საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ხელგაშლილობა“
  • ხელგაშლილობა

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ხელგაშლილობა
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ბედნიერნი არიან გულუხვად გამცემნი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2018
  • დააფასეთ იეჰოვას ხელგაშლილობა და გონიერება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • რას ამბობს ბიბლია გაცემაზე?
    პასუხები ბიბლიურ კითხვებზე
  • ხელგაშლილობა გვაბედნიერებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ხელგაშლილობა“

ხელგაშლილობა

კეთილშობილური თვისება; სხვებისთვის რამის გულუხვად, უშურველად გაზიარება. ესაიას 32:8-ში ხელგაშლილობად ნათარგმნია ებრაული ნადივ, რომელიც ზოგან მზადყოფნად და წარჩინებულად ითარგმნება (ფს. 51:12; რც. 21:18). ბერძნული არსებითი სახელი ჰაპლოტეს („ხელგაშლილობა“ [2კრ. 8:2; 9:11]; „გულუხვად გაცემა“ [რმ. 12:8]; „გულწრფელობა“ [ეფ. 6:5]) ზოგადად უბრალოებას ნიშნავს (2კრ. 11:3, Int). იეჰოვა გულუხვობის განსახიერებაა, ვინაიდან ის აკმაყოფილებს თავისი მორჩილი ქმნილებების ყველა საჭიროებას, თუ ეს მის ნებას არ ეწინააღმდეგება (1ინ. 5:14; ფლ. 4:19). ყოველი კარგი ძღვენი და ყოველი სრულყოფილი საბოძვარი მისგანაა, მათ შორის სიბრძნეც (იაკ. 1:5, 17).

მოსე თანამემამულეებს ხელგაშლილობისკენ მოუწოდებდა. ისინი ხელგაშლილები მაშინაც უნდა ყოფილიყვნენ, როცა სესხს გირაოთი გასცემდნენ. „გულს ნუ გაიქვავებ და ნუ იქნები ხელმოჭერილი შენი ღარიბი ძმის მიმართ. ხელგაშლილი იყავი მის მიმართ; იმდენი ასესხე გირაოთი, რამდენსაც საჭიროებს, რადგან სჭირდება ... მიეცი მას, ნუ გექნება ძუნწი გული ... ამიტომაც გიბრძანებ, ხელგაშლილი იყო შენს მიწაზე შენი დაჩაგრული და ღარიბი ძმის მიმართ“ (კნ. 15:7—11).

ბიბლიურ იგავში ნათქვამია: „ხელგაშლილი სული დამსუყდება და მას, ვინც სხვას უხვად ასმევს წყალს, თვითონაც უხვად ექნება წყალი დასალევად“ (იგ. 11:25). იესო ქრისტემ ეს აზრი ასე ჩამოაყალიბა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (სქ. 20:35). იესოს ეკუთვნის შემდეგ სიტყვებიც: „გაეცით და მოგეცემათ. უბეში ჩაგიყრიან კარგ საწყაოს, ჩატკეპნილს, გატენილსა და პირამდე სავსეს. რა საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ“ (ლკ. 6:38).

ქრისტიანულ კრებაში. პავლე მოციქულმა იგავების 11:25-ში ჩაწერილი აზრი ასე ჩამოაყალიბა: „ვინც ძუნწად თესავს, ძუნწად მოიმკის, ხოლო ვინც უხვად თესავს, უხვად მოიმკის“. პავლე მსჯელობას ასე აგრძელებს: „თითოეული ისე მოიქცეს, როგორც გულში გადაწყვიტა, ოღონდ არა უხალისოდ ან ნაძალადევად, რადგან ღმერთს სიხარულით გამცემი უყვარს“ (2კრ. 9:6, 7). შემდეგ ის იეჰოვას დიდებულ გულუხვობაზე საუბრობს. იეჰოვა არა მარტო უხვად აძლევდა თესლსა და პურს მთესველს, არამედ ამდიდრებდა კორინთელ და-ძმებს, რათა ისინიც ხელგაშლილნი ყოფილიყვნენ სხვების მიმართ. პავლეს თქმით ასეთი გულუხვობა ღვთის განდიდებას ემსახურებოდა (2კრ. 9:8—13).

პავლემ გულუხვობისკენ რომაელებსაც მოუწოდა: „ვინც გასცემს, გულუხვად გასცეს“ (რმ. 12:8). ებრაელებსაც მსგავსად მოუწოდა: „გარდა ამისა, ნუ დაივიწყებთ კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებ. 13:16). მაკედონიის კრება ცნობილი იყო ხელგაშლილობით. მიუხედავად იმისა, რომ გაჭირვებას განიცდიდნენ, თავიანთ შესაძლებლობაზე მეტი გააკეთეს და უხვი გახადეს თავიანთი ხელგაშლილობის სიმდიდრე (2კრ. 8:1—4).

აღსანიშნავია, რომ ბიბლიური მოწოდებები ხელგაშლილობის შესახებ არ ეწინააღმდეგება იმ მუხლებს, რომლებშიც დაგმობილია უმადურობა, მუქთახორობა და სიზარმაცე. მაგალითად, ზარმაცი, რომელიც ცივ ამინდში არ ხნავს, მკის დროს ვერაფერს ეღირსება. ვისაც მუშაობა არ სურს, სხვისი გულუხვობის ღირსი არ არის (იგ. 20:4; 2თს. 3:10). სიაში არ უნდა შეეყვანათ ის ქვრივები, რომლებიც გარკვეულ მოთხოვნებს არ შეესაბამებოდნენ (1ტმ. 5:9, 10). გალატიის, მაკედონიისა და აქაიას კრებების შემოწირულობები გაჭირვებული წმინდებისთვის იყო გათვალისწინებული და არა წარმართებისთვის (1კრ. 16:1; 2კრ. 9:1, 2).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება