განცხადებები
გასავრცელებელი ლიტერატურა თებერვალში: „დაუახლოვდი იეჰოვას“. თუ არა გაქვთ ეს წიგნი, შეგიძლიათ შესთავაზოთ „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ ან კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 192-გვერდიანი წიგნი. მარტში: ახალი წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შეეცადეთ ბიბლიის შესწავლების დაწყებას. აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. როდესაც განმეორებით მოინახულებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებებს, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან, შესთავაზეთ ახალი წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“. შეეცადეთ, დაიწყოთ ბიბლიის შესწავლები ამ წიგნით.
◼ აპრილში ხუთი შაბათ-კვირაა, რაც კარგი შესაძლებლობაა დამხმარე პიონერად მსახურებისთვის.
◼ 2006 წლის სპეციალური საჯარო მოხსენების სათაურია „მართავს ღმერთი დღეს მსოფლიოს?“. მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ შესაბამისი განცხადება 2005 წლის სექტემბრის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“.
◼ მე-6 გვერდზე მოცემული სტატია, სათაურით «სიამოვნებით შევისწავლოთ წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“» განხილული იქნება სამსახურებრივ შეხვედრაზე 3 აპრილით დაწყებულ კვირაში. შეინახეთ ეს სტატია, რომელსაც შესწავლის გეგმა აქვს თანდართული.
◼ თავმჯდომარე ზედამხედველმა ან მის მიერ დანიშნულმა ძმამ უნდა შეამოწმოს კრების საფინანსო ანგარიში 1 მარტისთვის ან ამ თარიღიდან რაც შეიძლება მალე. მორიგი საფინანსო ანგარიშის წაკითხვის შემდეგ კრებაში განცხადება უნდა გაკეთდეს ჩატარებული შემოწმების შესახებ.
◼ მდივანმა და სამსახურებრივმა ზედამხედველმა უნდა გადახედონ ყველა პიონერის საქმიანობის შედეგებს. თუ რომელიმეს უჭირს საათების ნორმის შესრულება, უხუცესებმა უნდა იზრუნონ დახმარებაზე. რჩევებისთვის იხილეთ ყოველწლიური წერილები S-201.