ჰასენაა
[ შესაძლოა ნიშნავს მოძულებულს]
„ჰასენაას ძეებმა“ ააშენეს თევზის კარიბჭე, როდესაც ნეემიას მეთვალყურეობით მიმდინარეობდა იერუსალიმის კედლის აღდგენითი სამუშაოები (ნემ. 3:3). შესაძლოა ჰასენაა არის იგივე სენაა, უბრალოდ განსაზღვრული არტიკლის გარეშე (ეზრ. 2:35; ნემ. 7:38; იხ. სენაა).