თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
იმ მასალის გამეორება, რომელიც თეოკრატიული სამსახურის სკოლის დავალებებში იყო განხილული 2001 წლის 1 იანვრით დაწყებული კვირიდან 23 აპრილით დაწყებული კვირის ჩათვლით. ცალკე ფურცელზე უპასუხე იმდენ კითხვას, რამდენსაც გამოყოფილ დროში მოასწრებ.
[შენიშვნა: წერითი გამეორებისას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ბიბლიის გამოყენება შეიძლება. კითხვებთან დართული მითითებები გათვალისწინებულია პირადი გამოკვლევისთვის.]
აღნიშნე „სწორია“ თუ „არასწორია“ შემდეგი მტკიცებები:
1. რა თქმა უნდა, გრძნობებმა არ უნდა დაგვაბრმაოს უხეში შეცდომების მიმართ. ჩვენ შეგვიძლია მივბაძოთ იოსებს და გულმოწყალედ მივუტევოთ მომნანიე ადამიანს, რომელმაც ჩვენ წინააღმდეგ შესცოდა (დაბ. 42:21; 45:4, 5) [w 01.01.99, გვ. 31, აბზ. 2, 3).
2. საგვარტომო ნუსხის გარდა, „პირველი ნეშტთას“ დანარჩენი ნაწილი მეფეთა წიგნებში ჩაწერილი ისტორიის გამეორებაა [bsi01, გვ. 5, აბზ. 1].
3. იესომ თავმდაბლობა გამოავლინა, როდესაც დატოვა ზეციერი სამფლობელო, დედამიწაზე მოსვლის უნიკალური დავალება მიიღო და გახდა თავმდაბალი ადამიანი, რითაც ანგელოზებზე დაბალი მდგომარეობა დაიკავა (ფილ. 2:5—8; ებრ. 2:7) [w 01.02.99, გვ. 6, აბზ. 3].
4. შიშაკის იუდაზე თავდასხმა და ‘უფლის სახლისა და სამეფო სახლის განძეულობის’ გატაცება არქეოლოგიურად დასტურდება (2 ნეშტ. 12:9) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.02.88, გვ. 26, აბზ. 4 (ინგლ.) pe გვ. 54, აბზ. 22].
5. ადამიანი მომავალ ჯილდოზე საერთოდ არ უნდა ფიქრობდეს, როდესაც ემსახურება ღმერთს [w 15.04.99, გვ. 16, აბზ. 1].
6. ფსალმუნის 102:2-ში იეჰოვას ‘ქველმოქმედების‘ მოხსენიებისას, დავითს მხედველობაში მისი ფიზიკური ქმნილებები ჰქონდა [w 15.05.99, გვ. 21, აბზ. 5, 6].
7. სოლომონის, ზერუბაბელისა და ჰეროდეს მიერ აშენებული ტაძრები, აგრეთვე მოსეს მიერ აგებული კარავი, ერთსა და იმავეს განასახიერებდნენ [bsi01, გვ. 12, აბზ. 16].
8. „პირველ ნეშტთაში“ მოცემულ საგვარტომო ნუსხას არავითარი სარგებლობა არ მოუტანია ადრეული ქრისტიანებისთვის [bsi01, გვ. 7, აბზ. 23].
უპასუხე შემდეგ კითხვებს:
9. რატომ გამოუტანა იეჰოვამ აქაბის სახლს მკაცრი განაჩენი? (3 მეფ. 16:31; 4 მეფ. 9:7, 26) [bsi01, გვ. 4, აბზ. 34].
10. რატომ იყო იესო ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი? (gt შესავალი თავი).
11. რამდენად გამომაფხიზლებელი გაკვეთილია ჩვენთვის იუდას მეფის, ყუზიაჰუს, მაგალითი? (2 ნეშტ. 26:15—21) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.12.99, გვ. 26, აბზ.1, 2].
12. ნაცვლად იმისა, რომ რიტუალი დაეწესებინა, რა ბრწყინვალე მაგალითი მოგვცა იესომ, როდესაც ფეხები დაბანა მოციქულებს? (იოან. 13:4, 5) [w 01.03.99, გვ. 31, აბზ. 1].
13. რატომ იყო პირველი ნეშტთას 14:8—17-ში მოცემული ცნობა საინტერესო ესაიას დღეებში და რატომ უნდა აინტერესებდეს ეს ცნობა ქრისტიანულ სამყაროს დღეს? (ეს. 28:21) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.06.91, გვ. 21, აბზ. 2—3 (რუს.)].
14. რით იყო მიმზიდველი ბაალის თაყვანისმცემლობა მრავალი ისრაელისთვის? [w 01.04.99, გვ. 29, აბზ. 3—6].
15. რამდენად პრაქტიკული გაკვეთილია ჩვენთვის იერუსალიმის დასაცავად და მისი წყლის მარაგის გასაზრდელად იეხიზკიაჰუს მიერ ჩატარებული სამუშაო? (2 ნეშტ. 32:3, 4) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.08.96, გვ. 6, აბზ. 1, 2 (რუს.)].
16. როგორ შეუძლია იოშიაჰუს მაგალითს ახალგაზრდების გამხნევება დღესდღეობით, რომ ემსახურონ ღმერთს და მტკიცედ აღუდგნენ წინ ცრუ რელიგიას? (2 ნეშტ. 34:3, 8, 33) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.08.90, გვ. 5, აბზ. 2].
17. იყო თუ არა ბაბილონში დარჩენილი ყველა იუდაელი ორგული და რა პრაქტიკული გაკვეთილის მიღება შეგვიძლია აქედან? (1 ეზრ. 1:3—6) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.06.86, გვ. 8, აბზ.4, 7 (რუს.)].
18. მეორე ნეშტთას 5:13, 14-ში მოცემული ცნობის თანახმად, როგორ გამოჩნდა, რომ იეჰოვა ისმენდა თავისი ხალხის მელოდიურ ქებას და ის სიამოვნებას ჰგვრიდა მას? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.11.94, გვ. 7, აბზ. 7].
ჩაამატე შემდეგი მტკიცებების დასასრულებლად საჭირო სიტყვა (სიტყვები) ან ფრაზები:
19. თუ რჩევას აძლევ თანაქრისტიანს, დარწმუნებული იყავი, რომ ის ღვთის ____________________ დაფუძნებული და არა ადამიანთა ____________________ და ____________________ (კოლ. 2:8) [w 01.15.99, გვ. 22, აბზ. 1].
20. როგორც ეკლები არ აძლევს ნერგებს გაზრდის საშუალებას, ისე გაუკონტროლებელ ____________________ და ____________________ დამატყვევებელ გავლენას შეუძლია ხელი შეგვიშალოს სულიერი მოწიფულობის მიღწევაში (მათ. 13:19, 22) [w 15.03.99, გვ. 22, აბზ. 5].
21. ჭეშმარიტმა ქრისტიანმა წარმატებას რომ მიაღწიოს იმაში, რაშიც სოლომონმა მარცხი განიცადა, არ უნდა ემსახუროს ღმერთს ____________________ ანუ ____________________ ____________________ და უნდა დაემორჩილოს ____________________ სიტყვებს „შეიყვარე უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა“ (მათ. 22:37; 1 ნეშტ. 28:9) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.11.86, გვ. 17, აბზ. 17, 18 (რუს.)].
მოძებნე სწორი პასუხები:
22. მეოთხე მეფეთას 17:5, 6-ში მოთხრობილია, თუ როგორ შეიჭრა (თიგლათფალასარი; შალმანესერ V; ესარხადონი) ისრაელის ათი ტომის ჩრდილოეთ სამეფოში და სამი წელიწადი როგორ ჰყავდა ალყაში მოქცეული სამარია, რომელიც საბოლოოდ აშურელებმა ძვ. წ. (740; 607; 537) წელს დასცეს [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.02.88, გვ. 27, აბზ. 1 (ინგლ.)].
23. ბაბილონში გადასახლების შემდეგ იერუსალიმში მომხდარი ამბების აღწერით მეოთხე მეფეთას 25-ე თავი გადაკრულად მიანიშნებს ამ წიგნის დამწერზე (დანიელზე; ეზეკიელზე; იერემიაზე) და აგრეთვე გვიჩვენებს, რომ წერა დასრულდა დაახლოებით ძვ. წ. (580; 537; 455) წელს [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე bsi01, გვ. 24, აბზ. 3 (რუს.)].
24. გამოსვლის 4:11-ში ნათქვამი, რომ იეჰოვა ღმერთი „ბადებს მუნჯს ან ყრუს, თვალხილულს ან ბრმას“, ნიშნავს, რომ (ადამიანებს დანაშაულის გამო აქვთ ეს უნარი წართმეული; სხვადასხვა ადამიანს უბოძოს მსახურების უპირატესობა; მან დაუშვა ადამიანებში ფიზიკური დეფექტების არსებობა) [w 01.05.99, გვ. 28, აბზ. 2].
25. მეორე ნეშტთას 36:17—23-ში მოხსენიებული 70-წლიანი პერიოდი დასრულდა ძვ.წ. (537; 607; 677) წელს [bsi01, გვ. 9, აბზ. 35].
ქვემოთ მოყვანილ მტკიცებებს შეურჩიე შესაბამისი ბიბლიური მუხლები:
26. ძალისხმევაა საჭირო, რომ შევიცვალოთ ჩვენი აზროვნება, და გონება ღვთიური ჭეშმარიტებით ვასაზრდოოთ [w 01.04.99, გვ. 22, აბზ. 2].
27. რჩევის მიცემისას მნიშვნელოვანია მართებული სიტყვების შერჩევა [w 15.01.99, გვ. 23, აბზ. 1].