საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „რუთი (ბიბლიის წიგნი)“
  • რუთი (ბიბლიის წიგნი)

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • რუთი (ბიბლიის წიგნი)
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • რუთი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • ბიბლიის წიგნი 8 — რუთი
    „მთელი წმინდა წერილი ღვთისგან არის შთაგონებული და სასარგებლოა“
  • უჩვეულო ქორწინება — ბოყაზი და რუთი
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2003
  • მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „რუთი“
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2005
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „რუთი (ბიბლიის წიგნი)“

რუთი (ბიბლიის წიგნი)

წიგნის სახელწოდება მომდინარეობს მისი ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირის, მოაბელი რუთის სახელიდან. წიგნი მოგვითხრობს, როგორ გახდა რუთი დავითის წინაპარი მას შემდეგ, რაც დათანხმდა, თავისი დედამთილი ნაომის ნაცვლად ცოლად გაჰყოლოდა ბოაზს, რათა მაზლის ვალდებულების კანონი შესრულებულიყო. წიგნი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს ბოაზის, ნაომისა და რუთის მადლიერებაზე, ერთგულებასა და იეჰოვასადმი ნდობაზე (რთ. 1:8, 9, 16, 17; 2:4, 10—13, 19, 20; 3:9—13; 4:10).

გენეალოგიური ჩამონათვალის გარდა (რთ. 4:18—22), წიგნში მოთხრობილია მსაჯულების დროს დაახლ. 11 წლის განმავლობაში მომხდარი მოვლენები, თუმცა ზუსტი წლები უცნობია (რთ. 1:1, 4, 22; 2:23; 4:13).

იუდაური ტრადიციის თანახმად, წიგნის დამწერი სამუელი იყო, რასაც წიგნის შინაარსი არ ეწინააღმდეგება. თხრობა დავითის გენეალოგიით მთავრდება, რაც იმაზე მიანიშნებს, რომ დამწერმა იცოდა, რა განზრახვა ჰქონდა ღმერთს დავითთან მიმართებით. ეს განზრახვა ცნობილი იყო სამუელისთვის, რადგან სწორედ მან სცხო დავითი მეფედ. ამგვარად, სავსებით ლოგიკურია, რომ ის დაწერდა დავითის წინაპრების შესახებ (1სმ. 16:1, 13).

უტყუარობა. რამდენად ღირებულია. წიგნის ისტორიულობას ადასტურებს მათეს მიერ მოყვანილი გენეალოგია, სადაც იესოს წინაპრებს შორის მოხსენიებულნი არიან ბოაზი, რუთი და ობედი (მთ. 1:5; შდრ. რთ. 4:18—22; 1მტ. 2:5, 9—15). გარდა ამისა, წარმოუდგენელია, რომ ებრაელ დამწერს იუდას პირველი მეფის, დავითის გენეალოგიაში განზრახ მოეხსენიებინა უცხოელი ქალი, თუ ეს სინამდვილეს არ შეესაბამებოდა.

ეს ისტორიული ჩანაწერი ბიბლიის სხვა მონაკვეთებს უფრო გასაგებს ხდის. მასში კარგად არის აღწერილი, როგორ ითვალისწინებდნენ ძველ ისრაელში კანონებს მორჩენილი მოსავლის აკრეფისა (ლვ. 19:9, 10; კნ. 24:19—22; რთ. 2:1, 3, 7, 15—17, 23) და მაზლის ვალდებულების შესახებ (კნ. 25:5—10; რთ. 3:7—13; 4:1—13). წიგნიდან ჩანს, იეჰოვას შეწევნით როგორ შენარჩუნდა მესიამდე მიმყვანი საგვარეულო ხაზი და როგორ მოხდა მესიის წინაპრების არჩევა. იუდასტომელზე გათხოვილ ნებისმიერ ისრაელ ქალს ჰქონდა პერსპექტივა, მესიის წინაპარი გამხდარიყო (დბ. 49:10). ის ფაქტი, რომ ეს პატივი მოაბელ რუთს ხვდა წილად, ხაზს უსვამს პავლე მოციქულის ნათქვამი პრინციპის მართებულობას: „ეს მასზე კი არ არის დამოკიდებული, ვისაც სურს ან ვინც ისწრაფვის, არამედ მწყალობელ ღმერთზე“ (რმ. 9:16). რუთმა თავის ღმერთად იეჰოვა აირჩია, თავის ხალხად კი — ისრაელი, რისთვისაც იეჰოვამ დიდი წყალობა გამოავლინა და „სრული საზღაური“ უბოძა, ანუ უფლება მისცა, ყველაზე დიდებული ადამიანის წინაპარი გამხდარიყო (რთ. 2:12; 4:13—17).

[ჩარჩო]

მნიშვნელოვანი აზრები რუთიდან

წიგნი მოგვითხრობს, როგორ გახდა იეჰოვას წყალობით ღვთისმოშიში მოაბელი რუთი მეფე დავითისა და მესიის წინაპარი.

წიგნში აღწერილი მოვლენები მსაჯულების პერიოდში განვითარდა. მისი წერა სავარაუდოდ ძვ. წ. 1090 წელს დასრულდა.

რუთი ნაომისთან და მის ღმერთთან, იეჰოვასთან დარჩენას არჩევს (1:1—22)

უშვილო ქვრივები, რუთი და ორფა, თავიანთ დედამთილთან, ელიმელექის ქვრივ ნაომისთან ერთად არიან, როცა ის მოაბიდან იუდაში ბრუნდება.

ორფა გადაიფიქრებს იუდაში დაბრუნებას, რადგან ნაომის სიტყვების თანახმად, ნაკლებად შესაძლებელია, რომ ისინი იუდაში კვლავ გათხოვდნენ.

რუთი თავისას არ იშლის და ამბობს, რომ ნაომის ხალხი მისი ხალხი იქნება, ნაომის ღმერთი კი — მისი ღმერთი.

რუთი და ნაომი ბეთლემში ჩადიან.

ბოაზის ყანაში რუთი მორჩენილ თავთავებს კრეფს (2:1—3:18)

მორჩენილი თავთავების ასაკრეფად გასული რუთი სრულიად შემთხვევით ხვდება ბოაზის, ელიმელექის ნათესავის ყანაში და მის კეთილგანწყობას იმსახურებს.

ის ქერისა და ხორბლის მკის დასრულებამდე განაგრძობს ბოაზის ყანაში მუშაობას.

ნაომის მითითებისამებრ რუთი სთხოვს ბოაზს, ისარგებლოს გამომსყიდველის უფლებით. ბოაზი თანახმაა, თუმცა ნაომის მასზე უფრო ახლო ნათესავიც ჰყავს.

ბოაზი, როგორც გამომსყიდველი, ქორწინდება რუთზე (4:1—22)

ბეთლემის ათი უხუცესის წინაშე ბოაზი ამ ნათესავს სთავაზობს ელიმელექის მინდვრის გამოსყიდვასა და რუთთან ლევირატული ქორწინებით გარდაცვლილისთვის შთამომავლობის აღდგენას.

როცა ეს კაცი უარს ამბობს, ბოაზი სარგებლობს გამომსყიდველის უფლებით.

იეჰოვას კურთხევით ბოაზსა და რუთს ეყოლათ ობედი, რომელიც მეფე დავითის პაპა გახდა.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება