საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ამასა“
  • ამასა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ამასა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • იოაბი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ითრა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აბიგაილი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აბესალომი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ამასა“

ამასა

[ამასიას შემოკლებული ფორმა].

1. იეთერის (ითრა) და დავითის დის ან ნახევარდის, აბიგაილის ვაჟი; აბესალომის მამიდაშვილი და იოაბის დეიდაშვილი (2სმ. 17:25; 1მტ. 2:16, 17); „მეორე სამუელში“ იეთერი მოხსენიებულია ისრაელად, „პირველ მატიანეში“ კი — ისმაელელად, რაც შესაძლოა იმით არის განპირობებული, რომ ის ისმაელელთა ტერიტორიაზე ცხოვრობდა. ზოგის აზრით, ამასა არის იგივე ამასაი, რომელიც მათ შორის იყო, ვინც ციკლაგში დავითის რაზმებს შეუერთდა, თუმცა გადაჭრით ამის თქმა შეუძლებელია (1მტ. 12:18).

წლების შემდეგ, როცა ამასა დავითის წინააღმდეგ ამბოხებულ აბესალომს მიემხრო, აბესალომმა ის იოაბის ნაცვლად დანიშნა მხედართმთავრად (2სმ. 17:25). აჯანყება ჩაახშეს. იოაბმა მოკლა დავითის ვაჟი აბესალომი და დავითმა იოაბის ნაცვლად თავისი ჯარის მეთაურობა ამასას შესთავაზა, რადგან, როგორც თავად თქვა, ის მისი „ძვალი და ხორცი“ იყო (2სმ. 18:9—15; 19:13).

მოგვიანებით აჯანყებამ ისევ იფეთქა. ამჯერად შებას არ უნდოდა, წილი ჰქონოდა დავითში (2სმ. 20:1, 2). ამასას სამ დღეში უნდა შეეკრიბა ჯარი, მაგრამ მან მისვლა დაიგვიანა, ამიტომ დავითმა აბიშაის უთხრა, წაეყვანა მეფის მსახურები და დადევნებოდა აჯანყებულებს. აბიშაის ძმა იოაბი თავის ხალხთან ერთად შეუერთდა მათ შებას დევნაში. როცა დაგვიანებული ამასა შეხვდა მათ, იოაბმა ხელი მოჰკიდა წვერზე, ვითომ სიყვარულით უნდოდა ეკოცნა მისთვის, მეორე ხელით კი მუცელში მახვილი გაუყარა (2სმ. 20:4—12). შესაძლოა, ამასამ დაიმსახურა ეს სასჯელი აბესალომის მხარდაჭერისთვის, თუმცა იოაბი ნამდვილად არ იყო შურის საძიებლად შესაფერისი კაცი. ამიტომ დავითმა დაავალა სოლომონს, შური ეძია ამასას მკვლელობისთვის და მოეკლა იოაბი (1მფ. 2:5, 32).

2. ხადლაის ვაჟი; როცა ისრაელ მეომრებს იუდაზე გამარჯვების შემდეგ თავიანთი ძმები მიჰყავდათ მონებად, ამასა და კიდევ სამი ეფრემელი თავკაცი გამოეხმაურნენ წინასწარმეტყველი ოდედის მოწოდებას, დაებრუნებინათ ტყვეები. მან აგრეთვე იზრუნა იუდადან წაყვანილი ხალხის საკვებზე, ჩასაცმელსა და სამშობლოში დასაბრუნებლად საჭირო ტრანსპორტზე (2მტ. 28:8—15).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება