე უარესია, მისი საყვარელი შვილები (იობ. 1:13—19). ჯერ კიდევ მომხდარით გაოგნებულ იობს საშინელი სენი შეეყარა (იობ. 2:7). იეჰოვა თვალყურს ადევნებდა ყველაფერს, რაც იობის თავს ხდებოდა. ის სიყვარულით დაეხმარა იობს, რომ აეტანა განსაცდელები და ერთგული დარჩენილიყო. w22.08 11 ¶8—10

შაბათი, 13 აპრილი

იეჰოვა იმის აღზრდაზე ზრუნავს, ვინც უყვარს (ებრ. 12:6).

აღმზრდელობითი ზომები ზოგჯერ მტკივნეულია. შეიძლება თავი შევიცოდოთ და ჩავთვალოთ, რომ ამას არ ვიმსახურებდით და ზედმეტად მკაცრად მოგვექცნენ. ასეთ შემთხვევაში მხედველობიდან გამოგვრჩება ყველაზე მთავარი, კერძოდ ის, რომ აღმზრდელობითი ზომები იეჰოვას სიყვარულის მაჩვენებელია (ებრ. 12:5, 11). ამიტომ თავი დაიმდაბლეთ და მოახდინეთ საჭირო ცვლილებები. იესოს არაერთხელ მოუწია პეტრესთვის სხვა მოციქულების წინაშე შენიშვნის მიცემა (მარ. 8:33; ლუკ. 22:31—34). ამის მოსმენა პეტრესთვის ადვილი არ იქნებოდა, მაგრამ ამის გამო იესოსთვის ზურგი არ შეუქცევია. მან თავი დაიმდაბლა და გაითვალისწინა იესოს შენიშვნა. იეჰოვამაც დაუფასა პეტრეს ერთგულება და კრებაში ბევრი საპასუხისმგებლო დავალება მიანდო (იოან. 21:15—17; საქ. 10:24—33; 1 პეტ. 1:1). თუ უხერხულობის გრძნობას გადავლახავთ, თავს დავიმდაბლებთ და საჭირო ცვლილებებს მოვახდენთ, ეს ჩვენც წაგვადგება და სხვებსაც. თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვასაც და ჩვენს და-ძმებსაც უფრო მეტად გამოვადგებით. w22.11 21, 22 ¶6, 7

კვირა, 14 აპრილი

შესწირე [ისაკი] დასაწვავ მსხვერპლად (დაბ. 22:2).

აბრაამმა იციდა, რომ იეჰოვა არასდროს მოიქცეოდა უმოწყალოდ და უსამართლოდ. როგორც მოგვიანებით პავლე მოციქულმა აღნიშნა, აბრაამს სჯეროდა, რომ ღმერთს ისაკის მკვდრეთით აღდგენაც შეეძლო (ებრ. 11:17—19). იეჰოვასაც ხომ ნათქვამი ჰქონდა, რომ ისაკისგან წარმოიშობოდა დიდი ერი, არადა იმ დროს ისაკს არც ცოლი ჰყავდა და არც შვილი. რახან აბრაამს უყვარდა იეჰოვა, სჯეროდა კიდეც, რომ ის უსამართლოდ არასდროს მოიქცეოდა. ასე რომ, ძალიან რთულიც რომ ყოფილიყო, ის რწმენით ემორჩილებოდა ღმერთს (დაბ. 22:1—12). როგორ მივბაძოთ აბრაამს? უკეთ გავიცნოთ იეჰოვა, რომ უფრო დავუახლოვდეთ მას და მეტად შევიყვაროთ (ფსალმ. 73:28). შესაბამისად, ჩვენს გადაწყვეტილებებსაც დაეტყობა, რომ კარგად გვესმის იეჰოვას თვალსაზრისი კარგსა და ცუდზე (ებრ. 5:14). ცუდ საქმეშიც ადვილად ვერავინ აგვიყოლიებს. ჩვენ აზრადაც არ მოგვივა ისეთი რამის გაკეთება, რითაც გულს ვატკენდით იეჰოვას და მასთან ურთიერთობას გავიფუჭებდით. w22.08 28, 29 ¶11, 12

ორშაბათი, 15 აპრილი

წუხილი კაცს გულს უმძიმებს, ტკბილი სიტყვა კი გულს უხალისებს (იგავ. 12:25).

ლისტრაში, იკონიონსა და ანტიოქიაში დაბრუნების შემდეგ მოციქულმა პავლემ და ბარნაბამ „თითოეულ კრებაში უხუცესები დანიშნეს“ (საქ. 14:21—23). ეჭვგარეშეა, ეს უხუცესები თავ-თავიანთ კრებებს გაამხნევებდნენ. დღესაც უხუცესები იმავეს აკეთებენ. უხუცესებო, მხედველობიდან არ გამოგრჩეთ ის და-ძმები, რომლებსაც თქვენი „ტკბილი სიტყვა“ სჭირდებათ. პავლემ შეახსენა თანამორწმუნეებს, რომ იეჰოვას ძალით „მოწმეთა დიდმა ლაშქარმა“ არაერთ სირთულეს გაუძლო (ებრ. 12:1). პავლეს კარგად ესმოდა, რომ ღვთის მსახურების მაგალითებს შეეძლო მხნეობა შეემატებინა და-ძმებისთვის და დახმარებოდა, მზერა ყოველთვის „ცოცხალი ღვთის ქალაქისკენ“ ჰქონოდათ მიპყრობილი (ებრ. 12:22). ჩვენც გვამხნევებს იმის წაკითხვა, როგორ დაეხმარა იეჰოვა გედეონს, ბარაკს, დავითს, სამუელსა თუ სხვებს (ებრ. 11:32—35). w22.08 21, 22 ¶5, 6

სამშაბათი, 16 აპრილი

თითოეული თავისი საქმეებისამებრ გასამართლდა (გამოცხ. 20:13).

რომელი საქმეების მიხედვით გასამართლდებიან მკვდრეთით აღმდგრები? რაც სიკვდილამდე უკეთებიათ? არა, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, სიკვდილით მათი ცოდვები წაიშალა. ასე რომ, ამაში სიკვდილამდე გაკეთებული საქმეები კი არა, ის საქმეები იგულისხმება, რომლებსაც ისინი ახალ ქვეყნიერებაში ღვთისგან დამოძღვრის შემდეგ გააკეთებენ. თუკი ისეთი ღვთისმოშიში მამაკაცებიც კი, როგორებიც იყვნენ ნოე, სამუელი, დავითი და დანიელი, უნდა გაეცნონ იესო ქრისტეს და ირწმუნონ, რომ მის მსხვერპლს გამოსყიდვის ძალა აქვს, მით უმეტეს „უმართლოებს“ მოუწევთ ამის გაკეთება! რა ელის მათ, ვინც ხელიდან გაუშვებს ღვთისგან ბოძებულ შესანიშნავ შესაძლებლობას? გამოცხადების 20:15-ში ვკითხულობთ: „ცეცხლის ტბაში ისინიც ჩაყარეს, ვინც სიცოცხლის წიგნში არ იყვნენ ჩაწერილნი“. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი სამუდამოდ განადგურდებიან. ამიტომ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენი სახელი ჩაიწეროს „სიცოცხლის წიგნში“ და არასდროს ამოიშალოს იქიდან. w22.09 19 ¶17—19

ოთხშაბათი, 17 აპრილი

სუფთა სინდისი გქონდეთ ღვთისა და კაცთა წინაშე (საქ. 24:16).

ხშირ შემთხვევაში, როცა საქმე ჯანმრთელობაზე და მკურნალობაზე მიდგება, ბიბლიით განსწავლულმა სინდისმა უნდა გვიკარნახოს, როგორ მოვიქცეთ (1 ტიმ. 3:9). ამ საკითხებზე სხვებთან მსჯელობისას კარგი იქნება, თუ გავითვალისწინებთ ფილიპელების 4:5-ში ჩაწერილ პრინციპს: „ყველამ დაინახოს თქვენი გონიერება“. გონიერება დაგვეხმარება, რომ მხოლოდ ჯანმრთელობის საკითხებზე არ ვიყოთ კონცენტრირებული. ჩვენ გვიყვარს და პატივს ვცემთ და-ძმებს იმისდა მიუხედავად, ემთხვევა თუ არა ჩვენი გადაწყვეტილებები ამ საკითხში (რომ. 14:10—12). იეჰოვასადმი ჩვენს მადლიერებას იმით გამოვხატავთ, თუ გავუფრთხილდებით სიცოცხლეს და საუკეთესოს გავიღებთ ღვთისთვის (გამოცხ. 4:11). მართალია, დღეს ავადმყოფობა და კრიტიკული სიტუაციები ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, მაგრამ ვიცით, რომ ეს არ ყოფილა შემოქმედის ჩანაფიქრი. მალე ის ბოლოს მოუღებს ტკივილსა და სიკვდილს და უსასრულოდ გვაცოცხლებს (გამოცხ. 21:4). მანამდე კი, მოდი გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და ვემსახუროთ ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას, იეჰოვას! w23.02 25 ¶17, 18

ხუთშაბათი, 18 აპრილი

გაიყო შენი სამეფო და მიდიელებსა და სპარსელებს გადაეცა (დან. 5:28).

იეჰოვამ არაერთხელ დაამტკიცა, რომ მისი ძალაუფლება აღემატება ნებისმიერი ხელისუფლების ძალაუფლებას (რომ. 13:1). მოვიყვანოთ ამის სამი მაგალითი. ეგვიპტის ფარაონს დამონებული ჰყავდა იეჰოვას ხალხი და არ სურდა მათი გათავისუფლება. მაგრამ იეჰოვამ გაათავისუფლა თავისი ხალხი, ფარაონი და მისი ჯარი კი წითელ ზღვაში დაასამარა (გამ. 14:26—28; ფსალმ. 136:15). ბაბილონის მეფე ბელშაცარი გაუმედიდურდა ზეციერ უფალს და თავის გამართულ ნადიმზე მის ნაცვლად ვერცხლისა და ოქროს ღმერთებს ასხამდა ხოტბას (დან. 5:22, 23). მაგრამ იეჰოვამ დაამცირა ეს მედიდური მეფე. ის იმავე ღამეს მოკლეს, მისი სამეფო კი მიდიელებსა და სპარსელებს გადაეცა (დან. 5:30, 31). პალესტინის მეფე ჰეროდე აგრიპა I-მა ჯერ მოციქული იაკობი მოაკვლევინა, შემდეგ კი მოციქული პეტრე დააპატიმრა იმ მიზნით, რომ მოგვიანებით ისიც სიკვდილით დაესაჯა. მაგრამ ჰეროდეს ეს არ დასცალდა. „ის იეჰოვას ანგელოზმა დასცა“ და მანაც სული განუტევა (საქ. 12:1—5, 21—23). w22.10 15 ¶12

პარასკევი, 19 აპრილი

მოგისმენთ (იერ. 29:12).

ღვთის მოსმენის საშუალება მისი სიტყვის კითხვითა და გაანალიზებით გვეძლევა. როცა ვიგებთ, როგორ იზრუნა იეჰოვამ წარსულში თავის ერთგულ მსახურებზე, იმედი უფრო გვიმტკიცდება. რაც ღვთის სიტყვაში ჩაიწერა, „ჩვენ სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებითა და წმინდა წერილებიდან მიღებული ნუგეშით გვქონდეს იმედი“ (რომ. 15:4). გახსოვდეთ, როგორ შეასრულა იეჰოვამ წარსულში თავისი დაპირებები. მაგალითად, გავიხსენოთ, რას დაჰპირდა ის მოხუცებულ აბრაამსა და სარას. ღვთის დაპირების თანახმად, მათ ვაჟი შეეძინებოდათ (დაბ. 18:10). როგორ შეხვდა აბრაამი ამ ერთი შეხედვით არარეალურ დაპირებას? როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, მას „სწამდა, რომ მრავალი ხალხის მამა გახდებოდა“ (რომ. 4:18). აბრაამს სჯეროდა, რომ იეჰოვა მოლოდინს არ გაუცრუებდა, და ასეც მოხდა (რომ. 4:19—21). ეს თუ სხვა შემთხვევები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ ყოველთვის შეგვიძლია ვენდოთ იეჰოვას დაპირებებს. w22.10 27 ¶13, 14

შაბათი, 20 აპრილი

შენი თვალით დაინახავ შენს დიდებულ მოძღვარს (ეს. 30:20).

ეს სიტყვები მაშინ შესრულდა, როცა გადასახლებული ებრაელები სამშობლოში დაბრუნდნენ. როგორც დიდებულმა მოძღვარმა, იეჰოვამ არ დატოვა ხალხი მითითებების გარეშე და მათ წმინდა თაყვანისმცემლობის აღდგენაში დაეხმარა. ბედნიერები ვართ, რადგან იეჰოვა ჩვენთვისაც დიდებული მოძღვარია! ესაია, ფაქტობრივად, მოწაფეებს გვადარებს, რომლებსაც დიდებული მოძღვარი იეჰოვა ასწავლის. წინასწარმეტყველი ამბობს: „შენი თვალით დაინახავ შენს დიდებულ მოძღვარს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენი მოძღვარი, ასე ვთქვათ, ჩვენ წინ დგას და გვასწავლის. იეჰოვა თავის ორგანიზაციას იყენებს ჩვენ დასამოძღვრავად. მართლაც, რამდენ ნათელ მითითებას ვიღებთ მისი ორგანიზაციის მეშვეობით კრების შეხვედრებზე, ამასთანავე პუბლიკაციებით, ყოველთვიური მაუწყებლობითა და სხვა მრავალი საშუალებით. ეს ყველაფერი, ისევ და ისევ, განსაცდელის დროს სიხარულის შენარჩუნებაში გვეხმარება. w22.11 10 ¶8, 9

კვირა, 21 აპრილი

რა იქნება . . . იმის ნიშანი, რომ ქვეყნიერების ბოლო დადგა? (მათ. 24:3).

აღსასრულთან დაკავშირებული შეკითხვის პასუხად იესომ არა მხოლოდ იუდეველთა სისტემის ბოლოზე ისაუბრა, არამედ ქვეყნიერების ბოლოზეც, იმ ქვეყნიერებისა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ: „მამის გარდა არავინ იცის, როდის დადგება ის დღე და საათი — არც ანგელოზებმა ზეცაში და არც ძემ“. ამიტომაც მოუწოდა მოწაფეებს სიფხიზლისკენ (მარ. 13:32—37). პირველი საუკუნის ებრაელ ქრისტიანებს უნდა ეფხიზლათ, რადგან ამაზე მათი სიკვდილ-სიცოცხლე იყო დამოკიდებული. აი რა უთხრა იესომ თავის მიმდევრებს: „როცა დაინახავთ იერუსალიმს, დაბანაკებული ჯარით გარშემორტყმულს, იცოდეთ, რომ მისი გაპარტახება მოახლოებულია“. ამის დანახვაზე მათ ყურად უნდა ეღოთ იესოს გაფრთხილება და მთებში გაქცეულიყვნენ (ლუკ. 21:20, 21). ვინც ასე მოიქცა, გადარჩა, როცა რომაელებმა იერუსალიმი მიწასთან გაასწორეს. ჩვენ ბოროტი ქვეყნიერების ბოლო დღეებში ვცხოვრობთ. ამიტომ უნდა გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ. w23.02 14 ¶1, 2; 16 ¶3

ორშაბათი, 22 აპრილი

იეჰოვა, ჭეშმარიტების ღმერთი (ფსალმ. 31:5).

იეჰოვა თავის მსახურებს პატიოსნებასა და სამართლიანი ნორმებით ცხოვრებას ასწავლის, რაც მათ ღირსებას უმაღლებს და შინაგან სიმშვიდეს ჰგვრის (იგავ. 13:5, 6). ალბათ ბიბლიის შესწავლის პროცესში თქვენც საკუთარ თავზე გამოსცადეთ ეს და დარწმუნდით, რომ იეჰოვას ადამიანებისთვის ყოველთვის საუკეთესო სურს (ფსალმ. 77:13). ამან კი ალბათ იმის სურვილი გაგიჩინათ, რომ სიმართლის მხარე დაგეკავებინათ (მათ. 6:33). თქვენ გსურთ, რომ ხმა აიმაღლოთ სიმართლის დასაცავად და გააბათილოთ იეჰოვაზე გავრცელებული სიცრუე. როგორ შეგიძლიათ ამის გაკეთება? თქვენი ცხოვრების კურსმა უნდა ცხადყოს, რომ ყურს არ უგდებთ სატანის სიცრუეს, ჭეშმარიტების მხარეს დგახართ, იეჰოვას თქვენს უზენაეს მმართველად აღიარებთ და იმის კეთება გსურთ, რასაც ის სწორად მიიჩნევს. როგორ ირჩევს ადამიანი ცხოვრების ასეთ კურსს? ის ლოცვაში თავს უძღვნის ღმერთს და მიძღვნის ნიშნად საჯაროდ ინათლება, რისკენაც სიმართლისა და ჭეშმარიტების სიყვარული უბიძგებს. w23.03 3 ¶4, 5

სამშაბათი, 23 აპრილი

ნურც აფორიაქდებით და ნურც შიში შეგიპყრობთ (იოან. 14:27).

არსებობს მშვიდობა, რომლის შესახებაც ამ ქვეყნიერებას წარმოდგენაც კი არ აქვს. ეს არის „ღვთის მშვიდობა“, ანუ შინაგანი სიმშვიდე, რომელიც ჩვენს ზეციერ მამასთან, „მშვიდობის ღმერთთან“ ახლო ურთიერთობის შედეგად გვეუფლება (1 თეს. 5:23). ღვთის მშვიდობა თავს უსაფრთხოდ გვაგრძნობინებს (ფილ. 4:6, 7). ეს მშვიდობა მათთანაც გვაახლოებს, ვისაც ჩვენ მსგავსად ღმერთი უყვარს. როცა ვეცნობით, ვენდობით და ვემორჩილებით ჩვენს მამას, „ღვთის მშვიდობა“ გვეუფლება, თუნდაც რთულ სიტუაციაში ვიყოთ. შესაძლებელია, რომ ღვთის მშვიდობა დაგვეუფლოს ეპიდემიის, სტიქიის, სამოქალაქო არეულობის ან დევნის დროს? ჩვეულებრივ, ადამიანს ასეთ დროს შიში იპყრობს. მრავალმა და-ძმამ გაითვალისწინა დღევანდელ მუხლში ჩაწერილი იესოს ეს რჩევა. იეჰოვას დახმარებით მათ ღვთის მშვიდობა არ დაუკარგავთ ურთულეს სიტუაციებშიც კი. w22.12 16 ¶1, 2

ოთხშაბათი, 24 აპრილი

წმინდა სულით აენთეთ. გულმოდგინედ ემსახურეთ იეჰოვას (რომ. 12:11).

ცხოვრებაში ყველაფერი ისე არ ხდება, როგორც ჩვენ გვინდა. არ უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი დავალება განსაზღვრავს იმას, რამდენად ძვირფასი ვიქნებით იეჰოვას თვალში და არც ის ღირს, რომ სულ მუდამ სხვების დავალებებს შევნატროდეთ (გალ. 6:4). აჯობებს იმაზე ვიფიქროთ, ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იეჰოვასთვის და და-ძმებისთვის. თუ ცხოვრებას არ გაირთულებთ და მოერიდებით არასაჭირო ვალებს, უფრო ადვილად შეძლებთ მსახურების გაფართოებას. შედარებით დიდი მიზნების მისაღწევად თანდათანობით გადადგით ნაბიჯები. მაგალითად, თუ პიონერად მსახურება გინდათ, შეგიძლიათ მანამდე განუსაზღვრელი ვადით დამხმარე პიონერობა მოსინჯოთ. თუ კრებაში მომსახურეობა გსურთ, ეცადეთ, მეტი დრო დაუთმოთ მსახურებას. შეძენილი გამოცდილება მომავალში ახალი დავალებების შესრულებაში დაგეხმარებათ. ეცადეთ, რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ყველაფერი გულმოდგინედ აკეთოთ. w22.04 26 ¶16, 17

ხუთშაბათი, 25 აპრილი

მიყვარს იეჰოვა, რადგან ისმენს იგი ჩემს ხმას, როცა შველას ვთხოვ (ფსალმ. 116:1).

იეჰოვა გვეხმარება, გავუმკლავდეთ ცხოვრებისეულ სირთულეებს და სიხარული არ დავკარგოთ მსახურებაში. როცა მას ჩვენს საწუხარს ვუმხელთ, პირველი, რასაც აკეთებს, ისაა, რომ მოთმინების ძალას გვაძლევს. შეიძლება ჩვენი მოლოდინი არ გამართლდეს და პრობლემა მალევე არ მოგვარდეს. განსაკუთრებით ამ დროს უნდა ვთხოვოთ იეჰოვას გამუდმებით, რომ მოთმინების ძალა მოგვცეს. იეჰოვას სურს, რომ ასე მოვიქცეთ. ეს კარგად ჩანს ესაიას სიტყვებიდან: „ნურც [იეჰოვას] მოასვენებთ“ (ეს. 62:7). ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი დაჟინებული ლოცვებით, ასე ვთქვათ, მოსვენება არ უნდა მივცეთ იეჰოვას. ეს სიტყვები რაღაცით ლუკას 11:8—10, 13-ში ჩაწერილ იესოს სიტყვებს გვაგონებს. ქრისტე მოგვიწოდებს, რომ ლოცვაში ვითხოვოთ წმინდა სული. შეგვიძლია ღმერთს სწორი გადაწყვეტილებების მისაღებადაც ვთხოვოთ დახმარება. w22.11 8 ¶1; 9 ¶6, 7

პარასკევი, 26 აპრილი

ღვთის სამეფოს დასამკვიდრებლად მრავალი გასაჭირის გადატანა მოგვიწევს (საქ. 14:22).

დღესვე მოემზადეთ მთელი ოჯახი დევნებისთვის. მაინცდამაინც ყველაზე ცუდ სცენარს ნუ წარმოიდგენთ. აჯობებს, იეჰოვასთან განიმტკიცოთ ურთიერთობა და ამაში შვილებსაც დაეხმაროთ. თუ შიშის გრძნობა დაგეუფლებათ, გული გადმოუღვარეთ იეჰოვას (ფსალმ. 62:7, 8). მთელმა ოჯახმა ერთად იმსჯელეთ იმ მიზეზებზე, რატომ უნდა მიენდოთ იეჰოვას. თუ თქვენი შვილები დაინახავენ, რომ წინასწარ ემზადებით მოსალოდნელი მოვლენებისთვის და ენდობით იეჰოვას, ისინიც შეინარჩუნებენ სიმშვიდეს და არ შეშინდებიან. ღვთის მშვიდობა თავს უსაფრთხოდ გვაგრძნობინებს (ფილ. 4:6, 7). მისი წყალობით იეჰოვა სიმშვიდეს გვგვრის ეპიდემიის, სტიქიური უბედურებისა თუ დევნის დროს. ის გამრჯე უხუცესების მეშვეობით ზრუნავს ჩვენზე. იეჰოვა ყველას გვაძლევს საშუალებას, რომ ერთმანეთს შევეხიდოთ. ღვთისგან ბოძებული მშვიდობა გვეხმარება, გაბედულად შევხვდეთ მომავალ განსაცდელებს, მათ შორის „დიდ გასაჭირს“ (მათ. 24:21). w22.12 27 ¶17, 18

შაბათი, 27 აპრილი

მე მოვედი არა მართალთა, არამედ ცოდვილთა მოსახმობად (მათ. 9:13).

ყველანაირად უნდა ვეცადოთ, მოვიშოროთ დანაშაულის გრძნობა, რომელიც შეიძლება წარსულში ჩადენილი სერიოზული ცოდვის გამო გვაწუხებს. მეორე მხრივ, არც ის გვინდა, განზრახ ჩავიდინოთ ცოდვა იმ იმედით, რომ გამოსასყიდის საფუძველზე ღმერთი გვაპატიებს (ებრ. 10:26—31). უნდა გვჯეროდეს, რომ თუკი გულწრფელად მოვინანიეთ, იეჰოვასგან დახმარება მივიღეთ და გამოსწორების გზას დავადექით, ეს იმას ნიშნავს, რომ მან დიდსულოვნად გვაპატია (ეს. 55:7; საქ. 3:19). ქრისტეს გამოსასყიდს ნამდვილად შეუძლია გადაფაროს ჩვენი ცოდვები და სამოთხისებურ პირობებში ცხოვრების შესაძლებლობა მოგვცეს. სამოთხეში ცხოვრება არასდროს მოგვბეზრდება. ყოველთვის გვექნება კმაყოფილების მომგვრელი სამუშაო. გარდა ამისა, ბევრი საინტერესო ადამიანის გაცნობის შესაძლებლობა მოგვეცემა. ყველაზე კარგი კი ის იქნება, რომ დღითი დღე უკეთ გავეცნობით ზეციერ მამას და გავიხარებთ ყველაფრით, რასაც ჩვენთვის გააკეთებს. სულ უფრო მეტს გავიგებთ მასზე და მის შემოქმედებაზე. w22.12 13 ¶17, 19

კვირა, 28 აპრილი

მტრობას ჩამოვაგდებ შენსა და ქალს შორის (დაბ. 3:15).

დაბადების 3:15-ში მოხსენიებული ქალი ევა ვერ იქნებოდა, რადგან წინასწარმეტყველების თანახმად, ქალის შთამომავალს გველისთვის თავი უნდა გაეჭეჭყა. გველი სულიერი ქმნილება, სატანაა. ასე რომ, ევას ვერც ერთი ცოდვილი შთამომავალი სულიერ ქმნილებას თავს ვერ გაუჭეჭყავდა. მაშ, ვის განასახიერებს „ქალი“? „ქალის“ ვინაობასაც ბიბლიის ბოლო წიგნი „გამოცხადება“ გვიმხელს (გამ. 12:1, 2, 5, 10). მასში აღწერილ ქალს ფეხქვეშ მთვარე აქვს და თავზე 12 ვარსკვლავისგან დამზადებული გვირგვინი ადგას, ამიტომ ის ჩვეულებრივი ქალი ვერ იქნება. მისი ნაშობი ვაჟიც არ არის ჩვეულებრივი ბავშვი, რადგან ის ღვთის სამეფოს განასახიერებს. ვინაიდან ეს სამეფო ზეციერია, „ქალის“ ადგილსამყოფელიც ზეცაში უნდა იყოს. ასე რომ, „ქალი“ განასახიერებს იეჰოვას ორგანიზაციის ზეციერ ნაწილს, რომელიც ღვთის ერთგული სულიერი ქმნილებებისგან შედგება (გალ. 4:26). როგორც ბიბლიიდან ვიგებთ, „ქალის“ შთამომავლობის მთავარი წარმომადგენელი აბრაამის საგვარეულო ხაზიდან უნდა მოსულიყო (დაბ. 22:15—18). w22.07 15, 16 ¶6—8

ორშაბათი, 29 აპრილი

მიიღეთ ის არა როგორც ადამიანის სიტყვა, არამედ როგორც სინამდვილეშია — როგორც ღვთის სიტყვა (1 თეს. 2:13).

იეჰოვამ თავისი სიტყვა, ბიბლია, სიბრძნის საგანძურად აქცია. ბიბლიური რჩევების გამოყენებამ არაერთი ადამიანის ცხოვრება შეცვალა უკეთესობისკენ. როცა ბიბლიის პირველი წიგნები იწერებოდა, მოსემ ღვთის რჩეულ ხალხს, ისრაელს, უთხრა: „ეს არ არის უბრალო სიტყვები, ის თქვენს სიცოცხლეს ნიშნავს!“ (კან. 32:47). ვინც წმინდა წერილებში ჩაწერილს ითვალისწინებდა, ბედნიერი იყო და ყველაფერში ხელი ემართებოდა (ფსალმ. 1:2, 3). დროის სვლამ ვერ დაუკარგა ძალა ღვთის სიტყვას. ის კვლავაც სასიკეთოდ მოქმედებს მორწმუნეებზე. ბიბლიაში ჩაწერილი პრინციპები მარადიულია და ნებისმიერ ეპოქაში მცხოვრები ადამიანისთვისაა გამოსადეგი. როცა მას ვკითხულობთ და ვუფიქრდებით, მისი ავტორი თავისი წმინდა სულით გვანახვებს, როგორ გამოვიყენოთ ამოკითხული რჩევები (ფსალმ. 119:27; მალ. 3:16; ებრ. 4:12). დიახ, ბიბლიის მარად ცოცხალი ავტორი მზადაა ჩვენ დასახმარებლად. ამის ცოდნა სტიმულს გვაძლევს, ყოველდღე ვიკითხოთ მისი სიტყვა. w23.02 3 ¶5, 6

სამშაბათი, 30 აპრილი

არნახულ უბედურებას მოიტანს (დან. 8:24).

გამოცხადების მე-13 თავი მხეცის მეშვიდე „თავს“ ანუ ინგლის-ამერიკის მსოფლიო იმპერიას აღგვიწერს, როგორც მხეცს, რომელსაც „ბატკნის რქების მსგავსი ორი რქა“ აქვს, მაგრამ დრაკონივით ლაპარაკობს. ეს მხეცი „დიდ სასწაულებს ახდენს და ცეცხლიც კი ჩამოაქვს ციდან დედამიწაზე ადამიანთა თვალწინ“ (გამოცხ. 13:11—15). გამოცხადების მე-16 და მე-19 თავებში ამ მხეცს „ცრუწინასწარმეტყველიც“ ეწოდება (გამოცხ. 16:13; 19:20). დანიელმაც იწინასწარმეტყველა, რომ ეს იმპერია „არნახულ უბედურებას“ მოიტანდა (დან. 8:19, 23, 24). სწორედ ეს მოხდა მეორე მსოფლიო ომის დროს. ამერიკელი და ბრიტანელი მეცნიერების მიერ შექმნილი ორი ატომური ბომბის იაპონიაში ჩამოგდებამ მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ამ ომის დასრულებაში. ამგვარად ინგლის-ამერიკამ, ასე ვთქვათ, ციდან დედამიწაზე ცეცხლი ჩამოიტანა. w22.05 10 ¶9

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება