საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ელიაკიმი“
  • ელიაკიმი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ელიაკიმი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • შებნა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ძალაუფლების ბოროტად გამოყენებას უფლებამოსილების დაკარგვა მოჰყვება
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით 2016
  • ორგულობის შედეგები
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
  • მეფის რწმენა ჯილდოვდება
    ესაიას წინასწარმეტყველება — სინათლე მთელი კაცობრიობისთვის I
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ელიაკიმი“

ელიაკიმი

[ჩემი ღმერთი წამოაყენებს].

1. ხილკიას ვაჟი; იყო იუდას მეფე ხიზკიას სახლის გამგებელი, როცა იუდაში ძვ. წ. 732 წელს ასურეთის მეფე სინახერიბი შეიჭრა.

როცა შებნას ჯერ კიდევ ებარა მეფის სახლი, ესაიამ უწინასწარმეტყველა, რომ დაკარგავდა თავის მდგომარეობას და მას ელიაკიმი შეცვლიდა, რომელსაც იეჰოვამ „ჩემი მსახური“ უწოდა. უფლებამოსილების გადაცემისას იეჰოვა ელიაკიმს შებნას გრძელი სამოსით შემოსავდა და მის სარტყელს შემოარტყამდა; აგრეთვე „დავითის სახლის გასაღებს“ ჩამოჰკიდებდა მხარზე, რაც იმაზე მიანიშნებდა, რომ მას მიენდობოდა მეფის სახლის ზედამხედველობა და უფლება, თავად გადაეწყვიტა, ვინ იქნებოდნენ მეფის მსახურები (ეს. 22:15—24).

ამ თანამდებობაზე ყოფნის დროს ელიაკიმი, მწერალი შებნა და მემატიანე იოახი გავიდნენ რაბშაკესთან სალაპარაკოდ, რომელიც დიდძალი ჯარით მიადგა იერუსალიმს და დანებება მოსთხოვა. შემდეგ სამივენი ტანსაცმელშემოხეული დაბრუნდნენ და სინახერიბის წარმომადგენლის სიტყვები გადასცეს მეფე ხიზკიას, რომელმაც ელიაკიმი, შებნა და მღვდელთა უხუცესები ესაიასთან გაგზავნა, რათა იეჰოვას დაჰკითხვოდა (ეს. 36:11, 22; 37:1, 2; 2მფ. 18:17, 18, 26, 36, 37; 19:1, 2).

2. იუდას მეფე (ძვ. წ. 628—618), რომელიც ფარაონმა ნექომ დასვა ტახტზე და სახელი იეჰოიაკიმად შეუცვალა. ელიაკიმი მეფე იოშიას ვაჟი იყო (2მფ. 23:34; იხ. იეჰოიაკიმი).

3. იმ ლევიან მღვდელთაგან ერთ-ერთი, რომლებიც იერუსალიმის გალავნის მიძღვნის დროს საყვირებით ხელში იღებდნენ მონაწილეობას ნეემიას მიერ მოწყობილ მსვლელობაში (ნემ. 12:31, 41).

4. იესოს მამობილი იოსების წინაპარი (მთ. 1:13).

5. იესოს დედის, მარიამის წინაპარი (ლკ. 3:30).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება