ამიელი
[ხალხი ღვთისა].
1. გემალის ვაჟი დანის ტომიდან; ერთ-ერთი იმ 12 მზვერავიდან, რომლებიც მოსემ ქანაანის მიწის დასაზვერად გაუშვა (რც. 13:12). ამიელი იმ ათ მზვერავს შორის იყო, რომლებმაც აღთქმული მიწის შესახებ ცუდი ამბები მიიტანეს. ის იეჰოვასგან დატეხილი უბედურებით მოკვდა (რც. 14:36, 37).
2. მაქირის მამა ლო-დებარიდან, რომელიც იორდანეს აღმოსავლეთით მდებარეობდა. სწორედ ამ მაქირთან ცხოვრობდა იონათანის ვაჟი მეფიბოშეთი, როცა დავითმა მისდამი სიკეთე გამოავლინა (2სმ. 9:4, 5, 7; 17:27).
3. ბათ-შებას მამა; ბათ-შება ურიას ცოლი იყო, მოგვიანებით კი დავითს გაჰყვა ცოლად (1მტ. 3:5). 2 სამუელის 11:3-ში მას ელიამი ეწოდება. ამ სახელში გადაადგილებულია ასოები სახელ „ამიელიდან“ და ნიშნავს: „ღმერთი ხალხისა“. სავარაუდოდ, მამამისი იყო გილოელი ახითოფელი, რომელიც დავითის მრჩეველი იყო, მაგრამ უღალატა მას (2სმ. 23:34; 15:31).
4. ლევიანი, ობედ-ედომის მეექვსე ვაჟი; ის კარიბჭის მცველი იყო და დავითის დროს მას და მის ძმებს იეჰოვას სახლის საკუჭნაოები ებარა (1მტ. 26:4, 5, 12—15).