თეოკრატიული სამსახურის სკოლის გეგმა 2007 წლისთვის
მითითებები
ქვემოთ მოცემულია მითითებები 2007 წლის თეოკრატიული სამსახურის სკოლის ჩასატარებლად.
სახელმძღვანელოები: „ბიბლია — ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ (bi12); „საგუშაგო კოშკი“ (w); „მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში“ (be); ბროშურა «„მთელი წმინდა წერილი“ სარწმუნო და სასარგებლოა» (bsi06) და (bsi07); „ბიბლიური თემები საუბრებისთვის“ (td) (მოცემულია „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“ ბოლოში).
სკოლა უნდა დაიწყოს დროულად სიმღერით, ლოცვითა და მოკლე მისალმებით. პროგრამა წარიმართება ქვემოთ მოყვანილი მითითებების თანახმად. ყოველი გამოსვლის შემდეგ სკოლის ზედამხედველი წარადგენს მომდევნო გამომსვლელს:
სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა (რჩევების განხილვა): 5 წუთი. სკოლის ზედამხედველი, დამხმარე მრჩეველი ან სხვა შესაბამისი უხუცესი განიხილავს რჩევებს თეოკრატული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოდან (იმ კრებებში, სადაც უხუცესების ნაკლებობაა, შეიძლება მომსახურეც გამოვიდეს ამ მოხსენებით). თუ არ არის კონკრეტული მითითება, მოხსენებაში ჩართული უნდა იყოს მოცემულ გვერდებზე მდებარე ჩარჩოებიც. არ განიხილოთ სავარჯიშოები, რადგან ისინი, ძირითადად, პირადი გამოყენებისა და რჩევისთვის არის გათვალისწინებული.
დავალება №1: 10 წუთი. უნდა წარმოთქვას შესაბამისმა უხუცესმა ან მომსახურემ. დაფუძნებულია „საგუშაგო კოშკზე“, წიგნზე „მიიღე განათლება თეოკრატიული სამსახურის სკოლაში“ ან მასალაზე ბროშურიდან «„მთელი წმინდა წერილი“ სარწმუნო და სასარგებლოა». უნდა წარმოითქვას, როგორც ათწუთიანი დამრიგებლური მოხსენება. მიზანი მხოლოდ მასალის გავლა არ უნდა იყოს; ყურადღება უნდა გამახვილდეს ინფორმაციის პრაქტიკულ მნიშვნელობაზეც და ხაზი უნდა გაესვას კრებისთვის ყველაზე სასარგებლო საკითხებს. გამოყენებულ უნდა იქნეს მითითებული თემა. ძმებმა, რომლებსაც ეს მოხსენება მიეცათ, ყურადღება უნდა მიაქციონ იმას, რომ განსაზღვრულ დროში ჩაეტიონ. თუ საჭიროა, პირადად შეიძლება რჩევის მიცემა.
მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან: 10 წუთი. პირველი 5 წუთის განმავლობაში უხუცესმა ან მომსახურემ უნდა მიუსადაგოს მასალა ადგილობრივ მოთხოვნილებებს. მას შეუძლია იმ კვირისთვის წასაკითხად მოცემული ბიბლიის მონაკვეთის ნებისმიერი მუხლის კომენტირება. ეს არ უნდა იყოს წასაკითხად მოცემული მასალის მხოლოდ მოკლე შინაარსი. ძირითადი მიზანია, დახმარება გაეწიოს აუდიტორიას იმის გაგებაში, თუ რატომ და რით არის ინფორმაცია სასარგებლო. მომხსენებელმა 5 წუთზე მეტი არ უნდა გამოუყოს თავის მოხსენებას. მან 5 წუთი უნდა დაუტოვოს მსმენელებს და სთხოვოს, მოკლე (30-წამიანი ან ნაკლები) კომენტარები გააკეთონ, თუ რა იყო მათთვის საინტერესო და სასარგებლო მიმდინარე კვირის განმავლობაში წაკითხული ბიბლიის მონაკვეთიდან. ამის შემდეგ, სკოლის ზედამხედველის მითითებით მოსწავლეები საკლასო ოთახებში გავლენ.
დავალება №2: 4 წუთი. ეს არის კითხვა და აღნიშნული დავალება ეძლევა ძმას. მოსწავლემ მასალა უნდა წაიკითხოს შესავლისა და დასკვნის გარეშე. სკოლის ზედამხედველი განსაკუთრებით უნდა იყოს დაინტერესებული, რომ დაეხმაროს მოსწავლეებს, იკითხონ გასაგებად და გამართულად, სწორად დასვან აზრობრივი მახვილი, ცვალონ ინტონაცია, სწორად გააკეთონ პაუზები და მიაღწიონ ბუნებრიობას.
დავალება №3: 5 წუთი. ეს დავალება ეძლევა დას. პირობითი სიტუაციები თეოკრატიული სამსახურის სკოლის სახელმძღვანელოს 82-ე გვერდზე მოცემული ჩამონათვალიდან უნდა იქნეს აღებული. მოსწავლე ან თვითონ შეარჩევს პირობით სიტუაციას, ან მიეთითება, რომელი აიღოს. მოსწავლემ უნდა გამოიყენოს მიცემული თემა, უნდა შეუსაბამოს სამქადაგებლო მსახურებას და პრაქტიკული გახადოს ადგილობრივი ტერიტორიისთვის. როდესაც მოცემულია მხოლოდ თემა და მითითებული არ არის, საიდან უნდა იქნეს მასალა აღებული, მოსწავლემ პირადად უნდა გამოიკვლიოს ერთგული და გონიერი მონის კლასის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები. შედარებით ახალ მოსწავლეებს უნდა მიეცეთ ისეთი დავალებები, სადაც მოცემულია მასალის წყარო. სკოლის ზედამხედველი განსაკუთრებით იმით უნდა დაინტერესდეს, თუ როგორ განმარტავს მოსწავლე დავალებულ თემას და როგორ ეხმარება მობინადრეს ბიბლიური მუხლების საფუძველზე მსჯელობასა და მასალის ძირითადი აზრების გაგებაში. მოსწავლემ, რომელსაც ეს დავალება ეძლევა, კითხვა უნდა იცოდეს. სკოლის ზედამხედველი უნიშნავს ერთ დამხმარეს.
დავალება №4: 5 წუთი. მოსწავლემ უნდა მოამზადოს მიცემული თემა. როდესაც მიცემულია მხოლოდ თემა, მოსწავლემ პირადად უნდა გამოიკვლიოს ერთგული და გონიერი მონის კლასის მიერ გამოქვეყნებული პუბლიკაციები. თუ ეს დავალება ძმას ეძლევა, ყოველთვის მოხსენების სახით უნდა წარმოთქვას და გაითვალისწინოს სამეფო დარბაზში მყოფი აუდიტორია. როცა და გამოდის, თემა ყოველთვის უნდა განიხილოს №3 დავალების მსგავსად. სკოლის ზედამხედველი ძმას მისცემს №4 დავალებას, როცა საჭიროდ ჩათვლის ამის გაკეთებას. გთხოვთ, შენიშნოთ რომ ვარსკვლავით აღნიშნული თემები ყოველთვის ძმებს უნდა დაენიშნოთ და მოხსენების სახით უნდა წარმოითქვას.
რჩევა: 1 წუთი. თითოეული მოსწავლის გამოსვლის შემდეგ სკოლის ზედამხედველი უნდა შემოიფარგლოს ერთწუთიანი დადებითი კომენტარებით. ის ისაუბრებს გამოსვლის იმ მხარეებზე, რომელთა გამოც მოსწავლის შექება შეიძლება. მისი მიზანი ის კი არ არის, რომ უბრალოდ უთხრას „კარგი იყო“, არამედ განმარტოს, რატომ იყო გამოსვლის ესა თუ ის მხარე ეფექტური. საჭიროების შემთხვევაში, თითოეულ მოსწავლეს დამატებითი საფუძვლიანი რჩევა შეიძლება მიეცეს პირადად, შეხვედრის შემდეგ ან სხვა დროს.
დრო: არც ერთი მოხსენება არ უნდა გადასცილდეს დროს. იგივე ეხება რჩევის მიცემის დროსაც. დავალებები №2-დან №4-მდე დროის გადაცილების შემთხვევაში ტაქტიანად უნდა შეწყდეს. თუ ძმა, რომელიც გამოდის ერთ-ერთი დამმოძღვრავი მოხსენებით (სწავლებისა და მეტყველების გასაუმჯობესებელ რჩევების განხილვა, დავალება №1 ან მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან), აცილებს დროს, უნდა მიეცეს რჩევა პირადად. დროს ყველამ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. მთლიანი პროგრამა გრძელდება 45 წუთი. ამაში არ შედის სიმღერისა და ლოცვის დრო.
რჩევების ბლანკი: სახელმძღვანელოშია.
დამხმარე მრჩეველი: თუ შესაძლებელია, უხუცესთა საბჭო აირჩევს გამოცდილ უხუცესს, სკოლის ზედამხედველის გარდა, რათა დამხმარე მრჩევლის მოვალეობა შეასრულოს. თუ კრებაში საკმარისი რაოდენობის უხუცესები არიან, ყოველ წელს სხვადასხვა კვალიფიციურმა უხუცესმა უნდა იკისროს ეს პასუხისმგებლობა. დამხმარე მრჩევლის პასუხისმგებლობაში შედის, საჭიროების შემთხვევაში, პირადი რჩევა მისცეს ძმებს, რომლებიც გამოდიან №1 დავალებით ან განიხილავენ მნიშვნელოვან აზრებს ბიბლიის კითხვის პროგრამიდან. არ არის აუცილებელი, რომ მან უხუცესებს ან მომსახურეებს ყოველი გამოსვლის შემდეგ მისცეს რჩევები.
ზეპირი გამეორება: 30 წუთი. ყოველ ორ თვეში სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს ზეპირ გამეორებას. გამეორების წინ წარმოდგენილი იქნება სწავლებისა და მეტყველების გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა და მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის პროგრამიდან, იმ წესით, როგორც ეს ზემოთ არის მოყვანილი. ზეპირი გამეორება დაფუძნებულია ორი თვის მანძილზე გავლილ მასალაზე, გამეორების კვირის ჩათვლით. თუ თქვენს კრებას ზეპირი გამეორების კვირაში აქვს სარაიონო კონგრესი, მაშინ გამეორება (და პროგრამის დანარჩენი ნაწილი) უნდა გადაიტანოთ მომდევნო კვირას, ხოლო მომდევნო კვირის პროგრამა ჩატარდება სარაიონო კონგრესზე. როდესაც ზეპირი გამეორება ემთხვევა სარაიონო ზედამხედველის მონახულების კვირას, მაშინ სიმღერა, სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვა და მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან ჩატარდება გეგმის მიხედვით. დამმოძღვრავი მოხსენება (რომელიც რჩევების განხილვის შემდეგაა), უნდა აიღოთ მომდევნო კვირის პროგრამიდან. მომდევნო კვირას თეოკრატიული სამსახურის სკოლა დაიწყება სწავლებისა და მეტყველების უნარის გასაუმჯობესებელი რჩევების განხილვით; შემდეგ იქნება მნიშვნელოვანი აზრების განხილვა ბიბლიის კითხვის ყოველკვირეული პროგრამიდან. ორივე გამოსვლა დაფუძნებული იქნება აღნიშნული კვირის გეგმაზე. ამის შემდეგ კი ჩატარდება ზეპირი გამეორება.
გეგმა
1 იან. ბიბლიის კითხვა: ესაია 24—28 სიმღერა 33
რჩევების განხილვა: მასალის პრაქტიკული ღირებულების ჩვენება (be გვ. 158 ¶2—4)
№ 1: სკოლაში გამოსვლისთვის მომზადება (be გვ. 43 ¶1—გვ. 44 ¶3)
№ 2: ესაია 26:1—18
№ 3: td 38ბ რატომ იტანჯება ყველა ადამის ცოდვის გამო?
№ 4: როგორ „შევიმოსოთ უფალი იესო ქრისტე“? (რომ. 13:14)
8 იან. ბიბლიის კითხვა: ესაია 29—33 სიმღერა 42
რჩევების განხილვა: როგორ დავეხმაროთ მსმენელს პრაქტიკული ღირებულების დანახვაში (be გვ. 159 ¶1—4)
№ 1: განსახილველი საკითხი და პირობითი სიტუაცია (be გვ. 44 ¶4—გვ. 46 ¶1)
№ 2: ესაია 30:1—14
№ 3: td 38გ აკრძალული ნაყოფი დაუმორჩილებლობა იყო და არა სქესობრივი კავშირი
№ 4: საიდან ვიცით, რომ იეჰოვას უყვარს ბავშვები?
15 იან. ბიბლიის კითხვა: ესაია 34—37 სიმღერა 222
რჩევების განხილვა: სიტყვების შერჩევა (be გვ. 160 ¶1—3)
№ 1: განივითარეთ იესოს თვალსაზრისი სწორსა და არასწორზე (w05 01/01 გვ. 9, 10 ¶11—15)
№ 2: ესაია 34:1—15
№ 3: როგორ განვივითაროთ ნამდვილი სიყვარული?
№ 4: td 38დ რა არის წმინდა სულის წინააღმდეგ ცოდვა?
22 იან. ბიბლიის კითხვა: ესაია 38—42 სიმღერა 61
რჩევების განხილვა: ადვილად გასაგები ენა (be გვ. 161 ¶1—4)
№ 1: ნუ შეუშინდებით წინააღმდეგობას (w05 01/01 გვ. 15 ¶16—18)
№ 2: ესაია 38:9—22
№ 3: td 39ა ცრუწინასწარმეტყველების გამოჩენა ნაწინასწარმეტყველებია
№ 4: რატომ უნდა შევიკავოთ თავი სხვებისთვის არასწორი მოტივების მიწერისგან?
29 იან. ბიბლიის კითხვა: ესაია 43—46 სიმღერა 113
რჩევების განხილვა: სიტყვების მრავალფეროვნება და სიზუსტე (be გვ. 161¶5—გვ. 162 ¶4)
№ 1: რატომ მივიჩნევთ მართებულად იეჰოვას მიერ გამოტანილ განაჩენებს (w05 02/01 გვ. 23, 24 ¶4—9)
№ 2: ესაია 45:1—14
№ 3: td 40ა ქრისტიანების დევნის მიზეზი
№ 4: a რატომ ერიდებიან ქრისტიანები მეტოქეობის სულს
5 თებ. ბიბლიის კითხვა: ესაია 47—51 სიმღერა 79
რჩევების განხილვა: სიტყვები, რომლებიც აზრს მკაფიოდ და ცოცხლად გადმოსცემს (be გვ. 163 ¶1—გვ. 164 ¶2)
№ 1: იეჰოვას სიტყვა სიწმინდისა და ერთგულების შენარჩუნებაში გვეხმარება (w05 04/15 გვ. 11, 12 ¶5—11)
№ 2: ესაია 50:1—11
№ 3: td 40ბ ცოლმა არ უნდა დაუშვას, რომ ქმარმა ის ღმერთს ჩამოაშოროს
№ 4: კრძალავს ბიბლია საჩუქრის ჩუქებას?
12 თებ. ბიბლიის კითხვა: ესაია 52—57 სიმღერა 139
რჩევების განხილვა: დახვეწილი მეტყველება (be გვ. 164 ¶3—გვ. 165 ¶1)
№ 1: იეჰოვას სიტყვა გამბედაობას გვაძლევს (w05 04/15 გვ. 12, 13 ¶12—14)
№ 2: ესაია 55:1—13
№ 3: თავგანწირვის სულისკვეთება ჯილდოვდება
№ 4: td 40გ ქმარმა არ უნდა დაუშვას, რომ ცოლმა შეაწყვეტინოს ღვთისთვის მსახურება
19 თებ. ბიბლიის კითხვა: ესაია 58—62 სიმღერა 189
რჩევების განხილვა: გეგმის გამოყენება (be გვ. 166 ¶1—გვ. 167 ¶2)
№ 1: ესაია — რატომ არის სასარგებლო (bsi06 გვ. 31 ¶34—გვ. 32 ¶39)
№ 2: ესაია 60:1—14
№ 3: რატომ არის კარგი ღვთის მონად ყოფნა
№ 4: td 41ა წინაპრების თაყვანისცემა ფუჭია
26 თებ. ბიბლიის კითხვა: ესაია 63—66 სიმღერა 141
რჩევების განხილვა: ჩამოაყალიბე აზრები (be გვ. 167 ¶3—გვ. 168 ¶2)
ზეპირი გამეორება
5 მარ. ბიბლიის კითხვა: იერემია 1—4 სიმღერა 70
რჩევების განხილვა: შეადგინე მარტივი გეგმა (be გვ. 168 ¶3—გვ. 169 ¶6)
№ 1: იერემიას შესავალი (bsi07 გვ. 3 ¶1—5)
№ 2: იერემია 3:1—13
№ 3: რაზეა დამოკიდებული ნამდვილი ბედნიერება?
№ 4: td 41ბ ადამიანს შეიძლება ვცეთ პატივი, მაგრამ თაყვანი მხოლოდ ღმერთს უნდა ვცეთ
12 მარ. ბიბლიის კითხვა: იერემია 5—7 სიმღერა 159
რჩევების განხილვა: მასალის ლოგიკურად განლაგება (be გვ. 170 ¶1—გვ. 171 ¶2)
№ 1: კრებისთვის მოხსენების მომზადება (be გვ. 47 ¶1—გვ. 49 ¶1)
№ 2: იერემია 5:1—14
№ 3: td 42ა ხსნა ღვთისგან არის, იესო ქრისტეს გამომსყიდველური მსხვერპლის საფუძველზე
№ 4: რა შეგვიძლია ვისწავლოთ გამოსვლის 14:11–დან?
19 მარ. ბიბლიის კითხვა: იერემია 8—11 სიმღერა 182
რჩევების განხილვა: მასალის ლოგიკური თანამიმდევრობით გადმოცემა (be გვ. 171 ¶3—გვ. 173 ¶1)
№ 1: მომზადება სამსახურებრივი შეხვედრისთვის და სხვა მოხსენებები (be გვ. 49 ¶2—გვ. 51 ¶2)
№ 2: იერემია 10:1—16
№ 3: საიდან ვიცით, რომ აბრაამს, იობსა და დანიელს სწამდათ მკვდრეთით აღდგომის?
№ 4: td 42ბ არაბიბლიურია თვალსაზრისი, თითქოს „ერთხელ გადარჩენა სამუდამოდ გადარჩენას ნიშნავს“
26 მარ. ბიბლიის კითხვა: იერემია 12—16 სიმღერა 205
რჩევების განხილვა: მხოლოდ საჭირო მასალის გამოყენება (be გვ. 173 ¶2—5)
№ 1: გამოსასყიდი ღვთის სამართლიანობაზე მიუთითებს (w05 11/01 გვ. 13, 14)
№ 2: იერემია 12:1—13
№ 3: td 42გ არაბიბლიურია თვალსაზრისი, თითქოს „საბოლოოდ ყველა გადარჩება“
№ 4: რით უნდა იამაყოს ქრისტიანმა?
2 აპრ. ბიბლიის კითხვა: იერემია 17—21 სიმღერა 30
რჩევების განხილვა: საკუთარი სიტყვებით გადმოცემა (be გვ. 174 ¶1—გვ. 175 ¶4)
№ 1: საჯარო მოხსენების მომზადება (be გვ. 52 ¶1—გვ. 54 ¶1)
№ 2: იერემია 20:1—13
№ 3: td 43ა იესო ძელზე დაკიდეს, რაც სამარცხვინო სასჯელი იყო
№ 4: b როგორ უნდა ვრეაგირებდეთ რჩევაზე?
9 აპრ. ბიბლიის კითხვა: იერემია 22—24 სიმღერა 184
რჩევების განხილვა: რა საშიშროებები არსებობს საკუთარი სიტყვებით გადმოცემისას (be გვ. 175 ¶5—გვ. 177 ¶2)
№ 1: რა არის დამოკიდებული მომხსენებელზე (be გვ. 54 ¶2—4; გვ. 55, ჩარჩო)
№ 2: იერემია 23:1—14
№ 3: რატომ გვანიჭებს ქადაგება სიხარულს?
№ 4: td 43ბ ჯვარს არ უნდა ვცეთ თაყვანი
16 აპრ. ბიბლიის კითხვა: იერემია 25—28 სიმღერა 27
რჩევების განხილვა: როდესაც რაიმეს ახსნას გთხოვენ (be გვ. 177 ¶3—გვ. 178 ¶3)
№ 1: განივითარე სწავლების უნარი (be გვ. 56 ¶1—გვ. 57 ¶2)
№ 2: იერემია 26:1—15
№ 3: td 44ა ჯოჯოხეთი პირდაპირი გაგებით ცეცხლოვანი სატანჯველი ადგილი არ არის
№ 4: რა გაგებით იქნა მიწა დაწყევლილი? (დაბ. 3:17)
23 აპრ. ბიბლიის კითხვა: იერემია 29—31 სიმღერა 148
რჩევების განხილვა: სასაუბრო სტილი (be გვ. 179, 180)
№ 1: ერთმანეთისგან განასხვავე (be გვ. 57 ¶3—გვ. 58 ¶2)
№ 2: იერემია 31:1—14
№ 3: რატომ არის იეჰოვას სიდიადე უსაზღვრო?
№ 4: td 44ბ ცეცხლი განადგურების სიმბოლოა
30 აპრ. ბიბლიის კითხვა: იერემია 32—34 სიმღერა 100
რჩევების განხილვა: ხმა (be გვ. 181 ¶1—4)
ზეპირი გამეორება
7 მაის. ბიბლიის კითხვა: იერემია 35—38 სიმღერა 165
რჩევების განხილვა: სწორად ისუნთქე (be გვ. 181 ¶5—გვ. 184 ¶1; გვ. 182, ჩარჩო)
№ 1: აღძარი მსმენელი, იფიქროს (be გვ. 58 ¶3—გვ. 59 ¶3)
№ 2: იერემია 36:1—13
№ 3: td 44გ იგავი მდიდარსა და ლაზარეზე არ ადასტურებს მარადიული სატანჯველის არსებობას
№ 4: როგორ დასძლიონ ქრისტიანებმა გაუბედაობა?
14 მაის. ბიბლიის კითხვა: იერემია 39—43 სიმღერა 56
რჩევების განხილვა: დაჭიმული კუნთების მოდუნება (be გვ. 184 ¶2—გვ. 185 ¶3; გვ. 184, ჩარჩო)
№ 1: პრაქტიკული მნიშვნელობა და მისაბაძი მაგალითი (be გვ. 60 ¶1—გვ. 61 ¶3)
№ 2: იერემია 39:1—14
№ 3: td 1ა ღვთის ომი ბოლოს მოუღებს ბოროტებას
№ 4: c რატომ ინარჩუნებენ ჭეშმარიტი ქრისტიანები სიწმინდეს ტრფობის პერიოდში
21 მაის. ბიბლიის კითხვა: იერემია 44—48 სიმღერა 122
რჩევების განხილვა: ადამიანებისადმი ინტერესის გამოვლენა (be გვ. 186 ¶1—4)
№ 1: დაეუფლე საუბრის ხელოვნებას (be გვ. 62 ¶1—გვ. 64 ¶1)
№ 2: იერემია 46:1—17
№ 3: რა არის თავის მოტყუება და როგორ ავირიდოთ ის თავიდან?
№ 4: td 1ბ არმაგედონი არ ეწინააღმდეგება ღვთის სიყვარულს
28 მაის. ბიბლიის კითხვა: იერემია 49, 50 სიმღერა 95
რჩევების განხილვა: ყურადღებით უსმინე (be გვ. 186 ¶5—გვ. 187 ¶4)
№ 1: როგორ განვაგრძოთ საუბარი (be გვ. 64 ¶2—გვ. 65 ¶4)
№ 2: იერემია 49:14—27
№ 3: td 2ა აღდგომა — იმედი მკვდრებისთვის
№ 4: რატომ უნდა უკითხონ მშობლებმა შვილებს?
4 ივნ. ბიბლიის კითხვა: იერემია 51, 52 სიმღერა 166
რჩევების განხილვა: დაეხმარე ადამიანებს სულიერ ზრდაში (be გვ. 187 ¶5—გვ. 188 ¶3)
№ 1: იერემია — რატომ არის სასარგებლო (bsi07 გვ. 3 ¶36—გვ. 4 ¶39)
№ 2: იერემია 52:1—16
№ 3: ღვთისგან დამოუკიდებლად ცხოვრება უგუნურებაა
№ 4: td 2ბ აღდგომა ზეცაში ან დედამიწაზე ცხოვრებისთვის
11 ივნ. ბიბლიის კითხვა: გოდება 1, 2 სიმღერა 129
რჩევების განხილვა: დაეხმარე პრაქტიკულად (be გვ. 188 ¶4—გვ. 189 ¶4)
№ 1: გოდების შესავალი (bsi07 გვ. 4 ¶1—გვ. 5 ¶7)
№ 2: გოდება 2:1—10
№ 3: td 3ა ადამიანის ცხოვრება წინასწარ განსაზღვრული არ არის
№ 4: რატომ არ არის ნამდვილი სიკეთე სისუსტის ნიშანი
18 ივნ. ბიბლიის კითხვა: გოდება 3—5 სიმღერა 140
რჩევების განხილვა: პატივი ეცი ადამიანებს (be გვ. 190 ¶1— გვ. 191 ¶1)
№ 1: გოდება — რატომ არის სასარგებლო (bsi07 გვ. 5 ¶13—გვ. 6 ¶15)
№ 2: გოდება 4:1—13
№ 3: td 4ა ღვთის სიტყვა შთაგონებით არის დაწერილი
№ 4: d რატომ არ მონაწილეობენ ჭეშმარიტი ქრისტიანები პოლიტიკაში
25 ივნ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 1—5 სიმღერა 1
რჩევების განხილვა: პატივისცემით მოპყრობა (be გვ. 191 ¶2—გვ. 192 ¶2)
ზეპირი გამეორება
2 ივლ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 6—10 სიმღერა 26
რჩევების განხილვა: პატივისცემით ლაპარაკი (be გვ. 192 ¶3—გვ. 193 ¶2)
№ 1: ეზეკიელის შესავალი (bsi07 გვ. 6 ¶1—გვ. 7 ¶6)
№ 2: ეზეკიელი 7:1—13
№ 3: როგორ მივუახლოვდეთ იეჰოვას (იაკ. 4:8)
№ 4: td 4ბ ბიბლია — პრაქტიკული სახელმძღვანელო ჩვენი დროისთვის
9 ივლ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 11—14 სიმღერა 112
რჩევების განხილვა: დამაჯერებლობა (be გვ. 194 ¶1—გვ. 195 ¶2)
№ 1: ნუ მოვიშლით კარგის კეთებას (w05 06/01 გვ. 29, 30)
№ 2: ეზეკიელი 11:1—13
№ 3: td 4გ ბიბლია — დაწერილი ყველა ერისა და რასის ადამიანებისთვის
№ 4: როგორ გავიგოთ გამოცხადების 17:9—11?
16 ივლ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 15—17 სიმღერა 29
რჩევების განხილვა: რაში გამოიხატება დამაჯერებლობა (be გვ. 195 ¶3—გვ. 196 ¶4)
№ 1: ებრძოლეთ უარყოფით აზროვნებას! (w05 09/15 გვ. 26—28)
№ 2: ეზეკიელი 16:1—13
№ 3: რა არის წინდახედულობა (იგავ. 13:16)
№ 4: td 5ა ვინ არის პასუხისმგებელი მსოფლიო პრობლემებზე
23 ივლ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 18—20 სიმღერა 193
რჩევების განხილვა: იყავი ტაქტიანი, მაგრამ მტკიცე (be გვ. 197 ¶1—3)
№ 1: განსაზღვრე, რატომ წამოიჭრა შეკითხვა (be გვ. 66 ¶1—გვ. 68 ¶1)
№ 2: ეზეკიელი 18:19—29
№ 3: td 5ბ რატომ დაუშვა ღმერთმა ბოროტება
№ 4: რა ამტკიცებს, რომ ღვთის სამეფო ნამდვილად არსებობს
30 ივლ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 21—23 სიმღერა 35
რჩევების განხილვა: ტაქტიანობა ქადაგების დროს (be გვ. 197 ¶4—გვ. 198 ¶4)
№ 1: იცოდე, როგორ უპასუხო (be გვ. 68 ¶2—გვ. 70 ¶4)
№ 2: ეზეკიელი 23:1—17
№ 3: td 5გ აღსასრულამდე დროის გახანგრძლივება ღვთის გულმოწყალებაზე მეტყველებს
№ 4: სწორი თვალსაზრისი დიდებაზე
6 აგვ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 24—27 სიმღერა 37
რჩევების განხილვა: დროულად ნათქვამი კარგად შერჩეული სიტყვები (be გვ. 199 ¶1—4)
№ 1: წერილების წერა (be გვ. 71—73)
№ 2: ეზეკიელი 24:1—14
№ 3: რა მხრივ იყო მოსე სამაგალითო ქრისტიანებისთვის?
№ 4: td 5დ ადამიანი ვერ მოუღებს ბოლოს მსოფლიო პრობლემებს
13 აგვ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 28—31 სიმღერა 123
რჩევების განხილვა: ტაქტიანობა ოჯახის წევრებთან და სხვებთან (be გვ. 200 ¶1—4)
№ 1: ისწრაფე გაუმჯობესებისა და წინსვლისკენ (be გვ. 74 ¶1—გვ. 75 ¶3)
№ 2: ეზეკიელი 28:1—16
№ 3: td 6ა თაყვანისცემაში ნებისმიერი გამოსახულების ან ქანდაკების გამოყენება შეურაცხყოფს ღმერთს
№ 4: „სიძულვილი“ — რა მნიშვნელობა აქვს ამ სიტყვას ბიბლიაში?
20 აგვ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 32—34 სიმღერა 215
რჩევების განხილვა: აღმშენებლობითი და დადებითი (be გვ. 202 ¶1—გვ. 203 ¶2)
№ 1: გამოიყენე ნიჭი (be გვ. 75 ¶4—გვ. 77 ¶2)
№ 2: ეზეკიელი 34:1—14
№ 3: როგორ გვეხმარება ღვთის სული?
№ 4: td 6ბ გამოსახულებების თაყვანისცემა ისრაელისთვის დამღუპველი აღმოჩნდა
27 აგვ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 35—38 სიმღერა 94
რჩევების განხილვა: დაე შენი მოხსენება გამამხნევებელი იყოს (be გვ. 203 ¶3—გვ. 204 ¶2)
ზეპირი გამეორება
3 სექტ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 39—41 სიმღერა 194
რჩევების განხილვა: როდესაც თანამორწმუნეებს ესაუბრები (be გვ. 204 ¶3—გვ. 205 ¶5)
№ 1: რატომ უნდა გვიყვარდეს ღვთის სიტყვა? (w05 04/15 გვ. 15, 16 ¶3—6)
№ 2: ეზეკიელი 40:1—15
№ 3: მართლა შეუძლიათ ადამიანებს ღვთის გახარება?
№ 4: td 6გ დაუშვებელია ღვთის თაყვანისცემისას გამოსახულებების გამოყენება
10 სექტ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 42—45 სიმღერა 77
რჩევების განხილვა: გამეორება ხაზგასმის მიზნით (be გვ. 206 ¶1—4)
№ 1: როცა ხანდაზმულობა „სილამაზის გვირგვინი“ ხდება (w05 01/15 გვ. 8, 9)
№ 2: ეზეკიელი 43:1—12
№ 3: td 7ა იესომ ადამიანური სიცოცხლე გაიღო, როგორც „გამოსასყიდი ყველასთვის“
№ 4: e როგორ ამოვიცნოთ „უცხოთა ხმა“? (იოან. 10:5)
17 სექტ. ბიბლიის კითხვა: ეზეკიელი 46—48 სიმღერა 164
რჩევების განხილვა: გამეორება სამქადაგებლო მსახურებაში და მოხსენებით გამოსვლისას (be გვ. 207 ¶1—გვ. 208 ¶4)
№ 1: ეზეკიელი — რატომ არის სასარგებლო (bsi07 გვ. 7 ¶29—გვ. 8 ¶33)
№ 2: ეზეკიელი 47:1—14
№ 3: td 7ბ შესაბამისი ფასი
№ 4: f რატომ არის კარგი სულიერი მემკვიდრეობა მშობლების მხრიდან შვილებისთვის საუკეთესო საჩუქარი
24 სექტ. ბიბლიის კითხვა: დანიელი 1—3 სიმღერა 179
რჩევების განხილვა: თემის განვითარება (be გვ. 209 ¶1—3)
№ 1: დანიელის შესავალი (bsi07 გვ. 8 ¶1—გვ. 9 ¶6)
№ 2: დანიელი 2:1—16
№ 3: რატომ არის რიცხვი 144 000 პირდაპირი და არა სიმბოლური მნიშვნელობის (გამოცხ. 7:4)
№ 4: td 8ა სულიერ განკურნებას მუდმივი სარგებლობა მოაქვს
1 ოქტ. ბიბლიის კითხვა: დანიელი 4—6 სიმღერა 14
რჩევების განხილვა: შეარჩიე სათანადო თემა (be გვ. 210 ¶1—გვ. 211 ¶1; გვ. 211, ჩარჩო)
№ 1: როდესაც განაწყენების მიზეზი გვაქვს (w05 08/01 გვ. 13—15)
№ 2: დანიელი 4:1—17
№ 3: როგორ მივბაძოთ მეფიბოშეთის კარგ თვისებებს?
№ 4: td 8ბ ღვთის სამეფო ყველას სამუდამოდ განკურნავს ფიზიკურად
8 ოქტ. ბიბლიის კითხვა: დანიელი 7—9 სიმღერა 34
რჩევების განხილვა: მთავარი აზრების გამოყოფა (be გვ. 212 ¶1—გვ. 213 ¶1)
№ 1: დაე იეჰოვას „სიტყვამ“ დაგიცვას (w05 09/01 გვ. 28—31)
№ 2: დანიელი 7:1—12
№ 3: td 8გ დღეს ღმერთი არ იწონებს რწმენით განკურნებას
№ 4: როგორი სიხარული მოაქვს სამქადაგებლო მსახურებაში რეგულარულ მონაწილეობას?
15 ოქტ. ბიბლიის კითხვა: დანიელი 10—12 სიმღერა 210
რჩევების განხილვა: მთავარი აზრები ბევრი არ უნდა იყოს (be გვ. 213 ¶2—გვ. 214 ¶4)
№ 1: დანიელი — რატომ არის სასარგებლო (bsi07 გვ. 9 ¶19—გვ. 10 ¶23)
№ 2: დანიელი 11:1—14
№ 3: როგორ გვეხმარება თავმდაბლობა გაუგებრობების თავიდან არიდებაში
№ 4: td 8დ უცხო ენებზე ლაპარაკი მხოლოდ დროებითი მოვლენა იყო
22 ოქტ. ბიბლიის კითხვა: ოსია 1—7 სიმღერა 66
რჩევების განხილვა: ინტერესის აღმძვრელი შესავალი (be გვ. 215 ¶1—გვ. 216 ¶5)
№ 1: ოსიას შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi07 გვ. 11—12)
№ 2: ოსია 5:1—15
№ 3: td 9ა უფლის საღამოს აღნიშვნა
№ 4: როგორ ავლენენ ქრისტიანები მოთმინებას
29 ოქტ. ბიბლიის კითხვა: ოსია 8—14 სიმღერა 59
რჩევების განხილვა: მიიპყარი მსმენელის ყურადღება სამქადაგებლო მსახურებისას (be გვ. 217 ¶1—4)
ზეპირი გამეორება
5 ნოემ. ბიბლიის კითხვა: იოელი 1—3 სიმღერა 166
რჩევების განხილვა: შესავალში თქვი, რის შესახებ ისაუბრებ (be გვ. 217 ¶5—გვ. 219 ¶3)
№ 1: იოელის შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi07 გვ. 13 ¶1—გვ. 14 ¶14)
№ 2: იოელი 2:1—14
№ 3: რას ნიშნავს „სრულყოფილი სიყვარული“ (1 იოან. 4:18).
№ 4: td 9ბ ზიარება არაბიბლიურია
12 ნოემ. ბიბლიის კითხვა: ამოსი 1—9 სიმღერა 211
რჩევების განხილვა: ეფექტური დასკვნა (be გვ. 220 ¶1-3)
№ 1: ამოსის შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi07 გვ. 14 ¶1—გვ. 15 ¶17)
№ 2: ამოსი 2:1—16
№ 3: რატომ არ არის გამოცდილება საუკეთესო მასწავლებელი
№ 4: td 10ა ყოველი ქრისტიანი უნდა ქადაგებდეს, აუწყებდეს სასიხარულო ცნობას
19 ნოემ. ბიბლიის კითხვა: აბდია 1—იონა 4 სიმღერა 220
რჩევების განხილვა: რა უნდა გვახსოვდეს (be გვ. 220 ¶4—გვ. 221 ¶4)
№ 1: აბდიასა და იონას შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi07 გვ. 16 ¶1—გვ. 18 ¶12)
№ 2: იონა 1:1—17
№ 3: td 10ბ საჭიროა ხალხის განმეორებით მონახულება, განუწყვეტელი დამოწმება
№ 4: დედამიწაზე პირდაპირი გაგებით სამოთხის დამყარებამდე, რატომ უნდა დამყარდეს სულიერი სამოთხე?
26 ნოემ. ბიბლიის კითხვა: მიქა 1—7 სიმღერა 18
რჩევების განხილვა: ეფექტური დასკვნა სამქადაგებლო მსახურებისას (be გვ. 221 ¶5—გვ. 222 ¶6)
№ 1: მიქას შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi07 გვ. 19 ¶1—გვ. 21 ¶19)
№ 2: მიქა 2:1—13
№ 3: რას ნიშნავს იყო რბილი ხასიათის
№ 4: td 10გ თუ არ დავამოწმებთ, ადამიანთა სისხლი ჩვენ მოგვეკითხება
3 დეკ. ბიბლიის კითხვა: ნაუმი 1—აბაკუმი 3 სიმღერა 137
რჩევების განხილვა: სანდო და ზუსტი ინფორმაცია (be გვ. 223 ¶1—5)
№ 1: ნაუმისა და აბაკუმის შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi07 გვ. 21 ¶1—გვ. 24 ¶14)
№ 2: აბაკუმი 1:1—17
№ 3: td 11ა ღვთის განზრახვა დედამიწისთვის
№ 4: რატომ არ იქნება მარადიული სიცოცხლე მოსაწყენი
10 დეკ. ბიბლიის კითხვა: სოფონია 1—ანგია 2 სიმღერა 78
რჩევების განხილვა: „მისდიე სარწმუნო სიტყვას“ (be გვ. 224 ¶1—4)
№ 1: სოფონიასა და ანგიას შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi07 გვ. 25 ¶1—გვ. 28 ¶16)
№ 2: სოფონია 3:1—17
№ 3: td 11ბ დედამიწა არასოდეს განადგურდება და გაუკაცრიელდება
№ 4: g რა გავლენას ახდენს სულიერობა ცოლქმრულ ურთიერთობებზე
17 დეკ. ბიბლიის კითხვა: ზაქარია 1—8 სიმღერა 209
რჩევების განხილვა: შეამოწმე, რამდენად სანდოა ინფორმაცია (be გვ. 225 ¶1—3)
№ 1: ზაქარიას შესავალი (bsi07 გვ. 28 ¶1—გვ. 29 ¶7)
№ 2: ზაქარია 7:1—14
№ 3: როგორ შესრულდა იესოს გარდასახვის ხილვა?
№ 4: td 12ა პირველი ქრისტიანები არ ზეიმობდნენ დაბადების დღეებსა და შობას
24 დეკ. ბიბლიის კითხვა: ზაქარია 9—14 სიმღერა 202
რჩევების განხილვა: ილაპარაკე გასაგებად (be გვ. 226 ¶1—გვ. 227 ¶1)
№ 1: ზაქარია — რატომ არის სასარგებლო; მალაქიას შესავალი და რატომ არის სასარგებლო (bsi07 გვ. 29 ¶23—გვ. 32 ¶17)
№ 2: ზაქარია 10:1—12
№ 3: td 13ა ეკლესია სულიერია, აგებულია ქრისტეზე
№ 4: როგორ მოვემზადოთ დევნებისთვის?
31 დეკ. ბიბლიის კითხვა: მალაქია 1—4 სიმღერა 118
რჩევების განხილვა: განმარტე მსმენელისთვის უცნობი ტერმინები (be გვ. 227 ¶2—გვ. 228 ¶1)
ზეპირი გამეორება
[სქოლიოები]
a უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
b უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
c უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
d უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
e უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
f უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.
g უნდა დაევალოს მხოლოდ ძმას.