საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „ცეფანია“
  • ცეფანია

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • ცეფანია
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „ცეფანია“

ცეფანია

[იეჰოვა იფარავს (ინახავს)].

1. ლევიანი, რომლის სახელიც მოხსენიებულია კეჰათის, სამუელისა და ჰემანის გენეალოგიურ ნუსხაში (1მტ. 6:33—38).

2. გამოჩენილი მღვდელი, რომელიც იუდას სამეფოს არსებობის ბოლო ათწლეულში მსახურობდა; მაასეიას ძე. ცეფანია ორჯერ გაგზავნა ციდკიამ იერემიასთან, პირველად იეჰოვასთვის იუდას ბედ-იღბალი რომ გამოეკითხა, ხოლო მეორედ — ხალხისთვის რომ ელოცა (იერ. 21:1—3; 37:3). ცეფანიამ ბაბილონში მყოფი ცრუწინასწარმეტყველისგან წერილი მიიღო, რომელშიც ის იერემიას გაკიცხვას სთხოვდა. მაგრამ ცეფანიამ ყური არ უგდო მას და წერილი თავად იერემიას წაუკითხა. იერემიამ იეჰოვას სახელით საპასუხო წერილი დაწერა (იერ. 29:24—32). იერუსალიმის დაცემის შემდეგ ცეფანია, რომელიც მაშინ სერაიას შემდეგ პირველი მღვდელი იყო, ნაბუქოდონოსორს მიჰგვარეს რიბლაში და მოკლეს (იერ. 52:24, 26, 27; 2მფ. 25:18, 20, 21).

3. იოშიას ან ხენის მამა, რომელმაც ბაბილონის ტყვეობიდან დაბრუნების შემდეგ მღვდელმთავარ იეჰოშუას გვირგვინის დასამზადებლად ძვირფასი ლითონები გაიღო (ზქ. 6:10, 11, 14).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება