თეოკრატიული მსახურების სკოლა — გამეორება
ქვემოთ მოყვანილი კითხვები განიხილება თეოკრატიული მსახურების სკოლის შეხვედრაზე.
1. რისი სწავლა შეგვიძლია გამოსვლის 23:19-ში მოცემული აკრძალვიდან? [w06 4/1 გვ. 31, აბზ. 1—5].
2. რა იყო ურიმი და თუმიმი და როგორ იყენებდნენ მათ ძველ ისრაელში? (გამ. 28:30) [w06 1/15 გვ. 18; w01 9/1 გვ. 27].
3. როგორ ელაპარაკა იეჰოვა მოსეს „პირისპირ“? (გამ. 33:11, 20) [w04 3/15 გვ. 27].
4. რისი სწავლა შეგვიძლია ისრაელებისგან, რომლებიც არ იშურებდნენ თავიანთ სახსრებსა და უნარს ტაძრის ასაგებად? (გამ. 35:5, 10) [w99 11/1 გვ. 31, აბზ. 1, 2].
5. რას განასახიერებს გამოსვლის 40:28-ში მოხსენიებული „ჩამოსაფარებელი“ იეჰოვა ღმერთის დიდებულ სულიერ ტაძარში? [w00 1/15 გვ. 15, აბზ. 7, 8].
6. იესოს მსხვერპლის რომელ მხარეზე ამახვილებს ყურადღებას „დასაწვავი შესაწირავი“, რომელიც სრულად უნდა მიეტანათ სამსხვერპლოზე? (ლევ. 1:13) [w04 5/15 გვ. 21, აბზ. 3].
7. რისი სწავლა შეგვიძლია იქიდან, რომ „მთელი ქონი იეჰოვასია“? (ლევ. 3:16, 17) [w04 5/15 გვ. 22, აბზ. 2].
8. რა მნიშვნელობაა ჩადებული სამსხვერპლოს საძირკველთან სისხლის დაღვრასა და სხვადასხვა ადგილას მის მოსხურებაში? (ლევ. 9:9) [w04 5/15 გვ. 22, აბზ. 5].
9. რას ვიგებთ ლევიანების 12:8-ის საფუძველზე იესოს მშობლების შესახებ და რისი სწავლა შეგვიძლია აქედან? [w98 12/15 გვ. 6, აბზ. 5].
10. რა გაგებით იყო ისრაელის ყოველწლიური გამოსყიდვის დღე იესოს გამომსყიდველური მსხვერპლის პირველსახე? (ლევ. 16:11—16) [w98 2/15 გვ. 12, აბზ. 2].