როგორ გამოვიყენოთ საძიებელი
აღწერილობა და პრაქტიკული მნიშვნელობა
იეჰოვას მოწმეებმა შექმნეს „საძიებელი“, რომელშიც შესულია მითითებულ წლებში გამოცემული ან გადამუშავებული პუბლიკაციები.
„საგუშაგო კოშკის“, „გამოიღვიძეთ!“-ისა და „ჩვენი სამეფო მსახურების“ რუბრიკები, მაგალითად „მკითხველთა შეკითხვები“, დაჯგუფებულია მთავარი სახელწოდებების ჩამონათვალში.
საძიებლის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ ბოლო ქვესათაური „მითითებული წყაროები“.
საძიებელი პრაქტიკულ დახმარებას გაგიწევთ, როცა მსახურებისთვის და კრების შეხვედრებისთვის ემზადებით; აგრეთვე დაგეხმარებათ პირადი შესწავლისა და ოჯახურ თუ ყოველდღიურ ყოფა-ცხოვრებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარების დროს.
საგნობრივი საძიებელი
თანმიმდევრობა. მთავარი სახელწოდებები ანბანური თანმიმდევრობითაა დალაგებული. სათაურები, რომლებშიც თარიღები და რიცხვებია მოცემული, მაგალითად 1914 ან 144 000, რიცხობრივი თანმიმდევრობითაა დალაგებული და წინ უსწრებს ანბანური თანმიმდევრობით დალაგებულ სიტყვებსა თუ ფრაზებს.
სათაურებიც, ჩვეულებრივ, ანბანური თანმიმდევრობითაა დალაგებული, ზოგიერთი მათგანი კი — რიცხობრივი თანმიმდევრობით. წლები, რომლებიც მოქცეულია მთავარი სახელწოდების, მაგალითად თარიღების ქვეშ, დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით. რაც შეეხება ბიბლიურ მუხლებს, რომლებიც დაჯგუფებულია, მაგალითად მთავარი სახელწოდების, „ბიბლიის უტყუარობის“ ქვეშ, ბიბლიური წიგნების თანმიმდევრობის მიხედვითაა დალაგებული. სხვა რიცხვები და თარიღები, ძირითადად, დალაგებულია რიცხობრივი თანმიმდევრობით და წინ უსწრებს ანბანური თანმიმდევრობით დალაგებულ სიტყვებსა თუ ფრაზებს.
როგორ მოვიძიოთ ესა თუ ის ინფორმაცია. ინფორმაცია საძიებელში თავმოყრილია თემატურად და არა სტატიებისა თუ თავების სათაურების მიხედვით. თუმცა სათაურების ძირითადი სიტყვები შეიძლება დაგეხმაროთ სასურველი სახელწოდების მოძებნაში.
ესა თუ ის ინფორმაცია რომ მოიძიოთ, ჯერ განსაზღვრეთ, რა თემაზე ეძებთ სტატიას, შემდეგ კი შეარჩიეთ სიტყვა ან ფრაზა. უმჯობესია, შეარჩიოთ კონკრეტული სიტყვა ან ფრაზა, რადგან ამ შემთხვევაში შესაბამისი სათაურების უფრო სრული ჩამონათვალი გექნებათ. მაგალითად, ინფორმაცია სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით უმჯობესია, მოიძიოთ ძირითადი სახელწოდებით „სისხლის გადასხმა“ და არა „სისხლი“. „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიოთეკაში სახელწოდებები, რომლებიც შეესაბამება სასურველ თემას, მოცემულია კატეგორიაში „საკვლევი ნაშრომები“, რომლებიც საძიებო ველის ქვემოთაა განთავსებული. „საგუშაკო კოშკის“ ონლაინ ბიბლიოთეკაში სახელწოდებები, რომლებიც შეესაბამება სასურველ თემას, მოცემულია ძიების შედეგების ზემოთ.
მსახურებასთან დაკავშირებული შემთხვევები შეგიძლიათ მოძებნოთ ძირითადი სახელწოდების ქვეშ „შემთხვევები სამქადაგებლო მსახურებიდან“, აგრეთვე ამ თემასთან დაკავშირებული სხვა ძირითადი სახელწოდებებისა თუ ცალკეული პუბლიკაციების სათაურების ქვეშ. მსახურებასთან დაკავშირებული შემთხვევების მოძიება აგრეთვე შეგიძლიათ იმ ქვეყნის სახელწოდების ქვეშ, სადაც ეს შემთხვევები მოხდა.
ადამიანების სახელები და გვარები იშვიათად გვხვდება ძირითადი სახელწოდებების ჩამონათვალში. ზოგიერთი სახელისა და გვარის მოძიება შესაძლებელია სახელწოდების, „იეჰოვას მოწმეების ბიოგრაფიების“ ქვეშ. ყველა იმ მოწმის სახელი და გვარი, რომლებიც საძიებელშია შეტანილი, იმ ქვეყნების სახელწოდებების ქვეშ არის დაჯგუფებული, სადაც ისინი მსახურობდნენ.
ძირითადი სახელწოდებების ქვეშ, სადაც მოცემულია სათაურების ან წლების ჩამონათვალი, შეგვიძლია მოვძებნოთ კონკრეტულ თემასთან დაკავშირებული სხვა დამატებითი წყაროები. მაგალითად, მთავარი სახელწოდების ქვეშ „საოლქო კონგრესები“, სადაც მოცემულია ჩამონათვალი წლების მიხედვით, შეგიძლიათ მოძებნოთ საოლქო კონგრესი, დევიზით „ღვთისმოსაწონი მორჩილება“ (2005). მას შემდეგ, რაც მოძებნით ამ კონგრესის სახელწოდებას, იპოვით საძიებელში შესულ ყველა წყაროს, რომლებიც ამ კონგრესს უკავშირდება. კონგრესების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოსაძიებლად ნახეთ ქალაქის სახელწოდება, მაგალითად „კონგრესები კოლუმბუსში (ოჰაიო)“.
ძირითადი სახელწოდების პოვნის შემდეგ, პირველ რიგში, წაიკითხეთ მის ქვეშ მოცემული მსგავსი სათაურები (თუ „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიოთეკაში და „საგუშაგო კოშკის“ ონლაინ ბიბლიოთეკაში დააწკაპუნებთ შესაბამის წყაროებზე, გადაგიყვანთ ძირითად სახელწოდებაზე). შედეგად იპოვით კონკრეტულ სახელწოდებას, რომლის ქვეშაც მოცემული იქნება თქვენთვის სასურველი ინფორმაცია. თუ ვერ მოიძიებთ საჭირო ინფორმაციას, მაშინ ის ქვესათაურების მიხედვით მოძებნეთ. ხშირად თემატურ ჯგუფებში დაჯგუფებულია სათაურები და ზოგჯერ ეს თემატური ჯგუფები მსგავსი სახელწოდებების ქვეშაა განლაგებული. თუ „საგუშაგო კოშკის“ ბიბლიოთეკაში და „საგუშაგო კოშკის“ ონლაინ ბიბლიოთეკაში დააწკაპუნებთ სათაურებზე, გადაგიყვანთ სასურველ თემაზე.
თუ ის სიტყვა ან ფრაზა, რომელსაც ეძებთ, არ აღმოჩნდა ძირითადი სახელწოდების ქვეშ, შეეცადეთ, სინონიმით ან უფრო ზოგადი მნიშვნელობის მქონე სიტყვით მოძებნოთ.
თუკი მოძებნით სასურველ თემასთან შინაარსობრივად ახლოს მდგომ წყაროებს, გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება იქაც კი არ იყოს ყველა შესაძლო წყარო მითითებული. ამიტომ, როდესაც საქმე ეხება მნიშვნელოვან საკითხებს, კარგი იქნება, სხვა ძირითადი სახელწოდებებიც ნახოთ.
შენიშვნა: ფრაზაში „ბიბლიის მკვლევრები“ იგულისხმებიან „იეჰოვას მოწმეები“; ასე ერქვათ მათ ჩარლზ ტეიზ რასელის დროიდან მოყოლებული 1931 წლამდე, სანამ მიიღებდნენ სახელწოდებას „იეჰოვას მოწმეები“.
ბიბლიური მუხლების საძიებელი
საძიებელში შესული ბიბლიური მუხლები. თუ პუბლიკაციაში განიხილება ამა თუ იმ მუხლის მნიშვნელობა, იხსნება მათი დაწერის მიზეზი ან ნათელი ეფინება ამ მუხლებში გამოყენებული დედნისეული სიტყვების მნიშვნელობას, ასეთი მუხლები შესულია საძიებელში.
საძიებელში არ არის შესული ის მუხლები, რომლებიც არ იხსნება, თუმცა ამა თუ იმ აზრის გასამყარებლადაა მოყვანილი. მაგალითად, ეზეკიელის 18:4 შესაძლოა გამოყენებული იყოს იმის საჩვენებლად, რომ სული კვდება. ასეთ შემთხვევაში მუხლი არ იქნება საძიებელში შეტანილი.
როგორ მოვძებნოთ მუხლის ახსნა პუბლიკაციებში. ზოგჯერ მოყვანილი ან ციტირებული მუხლის ახსნას რამდენიმე გვერდი ეთმობა (მაგალითად გვერდები 23—25). შესაძლოა თავად მუხლი არ იყოს ციტირებული პირველ გვერდზე, მაგრამ ახსნა სწორედ იქიდან იწყებოდეს. ზოგ შემთხვევაში ჯერ მუხლის ახსნა იწყება, შემდეგ წყდება და სხვა მასალა განიხილება, ბოლოს კი ისევ მუხლი იხსნება. ამიტომ საჭიროა თითოეულ გვერდზე მონიშნული მთლიანი მონაკვეთის წაკითხვა.
მითითებული წყაროები
„საგუშაგო კოშკის“ ბიბლიოთეკაში ზოგჯერ მოცემულია წყაროების გარკვეული ნაწილები; თუ მათზე დააწკაპუნებთ, დაინახავთ ამ წყაროების ჩამონათვალს და სპეციალურ ფუნქციას „ამოიღეთ ყველა ეს წყარო“. თუ მასზე დააწკაპუნებთ, ამ წყაროების ყველა ნაწილის ნახვას შეძლებთ. „საგუშაგო კოშკის“ ონლაინ ბიბლიოთეკაში ეს ნაწილები ერთმანეთის მიყოლებით ავტომატურად ჩნდება.
თანმიმდევრობა. წყაროები დაჯგუფებულია წლების მიხედვით (ზემოდან ქვემოთ). ერთი და იმავე წლით დათარიღებული პუბლიკაციების თანმიმდევრობა შემდეგნაირია: „საგუშაგო კოშკი“, „გამოიღვიძეთ!“, წიგნები, „ჩვენი სამეფო მსახურება“, ბროშურები. წყაროები „საგუშაგო კოშკიდან“, „გამოიღვიძეთ!“-იდან და „ჩვენი სამეფო მსახურებიდან“ თანმიმდევრულადაა დალაგებული თვეების მიხედვით.
ვიმედოვნებთ, რომ ეს საძიებელი ბიბლიის გულწრფელ მკვლევრებს დაეხმარება, „იეჰოვას ღირსად იცხოვრონ და ყოველმხრივ ასიამოვნონ მას — ყოველ კარგ საქმეში ნაყოფი გამოიღონ და ღვთის შესახებ ცოდნა გაიღრმაონ“ (კოლ. 1:10).