თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული სამსახურის სკოლის შეხვედრაზე 2008 წლის 28 აპრილით დაწყებულ კვირაში. სკოლის ზედამხედველი ჩაატარებს 30-წუთიან გამეორებას, რომელიც დაფუძნებული იქნება 2008 წლის 3 მარტით დაწყებული კვირიდან 28 აპრილით დაწყებული კვირის ჩათვლით განხილულ მასალაზე.
რჩევების განხილვა
1. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ გამოსვლა მოცემულ მასალაზე ავაგოთ და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება? [be გვ. 234, აბზ. 1 — გვ. 235, აბზ. 1].
2. რატომ არის კითხვების გამოყენება სწავლების ეფექტური მეთოდი? [be გვ. 236, აბზ. 1—5].
3. როგორ შეგვიძლია კითხვების გამოყენებით დავეხმაროთ მსმენელს თემის ირგვლივ მსჯელობაში? [be გვ. 237, აბზ. 3 — გვ. 238, აბზ. 1].
4. რატომ არის მნიშვნელოვანი სწავლებისას კითხვების ეფექტურად გამოყენება მსმენელის თვალსაზრისის გასაგებად? (იგავ. 20:5; მათ. 16:13—16; იოან. 11:26) [be გვ. 238, აბზ. 3—5].
5. რატომ არის მნიშვნელოვანი სწავლებისას შედარებების გამოყენება? (დაბ. 22:17; იერ. 13:11) [be გვ. 240, აბზ. 1—3].
დავალება №1
6. რა ზოგიერთ სახელმძღვანელო პრინციპს ვხვდებით მარკოზის წიგნში, რომლებიც დაგვეხმარება, რომ მივიღოთ სიცოცხლე ღვთის სამეფოს მმართველობის დროს? [bsi08 გვ. 8, აბზ. 32].
7. როგორ ეხმარება დღეს წმინდა სული ღვთის მსახურებს? (იოან. 14:25, 26) [be გვ. 19, აბზ. 2, 3].
8. ყველაზე მეტად რაში გვეხმარება კითხვა? [be გვ. 21, აბზ. 3].
9. რა იგულისხმება შესწავლაში? [be გვ. 27, აბზ. 3 — გვ. 28, აბზ. 1].
10. როგორ გვარწმუნებს ლუკას სახარება იმაში, რომ ებრაული წერილები ღვთის შთაგონებით დაიწერა? [bsi08 გვ. 10, აბზ. 30, 31].
ბიბლიის ყოველკვირეული კითხვა
11. რატომ მისცა იესომ შენიშვნა კაცს, რომელმაც მას „კარგი მოძღვარი“ უწოდა? (მარ. 10:17, 18) [w08 2/15 «იეჰოვას სიტყვა ცოცხალია — მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „მარკოზი“»].
12. რატომ მოიყვანა იესომ ლეღვის ხის მაგალითი ისრაელ ერთან დაკავშირებით? (მარ. 11:12—14, 20, 21) [w03 5/15 გვ. 26, აბზ. 2, 3].
13. რაზე მიუთითებდა ანგელოზ გაბრიელის სიტყვები, რომელმაც უთხრა მარიამს, რომ მასზე ღვთის წმინდა სული გადმოვიდოდა და ღვთის ძლიერება დაჩრდილავდა, რის შედეგადაც ‘საშვილოსნოში ვაჟი ჩაესახებოდა’? (ლუკ. 1:30, 31, 34, 35) [w08 3/15 «იეჰოვას სიტყვა ცოცხალია — მნიშვნელოვანი აზრები ბიბლიის წიგნიდან „ლუკა“»; it-2-E გვ. 56, აბზ. 2].
14. ნამდვილად არ იყო ‘ნებადართული შაბათს’ იმის კეთება, რაც იესოს მოწაფეებმა გააკეთეს? (ლუკ. 6:1, 2) [gt თ. 31].
15. რას ვსწავლობთ იმ რჩევიდან, რომელიც იესომ მართას მისცა? (ლუკ. 10:40—42) [w99 9/1 გვ. 31].