გთხოვთ, შემოგვიერთდეთ მნიშვნელოვანი დღის აღნიშვნაში 1998 წლის 11 აპრილს, შაბათს
იეჰოვას მოწმეები გულთბილად გიწვევენ, მათთან ერთად გაიხსენო ღვთის ძღვენი, რომელიც მან თავისი ძის, იესო ქრისტეს, შეწირვით გამოხატა. ამ ძღვენმა კაცობრიობას მარადიული სიცოცხლის იმედი მისცა (იოანე 3:16).
მიმდინარე წელს იესოს სიკვდილის გახსენების საღამო აღინიშნება 11 აპრილს, შაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ. ეს თარიღი ბიბლიური მთვარის კალენდრის მიხედვით შეესაბამება 14 ნისანს. გთხოვთ, ადგილობრივ იეჰოვას მოწმეებთან დაადგინოთ შეხვედრის ადგილი და ზუსტი დრო.
იცი თუ არა ეს ამბები, რომლებიც დედამიწაზე იესოს მსახურების ბოლო დღეებში ხდებოდა?