საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „და“
  • და

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • და
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • მხარი დაუჭირეთ ქრისტიან დებს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2020
  • ისეთივე დამოკიდებულება გაქვთ ქალების მიმართ, როგორიც იეჰოვას?
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2024
  • როგორ შეუძლიათ ქალებს, გაისარჯონ ღვთისთვის?
    ჩვენი ქრისტიანული ცხოვრება და მსახურება — პროგრამა სავარჯიშოებით — 2021
  • ძმა [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „და“

და

ბიბლიაში სიტყვა „დაში“ იგულისხმება არა მარტო ღვიძლი და, არამედ მამით ნახევარდა (დბ. 34:1, 27; 1მტ. 3:1—9) და დედით ნახევარდა, როგორც ეს იესოს დების შემთხვევაში იყო (მთ. 13:55, 56; მრ. 6:3).

ვინაიდან კაცობრიობა ადამისა და ევასგან წარმოიშვა, როგორც ჩანს, მათი ვაჟებიდან ზოგი თავიანთ დაზე დაქორწინდა (დბ. 3:20; 5:4). ადამისთვის თავისი ცოლი ევა — ძვალი მისი ძვალთაგანი და ხორცი მისი ხორცთაგანი — დაზე ახლობელი იყო (დბ. 2:22—24). იმ დროს ღვიძლ დებსა და ნახევარდებზე ქორწინება სამარცხვინოდ არ ითვლებოდა. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ 2 000 წელზე მეტი ხნის შემდეგ აბრაამი თავის ნახევარდაზე, სარაზე დაქორწინდა (დბ. 20:2, 12). მაგრამ დაახლოებით 430 წლის შემდეგ, მოსეს კანონით ამგვარი კავშირი სისხლის აღრევად ჩაითვალა და აიკრძალა (ლვ. 18:9, 11; 20:17). რაც უფრო დაშორდა ადამიანთა მოდგმა ადამის სრულყოფილებას, მით უფრო არასასურველი და სახიფათო გახდა ახლო ნათესავებს შორის ქორწინება.

უფრო ფართო გაგებით ამ სიტყვაში თანამემამულე ქალიც იგულისხმებოდა (რც. 25:17, 18). ის ერები და ქალაქები, რომლებიც ერთმანეთთან დაახლოებული იყვნენ ან ერთნაირი მორალური პრინციპებით ცხოვრობდნენ, ბიბლიაში დებთან არიან შედარებული (იერ. 3:7—10; ეზკ. 16:46, 48, 49, 55; 23:32, 33).

ებრაული სიტყვა ახოთ, რომელიც „დად“ ითარგმნება, გამოყენებულია იმ კონტექსტებშიც, სადაც საუბარია კარვის შესაბამისი ნაწილების ურთიერთგანლაგებაზე; ეს სიტყვა ამავე გაგებით გვხვდება ეზეკიელის ხილვებშიც (გმ. 26:3, 5, 6, 17; ეზკ. 1:9, 23).

ქრისტიანულ კრებაში. იესო ასწავლიდა, რომ ნათესაურ კავშირზე წინ სულიერად დანათესავებულთა შორის კავშირი დგას. იგი დებს უწოდებდა და საკუთარ დებზე მეტად აფასებდა იმ ქალებს, რომლებიც მამამისის ნებას ასრულებდნენ (მთ. 12:50; მრ. 3:34, 35). ვინც მზად არის, სამეფოს ინტერესების გულისთვის უარი თქვას ნათესავებთან ურთიერთობაზე, ახლავე ასმაგად შეიძენს დებსა და ოჯახის სხვა წევრებს, მომავალში კი „მარადიულ სიცოცხლეს დაიმკვიდრებს“ (მთ. 19:29; მრ. 10:29, 30; ლკ. 14:26). ქრისტიანულ კრებაში ქალებს სულიერი გაგებით დები ეწოდებათ (რმ. 16:1; 1კრ. 7:15; 9:5; იაკ. 2:15).

გადატანითი მნიშვნელობით. იეჰოვას მცნებების დაცვის აუცილებლობაზე საუბრისას სოლომონ ბრძენი მსმენელს მოუწოდებს, სიბრძნე დაიახლოვოს: „სიბრძნეს უთხარი, ჩემი და ხარ-თქო, გაგების უნარს ნათესავი უწოდე“ (იგ. 7:4).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება