საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „პატივი“
  • პატივი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • პატივი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • პატივისცემით მოეპყარით ყველას
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 1999
  • ყველას სათანადო პატივი ეცით!
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2017
  • ასწრებ თანამორწმუნეებს პატივისცემაში?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2010
  • პატივისცემა
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „პატივი“

პატივი

პატივის აღსანიშნავად ძირითადად გამოიყენება ებრაული სიტყვა ქავოდ, რომელიც სიტყვასიტყვით „მძიმეს“ ნიშნავს (შდრ. მონათესავე სიტყვები 1სმ. 4:18-სა და 2სმ. 14:26-ში). მაშასადამე, პატივდებულ ადამიანს „წონა“ აქვს, ანუ რაღაცას წარმოადგენს. ბერძნული არსებითი სახელი ტიმე პატივის, დაფასებისა და საფასურის, ხოლო ზმნა ტიმაო შეფასების აზრს ატარებს (მთ. 27:9; მთ. 27:6; სქ. 4:34), ზედსართავი ტიმიოს კი პატივდებულისა და ძვირფასის მნიშვნელობით იხმარება (სქ. 5:34; 1კრ. 3:12).

იეჰოვა ღმერთი და მისი ძე. იეჰოვა ღმერთი უზენაესი შემოქმედია, ამიტომ ის იმსახურებს პატივს, მოწიწებასა და პატივისცემას (1ტმ. 1:17; ებ. 3:3, 4; გმც. 4:9—11). ადამიანები ღმერთს პატივს იმით მიაგებენ, რომ მის მოსაწონად იქცევიან, როგორც ამას იესო აკეთებდა (ინ. 8:29, 49). ვიდრე კანონის შეთანხმება ძალაში იყო, ისრაელებს იეჰოვასთვის პატივის მიგება საუკეთესო შესაწირავით შეეძლოთ (იგ. 3:9; მლ. 1:6—8).

ყოვლისშემძლის პატივისცემა მხოლოდ მსახურების ფორმალური, გარეგნული მხარეების დაცვაში არ გამოიხატება. აუცილებელია იეჰოვას კანონების გულითადი სიყვარული და ღვთის ნების შესრულების ძლიერი სურვილი. სწორედ ეს არ გააჩნდათ იესოს თანამედროვე იუდაიზმის რელიგიურ წინამძღოლებს (მრ. 7:6; ეს. 29:13).

იესო ქრისტემ მამისთვის პატივის მიგების საუკეთესო მაგალითი დაგვიტოვა. მან მისი ნება უნაკლოდ შეასრულა, რაც სიცოცხლის მსხვერპლად გაღების ფასად დაუჯდა (მთ. 26:39; ინ. 10:17, 18). ის სიამოვნებით ასრულებდა მამის ნებას, რისთვისაც მამამ პატივი დასდო — მოიწონა და თავის საყვარელ ძედ მოიხსენია (2პტ. 1:17; მთ. 17:5). მას შემდეგ, რაც იესომ დედამიწაზე თავისი ცხოვრების გზა განვლო, მამამ მას იმაზე მეტი პატივი და დიდება მიანიჭა, ვიდრე განკაცებამდე ჰქონდა (ფლ. 2:9—11). ეს კარგი მაგალითია იმისა, რომ თუ როგორ დასდებს უზენაესი პატივს ყველას, ვინც მას პატივს მიაგებს — თავის მსახურად აღიარებს და უხვად აკურთხებს (1სმ. 2:30).

ვინაიდან იეჰოვამ აღამაღლა თავისი ძე, ვინც არ აღიარებს, რომ იგი უკვდავი მეფეთა მეფე და უფალთა უფალია, უპატივცემულობას ავლენს იეჰოვას მიმართ. იესო თავისი მდგომარეობისა და ღვაწლის გამო პატივსა და მხარდაჭერას იმსახურებს (ინ. 5:23; 1ტმ. 6:15, 16; გმც. 5:11—13). ვისაც სურს, ძემაც მიაგოს პატივი და მოიწონოს, უნდა მიჰბაძოს მას და მისი სწავლებების ერთგული დარჩეს (რმ. 2:7, 10).

სხვების პატივისცემა. ფაქტია, უდიდეს პატივს იეჰოვა და მისი ძე იმსახურებენ, მაგრამ ადამიანებსაც მართებთ ერთმანეთის პატივისცემა. მაგალითად, მშობლების პატივისცემა მათდამი მორჩილებაში გამოიხატება (კნ. 5:16; ეფ. 6:1, 2). როცა მშობლებს დახმარება ესაჭიროებათ, ზრდასრული შვილები მატერიალურად ეხმარებიან მათ და ასე მიაგებენ პატივს (მთ. 15:4—6; 1ტმ. 5:3, 4). ქმრის პატივისცემა ცოლისადმი გამოიხატება სათუთ და ღირსეულ მოპყრობაში, ხოლო ცოლის პატივისცემა ქმრისადმი ვლინდება მორჩილებასა და პატივისცემაში (1პტ. 3:1—7). უხუცესები, რომლებიც ბევრს ირჯებოდნენ სწავლების საქმეში, ორმაგი პატივის ღირსი იყვნენ და ამაში მათთვის მატერიალური დახმარების გაწევაც შედიოდა (1ტმ. 5:17, 18). ბატონებისადმი ქრისტიანი მონების პატივისცემა დაკისრებული საქმის პირნათლად შესრულებაში გამოიხატებოდა (1ტმ. 6:1, 2). მმართველები და სახელმწიფო მოხელეებიც იმსახურებენ პატივისცემას თავიანთი მდგომარეობის გამო (რმ. 13:7). ნებისმიერი ადამიანი, როგორც ღვთის ქმნილება, პატივისცემას იმსახურებს (1პტ. 2:17).

ქრისტიანებმა პატივისცემაში ერთმანეთს უნდა დავასწროთ (რმ. 12:10). ჩვენ ის უნდა ვეძებოთ, რაც სხვებისთვისაა სასარგებლო და არა ჩვენთვის (1კრ. 10:24). ამისათვის საჭიროა მზადყოფნა ისეთი საქმის შესასრულებლად, რაც თავმდაბლობას მოითხოვს (ლკ. 22:26; ინ. 13:12—17). ასეთი მზადყოფნა ქრისტიანებს ყოველთვის ექნებათ, თუ ემახსოვრებათ, რომ ღვთისთვის ყველა მსახური ძვირფასია და მათ, როგორც ერთი სხეულის ნაწილებს, ერთმანეთი სჭირდებათ (1კრ. 12:14—27).

ქრისტიანები ძალისხმევას არ აკლებენ, რომ იეჰოვა ღმერთისა და მისი ძის წინაშე საპატიო მდგომარეობა ეკავოთ, თუმცა არამც და არამც არ ეძებენ ადამიანთაგან დიდებას. ამიტომ ქრისტიანები ერიდებიან მათთან ურთიერთობას, ვინც მათზე უარყოფით გავლენას მოახდენს, და ებრძვიან ცოდვილი ხორცის სურვილებს. ისინი მხოლოდ ზნეობრივი და სულიერი სიწმინდის შენარჩუნების შემთხვევაში იქნებიან ღვთის ხელში საპატიო მიზნისთვის გამოსაყენებელი ჭურჭელი (1თს. 4:3—8; 2ტმ. 2:20—22; ებ. 13:4), რაც ნამდვილი პატივია.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება