საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • es24 გვ. 88-98
  • სექტემბერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სექტემბერი
  • წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2024
  • ქვესათაურები
  • კვირა, 1 სექტემბერი
  • ორშაბათი, 2 სექტემბერი
  • სამშაბათი, 3 სექტემბერი
  • ოთხშაბათი, 4 სექტემბერი
  • ხუთშაბათი, 5 სექტემბერი
  • პარასკევი, 6 სექტემბერი
  • შაბათი, 7 სექტემბერი
  • კვირა, 8 სექტემბერი
  • ორშაბათი, 9 სექტემბერი
  • სამშაბათი, 10 სექტემბერი
  • ოთხშაბათი, 11 სექტემბერი
  • ხუთშაბათი, 12 სექტემბერი
  • პარასკევი, 13 სექტემბერი
  • შაბათი, 14 სექტემბერი
  • კვირა, 15 სექტემბერი
  • ორშაბათი, 16 სექტემბერი
  • სამშაბათი, 17 სექტემბერი
  • ოთხშაბათი, 18 სექტემბერი
  • ხუთშაბათი, 19 სექტემბერი
  • პარასკევი, 20 სექტემბერი
  • შაბათი, 21 სექტემბერი
  • კვირა, 22 სექტემბერი
  • ორშაბათი, 23 სექტემბერი
  • სამშაბათი, 24 სექტემბერი
  • ოთხშაბათი, 25 სექტემბერი
  • ხუთშაბათი, 26 სექტემბერი
  • პარასკევი, 27 სექტემბერი
  • შაბათი, 28 სექტემბერი
  • კვირა, 29 სექტემბერი
  • ორშაბათი, 30 სექტემბერი
წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2024
es24 გვ. 88-98

სექტემბერი

კვირა, 1 სექტემბერი

ვისაც თავი ღვთის თაყვანისმცემელი ჰგონია, მაგრამ ენას არ ლაგმავს, თავს იტყუებს და მისი თაყვანისცემა ფუჭია (იაკ. 1:26).

როცა მეტყველების ძღვენს სწორად ვიყენებთ, ვაჩვენებთ, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლები ვართ. გარდა ამისა, გარშემომყოფებიც ხედავენ განსხვავებას „ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“ (მალ. 3:18). ამაზე მოწმობს ერთი დის, კიმბერლის, შემთხვევაც. მაღალ კლასებში სწავლის დროს მას და მის კლასელს ერთ პროექტზე მუშაობა დაავალეს. კლასელმა შენიშნა, რომ ის არ ჰგავდა სხვებს, რადგან ზურგს უკან არავისზე ჭორაობდა, არ ბილწსიტყვაობდა და ყოველთვის დადებითად საუბრობდა. ამან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ბიბლიის შესწავლაც კი მოინდომა. წარმოიდგინეთ, როგორ სიამოვნებს იეჰოვას, როცა ჩვენი საუბრით სხვებს ჭეშმარიტებისკენ ვიზიდავთ. ყველას გვსურს, ჩვენი საუბრით იეჰოვა განვადიდოთ. w22.04 5, 6 ¶5—7

ორშაბათი, 2 სექტემბერი

ქალები . . . ემსახურებოდნენ მათ და არ იშურებდნენ სახსრებს მათ დასახმარებლად (ლუკ. 8:3).

იესომ მარიამ მაგდალელი დემონებისგან გაათავისუფლა. მადლიერებამ აღძრა მარიამი, იესოს მოწაფე გამხდარიყო და თავისი მოძღვრისთვის მსახურებაში მხარი დაეჭირა (ლუკ. 8:1—3). აშკარაა, მარიამი ძალიან აფასებდა იმას, რაც იესომ მისთვის გააკეთა. თუმცა, დიდი ალბათობით, მას არ ეცოდინებოდა, რომ იესო მომავალში საკუთარ სიცოცხლეს გაიღებდა რათა, ვინც მას ირწმუნებდა, არ დაღუპულიყო და მარადიული სიცოცხლე ჰქონოდა (იოან. 3:16). მადლიერებამ მარიამი იმისკენაც აღძრა, რომ ბოლომდე იესოსადმი ერთგული დარჩენილიყო. როცა იესო წამების ძელზე იტანჯებოდა, მარიამი იქვე იდგა და ემოციურ მხარდაჭერას უწევდა როგორც თავის მოძღვარს, ისე მათ, ვინც იქ იესოს სიყვარულმა მიიყვანა (იოან. 19:25). მოგვიანებით მარიამმა სხვა ორ ქალთან ერთად სურნელოვანი ნაზავი იყიდა, რათა თავისი მოძღვრის ცხედრისთვის ეცხო (მარ. 16:1, 2). ის შეხვდა და ესაუბრა მკვდრეთით აღმდგარ იესოს, რისი შესაძლებლობაც ბევრ მოწაფეს არ მისცემია (იოან. 20:11—18). w23.01 27 ¶4

სამშაბათი, 3 სექტემბერი

ნეტავ ან ცივი იყო, ან ცხელი! (გამოცხ. 3:15).

მხოლოდ იმის იმედად ვერ ვიქნებით, რაც იეჰოვასთვის წარსულში გაგვიკეთებია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს შეიძლება უფრო შეზღუდულები ვართ, ვიდრე წარსულში, კვლავაც ბევრი უნდა ვიშრომოთ უფლისთვის და აღსასრულამდე სიფხიზლე შევინარჩუნოთ (1 კორ. 15:58; მათ. 24:13; მარ. 13:33). არ უნდა დავკარგოთ გულმოდგინება მსახურებაში. ლაოდიკეის კრებას იესომ სულ სხვა პრობლემაზე გაუმახვილა ყურადღება. ამ კრებაში ქრისტიანები, ასე ვთქვათ, ნელთბილად, ენთუზიაზმის გარეშე ემსახურებოდნენ ღმერთს. ამიტომაც უწოდა იესომ ამ კრებას „საწყალი“ და „საცოდავი“. მათ მოშურნეობა უნდა გამოეჩინათ მსახურებაში (გამოცხ. 3:16, 17, 19). რას ვსწავლობთ აქედან? თუ ვხედავთ, რომ ენთუზიაზმი გაგვინელდა, მადლიერება უნდა გავიღვივოთ სულიერი საგანძურის მიმართ (გამოცხ. 3:18). კომფორტული ცხოვრების მოწყობის სურვილმა სულიერი საკითხები მეორე პლანზე არ უნდა გადაგვაწევინოს. w22.05 3, 4 ¶7, 8

ოთხშაბათი, 4 სექტემბერი

სამახსოვრო წიგნი იწერებოდა მის წინაშე იეჰოვას მოშიშთათვის (მალ. 3:16).

უკვე ათასწლეულებია, იეჰოვას წინაშე განსაკუთრებული წიგნი იწერება, რომელშიც შესულია პირველი მოწმიდან, აბელიდან, მოყოლებული ყველა მისი ერთგული მსახურის სახელი (ლუკ. 11:50, 51). დროთა განმავლობაში ამ სიას ახალ-ახალი სახელები ემატებოდა და დღეს უკვე მილიონობით სახელია მასში. ბიბლიაში ამ წიგნს ეწოდება „სამახსოვრო წიგნი“, „სიცოცხლის წიგნი“ და „სიცოცხლის გრაგნილი“ (მალ. 3:16; გამოცხ. 3:5; 17:8). ამ წიგნში მათი სახელებია ჩაწერილი, ვინც კრძალვითა და შიშით ეთაყვანება იეჰოვას და ვისაც უყვარს მისი სახელი. ასეთებს მარადიული სიცოცხლის იმედი აქვთ. თუ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა გვაქვს, რის საშუალებასაც იესოს გამოსასყიდი გვაძლევს, გამოდის, რომ ჩვენი სახელიც ამ წიგნშია ჩაწერილი (იოან. 3:16, 36). ზეცაში ცხოვრების იმედი გვაქვს თუ დედამიწაზე, ყველას გვინდა, ჩვენი სახელი ამ წიგნში მოხვდეს. w22.09 14 ¶1, 2

ხუთშაბათი, 5 სექტემბერი

ეშმაკს, რომელსაც შეცდომაში შეჰყავდა ისინი, ჩააგდებენ ცეცხლისა და გოგირდის ტბაში (გამოცხ. 20:10).

„გამოცხადება“ მოიხსენებს „დიდ ალისფერ დრაკონს“ (გამოცხ. 12:3). ეს დრაკონი ებრძვის იესოსა და მის ანგელოზებს (გამოცხ. 12:7—9). ის თავს ესხმის ღვთის ხალხს და ძალაუფლებას აძლევს პოლიტიკურ მხეცებს (გამოცხ. 12:17; 13:4). ვინ არის ეს დრაკონი? „ძველი გველი, რომელსაც ეშმაკი და სატანა ჰქვია“ (გამოცხ. 12:9; 20:2). სწორედ ის არის ღვთის ყველა მტრის სულისჩამდგმელი. რა ელის „დრაკონს“? გამოცხადების 20:1—3-დან ვიგებთ, რომ ანგელოზი სატანას უფსკრულში ჩააგდებს, რაც მისთვის ერთგვარი საპყრობილე იქნება. უფსკრულში ყოფნისას ის შეცდომაში ვეღარ შეიყვანს ხალხებს, „სანამ 1 000 წელი არ გავა“. ბოლოს სატანასა და მის დემონებს „ცეცხლისა და გოგირდის ტბაში“ ჩაყრიან, რაც მათ საბოლოო განადგურებაზე მიუთითებს. წარმოიდგინეთ, რა შესანიშნავი დრო დაუდგება კაცობრიობას, როცა აღარ იარსებებენ სატანა და მისი დემონები! w22.05 14 ¶19, 20

პარასკევი, 6 სექტემბერი

მუყაითად და პატიოსნად იშრომოს, რათა ჰქონდეს გაჭირვებულისთვის მისაცემი (ეფეს. 4:28).

იესო შრომისმოყვარე იყო. თავიდან ის სადურგლო საქმეს მისდევდა (მარ. 6:3). ეჭვგარეშეა, ის მხარში ედგა მშობლებს და ეხმარებოდა მათ დიდი ოჯახის რჩენაში. ის სრულყოფილი იყო და, შესაბამისად, მისი ნაკეთობები დიდი მოწონებით სარგებლობდა. იესო, ალბათ, სიამოვნებით მუშაობდა. მართალია, დაკავებული იყო, მაგრამ მაინც ყოველთვის პოულობდა დროს სულიერი საქმეებისთვის (იოან. 7:15). მოგვიანებით, როცა მთლიანად ქადაგებაზე გადაერთო, თავის მსმენელებს ასეთი რამ ურჩია: „ისეთი საზრდოსთვის კი ნუ იშრომებთ, რომელიც ფუჭდება, არამედ ისეთისთვის იშრომეთ, რომელიც მარადიულ სიცოცხლეს მოგიტანთ“ (იოან. 6:27). მთაზე ქადაგების დროს მან ასეთი სიტყვები წარმოთქვა: „მოაგროვეთ განძი ზეცაში“ (მათ. 6:20). ღვთიური სიბრძნე ჩვენც გვეხმარება, რომ გაწონასწორებული შეხედულება შევინარჩუნოთ სამუშაოზე. ქრისტიანებს მოგვეთხოვება, რომ მუყაითად და პატიოსნად ვიშრომოთ. w22.05 22 ¶9, 10

შაბათი, 7 სექტემბერი

გაიხარებს შენი დედ-მამა (იგავ. 23:25).

ევნიკე კარგ მაგალითს აძლევდა ტიმოთეს. ის იმასაც ხედავდა, რომ დედას იეჰოვა ძალიან უყვარდა და მისი მსახურება აბედნიერებდა. ჩვენს დროშიც ბევრი დედა უსიტყვოდ დაეხმარა ოჯახის წევრებს, გამხდარიყვნენ იეჰოვას მსახურები (1 პეტ. 3:1, 2). ამის გაკეთებას თქვენც შეძლებთ. იეჰოვასთან ურთიერთობა თქვენს ცხოვრებაში უმთავრესი უნდა იყოს (კან. 6:5, 6). თქვენი შვილებისთვის ბევრ მსხვერპლზე მიდიხართ. მათთვის არ გენანებათ დრო, ენერგია თუ სახსრები. რა თქმა უნდა, შვილებზე უნდა იზრუნოთ, მაგრამ იფრთხილეთ, რომ ამან იეჰოვასთან თქვენი ურთიერთობა არ შეიწიროს. რეგულარულად გამოყავით დრო ლოცვისთვის, პირადი შესწავლისა და კრების შეხვედრებისთვის. ამგვარად, იეჰოვასთან ურთიერთობასაც განიმტკიცებთ და კარგ მაგალითსაც მისცემთ ოჯახის წევრებსა თუ სხვებს. w22.04 16 ¶1; 19 ¶12, 13

კვირა, 8 სექტემბერი

განსაჯე შენი მსახურები, დამნაშავედ გამოაცხადე ბოროტი . . . მართალი კი უდანაშაულოდ ცანი და მისი სიმართლისამებრ გადაუხადე (1 მეფ. 8:32).

რა ბედნიერებაა იმის ცოდნა, რომ ჩვენ არ მოგვიწევს იმის გადაწყვეტა, ვინ როგორ გასამართლდება! ამას უზენაესი მოსამართლე იეჰოვა გადაწყვეტს (რომ. 14:10—12). შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ის არასდროს მოიქცევა უსამართლოდ და ყოველთვის თავისი სრულყოფილი სამართლიანი ნორმებით გაასამართლებს (დაბ. 18:25). მოუთმენლად ველით იმ დროს, როცა იეჰოვა საბოლოოდ აღმოფხვრის ცოდვის შედეგებს. მაშინ ფიზიკური და ემოციური ჭრილობები საბოლოოდ მოგვიშუშდება (ფსალმ. 72:12—14; გამოცხ. 21:3, 4). მტკივნეული მოგონებები აღარასდროს შეგვაწუხებს. მანამდე კი, მოდი მივბაძოთ იეჰოვას, რომელმაც პატიების უნარი გვიბოძა! w22.06 13 ¶18, 19

ორშაბათი, 9 სექტემბერი

განა მთელი დედამიწის მოსამართლე უსამართლოდ მოიქცევა?! (დაბ. 18:25).

კარგი მოსამართლე კარგად უნდა ერკვეოდეს კანონებში. მას არ უნდა უჭირდეს სწორისა და არასწორის გარჩევა. კიდევ რა ახასიათებს კარგ მოსამართლეს? განაჩენის გამოტანამდე მას უნდა შეეძლოს ყველა შესაბამისი ფაქტის აწონ-დაწონა. აქედან გამომდინარე, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ იეჰოვა უბადლო მოსამართლეა. ადამიანებისგან განსხვავებით იეჰოვა სრულ სურათს ხედავს და ყველა ფაქტი იცის (დაბ. 18:20, 21; ფსალმ. 90:8). ის მხოლოდ გაგონილით და დანახულით არ აკეთებს დასკვნებს. მას კარგად ესმის, რა გავლენას ახდენს ადამიანის საქციელზე მისი გენეტიკა, აღზრდა, გარემო და ემოციური თუ ფსიქიკური მდგომარეობა. მეტიც, იეჰოვა იმასაც ხედავს, რა აქვს ადამიანს გულში. მან იცის თითოეული ადამიანის მოტივები, გულის ზრახვები და სურვილები. იეჰოვას თვალს არაფერი გამოეპარება (ებრ. 4:13). ის ყველა დეტალის გათვალისწინებით წყვეტს, მიუტევოს თუ არა შემცოდველს. w22.06 4 ¶8, 9

სამშაბათი, 10 სექტემბერი

სიცოცხლის სანაცვლოდ ყველაფერს გაიღებს კაცი (იობ. 2:4).

უნდა გვახსოვდეს, რა მეთოდები გამოიყენა სატანამ იობის წინააღმდეგ, რადგან ის მსგავს მეთოდებს ჩვენ წინააღმდეგაც იყენებს. ამით მას იმის თქმა სურდა, რომ ჩვენ არ გვიყვარს იეჰოვა და მაშინვე ზურგს შევაქცევთ მას, ოღონდ თავი გადავირჩინოთ. გარდა ამისა, მას სურს დაგვარწმუნოს, რომ ღმერთს არ ვუყვარვართ და მისთვის სულერთია ჩვენი მსახურება. რახან ვიცით სატანის ტაქტიკა, აღარ ვიჯერებთ მის სიცრუეს. სხვადასხვა სირთულე თუ განსაცდელი საკუთარი თავის უკეთ დანახვის საშუალებას გვაძლევს. იობმა განსაცდელების დროს უკეთ დაინახა, რა ჰქონდა გამოსასწორებელი. მაგალითად, ის მიხვდა, რომ მეტი თავმდაბლობა სჭირდებოდა (იობ. 42:3). როცა ვხედავთ, რა გვაქვს გამოსასწორებელი, შეგვიძლია გამოვასწოროთ კიდეც. w22.06 23 ¶13, 14

ოთხშაბათი, 11 სექტემბერი

თქვენ ხართ ჩემი მოწმეები, — ამბობს იეჰოვა, — ჩემი მსახური, რომელიც ამოვირჩიე (ეს. 43:10).

იეჰოვა თავის მხარდაჭერაში გვარწმუნებს. სანამ თავის ხალხს „მოწმეებს“ უწოდებდა, მან ასეთი რამ თქვა: „როცა წყალში შეხვალ, შენთან ვიქნები, ვერ წაგლეკავენ მდინარეები. როცა ცეცხლში გაივლი, არ დაგწვავს, ალიც ვერაფერს დაგაკლებს“ (ეს. 43:2). ზოგჯერ მსახურებაში შეიძლება ჩვენც შევხვდეთ ისეთ დაბრკოლებებსა და განსაცდელებს, რომლებიც წამლეკავ მდინარესავით და ცეცხლის ალივითაა. მაგრამ იეჰოვას დახმარებით ჩვენ მაინც გავაგრძელებთ ქადაგებას (ეს. 41:13). დღეს ხალხი არ ისმენს ჭეშმარიტებას. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ „მოწმეებად“ არ ვვარგივართ. იეჰოვას გულს უხარებს იმის დანახვა, რომ პირნათლად ვასრულებთ დაკისრებულ საქმეს. ამის ცოდნა კი ძალას გვმატებს და გვამხნევებს. მოციქულმა პავლემ დაწერა: „თითოეული თავისი შრომისამებრ მიიღებს საზღაურს“ (1 კორ. 3:8; 4:1, 2). w22.11 4 ¶5, 6

ხუთშაბათი, 12 სექტემბერი

კვლავაც კარგად მოიქეცით ქვეყნიერებაში (1 პეტ. 2:12).

დღეს ჩვენ თვალწინ სრულდება ბიბლიური წინასწარმეტყველება და ყველა ენაზე მოლაპარაკე ხალხი სწავლობს ბიბლიური ჭეშმარიტების „სუფთა ენას“ (ზაქ. 8:23; სოფ. 3:9). იეჰოვას ორგანიზაცია 8 მილიონზე მეტ ადამიანს აერთიანებს 240 ქვეყანაში და ყოველწლიურად მათ რიგებს ათობით ათასი ახალმონათლული უერთდება. თუმცა რიცხობრივ ზრდაზე უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ ეს ადამიანები „ახალი პიროვნებით“ ანუ ქრისტიანული თვისებებით იმოსებიან (კოლ. 3:8—10). ზოგი წარსულში უზნეო ცხოვრებას მისდევდა, მოძალადე იყო, მიკერძოებული და ნაციონალისტი. მაგრამ მათზე შესრულდა ესაიას 2:4-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება, რომ აღარ ისწავლიდნენ ომს. რაც მეტად ვიმოსებით „ახალი პიროვნებით“, მით მეტად ვიზიდავთ ადამიანებს ღვთის ორგანიზაციისკენ და ვამტკიცებთ, რომ ჩვენს წინამძღოლს, იესო ქრისტეს, მივყვებით (იოან. 13:35). ეს ყველაფერი შეუძლებელი იქნებოდა, იესო რომ არ გვედგას მხარში. w22.07 9 ¶7, 8

პარასკევი, 13 სექტემბერი

საკმეველივით მომზადდეს ჩემი ლოცვა შენ წინაშე (ფსალმ. 141:2).

ჩვენი ლოცვებიდან უნდა ჩანდეს კრძალვა და პატივისცემა იეჰოვასადმი. ამაში დაგვეხმარება ესაიას, ეზეკიელის, დანიელისა და იოანეს ხილვებზე დაფიქრება. ამ ხილვებში იეჰოვა დიდებულ მეფედ იყო წარმოდგენილი. მაგალითად, ესაიამ იხილა „ამაღლებულ ტახტზე მჯდომი იეჰოვა“ (ეს. 6:1—3). ეზეკიელმა კი იხილა იეჰოვა ზეციერ ეტლზე, რომელიც ცისარტყელისმაგვარი „ბრწყინვალებით იყო გარემოცული“ (ეზეკ. 1:26—28). დანიელმა იხილა თეთრი სამოსლით შემოსილი „მარად არსებული“, რომლის „ტახტიც ცეცხლის ალივით იყო“ (დან. 7:9, 10). იოანემაც იხილა ტახტზე მჯდომი იეჰოვა. „ტახტს ზურმუხტისფერი ცისარტყელა ჰქონდა შემოვლებული“ (გამოცხ. 4:2—4). როცა ვფიქრობთ იეჰოვას დიდებულებაზე, ვხვდებით, რამხელა პატივია მასთან ლოცვით ურთიერთობა და ვაცნობიერებთ, რომ ამ დროს მოკრძალება გვმართებს. w22.07 20 ¶3

შაბათი, 14 სექტემბერი

[ერიდეთ] ადამიანთა მზაკვრობას (ეფეს. 4:14).

ახალგაზრდებო, სატანა შეეცდება, ხელი შეგიშალოთ სულიერ წინსვლაში. მას სურს, დაგაეჭვოთ ამა თუ იმ ბიბლიურ სწავლებაში. მაგალითად, შეიძლება ევოლუციის თეორიით შეეცადოს, გაგიჩინოთ ეჭვები. შესაძლოა ადრე არც კი გიფიქრიათ ამ საკითხზე, მაგრამ დღეს უკვე სკოლაში გასწავლიან ევოლუციის თეორიას და ის არგუმენტები, რომლებიც მასწავლებლებს მის მხარდასაჭერად მოჰყავთ, შესაძლოა ლოგიკურად და დამაჯერებლადაც კი ჟღერს. თუმცა, დიდი ალბათობით, მასწავლებლებს სერიოზულად არც კი უფიქრიათ იმ მტკიცებულებებზე, რომლებიც შემოქმედის არსებობაზე მეტყველებს. გახსოვდეთ იგავების 18:17-ში ჩაწერილი პრინციპი: „სასამართლოში პირველი გამომსვლელი მართალი ჩანს, სანამ მეორე არ მოვა და თავისას არ იტყვის“. ნაცვლად იმისა, რომ ბრმად დაიჯეროთ ყველაფერი, რასაც სკოლაში უტყუარ ფაქტად ასაღებენ, ჩვენი პუბლიკაციების დახმარებით გულდასმით გამოიკვლიეთ ბიბლიაში მოცემული არგუმენტები. w22.08 2 ¶2; 4 ¶8

კვირა, 15 სექტემბერი

გულდასმით [შეასრულე] ყველაფერი, რაც მასში წერია; მაშინ მოგემართება ხელი და იმოქმედებ ბრძნულად (იეს. 1:8).

ყველას გვსურს, ჩავწვდეთ, რასაც ღვთის სიტყვაში ვკითხულობთ, რადგან ზედაპირული კითხვით შეიძლება ბევრი ვერაფერი გავიგოთ. ამ მხრივ საინტერესოა, რა საუბარი შედგა იესოსა და ერთ კანონის მცოდნეს შორის (ლუკ. 10:25—29). როცა ამ კაცმა იესოს ჰკითხა, რა უნდა გაეკეთებინა მარადიული სიცოცხლის მისაღებად, იესომ უთხრა: „კანონში რა წერია? შენ როგორ იცი?“. კაცმა წმინდა წერილებიდან მოყვანილი ციტატებით სწორად უპასუხა, რომ მთავარი ღვთისა და მოყვასის სიყვარული იყო (ლევ. 19:18; კან. 6:5). თუმცა საყურადღებოა, რა ჰკითხა შემდეგ იესოს: „ვინ არის ჩემი მოყვასი?“. ამ სიტყვებიდან გამოჩნდა, რომ ის ბოლომდე ვერ სწვდებოდა წაკითხულს და, შესაბამისად, ვერც იმას ხვდებოდა, რას ნიშნავდა ეს პირადად მისთვის. იეჰოვას დახმარების გარეშე წაკითხულის გაგება გაგვიჭირდება. ამიტომ წმინდა სული უნდა ვთხოვოთ, რომ წაკითხულზე მოვახდინოთ კონცენტრირება და შევძლოთ ნასწავლის გამოყენება. w23.02 9 ¶4, 5

ორშაბათი, 16 სექტემბერი

ჭეშმარიტების გზით დადიან (3 იოან. 4).

ალბათ არაერთხელ უკითხავთ თქვენთვის: „როგორ გაიგე ჭეშმარიტება?“. ჩვეულებრივ, როცა ჩვენს და-ძმებს ვეცნობით, ამ კითხვას ვსვამთ. ყოველთვის გვაინტერესებს იმის გაგება, როგორ გაიცნეს და შეიყვარეს იეჰოვა. ჩვენს ისტორიასაც სიამოვნებით ვუყვებით მათ (რომ. 1:11). ასეთი საუბრების დროს კიდევ ერთხელ ვრწმუნდებით, რამდენად ძვირფასია ჭეშმარიტება და გვიძლიერდება იმის სურვილი, რომ „ჭეშმარიტების გზით“ ვიაროთ, ანუ ისე ვიცხოვროთ, რომ იეჰოვამ მოგვიწონოს და გვაკურთხოს. ჭეშმარიტების სიყვარულის მრავალი მიზეზი გვაქვს. უმთავრესი მიზეზი ის არის, რომ გვიყვარს იეჰოვა, ჭეშმარიტების წყარო. ბიბლიიდან გავიგეთ, რომ იეჰოვა არა მხოლოდ ცისა და დედამიწის შემოქმედია, არამედ ჩვენი მოსიყვარულე და მზრუნველი მამაც (1 პეტ. 5:7). w22.08 14 ¶1, 3

სამშაბათი, 17 სექტემბერი

იზრუნეთ ღარიბებზე (გალ. 2:10).

პავლე მოციქული და-ძმებს მოუწოდებდა, რომ კარგი საქმეებით გამოევლინათ სიყვარული (ებრ. 10:24). პავლე მხოლოდ სიტყვით კი არა, საქმითაც ეხმარებოდა და-ძმებს. მაგალითად, როდესაც იუდეაში შიმშილობა ჩამოვარდა, ის თავად მონაწილეობდა იქაური და-ძმებისთვის დახმარების ჩატანაში (საქ. 11:27—30). მართალია, პავლეს უმთავრესი დავალება ქადაგება და სხვების სწავლება იყო, მაგრამ არც გაჭირვებულთათვის მატერიალური დახმარების აღმოჩენა ავიწყდებოდა. ამგვარად ის განუმტკიცებდა და-ძმებს იმის რწმენას, რომ იეჰოვა ყოველთვის იზრუნებდა მათზე. დღესდღეობით, როცა ჩვენს დროს, შესაძლებლობებსა და უნარებს ვიყენებთ დაზარალებული და-ძმების დასახმარებლად, რწმენას განვუმტკიცებთ მათ. ამ მიზანს ემსახურება მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობისთვის გაღებული შესაწირავებიც. ამ თუ სხვა საშუალებებით და-ძმებს იმის რწმენას ვუმტკიცებთ, რომ იეჰოვა არასდროს მიატოვებს მათ. w22.08 24 ¶14

ოთხშაბათი, 18 სექტემბერი

წინასწარმეტყველება არასოდეს წარმოთქმულა ადამიანის ნებით, არამედ ადამიანებს, წმინდა სულით აღძრულთ, ღმერთი ალაპარაკებდა (2 პეტ. 1:21).

ბიბლიაში მრავალ წინასწარმეტყველებას ვხვდებით, რომელთაგან ზოგიერთი შესრულებამდე ასობით წლით ადრე ჩაიწერა. ამ წინასწარმეტყველებების შესრულება ისტორიულად დასტურდება. ეს არც გვიკვირს, რადგან ყველა ამ წინასწარმეტყველების ავტორი იეჰოვაა. მაგალითად განვიხილოთ წინასწარმეტყველება, რომელიც ქალაქ ბაბილონის დაცემას უკავშირდება. ძვ. წ. მე-8 საუკუნეში ესაიამ ღვთის შთაგონებით იწინასწარმეტყველა, რომ ძლევამოსილ ქალაქ ბაბილონს დაიპყრობდნენ. მან დამპყრობლის სახელი, კიროსიც, დაასახელა და ქალაქის დაცემის დეტალებიც აღწერა (ეს. 44:27—45:2). საბოლოოდ, ესაიამ ბაბილონს სრული გაპარტახება უწინასწარმეტყველა (ეს. 13:19, 20). ძვ. წ. 539 წელს ბაბილონი მიდია-სპარსეთმა დაიპყრო; დღეს ამ დიდებული ქალაქის ადგილას მხოლოდ ნანგრევებია შემორჩენილი. w23.01 4 ¶10

ხუთშაბათი, 19 სექტემბერი

გაამხნევეთ ერთმანეთი (1 თეს. 5:11).

იეჰოვამ თავისი თაყვანისმცემლები ერთ ოჯახად გაგვაერთიანა. ალბათ ბოლომდე ვერც კი ვაცნობიერებთ, რამხელა საჩუქარია ეს ჩვენთვის (მარ. 10:29, 30). მთელ მსოფლიოში გვყავს და-ძმები, რომლებსაც უყვართ იეჰოვა და ცხოვრობენ მისი ნორმებით. მართალია, ენა, კულტურა და ჩაცმულობა განგვასხვავებს ერთმანეთისგან, მაგრამ პირველივე შეხვედრისას ვგრძნობთ ერთმანეთთან სიახლოვეს. ჩვენ განსაკუთრებით ზეციერი მამის ერთად განდიდება გვანიჭებს სიხარულს. ახლა განსაკუთრებით გვჭირდება ერთიანობა, რადგან ერთმანეთს ცხოვრებისეული ტვირთის ტარებას ვუადვილებთ (ფსალმ. 133:1; რომ. 15:1; გალ. 6:2). ერთმანეთს იმაშიც ვეხმარებით, შემართებით გავაგრძელოთ იეჰოვას მსახურება და სულიერად არ მოვსუსტდეთ (ებრ. 10:23—25). წარმოიდგინეთ, კრება რომ არ გვედგას მხარში, რას გავხდებოდით სატანასა და მის ქვეყნიერებასთან! w22.09 2, 3 ¶3, 4

პარასკევი, 20 სექტემბერი

ვინც ბაგეებს იმორჩილებს, გონივრულად იქცევა (იგავ. 10:19).

თავშეკავება შეიძლება სოციალური მედიით სარგებლობის დროს დაგვჭირდეს. სიფრთხილე გვმართებს, რომ ჩვენდა უნებურად კონფიდენციალური ინფორმაცია არ გავახმაუროთ. ჩვენ ვერ გავაკონტროლებთ, ვინ როგორ გამოიყენებს ელექტრონული სახით ჩვენ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას და ვის რა ზიანს მოუტანს. თავშეკავება მაშინაც დაგვეხმარება, თუ მტრები შეეცდებიან, და-ძმების საზიანოდ ინფორმაცია გამოგვტყუონ. მაგალითად, ისეთ ქვეყანაში, სადაც ჩვენი საქმიანობა შეზღუდული ან აკრძალულია, შეიძლება პოლიციაში დაგვიბარონ და დაგვკითხონ. ამ თუ მსგავს სიტუაციებში შემდეგი პრინციპი გამოგვადგება: „პირს დარაჯად ალიკაპს დავუყენებ“ (ფსალმ. 39:1). მნიშვნელობა არა აქვს, ოჯახში იქნება ეს, სამეგობრო წრეში, კრებაში თუ სხვაგან, ყველგან სანდო ადამიანის სახელი უნდა გვქონდეს. ამაში ხელშემწყობი ერთ-ერთი თვისება სწორედ თავშეკავებაა. w22.09 13 ¶16

შაბათი, 21 სექტემბერი

ბედნიერია კაცი, რომელსაც . . . იეჰოვას კანონი ანიჭებს სიამოვნებას და კითხულობს მას დღედაღამ (ფსალმ. 1:1, 2).

თუ გვინდა, რომ ნამდვილად ბედნიერები ვიყოთ, სულიერად უნდა ვიკვებოთ, რაც ნამდვილად გვჭირდება. სწორედ ამიტომ თქვა იესომ: „კაცმა მხოლოდ პურით კი არ უნდა იცოცხლოს, არამედ იეჰოვას პირიდან მომდინარე ყოველი სიტყვით“ (მათ. 4:4). ამიტომ დღემ ისე არ უნდა ჩაიაროს, რომ ღვთის სიტყვიდან სულიერი საზრდო არ მივიღოთ. ბიბლიის მეშვეობით იეჰოვა სიყვარულით გვასწავლის, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბედნიერები ვიყოთ. მისი სიტყვიდან ვიგებთ, რა არის ჩვენი ცხოვრების აზრი, როგორ უნდა დავუახლოვდეთ ღმერთს და რა მოგვეთხოვება, რომ ცოდვები გვეპატიოს. იმასაც ვიგებთ, რა შესანიშნავ მომავალს გვპირდება ღმერთი (იერ. 29:11). ეს ყველაფერი, რასაც ბიბლიიდან ვსწავლობთ, გულს სიხარულით გვივსებს. თუ ცხოვრებისეული საწუხარი გულს გიმძიმებთ, მეტი დრო დაუთმეთ ღვთის სიტყვის კითხვასა და წაკითხულის გაანალიზებას. w22.10 7 ¶4—6

კვირა, 22 სექტემბერი

აზროვნებით ზრდასრულნი იყავით (1 კორ. 14:20).

ბიბლია მოგვიწოდებს, რომ გამოუცდელები არ დავრჩეთ. ბიბლიური პრინციპების გამოყენება საჭირო გამოცდილებას გვძენს. დროთა განმავლობაში ვრწმუნდებით, რომ ეს პრინციპები პრობლემებისთვის თავის არიდებასა და სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გვეხმარება. კარგი იქნება, თუ დროდადრო შევამოწმებთ საკუთარ თავს. თუ კარგა ხანია ბიბლიას სწავლობთ და კრებებსაც ესწრებით, მაგრამ თავი არ მიგიძღვნიათ იეჰოვასთვის და არ მონათლულხართ, ღირს დაფიქრება, აქამდე რატომ არ გადადგით ეს ნაბიჯები. და თუ უკვე მონათლული ხართ, ცდილობთ დაიხვეწოთ, როგორც ღვთის სიტყვის მქადაგებელი და მასწავლებელი? ჩანს თქვენი გადაწყვეტილებებიდან, რომ ბიბლიურ პრინციპებს ითვალისწინებთ? ავლენთ ქრისტიანულ თვისებებს სხვებთან ურთიერთობაში? თუ ვხედავთ, რომ გაუმჯობესება გვჭირდება, ყურად ვიღოთ იეჰოვას რჩევა, რომელიც „დააბრძენებს გამოუცდელს“ (ფსალმ. 19:7). w22.10 20 ¶8

ორშაბათი, 23 სექტემბერი

საითკენაც სული წაიყვანდა მათ . . . იქით მიდიოდნენ (ეზეკ. 1:20).

ეზეკიელი თავად დარწმუნდა ღვთის წმინდა სულის სიძლიერეში. მან ხილვაში ნახა, როგორ მოქმედებდა ეს სული სულიერ ქმნილებებზე და როგორ ატრიალებდა ზეციური ეტლის უზარმაზარ ბორბლებს (ეზეკ. 1:21). როგორ იმოქმედა ამ ხილვამ ეზეკიელზე? როგორც თავად თქვა, ის შიშისგან პირქვე დაემხო (ეზეკ. 1:28). ყოველთვის, როდესაც ეს დიდებული ხილვა გაახსენდებოდა, ეზეკიელს, ალბათ, იმის რწმენა განუმტკიცდებოდა, რომ ღვთის სულის დახმარებით შეძლებდა თავისი დავალების შესრულებას. იეჰოვამ უთხრა ეზეკიელს: „კაცის ძეო, წამოდექი, რომ დაგელაპარაკო“. ღვთის სულით წინასწარმეტყველმა ძალა მოიკრიბა, რომ წამომდგარიყო, რაც თავად ასე აღწერა: „სულმა მომიცვა და წამომაყენა“ (ეზეკ. 2:1, 2). ეზეკიელი მთელი თავისი მსახურების განმავლობაში გრძნობდა იეჰოვას ხელს ანუ წმინდა სულის ძალას (ეზეკ. 3:22; 8:1; 33:22; 37:1; 40:1). w22.11 4 ¶7, 8

სამშაბათი, 24 სექტემბერი

შენს ყურს უკნიდან მოესმება ხმა (ეს. 30:21).

ესაია იმ საშუალებას მოიხსენიებს, რომლითაც იეჰოვა გვმოძღვრავს: „შენს ყურს უკნიდან მოესმება ხმა“. იეჰოვა ჰგავს მოძღვარს, რომელიც უკან მიჰყვება მოწაფეებს და კარნახობს, რომელი გზით იარონ. რატომ შეიძლება იმის თქმა, რომ დღესაც ღვთის ხმა უკნიდან გვესმის? ღვთის სიტყვები დიდი ხნის წინ ჩაიწერა ბიბლიაში, ამიტომ, როცა მას ვკითხულობთ, ასე ვთქვათ, ღვთის ხმა უკნიდან გვესმის (ეს. 51:4). რა უნდა გავაკეთოთ, რომ მაქსიმალურად ვისარგებლოთ იმ მითითებებით, რომლებსაც იეჰოვა გვაძლევს? ესაია ორ რამეზე ამახვილებს ყურადღებას: „ეს არის გზა, იარეთ მასზე!“. მხოლოდ გზის ცოდნა არ კმარა, უნდა ვიაროთ კიდეც მასზე. იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით გვიხსნის ბიბლიას და გვანახვებს, რას მოითხოვს ჩვენგან. ის იმასაც გვიხსნის, როგორ გამოვიყენოთ ნასწავლი. თუ გვინდა, რომ იეჰოვას მსახურებაში სიხარული არ დავკარგოთ, გზაც უნდა ვიცოდეთ და მასზე უნდა ვიაროთ. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია გვქონდეს იმის იმედი, რომ იეჰოვა გვაკურთხებს. w22.11 11 ¶10, 11

ოთხშაბათი, 25 სექტემბერი

ჩემი წასვლის შემდეგ შემოგეჭრებიან ულმობელი მგლები (საქ. 20:29).

მას შემდეგ, რაც იესოს მოციქულთა უმეტესობა დაიღუპა, ქრისტიანულ კრებაში თვითმარქვიები გამოჩნდნენ (მათ. 13:24—27, 37—39). სწორედ მათზე შესრულდა შემდეგი სიტყვები: „გამოჩნდებიან ისინი, ვინც დაამახინჯებენ მოძღვრებებს, რათა თან გაიყოლონ მოწაფეები“ (საქ. 20:30). ერთ-ერთი ბიბლიური მოძღვრება, რომელიც ცრუ ქრისტიანებმა დაამახინჯეს, ის იყო, რომ „ქრისტე ერთხელ შეეწირა და იტვირთა მრავალთა ცოდვები“ (ებრ. 9:27, 28). ისინი ირწმუნებოდნენ, რომ იესოს მსხვერპლი კვლავ და კვლავ უნდა გაღებულიყო. დღეს ბევრ ადამიანს გულწრფელად სჯერა ამ სიცრუის. ისინი რეგულარულად, ზოგჯერ ყოველდღე, იკრიბებიან თავიანთ ტაძრებში წირვაზე დასასწრებად. ყველა ქრისტიანულ ეკლესიაში წირვა ასეთი სიხშირით არ სრულდება. ნებისმიერ შემთხვევაში მათ მრევლს ბუნდოვანი წარმოდგენა აქვს იესოს მსხვერპლზე. w23.01 21 ¶5

ხუთშაბათი, 26 სექტემბერი

ნუ მოიშლით კარგის კეთებასა და გაზიარებას (ებრ. 13:16).

იესოს ათასწლიანი მმართველობის დროს მკვდრები აღდგებიან და ყველა, ვინც ღვთის მითითებებს დაემორჩილება, გასრულყოფილდება. ისინი, ვისაც იეჰოვა მართლებად ჩათვლის, „დაიმკვიდრებენ დედამიწას და მარადიულად იცხოვრებენ მასზე“ (ფსალმ. 37:10, 11, 29). ეს კი იმას ნიშნავს, რომ „უკანასკნელ მტერსაც“, სიკვდილსაც ბოლო მოეღება (1 კორ. 15:26). ბიბლია გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ მარადიული სიცოცხლე შესაძლებელია. ეს იმედი გვეხმარება, რომ ძნელად ასატან ბოლო დღეებში ღვთის ერთგულები დავრჩეთ. გვინდა, იეჰოვასა და იესოს მხოლოდ მარადიული სიცოცხლის გამო კი არ ვუერთგულოთ, არამედ სიყვარულის გამო (2 კორ. 5:14, 15). ეს სიყვარული გვიბიძგებს, რომ მივბაძოთ მათ და ხალხს ჩვენი იმედი გავუზიაროთ (რომ. 10:13—15). იეჰოვა მარადიულად იმეგობრებს ჩვენთან, თუ უანგაროები და ხელგაშლილები ვიქნებით. w22.12 6, 7 ¶15, 16

პარასკევი, 27 სექტემბერი

ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება (2 ტიმ. 3:12).

დევნა გვზღუდავს და ბევრი ისეთი რამის კეთების საშუალებას არ გვაძლევს, რაც სიმშვიდეს გვგვრის. ასეთ დროს ვნერვიულობთ და გაურკვევლობის განცდა გვეუფლება, რაც სავსებით ნორმალურია. მაგრამ სიფრთხილე გვმართებს, რადგან იესოს სიტყვების თანახმად, მისი ზოგიერთი მიმდევარი დევნის გამო დაბრკოლდებოდა (იოან. 16:1, 2). იესომ გაგვაფრთხილა, რომ დევნას შევხვდებოდით, მაგრამ იმაშიც დაგვარწმუნა, რომ დევნის მიუხედავად შევძლებდით ღვთის ერთგულების შენარჩუნებას (იოან. 15:20; 16:33). როცა ჩვენი საქმიანობა იკრძალება ან მკაცრად იზღუდება, შეიძლება მითითებები მივიღოთ ფილიალისგან ან უხუცესებისგან. ეს მითითებები ჩვენს უსაფრთხოებას ემსახურება, რომ არ მოგვაკლდეს სულიერი საზრდო და შეძლებისდაგვარად გავაგრძელოთ ქადაგება. ყველანაირად ეცადეთ, რომ მიჰყვეთ ამ მითითებებს (იაკ. 3:17). ნურასდროს გაუმხელთ ინფორმაციას და-ძმებზე მათ, ვისაც ამის ცოდნის უფლება არა აქვს (ეკლ. 3:7). w22.12 20, 21 ¶14—16

შაბათი, 28 სექტემბერი

ასეთივე გულმოდგინებას იჩენდეთ (ებრ. 6:11).

იესო დღეს ხელმძღვანელობს თავის მოწაფეებს, რომ ღვთის სამეფოს შესახებ იქადაგონ დედამიწის კიდით-კიდემდე. იესო ასრულებს პირობას და იეჰოვას ორგანიზაციის მეშვეობით გვასწავლის ქადაგებას და უზრუნველგვყოფს ყველაფრით, რაც სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად გვჭირდება (მათ. 28:18—20). ჩვენ კი ჩვენი უნდა გავაკეთოთ და გულმოდგინედ ვიქადაგოთ და ვასწავლოთ სხვებს. ამასთანავე უნდა ვიფხიზლოთ ბოროტი ქვეყნიერების აღსასრულამდე. თუ გავითვალისწინებთ ებრაელების 6:11, 12-ში ჩაწერილ რჩევას, ბოლომდე ურყევი იქნება ჩვენი იმედი. იეჰოვას დათქმული აქვს დღე და საათი სატანის ქვეყნიერების გასანადგურებლად. როცა ეს დღე დადგება, იეჰოვა შეასრულებს თავის სიტყვაში ჩაწერილ ყველა წინასწარმეტყველებას, რაც ჩვენს ბედნიერ მომავალს ეხება. ზოგჯერ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ აღსასრული აყოვნებს, მაგრამ ფაქტია, იეჰოვას დღეს „არ დააგვიანდება!“ (აბაკ. 2:3). ამიტომ კვლავაც მიპყრობილი გვქონდეს მზერა იეჰოვასკენ და მოთმინებით დაველოდოთ ჩვენი „ხსნის ღმერთს“! (მიქ. 7:7). w23.02 19 ¶15, 16

კვირა, 29 სექტემბერი

ვერავინ შეგედრება! (ფსალმ. 40:5).

მთამსვლელის მიზანი ისაა, რომ მიაღწიოს მწვერვალს. თუმცა სანამ მწვერვალამდე მივა, შეუძლია შიგადაშიგ გაჩერდეს და დატკბეს ხედებით. დროდადრო ჩვენც, ასე ვთქვათ, უნდა შევჩერდეთ და დავფიქრდეთ, როგორ გვიმართავს იეჰოვა ხელს სირთულეების დროსაც კი. ყოველი დღის ბოლოს დაფიქრდით: დღეს რაში დავინახე იეჰოვას მზრუნველობა? შეიძლება პრობლემა პრობლემად რჩება, მაგრამ როგორ მეხმარება იეჰოვა მის ატანაში? შეეცადეთ, სულ მცირე, ერთი რამ მაინც გაიხსენოთ, რაც იეჰოვას მხარდაჭერაზე მოწმობს. ბუნებრივია, თუ პრობლემის მოგვარებაზე ვლოცულობთ (ფილ. 4:6). მაგრამ ამავე დროს არც ის უნდა გამოგვრჩეს მხედველობიდან, დღესვე როგორ გვიმართავს ხელს იეჰოვა. ის გვპირდება, რომ გაგვაძლიერებს და აგვატანინებს განსაცდელს. ასე რომ, ყოველთვის მადლიერი უნდა ვიყოთ იეჰოვასი, რომ მხარში გვიდგას და არ გვტოვებს. მაშინ დავინახავთ, როგორ გვიმართავს ხელს იეჰოვა განსაცდელების დროსაც კი (დაბ. 41:51, 52). w23.01 19 ¶17, 18

ორშაბათი, 30 სექტემბერი

მოუთმენლად [დაელოდეთ] იმ დროს, როცა დადგება იეჰოვას დღე (2 პეტ. 3:12).

უნდა დავფიქრდეთ: ჩვენს ცხოვრებაზე დაკვირვებით ნამდვილად შეიძლება იმის თქმა, რომ მოუთმენლად ველით ამ ქვეყნიერების აღსასრულს? როცა საქმე განათლებასა და სამსახურს ეხება, ჩანს ჩვენი გადაწყვეტილებებიდან, რომ იეჰოვას მსახურება უმთავრესია? გვჯერა, რომ იეჰოვა იზრუნებს ჩვენზე და ჩვენს ოჯახზე? წარმოიდგინეთ, როგორ სიამოვნებს იეჰოვას იმის დანახვა, რომ ვცდილობთ, ჩვენი ცხოვრება მის ნორმებს შევუსაბამოთ (მათ. 6:25—27, 33; ფილ. 4:12, 13). მუდმივად უნდა შევამოწმოთ ჩვენი აზროვნება და მოვახდინოთ საჭირო ცვლილებები. პავლე კორინთელებს სწერდა: „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, გაქვთ თუ არა რწმენა; გამოსცადეთ საკუთარი თავი“ (2 კორ. 13:5). აზროვნების შეცვლაში ღვთის სიტყვის კითხვა, ამა თუ იმ საკითხისადმი ღვთის დამოკიდებულების გათავისება და შესაბამისი ცვლილებების მოხდენა დაგვეხმარება (1 კორ. 2:14—16). w23.01 9 ¶5, 6

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება