ბილჰა
1. ერთ-ერთი მოახლე ლაბანის სახლში. ლაბანმა ის თავის ქალიშვილ რახელს გააყოლა, როცა იაკობს მიათხოვა (დბ. 29:29). ეს მოხდა ფადან-არამში, რომელიც შუამდინარეთის ჩრდილოეთ პლატოზე მდებარეობდა. დრო გავიდა და რახელი კვლავაც უშვილო იყო, ამიტომ მან ბილჰა იაკობს მიუყვანა, რათა მასთან დაწოლილიყო და მოახლისგან შესძენოდა შვილები, როგორც ეს სარამ გააკეთა (დბ. 16:2). ბილჰას შეეძინა ორი ვაჟი — დანი და ნაფთალი, რომლებიც ისრაელის 12 ტომიდან 2 ტომის წინაპრები გახდნენ (დბ. 30:3—8; 35:25; 1მტ. 7:13). ქანაანში დაბრუნებულმა იაკობმა ბილჰა შვილებთან ერთად თავის ტყუპისცალ ძმას, ესავს წარუდგინა. რახელის სიკვდილის შემდეგ იაკობის უფროსმა ვაჟმა, რეუბენმა, ბილჰასთან იმრუშა (დბ. 35:22; 49:3, 4).
2. ქალაქი, რომელიც ეკუთვნოდა სიმონის ტომს და მდებარეობდა იუდაში, ნეგების მხარეში (1მტ. 4:29); როგორც ჩანს, იგივე ბაალა, რომელიც მოხსენიებულია იესო ნავეს ძის 15:29-ში.