ᲙᲔᲠᲕᲐ
გვირისტების ერთმანეთთან შეერთების პროცესი. უძველესი დროიდანვე კერვა, ისევე როგორც ქარგვა, ადამიანის ყოფა-ცხოვრების განუყოფელი ნაწილია (გმ. 26:1; 35:35; იობ. 16:15; ეკ. 3:7; ეზკ. 13:18). პირველმა წყვილმა, ადამმა და ევამ, „გადააბეს [შეკერეს] ლეღვის ფოთლები და წელზე შემოირტყეს“ (დბ. 3:7). მათ შესაძლოა ლეღვის დიდი ფოთლები ერთმანეთზე ამავე ხის რტოებით გადააბეს.
როდესაც იესოს ჰკითხეს, თუ რატომ არ მარხულობდნენ მისი მოწაფეები ფარისევლებისა და იოანეს მოწაფეების მსგავსად, მან თქვა, რომ ძველ მოსასხამზე ახალი ქსოვილის საკერებლის დადება მოსასხამს გახევდა (მრ. 2:18, 21). გარეცხვის შემდეგ დადებული საკერებელი შედგებოდა და ძველ სამოსს მოეხეოდა, რაც დაზიანებულ ადგილს უფრო მეტად გახევდა. ამ მაგალითით იესო მსმენელს იმის დანახვაში დაეხმარა, რომ დრო იყო, გამხდარიყვნენ მისი მიმდევრები, და რომ არასწორი იქნებოდა მისი მოწაფეებისთვის იმის დაძალება, მიჰყოლოდნენ მათ წეს-ჩვეულებებს. თავად იოანესაც მანამდე ნათქვამი ჰქონდა, რომ ის გზას უმზადებდა ქრისტეს, და აქედან გამომდინარე მისი მსახურება დროებითი იყო (ინ. 3:27–30).