საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • km 4/06 გვ. 7
  • განცხადებები

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • განცხადებები
  • ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
ჩვენი სამეფო მსახურება — 2006
km 4/06 გვ. 7

განცხადებები

◼ გასავრცელებელი ლიტერატურა აპრილსა და მაისში: ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“ როდესაც განმეორებით მოინახულებთ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ესწრებოდნენ გახსენების საღამოს ან სხვა თეოკრატიულ ღონისძიებას, მაგრამ რეგულარული კავშირი არა აქვთ კრებასთან, შესთავაზეთ ახალი წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შეეცადეთ ამ წიგნით დაიწყოთ ბიბლიის შესწავლა. ივნისში: წიგნი „ისწავლე დიდებული მასწავლებლისგან“. თუ მობინადრე იტყვის, რომ არა ჰყავს ბავშვები, შესთავაზეთ წიგნი „ოჯახური ბედნიერება“. ივლისში: კრების მარაგში არსებული ნებისმიერი 32-გვერდიანი ბროშურა.

◼ 2006 წლის საოლქო კონგრესის სამკერდე ნიშნები კრებებს ავტომატურად გაეგზავნება. ასე რომ, საჭირო არ არის მათი შეკვეთა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა კრებაში არის უცხოენოვანი ჯგუფი. თუ კრებას დამატებით დასჭირდება სამკერდე ნიშნები, უნდა შეუკვეთონ „ლიტერატურის გამოწერის ბლანკის“ (S-14) მეშვეობით. სამკერდე ნიშნის პლასტმასის ბუდეები კრებაში ყველა მსურველისთვის უნდა შეუკვეთოთ.

◼ კრების მდივანმა უნდა იზრუნოს, რომ კრებაში საკმარისი რაოდენობის ბლანკი იყოს პიონერული (S-205) და დამხმარე პიონერული (S-205b) მსახურებისთვის. მათი შეკვეთა შეიძლება „ლიტერატურის გამოწერის ბლანკით“ (S-14). იქონიეთ ერთი წლის მარაგი მაინც. ოფისში გაგზავნამდე პიონერული მსახურების ბლანკი უნდა შემოწმდეს, რომ ის სრულად იყოს შევსებული.

◼ ოფისს აუცილებლად ესაჭიროება უახლესი ინფორმაცია ყველა კრების თავმჯდომარე ზედამხედველისა და მდივნის მისამართებისა და ტელეფონის ნომრების შესახებ. თუ რამე შეიცვალა, კრების სამსახურებრივმა კომიტეტმა მაშინვე, რაც შეიძლება მალე, უნდა შეავსოს და გაუგზავნოს ოფისს ბლანკი „თავმჯდომარე ზედამხედველის/მდივნის მისამართის ცვლილება“ (S-29). ეს ეხება სატელეფონო კოდის ცვლილებასაც.

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება