თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე 2007 წლის 31 დეკემბრით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30-წუთიან გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2007 წლის 5 ნოემბრით დაწყებული კვირიდან 31 დეკემბრით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე.
რჩევების განხილვა
1. რა არის გასათვალისწინებელი იმისათვის, რომ დასკვნა ეფექტური იყოს? [be გვ. 220, აბზ. 4—გვ. 221, აბზ. 3]
2. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ სამქადაგებლო მსახურებაში ადამიანებს სანდო და ზუსტი ინფორმაცია გადავცეთ? [be გვ. 223, აბზ. 2—4]
3. ქრისტიანულ შეხვედრებზე ჩვენს მოხსენებებში როგორ უნდა ჩანდეს, რომ ვაფასებთ კრებას, როგორც „ჭეშმარიტების სვეტსა და საფუძველს“? (1 ტიმ. 3:15) [be გვ. 224, აბზ. 1—4]
4. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ მიერ გადაცემული ინფორმაცია სანდო იყოს და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? [be გვ. 225, აბზ. 1, 2]
5. საუბრის დროს როგორ გადავცეთ სხვებს მასალა გასაგებად? [be გვ. 226, აბზ. 3—გვ. 227, აბზ. 1]
დავალება №1
6. რა ადასტურებს იონას წიგნში ჩაწერილი ისტორიის უტყუარობას? [bsi07 გვ. 18, აბზ. 3]
7. მიქას რომელი წინასწარმეტყველება უკავშირდება ღვთის სამეფოს, რომელსაც იესო ქრისტე უხელმძღვანელებს? [bsi07 გვ. 21, აბზ. 18]
8. რა ადასტურებს იმას, რომ აბაკუმის წიგნი ღვთის შთაგონებითაა დაწერილი? [bsi07 გვ. 23, აბზ. 4]
9. რატომ შეიძლება ითქვას, რომ ძვ. წ. 520 წლისთვის იუდეველებს ბოლომდე არ ჰქონდათ მიყვანილი ის საქმე, რომლის გამოც ღმერთმა ისინი ტუყვეობიდან დააბრუნა? (ანგ. 1:4) [bsi07 გვ. 27, აბზ. 3]
10. რომელ დიად დღეს მოიხსენიებს ზაქარია? [bsi07 გვ. 30, აბზ. 26]
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. როგორ შესრულდა იოელის წინასწარმეტყველება მწერების შემოსევაზე პირველ საუკუნეში და როგორ სრულდება დღეს? (იოელ. 2:1—10, 28) [w07 10/1 «იეჰოვას სიტყვა ცოცხალია — მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნებიდან „იოელი“ და „ამოსი“»]
12. რას ნიშნავს „ზაფხულის ხილით სავსე კალათა“? (ამოს. 8:1, 2). [w07 10/1 «იეჰოვას სიტყვა ცოცხალია — მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნებიდან „იოელი“ და „ამოსი“»]
13. რა გაგებით ‘შეიწყალა ღმერთმა ნინეველები და აღარ დაატეხა ის უბედურება, რაც ნათქვამი ჰქონდა’, და როგორ უნდა იმოქმედოს ამან ჩვენზე? (იონ. 3:10). [w03 7/15 გვ. 17, 18]
14. რას ნიშნავს იეჰოვას სახელით სიარული? (მიქ. 4:5) [w03 8/15 გვ. 17, აბზ. 19]
15. როდის და როგორ მოვიდა იეჰოვა თავის „ტაძარში“ გასასამართლებლად? (მალ. 3:1—3) [re ჩარჩო 32-ე გვერდზე; jd გვ. 179, აბზ. 3—გვ. 181, აბზ. 6]