თეოკრატიული სამსახურის სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე 2006 წლის 30 ოქტომბრით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30–წუთიან ზეპირ გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2006 წლის 4 სექტემბრით დაწყებული კვირიდან 30 ოქტომბრით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე [შენიშვნა: როდესაც კითხვის შემდეგ მითითებული არ არის წყარო, პასუხების მოსაძებნად პირადი გამოკვლევა უნდა ჩაატარო. იხილე „თეოკრატიული სამსახურის სკოლა“, გვ. 36, 37].
სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა
1. რატომ არის მნიშვნელოვანი თავდაჭერილობა საუბრის დროს და რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ნაკლებად ავღელდეთ? [be, გვ. 135, აბზ. 5— გვ. 137, აბზ. 2, ჩარჩოები]
2. რატომ უნდა ვიყენებდეთ ბიბლიას, როცა ჩვენს რწმენასთან დაკავშირებულ კითხვებზე ვცემთ პასუხს? [be, გვ. 143, აბზ. 1—3]
3. რა დაგვეხმარება ბიბლიის ეფექტურად გამოყენებაში? [be, გვ. 144, ჩარჩო]
4. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მსახურების დროს ხშირად ვიყენებდეთ ბიბლიას და როგორ შეგვიძლია კრების შეხვედრებზე აუდიტორია აღვძრათ ამისკენ? [be, გვ. 145, 146, ჩარჩოები]
5. რა ორი მიზანი გვაქვს, როდესაც მსმენელს ბიბლიური მუხლის წაკითხვას ვთავაზობთ? [be, გვ. 147, აბზ. 2]
დავალება №1
6. რატომ არის სასარგებლო წიგნი „ფსალმუნები“? [bsi06, გვ. 17, აბზ. 23]
7. როდის დაიწერა „იგავები“ და როდის შეკრიბეს ერთ წიგნად? [bsi06, გვ. 20, აბზ. 5]
8. რა არის იგავი და რატომაა ამ წიგნის ებრაული სახელწოდება შესაფერისი? [bsi06, გვ. 20, აბზ. 6]
9. რას გულისხმობს იგავების 2:1—5, როდესაც მოგვიწოდებს, რომ ცოდნა, გაგების უნარი და გამჭრიახობა „ვერცხლივით და დამალული განძივით“ ვეძებოთ? [be, გვ. 38, აბზ. 4]
10. რატომაა სასარგებლო „იგავები“, როგორც თავად ეს წიგნი განმარტავს ამას? [bsi06, გვ. 21, აბზ. 19]
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. როგორ იმშვიდებდა და იწყნარებდა დავითი თავის სულს „როგორც ძუძუს მოწყვეტილი დედის კალთაში“, და როგორ შეგვიძლია მივბაძოთ მას? (ფსალმ. 131:1—3).
12. რატომ არის მანუგეშებელი ფსალმუნის 139:7—12-ში ღვთის შთაგონებით ჩაწერილი სიტყვები?
13. 145-ე ფსალმუნის თანახმად, რა მხრივაა იეჰოვა დიდებული ღმერთი, რისთვისაც უნდა განვადიდოთ ის ლოცვებისა და სამქადაგებლო მსახურების დროს? (ფსალმ. 145:3)
14. რა გაგებითაა იეჰოვას შიში ცოდნისა და სიბრძნის „სათავე“? (იგავ. 1:7; 9:10)
15. რა იგულისხმება „ჩემს სიტყვებში“ და „ჩემს მცნებებში“, რის შესახებაც იგავების 7:1, 2-ში ვკითხულობთ?