საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • w11 8/1 გვ. 23
  • იცოდით თუ არა?

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • იცოდით თუ არა?
  • საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
  • მსგავსი მასალა
  • სახრე [განთავსდება მოგვიანებით]
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მდევნელი დიდებულ სინათლეს ხედავს
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2000
  • შამგარი
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • სავლე ძველ მეგობრებსა და ყოფილ მტრებს ხვდება
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2007
იხილეთ მეტი
საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ — 2011
w11 8/1 გვ. 23

იცოდით თუ არა?

რას გულისხმობდა იესო, როცა სავლეს უთხრა: „სახრესთან გაძალიანება კარგს არაფერს მოგიტანს“? (საქმეები 26:14).

▪ ბიბლიურ დროში მენახირეები საქონლის გასარეკად სახრეს იყენებდნენ. სახრე იყო ორმეტრ-ნახევრის სიგრძის ჯოხი, რომლის ერთი ბოლოც წვეტიანი ლითონით ბოლოვდებოდა. თუ ცხოველი სახრეს გაუძალიანდებოდა, პატრონისგან უფრო მეტ დარტყმას მიიღებდა. სახრეს მეორე ბოლო ბრტყელი ჰქონდა, რომელსაც სახნისიდან ტალახის, თიხის ან ბალახის მოსაცილებლად იყენებდნენ.

ზოგჯერ სახრე საბრძოლო იარაღის მაგივრობასაც სწევდა. ისრაელის ერთმა მსაჯულმა და მეომარმა, შამგარმა, სახრით 600 ფილისტიმელი მოკლა (მსაჯულები 3:31).

ბიბლიაში სახრე გადატანითი მნიშვნელობითაც არის გამოყენებული. მაგალითად, მეფე სოლომონმა დაწერა, რომ „ბრძენთა სიტყვები სახრესავითაა“ ანუ მომსმენს სწორი გადაწყვეტილების მიღებაში ეხმარება (ეკლესიასტე 12:11).

მკვდრეთით აღმდგარმა იესომაც სახრე გადატანითი მნიშვნელობით მოიხსენია. მან სავლეს, ქრისტიანების მდევნელს, ურჩია, შეეწყვიტა „სახრესთან გაძალიანება“. ეს გამოთქმა მოგვაგონებს ჯიუტ ცხოველს, რომელიც არ უჯერებს პატრონს. სავლემ ყურად იღო იესოს რჩევა და ცხოვრების წესი შეიცვალა — ის მოციქული პავლე გახდა.

როგორ ადგენდნენ პირველ საუკუნეში ებრაელები დროს, როცა ბნელდებოდა?

▪ახ. წ. I საუკუნეში იუდეველები მოწმენდილ დღეს დროის დასადგენად მზის საათს იყენებდნენ. მაგრამ, როდესაც მზეს ღრუბლები ეფარებოდა ან ღამდებოდა, ისინი კლეფსიდრას, იგივე წყლის საათს მიმართავდნენ. იუდეველების გარდა, ამ საათით სარგებლობდნენ ეგვიპტელები, სპარსელები, ბერძნები და რომაელები.

„იუდაური ენციკლოპედიის“ თანახმად, მიშნაც და თალმუდიც კლეფსიდრას «სხვადასხვა სახელით მოიხსენიებს, რადგან ისინი ერთმანეთისგან ფორმითა თუ მოყვანილობით განსხვავდებოდნენ. თუმცა ყველას ერთი დანიშნულება ჰქონდა. კერძოდ, სპეციალური ჭურჭლიდან წვეთწვეთობით გამოდიოდა წყალი. ამ პროცესს ბერძნულად „კლეფსიდრა“ ეწოდებოდა».

როგორ მუშაობდა კლეფსიდრა? სპეციალურ ჭურჭელს, რომელსაც წყლით ავსებდნენ, ბოლოში ჰქონდა პატარა ნახვრეტი. ჭურჭლის ზედა და ქვედა ნაწილზე საზომი ერთეულების აღმნიშვნელი ხაზები იყო გაკეთებული. როცა წყლის დონე იკლებდა, ადამიანი ხვდებოდა, რა დრო იყო გასული.

რომაელთა სამხედრო ბანაკებში სწორედ ასეთ საათებს იყენებდნენ ღამის გუშაგები. ერთი გუშაგობის დასრულებას საყვირით ამცნობდნენ. ვინაიდან ღამე ოთხ გუშაგობად იყო დაყოფილი, ვინც საყვირის ხმას გაიგონებდა, იცოდა, როდის იწყებოდა და მთავრდებოდა თითოეული გუშაგობა (მარკოზი 13:35).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება