ᲑᲔᲢᲔᲜᲘ
[ფსტა] — ქალაქის სახელი, რომელიც მხოლოდ იესო ნავეს ძის 19:25-ში გვხვდება. აშერის ერთ-ერთი სასაზღვრო ქალაქი. მისი ადგილმდებარეობა უცნობია, რადგან იქვე მოხსენიებული არც რამდენიმე სხვა ქალაქის მდებარეობაა ცნობილი. მას აიგივებენ ხირბეთ-იბთინთან, რომელიც მდებარეობს აქოს სამხრ.-ით დაახლ. 17 კმ-ში, ხოლო ხაიფის სამხრ. აღმ.-ით 13 კმ-ში, აქოს ველის უკიდურეს სამხრეთ ნაწილში.