ყველამ უნდა ‘მიიღოს სიტყვა მთელი გულით’!
1 მილიონები სწავლობენ ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან. მათ მარადიული სიცოცხლის მისაღებად ‘სიტყვა [„მთელი გულით“, აქ] უნდა მიიღონ’ 3 000-ის მსგავსად, რომლებმაც ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღეს მოინანიეს და მოინათლნენ (საქმეები 2:41). რას ნიშნავს დღეს ეს ჩვენთვის?
2 ბიბლიის შემსწავლელებს უნდა დავეხმაროთ, იეჰოვასადმი ერთგულება განავითარონ (1 ტიმ. 4:7–10). ამასთან დაკავშირებით 1996 წლის ივნისის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში, მე-20 აბზაცში, შემდეგი რჩევაა მოცემული: „შესწავლის მთელი პროცესის განმავლობაში ეძებე შესაძლებლობები, რომ პატივისცემა აღუძრა იეჰოვას თვისებებისადმი. ღვთისადმი პირადი ღრმა გრძნობები გამოავლინე. დაეხმარე მოსწავლეს, იმაზე იფიქროს, რაც ავითარებს თბილ, პირად ურთიერთობას იეჰოვასთან“.
3 სირთულე, რომელსაც ვაწყდებით. ცრუ რელიგიის ზეგავლენაში მყოფი მრავალი ადამიანი კმაყოფილია იმ თაყვანისმცემლობით, რომელიც მინიმალურ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს და არ საჭიროებს რაიმე ნამდვილ ცვლილებას ცხოვრების წესში (2 ტიმ. 3:5). სირთულე, რომელსაც ვაწყდებით, არის ის, თუ როგორ დავანახვოთ ბიბლიის შემსწავლელებს, რომ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა უფრო მეტს ნიშნავს, ვიდრე ღვთის სიტყვის მხოლოდ მოსმენას. მათ ცხოვრებაში უნდა გამოიყენონ მოსმენილი (იაკ. 1:22–25). თუ მათი საქციელი ღვთისათვის მიუღებელია, უნდა აღიარონ, რომ ‘მოქცევა’ ესაჭიროებათ და იმის კეთება, რაც სწორია მის თვალში (საქ. 3:19). მარადიული სიცოცხლის მისაღებად, მათ უნდა ‘იღვაწონ’ და მყარად დადგნენ ჭეშმარიტების მხარეზე (ლუკ. 13:24, 25).
4 როდესაც ზნეობის სხვადასხვა მხარეებს განიხილავთ, შეეკითხე ბიბლიის შემსწავლელს, თუ როგორ უყურებს ამ საკითხებს და რა უნდა გააკეთოს, თუ ამჩნევს, რომ ცვლილებები აქვს მოსახდენი ცხოვრებაში. მიმართე მისი ყურადღება ორგანიზაციისკენ, სადაც ის ჭეშმარიტებას სწავლობს და წაახალისე, შეხვედრებს რეგულარულად დაესწროს (ებრ. 10:25).
5 მიზნად დავისახოთ, რომ შევეხოთ შემსწავლელების გულებს სწავლებით. სიხარული გვექნება, როცა აღვძრავთ ახლებს, რომ მთელი გულით მიიღონ ღვთის სიტყვა და მოინათლონ (1 თეს. 2:13).