თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
იმ მასალის გამეორება, რომელიც თეოკრატიული სამსახურის სკოლის დავალებებში იყო განხილული 2001 წლის 3 სექტემბრით დაწყებული კვირიდან 24 დეკემბრით დაწყებული კვირის ჩათვლით. ცალკე ფურცელზე უპასუხე იმდენ კითხვას, რამდენსაც გამოყოფილ დროში მოასწრებ. [შენიშვნა: წერითი გამეორებისას ნებისმიერ კითხვაზე პასუხის გასაცემად მხოლოდ ბიბლიის გამოყენება შეიძლება. კითხვებთან დართული მითითებები გათვალისწინებულია პირადი გამოკვლევისთვის.]
აღნიშნე „სწორია“ თუ „არასწორია“ შემდეგი მტკიცებები:
1. ფსალმუნის 57:5 ნათლად აჩვენებს, რომ, თუმცა ასპიტს აქვს „ყურები“, ის ყრუა [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე Rbi 8, გვ. 1583 (ინგლ.)].
2. ფსალმუნის 67:12-ში (აქ) მოხსენიებული ქალების „დიდი გუნდი“ წარმოადგენს უცხოტომელ მონა ქალებს, რომლებიც ისრაელმა მამაკაცებმა გაათავისუფლეს მონობიდან მოწინააღმდეგე ერების დაპყრობისას [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.03.87, გვ. 23, აბზ. 1 (რუს.)].
3. პავლეს მითითება „თავს ნუ დაამცირებინებ შენი სიჭაბუკის გამო“ იმის მაჩვენებელია, რომ ტიმოთე მოზარდი ან 20 წელს გადაცილებული იყო (1 ტიმ. 4:12) [w 15.09.99, გვ. 29, აბზ. 1—3; გვ. 31, აბზ. 2].
4. ფსალმუნის 109:1-ში ნახსენები „მეუფეს ჩემსას“ იესოს ეხება? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.12.94, გვ. 7, აბზ. 5].
5. ფსალმუნების წიგნში იეჰოვას სახელი დაახლოებით 700-ჯერ გვხვდება, ხოლო შემოკლებული ფორმა „იაჰ“ — 43-ჯერ; ამგვარად, მთლიანობაში, ღვთის სახელი საშუალოდ 5-ჯერ გვხვდება თითოეულ ფსალმუნში [bsi01, გვ. 24, აბზ. 23].
6. იგავების წიგნის შესწავლით, სინამდვილეში, სოლომონის სიბრძნეს ვსწავლობთ [bsi01, გვ. 26, აბზ. 1].
7. იგავნის 21:17-ში ჩაწერილი რჩევა, რომ მოვერიდოთ „ლხინს“, იმის მაჩვენებელია, რომ გართობა არასწორია, რადგან ის უფრო მნიშვნელოვანი საქმეებისთვის გამოყოფილ დროს გვართმევს [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.10.97, გვ. 27, აბზ. 7].
უპასუხე შემდეგ კითხვებს:
8. რაზე მიუთითა ლმობიერად იესომ მართას? (ლუკ. 10:40, 41) [w 01.09.99, გვ. 30, აბზ. 7].
9. რა „პატივით“ მიიღო იეჰოვამ ფსალმუნმომღერალი? (ფსალმ. 72:24) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; w 15.08.87, გვ. 21, აბზ. 3 (რუს.)].
10. ფსალმუნის 84:2—4-ის თანახმად, როგორი დამოკიდებულება ჰქონდა ფსალმუნმომღერალს მსახურების უპირატესობებთან? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; w 15.03.97, გვ. 8, აბზ. 5—7].
11. თუმცა ადრინდელ ქრისტიანებს სწამდათ გამოცხადების წიგნში მოხსენიებული იესოს ათასწლიანი მეფობის, საბოლოოდ რა ზეგავლენის გამო უარყო განდგომილმა ქრისტიანობამ ეს ღვთიური სწავლება? [w 01.12.99, გვ. 6, აბზ. 3 — გვ 7, აბზ. 5].
12. რა საზღვრები უნდა დაადგინონ ქრისტიანებმა, როდესაც „სხვებზე ზრუნავენ“? (ფილ. 2:4) [w 01.12.99, გვ. 29, აბზ. 1].
13. რა იგულისხმება ფსალმუნის 127:3-ში მოხსენიებულ ვაჟებში, რომლებიც არიან „ვითარცა ყლორტები ზეთისხილისა“ სუფრის გარშემო? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.08.00, გვ 30, აბზ. 4].
14. რა ზეგავლენა უნდა მოახდინოს ჩვენზე ღვთის საკვირველ საქმეებზე ფიქრმა? (ფსალმ. 138:14) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე br-5, გვ. 17, აბზ. 18].
15. რატომ ეწოდება იგავნის 5:3, 4-ში უზნეობის შედეგებს „აბზინდასავით მწარე“ და „ორლესული მახვილივით“ მჭრელი? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.07.00, გვ. 29, აბზ. 2].
16. იგავნის 14:29-ის თანახმად, როგორ დაგვეხმარება გამჭრიახობა სულმოკლეობისა და დაუოკებელი რისხვის თავიდან არიდებაში? [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.03.97, გვ. 13, აბზ. 7—8].
ჩაამატე შემდეგი მტკიცებების დასასრულებლად საჭირო სიტყვა (სიტყვები) ან ფრაზები:
17. იგავები ორ მიზანს ემსახურება, კერძოდ, რომ გვიბოძოს ____________________ და ____________________ (იგავ. 1:1—4) [w 15.09.99, გვ. 13 აბზ. 2].
18. «უზენაესის საფარი [„საიდუმლო ადგილი“, აქ]» არის ____________________ ადგილი მათთვის, ვინც ღვთის მხარეს იკავებს მისი ____________________ საკითხში; ის „საიდუმლო“ ანუ უცნობია მათთვის, ვისაც ____________________ (ფსალმ. 90:1) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.08.87, გვ. 22, აბზ. 6 (რუს.)].
19. როგორც ეს 102-ე ფსალმუნშია აღწერილი, იეჰოვას საქმეების არდავიწყება დაკავშირებულია „მის ქველმოქმედებაზე“, წყალობის საქმეებზე ____________________ (ფსალმ. 102:2) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 15.05.99, გვ. 21, აბზ. 5, 6].
20. იგავები შედგება ლაკონური გამონათქვამებისგან, რომლებიც გამოიყენება ____________________ სახით და განკუთვნილია იმისათვის, რომ ____________________ [bsi01, გვ. 27, აბზ. 6].
მოძებნე სწორი პასუხები:
21. თუმცა დავითს იმის გამო, თუ როგორ ეპყრობოდა საული, მასზე განსარისხებლად საკმაო მიზეზები გააჩნდა, დავითი თავს იკავებდა, რადგან (მან იცოდა, რომ საული არასრულყოფილი იყო, ხოლო ღვთის მსახურები კი მიმტევებლები უნდა იყვნენ; დავითი არასდროს ივიწყებდა იეჰოვასთან ურთიერთობას; მან იცოდა, რომ სხვების განსჯა არასწორი იყო) (1 მეფ. 24:6, 15) [w 15.08.99, გვ. 8, აბზ. 7].
22. (სიბრძნე; წვრთნა; სამართლიანობა) მრავალ რამეს მოიცავს; მასში შედის გაგების შესაძლებლობა, გამჭრიახობა, გონიერება და აზროვნების უნარი. (გულკეთილობა; გონიერება; მსჯელობა) არის იმის უნარი, რომ ნათლად დაინახო საკითხი და მის გარშემო არსებული დეტალების ერთმანეთთან დაკავშირებით ჩასწვდე მის არსს (იგავ. 1:1—4) [w 15.09, 99, გვ. 13, აბზ. 3].
23. იოსების სიმტკიცე, უარი ეთქვა პოტიფარის ცოლის უზნეო შეთავაზებებზე, გამომდინარეობდა იქიდან, რომ (მან იცოდა მოსეს რჯული, რომელიც მრუშობას კრძალავდა; ეშინოდა პოტიფარის მისი მაღალი მდგომარეობის გამო; აფასებდა იეჰოვასთან ურთიერთობას) (დაბ. 39:7—9) [w 01.10.99, გვ. 29, აბზ. 3].
24. 118-ე ფსალმუნის დამწერი მართლაც აფასებდა ამ ფსალმუნის თითქმის ყველა მუხლში ხაზგასმულ (ღვთის სიტყვას ანუ მის რჯულს; სიცოცხლის ძღვენს; გადარჩენის იმედს) [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე w 01.10.99, გვ. 10, აბზ. 5; w 01.10.87, გვ. 21, აბზ. 2 (რუს.)].
25. პავლეს მიერ (რომაელებისთვის; გალატელებისთვის; ებრაელებისთვის) მიწერილი წერილის პირველ ორ თავში ვხვდებით რამდენიმე ციტატას ფსალმუნებიდან, რომელიც იესო ქრისტეს (ამაღლებულ მდგომარეობას; ნათლობას; მიწიერ მსახურებას) ეხება [bsi01, გვ. 25, აბზ. 28].
ქვემოთ მოყვანილ მტკიცებებს შეურჩიე შესაბამისი ბიბლიური მუხლი:
იგავ. 2:19; 14:15; 18:17; ებრ. 13:18
26. ქრისტიანებს არ შეუძლიათ ხელი მოჰკიდონ არაკანონიერ ან სხვების ინტერესების უგულებელმყოფელ საქმეს [w 15.09.99, გვ. 10, აბზ. 2].
27. მრუშებმა შეიძლება მიაღწიონ იმ კრიტიკულ ზღვარს, საიდანაც ვეღარ დაბრუნდებიან, ანუ სიკვდილს [w 15.11.99, გვ. 27, აბზ. 4, 5].
28. გონიერი და გამჭრიახი ადამიანი განჭვრეტს თავისი მოქმედებების შედეგებს და ბრმად არ გაჰყვება რაიმე სიახლეს, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს პოპულარულია [ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა; იხილე g 08.12. 94, გვ. 17, აბზ. 1 (რუს.)].
29. მიუხედავად იმისა, რომ ვინმეს მიერ მოყვანილი მტკიცებები შეიძლება დამაჯერებელი და სწორი ჩანდეს, გონივრულია საქმის გამოკვლევა დასკვნის გამოტანამდე [bsi01, გვ. 31, აბზ. 36].