საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „რახაბი“
  • რახაბი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რახაბი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • ის „საქმეებით იქნა მართლად აღიარებული“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2013
  • რახაბს გაგონილი ჰქონდა იეჰოვას სასწაულების შესახებ
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2009
  • რახაბმა ირწმუნა იეჰოვა
    ასწავლეთ შვილებს
  • რახაბი მალავს მზვერავებს
    იმოგზაურეთ ბიბლიურ დროში
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „რახაბი“

რახაბი

1. [ებრ. რახავ, შესაძლოა ნიშნავს განიერს, ვრცელს] — იერიხონში მცხოვრები მეძავი, რომელიც იეჰოვას თაყვანისმცემელი გახდა. ძვ. წ. 1473 წლის გაზაფხულზე ორი ისრაელი მზვერავი იერიხონში მივიდა და რახაბის სახლს შეაფარა თავი (იეს. 2:1). ბიბლია არ გვიკონკრეტებს, რამდენ ხანს დარჩნენ ისინი იქ, მაგრამ იერიხონი არც თუ ისე დიდი ქალაქი იყო და დასაზვერად, ალბათ, დიდი დრო არ დასჭირდებოდათ.

ზოგიერთები, განსაკუთრებით კი ებრაელი ტრადიციონალისტები, უარყოფენ იმ აზრს, რომ რახაბი პირდაპირი გაგებით მეძავი იყო, მაგრამ მათი მოსაზრება ფაქტებით არ დასტურდება. ებრაული სიტყვა ზონაჰ ყოველთვის უკანონო ურთიერთობის აღსანიშნავად გამოიყენებოდა, იქნებოდა ეს უკანონო სქესობრივი კავშირი თუ გადატანითი მნიშვნელობით სულიერი ღალატი. ბიბლიაში ყველა იმ ადგილას, სადაც ამ სიტყვაში მეძავი იგულისხმება, ის მეძავად ითარგმნა. ის არასდროს არ არის გადმოტანილი მასპინძლად, სასტუმროს მეპატრონედ ან მსგავსი მნიშვნელობით. გარდა ამისა, ქანაანელებში მეძაობა დასაძრახი არ იყო.

იერიხონელები მიხვდნენ, რომ რახაბის სტუმრები ისრაელები იყვნენ და ეს მეფეს შეატყობინეს. მაგრამ რახაბმა სასწრაფოდ დამალა სტუმრები ბანზე გასაშრობად გაშლილი სელის ძნებში. როცა მეფის გაგზავნილი კაცები მათ დასაჭერად მივიდნენ, რახაბმა ისინი სხვა მიმართულებით გაუშვა ისე, რომ მათ ეჭვიც არ აუღიათ. ამგვარად, რახაბმა ისრაელის ღვთის მიმართ უფრო დიდი ერთგულება გამოავლინა, ვიდრე მსჯავრდადებული თანამემამულეების მიმართ (იეს. 2:2—7).

უცნობია, ზუსტად როდის გაიგო რახაბმა, რა მიზნით იყვნენ მზვერავები მისულები და რას უპირებდნენ ისრაელები იერიხონს. მაგრამ მათ წინაშე აღიარა, რომ ქალაქი შიშს მოეცვა, რადგან მათ ყურამდე მიაღწია, თუ როგორ იცავდა იეჰოვა თავის ხალხს ბოლო 40 წლის მანძილზე. შემდეგ რახაბმა ფიცი დაადებინა მზვერავებს, რომ მას და მთელ მის ოჯახს — დედას, მამასა თუ სხვებს, ცოცხლებს დატოვებდნენ. მზვერავები იმ პირობით გადაარჩენდნენ მათ, თუ ის მთელ ოჯახს თავისთან შეკრებდა, სარკმელს ალისფერ თოკს გამოაბამდა და მათ შესახებ არავის ეტყოდა. რახაბი დასთანხმდა პირობას. შემდეგ უსაფრთხოების მიზნით მზვერავები სარკმლიდან ჩაუშვა (მისი სახლი ქალაქის გალავანში იყო) და დაარიგა, როგორ მორიდებოდნენ მდევრებს, რომლებიც იორდანეს ფონებთან ეძებდნენ მათ (იეს. 2:8—22).

მზვერავები ყველაფერს მოუყვნენ იესო ნავეს ძეს (იეს. 2:23, 24). შემდეგ, როცა იერიხონის გალავანი დაინგრა, რახაბის სახლი, რომელიც „გალავანში იყო“, გადარჩა (იეს. 2:15; 6:22). იესო ნავეს ძის მითითებისამებრ იმავე მზვერავებმა გადაარჩინეს რახაბი და მისი სახლეულობა. ისინი გარკვეულ ხანს ისრაელის ბანაკის გარეთ ცხოვრობდნენ, რის შემდეგაც ისრაელებთან ერთად ცხოვრების ნებართვა მიიღეს (იეს. 6:17, 23, 25). ეს ყოფილი მეძავი ცოლად გაჰყვა სალმონს და მასთან შეეძინა ბოაზი, რომელიც დავითის სამეფო ხაზის წინაპარი გახდა. ის ერთ-ერთი იყო იმ ოთხი ქალიდან, რომლებიც მათემ იესოს გენეალოგიაში მოიხსენია (რთ. 4:20—22; მთ. 1:5, 6). თუმცა ისრაელი არ იყო, იეჰოვასადმი რწმენა მან საქმეებით დაამტკიცა, რითაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. პავლე წერდა: „რწმენით რახაბი, მეძავი, არ დაიღუპა ურჩებთან ერთად, რადგან მშვიდობიანად მიიღო მზვერავები.“ იაკობმა კი აღნიშნა: „განა მეძავი რახაბიც საქმეებით არ იქნა მართლად აღიარებული, როცა სტუმართმოყვარულად მიიღო მაცნეები და მერე სხვა გზით გაისტუმრა?“ (ებ. 11:30, 31; იაკ. 2:25).

2. [ებრ. რაჰავ, ნაწარმოებია ფუძიდან, რომელიც ნიშნავს განუწყვეტელ ვედრებას] — ეს სიმბოლური მნიშვნელობის გამოთქმა პირველად გვხვდება წიგნ „იობში“ (9:13; 26:12), სადაც ის „მოიერიშედ“ ითარგმნა (აქ). იობის 26:12-ის კონტექსტი და წინადადების წყობა იმაზე მიანიშნებს, რომ ამ სიტყვაში ზღვის ურჩხული იგულისხმება. მსგავსად ესაიას 51:9-ში რახაბი ზღვის ურჩხულთან არის გაიგივებული: „განა შენ არ დაანაკუწე რახაბი, განგმირე ზღვის ურჩხული?!“.

რახაბი, „ზღვის ურჩხული“, ეგვიპტისა და ფარაონის სიმბოლო გახდა, რომელიც მოსესა და ისრაელს ეწინააღმდეგებოდა. ესაიას 51:9, 10 ეგვიპტიდან იეჰოვას მიერ ისრაელის ხსნაზე მიანიშნებს: „განა შენ არ ამოაშრე ზღვა, ღრმა წყალი?! განა შენ არ აქციე ზღვის სიღრმეები გზად გამოსყიდულების გასატარებლად?!“. ესაიას 30:7-შიც რახაბი ეგვიპტეს უკავშირდება. ფსალმუნის 87:4-ში რახაბის ნაცვლად ეგვიპტის მოხსენიება უპრიანი იქნებოდა, რადგან ისრაელის მტრების ჩამონათვალში ბაბილონის, ფილისტიმის, ტვიროსისა და ქუშის წინ პირველი მოიხსენიება. თარგუმში ამ მუხლში რახაბის ნაცვლად „ეგვიპტელები“ წერია, ხოლო ფსალმუნის 89:10-ში ეს სიტყვა ისეა გადმოტანილი, რომ იეჰოვას მიერ დამცირებულ ეგვიპტის ქედმაღალ ფარაონს უკავშირდება.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება