ურბანუსი
[ლათ-დან, ნიშნავს დახვეწილს, მოხდენილს]
რომაელი ქრისტიანი, რომელსაც პავლე რომაელებისადმი მიწერილ თავის წერილში მოკითხვას უთვლის (რმ. 16:9). ეს სახელი არაერთგან გვხვდება იმ ჩანაწერებში, სადაც კეისრის სახლეულობაზეა საუბარი, თუმცა ისტორია დუმს იმის თაობაზე, იყო თუ არა ურბანუსი იმპერატორის მსახური.