განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა მარტში: „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. განსაკუთრებით უნდა ვეცადოთ ბიბლიის საშინაო შესწავლების დაწყებას. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. იქ, სადაც განმეორებითი მონახულების დროს გამოვლინდა ინტერესი, შეგიძლია შესთავაზო წიგნი „შემეცნება“ ან ბროშურა „რას მოითხოვს“ და სცადო ბიბლიის საშინაო შესწავლის დაწყებას. ივნისში: „რას მოითხოვს ღმერთი ჩვენგან?“ ან „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი შემეცნება“. შეეცადე, დაიწყო ბიბლიის საშინაო შესწავლა.
◼ მაუწყებლებს, რომელთაც აპრილში დამხმარე პიონერად მსახურება სურთ, შეუძლიათ ახლავე დაგეგმონ ეს და ადრიანად შეავსონ განცხადება. ეს უხუცესებს საშუალებას მისცემს, იზრუნონ სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე და ჟურნალებისა თუ სხვა ლიტერატურის საკმაო რაოდენობის მარაგზე. იმ მაუწყებლების სახელები, რომლებიც დამხმარე პიონერებად ინიშნებიან, უნდა გამოცხადდეს კრებაში.
◼ გახსენების საღამო ჩატარდება კვირას, 2001 წლის 8 აპრილს. სამქადაგებლო მსახურების გარდა სხვა არც ერთი შეხვედრა არ უნდა ჩატარდეს ამ დღეს. უხუცესებს შეუძლიათ სათანადო ცვლილებები მოახდინონ, რათა „საგუშაგო კოშკის“ შესწავლა სხვა დროს ჩატარდეს.
◼ საზოგადოება არ აკმაყოფილებს ცალკეული მაუწყებლების მოთხოვნას ლიტერატურაზე. თავმჯდომარე ზედამხედველმა ორგანიზება უნდა გაუწიოს იმას, რომ ყოველთვიურად გაკეთდეს განცხადება, სანამ კრების ყოველთვიური შეკვეთა ლიტერატურაზე გაეგზავნება საზოგადოებას, რათა ყველამ, ვისაც პირადი ლიტერატურის მიღება სურს, შეატყობინოს ლიტერატურაზე პასუხისმგებელ ძმას. გთხოვთ გახსოვდეთ, რომელი პუბლიკაციები შედის განსაკუთრებულ შეკვეთაში.
◼ ახალი პუბლიკაციები:
„ღვთის ხელმძღვანელობა — სამოთხემდე მიმყვანი გზა“ — რუსული
„არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ — ბულგარული
„ნამდვილად ზრუნავს ღმერთი ჩვენზე?“ — აზერბაიჯანული
„შენ შეგიძლია იყო ღვთის მეგობარი“ — თურქმენული, უიღურული
„იეჰოვას მოწმეები — ვინ არიან? რა სწამთ?“ — უკრაინული
„როგორ ვიპოვოთ სამოთხისკენ მიმავალი გზა“ —ავარიული
„ვინ არის იეჰოვა?“ — ალტაური
„ვინ არის იესო ქრისტე?“ — სომხური
„გამოიღვიძეთ!“ ახალი გვინეის პიჯინზე გამოვა სამ თვეში ერთხელ.