განცხადებები
◼ გასავრცელებელი ლიტერატურა დეკემბერში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. თუ მობინადრე უარს იტყვის წიგნის აღებაზე, შესთავაზეთ ბროშურა „იფხიზლეთ!“ იანვარში: წიგნი „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. ასევე, თუ არის კრების მარაგში, შეგიძლიათ შესთავაზოთ „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ და „შენ შეგიძლია მარადიული ცხოვრება სამოთხეში დედამიწაზე“. თებერვალში: „დაუახლოვდი იეჰოვას“. თუ არა გაქვთ ეს წიგნი, შეგიძლიათ შესთავაზოთ „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან კრების მარაგში არსებული ნებისმიერ 192-გვერდიანი წიგნი. მარტში: ახალი წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შეეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას.
◼ კრებებში მალე მიიღებთ 2006 წლის გახსენების საღამოს მოსაწვევებს იმ ენაზე, რომელზეც თქვენი კრება ტარდება. თუ თქვენს ტერიტორიაზე სხვა ენაზე მოლაპარაკეებიც არიან და გინდათ, რომ ამ ენებზეც გქონდეთ მოსაწვევები, რაც შეიძლება მალე უნდა შეუკვეთოთ „ლიტერატურის გამოწერის ბლანკის“ (S-14) მეშვეობით. იმ ენების სია, რომლებზეც არის გახსენების საღამოს მოსაწვევები, მოცემული იქნება წერილში „განცხადება ყველა კრებისთვის“, რომელიც ყოველთვიურად ეგზავნება კრებებს. გთხოვთ, მხოლოდ იმ ენებზე შეუკვეთეთ მოსაწვევები, რომელი ენებიც ნამდვილად არის საჭირო თქვენს ტერიტორიაზე.
◼ გთხოვთ ყურადღება მიაქციოთ, რომ 2007 წელს გახსენების საღამო ჩატარდება ორშაბათს, 2 აპრილს, მზის ჩასვლის შემდეგ. ეს განცხადება იმ მიზნით კეთდება, რომ ძმებმა შეძლონ წინასწარ იზრუნონ დარბაზების შოვნასა და კონტრაქტების დადებაზე იმ შემთხვევაში, თუ ერთი სამეფო დარბაზით რამდენიმე კრება სარგებლობს. უხუცესები უნდა მოელაპარაკონ დარბაზების ადმინისტრაციას და შეუთანხმდნენ, რომ იმავე შენობაში დაგეგმილმა სხვა ღონისძიებამ ხელი არ შეუშალოს გახსენების საღამოს მშვიდობიანად და ორგანიზებულად ჩატარებას.
◼ ვინაიდან გახსენების საღამო ძალზე მნიშვნელოვანი მოვლენაა, მომხსენებლად უხუცესთა საბჭო ერთ-ერთ უფრო გამოცდილ უხუცესს ირჩევს, ნაცვლად იმისა, რომ უბრალოდ მორიგეობით გამოდიოდნენ ან ყოველწლიურად ერთი და იგივე ძმა გამოდიოდეს მოხსენებით. თუ არის ცხებული ძმა, რომელსაც მოხსენების წარმოთქმა შეუძლია, უხუცესთა საბჭომ ის უნდა აირჩიოს.