საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ესთერი“
  • ესთერი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ესთერი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მორდოქაი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბიბლიის წიგნი 17 — ესთერი
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • ჰამანი [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ესთერი (ბიბლიის წიგნი)
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ესთერი“

ესთერი

ებრაელი ობოლი გოგონა ბენიამინის ტომიდან. მას ებრაულად ჰადასა ერქვა, რაც მირტს ნიშნავს. მისი წინაპრები ძვ. წ. 617 წელს მეფე იეჰოიაქინთან (იექონია) ერთად იერუსალიმიდან ბაბილონში გადაასახლეს (ესთ. 2:5—7). ის აბიხაილის ქალიშვილი იყო (ესთ. 2:15). მისი მეურვეობა იკისრა მასზე ასაკით უფროსმა ბიძაშვილმა მამის მხრიდან, მორდოქაიმ. სპარსეთის მეფე ახაშვეროშის დროს (ქსერქსე I, ძვ. წ. V ს.) ის ერთ-ერთი იყო იმ მრავალ მსახურთაგან, „რომლებიც მეფის კარიბჭესთან იყვნენ“ შუშანის სასახლეში (ესთ. 2:7; 3:2). ახაშვეროშმა დედოფალ ვაშთის დაუმორჩილებლობის გამო დედოფლობა ჩამოართვა და ბრძანა, შეეკრიბათ ლამაზი ქალწულები და სხეულის დაზელვისა და სხვა კოსმეტიკური პროცედურების შემდეგ მის წინაშე წარედგინათ. მათგან მეფეს უნდა აერჩია დედოფალი, რომელიც ვაშთის ჩაანაცვლებდა. ასე მოხვდა ესთერი მეფის სასახლეში. ის ქალთა მცველ ჰეგაის ჩააბარეს. მორდოქაის გაფრთხილებული ჰყავდა ესთერი, არ გაემხილა, რომ ებრაელი იყო (ესთ. 2:8, 10). თავისი მეფობის მეშვიდე წელს ახაშვეროშმა ესთერი დედოფლად აირჩია (ესთ. 2:16, 17). სასახლეში მყოფი ესთერი რჩევას კვლავ მორდოქაის ეკითხებოდა. ის მორდოქაის სახელით დაელაპარაკა მეფეს და ამხილა მეფის წინააღმდეგ შეთქმულნი (ესთ. 2:20, 22).

ახაშვეროშის მეფობის მეთორმეტე წელს სამეფო კარის დიდმა მოხელემ, აგაგელმა ჰამანმა, იმპერიის 127 სამთავროში გაფანტული ებრაელი ხალხის გაწყვეტის გეგმა შეიმუშავა. ჰამანმა ებრაელთა ამოხოცვის შესახებ ბრძანების გაცემის უფლება მეფისგან მიიღო (ესთ. 3:7—13). მორდოქაის მითითებით ესთერმა ჰამანის ბოროტი ჩანაფიქრი მეფეს გაუმხილა. განრისხებული მეფე კიდევ უფრო განარისხა ჰამანის უტიფარმა საქციელმა, რის გამოც ის ძელზე ჩამოკიდეს (ესთ. 4:7—7:10). ესთერის თხოვნით მეფემ მეორე განკარგულება გასცა, რომელიც უფლებას აძლევდა ებრაელებს ბრძოლით დაეცვათ თავი იმ დღეს, როცა მათი ხოცვა-ჟლეტა უნდა დაწყებულიყო (ესთ. 8:3—14). მეფის ბრძანებულებისა და მორდოქაის შიშით, რომელსაც იმ დროისთვის ჰამანის ადგილი დაეკავებინა, სამთავროთა მთავრები თუ სხვა გამგებლები ებრაელებს მხარში დაუდგნენ და მტრებზე სრული გამარჯვება მოაპოვებინეს (ესთ. 9). მორდოქაის მითითებით და ესთერის თანხმობით ებრაელებს ებრძანათ, ყოველ წელს აღენიშნათ ფურიმის დღესასწაული, რომელსაც ისინი დღემდე აღნიშნავენ (ესთ. 9:20, 21, 29).

წიგნ „ესთერში“ ღვთის სახელი არ არის ნახსენები, თუმცა მორდოქაისა და ესთერის მოქმედებებიდან თვალნათლივ ვხედავთ, რომ ორივე ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვას ერთგული მსახური იყო. ესთერი ემორჩილებოდა ღვთის კანონს. ის „ტანადი და ლამაზი შესახედავი იყო“ (ესთ. 2:7), მაგრამ მისი მთავარი ღირსება შინაგანი ადამიანი იყო, „რომელიც შემოსილია სიმშვიდითა და რბილი ხასიათით“ (1პტ. 3:4). ამ თვისებებით მოიპოვა მან ჯერ ქალთა მცველის, ჰეგაის, შემდეგ კი თვით მეფის კეთილგანწყობა. ის დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდა სამკაულებსა და ჩაცმულობას, რაც იქიდან ჩანს, რომ „არაფერი უთხოვია გარდა იმისა, რაც ... ჰეგაიმ“ ურჩია (ესთ. 2:15). მის საქციელში დიდი ტაქტიანობა და თავშეკავება გამოჩნდა. ის ქმრის, ახაშვეროშის მორჩილი იყო. როცა მასსა და მისი ხალხის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრა, ის თავაზიანად და პატივისცემით დაელაპარაკა მეფეს. როცა საჭირო იყო, ესთერი დუმდა, და როცა საჭირო იყო, გაბედულად და უშიშრად ლაპარაკობდა (ესთ. 2:10; 7:3—6). ის სულიერად მოწიფული ბიძაშვილის, მორდოქაის რჩევისამებრ იქცეოდა, მაშინაც, როცა თავის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრებოდა (ესთ. 4:12—16). ესთერმა თავის ხალხს, ღვთის რჩეულ ერს, სიყვარული და ერთგულება საქმით დაუმტკიცა (იხ. მორდოქაი №2).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება